განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001823768
საქმე №1/ბ-536-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ ლევან ტაბიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ-----– ქ------–--ის
ადვოკატის – ზ----- მ--------ის
მსჯავრდებულების – მ-------- ზ---–----ის, მ-------- ე-–---------ის, ა----- ჯ------ის
თარჯიმნის – ვ------- თ----------ის
მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულების _ მ-------- ზ---–----ის, ა----- ჯ------ის, მ-------- ე-–---------ის და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- მ--------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------):
1.მ-------- ზ---–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–----------------------- მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მ--------ს ს-------ში, ქ.ტ-------ში, ჰ------------------ ქუჩაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
2.ა----- ჯ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, მ--------ს ს-------ს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მ--------ს ს-------ში, ქ---------––-------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
3.მ-------- ე-–---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, მ--------ს ს-------ს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მ--------ს ს-------ში, ქ---------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენით:
მ-------- ზ---–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ-------- ზ---–----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 09 თებერვლიდან.
მ-------- ზ---–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუმდა.
ა----- ჯ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა----- ჯ------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 09 თებერვლიდან.
ა----- ჯ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
მ-------- ე-–---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ-------- ე-–---------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 09 თებერვლიდან.
მ-------- ე-–---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: მ-------- ზ---–----ის სახელზე გაცემული მ--------ს ს-------ს მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, მართვის მოწმობა, შავი ფერის ტყავის საფულე, ფულადი თანხა _ 200 ევრო და 35 ლარი, ”ნოკიას” და ”აიფონის” ფირმის მობილური ტელეფონები, ერთი ცალი ვერცხლისფერი ლითონის ბეჭედი და მაჯის საათი, შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით და პირადი ჰიგიენის ნივთები, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მ-------- ზ---–----ის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; მ-------- ე-–---------ის სახელზე გაცემული მ--------ს ს-------ს მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ფულადი თანხა 200 ევრო და 5 ლირა, ”სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მ-------- ე-–---------ის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ა----- ჯ------ის სახელზე გაცემული მ--------ს ს-------ს მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ”ელჯის” ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით და პირადი ჰიგიენის ნივთები, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ა----- ჯ------ის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------- ზ---–----მა, ა----- ჯ------მა და მ-------- ე-–---------მა ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 09 თებერვალს მ--------ს ს-------ს მოქალაქეები მ-------- ჰუსეინის ძე ზ---–----ი, მ-------- ელ ფ------ი და ა----- ჯ------ი, ჯგუფურად, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მივიდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------ში მდებარე N--- სასაზღვრო ნიშნის რაიონში, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არალეგალურად შემოვიდნენ საქართველოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა მ-------- ზ---–----მა, ა----- ჯ------მა, მ-------- ე-–---------მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----- მ--------ემ.
მსჯავრდებულებმა მ-------- ზ---–----მა, ა----- ჯ------მა და მ-------- ე-–---------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერად და ობიექტურად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასებების შედეგად მიღებული იქნა უსამართლო გადაწყვეტილება; მთელი სამართალწარმოების განმავლობაში არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო უკანონობას და მათი დამნაშავედ ცნობას.
ადვოკატმა ზ----- მ--------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მსჯავრდებულმა ა----- ჯ------მა სრულად აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო მსჯავრდებულებმა მ-------- ე-–---------მა და მ-------- ზ---–----მა ირიბად აღიარეს დანაშაულის ჩადენის ფაქტი და დაადასტურეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი ნებართვის გარეშე აღმოჩნდნენ, რაც უნდა შეფასდეს აღიარებით ჩვენებებად. მ-------- ე-–---------ი და მ-------- ზ---–----ი რომ აღიარებდნენ დანაშაულს, იქედანაც ჩანს, რომ მათ უდავოდ ცნეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დაადასტურეს მათი პოზიცია საქმესთან მიმართებაში. მსჯავრდებულები არ არიან ნასამართლობის მქონე პირები, ამდენად, მათი პიროვნებების და ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის სრულიად საკმარისი იქნება მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელების პირობითად ჩათვლა. ისინი რამდენიმე თვეა იხდიან სასჯელს და აღნიშნული პერიოდი დამაფიქრებელია მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი და განიმსჭვალონ კანონისადმი პატივისცემით, რაც გამორიცხავს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ----- მ--------ემ ითხოვა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლა.
მსჯავრდებულები მ-------- ზ---–----ი, ა----- ჯ------ი და მ-------- ე-–---------ი დაეთანხმნენ ადვოკატის პოზიციას. სააპელაციო პალატის სხდომაზე მათ დააზუსტეს თავიანთი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები, განმარტეს, რომ თავს ცნობენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვეს მათთვის დანიშნული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ქ------–--ემ კი ითხოვა აპელანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან (პრეიუდიცია).
მოცემულ საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე (გარდა ბრალდებულების გამოკითხვის ოქმებისა) და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი საქმის არსებით განხილვაზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი სასამართლოში მტკიცებულებები არ გამოკვლეულა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სამივე მსჯავრდებულმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებმა მ-------- ზ---–----მა, ა----- ჯ------მა და მ-------- ე-–---------მა ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების _ მ----- ფ----------ის, მ----- თ---------ის, ე------ მ---------ის და რ---- მ–------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული პასპორტებითა და ბინადრობის მოწმობებით, სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
რაც შეეხება სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებს განსაზღვრული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი _ თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რომლის შემცირების სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს რა ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულების პიროვნებას, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მათთვის დანიშნული სასჯელების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე პირობითად ჩათვლას, ვინაიდან, თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე არ არსებობს მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისა და მათთვის დანიშნული სასჯელების ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი, ვინაიდან, სახეზეა დანაშაულზე წასწრების შემთხვევა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, სასამართლო მხოლოდ მითითებული პირობების ერთობლივად არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო დანაშაულზე წასწრება გამორიცხავს ასეთის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენი მ-------- ზ---–----ის, მ-------- ე-–---------ის და ა----- ჯ------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულების და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულების _ მ-------- ზ---–----ის, მ-------- ე-–---------ის, ა----- ჯ------ის და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- მ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენი მ-------- ზ---–----ის, მ-------- ე-–---------ის და ა----- ჯ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.მ-------- ზ---–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
4.მსჯავრდებულ მ-------- ზ---–----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 09 თებერვლიდან.
5.მ-------- ზ---–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუმებულია.
6.ა----- ჯ------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
7.მსჯავრდებულ ა----- ჯ------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 09 თებერვლიდან.
8.ა----- ჯ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
9.მ-------- ე-–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
10.მსჯავრდებულ მ-------- ე-–---------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 09 თებერვლიდან.
11.მ-------- ე-–---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
12.ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● მ-------- ზ---–----ის სახელზე გაცემული მ--------ს ს-------ს მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, მართვის მოწმობა, შავი ფერის ტყავის საფულე, ფულადი თანხა _ 200 (ორასი) ევრო და 35 (ოცდათხუთმეტი) ლარი, ”ნოკიას” და ”აიფონის” ფირმის მობილური ტელეფონები, ერთი ცალი ვერცხლისფერი ლითონის ბეჭედი და მაჯის საათი, შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით და პირადი ჰიგიენის ნივთები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მ-------- ზ---–----ის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
● მ-------- ფ------ის სახელზე გაცემული მ--------ს ს-------ს მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ფულადი თანხა _ 200 (ორასი) ევრო და 5 (ხუთი) ლირა, ”სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მ-------- ე-–---------ის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
● ა----- ჯ------ის სახელზე გაცემული მ--------ს ს-------ს მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ”ელჯის” ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით და პირადი ჰიგიენის ნივთები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ა----- ჯ------ის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
13.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
14.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/