განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-52-2019 წელი
№100100118002715037
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
15 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი----- დ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი----- დ-------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ჭ----------------------------–--------ში, მსჯავრდებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით, 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერ-თობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
aRwerilobiTi nawili:
ი----- დ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქა-რისათვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვ-ლიანი შიში.
– ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქა-რისათვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვ-ლიანი შიში, დამნაშავის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ჭ----------------–----–----------------–--------ში მცხოვრები ი----- დ-------ე 2018 წლის 03 ოქტომბერს საღამოს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, გაბრაზებული იმ ფაქტით, რომ მისი შვილი ს-------- დ-------ე მისი ნებართვის გარეშე გათხოვდა, სურდა მისულიყო თავისი სიძის გ--- მ-------ის ოჯახში, რაზედაც წინააღმდეგობა გაუწიეს მისმა მეუღლემ ლ--–- ბ--------ემ და არასრულწლოვანმა შვილმა რ---- დ-------ემ, რის გამოც არასრულ-წლოვან შვილს რ---- დ-------ეს და მეუღლეს ლ--–- ბ--------ეს დაემუქრა ჯანმრთე-ლობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ--–- ბ--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2018 წლის 04 ოქტომბერს, 17 საათიდან 18 საათამდე პერიოდში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ი----- დ-------ე შვილის გათხოვებით გაბრაზებული, კვლავ დაემუქრა არასრულ-წლოვან შვილს რ---- დ-------ეს და მეუღლეს ლ--–- ბ--------ეს, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ--–- ბ--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი----- დ-------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ი----- დ-------ე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფ-ნისას მეუღლესა და არასრულწლოვან შვილს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა სრულიად საფუ-ძვლიანი მუქარის განხორციელების შიში. აღნიშნული გარემოებები მსჯავრდებულის იმპულსურობაზე და მის არაკონტროლირებად ქცევაზე მეტყველებს. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების არაპროპორციულია და აღ-ნიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თა-ვიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები.
საპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი----- დ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი----- დ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, გაითვალისწინა სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯე-ლის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვ-ლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმე-დების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნა-სამართლევი და ი----- დ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხა-რისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაული-სათვის დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვლა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან და-კავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშ-ნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი და-ნაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სა-უარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენი ი----- დ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი----- დ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი----- დ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩა-ეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფ-ლებების შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯე-ლი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- დ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველ-ზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირე-ბული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
მსჯავრდებულ ი----- დ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმ-რობაში ყოფნის დრო 2018 წლის 04 ოქტომბრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით – 8 დღე.
ი----- დ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გი-რაოს სახით შეტანილი თანხა 1900 (ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გი-რაოს შემტანს მ------- წ--------–ს (პ/ნ 0----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდე-ბულ ი----- დ-------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili