განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
100100118002475063
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002475063

№1/ბ-441-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ი-–-- გ--–------ის

მსჯავრდებულ - გ---- კ-------–---–ის

ადვოკატის - გ--------ი ჩ-----იძის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---- გ--------ის ძე კ-------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №3----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: სენაკი, ზუგდიდის ჩიხი №3; ფაქტობრივად მცხოვრები: ჭიათურა, დ.ა----–-----–ის ქ.№110.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---- კ-------–---–მა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 19 აპრილს, დაახლობით 2000 საათზე, ჭიათურაში ა----–-----–ის ქუჩაზე, გ---- კ-------–---–მა ცემა არასრულწლოვანი ა------ ჯ-–--–-ილი. კერძოდ ფეხი ძლიერად დაარტყა მარცხენა ფეხის წვივზე, შემდეგ ჯერ გაშლილი ხელი და შემდეგ მუშტი დაარტყა მარცხენა მხარეს სახის არეში, რა დროსაც ა------ ჯ-–--–-ლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით გ---- კ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი; მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

განაჩენი ასევე გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ გ---- კ-------–---–ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის, 1000 (ათასი) ლარის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ი-–-- გ--–------ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– აპელანტს, გ---- კ-------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გ--------ი ჩ-----იძეს, რომლებიც არ ეთანხმებიან ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვენ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ---- კ-------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შემთხვევის ადგილი დათვალიერების ოქმით ფოტოტაბულით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულ ა------ ჯ-–--–-ილის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ნ-----–---–-------------------------------–-----–--------–-- გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ---- კ-------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 11 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, ხოლო მეორე აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის, 1000 (ათასი) ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას.

მსჯავრდებულ გ---- კ-------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ გ---- კ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

გ---- კ-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სსკ 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

მსჯავრდებულ გ---- კ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე