განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
330210016001530867
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001530867

საქმე №2ბ/4440-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

პელანტი - შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–--------------------“

წარმომადგენლბები - ი-------------–---–-, დ----------------–---–-

წარმომადგენელი (დირექტორი) - რ---------------

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ--------–----–“

წარმომადგენელი - დ---------–---

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ნ-------------------

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - სსიპ შემოსავლების სამსახურის ბაჟო დეპარტმენტი

წარმომადგენელი - ნ----------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2017 წლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2017 წლის გადაწყვეტილებით:

 

1.შპს „გ--------–----–“ -ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

2.შპს „გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს, შპს „გ--------–----–“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 42 000 ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2016 წლის 28 იანვარს შპს ,,გ--------–----–”-ს მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ შემოტანილი იქნა 302400 ცალი N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხი, რომელიც მისი ვარგისიანობის შემოწმების მიზნით (ნიმუში) გამოსაკვლევად გადაეგზავნა შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------ში“.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-08/02/2016 წლის N09/648 მიმართვა (ს.ფ.19-20);

-04/02/2016 წლის N21-10/773 მიმართვა (ს.ფ. 21).

 

შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს 2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმის მიხედვით სასურსათო კვერცხისათვის ჩატარებული მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზის შედეგად ტოქსიკური ელემენტის ვერცხლისწყლის ოდენობამ 25 გრ-ში შეადგინა 0.037 მგ. აღნიშნულის საფუძველზე სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასურსათო კვერცხი არ შეესაბამება სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს. შედეგად, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 08/02/2016 წლის წერილით, შპს „გ--------–----–“-ის დირექტორს დაევალა სასურსათო კვერცხის რეალიზაციიდან ამოღება, რაოდენობის აღრიცხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-04.02.2016 წლის N9- საგამოცდო ოქმი (ს.ფ.24);

-სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 08/02/2016 წლის N09/648 წერილი (ს.ფ.19-20);

-საბაჟო დეპარტამენტის 04/02/2016 წლის წერილი (ს. ფ.21);

 

2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმში დაშვებული იქნა შეცდომა და ნაცვლად 0.0037 მგ. მიეთითა 0.037 მგ. შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს 2016 წლის 22 თებერვლის N03-15/16 წერილით თანახმად, 2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმში შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილება და ვერცხლისწყლის ოდენობად 0.037 მგ. ნაცვლად მიეთითა 0.0037 მგ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-22/02.2016 წლის წერილი (ს.ფ.23);

-23/02/2016 წლის წერილი (ს. ფ.22);

-22/02/2016 წლის წერილი (ს. ფ.59);

-19.02.2016 წლის N9- საგამოცდო ოქმი (ს.ფ.60).

 

2016 წლის 20 ივლისს შპს „გ--------–----–”-ს კუთვნილ ობიექტში გასვლით განადგურებული იქნა სასურსათო კვერცხი 600 ყუთის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-განადგურების აქტი (ს. ფ.33);

-სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი (ს. ფ.30-31);

-ბრძანება (ს. ფ.27);

-განაცხადი (ს. ფ.28);

-აქტი (ს. ფ.32);

-პოლიგონზე მყარი ნარჩენების განთავსების აქტები (ს. ფ. 34-36);

-მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 07 მარტის №90-ე დადგენილების 48-ე მუხლის თანახმად, ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვერცხის სუფთა და მშრალ მდგომარეობაში შენახვა, დაზიანებისა და მზის სინათლისაგან დაცვა. მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0°C-დან 10°C-მდე, შესაძლოა მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხდეს მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს ,,გ--------–----–”-ს მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ შემოტანილი იქნა N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხი 2016 წლის 28 იანვარს. მოსარჩელისა და საქმეში მესამე პირებად ჩაბმული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა განმარტებით, პარტიის ნომერი N19.01.2016 მიუთითებს კვერცხების დადების თარიღზე. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 იანვარს შპს ,,გ--------–----–”-ს მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ შემოტანილი N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხის ვარგისიანობის ვადა ამოიწურა 2016 წლის 19 თებერვალს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, კი თუ კვერცხების დადების ვადად 2016 წლის 19 იანვარი დადასტურებულად არ იქნებოდა მიჩნეული, სადავო სასურსათო კვერცხის ვარგისიანობის ვადა ამოწურულად უნდა ჩაითვალოს 2016 წლის 28 თებერვლიდან (საბაჟოზე შემოტანის თარიღი). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-08.02.2016 წლის წერილი (ს. ფ. 19-20);

-25/05/2016 წლის ცნობა (ს. ფ.25);

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-მესამე პირთა ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები (ს. ფ.224-226; 263-264; იხ. სხდომის ოქმი)

 

2016 წლის 20 ივლისს 600 ყუთის ოდენობით განადგურებული სასურსათო კვერცხის ღირებულება განისაზღვრა 42 000 ლარით. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნული ოდენობით ზიანი მიადგა მოსარჩელეს მოპასუხის ქმედებების შედეგად.

 

ამასთან, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისას, სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 იანვრის აუდიტორული დასკვნის შინაარსი და მის საფუძველზე დაანგარიშებული ზიანის ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა ემყარება 2012 წელს გაუქმებულ საქართველოს კანონს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”. გარდა ამისა, მასში არ არის სარწმუნოდ, შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებითა და მათი გამოკვლევის შედეგად დადგენილი სასურსათო კვერცხის განადგურების შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-განადგურების აქტი (ს. ფ.33);

-სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი (ს. ფ.30-31);

-აქტი (ს. ფ.32);

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 იანვარს შპს ,,გ--------–----–”-ს მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ შემოტანილი იქნა 302400 ცალი N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხი, რომელიც მისი ვარგისიანობის შემოწმების მიზნით (ნიმუში) გამოსაკვლევად გადაეგზავნა შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------ში“. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს მიერ 2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმში დაშვებული იქნა შეცდომა, რომლის შედეგადაც სასურსათო კვერცხისათვის ჩატარებული მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზში არასწორად იქნა მითითებული ვერცხლისწყლის ოდენობა. თავის მხრივ, აღნიშნული გახდა სასურსათო კვერცხის რეალიზაციიდან ამოღების საფუძველი.

 

შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს მიერ შედგენილ საგამოცდო ოქმში დაშვებულ შეცდომასა და მოსარჩელის ქონებრივი ინტერესის მიმართ დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენისას სასამართლომ ისარგებლა „რომ არა“ ტესტით. CONDITO SINE QUA NON - ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,გ--------–----–”-ის მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ საბაჟო გამშვებ პუნქტში N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხი შემოტანილი იქნა 2016 წლის 28 იანვარს, ხოლო, სასურსათო კვერცხს ვარგისიანობის ვადა გასდიოდა 2016 წლის 19 თებერვალს. ამასთან, მართალია, 2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმში დაშვებული შეცდომა გასწორდა თავად მოპასუხის წერილობითი მითითების საფუძველზე, თუმცა, ამ გარემოებამ გავლენა იქონია სასურსათო კვერცხის ვარგისიანობის ვადაზე. კერძოდ, 2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმში შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილება მხოლოდ 2016 წლის 19 თებერვლის საგამოცდო ოქმით, რის შესახებაც უფლებამოსილ უწყებას ეცნობა 2016 წლის 22 თებერვალს. ამ დროისათვის კი სასურსათო კვერცხის ვარგისიანობის ვადა უკვე გასული იყო. შესაბამისად, იგი უვარგისი იყო სარეალიზაციო მიზნებისათვის, რამაც საბოლოოდ ამ კვერცხების განადგურება და მოსარჩელისათვის 42000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,გ--------–----–”-ის მიმართ დამდგარი ზიანი, მართლაც გამოწვია შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს მიერ 2016 წლის 04 თებერვლის საგამოცდო ოქმში დაშვებულმა შეცდომამ - რომ არა დაშვებული შეცდომა, სასურსათო კვერცხების ამოღებას ადგილი არ ექნებოდა და, არც მათი ვარგისიანობის ვადა არ გავიდოდა მოპასუხის ბრალით. შესაბამისად, მოპასუხის შეცდომა, როგორც ფიზიკური მოვლენა არის უმთავრესი და შეუცვლელი მიზეზი დამდგარი ზიანისა. აქედან გამომდინარე, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიან შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1-ე მუხლით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2016 წლის 20 ივლისს 600 ყუთის ოდენობით განადგურებული სასურსათო კვერცხის ღირებულება განისაზღვრა 42 000 ლარით. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნული ოდენობით ზიანი მიადგა მოსარჩელეს მოპასუხის ქმედებების შედეგად.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უმნიშვნელო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტება, რომ შპს ,,გ--------–----–ის“ მიერ სასურსათო კვერცხი უკვე გაშვებული იყო სარეალიზაციოდ, უნდა განხორციელებულიყო რეალიზაციის შეჩერება და სასურსათო კვერცხის ამოღება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სადავო პარტიის სასურსათო კვერცხის გარკვეული ნაწილი უკვე გაყიდული იყო. შესაბამისად, მტკიცება იმაზე, რომ მოხდა მთლიანი პარტიის განადგურება არის დაუსაბუთებელი. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კვერცხი ამოღებული იქნა ბაზრიდან. ამასთან, სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შედგენილ N9- ოქმში მითითებულ ვერცხლისწყლის შემცველობის სასურსათო კვერცხი, რომელიც წარმოადგენს, უპირველეს ყოვლისა, სადავო ფაქტობრივ გარემოებას. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ კვერცხში ვერცხლისწყლის შემცველობა ნაკლები იყო 0.037-ზე (>0.037), რაც მოიცავდა, როგორც დასაშვებ, ისე აკრძალულ ოდენობას. ამის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არასწორად წაიკითხეს აღნიშნული ჩანაწერი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, გაუგებარია, რაზე დაყრდნობითაა მითითებული გადაწყვეტილებაში, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სადავო პარტიის კვერცხი სრულად გაანადგურა, როცა აპელანტმა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები წარადგინა. ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესწორებული ოქმის თანახმად, ნება დართო შპს ,,გ--------–----–ს“ კვერცხი გამოეყენებინა საკონდიტრო წარმოებაში, რაზედაც მან უარი განაცხადა, თუმცა, მეორე დღესვე უარი განაცხადა პარტიის განადგურებაზე და უკან გამოითხოვა გადახდილი მოსაკრებელი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ განადგურებისა და ჩამოწერის აქტში რაოდენობა ერთმანეთთან შეუსაბამობაშია. ზოგან წერია, რომ კვერცხი განადგურდა პოლიგონზე, ხოლო, ზოგან მითითებულია, რომ განადგურება მოხდა შპს ,,გ--------–----–ის“ ობიექტზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 39--ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიაჩნია შემდეგი:

 

2016 წლის 28 იანვარს შპს ,,გ--------–----–”-ს მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ შემოტანილი იქნა 302400 ცალი N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხი, რომელიც მისი ვარგისიანობის შემოწმების მიზნით (ნიმუში) გამოსაკვლევად გადაეგზავნა შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------ში“.

 

შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს 2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმის მიხედვით სასურსათო კვერცხისათვის ჩატარებული მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზის შედეგად ტოქსიკური ელემენტის ვერცხლისწყლის ნაკლებია 0.037 მგ-ზე. აღნიშნულის საფუძველზე სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასურსათო კვერცხი არ შეესაბამება სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს. შედეგად, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 08/02/2016 წლის წერილით, შპს „გ--------–----–“-ის დირექტორს დაევალა სასურსათო კვერცხის რეალიზაციიდან ამოღება, რაოდენობის აღრიცხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურება.

 

2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმში დაშვებული იქნა შეცდომა და ნაცვლად 0.0037 მგ. მიეთითა 0.037 მგ. შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს 2016 წლის 22 თებერვლის N03-15/16 წერილით თანახმად, 2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმში შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილება და ვერცხლისწყლის ოდენობად ნაცვლად ,,>0.037 მგ.“ მიეთითა ,,> 0.0037 მგ“.

 

ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 07 მარტის №90-ე დადგენილების 48-ე მუხლის თანახმად, ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვერცხის სუფთა და მშრალ მდგომარეობაში შენახვა, დაზიანებისა და მზის სინათლისაგან დაცვა. მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0°C-დან 10°C-მდე, შესაძლოა მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხდეს მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს ,,გ--------–----–”-ს მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ შემოტანილი იქნა N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხი 2016 წლის 28 იანვარს. პარტიის ნომერი N19.01.2016 მიუთითებს კვერცხების დადების თარიღზე. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 28 იანვარს შპს ,,გ--------–----–”-ს მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ შემოტანილი N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხის ვარგისიანობის ვადა ამოიწურა 2016 წლის 19 თებერვალს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, კი თუ კვერცხების დადების ვადად 2016 წლის 19 იანვარი დადასტურებულად არ იქნებოდა მიჩნეული, სადავო სასურსათო კვერცხის ვარგისიანობის ვადა ამოწურულად უნდა ჩაითვალოს 2016 წლის 28 თებერვლიდან (საბაჟოზე შემოტანის თარიღი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. კერძოდ, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 28 იანვარს შპს ,,გ--------–----–”-ს მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“ შემოტანილი იქნა 302400 ცალი N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხი, რომელიც მისი ვარგისიანობის შემოწმების მიზნით (ნიმუში) გამოსაკვლევად გადაეგზავნა შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------ში“. ამასთან, დადგენილია, რომ შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს მიერ 2016 წლის 4 თებერვლის 9- საგამოცდო ოქმში დაშვებული იქნა შეცდომა, რომლის შედეგადაც სასურსათო კვერცხისათვის ჩატარებული მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზში არასწორად იქნა მითითებული ვერცხლისწყლის ოდენობა, კერძოდ, ნაცვლად >0.0037 მგ-ისა მიეთითა > 0.037 მგ-ზე, რაც გახდა სასურსათო კვერცხის რეალიზაციიდან ამოღების საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შპს ,,გ--------–----–”-ის მიერ ბელორუსიიდან სარეალიზაციოდ საბაჟო გამშვებ პუნქტში N19.01.2016 პარტიის სასურსათო კვერცხი შემოტანილი იქნა 2016 წლის 28 იანვარს, ხოლო, სასურსათო კვერცხს ვარგისიანობის ვადა გასდიოდა 2016 წლის 19 თებერვალს. ამასთან, მართალია, 2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმში დაშვებული შეცდომა გასწორდა თავად აპელანტის წერილობითი მითითების საფუძველზე, თუმცა, ამ გარემოებამ გავლენა იქონია სასურსათო კვერცხის ვარგისიანობის ვადაზე. კერძოდ, 2016 წლის 4 თებერვლის N9- საგამოცდო ოქმში შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილება მხოლოდ 2016 წლის 19 თებერვლის საგამოცდო ოქმით, რის შესახებაც უფლებამოსილ უწყებას ეცნობა 2016 წლის 22 თებერვალს. ამ დროისათვის კი სასურსათო კვერცხის ვარგისიანობის ვადა უკვე გასული იყო. შესაბამისად, იგი უვარგისი იყო სარეალიზაციო მიზნებისათვის, რამაც საბოლოოდ ამ კვერცხების განადგურება და შპს ,,გ--------–----–ისათვის“ ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საგამოცდო ოქმში მითითებული ჩანაწერი ვერცხლისწყლის შემცველობის თაობაზე - ,,>0.037 მგ.“ - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასდა არასწორედ, როდესაც მიჩნეული იქნა, რომ ვერცხლისწყლის ოდენობა გამოსაკვლევ მასალაში შეადგენდა 0.037 მგ.-ს. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით იკითხება, რომ ვერცხლისწყლის ოდენობა ნაკლებია 0.037 მგ.-ზე, თუმცა, აღნიშნული არ ცვლის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ამის მიუხედავად აპელანტის მიერ საგამოცდო ოქმში დაშვებული იქნა შეცდომა (ნაცვლად ,,>0.0037 მგ.-ზე“ მიეთითა ,,>0.037 მგ.-ზე“). პალატის მოსაზრებით, სწორედ შეცდომის არარსებობა გამორიცხავდა პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღებასა და შემდგომში მის განადგურებასთან დაკავშირებულ შედეგებს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,გ--------–----–”-ის მიმართ დამდგარი ზიანი, გამოიწვია შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს მიერ 2016 წლის 04 თებერვლის საგამოცდო ოქმში დაშვებულმა შეცდომამ. აქედან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი აპელანტის ქმედებასა და მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებულ ზიანს შორის.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ მომხდარა კვერცხის ბაზრიდან ამოღება და მისი განადგურება. პალატა მუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით და 102-ე მუხლებით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამასთან, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ ყოველ მხარეს ეკისრება იმ ფაქტების მითითებისა და მათი დამტკიცების ვალდებულება, რომლისთვისაც ეს ხელმისაწვდომი და ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, კი აპელანტმა ვერ შეძლო იმ კვერცხის რეალიზაციიდან ამოღებისა და განადგურების თაობაზე საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ, აღნიშნული გარემოებების გამომრიცხავი მტკიცებულებების წარმოდგენა, შესაბამისად მისი პოზიცია აღნიშნულ ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1-ე მუხლით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

რაც შეეხება კვერცხის განადგურების შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, პალატა მიუთითებს შემდეგს: საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, შპს ,,გ--------–----–“-ის დირექტორის მიერ 24.05.2016 წელს გაცემული ცნობით თავად მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 თებერვლის N09/648 წერილის საფუძველზე შეჩერებული იქნა სასურსათო კვერცხის რეალიზაცია. ამავე ცნობის შესაბამისად, შეჩერებასა და ამოღებას დაექვემდებარა 507 ყუთი (182 520 ცალი) სასურსათო კვერცხი. ერთი ყუთის თვითღირებულებად მითითებულია 70 ლარი ტრანსპორტირების ჩათვლით (ს/ფ. 25). გარდა აღნიშნულისა, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მიმართ წერილში შპს ,,გ--------–----–“-ის დირექტორი ითხოვს განკარგულებას 182 520 ცალი (507 ყუთი) კვერცხის განადგურებაზე (ს/ფ. 26), რაც პალატის მოსაზრებით მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხის მიერ გამოწვეული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს არა განადგურების აქტში მითითებული, ფაქტობრივად განადგურებული კვერცხის (600 ყუთი - 216 000 ცალი) ოდენობის ღირებულების (42000 ლარი) (ს/ფ. 32) მიხედვით, არამედ მოპასუხე (აპელანტი) მხარის მიერ საგამოცდო ოქმში დაშვებული შეცდომიდან გამომდინარე რეალიზაციიდან ამოღებული და შემდეგ განადგურებული ოდენობის (507 ყუთი) თვითღირებულების შესაბამისად, რაც შეადგენს 35490 ლარს (507 ყუთი X 70 ლარზე).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ, თანხის ოდენობის ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 35490 ლარის გადახდა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 15%-ით. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს შპს ,,გ--------–----–“-ს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციული ნაწილი - 252 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა 65%-ით. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან (1642.7 ლარი) მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1067.7 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო, მოსარჩელეს - 574.9 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–--------------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2017 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (გასაჩივრებულ ნაწილში), სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „გ--------–----–“ -ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს, შპს „გ--------–----–“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 35 490 ლარის გადახდა;

5. შპს „გ--------–----–“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 574.9 ლარის გადახდა;

6. შპს „გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 1067.7 ლარის გადახდა;

7. მოწინააღმდეგე მხარეს შპს ,,გ--------–----–“-ს დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 252 ლარის ოდენობით გადახდა შპს „გ----------------–----------------------------------------–----------–-----------–-----------–-------------------ის ს------–------–---------------“-ს სასარგებლოდ.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

 

ხათუნა არევაძე