განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-73-2019 წელი
№100100118002728943
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ---- ქ----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ზ---- ქ----–--ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ს--------------–----–----------------–-–----------ში, ფაქტობ-რივად მცხოვრები ს--------------–----–----------------–-----------ში, მსჯავრდებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისა-თვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვე-თა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) დღის ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხ-ლის მეხუთე ნაწილის თანახმად 06 (ექვსი) თვე და 05 (ხუთი) დღე განსაზღვრული აქვს რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახედლად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე და 05 (ხუთი) დღე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ზ---- ქ----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მი-მართ სისტემატიური შეურაცყოფისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყო-ლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პი-რის მიმართ.
– ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მი-მართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შე-დეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს--------------–----–----------------–-----------ში მცხოვრები, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზ---- ქ----–--ე, 2016 წლიდან 2018 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, არასრულ-წლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მშობლებს – თ----- ქ----–--ეს და ბ-------- ქ----–--ეს, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია (პირველი ეპი-ზოდი).
2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათიდან 22 საათამდე პერიოდში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ---- ქ----–--ემ ოჯახის წევრებთან შელაპარაკებისას, ჯერ სიტ-ყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ბ-------- ქ----–--ეს, ხოლო მას შემდეგ რაც ამ უკა-ნასკნელმა ზ---- ქ----–--ის საძინებელი ოთახიდან გადაყვანა გადაწყვიტა, ზ---- ქ----–---ემ ფეხი დაარტყა საძინებელი ოთახის ორფრთიან კარს, კარის ერთი ფრთა ბ-------- ქ-----–--ეს მოხვდა მხარზე, რა დროსაც თავი ვერ შეიმაგრა და სახით დაეჯახა კარის მეორე ფრთას, რამაც დაზიანება მიაყენა და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (მეორე ეპიზოდი).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ზ---- ქ----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯე-ლით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებუ-ლის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, გასათვალისწინე-ბელია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათი და საშიშროება.ზ---- ქ----–--ე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას სისტემატურ შეურაცხ-ყოფას აყენებდა მშობლებს და ასევე ფიზიკური ძალადობაც განახორციელა მამის მი-მართ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზ---- ქ----–--ე ოჯახის წევრების მიმართ არის აგრესიული, მისი ქცევები არის იმპულსური და არაკონტროლირებადი. აღნიშნუ-ლი მიუთითებს მსჯავრდებულის მომეტებულ საშიშროებაზე. მისი ასეთი ძალადობრი-ვი ქმედებები ხელყოფს არასრულწლოვნების ფსიქიკური ჯანმრთელობას, წარუშლელ ნეგატიურ კვალს ტოვებს მოზარდებში და განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყე-ნებს მათ. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული მის მიერ ჩადენილი ქმედებების და მისი პიროვნების.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ზ---- ქ----–--ის ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ბ------ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ზ---- ქ----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ---- ქ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სა-ხე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცე-ვა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გან-საზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავი-დან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრდე-ბული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, კმაყოფაზე ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულები მას შეურიგდნენ, ოჯახი სოცია-ლურად დაუცველია და ზ---- ქ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასი-ათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) დღის ვადით, იარაღ-თან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე, საიდანაც საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად 06 (ექვსი) თვე და 05 (ხუთი) დღე განუსაზღრა რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახედლად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე და 05 (ხუთი) დღე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ზ---- ქ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ზ---- ქ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ზ---- ქ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) დღის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზ-ღუდვის გარეშე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანა-შაულთა ერთობლიობით, ზ---- ქ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) დღის ვადით, იარაღთან დაკავ-შირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად 06 (ექვსი) თვე და 05 (ხუთი) დღე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე და 05 (ხუთი) დღე საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამო-საცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ზ---- ქ----–--ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 28 ოქტომბრიდან.
ზ---- ქ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili