განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2018
საქმის ნომერი
330210115001029945
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001029945

საქმე №2ბ/6735-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტები - თ------------------–--–-, ლ------------------

წარმომადგენელი - ნ-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ----------------–---–-

წარმომადგენელი - ლ-–--–-------

 

დავის საგანი - სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიკუთვნება, საჯარო რეესტრის ცვლილებების რეგისტაცი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.12.2016 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.12.2016 წლის გადაწყვეტილებით, თ------------------–---–ის, ლ-----------------ის სარჩელი დ----------------–---–-ს მიმართ, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენის, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიკუთვნებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ზ----------------–---–სა და ლ-------------–---–ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ტ------–--------–---–- და ა---------------–---–-.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, მხარეთა ახსნა-განმარტება, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (იხ.ს.ფ. 16, 18; სარჩელი, შესაგებელი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ტ------–--------–---–- გარდაიცვალა 1971 წლის 15 აგვისტოს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 15).

 

ტ------–--------–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე ვ-------- ხ------–---–-, შვილები - თ------------------–---–ი (დაბადებული 11.07. 1956წ.) და ლ------ ხ------–---–- (დაბადებული 26.03.1954წ; ქორწინების შემდგომი გვარი - ჭ----------), მამა - ზ------- ხ------–---–-.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.36).

- დაბადების მოწმობები (ს.ფ.39-40).

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 41).

 

ქ.თბილისის ლენინის სახ.რაიონის სახალხო სასამართლოს 1977 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ------- ხ------–---–ს უარი ეთქვა ვ-------- ხ------–---–-სათვის უძრავ ქონებაში მდებარე თბილისი, ს---------------------ში, ცხოვრების სანაცვლოდ, ქირის სახით თანხის დაკისრებაზე, ვინაიდან ზ------- ხ------–---–-ს სახელზე აღრიცხული ბინა იყო უნებართვო მშენებლობა, საკუთრების ობიექტს არ წარმოადგენდა და მოპასუხეს არ ქონდა უფლება მოეთხოვა ქირა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 140-141).

 

საქართველოს სსრ ქ.თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ლ------ ხ------–---–-ს სახელზე 1979 წლის 4/1 გაცემულია ორდერი #0-----, კოოპერატივ #405-ის სამოთახიან 44.26 კვ.მ. ფართობის ბინაზე მდებარე გ-–----------------, კორპუსი 16, მე-5 სადარბაზო, სართული 9, ბინა 116. აღნიშნული ბინა 1985 წლის 1 თებერვლის ცნობის შესაბამისად, მიღებული აქვს ლ------ ხ------–---–სა და მის ოჯახს.

სასამართლო დაეყრდნო ნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.144).

- ცნობა (ს.ფ. 145).

 

ზ------- ხ------–---–-ს მიერ 1988 წლის 5 თებერვალს სანოტარო წესით შედგენილ იქნა ანდერძი, რომლის შესაბამისად მოანდერძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ½ ნაწილი მთელ საცხოვრებელ სახლში მდებარე თბილისი, ს------------------- უანდერძა შვილს, ა------- ზ-------ს ძე ხ------–---–ს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ს.ფ. 18).

 

ზ------- ხ------–---–- გარდაიცვალა 1994 წლის 07 თებერვალს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.17).

 

ზ------- ხ------–---–-ს სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, ირიცხებოდა სახლთმფლობელობის ნაწილი მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, ს-------------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.22).

- ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 20-21).

 

ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე, ა---------------–---–-ს სახელზე ნოტარიუს ე--------–---–-ს მიერ 1994 წლის 16 სექტემბერს გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #2-227, რომლის საფუძველზეც ა---------------–---–- აღირიცხა მამის ქონების მემკვიდრედ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.18).

- ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.22).

 

ტ------–--------–---–-ს მეუღლე - ვ-------- ხ------–---–- გარდაიცვალა 2002 წლის 23 სექტემბერს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.38).

 

ა---------------–---–- გარდაიცვალა 2003 წლის 22 იანვარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ 30-32).

 

ა---------------–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდს მეუღლე - დ----------------–---–-.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ 30-32).

 

ა---------------–---–-ს გარდაცვალების მომენტისათვის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონების ნაწილი მდებარე თბილისი, სტურუას ქ.4.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 25).

 

ა------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე - უძრავი ქონების ½ ნაწილზე მდებარე თბილისი, ს--------------------, დ----------------–---–-ს სახელზე ნოტარიუს ნინო სალაძის მიერ 2010 წლის 19 მარტს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #100248595. უძრავი ქონების ნაწილი მდებარე თბილისი, ს-------------------, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში აღირიცხა დ----------------–---–-ს სახელზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 29-32).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ26-27).

 

დარეჯან ხ------–---–სა და შ--–----------–--–---–ს შორის 2010 წლის 1 აპრილს დადებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების შესაბამისად, ქონებას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი #0--------------- და დარეგისტრირდა დაზუსტებულ ფართობად - 262.00 კვ.მ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ 34-35)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 74-75).

 

ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, ტ------–--------–---–-ს ოჯახის წევრები, მეუღლე ვ-------- ხ------–---–- და შვილი თ------------------–---–ი ცხოვრობდნენ ზ------- ხ------–---–-ს სახელზე რიცხულ ქონებაში მდებარე თბილისი, ს-------------------.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველი სასამართლოს მისცა საქმეზე დადგენილმა შემდეგმა ფაქტობრივმა გარემოებებმა:

 

ქ.თბილისის ლენინის სახ.რაიონის სახალხო სასამართლოს 1977 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ტ------–--------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი, მეუღლე ვ-------- ხ------–---–- და შვილები, თ------------------–---–ი და ლ------ ხ------–---–- ცხოვრობდნენ ზ------ ხ------–---–თან ერთად საცხოვრებელ სახლში მდებარე თბილისი, ს-------------------. გადაწყვეტილებით ზ------- ხ------–---–ს უარი ეთქვა ვ-------- ხ------–---–-სათვის უძრავი ქონებაში მდებარე თბილისი, ს--------------------ში ცხოვრების სანაცვლოდ ქირის სახით თანხის დაკისრებაზე, ვინაიდან განიმარტა, რომ ბინა არის უნებართვო მშენებლობა, საკუთრების ობიექტს არ წარმოადგენს და მოპასუხეს არ აქვს უფლება მოითხოვოს ქირა.

 

მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო მისამართზე ტ------–--------–---–- ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ხოლო ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ ქონებაში ცხოვრება გააგრძელეს ტ------–--------–---–-ს მეუღლემ ვ-------- ხ------–---–მა და შვილმა თ------------------–---–მა. აღნიშნულს, ასევე, ადასტურებს ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლით მომარაგების კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები, სადაც უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ს-------------------, აბონენტად მითითებულია ხ------–---–- ტარიელი. თ------------------–---–ის სახელზე გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, იგი 1973 წლის 27 ივნისიდან 2002 წლის 19 აგვისტომდე რეგისტრირებული იყო მისამართზე მდებარე თბილისი, ვ.სტურუას ქუჩა 4.

 

მოპასუხე მხარემ სადავო გახადა გარემოება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული პირების სადავო ფართში ცხოვრება არ შეიძლება სამართლებრივად მიჩნეულ იქნეს სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებად, ვინაიდან ისინი ზ------- ხ------–---–-ს სიცოცხლეში ცხოვრობდნენ მდგმურების სტატუსით, ხოლო ა---------------–---–-ს სიცოცხლეში მისი კეთილი ნების საფუძველზე.

 

რაც შეეხება ლ------------------ს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ იგი ცხოვრობდა სადავო ფართში. აღნიშნული გარემოება მოპასუხე მხარემ სადავო გახადა, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა მტკიცებულება, საიდანაც ირკვევა, რომ 1979 წლის ორდერის საუძველზე მას გადაეცა საცხოვრებელი ბინა მდებარე - თბილისი, გ-–----------------, კორპუსი 16, მე-5 სადარბაზო, სართული 9, ბინა 116. მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო გარემოებას, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია, რაც მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

გადაწყვეტილება, გადასახადის გადახდის ქვითრები, მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 140-141, 146, ს.ფ 48-49, 144-145).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

სასამართლომ მიუთითა შემდეგი:

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.

 

ამავე კოდექსის 539-ე მუხლი შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სამკვიდროს დამტოვებლის შვილიშვილები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი.

 

ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალებით 1994 წლის 7 თებერვალს გაიხსნა სამკვიდრო. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ზ------- ხ------–---–-ს კანონისმიერ მემკვიდრეებს ამ დროისათვის წარმოადგენდნენ: შვილი ა---------------–---–- და მეორე შვილის ტ------–--------–---–-ს შვილები - თ------------------–---–ი და ლ------------------, ვინაიდან მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე გარდაიცვალა მათი მშობელი.

სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონების ნაწილი მდებარე თბილისში, ს-------------------.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------- ხ------–---–-ს მიერ 1988 წლის 5 თებერვალს სანოტარო წესით შედგენილ იქნა ანდერძი, რომლის შესაბამისად მოანდერძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება,½1/2 ნაწილი მთელ საცხოვრებელ სახლში მდებარე თბილისი, ს-------------------, უანდერძა შვილს, ა------- ზ-------ს ძე ხ------–---–ს. ამდენად, ა---------------–---–- წარმოადგენდა ანდერძისმიერ მემკვიდრეს.

 

542-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ.

 

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 547-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს, აგრეთვე გარდაცვლილის არაშრომისუნარიან მეუღლეს, მშობლებს და მის რჩენაზე მყოფ სხვა მემკვიდრეებს, რა შინაარსიც არ უნდა იყოს ანდერძი, ეკუთვნით სამკვიდრო წილი, რომელიც არ შეიძლება იყოს იმ წილის ორმესამედზე ნაკლები, რაც თითოეულ მათგანს კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ანდერძის არსებობის, მისი ნამდვილობის შემთხვევაში სავალდებული წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებად მიჩნეული არიან მხოლოდ - 1. მამკვიდრებლის არასრულწლოვანი ან არაშრომისუნარიანი შვილები 2. მამკვიდრებლის არაშრომისუნარიანი მეუღლე 3. მამკვიდრებლის მშობლები 4. მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი სხვა მემკვიდრეები.

 

მოცემულ შემთხვევაში, თ------------------–---–ი და ლ------------------ არიან ზ------- ხ------–---–-ს შვილიშვილები, შესაბამისად 547-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ანდერძის არსებობის პირობებში არ გააჩნიათ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად შვილიშვილი არ მიიჩნევა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირად, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ისინი წარმოადგენენ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ პირებს, საქმეში არ მოიპოვება, რაც მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს შეადგენს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებისა.

 

თ------------------–---–ი და ლ------------------ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებად ვერ მიიჩნევიან ვერც ამჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელთაც აქვთ სავალდებულო წილის მიღების უფლება, კერძოდ, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. 1372-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

კანონით მემკვიდრეობის მომწესრიგებელი ნორმები - სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლი (სამოქალაქო კოდექსის 1336-ე-1343-ე მუხლები) არ შეიცავს რაიმე დათქმას სავალდებულო წილზე, ხოლო რაც შეეხება სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის (სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლი) შინაარსს, მასში აღწერილია სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირები არა ზოგადად კანონით მემკვიდრეთა წრიდან, არამედ კონკრეტულად, სხვა ნორმაზე მითითების გარეშე, ხოლო მათ- შორის მამკვიდრებლის შვილიშვილები მოხსენიებული არ არის.

 

პირის მიერ სავალდებულო წილის მიღებასთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელია ისეთი იურიდიული ფაქტის დადგომა, რაც იწვევს სამკვიდროს გახსნას - მამკვიდრებლის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის, ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალებას წინ უსწრებდა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის, თ------------------–---–ისა და ლ-----------------ის მამის, ტ------–--------–---–-ს გარდაცვალება. ზ------- ხ------–---–- გარდაიცვალა 1994 წლის 07 თებერვალს, შესაბამისად, მის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ. ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლებით შეეძლოთ ესარგებლათ მხოლოდ ამ მომენტისათვის, 1994 წლის 07 თებერვლისათვის ცოცხლად მყოფ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებს. ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალების მომენტისათვის კი სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე ცოცხლად მყოფ მემკვიდრეს წარმოადგენდა მხოლოდ ა---------------–---–-. ვინაიდან თ------------------–---–ისა და ლ-----------------ის მამა, ტ------–--------–---–- გარდაცვლილი იყო 1971 წლის 15 აგვისტოს, 542-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მას ვერ წარმოეშობოდა სავალდებულო წილის მიღების უფლება.

 

მართალია სამოქალაქო სამართლის 558-ე მუხლი (ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლი) ითვალისწინებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების ტრანსმისიას, თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, ტრანსმისია დასაშვებია თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ ისე, რომ მან ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სპეციალური ნორმის არსებობისას, შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო სამართლის 544-ე (სამოქალაქო კოდექსის 1336-ე) მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ტრანსმისია. (იხ.სუსგ ას-1577-1480-2012, 06.06.2013წ).

 

ამდენად, ანდერძისმიერი მემკვიდრის არსებობის პირობებში, თ------------------–---–ი და ლ------------------ არ წარმოადგენენ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებს და არ არსებობს ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.

 

ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირისათვის მატერიალური კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციის საკითხის გარკვევამდე, აუცილებელია დადგინდეს არის თუ არა კონკრეტული პირი ამ უფლების სუბიქეტი. შესაბამისად, სასამართლომ, თ------------------–---–ისა და ლუიზა ჭ---------ის მიერ პაპის - ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეფასება არ მისცა გადაწყვეტილების 3.2.15 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან თ------------------–---–ი და ლ------------------ არ წარმოადგენენ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებს და აღნიშნული ფაქტის დადგენა, მათთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს. თ------------------–---–ისა და ლ-----------------ის მხრიდან სადავო უძრავი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა ვერ გამოიწვევს მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის უზრუნველყოფას, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, ისინი არ წარმოადგენენ არც სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია) და არც ამჟამად მოქმედი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებს.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 567-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ეძლევა მემკვიდრეებს ექვსი თვის გასვლის შემდეგ სამკვიდროს გახსნიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან თ------------------–---–ი და ლ------------------ არ წარმოადგენენ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონების სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, შესაბამისად მათ, როგორც მემკვიდრეებს არ ეკუთვნით ¼ ნაწილი უძრავ ქონებაში მდებარე თბილისი, ს------------------- და შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს ე--------–---–-ს მიერ 1994 წლის 16 სექტემბერს გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის #2-227) ნაწილობრივ ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთან, სასამართლომ არ იმსჯელა დ----------------–---–-ს მიერ მითითებულ გარემოებებზე იმის თაობაზე, რომ გასულია ანდერძის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოსარჩელეს ზ------- ხ------–---–-ს მიერ 1988 წლის 5 თებერვალს შედგენილი ანდერძი და მისი შედგენის კანონისმიერი თუ ფაქტობრივი საფუძველი სადავოდ არ გაუხდია. თ------------------–---–ი და ლ------------------ ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვენ თანამდევი შედეგის სახით, როგორც ზ------- ხ------–---–-ს სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეები.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ვინაიდან, თ------------------–---–ი და ლ------------------ არ წარმოადგენენ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდროზე სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მათ არ წარმოეშობათ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება, შესაბამისად არ არსებობს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ქონების მდებარე თბილისი, სტ------------------ ნაწილზე მოსარჩელეთა მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, ამდენად, სახეზე არ არის არც მოსარჩელეთა მოთხოვნის მიხედვით საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.1.2016 წლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორების მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლი და 547-ე მუხლი (საქართველოს 1694 წლის მოქმედი რედაქცია), სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ზ----------------–---–სა და ლ-------------–---–ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ტ------–--------–---–- და ა---------------–---–-.

 

ტ------–--------–---–- გარდაიცვალა 1971 წლის 15 აგვისტოს.

 

ტ------–--------–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ: მეუღლე ვ-------- ხ------–---–-, შვილები - თ------------------–---–ი (დაბადებული 11.07. 1956წ.) და ლ------ ხ------–---–- (დაბადებული 26.03.1954წ; ქორწინების შემდგომი გვარი - ჭ----------), მამა - ზ------- ხ------–---–-.

 

ქ.თბილისის ლენინის სახ.რაიონის სახალხო სასამართლოს 1977 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ------- ხ------–---–ს უარი ეთქვა ვ-------- ხ------–---–-სათვის უძრავ ქონებაში მდებარე თბილისი, ს---------------------ში, ცხოვრების სანაცვლოდ, ქირის სახით თანხის დაკისრებაზე, ვინაიდან ზ------- ხ------–---–-ს სახელზე აღრიცხული ბინა იყო უნებართვო მშენებლობა, საკუთრების ობიექტს არ წარმოადგენდა და მოპასუხეს არ ქონდა უფლება მოეთხოვა ქირა.

 

საქართველოს სსრ ქ.თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ლ------ ხ------–---–-ს სახელზე 1979 წლის 4/1 გაცემულია ორდერი #0-----, კოოპერატივ #405-ის სამოთახიან 44.26 კვ.მ. ფართობის ბინაზე მდებარე გ-–----------------, კორპუსი 16, მე-5 სადარბაზო, სართული 9, ბინა 116. აღნიშნული ბინა 1985 წლის 1 თებერვლის ცნობის შესაბამისად, მიღებული აქვს ლ------ ხ------–---–სა და მის ოჯახს.

 

ზ------- ხ------–---–-ს მიერ 1988 წლის 5 თებერვალს სანოტარო წესით შედგენილ იქნა ანდერძი, რომლის შესაბამისად მოანდერძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ½ ნაწილი მთელ საცხოვრებელ სახლში მდებარე თბილისი, ს------------------- უანდერძა შვილს, ა------- ზ-------ს ძე ხ------–---–ს.

 

ზ------- ხ------–---–- გარდაიცვალა 1994 წლის 07 თებერვალს.

 

ზ------- ხ------–---–-ს სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, ირიცხებოდა სახლთმფლობელობის ნაწილი მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, ს-------------------.

 

ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე, ა---------------–---–-ს სახელზე ნოტარიუს ე--------–---–-ს მიერ 1994 წლის 16 სექტემბერს გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #2-227, რომლის საფუძველზეც ა---------------–---–- აღირიცხა მამის ქონების მემკვიდრედ.

 

ტ------–--------–---–-ს მეუღლე - ვ-------- ხ------–---–- გარდაიცვალა 2002 წლის 23 სექტემბერს.

 

ა---------------–---–- გარდაიცვალა 2003 წლის 22 იანვარს.

 

ა---------------–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდს მეუღლე - დ----------------–---–-.

 

ა---------------–---–-ს გარდაცვალების მომენტისათვის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონების ნაწილი მდებარე თბილისი, სტურუას ქ.4.

 

ა------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე - უძრავი ქონების ½ ნაწილზე მდებარე თბილისი, ს--------------------, დ----------------–---–-ს სახელზე ნოტარიუს ნინო სალაძის მიერ 2010 წლის 19 მარტს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #100248595. უძრავი ქონების ნაწილი მდებარე თბილისი, ს-------------------, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში აღირიცხა დ----------------–---–-ს სახელზე.

 

დარეჯან ხ------–---–სა და შ--–----------–--–---–ს შორის 2010 წლის 1 აპრილს დადებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების შესაბამისად, ქონებას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი #0--------------- და დარეგისტრირდა დაზუსტებულ ფართობად - 262.00 კვ.მ.

 

ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, ტ------–--------–---–-ს ოჯახის წევრები, მეუღლე ვ-------- ხ------–---–- და შვილი თ------------------–---–ი ცხოვრობდნენ ზ------- ხ------–---–-ს სახელზე რიცხულ ქონებაში მდებარე თბილისი, ს-------------------.

 

ქ.თბილისის ლენინის სახ.რაიონის სახალხო სასამართლოს 1977 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ტ------–--------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი, მეუღლე ვ-------- ხ------–---–- და შვილები, თ------------------–---–ი და ლ------ ხ------–---–- ცხოვრობდნენ ზ------ ხ------–---–თან ერთად საცხოვრებელ სახლში მდებარე თბილისი, ს-------------------. გადაწყვეტილებით ზ------- ხ------–---–ს უარი ეთქვა ვ-------- ხ------–---–-სათვის უძრავი ქონებაში მდებარე თბილისი, ს--------------------ში ცხოვრების სანაცვლოდ ქირის სახით თანხის დაკისრებაზე, ვინაიდან განიმარტა, რომ ბინა არის უნებართვო მშენებლობა, საკუთრების ობიექტს არ წარმოადგენს და მოპასუხეს არ აქვს უფლება მოითხოვოს ქირა.

 

სადავო მისამართზე ტ------–--------–---–- ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ხოლო ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ ქონებაში ცხოვრება გააგრძელეს ტ------–--------–---–-ს მეუღლემ ვ-------- ხ------–---–მა და შვილმა თ------------------–---–მა. აღნიშნულს ადასტურებს ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლით მომარაგების კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები, სადაც უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ს-------------------, აბონენტად მითითებულია ხ------–---–- ტარიელი. თ------------------–---–ის სახელზე გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, იგი 1973 წლის 27 ივნისიდან 2002 წლის 19 აგვისტომდე რეგისტრირებული იყო მისამართზე მდებარე თბილისი, ვ.სტურუას ქუჩა 4.

 

რაც შეეხება ლ------------------ს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ იგი ცხოვრობდა სადავო ფართში. აღნიშნული გარემოება დარეჯან ხ------–---–მა სადავო გახადა, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა მტკიცებულება, საიდანაც დადგინდა, რომ 1979 წლის ორდერის საუძველზე მას გადაეცა საცხოვრებელი ბინა მდებარე - თბილისი, გ-–----------------, კორპუსი 16, მე-5 სადარბაზო, სართული 9, ბინა 116. მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სადავო გარემოებას, აპელამნტებს არ წარმოუდგენიათ, რაც მათი მტკიცების ტვირთს შეადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

ამდენად, უდავოდ მიჩნეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში მიღებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალების შემდეგ, ვ-------- ხ------–---–- და თ------------------–---–ი ცხოვრობდნენ ზ------- ხ------–---–-ს სახელზე რიცხულ ქონებაში, მდებარე ქ. თბილისი, ს-----------------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

გასახილველ შემთხვევაში, რადგან მხარეთა შორის შეთანხმებას ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია, ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდროს გაყოფასთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს მამკვიდრებლის გარდაცვალებისათვის, 1994 წლის 7 თებერვალს, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია).

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე.

 

ამავე კოდექსის 539-ე მუხლი შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სამკვიდროს დამტოვებლის შვილიშვილები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი.

 

ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალებით 1994 წლის 7 თებერვალს გაიხსნა სამკვიდრო. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ზ------- ხ------–---–-ს კანონისმიერ მემკვიდრეებს ამ დროისათვის წარმოადგენდნენ: შვილი ა---------------–---–- და მეორე შვილის ტ------–--------–---–-ს შვილები - თ------------------–---–ი და ლ------------------, ვინაიდან მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე გარდაიცვალა მათი მშობელი. ხოლო, სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონების ნაწილი მდებარე თბილისში, ს-------------------.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი.

 

დადგენილია, რომ ზ------- ხ------–---–-ს მიერ 1988 წლის 5 თებერვალს სანოტარო წესით შედგენილ იქნა ანდერძი, რომლის შესაბამისად მოანდერძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება,½1/2 ნაწილი მთელ საცხოვრებელ სახლში მდებარე თბილისი, ს-------------------, უანდერძა შვილს, ა------- ზ-------ს ძე ხ------–---–ს. ამდენად, ა---------------–---–- წარმოადგენდა ანდერძისმიერ მემკვიდრეს.

 

542-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ.

 

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 547-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს, აგრეთვე გარდაცვლილის არაშრომისუნარიან მეუღლეს, მშობლებს და მის რჩენაზე მყოფ სხვა მემკვიდრეებს, რა შინაარსიც არ უნდა იყოს ანდერძი, ეკუთვნით სამკვიდრო წილი, რომელიც არ შეიძლება იყოს იმ წილის ორმესამედზე ნაკლები, რაც თითოეულ მათგანს კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ანდერძის არსებობის, მისი ნამდვილობის შემთხვევაში სავალდებული წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებად მიჩნეული არიან მხოლოდ - 1. მამკვიდრებლის არასრულწლოვანი ან არაშრომისუნარიანი შვილები 2. მამკვიდრებლის არაშრომისუნარიანი მეუღლე 3. მამკვიდრებლის მშობლები 4. მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი სხვა მემკვიდრეები.

 

მოცემულ შემთხვევაში, თ------------------–---–ი და ლ------------------ არიან ზ------- ხ------–---–-ს შვილიშვილები, შესაბამისად 547-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ანდერძის არსებობის პირობებში არ გააჩნიათ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად შვილიშვილი არ მიიჩნევა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირად, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ისინი წარმოადგენენ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ პირებს, საქმეში არ მოიპოვება.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ თ------------------–---–ი და ლ------------------ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებად ვერ მიიჩნევიან ვერც ამჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელთაც აქვთ სავალდებულო წილის მიღების უფლება, კერძოდ, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. 1372-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მამკვიდრებლის, ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალებას წინ უსწრებდა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის, თ------------------–---–ისა და ლ-----------------ის მამის, ტ------–--------–---–-ს გარდაცვალება. ზ------- ხ------–---–- გარდაიცვალა 1994 წლის 07 თებერვალს, შესაბამისად, მის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ. ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლებით შეეძლოთ ესარგებლათ მხოლოდ ამ მომენტისათვის, 1994 წლის 07 თებერვლისათვის ცოცხლად მყოფ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებს. ზ------- ხ------–---–-ს გარდაცვალების მომენტისათვის კი სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე ცოცხლად მყოფ მემკვიდრეს წარმოადგენდა მხოლოდ ა---------------–---–-. ვინაიდან თ------------------–---–ისა და ლ-----------------ის მამა, ტ------–--------–---–- გარდაცვლილი იყო 1971 წლის 15 აგვისტოს, 542-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მას ვერ წარმოეშობოდა სავალდებულო წილის მიღების უფლება.

 

მართალია სამოქალაქო სამართლის 558-ე მუხლი (ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლი) ითვალისწინებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების ტრანსმისიას, თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, ტრანსმისია დასაშვებია თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ ისე, რომ მან ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას,რომ ანდერძისმიერი მემკვიდრის არსებობის პირობებში, თ------------------–---–ი და ლ------------------ არ წარმოადგენენ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებს, რის გამოც არ არსებობს ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მსჯელობას: პირისათვის მატერიალური კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციის საკითხის გარკვევამდე, აუცილებელია დადგინდეს არის თუ არა კონკრეტული პირი ამ უფლების სუბიქეტი. შესაბამისად, სასამართლომ, თ------------------–---–ისა და ლ------ ჭ---------ის მიერ პაპის - ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეფასება არ მისცა გადაწყვეტილების 3.2.15 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან თ------------------–---–ი და ლ------------------ არ წარმოადგენენ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებს და აღნიშნული ფაქტის დადგენა, მათთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, ისინი არ წარმოადგენენ არც სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია) და არც ამჟამად მოქმედი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებს.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 567-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ეძლევა მემკვიდრეებს ექვსი თვის გასვლის შემდეგ სამკვიდროს გახსნიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თ------------------–---–ი და ლ------------------ არ წარმოადგენენ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონების სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, შესაბამისად მათ, როგორც მემკვიდრეებს არ ეკუთვნით ნაწილი უძრავ ქონებაში მდებარე თბილისი, ს-------------------.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ვინაიდან, თ------------------–---–ი და ლ------------------ არ წარმოადგენენ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდროზე სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მათ არ წარმოეშობათ ზ------- ხ------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება, შესაბამისად არ არსებობს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ქონების მდებარე თბილისი, სტ------------------ ნაწილზე აპელანტების მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, ამდენად, სახეზე არ არის არც მათი მოთხოვნის მიხედვით საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და შეფასებებს და მიუთითებს მათზე, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------------------–---–ისა და ლ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.12.2016 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი