განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
010100118002617054
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-115-2019 წელი

№010100118002617054

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

1 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ---- შ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

კ---- შ-----ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, მცხოვრები ქ. ბ------–-------–---------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

კ---- შ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის წევრის მიმართ სი-ცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქ. ბათუმში, რურუას ქუჩის №13/47-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კ---- შ-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) თ----- მ----–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს კ---- შ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯე-ლით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებუ-ლის ქმედება არასრულფასოვნად იქნა შეფასებული, დანიშნული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათს და პიროვნებას. კ---- შ-----ე მტრულა-დაა განწყობილი დაზარადებულების მიმართ და სისტემატურად აყენებს მათ შეურაცხ-ყოფას, მის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე ძალიან მაღა-ლია, ამასთან იგი ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისათვის. მსჯავრდებული-სათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციე-ლებას, მსგავსი სახის მსუბუქი ხასიათის სასჯელი იქნება მსჯავრდებულისათვის წამა-ხალისებელი, ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალადობის მიზეზი იყო საყო-ფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოება, რაც შესაძლოა კვლავ განმეორდეს და შესაძლოა უფრო კანონსაწინააღმდეგო ფორმებით გამოიხატოს მისი უკმაყოფილება, ხოლო ეს იქნება გამოწვეული დაუსჯელობის გამო.

საპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ კ---- შ-----ის ინტერე-სების დამცველმა ადვოკატმა მ--–---- ზ----ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკ-მაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ კ---- შ-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ კ---- შ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღ-მდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯა-ვრებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ აქვს მის მიმართ და კ---- შ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულისათვის, განაჩენთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ როგორც ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი კ---- შ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

კ---- შ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

კ---- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---- შ-----ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

კ---- შ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

კ---- შ-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 ივნისიდან 2018 წლის 21 დეკემბრამდე.

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებე-ლი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიურო-ში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili