განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
020100117001963023
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-31-2018 წელი

№020100117001963023

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

11 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – დ------ ხ------ს, მ-------- მ----–--ის,ადვოკატების – რ---–---- შ----ას, ვ------- გ-------ას, ჯ----– ჭ------ას,მსჯავრდებულების – პ----- დ----–--სა და ლ-–- ჯ---–--ს მონაწილეობით, ღია სასამა-რთლო სხდომაზე, განიხილა პ----- დ----–--სა და ლ-–- ჯ---–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

პ----- დ----–--, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები მ---------–--------------------–--–------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნ-ქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულ-თა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვა-დით.

ლ-–- ჯ---–--, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, მცხოვრები მ--------–--------------------–-----------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილე-ბით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიო-ბით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

პ----- დ----–--ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;

– ყაჩაღობისათვის, ესე იგი თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინა-აღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

– განზრახ მკველობისათვის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად, ანგარებით.

ლ-–- ჯ---–--ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;

– ცეცხლსასწროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინა-აღმდეგო ტარებისათვის;

– ყაჩაღობისათვის, ესე იგი თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღ-მდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

– განზრახ მკველობისათვის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად, ანგარებით.

პ----- დ----–--სთვის ბრალდებით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოი-ხატა შემდეგში:

-პ----- დ----–-- ყაჩაღური თავდასხმის მიზნით დაუკავშირდა რ----– მ----–-----ს და ლ-–- ჯ---–--ს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ პირს, რის შემდეგაც ისინი შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღით და 2----–-–-------------, დაახლოებით 21 საათზე, დიდი ოდე-ნობით ნივთის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწიეს მ--------–ის მუნიციპალიტე-ტის სოფელ ნ---------–- მდებარე მ---------- ჩ---–---- საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ეს უკანასკნელი და მისი და, ც----- ჩ---–---. პ----- დ----–-- თანამზრახ-ველებთან ერთად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ---------- და ც----- ჩ---–---ებს და მოსთხოვა მათ დიდი ოდენობით - თხუთმეტი-ოცი ათასი ლარისა და ოქროს ნივთების გადაცემა. უარის მიღების შემდეგ პ----- დ----–--მ, რ----– მ----–-----მ და ლ-–- ჯ---–--მ მეოთხე თანამზრახველთან ერთად, ხელები შეუკრეს მ---------- და ც----- ჩ---–---ებს, ხელებითა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაუწყეს ცემა თავის და სხეულის არეში. ცემის დროს მ----------- ჩ---–---მ თავდამსხმელებს მიუთითა, რომ ფულს ინახავდა სარეცხ მანქანაში, რის შემდეგაც პ----- დ----–-- გავიდა სახლის წინ მდებარე აივანზე და დაეუფლა სარეცხ მანქანაში დამალულ თანხას ორასი აშშ დოლარის ოდენობით. თანხის სიმცირით განაწყენებულმა თავდამსხმელებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაგრძეს დების ც----- და მ---------- ჩ---–---ების ცემა, ფანჯრიდან ჩამოხსნეს ფარდა, დაჭრეს და დამზადებული თოკებით შეუკრეს მათ ხელ-ფეხი, აუკრეს პირი, გადააბეს ერთმანეთზე, თანაც განაგრძობდნენ უმოწყალოდ ცემას და ითხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს, რაც გრძელდებოდა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, რის შემდეგაც დაეუფლნენ საშუალო ზომის ოქროსფერ სასანთლეს, მ---------- ჩ---–---- კუთვნილ ოქროს საათს ოქროს სამაჯურით, ოქროს ბეჭედს, ოქროს ყელსაბამს, მისი პირადობის მოწმობას, „ლი-ბერთი-ბანკის“ საპენსიო პლასტიკური ბარათს. ხელფეხშეკრული მ---------- და ც----- ჩ---–---ები მიატოვეს შემთხვევის ადგილზე და მიიმალნენ.

-პ----- დ----–-- ყაჩაღური თავდასხმის მიზნით დაუკავშირდა რ----– მ----–-----ს, ლ-–- ჯ---–--ს და გამოძიებით დაუდგენელ პირს, რის შემდეგაც ისინი შეიარაღდნენ ცეცხლ-სასროლი იარაღით და 2----–-–-------------, დაახლოებით 21 საათზე, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწიეს მ--------–ის მუნიციპალიტეტის სო-ფელ ნ---------–- მდებარე მ---------- ჩ---–---- საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფე-ბოდა ეს უკანასკნელი და მისი და, ც----- ჩ---–---. პ----- დ----–-- თანამზრახველებთან ერთად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ---------- და ც----- ჩ---–---ებს, მოსთხოვა მათ დიდი ოდენობით თხუთმეტი-ოცი ათასი ლარისა და ოქროს ნივთების გადაცემა. უარის მიღების შემდეგ პ----- დ----–--მ, ლ-–- ჯ---–--მ და რ----– მ----–-----მ მეოთხე თანამზრახველთან ერთად ხელები შეუკრეს მ---------- და ც----- ჩ---–---ებს, ხელებითა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაუწყეს ცემა თავის და სხეულის არეში. ცემის დროს მ---------- ჩ---–---მ თავდამსხმელებს მიუთითა, რომ ფულს ინახავდა სარეცხ მანქაში, რის შემდეგაც პ----- დ----–-- გავიდა სახლის წინ მდებარე აივანზე და დაეუფლა სარეცხ მანქანაში დამალულ თანხას ორასი აშშ დოლარის ოდენობით. თანხის სიმცირით განაწყე-ნებულმა თავდამსხმელებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაგრძეს დების ც----- და მ---------- ჩ---–---ების ცემა, ფანჯრიდან ჩამოხსნეს ფარდა, დაჭრეს და დამზადებული თოკებით, შეუკრეს მათ ხელფეხი, აუკრეს პირი და გადააბეს ერთმანეთზე, თანაც განაგრ-ძობდნენ უმოწყალოდ ცემას და ითხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს, განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მ---------- ჩ---–---- მიმართ, ვინაიდან ჩათვალეს, რომ იგი ატყუებ-და მათ და მალავდა თანხას. პ----- დ----–--მ, რ----– მ----–-----მ, ლ-–- ჯ---–--მ და მეოთხე ბოროტმოქმედმა იცოდნენ რა, რომ მ---------- ჩ---–--- იყო ხანდაზმული და მის მიმართ ფიზკური ძალადობის გამოყენებას შესაძლოა მოჰყოლოდა მძიმე შედეგი - დაზარალებულის გარდაცვალება, არ გაითვალისწინეს აღნიშნული და განაგრძეს მზისა-დარ ჩ---–---- სასტიკი ცემა. პ----- დ----–--, რ----– მ----–-----, ლ-–- ჯ---–-- და მათი თანამონაწილე შეგნებულად უშვებნენ ძალადობის შედეგად და---რალებულის გარ-დაცვალებას და მაინც განაგრძობდნენ ხელფეხშეკრული და პირაკრული მ---------- ჩიხ-ლაძის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. პ----- დ----–--ს, რ----– მ----–-----ს, ლ-–- ჯ---–--ს და მათი თანამზრახველის ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ---------- ჩიხ-ლაძე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ც----- ჩ---–---მ მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. თავდამსხმელებმა ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, გაიტა-ცეს ფულადი თანხა 200 აშშ დოლარის ოდენობით, ძვირფასეულობა და პირადი ნივთები.

-პ----- დ----–--მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში, მ--------–--------–----–----------------–--–------------ში უკანონოდ ინახავდა ნარკოტი-კულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“ 13,34 გრამის ოდენობით, რაც ამოღებული იქნა 2----–-–------------ს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

-პ----- დ----–--მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში, მარ-ტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ------------–- მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს ნომრით 2----, რაც ამოღებული იქნა 2----–-–------------ს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

ლ-–- ჯ---–--სთვის ბრალდებით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- ლ-–- ჯ---–-- ყაჩაღური თავდასხმის მიზნით დაუკავშირდა პ----- დ----–--ს და რ----– მ----–-----ს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ პირს, რის შემდეგაც ისინი შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღით და 2----–-–-------------, დაახლოებით 21 საათზე, დიდი ოდე-ნობით ნივთის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწიეს მ--------–ის მუნიციპალიტე-ტის სოფელ ნ---------–- მდებარე მ---------- ჩ---–---- საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ეს უკანასკნელი და მისი და, ც----- ჩ---–---. ლ-–- ჯ---–-- თანამზრახვე-ლებთან ერთად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ---------- და ც----- ჩ---–---ებს და მოსთხოვა მათ დიდი ოდენობით თხუთმეტი-ოცი ათასი ლარისა და ოქროს ნივთების გადაცემა. უარის მიღების შემდეგ ლ-–- ჯ---–--მ, რ----– მ----–-----მ, პ----- დ----–--მ მეოთხე თანამზრახველთან ერთად ხელები შეუკრეს მ---------- და ც----- ჩ---–---ებს, ხელებითა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაუწყეს ცემა თავის და სხეულის არეში. ცემის დროს მ----------- ჩ---–---მ თავდამსხმელებს მიუთითა, რომ ფულს ინახავდა სარეცხ მანქანაში, რის შემდეგაც პ----- დ----–-- გავიდა სახლის წინ მდებარე აივანზე და დაეუფლა სარეცხ მანქანაში დამალულ თანხას ორასი აშშ დოლარის ოდენობით. თანხის სიმცირით განაწყენებულმა თავდამსხმელებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაგრძეს დების ც----- და მ---------- ჩ---–---ების ცემა, ფანჯრიდან ჩამოხსნეს ფარდა, დაჭრეს და დამზადებული თოკებით, შეუკრეს მათ ხელ-ფეხი, აუკრეს პირი, გადააბეს ერთმანეთზე, თანაც განაგრძობდნენ უმოწყალოდ ცემას და ითხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს, რაც გრძელდებოდა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, რის შემდეგაც დაეუფლნენ საშუალო ზომის ოქროსფერ სასანთლეს, მ---------- ჩ---–---- კუთვნილ ოქროს საათს ოქროს სამაჯურით, ოქროს ბეჭედს, ოქროს ყელსაბამს, მისი პირადობის მოწმობას, „ლ---------------- საპენსიო პლასტიკურ ბარათს. ხელფეხშეკრული მ---------- და ც----- ჩ---–---ები მიატოვეს შემთხვევის ადგილზე და მიიმალნენ.

- ლ-–- ჯ---–-- ყაჩაღური თავდასხმის მიზნით დაუკავშირდა პ----- დ----–--ს, რ----– მ----–-----ს და გამოძიებით დაუდგენელ პირს, რის შემდეგაც ისინი შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღით და 2017 წლის 08 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, დიდი ოდე-ნობით ნივთის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწიეს მ--------–ის მუნიციპალიტე-ტის სოფელ ნ---------–- მდებარე მ---------- ჩ---–---- საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ეს უკანასკნელი და მისი და, ც----- ჩ---–---. ლ-–- ჯ---–-- თანამზრახვე-ლებთან ერთად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ---------- და ც----- ჩ---–---ებს, მოსთხოვა მათ დიდი ოდენობით თხუთმეტი-ოცი ათასი ლარისა და ოქროს ნივთების გადაცემა. უარის მიღების შემდეგ ლ-–- ჯ---–--მ, რ----– მ----–-----მ, პ----- დ----–--მ მეოთხე თანამზრახველთან ერთად ხელები შეუკრეს მ---------- და ც----- ჩ---–---ებს, ხელებითა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაუწყეს ცემა თავის და სხეულის არეში. ცემის დროს მ---------- ჩ---–---მ თავდამსხმელებს მიუთითა, რომ ფულს ინახავდა სარეცხ მანქაში, რის შემდეგაც პ----- დ----–-- გავიდა სახლის წინ მდებარე აივანზე და დაეუფლა სარეცხ მანქანაში დამალულ თანხას ორასი აშშ დოლარის ოდენობით. თანხის სიმცირით განაწყენებულმა თავდამსხმელებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიით განაგრძეს დების ც----- და მ---------- ჩ---–---ების ცემა, ფანჯრიდან ჩამოხსნეს ფარდა, დაჭრეს და დამზადებული თოკებით, შეუკრეს მათ ხელფეხი, აუკრეს პირი და გადააბეს ერთმანეთ-ზე, თანაც განაგრძობდნენ უმოწყალოდ ცემას და ითხოვდნენ ფულს და ოქროს ნივთებს, განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მ---------- ჩ---–---- მიმართ, ვინაიდან ჩათვალეს, რომ იგი ატყუებდა მათ და მალავდა თანხას. ლ-–- ჯ---–--მ, რ----– მ----–-----მ, პ----- დ----–--მ და მეოთხე ბოროტმოქმედმა იცოდნენ რა, რომ მ---------- ჩ---–--- იყო ხანდაზმული და მის მიმართ ფიზკური ძალადობის გამოყენებას შესაძლოა მოყოლოდა მძიმე შედეგი - დაზარალებულის გარდაცვალება, არ გაითვალისწინეს აღნიშნული და განაგრძეს მ---------- ჩ---–---- სასტიკი ცემა. ლ-–- ჯ---–--, რ----– მ----–-----, პ----- დ----–-- და მათი თანამონაწილე შეგნებულად უშვებნენ ძალადობის შედეგად დაზარა-ლებულის გარდაცვალებას და მაინც განაგრძობდნენ ხელ-ფეხშეკრული და პირაკრული მ---------- ჩ---–---- მიმართ ფიზიკურ ძალადობას. ლ-–- ჯ---–--ს, რ----– მ----–-----ს, პ----- დ----–--ს და მათი თანამზრახველის ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ---------- ჩ---–--- შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ც----- ჩ---–---მ მიიღო სხეუ-ლის მრავლობითი დაზიანებები. თავდასხმელებმა ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, გაიტაცეს ფულადი თანხა 200 აშშ დოლარის ოდენობით, ძვირფასეულობა და პირადი ნივთები.

- ლ-–- ჯ---–--მ დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა და 2017 წლის 22 მარტამდე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - ქარხნუ-ლი წესით დამზადებულ, „LEYDI Magnum 2005“ მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის გლუვლულიან პისტოლეტს და საბრძოლო მასალას- 9 მმ. ნომინალური კალიბრის სამ ცალ ვაზნას, რაც მისი ჯინსის შარვლის უკანა მხარეს, წელის არიდან ამოღებული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ 2017 წლის 22 მარტს ქალაქ თ---–--–-----------------–--------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

- ლ-–- ჯ---–--მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა მარჯვენა და მარცხენა ფეხის წინდაში, ნაბეჭდი წარწერებიან ორ-ორ ცალ ფერადი მუყაოს ნაგლეჯ-ში გახვეულ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ 9, 12 გრამის ოდენობით, რაც მისგან ამოღებული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ 2017 წლის 22 მარტს ქალაქ თ---–--–-----------------–--------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:

1) პ----- დ----–-- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

2) ლ-–- ჯ---–-- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქ-ტებით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრეს: პროკურორმა დ-------- ხ------მ, მსჯავრდებულმა პ----- დ----–--მ მსჯავრდებულ ლ-–- ჯ---–--ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვ------- გ-------ამ და ჯ----– ჭ------ამ.

აპელანტი, სახელმწიფო ბრალმდებელი, პროკურორი დ-------- ხ------ სააპელაციო საჩივრით ითხოვს პ----- დ----–--ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილითაც და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას. ხოლო ლ-–- ჯ---–--ს ნაწილში – ამ უკანასკნელის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითაც და დანაშაულთა ერთობ-ლიობით მისთვის ათ წელზე უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი მოტივირებით:

თუკი სასამართლომ გაიზიარა ლ-–- ჯ---–--ს თანამონაწილეობა მ---------- და ც----- ჩ---–---ებზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში, გაუგებარია რატომ არ გაიზიარა მ---------- ჩ---–---- მკვლელობაში მისი თანამონაწილეობა. ბრალდების მხარისათვის ასევე გაუგებარია სასამართლოს მოსაზრება მ---------- ჩ---–---სთან ლ-–- ჯ---–--ს შემ-ხებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე. ლ-–- ჯ---–-- თავისი მოქმედებით აქტიურად უწყობდა ხელს თანამონაწილეებს და უადვილებდა მათ ქმედების განხორციელებას.

რაც შეეხება პ----- დ----–--ს სასამართლო პროცესზე დაკითხულმა პოლიციის თანამ-შრომლებმა აჩვენეს, რომ პ----- დ---–-ას საცხოვრებელი სახლიდან ნარკოტიკული საშუ-ალებისა და გადაჭრილი თოფის ამოღების შემდეგ, პ----- დ----–--ს მშობლებმა განაცხა-დეს, რომ ამოღებული ნივთები მათ არ ეკუთვნით. ა--- დ----–--ს და ა-–---------- დანე-ლიას აღნიშნული ჩვენებები გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მათი ჩვენებებით ცალსახაა, თუ ვის ეკუთვნის ამოღებული ნივთები.

აპელანტი, მსჯავრდებული პ----- დ----–-- თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ აღნიშნული საქმე ფალსიფიცირებულია და საპროცესო ნორმების იგნორირებითაა შეთითხნილი. შემთხვევის ადგილიდან ხელის თითის კვალი ამოღებულია სარეცხის მან-ქანის თავსახურის შიგა ზედაპირის შუა ნაწილიდან, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია პირის მიერ მომხდარიყო შეხება. ამასთან გაუგებარია, თუ პ----- დ----–-- მართლაც შეე-ხო თავსახურს, რატომ მაინცადამაინც მხოლოდ ერთი თითის კვალი ამოვიდა თავსახურ-ზე.

ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტებმა, ექსპერტიზა ჩაატარეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების იგნორირებით, ხოლო გენეტიკური ექსპერტიზის გამცემმა ექსპერტებმა ვერ განმარტეს, თუ რა ბიოლოგიური მასალა იყო აღმოჩენილი საკვლევ ობიექტზე და ვერ მიუთითეს ბირთვული დნმ-ის მატარებელი წყარო. შესაბამისად საეჭვოა ექპერტიზების დასკვნები უტყუარობა და არ უნდა იქნას გაზიარებული საქართველოს სასხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის, მეხუთე ნაწილის, მე-13 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.

აპელანტი, მსჯავრდებულ ლ-–- ჯ---–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატები ვახ-ტანგ გ-------ა და ჯ----– ჭ------ა სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ლ-–- ჯ---–--ს მიმართ გამამართლებელი გამოტანას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული საქმეზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ექსპერტიზა ჩატარდა ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების იგნორირებით.

მტკიცებულებად არ შეიძლება გაზიარებული იქნეს არც დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნები, რადგან სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა შ------- კ--–------მ და ნ--- ნ------–---–მა ვერ განმარტეს ამოღებულ ქუდზე, აგრეთვე იარაღზე რა ბიომასალა იყო აღმოჩენილი და ვერ განმარტეს ბირთვული დნმ-ის მატარებელი წყარო - ბიომასალა.

საექპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო კვლევისთვის. სასამართლოზე დაკითხულმა ექსპერტმა ბიოლოგებმა კი უჩ-ვენეს, რომ საკვლევი ობიექტი – ბირთვული დნმ მთლიანად დახარჯეს და განმეორე-ბითი ან კომისიური ექსპერტიზა ვერ ჩატარდება.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ პ----- დ----–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---–---- შ----ას, რომლებიც ითხოვენ პ----- დ----–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩე-ნის გამოტანას.

– აპელანტს, მსჯავრდებულ ლ-–- ჯ---–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს ვ------- გ-------ას და ჯ----– ჭ------ას, რომლებიც ითხოვენ ლ-–- ჯ---–--ს მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას.

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ დ-------- ხ------ს, რომელიც ით-ხოვს პ----- დ----–--ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, ლ-–- ჯ---–--ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითაც და მათთვის შეფარდებული სასჯელების გამკაცრებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გა-ნაჩენის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, პროცესის მონაწილეთა და სააპეა-ლციო საჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმა-ყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულებმა პ----- დ----–--მ და ლ-–- ჯ---–--მ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეების, ს--------–------------------------–-–----------------------------–------–--ის – გ-------– თ----------ს, რ----- ბ------სა და დ----- კ-----–-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის მარტის თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება მ---------- ჩ---–---- ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, რასაც დამამძიმებელ გარემოებაში მოჰყვა მ---------- ჩ---–---- მკვლელობა. აღნიშნულ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამრთლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა პ----- დ----–--. გამომდინარე აქედან, წამოიჭრა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ პაა-ტა დ----–--ს საცხოვრებელ სახლში, დამხმარე შენობა-ნაგებებში და საკარმიდამო ეზოში ჩატარებულიყო ჩხრეკა. ამ მიზნით, რ----- ბ------ და დ----- კ-----–-ა საგამოძიებო ჯგუფთან ერთად მივიდა მ--------–----------ში, პ----- დ----–--ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ პ----- დ----–--ს მშობლები ა-–---------- დ----–-- და ა--- დ----–--. გამომძიებელმა - გ-------– თ----------მ გააცნო თავისი და სხვა პოლიციელების ვინაობა, ასევე განუმარტა მშობლებს მ---------- ჩ---–---- სახლის დაყაჩაღების ფაქტზე პ----- დ----–--ს დაკავებისა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საცხოვრებელ სახლში, დამხმარე შენობა-ნაგებებში და საკარმიდამო ეზოში ჩხრეკის შესახებ, რაზედაც ოჯახის უფროსმა განაცხადა თანხმობა წერილობით, ა-–---------- დ----–-- გაეცნო დად-გენილებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, რაც დაადასტურა ხელმოწერით. მოწმეთა ჩვენების თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ორი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა. გამომძიებელ გ-------– თ----------ს მითითებით პოლიციის თანამშრომლებმა, მოწმეებმა პ----- დ----–--ს ოჯახის წევრების თანდასწრებით დაიწყეს ჩხრეკა ერთსართულიან ე.წ. კუხნის ტიპის სახლში, სადაც მისა-ღებ ოთხში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მდგარი სავარძლის გვერდითა მხარეს, ქვე-და ნაწილში აღმოჩენილი იქნა ლურჯი ფერის პარკში შეხვეული მომწვანო ფერის ნივ-თიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ არის ნარკო-ტიკული საშუალება. აღნიშნულის გარდა, იმავე სახლის მეორე საძინებელ ოთახში, პ----- დ----–--ს მამის ა-–---------- დ----–--ს საწოლის ლეიბის ქვეშ ნაპოვნი იქნა გადაჭრილი ერთლულიანი თოფი. სახლის საძინებელი ოთახის კარადიდან ამოღებული იქნა მოკლე-მკლავიანი შავი ფერის ქურთუკი (ჟილეტი) და ოქროსფერი სასანთლე. ყოველივე აღნიშ-ნული ნივთი გამომძიებლის მიერ დაილუქა, შედგა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა ოჯა-ხის უფროსმა და ჩხრეკის მონაწილე ყველა პირმა. ასევე გამომძიებლის მიერ დაკითხულ იქნენ პ----- დ----–--ს ოჯახის წევრები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2----–-–------------ს, პ---- დ----–--ს საცხოვრებელი სახლის, საკარ-მიდამო ეზოსა დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკისას საცხოვრებელი სახლის კუხნა სახლის შესასვლელ მარცხენა ოთახში მდგარი სავარძლის გვერდითა ქვედა მხრიდან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის პარკში შეხვეუ-ლი მომწვანო ფერის მცენარეული მასა, ხოლო კუხნა სახლის მარჯვენა ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი იქნა 1 ლულიანი თოფის მაგვარი ლითონის საგანი, ნომ-რით 2----. სახლის საძინებელი ოთახის კარადის მესამე თაროდან ამოღებული იქნა მოკ-ლემკლავიანი შავი ფერის ქურთუკი და ერთი ცალი ოქროსფერი სასანთლე. ყოველივე აღნიშნული ნივთი მოთავსებულ იქნა 4 პაკეტში და დაილუქა, რომელსაც ხელი მოაწერა ოჯახის უფროსმა და ჩხრეკის მონაწილე ყველა პირმა.

(ტ. 2, ს.ფ. 81-87)

პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა კანონიერად არის ცნობილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 15 მარტის № 1------------ განჩინებით.

(ტ. 2, ს.ფ. 81, 191)

მოწმე ა--- დ----–--ს ჩვენებებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენილი წესით) დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მ--------–----------ის სოფელ ლ------------–- მეუღლესთან - ა-–---------- დ----–--სა და შვილთან - პ----- დ----–--სთან ერთად. მათ საცხოვრებელ სახლში 2017 წლის 15 მარტს მივიდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ მისი შვილი პ----- დ----–-- დაკავებული იყო მ---------- ჩ---–---- საცხოვრებელი სახ-ლის ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ასევე მკვლელობის ბრალდებით და უნდა ჩაეტარე-ბინათ ჩხრეკა. საცხოვრებელ სახლში გამოძიება ეძებდა მ---------- ჩ---–---- ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისას წაღებულ ნივთებს. ა--- დ----–--ს მეუღლე ა-–---------- დანე-ლია გაეცნო დადგენილებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ და თანხმობის ხელწერილის საფუძველზე ა--- დ----–--სა და ალექ-სანდრე დ----–--ს თანდასწრებით ჩატარდა საცხოვრებელი სახლის, საკარმიდამო ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკა. ჩხრეკისას საცხოვრებელი სახლის კუხნა სახლის შესასვლელ მარცხენა ოთახში მდგარი სავარძლის გვერდითა ქვედა მხრიდან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის პარკში შეხვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, ხოლო კუხნა სახლის მარჯვენა ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი იქნა 1 ლულიანი თოფის მაგვარი ლითონის საგანი, ნომრით 2----.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა-–---------- დ----–--ს ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში კანონით დადგენილი წესით) დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მ--------–ის რაიო-ნის სოფელ ლ------------–- მეუღლესთან - ა--- დ----–--სთან, შვილთან - პ----- დანე-ლიასთან და რძალთან ლ--–---------------ან ერთად. მ/წლის 15 მარტს ა-–---------- დ----–--ს საცხოვრებელ სახლში გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებ-მაც მას განუმარტეს, რომ თავისი შვილი პ----- დ----–-- არის დაკავებული მ---------- ჩ---–---- ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და მ---------- ჩ---–---- განზრახ მკვლელო-ბის ფაქტზე, რის გამოც ა-–---------- დ----–--ს საცხოვრებელ სახლში უნდა ჩაეტარე-ბინათ ჩხრეკა, რაზეც მან გამომძიებელს განუცხადა თანხმობა. გამომძიებელმა ალექსან-დრე დ----–--ს გააცნო დადგენილება გადაუდებლად ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რასაც იგი გაეცნო და მოაწერა ხელი.

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კუხნა სახლის საძინებელ ოთახში განთავ-სებულ ლოგინზე დაგებული ლეიბის ქვემოთა მხრიდან ამოღებულ იქნა ერთლულიანი გადაჭრილი თოფი, მისაღებ ოთახში განთავსებულ სავარძლის ქვედა მხრიდან ამოღე-ბულ იქნა მცენარეული მასა. ა-–---------- დ----–--ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შე-სახებ გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, სადაც ასახული იყო ჩხრეკის მიმდინა-რეობა და შედეგები, რომლის სისწორე ა-–---------- დ----–--მ დაადასტურა ხელმოწე-რით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 15 მარტის № 7---- დასკვნით და ფოტოცხრილით დადგენილია, რომ პ----- დ----–--ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე, დაქუცმაცებული, გამხმარი მცენარეული მასა, წონით – 13,34 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომ-შრალ მარიხუანას.

ექსპერტმა თ-- ხ--------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის და მისი შინაარსის სისწორე და აღნიშნა, რომ საკვლევი ობიექტი მისთვის წარდგენილი იქნა ერთ პაკეტად, დალუქული სახით, რომ-ლის შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

(ტ. 2, ს.ფ. 165)

საქმეში არსებული, ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 02 ოქტომბრის № 0-------- დასკვნით და ფოტოილუსტრაციით დადგენილია, რომ პ----- დ----–--ს სახლის ჩხრე-კისას ამოღებული თოფისმაგვარი ლითონის საგანი წარმოადგენს ქარხნული წესით დამ-ზადებულ, 16 კალიბრის დანიშნულების, გლუვლულიან, ორი ერთეული - ИЖ-18 მოდე-ლის №Г----- და სავარაუდოდ „Иж-17’’ მოდელის №------ იარაღის ნაწილებისაგან აწ-ყობილ, ფაქტიურ მდგომარეობაში კუსტარულად გადაკეთებულ და ფუნქციადაკარგულ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ თოფის გადანაჭერს. იგი ტექნიკურად გაუმართავია, მაგრამ ვარგისია გასროლის საწარმოებლად.

ექსპერტმა ნ-----–- მ---–----მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის და მისი შინაარსის სისწორე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 22 მაისის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით ,,...პ----- დ----–--ს საცხოვრებელი კუხ-ნა სახლის მარჯვენა ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი იქნა ერთლულიანი თოფის მაგვარი საგანი რემნით...’’ მოთავსებულ იარაღის მაგავრ საგანზე გენოტიპი-რებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა’’.

(ტ. 7, ს.ფ. 163)

ექსპერტებმა შ------- კ--–------მ და ნ--- ნ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამარ-თლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სისწორე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულმა პ----- დ----–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცე-მისას განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლიდან ნარკოტიკული საშუალებისა და ერთლუ-ლიანი თოფის წარმომავლობა მისთვის უცნობია, აღნიშნული ნივთები მას არ ეკუთვნის.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაკავების შემდგომ, 2017 წლის 15 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმი-ნალისტიკურ სამსახურში ნარკოლოგიური შემოწმებისას პ----- დ----–--ს არ დაუდგინ-და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

(ტ. 2, ს.ფ. 65)

მოწმე ბ------ ს--------–--ს ჩვენებით დადგენილია, იგი მუშაობს პოლიციის დეპარტა-მენტში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა დეპარტამენტში დეტექტივ-გამომძიე-ბლის თანამდებობაზე. 2017 წლის 22 მარტს, ბ------ ს--------–-- სამეგრელო-ზემო სვანე-თის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდი ქ. თბილისში სამსახურეობრივ საქმეზე, რა დროსაც მას დეპარტამენტიდან ც----- და მ---------- ჩიხ-ლაძის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაზე და ასევე მ---------- ჩ---–--ის განზრახ, დამამძი-ბელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შეატყობი-ნეს, რომ მიღებული ყოფილა ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ, რომ აღნიშნული ქმე-დება ჩადენული იყო სხვა პირებთან ერთად ნ--------ში მცხოვრები ლ-–- ჯ---–-ს მიერ, რომელიც იმყოფებოდა თბილისში, მას გააჩნდა ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცე-ბული ნივთები თან და ასევე მას თავის საცხოვრებელ სახლში ინახავადა. მას (ბ. სარჩი-მელიას) და მასთან მყოფი თანამშრომლისათვის მითითებულ იქნა ლ-–- ჯ---–--ს რეკვი-ზიტები, მათ მოიპოვეს ტელეფონის საშუალებით ლ-–- ჯ---–--ს ფოტოსურათი, მისი მონაცემები. ისინი მოძრაობდნენ რა ქ. თბილისში, მათ დიღმის მასივში შენიშნეს ლ-–- ჯ---–--, რომელიც გადადგილდებოდა ქვეითად და იყო მარტო. ბ------ ს--------–-- მივიდა მასთან პოლიციის თანამშრომელთან, დეტექტივ-გამომძიებელ შ--–-- ჭ-----სა და მ------ ქ--------სთან ერთად. მათ ლ-–- ჯ---–--ს აუხსნეს, რომ იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან, გააჩნდათ ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მისთვის უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრე-კა, რაზეც ლ-–- ჯ---–--ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც გაქცევა უცდია. მან თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე და ასევე თანხმობა განაცხადა, რომ მისგან ამო-ღებული ყოფილიყო კანონსაწინააღმდეგო ნივთები. ჩხრეკისას ამოღებული იქნა უკანა მხარეს წელის არეში ჯინსის შარვალსა და სხეულს არსებული პისტოლეტის მაგვარი საგანი, რომლის მჭიდში მოთავსებული იყო 5 ცალი ვაზნა. ბ------ ს--------–--მ განმუხ-ტა იარაღი, ამოიღო ვაზნები, რომელიც წარუდგინა ლ-–- ჯ---–--ს და ასევე პირად ჩრე-კაში მონაწილე სხვა პირებს, რის შემდგომაც ბ------ ს--------–--მ მოათვასა იგი გამჭვირ-ვალე ფერის პოლიეთილენის პარკში, ფაილში და დალუქა ლ-–- ჯ---–--ს თანდას-წრებით. ასევე ლუქზე ხელი მოაწერა როგორც ლ-–- ჯ---–--მ, ასევე სხვა პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის ბ------ ს--------–--მ. ამის შემდეგ, ლ-–- ჯ---–--საგან თანჩაცმული წინდებიდან ამოღებულ იქნა ორ-ორ ქაღალდის შეკვრაში მოთავსებული მორუხო-მომწვანო ფერის ნივთიერება, რომელიც ასევე დაილუქა გამჭვირვალე ფერის მეორე პარკში, ე.წ. ფაილში, გაკეთდა ხელმოწერები და აღნიშვნები. ლ-–- ჯ---–--ს არა-ნაირი პრეტენზია ამოღებასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. პირიქით, მან აღნიშნა შენიშვნაში, დაკავების ოქმში, რომ პირადი მოხმარებისთვის უნდოდა ნარკოტიკული სა-შუალება და ასევე ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები იყო მისი. ლ-–- ჯ---–-- გაეცნო შედგენილ პირადი ჩხრეკის ოქმს, წაიკითხა იგი, რის შემდგომაც მას გადაეცა ასევე აღნიშნული დოკუმენტის ასლი. ამის შემდგომ, ბ------ ს--------–--მ ლ-–- ჯ---–-- დააკავა ბრალდებულის სახით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, რის შესახებაც დაკავებისთანავე აცნობა პროკურორს. ასევე, ლ-–- ჯ---–--ს დაკა-ვებისთანავე განემარტა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები, რაც დაადასტურა ხელმოწერით. ამასთან, ლ-–- ჯ---–--ს ადვოკატთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. დაკავების შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში, სადაც მოხდა ე.წ. სპეციალურ წიგნში - დაკავების წიგნში გატარება. დაკავების წიგნში აღინიშნა დაკავების საფუძველი, თუ რა მუხლებით და რა დანაშაულისთვის იყო დაკავებული პი-რი, აქვს თუ არა დაზიანებები. ლ-–- ჯ---–--ს დაზიანებები არ აღენიშნებოდა, რომელსაც ის გაეცნო როგორც შეყვანის, ასევე გამოყვანის პროცესში, რაც დაადასტურა ხელმო-წერით. ამის შემდეგ, დაკავების შესახებ ცნობილი იქნა ლ-–- ჯ---–--ს უახლოესი წევრის-თვის, იგი გადაყვანილი იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოძიება მიმდინარეობდა ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ლ-–- ჯ---–--ს მიმართ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედე-ბები. კერძოდ, მისგან აღებული იქნა მისივე წერილობითი თანხმობით ნერწყვისა და სის-ხლის, ასევე სხვა ნიმუშები შემდეგი კვლევისათვის და იგი მოთავსებული იქნა დროე-ბითი მოთავსების იზოლატორში. ამის შემდეგ, ბ------ ს--------–--საგან მოპოვებული მტკიცებულებები სრულად გადაეცა ლ-–- ჯ---–--ს. ლ-–- ჯ---–--ს ჩაუტარდა ნარკოლო-გიური შემოწმება, რის შედეგად მას დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების – მარი-ხუანას მოხმარების ფაქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე შ--–-- ჭ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის მარტის თვეში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 09 მარტს იყო მორიგე და იმყოფე-ბოდა პოლიციის დეპარტამენტში, რა დროსაც შევიდა შეტყობინება მ--------–--------------------–-----------ში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე, კერძოდ, დაყაჩაღებული იყო მ---------- ჩ---–---- ოჯახი და ეს უკანასკნელი იყო მოკლული. მიღებული ინფორმაციის საფუძ-ველზე მის (შ--–-- ჭ-----ს) მიერ დაწყებული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიე-ბა ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტზე. 2017 წლის 22 მარტს იგი სხვა თანამ-შრომლებთან – ბ------ ს--------–--სა და მ------ ქ--------სთან ერთად ავტომანქანით იმ-ყოფებოდა ქალაქ თბილისში მივლინებით, რა დროსაც მათ მიიღეს ინფორმაცია სამეგ-რელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან ზემოთ დასახელებულ საქმესთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ მ---------- ჩ---–---- ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა პ----- დ----–--სთან და სხვა პირთან ერთად ჩადენილი ჰქონდა ლ-–- ჯ---–--ს, რომელიც ამ დროისთვის იმყოფებოდა ქალაქ თბილისში, დიღმის მასივში, რომელსაც სავარაუდოდ თან უნდა ჰქონოდა ყაჩაღური თავდასხმის დროს წაღებული ნივთები და ასევე შესაძლოა ასეთი ნივთები შეენახა თავის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძ-ველზე შ--–-- ჭ-----სა და მასთან მყოფი თანამშრომლების მიერ მოპოვებული იქნა ლ-–- ჯ---–--ს ფოტოსურათი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. ლ-–- ჯ---–-- შეჩერებული იქნა მ----–--ის ქუჩაზე. მას გამომძიებელმა ბ------ ს--------–--მ გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის თაობაზე. წარუდგინა თა-ვისი თავი და მასთან მყოფი პირები, რომ იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლი -ციის დეპარტამენტის თანამშრომლები და რომ გააჩნდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია. ლ-–- ჯ---–-- გაეცნო დადგენილებას და მას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც მან თანხმობა განაც-ხადა პირად ჩხრეკაზე. პირადი ჩხრეკის შედეგად ლ-–- ჯ---–--საგან ამოღებული იქნა შარვალში უკანა მხარეს მოთავსებული პისტოლეტის მაგვარი საგანი მორგებული მჭი-დით, რომელიც გამომძიებლმა ბ------ ს--------–--მ ამოიღო, დაათვალიერა, შეამოწმა ხომ არ იყო დამუხტული. მჭიდში იყო ვაზნები მოთავსებული, რის შემდეგაც გამომძიე-ბელმა მოათავსა პოლიეთილენის პარკში, დალუქა და ლუქზე როგორც ლ-–- ჯ---–--მ, ასევე პოლიციის თანამშრომლებმა, მათ შორის, შ--–-- ჭ-----მ მოაწერეს ხელი. ასევე ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ორივე ქვედა კიდურზე, ფეხზე ჩაცმული წინდიდან ორ-ორი ქაღალდის შეკვრა, რომელშიც მთავსებული იყო მომწვანო-მორუხო ფერის ნივთიერება. ამოღებული ოთხივე შეკვრა მოთავსებული იქნა პარკში, დალუქული იქნა და გაკეთდა ხელმოწერები. ჩხრეკის შედეგად ადგილზევე იქნა შედგენილი პრადი ჩხრე-კის ოქმი, რასაც გაეცნო ლ-–- ჯ---–-- და მოაწერა ხელი. ლ-–- ჯ---–--მ აღნიშნა, რომ პისტოლეტი იპოვა ქ. თბილისში, ქვეითად მოძრაობის დროს, აღნიშნული ჩაწერა კიდეც გამომძიებელმა პირადი ჩხრეკის ოქმში, რაზეც ხელი მოაწერა ლ-–- ჯ---–--მ. ამის შემ-დეგ გამომძიებელმა ადგილზე მას განუმარტა ბრალდებულის უფლება-მოვალეობები. უთხრა, რომ ის იყო დაკავებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარების ფაქტზე. დაკავების შესახებ შედგენილ იქნა ბრალდებულის დაკავების ოქმი, რასაც გაეცნო ლ-–- ჯ---–-- და ოქმზე ხელი მოაწერა. ამის შემდგომ, ის გადაყვანილი იქნა პოლიციის უახლოეს დაწესე-ბულებაში, სადაც მოხდა მისი რეგისტრაცია. ბოლოს ის წარდგენილი იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, საიდანაც ის გადაიყვანეს ნარკოლოგიურ კა-ბინეტში, სადაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანას’’ მოხმარების ფაქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ------ ქ--------ს ჩვენების თანახმად, მიმდინარე წლის 22 მარტს იგი ბ------ ს--------–--სთან და შ--–-- ჭ-----სთან ერთად მივლინებით იმყოფებოდა ქ. თბილისში, რა დროსაც ტელეფონზე დაუკავშირდნენ და შეგატყობინეს, რომ მ--------–--------------------–-----------ში მომხადარი მ---------- ჩ---–---- სახლის ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტი სავარაუდოდ ჩადენილი იყო ლ-–- ჯ---–--ს მიერ და იგი იმყოფე-ბოდა ქ. თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, კერძოდ, მ----–--ის ქუჩაზე. აგრეთ-ვე მას თან გააჩნდა გატაცებული ნივთები და შესაძლოა ინახავდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმემ და მისმა თანამშრომლებმა ოპერატიუ-ლად დაადგინეს პიროვნების მონაცემები, ფოტოსურათი და გაემართნენ აღნიშნულ მისა-მართზე. მ----–--ის ქუჩაზე მისვლისას მათ შეამჩნიეს ქვეითად მყოფი აღნიშნული პიროვნება, რომელიც შეჩერებულ იქნა მათ მიერ. გამომძიებელმა ბ------ ს--------–--მ ლ-–- ჯ---–--ს განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციის დეპარტამენტიდან და ჰქონდათ ზემოთ ხსენებული ინფორმაცია, რის გამოც მისთვის უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრე-კა. ლ-–- ჯ---–--მ თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე, რაც ხელწერილით დაადასტურა. გამო-მძიებელმა წარუდგინა მას დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის წარ-მოების შესახებ, რასაც ხელი მოაწერა. ამის შემდეგ ბ------ ს--------–--მ ჩაუტარა მას პი-რადი ჩხრეკა, რის შედეგად ლ-–- ჯ---–--ს უკანა წელის არეში, კანსა და ჯინს შორის ქონ-და მოთავსებული იარაღის მსგავსი საგანი, რომელიც გამომძიებლის მიერ ამოღებლი იქ-ნა. ასევე ამოღებული იქნა მჭიდი, რომელშიც მოთავსებული იყო 5 ვაზნა, რაც წარედგი-ნათ ჩხრეკაში მონაწილე პირებს, შემდეგ დაილუქა და განხორციელდა ხელმოწერები. ამის შემდეგ, ლ-–- ჯ---–--ს მარჯვენა ფეხის წინდებიდან ამოღებული იქნა ორი წარწე-რებიან ქაღალდში გახვეული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა და მარცხენა ფეხიდანაც ანალოგიურად ორ ქაღალდში გახვეული მორუხო-მომწვანო ფერის მასა, რაც მოთავსდა ერთ პოლიეთილენის პარკში, დაილუქა და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, რის შემდეგ გამომძიებელმა შეავსო შესაბამისი ოქმი, ლ-–- ჯ---–--ს განუმარტა თავისი უფლებები. შევსებულ ოქმი გადაიკითხა ლ-–- ჯ---–--მ, ასევე მას გაეცნენ მ------ ქარდა-ვა და შ--–-- ჭ-----, რის შემდეგაც მათ მოაწერეს ხელი ოქმზე. აღნიშნულის შემდეგ, ლ-–- ჯ---–-- გადაყვანილი იქნა ჯერ თბილისში, პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის დადგენილებით დასტურ-დება, რომ ლ-–- ჯ---–-- ნარკოტიკული საშუალების - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ (მარიხუანას) მოხმარების გამო ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდე-ნობით.

(ტ. 4, ს.ფ. 220)

საქმეში არსებული პირადი ჩრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს ქალაქ თ---–--–-------------------------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დეტექტივ-გამომძიებლის ბ------ ს--------–--ს მიერ დეტექტივის თანაშმეწე-გამომძიებლის მ------ ქ--------სა და დეტექტივ-გამომძიებლის - შ--–-- ჭ-----ს მონაწილეობით ჩატარდა ლ-–- ჯ---–--ს პირადი ჩხრეკა, რასაც წინ უძღვის ხელწერილი, რომლითაც ლ-–- ჯ---–-- ნება-ყოფლობით თანხმობას აცხადებს პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე და დეტექტივ-გამომძიებ-ლის ბ------ ს--------–--ს მიერ შედგენილი დადგენილება გადაუდებელი აუცილებლო-ბის შემთხვევაში მ----------ი ჩ---–---- ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისას გატაცებული ნივთების ამოღების მიზნით პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ. როგორც ხელწერილს, ისე დადგენილებას ხელს აწერს ლ-–- ჯ---–--. ამის შემდგომ, პირადი ჩხრეკა, რომელსაც ასევე ხელს აწერს ბრალდებული ლ-–- ჯ---–--, გამომძიებლები ბ------ ს--------–--, მ------ ქ-------- და შ--–-- ჭ-----, ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-121-ე მუხლებით დადგენილი წესით, რის შედეგადაც ლ-–- ჯ---–--ს ჯინსის შარვ-ლის უკანა მხარეს წელის არიდან ამოღებული იქნა პისტოლეტის მაგვარი საგანი, რო-მელსაც აღენიშნება წარწერა „LEYDI Magnum 2005“ დამჭიდში მოთავსებული ხუთი ცალი ვაზნა. ეს ნივთები წარედგინათ პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს, მოთავსებულ იქნა ერთ ცალ გამჭირვალე ფერის პოლიეთილენის, ე.წ. ფაილში და დაილუქა №-- ლუქტით.

აგრეთვე, კანონით დადგენილი წესის დაცვით ლ-–- ჯ---–--საგან ამოღებულია მარჯვენა და მარცხენა ფეხის წინდაში, ნაბეჭდი წარწერებიანი ორ-ორ ცალ ფერად მუყაოს ნაგლეჯში გახვეული მორუხო-მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რომელიც ასევე წარე-დგინათ პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს, მოთავსებულ იქნა ერთ ცალ გამჭირვალე ფე-რის პოლიეთილენის, ე.წ. ფაილში და დაილუქა №-- ლუქით.

ჩხრეკის ოქმის შენიშვნის გრაფაში, რომელსაც ხელს აწერს ლ-–- ჯ---–--, ამ უკანასკნე-ლის განცხადების შესაბამისად მითითებულია, რომ მისგან ,,ამოღებული ნივთერება არის ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა’’ და უნდოდა პირადი მოხმარებისთვის, ხო-ლო იარაღი და ვაზნები, მისი განმარტებით მან იპოვა ქალაქ თბილისში, ქუჩაში ქვეითად გადაადგილებისას’’.

(ტ. 4, ს.ფ. 15-17)

ლ-–- ჯ---–--ს პირადი ჩხრეკის შესახებ გარემოებები შეფასებულია ზუგდიდის რაიონუ-ლი სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის № 1---------- განჩინებით, რომელიც არ გასაჩივ-რებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

(ტ. 4, ს.ფ. 156)

დადგენილია, რომ პირადი ჩრეკის შედეგად ამოღებული ნივთები საფუძვლად დაედო ლ-–- ჯ---–--ს ბრალდებულის სახით დაკავებას, რა დროსაც მას განემარტა ბრალდე-ბულის უფლებები და გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, რაც დადასტურებულია ბრალდე-ბულის დაკავების ოქმში ლ-–- ჯ---–--ს ხელმოწერით.

(ტ. 4, ს.ფ. 26)

საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის ა-----–--- ჭ----------ის მიერ 2017 წლის 23 მარტის დადგენილებებით ლ-–- ჯ---–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზა.

(ტ. 4, ს.ფ. 110-114)

მოწმე ა-----–--- ჭ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი, როგორც დეტექტივ-გამომძიებელი მონაწილეობდა ლ-–- ჯ---–--ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში და მის მიერ ჩატარებულია როგორც 2017 წლის 09 მარტს შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერება, ისე საქმეში არსებული, მის მიერ ხელმოწერილი სხვა მრავა-ლი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 23 მარტის № 4--- დასკვნით და ფოტოცხრილით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

– ლ-–- ჯ---–--საგან პირადი ჩრეკისას ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, „LEYDI Magnum 2005“ მოდელის, 9 მმ ნომინალური კალიბრის გლუვლულიან პისტოლეტს, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონალური მზღუდავი, ვარგისია სრო-ლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

– ექსპერტიზაზე წარდგენილი, ლ-–- ჯ---–--ს პირადი ჩხრეკიასას ამოღებული 5 (ხუთი) ცალი ვაზნიდან 3 (სამი) ცალი ვაზნა წარმოადგენს 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტო-ლეტების დიდი ჯგუფისათვის, მათ შორის, ზემოთ აღწერილი ლ-–- ჯ---–--ს პირადი ჩრეკისას ამოღებული პისტოლეტისათვის „LEYDI Magnum 2005“ განკუთვნილ ლითონის ჭურვებით დამუხტულ ვაზნებს, რომლებიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, დარჩენილი 2 (ორი) ვაზნა კი არ მიეკუთვნება საბრძო-ლო მასალათა კატეგორიას.

(ტ. 4, ს.ფ. 172)

საქმეში არსებული, 2017 წლის 22 მარტის ლ-–- ჯ---–--ს ხელწერილით და მის მიერვე ხელმოწერილი 2017 წლის 23 მარტის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ დაკავების შემდგომ ლ-–- ჯ---–--საგან მისივე თანხმობით აღებული იქნა სისხლის ნიმუ-ში.

(ტ. 4, ს.ფ. 94, 105)

საქმეში არსებული, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2017 წლის 22 მაისის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით „...პისტოლეტი LEYDI Mag-num 2005“ ერთი მჭიდი და 9 მმ ნომინალური კალიბრის 2 ცალი ვაზნა...’’ მოთავსებული იარაღის მეტალის ნაწილებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ლ-–- ჯ---–--ს (პაკეტი წარწერით: ,,...ლ-–- ჯ---–--ს (პაკეტი, წარწერით ,,...ლ-–- ჯ---–--საგან აღებული სისხლის ნიმუში...’’) გენეტიკური პროფილი იდენტურია

(ტ 7, ს.ფ. 163)

ექსპერტმა შ------- კ--–------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სისწორე და განმარტა, რომ მათთან წარდგენილი პაკეტების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. იარაღზე და ვაზნებზე ლ-–- ჯ---–--ს გენეტიკური პროფილის აღმოჩენასთან დაკავშირებით მან ადვოკატის შეკითხვაზე აღნიშნა, რომ გენეტიკური პროფილი ეფუძნება ბირთვული დნმ-ის კვლევას, დნმ (ბირთვული უჯრედი) კი ნივთზე რჩება კონტაქტის გზით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ექსპერტმა ნ--- ნ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას ასევე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სისწორე და განმარტა, რომ მათთან წარდგენილი პაკეტების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. იარაღზე და ვაზნებზე ლ-–- ჯ---–--ს გენეტიკური პროფილის აღმოჩენასთან დაკავშირე-ბით მან ადვოკატის შეკითხვაზე აღნიშნა, რომ როგორც წესი გენეტიკური პროფილი ნივთზე რჩება შეხების საფუძველზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2017 წლის 25 მაისის № 0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით „ლ-–- ჯ---–--საგან ამოღებული მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მოყავისფრო ფერის ქამარი...“, მოთავსებული ჯინსის შარვლის წელის მიდამოში უკანა მარჯვენა მხარეს შიდა ზედაპირზე დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულებები წერტილოვანი კონცენტრირებული რკინის (რკინა - II) კვლები. ასევე შარვლის წელის მიდამოში წინა მარჯვენა მხარეს შიდა ზედაპირზე და წინა მარჯვენა და მარცხენა ჩაჭრილ ჯიბეებში დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების წერტილოვანი გაფან-ტული რკინის (რკინა - II) კვლები.

(ტ. 4, ს.ფ. 103; ტ. 8, ს.ფ. 139)

საქმეში არსებული, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 23 მარტის № 7---- დასკვნით და ფოტოცხრილით დადგენილია, რომ ლ-–- ჯ---–--ს პირადი ჩხრეკისას ამო-ღებული 4 (ოთხი) შეკვრად შეხვეული მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე და-ქუცმაცებული, გამხმარი მცენარეული მასა, საერთო წონით 9,12 გრამი, წარმოადგენს ნარ-კოტიკულ საშუალებას - გამომშრალ მარიხუანას.

(ტ. 4, ს.ფ. 164)

ექსპერტმა თ-- ხ--------ამ პირველი ინსქტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სიწორე და აღნიშნა, რომ საკვლევი ობიექტი მისთვის წარდგენილი იქნა ერთ პაკეტად, დალუქული სახით, რომლის შეფუთ-ვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულმა ლ-–- ჯ---–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემი-სას თავი დამნაშავედ არ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და უარყო ამოღებული ნივთების მისდამი კუთვნილების ფაქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულ ც----- ჩ---–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მართალია მის დას მზი-სადარ ჩ---–---ს აწუხებდა წნევა, თუმცა 4 ძროხას უვლიდა. დაისვენებდა 15-20 წუთი და ისევ აგრძელებდა მუშაობას. 2017 წლის 08 მარტის საღამოს ც----- ჩ---–--- და მისი და - მ---------- ჩ---–--- იმყოფებოდნენ სახლში, ღია ოთახში, ისე რომ საცხოვრებელი სახ-ლის წინა კარი არ ჰქონდა მოხურული, უყურებდნენ ტელევიზორს. დილით ც----- ჩიხ-ლაძე აპირებდა მ--------–ში წასვლას და იმ მოტივით, რომ დილით მისი ხელჩანთა სა-ძებნი არ გამხდარიყო (მასში იდო დაახლოებით 6000), ხელჩანთა იდო ტელევიზორთან ახლოს. ტელევიზორის ყურების დროს წინა ღია კარიდან მათთან შევარდა ორი ახალ-გაზრდა, რომლებმაც მიხურეს კარი, მას მიადგეს მაგიდა და ჩააქრეს შუქი როგორც შიგ-ნით, ისე გარეთ, რაზეც დებმა შეჰკივლეს, თუმცა ერთ-ერთი თავდასხმელი მივიდა სწრა-ფად ც----- ჩ---–---სთან, ხოლო მეორე, მაგიდის მეორე მხარეს მ---------- ჩ---–---სთან, თანამზრახველებმა ისინი ჩამოსვეს სკამიდან, დასვეს ძირს, მათ თავი დაახრევინეს ძირს და უთხრეს, რომ ხმა არ ამოეღოთ. თანამზრახველებმა ც----- ჩ---–---სა და მ---------- ჩ---–---ს მოთხოვეს ფული თხუთმეტი-ოცი ათასი და ნახევარ კილომდე ოქრო, ამასთან, განუმარტეს თანამზრახველებმა მათ, რომ მათი სიკვდილი არ უნდოდათ, უნდოდათ აღნიშნული ნივთები. დებისაგან უარის მიღების შემდგომ, თანამზრახველებმა განმარ-ტეს, რომ ითხოვდნენ ძროხის გაყიდვის შედეგად აღებულ თანხას და თავზე მდგომებმა თითოეულმა ცალ-ცალკე დაუწყეს თავში ცემა ც----- ჩ---–---სა და მ---------- ჩ---–---ს. ერთ-ერთ თანამზრახველს ც----- ჩ---–---ზე ხელი ჰქონდა დაბჯენილი, როდესაც თა-ნამზრახველებმა დაიძახეს, რომ ,,ჩვენ ვართ, კარები ღიააო’’, რა დროსაც უკანა კარიდან, რომელიც არ იყო ჩაკეტილი, შემოვიდა კიდევ ორი პირი. ამ დროს ტელევიზორი ჩართუ-ლია, ხმაურობს და გადის სერიალი ,,ნამსხვრევები’’, ტელევიზორის სინათლე საკმარისია თანამზრახველებისათვის, ისინი აგრძელებენ ცემას. მ----------ი ჩ---–---მ თავდამსხმე-ლებს უთხრა, რომ გარეთ სარეცხ მანქანაში მიდევს 200 დოლარი და აიღეთო. გავარდა ერთი თანამზრახველი, მაგრამ მან ფული ვერ ნახა. მერე იპოვა საფულე და პატარა ხურ-და ფული. ეს რა ფულიაო. მერე როგორც იქნა იპოვა ალბათ, მაგრამ თავდამსხმელები ამას არ დაჯერდნენ, მათ გააგრძელეს ც----- და მ---------- ჩ---–--ეების ცემა დაუზოგა-ვად, ბლაგვი საგნით, თანაც იძახდნენ, რომ არ უნდოდათ ც----- და მ----------ი ჩიხლა-ძის სიკვდილი, თუმცა სასიკვდილოდ სცემდნენ. ამის შემდგომ შევარდნენ საძინებელში, სადაც შუქი არ იყო, გაფუჭებული იყო, რის გამოც მოითხოვეს ლამპა, ბატარეა. მივიდა ბუხართან ერთი რომელიღაცა, ჩამოიღო იგი და დაუვარდათ ლამპის შუშა, რაც გატყდა იქვე ბუხართან. მერე ავარდნენ ალბათ ზევით და იქ რაც იყო ნახეს ალბათ სხვებმაც, აყარეს ლოგინები, მუთაქები და ლეიბები იყო გაფატრული. ყირაზე იდგა ყველაფერი. მას ესმოდა ტელვიზორის ხმა, ახედა ზემოთ მასთან მდგომ ბიჭს, რომელიც ურტყამდა თავ-ში, ბეჭებში, მხრებში, რომელმაც უთხრა, რომ თვალებში ნუ მიყურებო და დაუწყო დე-დის გინება. დებს - ც----- და მ---------- ჩ---–--ეებს ზევით არავინ აყენებდა. ც----- ჩ---–--- მართალია ვერ ხედავდა თავდამსხმელებს, რამდენადაც თავის აწევა არ შეეძლო, თუმცა ფიქრობს, რომ ოთხივე ურტყამდა. ც----- ჩ---–---მ ქვევიდან დაინახა, რომ ჩამოგლიჯეს სქელი ფარდა. მაშინ, ც----- ჩ---–---მ შეავლო თვალი ერთ-ერთ თავდამს-ხმელს, რომელიც იმის გამო რომ ხელით ვერ გაგლიჯეს ფარდა, ჯაყვით, ცივი იარაღით ჭრიდა მას. ჩამოგლეჯილი ფარდა დაფლითეს, რის შემდგომ დაიწყეს ც----- და მზისა-დარ ჩ---–---ების დაბორკვა. ც----- ჩ---–---- განმარტებით ერთ-ერთს ეკეთა საშინელი ხელთათმანი, მას პირი ჩახეული ჰქონდა სულ, ჩაემტვრა კბილები, რადგან ცდილობდნენ მისთვის როგორმე მაგრად ჩაეტენათ პირში ფარდის ნაჭერი. დამთავრდა კინო და დაიწ-ყო ეკა ხოფერიას თოქ-შოუ, რის შემდგომაც დავდამსხმელებმა ორივე დას აუკრეს ხელი, ფეხი, მიაბეს ერთმანეთს და დააგდეს ტახტთან. ამის შემდეგ, თავდამსხმელები გავიდნენ სახლის უკანა კარიდან. ც----- ჩ---–---მ ხელ-ფეხის მოძრაობით შეძლო სქელი სრიალა ფარდის ნაჭრის გახსნა და გადაწყვიტა გარეთ გასვლა, გადაწია მაგიდა დაბორკილი ხელებით, გამოაღო კარი და წავიდა პირდაპირ ჯ---–---ის ოჯახისაკენ. ამ დროს ეკა ხო-ფერიას თოქ-შოუ დამთავრებული არ იყო. მეზობლის კარი ძნელი გასაღები იყო, ც----- ჩ---–---- კართან ჭიდილის ხმაზე გამოვარდნენ ჯ---–---ი, ნახეს რა მისი საშინელი მდგომარეობა, გაოგნებული უყურებდნენ, ც----- ჩ---–--- კი მათ თავისი დისკენ ანიშ-ნებდა ხელით. ნ------ ჯ---–--მ დაიწყო ყვირილი, ითხოვდა ვ----საგან შველას, მზისა-დარი დააყაჩაღესო, პოლიცია, ვ---- სასწრაფოდო. მეზობელმა ც----- ჩ---–---ს ვაივაგ-ლახით გაუჭრა პირზე აკრული ნაჭერი. მოვიდნენ ვ---- და მისი ოჯახის წევრები. რამდე-ნადაც ც----- ჩ---–---ს სდიოდა სისხლი, წამოაწვინეს და შემდგომ წაიყვანეს სასწრაფოდ საავადმყოფოში. დაზარალებულ ც----- ჩ---–---ს თავზე ჰქონდა ნახეთქები. საავადმყო-ფოდან გამოსულს ც----- ჩ---–---ს სახლი დახვდა არეული, ყველაფერი გადაადგილე-ბული. ც----- ჩ---–---მ მოიძია თავისი ოქროსფერი სასანთლე და ვერ იპოვნა, თუმცა იგი შემდგომ ამოიცნო მ--------–ის პოლიციაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ვ----– (ნ------) ჯ---–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს ლ-–- ჯ-----ს, მისი მეზობელია. დები ჩ---–---ები იყვნენ უაღესად პატიოსანი, წესიერი და მშრომელი ადამიანები. ჰყავდათ წესიერი მშობლები. მ----------ი ჩ---–--- პენსიაზე გასვლის შემდ-გომ მისდევდა მეცხოველეობას და ამით ირჩენდა თავს. მეზობელი ვინც კი მივიდოდა მასთან, ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს ეხმარებოდა, მისგან სესხულობდნენ ფულს. მ---------- ჩ---–---ს წნევა აწუხებდა, რის გამოც იგი ყოველდღე გადადიოდა ვ----– ჯ---–--ს მეუღლესთან წნევის გასაზომად, თუ ის არ გადმოვიდოდა, მაშინ ჯ---–--ს ოჯახის წევრები მასთან იქით დადიოდნენ ხოლმე. 2017 წლის 08 მარტის საღამოს, დაახლოებით ათ საათამდე იქნებოდა მ---------- ჩ---–---ს დააგვინდა ვ----– ჯ---–--ს ოჯახში მისვლა, რის გამოც ვ----– ჯ---–--მ მეუღლესთან იკითხა მ---------- ჩ---–---- მიუსვლელობის მიზეზი, რაზეც მეუღლემ უპასუხა, რომ მ----------ი ჩ---–---- და ცისა-ნაა მოსულიო, რამე რომ ყოფილიყო, გადმოვიდოდა და გვეტყოდაო. გავიდა დრო, ვ----– ჯ---–-- ტელევიზორს უყურებდა. მისი მეუღლე ცოტა შეუძლოდ იყო და დაწვა, ასევე დაწვა მათი შვილიც. ვ----– ჯ---–--მ დაინახა, რომ დაახლოებით თერთმეტის ნახევრის-თვის ჩ---–---ების სახლში შუქი არ იყო, რის შესახებაც უთხრა მეუღლეს. ამ უკანასკნელ-მა მას შესთავაზა წასულიყო და ენახა. ვ----– ჯ---–--მ მეუღლეს უთხრა, რომ შეიძლება ,,სოჩიკი’’ ამოვარდა და შუქი ამიტომ გამოირთოო, ვერ წავალ ახლა და ხვალ დილით გავუკეთებო. ამის შემდგომ, დაახლოებით 10–15 წუთში, ვ----– ჯ---–--ს შემოესმა კარის ხმა, მან მეუღლეს უთხრა, რომ მ---------- ჩ---–--- მოვიდა და ამდგარიყო მისთვის წნე-ვის გასინჯვის მიზნით. ამასობაში, ვ----– ჯ---–--მ გააღო კარი და დაინახა, რომ შევიდა ვიღაც ქალი, რომელსაც თავზე გადაფარებული ჰქონდა რაღაცა ნაჭერი და ძლივს დადიო-და, მას ხელები შეკრული ჰქონდა. ვ----– ჯ---–--მ ჰკითხა: რა იყო ც-----, რა მოგივი-დაო? რაზეც მან არ უპასუხა, ხელით ანიშნა თავისი სახლისკენ. ახლოს რომ მივიდა, ვ----– ჯ---–--მ დაინახა ქალის დასიებული სახე, პირი აკრული ნაჭრით ძალიან მაგრად, სულ სისხლიანი იყო და დასიებული ჰქონდა თავი. ვ----– ჯ---–--მ იგი შემოიყვანა შიგნით და იფიქრა, რომ ალბათ დააყაჩაღესო. ამის შემდგომ, იგი გავარდა გარეთ და დაუძახა გვერდითა მეზობლებს, მამა-შვილს თ------ და ვ---- კ--------ს: ,,მიშველეთ, მ----------ი დააყაჩაღესო!’’ვ----– ჯ---–--მ ც----- ჩ---–---ს პირზე მაგრად მიკრული სველი ნაჭერი დანით გაუჭრა, თუმცა ც----- ჩ---–---ს ლაპარაკის თავი არ ქონდა, სულ დასიებული იყო, თვალები გადმოვარდნაზე ჰქონდა, თავი კი გახეთქილი რამოდენიმე ადგილას. ვ----– ჯ---–-- ხშირად რეკავდა სასწრაფოში, ჩქარა რომ მოულიყო. ამის შემ-დგომ, ვ----– ჯ---–-- გაიქცა ჩ---–---ების სახლში. სახლის ეზოში დახვდა ვ---- კ-------, რომელმაც მას განუცხადა, რომ დავრეკე პოლიციაში და მოდიანო. ვ---- კ------- ყოფილი პოლიციელია, მან ვ----– ჯ---–--ს უთხრა, რომ არ შესულიყო შიგნით სახლში, ექსპერტი მოვა და შეიძლება დაიკარგოს რამეო. ვ----– ჯ---–--მ კარი შეაღო და შეიხედა, დაინახა მხოლოდ ხელ-პირ შეკრული მ---------- ჩ---–--- უძრავ მდგომარეობაში, იფიქრა, რომ გარდაცვლილიაო, სხვა იქ არავინ იყო. პოლიციაში დარეკვის შესახებ ვ----– ჯ---–--ს ვ---- კ-------სთან გასაუბრებიდან დაახლოებით 20 წუთში, შემთხვევის ადგილზე მივიდა ადგილობრივი, მარტვილის რაიონის პოლიცია, რომლებმაც კარები ჩაკეტეს, გადაკეტეს შესასვლელი და იქ მყოფი პირები არ შეუშვეს შიგნით, შემდგომ, დაახლოებით 12:00 საა-თისთვის მივიდა სამხარეო პოლიცია და მერე სასწრაფო. მთლიანად გადაუკეტიათ ქუჩე-ბი. სამძებრო სამუშაოებში პოლიციამ გამოიყენა ძაღლი, თუმცა ძაღლმა სუნი აიღო თუ არა, მისთვის (ვ. ჯ---–--სთვის) უცნობია, რადგან შიგნით იგი არ შეუშვიათ. სასწრაფოს მისვლის შემდგომ, ც----- ჩ---–--- ჯერ ვ----– ჯ---–--ს სახლში იყო რამოდენიმე ხანი, მას ჩაუტარდა პირველადი დახმარება და მერე გადაიყვანეს რაიონულ საავადმყოფოში. მარტვილის პოლიციის მისვლამდე ეზოში არავინ არ იყო. რამოდენიმე, დაახლოებით 5-7 მეზობელი იყო ქუჩაში. მათ შორის იყვნენ ვ---- და თ------ კ-------, ტ--------- კ-------, ასევე შენიშნა ლ-–- ჯ---–--, რომელიც მივიდა თავის ჭიშკართან მდგომ ვ----– ჯ---–---სთან, სთხოვა სიგარეტი და ჰკითხა: ,,ც-----ს ვინმე ხომ არ ამოუცვნიაო?’’, რაზეც ვ----– ჯ---–--მ უპასუხა: ,,ამის თავი მქონდა, ც----- ისეთ მდგომარეობაშიაო’’. ლ-–- ჯ---–--ს კითხვა მას უცნაურად მოეჩვენა.

(პირველი ინსტა

ნციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ--------------ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი იცნობს ლ-–- ჯ---–--ს. რაც შეეხება ჩ---–---ების ოჯახს, დებს ჩ---–---ებს ისე ახლო მეზობელად თვლდა, რომ არ ასებობდა ყოველდღე ერთმანეთთან არ გადასულიყვნენ. განსაკუთრებით ქალბატონი მ----------ი ჩ---–--- ყოველ საღამოს გადადიოდა მ--------------ასთან წნევის გასაზომად. ჩ---–---ების ოჯახი გამოირჩეოდა სიკეთით, ც----- ჩ---–--- ჟურნალისტი იყო და მთე-ლი რაიონი იცნობს, ასევე მ---------- ჩ---–--- იყო უწყინარი და მშრომელი პიროვნება. მ---------- ჩ---–---ს მართალია წნევა აწუხებდა, მაგრამ არ ავადმყოფობდა, შეეძლო ახალგაზრდაზე მეტი ეშრომა, ერთი დღეც არ ჩაწოლილა. მ----------ი ჩ---–--- საქმია-ნობდა და დაახლოებით ცხრა საათიდან ათის ნახევრამდე მას ელოდებოდა მარინე გვა-ზავა, რომ მისთვის წნევა გაეზომა. 2017 წლის 08 მარტს მ---------- ჩ---–---ს დააგვიანდა. მ--------------ამ და მისმა მეუღლემ გაიხედეს და ნახეს, რომ შუქი იყო ჩამქრალი, რაც მათ ძალიან გაუკვირდათ. იგი (მ--------------ა) რვის ნახევარზე იყო გადასული ჩიხლა-ძეების სახლში, აქედან გამომდინარე, მისთვის ცნობილია, რომ მ---------- ჩ---–---სთან იყო მისი და - ც----- ჩ---–---. სწორედ ამიტომ მ--------------ამ იფიქრა, რომ მ---------- ჩ---–---ს არ უნდოდა წნევის გაზომვა. ამასთან, მან მეუღლეს უთხრა, შუქი ხომ არ გაუ-ფუჭდათ და მას თხოვა მათთვის შუქის გაკეთება, რაზეც მეუღლემ უპასუხა, რომ აუცი-ლებელი, რომ ყოფილიყო იტყოდნენო, აწი გვიანიაო. ამის შემდგომ, მ--------------ა წავი-და დასაძინებლად. არ გასულა ალბათ 5 - 10 წუთი, გაიგო კარის ხმა და მეუღლემ უთხრა, რომ მ----------ი ჩ---–--- მოდისო და ადექიო. მეუღლემ გააღო კარი და იკითხა: ც----- ხარო? რასაც მოჰყვა მეუღლის ღრიალი: ც-----, ც-----... მ--------------ას სახლში შევიდა ც----- ჩ---–---, მან იხილა ენით აუღწერელი მდგომარეობა, ც----- ჩ---–---ს ფარდის ნაჭრით ხელი და პირი ჰქონდა აკრული, იყო დასისხლიანებული, შეშუპებული, რამოდე-ნიმე ადგილას გახეთქილი ჰქონდა თავი, ასევე გააჩნდა ჩაქცევები, მისი ტანსაცმელი სულ დასისხლიანებული იყო, საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვერ სუნთქვადა. ამის შემდეგ, მ--------------ას მეუღლემ სასწრაფოდ შველა თხოვა გვერდით მეზობელს - ვა-ნოს. ც----- ჩ---–--- ვერ ლაპარაკობდა და ანიშნებდა ხელით მ--------------ას და მის მეუღლეს წასულიყვნენ მ----------ი ჩ---–---- საშველად. ც----- ჩ---–---ს თავზე ადგა მ--------------ა, რომელმაც ვერ გაუხსენა თოკი, იყო ძალიან გაკოჭილი, რის შემდგომ დანა მიუტანა მეუღლეს, რომელმაც თოკი გაჭრა. იგი იმ ღამეს ჩ---–---ების სახლში არ გადასულა, მისი მეუღლე და შვილი გადავიდნენ. მას სასწრაფოს მოსვლის შემდგომ მოუწია ც----- ჩ---–---სთან ერთად საავადმყოფოში წასვლა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ვ---- კ-------ს ჩვენების თანახმად 2----–-–-------------, ღამით იყო თავის საცხოვ-რებელ სახლში, იგი ავიდა დასაძინებლად დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე და 15-20 წუთში შემოესმა ვ----– ჯ---–--ს განწირული ხმა, ითხოვდა დახმარებას, რაზეც ჩქარა გავიდა გარეთ, მივიდა ვ----– ჯ---–--სთან, რომელმაც უთხრა, რომ ც----- და მ---------- ჩ---–---ების სახლში იყო პრობლემა. ვ---- კ------- მივიდა შემთხვევის ადგილზე, კარი იყო ღიად, შეღებული. იგი შევიდა ოთახში, სადაც დახვდა არეულობა, ნივთები იყო გად-მოყრილი, უძრავად ესვენა მ----------ი ჩ---–---, რის შემდგომაც დაბრუნდა გარეთ. სახლში, მის გარდა არავინ შესულა. სახლიდან გამოსული დადგა მიხურულ კართან და პოლიციის მისვლამდე არავინ შეუშვია. ამის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები იცავ-დნენ შემთხვევის ადგილს. ისინი შემთხვევის ადგილზე მისულ მეზობლებს თხოვდნენ გასულიყვნენ გარეთ, რაშიც მოწმე ვ---- კ-------ც ეხმარებოდა. პოლიციელებმა შემთხვე-ვის ადგილი შემოაკავეს ყვითელი ლენტით. მეზობლები იდგნენ ჭიშკართან, რომელთა შორის შენიშნა ლ-–- ჯ---–--ც.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეების, გარდაცვლილი მ---------- ჩ---–----ა და ბრალდებულ ლ-–- ჯ---–--ს მეზობ-ლების მ---------------ამ და ს---------- ჩ---–---მ ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ მათაც შეიტყვეს 2017 წლის 08 მარტს განხორციელებული ყაჩაღობის თაობაზე. კერძოდ, ს---------- ჩ---–---მ იმავე ღამეს დისშვილისაგან გაიგო, რომ მ---------- ჩ---–---- ოჯა-ხი დააყაჩაღეს და გადავიდა მის ეზოში, თუმცა პოლიციის თანამშრომელმა იგი არ შეუშ-ვა. შემთხვევის ადგილზე მოსული იყო ასევე სასწრაფოს მანქანაც.

რაც შეეხება მ---------------ას, მისთვის აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მეზობლე-ბისაგან მეორე დღეს, მას უთხრეს, რომ მ---------- ჩ---–--- გარდაიცვალა, ხოლო ც----- ჩ---–--- ცუდად არისო. მ---------------ამ გაიხსენა, რომ 2016 წლის აპრილის თვეში მან მ----------ი ჩ---–----აგან 1250 ლარად შეიძინა ძროხა. დები ჩ---–---ები საქმიანობდნენ ოჯახში და ამით ირჩენდნენ თავს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჯ----– ჩ---–---მაც სამეზობლოში ყაჩაღობისა და ადამიანის გარდაცვალების შესახებ ასევე მეორე დღეს მეზობლისაგან შეიტყო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე, დეტექტივ-გამომძიებელის ა-----–--- ჭ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მიმდინარე წლის 8 მარტს მ--------–--------------------–-----------ში ყაჩაღური თავდასხმის თაობაზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რის გამოც იგი ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი დაცული იყო ადგილობრივი პოლიციელების მიერ. ა-----–--- ჭ----------ესთან ერთად იყვნენ ექს-პერტ-კრიმინალისტები, კინოლოგი და ექიმი, ასევე მოწვეულ იქნა სოფლის გამგებელი, რადგან ერთი დიასახლისი გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორე გადაყვანილი იქნა რაიო-ნულ საავადმყოფოში. გარდაცვლილის, მ---------- ჩ---–---- გვამი ესვენა ტყავის დივან-ზე. შემთხვევის ადგილის, ფიცრული საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას აღმოჩნ-და, რომ სახლის ოთახებში ყველაფერი იყო არეულ მდგომარეობაში. პირველად კინოლო-გის მიერ ოთახებში აღებული იქნა სუნის კვლები, რაც მოთავსებული იქნა მინის ქილებ-ში, დაილუქა სპეციალური აქტივირებული ნახშირით, რის შემდგომ დაიწყო სხვა ნივთ-მტკიცებების ამოღება ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. შემთხვევის ადგილ-ზე დამუშავდა ყველაფერი, სადაც შესაძლებელი იყო, რომ ბოროტმოქმედებს ჰქონოდათ შეხება და შემთხვევის ადგილიდან ფიცრული სახლის წინა მხარეს ღია აივანზე მდგარი რუსული წარმოების სარეცხი მანქანის თავსახურიდან აღებული იქნა ერთი ვარგისი თითის კვალი. ექსპერტიზის თანახმად, თითის ანაბეჭდი დაემთხვა მ--------–----------ის სოფელ ლ------------–- მცხოვრები პ----- დ----–--ს თითის კვალს. ასევე ამოღებული იქ-ნა მიმოფანტული ნივთები, მათ შორის, პლასტმასის ბოთლები, საათი ქსოვილის ნაგლე-ჯები, წითელი ხელთათმანები და სხვა ნივთები. გვერდითა საძინებელი ოთახიდან ამო-ღებული იქნა ძველებური ლამპის ფრაგმენტები, ასევე მინის ნამსხვრევები. ასევე ექიმის მონაწილეობით მოხდა გვამის დათვალიერება. გვამი იყო შემდეგ მდგომარეობაში: ორივე ხელ-ფეხი შეკრული ქონდა, ერთმანეთზე გადაბმულად გადაწოლილი იყო ტყავის დი-ვანზე, პირი ქონდა აკრული, სახეზე ეტყობოდა დაზიანებები, რაც ფოტოგრაფირებული იქნა. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილის მონაწილეების მიერ ასევე დათვა-ლიერდა საცხოვრებელი სახლის უკანა მხარე, საიდანაც ასევე ამოღებული იქნა ნივთები, მათ შორის, ც----- ჩ---–---- საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მავთულბარდიდან სამი მეტრის მოშორებით მოწმე ა-----–--- ჭ----------ემ ამოიღო შავი ფერის ნაქსოვის ქუდი, რომელიც სამ ადგილას იყო ამოჭრილი და დამზადებული იყო ნიღაბი. ქუდს ჰქონდა უცხოური წარწერა.

მოწმის განმარტებით მოხდა ამოღებული ნივთმტკიცებების ფოტოგრაფირება, ისინი ექსპერტის მიერ მოთავსდა სპეციალურ შტრიხკოდიან პაკეტებში, დაილუქა, ხოლო პაკე-ტებზე გაკეთდა შემთხვევის ადგილის მონაწილეების ხელმოწერები. ასევე, მოწმე აბესა-ლომ ჭ----------ემ შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაც წაიკითხა ხმამაღლა, გააცანო იგი ჩხრეკაში მონაწილე პირებს და მისი სისწორე დადასტურდა მათი ხელმოწერებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დღეს, 09 მარტს მიღებულ იქნა შეტყობინება, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი - დანა, რის შემდეგაც ა-----–--- ჭ----------ე გავიდა ჩ---–---ების ოჯახის მეზობ-ლად მცხოვრები კ-----–-–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ამოღებული იქნა საკეცი დანა, რაც ექსპერტების მიერ დაილუქა. მან ასევე დაადასტურა, რომ საქმეზე დაი-ნიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, რომლის თანახმად, პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული შავი ფერის ქურთუკზე აღმოჩნდა ც----- ჩ---–---- ბიოლო-გიური კვლები. დანაზე აღმოჩნდა პ----- დ----–--სა და ჩ---–---- ბიოლოგიური კვლები, ასევე ქუდზე, რაც იქნა ამოღებული შემთხვევის ადგილიდან აღმოჩნდა ლ-–- ჯ---–--ს ბიოლოგიური კვლები. რადგანაც ამოღებული იყო დ----–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად ტელეფონი თავისი სიმბარათით, სათანადო განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა ჯეოსელიდან, მობიტელიდან და მაგთიდან ამ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარე-ბის დეტალური ამონაწერები. მეორე გამომძიებლის მიერ შემთხვევის ადგილიდან გან-ხორციელდა საკონტროლო ზარები ბოროტმოქმედების ტელეფონის ნომრების დადგენის მიზნით. ყოველივე ეს დისკებზე იყო ჩაწერილი და დათვალიერებული. დადგინდა, რომ პ----- დ----–--ს მობილური ტელეფონის ნომერთან იყო კავშირი ყაჩაღობის დღეს. ყოვე-ლივე ეს მოცემული არის დათავლიერების ოქმში. ასევე მოწმემ მიუთითა, რომ მან დაა-კავა პ----- დ----–-- და მისი პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი მასში არსებული სიმ ბარათით. რაც შეეხება ნივთის ამოცნობას, მან (ა-----–--- ჭ----------ემ) მოწმის სახით დაკითხა ც----- ჩ---–---, რომელმაც თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ ყაჩაღობის შედეგად გატაცებული იყო ოქროსფერი სასანთლე. პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სწორედ ოქროს-ფერი სასანთლე. ამის შემდგომ, ა-----–--- ჭ----------ემ ჩაატარა ამოცნობის პროცედურა, რის შედეგად ც----- ჩ---–---მ ამოიცნო ის სასანთლე, რომელიც ამოღებული იყო პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის საფუძველზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ექსპერტმა ი-----–- ჯ----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 09 მარტს მ--------–--------------------–-----------ში მომხდარი ყაჩაღობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იგი და მისი მეწყვილე დ----- ფ-–-–-ა გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი, საცხოვრებელი ეზო შემოსაზღვრული იყო ლენტით, ადგილზე იმყოფებოდნენ გამომძიებელი ჭ----------ე, კინოლოგი ლ----ი (გვარი არ ახსოვს), სასწრაფოს ექიმი და სოფლის გამგებელი. ი. ჯიქი-ასა და მისი მეწყვილის მისვლის შემდგომ, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში შემთხვევის ადგილზე შევიდა კინოლოგიის სამსახუ-რი, რომლებსაც ჰყავდათ ძაღლი. მათ აიღეს სუნის ნიმუშები, რაც გაგრძელდა დაახლოე-ბით 20-25 წუთი. ამის შემდეგ შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები, გამომძიებლისა და დამსწრეების თანდასწრებით. ოთახი იყო არეულ მდგომარეობაში, ნივთები იყო ძირს გადმოყრილი, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს ტახტზე იყო მოხუცი ქალბატონის გვამი, რომელსაც ქონდა შეკრული ხელ-ფეხი, პირზე აკრული ქონდა ნაჭე-რი. ექსპერტებმა გამომძიებლის მითითებით ნიკონის ფირმის ციფრული აპარატით დაი-წყეს შემთხვევის ადგილი ფოტოგრაფირება და ნივთმტკიცებების ამოღება. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ქსოვილის ნაჭერები, მოწითალო ფერის სისხლისმაგავარი ლაქები, ასევე ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები, ბოთლი, საათი, მაგთიფიქსის ტელეფონი, თმისმაგვარი ბოჭკოები გარდაცვლილის ტანსაცმლის ზედაპირიდან და ხელებიდან, ასე-ვე ნაპოვნი იქნა ფულადი თანხა ტახტის გვერდით არსებულ ჩანთაში, დაახლოებით 7000 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ, მოხდა შემთხვევის ადგილის დამუშავება დაქტილოს-კოპიური ფხვნილებით. დამუშავებისას ი-----–- ჯ----ს მეწყვილემ აღმოაჩინა სარეცხი მანქანის თავსახურის შიდა ზედაპირზე ხილული კვალი - თითის ანაბეჭდი, რომელიც ექსპერტების მიერ საკმარისად იქნა მიჩნეული და იგი ამოღებულ იქნა. ფოტოგრაფირე-ბული იქნა ამოღებული ნივთები, რაც ცალ-ცალკე დაილუქა სპეციალური პოლიეთი-ლენის პარკში (პაკეტში), იგი შეივსო, მიენიჭა ნომერი და თითოეულ პაკეტზე გაკეთდა ხელმოწერები პროცესის მონაწილე პირების მიერ. ოთახში მუშაობის დასრულების შემდგომ, ექსპერტები გადავიდნენ სხვა ადგილას, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის უკან, დაახლოებით 100-150 მეტრის მანძილზე ოდა (საცხოვრებელი) სახლისგან მოშორებით იყო მიწის ნაკვეთი, სახნავ-სათესი, სადაც მათ მიერ აღმოჩენილი იქნა ნაჭრის ქუდი, რომელსაც ჰქონდა ნახვრეტები გაკეთებული და გადაკეთებული იყო ნიღბად. ასევე მოხდა მისი ფოტოგრაფირება, ამოღება. ექსპერტების მიერ ამოღებული ნივთმტკიცებები დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში, წარედგინა მონაწილე პირებს, გაუკეთდა ხელმოწერები და გადაეცა გამომძიებელს, რომელმაც შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნო ექსპერტი ი-----–- ჯ----. ოქმი ხელმოწერით დაადასტურეს მონაწილე პირებმა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ჩვენება მისცა ექსპერტმა დ----- ფ-–-–-ამ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში მოწმის სახით დაკითხვისას. ამასთან, დაადასტურა, რომ მის მიერ ამოღებული იქნა ფიცრული სახლის აივანზე მდგარი ძველებური სარეცხი მანქანის თავსახურის შიდა მხრიდან ერთი თითის კვალი, ასევე სახლის უკან მიწის ნაკვეთზე აღმოჩენილი იქნა შავი ქუდი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2017 წლის 09 მარტის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ც----- ჩ---–---- საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს წინა მხარეს გააჩნია სამფრთიანი რკინის ჭიშკარი და წინა მხარეს გავლებული აქვს მავთულბადე. ერთსართულიანი ფიცრული სახლის წინა მხარეს გააჩნია ორი წყვილი ერთფრთიანი ხის კარები, წინა მხარეს გააჩნია ღია აივანი. მისაღებ ოთახში აღმოსავლეთ კედელთან მიდ-გმულია ტახტი, რომელზედაც გადაკრულია მოყავისფრო ტყავი, აღნიშნულ ტახტზე ასვენია მ---------- ჩ---–---- გვამი, რომელსაც ზედა მხარეს აცვია მოწითალო ფერის ნაქ-სოვის ჯემპრი მ---------- ჩ---–---- გვამს პირი აკრული აქვს მოყავისფრო ფერის ნაქსო-ვის ნაჭრით, რომელიც შეკრულია უკანა მხარეს, შეკრულია ხელები უკანა მხარეს და ფე-ხები ასეთივე ნაჭრით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია: იატაკიდან აღებული ნაქსოვის ნაგლეჯები, მ---------- ჩ---–---- გვამიდან - ხელ-ფეხიდან შეხსნილი მოყავისფრო ფერის ნაქსოვის ნაჭრები, მ---------- ჩ---–---- გვამიდან, კერძოდ, თანჩაცმული მოწითა-ლო ფერის ნაქსოვის ჯემპრიდან და ორივე ხელის მტევნებიდან ამოღებულია თქმის მსგავსი ბოჭკოები, სახლის ღია აივანზე მდგარი რუსული წარმოების სარეცხი მანქანის თავსახურის შიდა მხრიდან ექსპერტების მიერ ამოღებული ადამიანის ხელის კვალი, თანხა 6915 ლარის, ასევე 13,40 ლარის ოდენობით, სამ ადგილას ამოჭრილი შავი ფერის ნაქსოვის ქუდი და სხვა ნივთები. ასევე კინოლოგის მიერ აღებული იქნა სუნის ნიმუშები.

აღნიშნულის გარდა, მ--------–--------------------–-----------ში, ც----- ჩ---–---- საცხოვ-რებელი სახლის მოსაზღვრე პირის - გ------- კ-----–-–---–ის კუთვნილი მიწის ფართო-ბიდან ამოღებული იქნა საკეცი დანა.

მ---------- ჩ---–---- ოჯახში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტო-ილუსტრაცია, რაც ასახავს შემთხვევის ადგილზე არსებულ არეულ ვითარებას, აფიქსირებს გარდაცვლილ მ---------- ჩ---–---ს, ოქმში მითითებულ ნივთებს და დალუ-ქულ პაკეტებს.

2017 წლის 09 მარტს მ---------- ჩ---–---- ოჯახში და გ------- კ-----–-–---–ის მიწის ნაკვეთზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება კანონიერადაა ცნობილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის №-------------- განჩინებით და 2017 წლის 11 მარტის №----------- განჩინებით, რომლებიც შესულია კანონიერ ძალა-ში (ტ. 1, ს.ფ. 8, 125, 180, 196)

საქმეში არსებული, 08.03.2017 წლიდან 09.03.2017 წლის პერიოდში შევსებული აბულა-ტორიული პაციენტის სამედიცინო ბარათით და მასზედ თანდართული დოკუმენტაციით დადგენილია, რომ ც----- ჩ---–--- ყაჩაღობის ფაქტის შედეგად მიყენებული დაზიანებე-ბის გამო გადაყვანილი იქნა სს ,,-------–----------------–-----------’ მ--------–ის ჰოსპი-ტალში, სადაც გაეწია სამედიცინო მოსახურება და დაესვა შემდეგი სახის დიაგნოზი: ნაკვეთ-ნაგლეჯი ჭრილობები შუბლის მარცხენა ნახევარში და კეფის არეში. ნაგლეჯი ჭრილობა მარცხენა ყვრიმალის არეში. დიდი ზომის სისხლნაჟღენთები კისრის, მარცხენა ბეჭის, მარცხენა თვალბუდის და ცხვირის არეში.

(ტ. 1, ს.ფ. 134-146, ტ. 7, ს.ფ. 52)

საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 02 მაისის №--------- დასკვ-ნის თანახმად, ც----- ჩ---–---ს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. და-ზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დეტექტივ-გამომძიებლის შ--–-- ჭედ-იას მიერ 10.03.2017 წელს მიღებულ დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2017 წლის 08 მარტს.

(ტ. 1, ს.ფ. 148, ტ. 7, ს.ფ. 52)

ექსპერტმა შ----- თ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, დეტექტივ-გამომძიებელ კ------- ქ------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მარტ-ვილში მ---------- და ც----- ჩ---–---ების საცხოვრებელ ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და მ---------- ჩ---–---- დამამძიბელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამეგ-რელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება. აღნიშნულ ფაქტზე მის მიერ შესრულებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მან 2017 წლის 10 მარტს შემთხვევის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა საკონ-ტროლო ზარები ,,---------------------–----------------------–---’ ქსელში ჩართული სიმბარა-თებიდან, რათა დადგენილიყო, თუ რომელი ანძები ემსახურებოდა შემთხვევის ადგილს. ამ ქმედების მიზანი იყო შემდგომში ამ ანძებიდან ინფორმაცის გამოთხოვა იმის თაობა-ზე, თუ რომელ სიმ-ბარათებს მოემსახურა ანძები ყაჩაღობის მიმდინარეობის პერიოდში. მის მიერ აღნიშნულზე შედგენილი იქნა ოქმი, რომელიც დართულია საქმეზე.

(ტ.1, ს.ფ. 157-166)

საქმეში არსებული, 2017 წლის 12 აპრილს დეტექტივ-გამომძიებლის კ------- ქ------ას მიერ შედგენილი №---------- დათვალიერების ოქმის თანახმად გამომძიებელმა 2017 წლის 12 მარტის მოსამართლის №----------- განჩინების საფუძველზე ჩაატარა შპს ,----------–------- გამოთხოვილი 01 ცალ დისკზე შენახული ინფორმაციის დათვალიე-რება, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მ--------–--------------------–-----------ში მცხოვრები ც----- ჩ---–---- საცხოვრებელი სახლის და ეზოს სხვადასხვა ტერიტორიიდან საკონ-ტროლო ზარის განხორციელებისას მომსახურე ანძა იყო №1-----

ფაილის გახსნისას აღმოჩნდა 2017 წლის 08 მარტს 19 საათიდან 2017 წლის 08 მარტის 23 საათი და 30 წუთის ჩათვლით მომსახურებული ნომრები, განხორციელებული ზარის თარიღი, დრო, ზარის დრო, ნომერი, რომელზეც განხორციელდა ზარი და მომსახურე ანძის ნომერი.

დათვალიერებამ ცხადყო, რომ 2017 წლის 08 მარტს 21:46:25, 21:46:27, 21:46:45, 21:46:47, 22:47:06, 21:47:09, 22:21:52, 22:21:54, 22:30:41, 22:30:52, 23:01:28 და 23:01:47 საათზე პ----- დ----–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად (ჩხრეკა ჩატარებულია 14.03.2017 წელს) ამოღებულ მობილური ტელეფონის ნომერს - 5-----------, ემსახურებოდა მ--------–--------------------–-----------ში მცხოვრები ც----- ჩ---–---- საცხოვრებელი სახლისა და ეზოს მომ-სახურე ანძა № 1----, რა დროსაც პ----- დ----–--ს ნომერი 5----------- უკავშირდება 5----------- ნომერს.

(ტ. 2, ს.ფ. 8, 47, ტ. 5, ს.ფ. 169)

მსჯავრდებულ პ----- დ----–--სა და მისი დედის ა--- დ----–--ს განმარტებით, პ----- და-ნელია და მისი ოჯახი არ იცნობენ მ--------–--------------------–-----------ში მცხოვრები მ---------- ჩ---–---- ოჯახს.

მსჯავრდებულმა პ----- დ----–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცე-მისას არ უარყო ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქურთუკის შესახებ მისი მშობლების - ა--- დ----–--სა და ა-–---------- დ----–--ს მიერ გამოქვეყნებულ დაკითხვის ოქმებში დაფიქ-სირებული ფაქტი მასზედ, რომ ქურთუკი მათი ოჯახის საკუთრებაა, ხოლო რაც შეეხება ოქროსფერ სასანთლეს, პ----- დ----–--სათვის უცნობია მისი წარმომავლობა, იგი მისი ოჯახის საკუთრება არ არის.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთის, როგორც ყაჩა-ღობის შედეგად თავდამსხმელების მიერ დაუფლებული საგნის - ოროსფერი სასანთლის დაზარალებულ ც----- ჩ---–---- მიერ ამოცნობის თაობაზე, ამ უკანასკნელისა და დე-ტექტივ-გამომძიებლის ა-----–--- ჭ----------ისაგან მიღებული ჩვენება დადასტურებუ-ლია 30.03.2017 წლის ნივთის ამოცნობის ოქმით.

(ტ. 5, ს.ფ. 32)

საქმეში არსებული, 2017 წლის 15 მარტის, პ----- დ----–--ს ხელწერილით და მის მიერვე ხელმოწერილი 2017 წლის 15 მარტის სისხლისა და სუნის ნიმუშების აღების ოქმებით დადგენილია, რომ დაკავების შემდგომ პ----- დ----–--საგან მისივე თანხმობით აღებული იქნა ხელის თითის ანაბეჭდების, სისხლის და სუნის ნიმუშები.

(ტ. 2, ს.ფ. 121, 130, 134, 138)

საქმეში არსებული, ლ-–- ჯ---–--ს 2017 წლის 22 მარტის ხელწერილით და მის მიერვე ხელმოწერილი 2017 წლის 23 მარტის სისხლისა და სუნის ნიმუშების აღების ოქმებით დადგენილია, რომ დაკავების შემდგომ ბრალდებულ ლ-–- ჯ---–--საგან მისივე თანხმო-ბით აღებული იქნა სისხლისა და სუნის ნიმუშები.

(ტ. 4, ს.ფ. 94, 99, 105)

2017 წლის 13 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინა-ლისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტი-კური სამსახურის დ------–--------------------------------მა ექსპერტმა ი-----–- მ--–----- შეადგინა №----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ 2017 წლის 09 მარტს მ--------–--------------------–-----------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რუსული წარმოების სარეცხი მანქანის თავსახურის შიგნითა მხრიდან ექსპერტების მიერ აღებული ხელის თითის ერთი კვალი ვარგისია პიროვნების იდენტი-ფიცირებისათვის, იგი შედარებული იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ბაზაში რიც-ხულ ხელის კვლებთან და ანაბეჭდების ნიმუშებთან, რის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ამოღებული ხელის თითის კვალი იდენტურია 1----------–--–- დაბადებული პ----- ა-–----------ს ძე დ----–--ს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.

(ტ. 1, ს.ფ. 223)

ექსპერტ ი-----–- მ--–---ას მიერ 2017 წლის 16 მარტს შედგენილი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნით ირკვევა შემდეგი:

– ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა 1----------–--–- დაბადებული პ----- ა-–----------ს ძე დ----–--ს სახელზე შევსებული დაქტილობარათი, რომელზეც არსებული ხელის ანაბეჭ-დები იდენტიფიკაციისათვის ვარგისია;

– 2017 წლის 09 მარტს მ--------–--------------------–-----------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რუსული წარმოების სარეცხი მანქანის თავსახურის შიგნითა მხრიდან ექსპერტების მიერ აღებული ხელის თითის ერთი კვალი იდენტურია 1----------–--–- დაბადებული პ----- ა-–----------ს ძე დ----–--ს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა;

– 1----------–--–- დაბადებული პ----- ა-–----------ს ძე დ----–--ს ხელის ანაბეჭდების ნიმუში იდენტურია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებული მონა-ცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 1----------–--–- დაბადებული პ----- ა-–----------ს ძე დ----–--ს ხელის ანაბეჭდის ნიმუშებისა, ხოლო 1----------–--–- დაბადებული პ----- ა-–----------ს ძე დ----–--ს ხელის ანაბეჭდის იდენტური ხელის კვლები (გარდა ს/ს №------------ საქმეზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის თითის ერთი კვა-ლისა) დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება (იხ. მე-3 ტომი, ს.ფ. 8).

ექსპერტი ი-----–- მ--–---ა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკით-ხვისას სრულად დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნებს. ამასთან, დამატებით განმარტა, რომ შეუძლებელია არსებობდეს ერთი პირის თითის ანაბეჭდის მსგავსი და იდენტური სხვა პირის თითის ანაბეჭდი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2017 წლის 9 მარტის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, №--------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულ ც----- ჩ---–----აგან მისივე თანხმობით აღებული იქნა სისხლის ნიმუში (პაკეტი №46), რაც დადასტურებულია ექსპერტების შ------- კ--–------სა და ნ--- ნ------–---–ის ჩვენებით.

(ტ , ს.ფ. 48, ტ. 7, ს.ფ. 177)

2017 წლის 22 მაისს ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად:

– პაკეტში, წარწერით: „...1(ერთი) ცალი საკეცი დანა ამოღებული გ------- კ-----–-–---–ის საყანე ფართობიდან ...“ მოთავსებული დანის პირსა (ობ. N9) და ტარზე არსებული ბიო-მასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი პ----- დ----–--ს (ობ. N73; პაკეტი, წარწერით: „...პ----- დ----–--სგან აღებული სისხლის ნიმუში...“), ხოლო მეორე წილი მ----------ი ჩ---–---- (ობ. N75) გენეტიკური პროფილების იდენტურია.

– პაკეტში, წარწერით: „...პ----- დ----–--ს საცხოვრებელი ორსართულიანი სახლის საძი-ნებელ ოთახში მდგარი კარადის მესამე თაროდან ამოღებული მოკლემკლავიანი შავი ფე-რის ქურთუკი...“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქა (ობ. N35) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ც----- ჩ---–---ს (ობ. N74).

– პაკეტში, წარწერით: „...შავი ფერის ქუდისაგან დამზადებული ნიღაბი...“ მოთავსებული ქუდის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N22) შერეული გენეტიკური პრო-ფილის ერთ-ერთი წილი და ლ-–- ჯ---–--ს (ობ. N71) გენეტიკური პროფილი იდენტუ-რია.

(ტ. 7, ს.ფ. 162)

ექსპერტები შ------- კ--–------ და ნ--- ნ------–---–ი პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაეთანხმნენ ექსპერტიზის დასკვნას და მათი განმარ-ტებით, გენეტიკური პროფილი ეფუძნება ბირთვული დნმ-ის კვლევას, დნმ (ბირთვული უჯრედი) კი ნივთზე რჩება კონტაქტის გზით.

საქმაში არსებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინა-ლისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის ოდოროლოგიური ექსპერტიზის პირველი ქვეგანყოფილების უფროსის (მთავარი ექსპერტი) გ------- ტ-------ის მიერ 2017 წლის 04 აპრილს შედგენილი №--------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ 2017 წლის 08 მარტს, ღამის საათებში, მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვა-ზაოში მცხოვრები მ---------- ჩ---–---- ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხ-მის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, მ---------- ჩ---–---- ერთსართულიანი ხის ფიცრული სახლის მისაღებ ოთახში მარჯვენა მხარეს მდგარი კარადის წინ იატაკის ზედაპირიდან, ამავე ოთახში უკანა კარის გვერდით მდგარი პატარა ზომის მაგიდის წინ იატაკის ზედაპირიდან, მისაღები ოთახის გვერდით საძინებელ ოთახში მარცხენა მხარეს მდგარი საწოლის წინ იატაკის ზედაპირიდან, ამავე საწოლ ოთახში მარჯვენა მხარეს მდგარი საწოლის წინ იატაკის ზედაპირიდან და ამავე ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადის წინ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთავის და იდენტურია პ----- ალექსან-დრეს ძე დ----–--საგან, ლ-–- ე------ის ძე ჯ---–--საგან აღებული სუნის კვალის და სხვა პირის პირის სუნის კვალის ნიმუშების.

(ტ. 5, ს.ფ. 47)

ექსპერტმა გ------- ტ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და დაეთანხმა მას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2017 წლის 29 მაისს შედგენილი ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთო-ბათა და მცენარეთა ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე: მ---------- ჩ---–---- ტანსაცმელზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღე-ბულ ქსოვილის ნაგლეჯებზე, მათ შორის, რომლითაც ხელ-ფეხი ჰქონდა შებოჭილი და აკრული ჰქონდა პირი და ბრალდებულ პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლიდან ჩხრე-კისას ამოღებული შავი ფერის ქურთუკზე არის თუ არა ურთიერთგარდამავალი მიკრო-ნაწილაკები? ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნით დადგენილია შემდეგი:

,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „...პ----- დ----–--ს... შავი ფერის ქურთუკი“, მოთავსებული დუტის ჟილეტის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო-მომწვანო ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნი-ლება მ---------- ჩ---–---- მოწითალო ფერის გრძელსახელოებიანი მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღენიშნება მონარინჯისფრო პოლიეს-ტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარ-წერით: „ქსოვილის ნაგლეჯები, მ---------- ჩ---–---- გვამიდან“. მოთავსებულ მოყავის-ფრო ქსოვილის ფრაგმენტების (ობ. N1; N2 ;N3; N4; N6; N8) პაკეტში, წარწერით: „ქსოვი-ლის ნაგლეჯები იატაკის ზედაპირიდან“ მოთავსებული მოყავისფრო ქსოვილის ზონა-რის; პაკეტში წარწერით: „ქსოვილის ნაჭერი შემოსასვლელი კარის შიგნით სახელური-დან“, მოთავსებლი მოყავისფრო ქსოვილის ფრაგმენტის.

(ტ. 8, ს.ფ. 137)

ექსპერტმა ლ---- მ-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა №--------- დასკვნის შინაარსი და დაეთანხმა მას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ-------– თ----------ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 09 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება მ--------–--------------------–-----------ში მცხოვრები მ---------- ჩ---–---- ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და ამ უკა-ნასკნელის დამამძიბელ გარემოებებში ანგარებით დამამძიებელ მკვლელობის ფაქტზე, რის გამოც შეიქმნა ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფი. ოპერატიული ჯგუფის წევრი იყო გ-------– თ----------ც. მას ხელმძღვანელობის მითითებით დაევალა მ---------- ჩ---–---- გვამის სამედიცინო გამოკვლევა და მისი გადასვენება ქუთაისის პროზექტურაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ბრალდებულებისაგან აღებულ ნიმუშებზე ჩატარდა ქვემოთ მითითებული არაერთი საე-ქსპერტო კვლევა. კერძოდ, 2017 წლის 13 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის-ტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საე-ქსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დაქტილოსკოპიური ჯგუფის მთავარმა ექს-პერტმა ი-----–- მ--–----- შეადგინა №----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ 2017 წლის 09 მარტს მ--------–----------ის სოფელ ნაგვა-ზაოში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რუსული წარმოების სარეცხი მანქანის თავსახურის შიგნითა მხრიდან ექსპერტების მიერ აღებული ხელის თითის ერთი კვალი ვარგისია პიროვნების იდენტიფიცირებისათვის, იგი შედარებული იქნა დაქტილოსკო-პიური ექსპერტიზის ბაზაში რიცხულ ხელის კვლებთან და ანაბეჭდების ნიმუშებთან, რის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ამოღებული ხელის თითის კვალი იდენტურია 1----------–--–- დაბადებული პ----- ა-–----------ს ძე დ----–--ს მარჯვენა ხელის საჩვე-ნებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 223).

საქმეში არსებული, 2017 წლის 17 მაისის სამედიცინო, ჰისტოლოგიური და ქიმიურ-ტოქ-სიკოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის საფუძველზე დადგენილია რომ:

– მოქ. მ----------ი ჩ---–---- სიკვდილის მიზეზია სუნთქვის უკმარისობა გულმკერდის ბლაგვი დახურული ტრავმით განვითარებული ფილტვების ორმხრივი დაჟეჟილობისა და მარჯვენა და მარცხენა ფილტვზე მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობების შედეგად.

– სისხლჩაქცევები ფილტვებში - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანე-ბათა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

– დაზიანებები მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე შუა მესამედში არსებული სისხლნაჟ-ღენთების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ-------– თ----------ს მიერ 09.03.2017 წელს მიღე-ბულ დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 08 მარტს.

(ტ. 1, ს.ფ. 53; ტ. 7, ს.ფ. 150)

ექსპერტი შ----- თ------ე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვ-ისას დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა სქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალა-ტა არ იზიარებს პ----- დ----–--სა და მისი ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივ-რის მოთხოვნას პ----- დ----–--ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.

სააპელაციო პალატა უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს პ----- დ----–--ს მოაწილე-ობას მ---------- და ც----- ჩ---–---ებზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მ---------- ჩ---–---- განზრახ მკვლელობაში. აღნიშნულ პალატას დადასტურებულად მიაჩნია:

– №----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილიდან სარეცხის მანქანის თავსახურის შიდა ზედაპირიდან ამოღებული ხელის თითის კვალი პ----- დ----–--ს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის იდენტურია.

– №--------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დასტურდება, რომ პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ქურთუკზე არსებული მოყავის-ფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ც----- ჩ---–---ს.

– ამოცნობის ოქმით, რომლის მიხედვითაც პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროსფერი სასანთლე ამოიცნო ც----- ჩ---–---მ და განა-ცხადა, რომ აღნიშნული სასანთლე გატაცებული იქნა თავდამსხმელების მიერ ყაჩაღური თავდასხმისას.

– №--------- გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ცისა-ნა ჩ---–---- მეზობლის გ------- კ-----–-–---–ის საყანე ფართობიდან ამოღებულ დანის პირზე და ტარზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი პ----- დ----–--საგან ამოღებული სისხლის ნიმუშის გენეტიკური პროფილის იდენტურია.

– შპს „---------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 8 მარტს 19 საათიდან 23 საათი და 30 წუთის ჩათვლით, პ----- დ----–--ს ტელე-ფონს, რომლის ნომერია 5-----------, ემსახურებოდა მ--------–----------ის სოფელ ნაგა-ზაოში ც----- ჩ---–---- საცხოვრებელი სახლისა და ეზოს მომსახურების ანძა №1----- დადგენილია, რომ პ----- დ----–--ს საცხოვრებელი ადგილია მ--------–----------ის სოფე-ლი ლ------------.

– ოდოროლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია პ----- დ----–--საგან აღე-ბული სუნის კვალის ნიმუშის.

– მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენი-ლია, რომ პ----- დ----–--ს დუტის ჟილეტის ზედაპირზე აღინიშნება ბოჭკოები, რომლებ-საც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება მ---------- ჩ---–---- მაისურის ქსოვი-ლის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან. ასევე აღინიშნება ბოჭკოები, რომლებსაც საერთო გვარობრივი კუთვნილება აქვთ მ---------- ჩ---–---- გვამიდან, იატაკის ზედაპირიდან, კარის სახელურიდან ამოღებული ქსოვილის ნაგლეჯების შემადგენელ ბოჭკოებთან.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ პ----- დ----–--ს მი-მართ მტკიცებულებები ფალსიფიცირებული და შეთითხნილია. ამის მადასტურებელი მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

ბრალდების მხარის ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება პაა-ტა დ----–--ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით, ასევე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

რაც შეეხება ლ-–- ჯ---–--ს, სააპელაციო პალატას მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშა-ულების ჩადენა უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია:

გენეტიკური ექსპერტიზას დასკვნით, რომლის მიხედვითაც ც----- ჩ---–---- საცხოვრე-ბელი სახლის მიმდებარედ ამოღებული ნაჭრის ქუდის შიდა ზედაპირზე არსებული ბიო-მასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ლ-–- ჯ---–--ს გენეტიკური პროფილის იდენტურია.

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილი-დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ლ-–- ჯ---–--საგან აღებული სუ-ნის კვალის ნიმუშის.

მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების შ--–-- ჭ-----ს, ბ------ სარჩიმე-ლიას, მ------ ქ--------ს ჩვენებებით, რომლებმაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველ-ზე მოახდინეს ლ-–- ჯ---–--ს დაკავება თბილისში და მისი პირადი ცხრეკა.

ლ-–- ჯ---–--ს პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის მიხედვითაც მისგან ამოღებული იქნა პისტოლეტი „LEYDY Magnum 2005“, მჭიდში მოთავსებული ხუთი ცალი ვაზნით და მომ-წვანო მორუხო ფერის მცენარეული მასა.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ლ-–- ჯ---–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზა-დებულ „LEYDY Magnum 2005” მოდელის 9მმ ყალიბის გლუვლულიან პისტოლეტს, ვარ-გისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხსასროლ იარაღთა კატეგორიას. ხოლო ამოღე-ბული ხუთი ცალი ვაზნიდან სამი ცალი ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება საბრ-ძოლო მასალათა კატეგორიას.

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც ლ-–- ჯანა-შიას ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტის მეტალის ნაწილებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ლ-–- ჯ---–--ს გენეტიკური პროფილი იდენტურია.

№--------- ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ლ-–- ჯ---–--ს ჯინ-სის შარვლის წელის მიდამოში, წინა მარჯვენა მხარეს და უკანა მარჯვენა მხარეს, აგრეთ-ვე მარჯვენა და მარცხენა ჩაჭრილ ჯიბეებში აღმოჩენილია რკინის კვლები. სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც ლ-–- ჯ---–--ს პირადი ჩხრეკი-სას ამოღებული გამხმარი მცენარეული მასა წარმოადგენს გამომშრალ მარიხუანას, წონით 9,12 გრამი.

როგორც ლ-–- ჯ---–--ს, ასევე პ----- დ----–--ს დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში, არ უნდა იქნეს გაზიარე-ბული. მოტიივად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ გენეტიკური ქესპერტიზის დასკვ-ნების გამცემი ექსპერტები ვერ მიუთითებენ რა ბიომასალა იყო აღმოჩენილი, ანუ ვერ მიუთითეს დნმ-ის მატარებელი წყარო.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ამ მოთხოვნას, რადგან საქმეზე დაკითხულმა ექსპერ-ტებმა განმარტეს, რომ მათთან ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო გენეტიკური პროფილის მატარებელი ბიომასალა. გენეტიკური პრიფილი ეფუძვნება ბირთვული დნმ-ის კვლევას, დნმ (ბირთვული უჯრედი) ნივთზე რჩება მხოლოდ კონტაქტის სახით.

ამდენად უდავოდაა დადასტურებული ლ-–- ჯ---–--სა და პ----- დ----–--ს კონტაქტი იმ ნივთებთან, რომლებზეც ჩატარდა დნმ-ის ექსპერტიზა.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას პ----- დ----–--ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში დამ-ნაშავედ ცნობის შესახებ და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გნაჩენის მოტივაციას იმის შესახებ, რომ ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდ-გენილი მტკიცებულებები აჩენს მხოლოდ გონივრულ ვარაუდს პ----- დ----–--ს ბრალე-ულობის შესახებ. ეკუთვნოდა თუ არა პ----- დ----–--ს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მამის საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი ერთლულიანი თოფი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, უტყუარად არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

საკითხის ამგვარი გადაწყვეტა დადგენილია სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკითაც (საქმე № 2კ-294აპ-15).

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მო-ტივაციას ლ-–- ჯ---–--ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობის შესახებ.

იმ ფაქტის დასადარტურებლად, რომ ლ-–- ჯ---–-- იყო როგორც ყაჩაღური თავდასხმის, ასევე დამამძიბელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის თანაამსრულებელი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.

საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ც----- ჩ---–---- ჩვენება, რომელიც აჩვენებს, რომ თავდაპირველად ორი ადამიანი შეიჭრა ოთახში, ხოლო შემდეგ - კიდევ ორი. თავდამ-სხმელებმა თავი დაახრევინეს და ვერ ხედავდა მათ, თუმცა ფიქრობს, რომ ოთხივე ურ-ტყამდა.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის აუცილე-ბელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით – ჩაიდინოს მკვლელობა. ასეთი კატეგორიის საქმეებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დადგინ-დეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, თუ რა მიზანი ამოძრავებდა დამნაშავეს დანაშაულის ჩადენამდე.

დადგენილია, რომ ლ-–- ჯ---–--ს, პ----- დ----–--სა და სხვათა განზრახვა იყო საკუთრე-ბის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა (მ---------- და ც----- ჩ---–---ებზე ყაჩაღური თავდასხმა თანხის დაუფლების მიზნით). თავიანთი მიზნის განსახორციე-ლებლად ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ ც----- და მ---------- ჩ---–---ებს, გაკოჭეს ისინი და მიაყენეს სხეულის დაზიანებები. თუმცა საქმეში არსებული არცერთი მტკიცე-ბულებით არ დასტურდება, რომ ლ-–- ჯ---–-- მონაწილეობდა მ---------- ჩ---–---- გაკოჭვაში და იმ დაზიანებების მიყენებაში, რასაც პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი აქვს დამდგარ შედეგთან - მ---------- ჩ---–---- სიკვდილთან.

ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და განმარ-ტავს, რომ იმის მტკიცება, რომ ლ-–- ჯ---–--მ ჩაიდინა მ---------- ჩ---–---- განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, არ გამომდინარეობს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობ-ლიობიდან. (საქმე ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმ-დეგ. № 39630/09 13.12.2012).

ყოველივე ზემაოღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს პ----- დ----–--სა და ლ-–- ჯ---–--ს ქმედებებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვა-ლიფიკაცია შესაბამისად: პ----- დ----–--ს ქმედებისათვის – საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ლ-–- ჯ---–--ს ქმედებისათვის – საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო სასჯელები დანიშნული აქვთ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი პ----- და-ნელიასა და ლ-–- ჯ---–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივ-რები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

პ----- დ----–--სა და ლ-–- ჯ---–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდი-დის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

პ----- დ----–-- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე ნაწი-ლით წარდგენილ ბრალდებებში.

პ----- დ----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნ-ქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული-სათვის – თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველ-ზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ პ----- დ----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

პ----- დ----–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და სას-ჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2017 წლის 14 მარტიდან;

ლ-–- ჯ---–-- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

ლ-–- ჯ---–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – სასჯელის დაუნიშნავად.

სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრ-მა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ-–- ჯ---–--ს სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართ-ვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯე-ტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთი-აქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

ლ-–- ჯ---–--ს, კანონით გათვალისწინებული, ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთ-მევის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფ-ლების მომენტიდან;

ლ-–- ჯ---–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და სასჯე-ლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2017 წლის 22 მარტიდან;

პ----- დ----–--სა და ლ-–- ჯ---–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

ნივთმტკიცებები – ნარკოტიკული საშუალებები, ოთხი ცალი ხელთათმანი, ქსოვილის ნაგლეჯები და ნაჭრები, შუშის ნამსხვრევები, პლასტმასის ბოთლები, სისხლისმაგვარი ლაქა, ტანსაცმლის სახელურის ნაჭერი, მეტალის ჭრაქის ნაწილები, თმისმაგვარი ბოჭ-კოები, ანაწმენდები, სიგარეტის „პარლამენტის“ და სიგარეტის „ვინსტონის“ ნამწვი, შავი ქუდი (ნიღაბი), სისხლის, თმის, ნერწყვის, სუნის ნიმუშები, ფრჩხილების ანაჭრელები, კანის ნახჭის ნიმუშები, ხელის თითების კვლები, საკეცი დანები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – მ---------- ჩ---–----ა და ც----- ჩ---–---- ტანსაცმელი, ოქროსფერი სასანთლე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფულადი თანხა, კედ-ლის საათი, ხელჩანთა, „პალტო“, „მაგთიფიქსის“ ტელეფონის აპარატი, საფულე, შავი, პლასტმასის თვლებიანი მძივი დაუბრუნდეს დაზარალებულ ც----- ჩ---–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ვაზ-ნა და თოფის გადანაჭერი, ლ-–- ჯ---–--საგან ამოღებული პისტოლეტი და ვაზნები გადაე-ცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – ლ-–- ჯ---–--ს ჯინსის შარვალი და ქამარი, ლ-–- ჯ---–--ს საცხოვრე-ბელი სახლიდან ჩხრეკისას ამოღებული „SAMSUNG’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი, სიმ ბარათი 5----------- ნომრით, პ----- დ----–--ს საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკისას ამოღებული მოკლემკლავიანი შავი ფერის ქურთუკი, პ----- დ----–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათთან 5----------- ერ-თად, ა--- დ----–--სგან ამოღებული მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი 5----------- დაუბრუნდეს მსჯავრდებულების ოჯახს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – პ----- დ----–--ს ტელეფონში და სიმ ბარათში არსებული ინფორმა-ციები ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკზე, შპს „---------–-“-დან ამოღებული პ----- დანე-ლიას „NOKIA“-ს ფირმის მობილურ ტელეფონში და სიმ ბარათის ნომერზე 5------------ზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების ინფორმაცია ჩაწერილი CD დის-კზე, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის მიერ ლ-–- ჯ---–--ს ტელეფონში და სიმ ბარათში არსებული ინფორმაციები ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკზე, საკონტროლო ზა-რების ინფორმაცია ამოღებული შპს „ჯ------–---დან და ჩაწერილი ერთი ცალი CD დის-კზე, საკონტროლო ზარების ინფორმაცია ამოღებული შპს „მ----------“-დან და ჩაწერილი ერთ ცალი CD დისკზე, საკონტროლო ზარების ინფორმაცია ამოღებული შპს „მობი-ტელი“-დან და ჩაწერილი ერთი ცალი CD დისკზე, შპს„---------–-“-დან გამოთხოვილი 5----------- სიმ ბარათში არსებული ინფორმაცია ჩაწერილი ერთ ცალ CD დისკზე, შპს „---------–-“-დან გამოთხოვილი 5----------- სიმ ბარათში არსებული ინფორმაცია ჩაწე-რილი ერთ ცალი CD დისკზე დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურ-დეს;

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: vera doliZe

maka gorgoZe