განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
010100118002756128
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-145-2019 წელი

№010100118002756128

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

15 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ------- ი----------–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

შ------- ი----------–--, დაბადებული 1----–-–--------------ს, თ--------------------–--ის მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული თ--------------------–--აში, ქ. ტ---------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–---------–-------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდე-ლი ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარ-გებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

შ------- ი----------–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევ-რის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. ბ------–-----------–----–------–--------------------ში, შ------- ი----------–--მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თმე-ბის მოქაჩვითა და წაქცევით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ე---------- ღ-----–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰ-ყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს შ------- ი----------–--ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მაღალია მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. შ------- ი----------–--ს მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, პირიქით წამახალისე-ბელი იქნება მსჯავრდებულისათვის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ძალა-დობის მიზეზი იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოება, ასევე მსჯავრდებულის ალკოჰოლური სიმთვრალე, რაც შესაძლოა კვლავ განმეორდეს.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ შ------- ი----------–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ შ------- ი----------–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირვე-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვ-ნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემო-ება, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლევია მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც არ აქვს პრეტენზია და ითხოვს მის მიმართ შე-ღავათების გავრცელებას და შ------- ი----------–--ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით განაჩენთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დე-კემბრის განაჩენი შ------- ი----------–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

შ------- ი----------–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

შ------- ი----------–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენ-თა ერთობლიობით, შ------- ი----------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუ-ჯეტის სასარგებლოდ.

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 ნოემ-ბრიდან 2018 წლის 16 ნოემბრამდე.

გაუქმდეს მსჯავრდებულ შ------- ი----------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღო-ნისძიება – გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდე-ნობით დაუბრუნდეს მის შემტანს, ე---------- ღ-----–---–ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრე-ბელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუ-როში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

ნივთმტკიცება – 112-დან მიღებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili