განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-41-2018 წელი
№010100117002148188
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
9 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართ-ლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ-------–-------------------------------------------–--–-- ბრალდების №0----------- სისხლის სამართლის საქმე.
შ-------–-------, დაბადებული 1----–-–-----------–ს, ბ----–----–ის სახალხო რესპუბლი-კის მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ბ----–----–ის სახალხო რესპუბლიკაში, ქ--------–--------------------------- №9-ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მ-------------, დაბადებული 1----–-–--------–--ს, ბ----–----–ის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ბ----–----–ის სახალხო რესპუბლიკა, ქ. ნ------–--------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
ი-----------–--–-- დაბადებული 1----–-–---------------–ს, ბ----–----–ის სახალხო რეს-პუბლიკის მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ბ----–----–ის სახალხო რესპუბლიკა, ქ. კო-მილა, ნოიან ფურის რაიონი №9-ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
შუ-----–-----------------------------------------–--–- გასაჩივრებული განაჩენით მსჯავ-რი დაედოთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობი-სათვის, ჯგუფურად.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 09 ოქტომბერს დაახლოებით 06:30 საათზე ბ----–----–ის სახალხო რესპუბ-ლიკის მოქალაქე შ-------–-------, მ------------- და ი-----------–--–-- ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------–- მდებარე №--- სასაზღვრო ნიშნის რაიონში, ერ-თად შეეცადნენ ჯგუფურად, უკანონოდ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზ-ღვარი და ამ გზით არალეგალურად გადასულიყვნენ თურქეთის რესპუბლიკაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების შ-------–-------------------------------------------–--–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ--–---- ზ----ემ, ს---–------ კ-----–--ემ და გ---–- თ---------ემ.
აპელანტი, მსჯავრდებულების შ-------–-------------------------------------------–--–-- ინტერესების დამცველი ადვოკატი მ--–---- ზ----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მსჯავრდებულების შ-------–-------------------------------------------–--–-- მიმართ შეფარდებული სასჯელების შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულები გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. აქტიუ-რად თანამშრომლობენ გამოძიებასთან, წარსულში არ არიან ნასამართლევი. მათ აქვთ მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომაროება, რის გამოც იძულებული გახდნენ სამუ-შაოს შოვნის მიზნით უკანონოდ გადაეკვეთათ საქართველოს საზღვარი.
აპელანტი, მსჯავრდებულების შ-------–-------სა და მ-------------ს ინტერესების დამცვე-ლი ადვოკატი ს---–------ კ-----–--ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებუ-ლების შ-------–-------სა და მ-------------ს მიმართ შეფარდებული სასჯელების შემსუ-ბუქებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულები გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. მათ მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ჩადენილია დანაშაულის მცდელობა, რომლის საშიშროების ხა-რისხი უფრო ნაკლებია, ვიდრე დამთავრებული დანაშაულისა.
აპელანტი, მსჯავრდებულ ი-----------–--–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი გ---–- თ---------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ი-----------–--–-ს მიმართ მინიმალური სასჯელის შეფარდებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ი------- ხ--–--–მა თავიდანვე აღიარა და მოინანია დანაშაული, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ი-----------–--–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და მის პიროვნებას. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ი-----------–--–- თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა მ-----– ქ------–--ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივრები და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს მსჯავრდებულების შ-------–-------------------------------------------–--–-- ქმე-დებებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია თითოეულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულების შ-------–-------------------------------------------–--–-- მიმართ დანიშნულ სასჯელებს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტან-ციის სასამართლომ შ-------–-------------------------------------------–--–-- მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ისინი აღიარებენ და ინანიე-ბენ ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მსჯავრდებულებს შუ-----–-----------------------------------------–--–- სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი თითოეულს – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელები სრულად შეესა-ბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულების პიროვ-ნებებს და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელების ნაწილში მსჯავრდებულთათვის სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დე-კემბრის განაჩენი შ-------–-------------------------------------------–--–-- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვ-ლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
შ-------–-------------------------------------------–--–-- ბრალდების სისხლის სამართ-ლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
შ-------–------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ შ------ შ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 09 ოქტომბრიდან.
შ-------–-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
მ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ----- მ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღი-დან – 2017 წლის 09 ოქტომბრიდან.
მ-------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
ი-----------–--–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი------- ხ--–--–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 09 ოქტომბრიდან.
ი-----------–--–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებუ-ლი შ-------–-------ს სახელზე გაცემული ბ----–----–ის რესპუბლიკის მოქალაქის პას-პორტი №---------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელთან, დაუბ-რუნდეს შ------ შ------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღე-ბული ი-----------–--–-ს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბ----–----–ის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი N---------- და ა-----------------------–----------------------ის რეგისტრაციის მოწმობა N----------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში გამომ-ძიებელთან დაუბრუნდეს ი------- ხ--–--–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღე-ბული მ-------------ს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბ----–----–ის რესპუბლიკის მოქა-ლაქის პასპორტი N---------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელ-თან, დაუბრუნდეს მ----- მ-----ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili