განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-83-2018 წელი
№010100117002064789
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
7 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ლ---- მ---------ის,ადვოკატის – ნ-------- გ-----–--ის,მსჯავრდებულის – ბ--- ჯ-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ბ--- ჯ-----ის ბრალდების № 1----------- სისხლის სამართლის საქმე.
ბ--- ჯ-----ე, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–--------------–-------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ბ--- ჯ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ბ------–-----------------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაოზე, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, ბ--- ჯ-----ემ მოკვლის განზრახვით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, გულმკერდის არეში მიაყენა ერთი ჭრილობა ზ----- ჯ-----ეს, რომელმაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ლ---- მ---------ემ და მსჯავრდებულმა ბ--- ჯაბ-ნიძემ.
აპელანტი, პროკურორი ლ---- მ---------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ--- ჯ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას და მისთვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა სრული შეკრების წესის გამოყე-ნებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ბ--- ჯ-----ის ნასამართლობა, რომ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, რაც მაპროვო-ცირებელი იქნება მისთვის ანალოგიური დანაშაულის ჩადენაზე, აქედან გამომდინარე ფაქტიურად აზრი ეკარგება წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელს, საიდანაც სასამარ-თლომ არაფერი დაუმატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს.
აპელანტი, მსჯავრდებული ბ--- ჯ-----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუქებას ხუთ წლამდე, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ის აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დაზარა-ლებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, პირიქით ითხოვს მის მიმართ მინი-მალური სასჯელის განსაზღვრას.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ბ--- ჯ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ-------- გ-----–--ეს, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და ითხოვენ ბ--- ჯ-----ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 19-108-ე მუხლიდან იმავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რადგან ბ--- ჯ-----ეს არ ჰქონია ზ----- ჯ-----ის მოკვლის განზრახვა. ხოლო თუ არ დაკმაყო-ფილდება მათი მოთხოვნა და სასამართლო უცვლელად დატოვებს განაჩენს კვალი-ფიკაციის ნაწილში, ითხოვენ ბ--- ჯ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუ-ბუქებას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ლ---- მ---------ეს, რომელიც ითხოვს ბ--- ჯ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას და მისთვის განაჩენთა ერ-თობლიობით სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა სრული შეკრების წესის გამოყე-ნებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეში არსებუ-ლი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს ბრალდების მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია და დამტკიცდა ისინი, როგორც უდავო მტკიცებულებები.
საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 11 ივლისის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ზ----- ჯ-----ე 2017 წლის 9 ივლისს მიღებულ დაზიანებასთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა საავადმყოფოში, მას აღენიშნებოდა გულმკერდის ღრუში მარცხნივ მე-4-5 ნეკნების დონეზე იღლიის წინა ხაზზე შემავალი ნაკვეთნაჩხვლეტი ჭრილობა, ნეკნთაშუა არტე-რიის, პლევრის და მარცხენა ფილტვის დაზიანებები, მარცხენა მხრივი ჰემოთორაქსი. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნე-ბის) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგე-ნილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში არსებული, 2017 წლის 3 ოქტომბრის ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ სეროლოგიური, გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზის შედეგად – პაკეტში წარწერით: „...მოწითალო ფერის ნიმუშები სამ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე...“ მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყა-ვისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ჯ-----ძეს ...
საქმეში არსებული, 2017 წლის 30 აგვისტოს სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრი-ულიფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ--- ჯ-----ეს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F60.3 დაავადებათა საერთაშო-რისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით); მართლსაწინააღმდეგო ქმედე-ბის ჩადენის დროს ბ--- ჯ-----ე ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა – ემოციურად მდგრადი პერსონოლო-გიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა); თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ--- ჯ-----ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამო-ძიებო და სასამართლო მოქმედებებში; ბ--- ჯ-----ეს იმგვარი ფსიქიკური აშლილო-ბით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის.
მოწმედ დაკითხული პირების - ა-----– ჯ-------ის, ბ------ მ------ის, ბ----- ც--–--ისა და ა------ ქ-------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი ფაქტის თვითმხილველნი არიან. ხედავდნენ, რომ ბ--- ჯ-----ესა და ზ----- ჯ-----ეს შორის მიმდინარეობდა კამათი, თუმცა იმის გამო, რომ ავტოსამრეცხაოზე ერთდროულად რამდენიმე კერხერი მუშაობდა, არ ესმოდათ რის გამო ეკემათებოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად ისინი გააშველეს და იფიქრეს, რომ მათ შორის კამათი ამოიწურა, თუმცა დაინახეს, რომ ბ--- ჯ-----ემ ამოიღო დანა და გაექანა ზ----- ჯ-----ისაკენ. შეეცადნენ მის შეჩერებას, მაგრამ მან მოახერხა და გულმკერდის არეში დაარტყა დანა ზ-----ს. ზ-----ი ხელს იკიდებდა გულის მხარეს და წამოვიდა სამრეცხაო ბოქსების მხარეს, მას დანით ხელში მიჰყვებოდა ბ--- ჯ-----ე და კვლავ იწევდა მისკენ.
საქმეში არსებული, ქ.ბ------–------------------------ მდებარე ავტოსამრეცხაო შპს „---- ვიდეოჩანაწერითა და დათვალიერების ოქმებით (ვიდეოჩანაწერი დათვალიერ-და შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების, მათ შორის ზ----- ჯ-----ის თანდას-წრებით) დასტურდება მოწმეების ა-----– ჯ-------ის, ბ------ მ------ის, ბ----- ცინცა-ძისა და ა------ ქ-------ის ჩვენებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ ის, რომ მოკამათე ზ----- ჯ-----ე და ბ--- ჯ-----ე გააშველეს და ბ--- ჯ-----ე გაიყვა-ნეს ავტოსამრეცხაოს კაფესთან, კუთხეში. თითქოს დამშვიდდა სიტუაცია, მაგრამ უეც-რად ბ--- ჯ-----ე მარჯვენა ხელით წელის მიდამოდან იღებს დანას, რომელსაც ხსნის, იქნევს და მიდის ზ----- ჯ-----ის მიმართულებით. მას აკავებენ ა-----– ჯ-------ე, ა-----– ჯ-----ე და შავ პერანგში ჩაცმული პიროვნება, მაგრამ ბ--- ჯ-----ე უსხლტება მათ ხელიდან და მირბის ზ-----ისკენ. ზ-----ი ცდილობს თავის არიდებას, მაგრამ ბ---მ მოახერხა და მარჯვენა ხელით დაარტყა დანა გულმკერდის არეში. ამის შემდეგ ზ----- ჯ-----ე უკუსვლით გარბის ბ--- ჯ-----ისაგან, რომელიც კვლავ მისდევს დანის დასარტყმელად. როდესაც ზ----- ჯ-----ე ეცემა, ბ--- ჯ-----ე შავპერანგიან მამაკაცს გაჰყავს ავტოსამრეცხაოს ტერიტორიიდან.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ბ--- ჯ-----ის ქმედების გადაკვალიფიცირების თაობაზე საქარ-თველოს სისხლის სამართლის კორდექსის 19-108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
სააპელაციო პალატა იმისათვის, რომ გამიჯნოს ერთმანეთისაგან განზრახ მკვლე-ლობის მცდელობა და ჯანმრთელობის დაზიანება და გამოკვეთოს ბ--- ჯ-----ის გან-ზრახვა, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის ჩადენის ხერხს, საშუა-ლებას, დაზიანებათა რაოდენობას, ხასიათს, ლოკალიზაციას. ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
- ბ--- ჯ-----ე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ზ----- ჯ-----ესთან სასაუბროდ მივიდა. კონფლიქტის მიზეზი იყო პირადული, დაკავშირებული იყო მათ ოჯახებთან.
- დადგენილია, რომ ბ--- ჯ-----ე იყო ნასვამ მდგომარეობაში და ზ----- ჯ-----ესთან სასაუბროდ მისულს, თან ჰქონდა დანა.
- მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ თავდაპირველი სიტყვიერი კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა ბ--- და ზ----- ჯ-----ეებს შორის ავტოსამრეცხაოზე მყოფმა, თვითმხილველმა პირებმა განმუხტეს და ბ--- ჯ-----ე გაიყვანეს კონფლიქ-ტის ადგილიდან.
- მოწმეთა ჩვენებებით, აგრეთვე ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრებით დას-ტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ბ--- ჯ-----ემ დანა დაარტყა ზ----- ჯ-----ეს და ზ-----ი უკანსვლით გაიქცა მისგან, იგი კვლავ დანით ხელში გაედევნა ზ-----ს. ხოლო მას შემდეგ, რაც ზ-----ი წაიქცა, შავპერანგიანმა მამაკაცმა გაიყვანა შემთხვევის ადგი-ლიდან.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ზ----- ჯ-----ეს მიყენებული აქვს გულმკერდის ღრუში მარცხნივ მე-4-5 ნეკნების დონეზე იღლიის წინა ხაზზე შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ნეკნთაშუა არტერიის, პლევრის და მარცხენა ფილტვის დაზიანებები, მარცხენა მხრივი ჰემოთორაქსი. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახი-ფათო.
ზემოაღნიშნულით პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ზ----- ჯ-----ესთან წარმოშობილი კონფლიქტის გამო განაწყენებულ ბ--- ჯ-----ეს გაუჩნდა შურისძიების გრძნობა. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ავტოსამრეცხაოზე მყოფი პირების მიერ კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ იგი დანით ხელში გაიქცა ზ----- ჯ-----ისაკენ, ხოლო დანის დარტყმის შემდეგ კვლავ იწევდა ამ უკანას-კნელისაკენ. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--- ჯ-----ე მოქმედებდა ზ----- ჯ-----ის მოკვლის და არა მისთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახ-ვით, რის გამოც ვერ გაიზიარებს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ბ--- ჯ-----ის ქმედების გადაკვალიფიცირების თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 117-ე მუხლზე და მიიჩ-ნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ბ--- ჯ-----ის ქმედები-სათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ--- ჯ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბ--- ჯ-----ის მიმართ სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სას-ჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მიზანშეწონილად მიიჩნია ბ--- ჯ-----ძისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრ-დებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯე-ლის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი ბ--- ჯ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო პროკუ-რორის სააპელაციო და დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბ--- ჯ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ--- ჯ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის19-108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახ-მად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესა-მე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიო-ბით ბ--- ჯ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვე-თა 08 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბ--- ჯ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 10 ივლისიდან.
მსჯავრდებულ ბ--- ჯ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმ-რობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები გადატანილი სპეციალური ბიოლოგიურ ჩხირებზე დალუქული ერთ პაკეტში, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადმოგზავნილია და ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – დაზარალებულ ზ----- ჯ-----ის შარვალი და ქამარი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადმოგ-ზავნილია და ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილე-ბაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგე-ნილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – ზ----- ჯ-----ის სისხლის ნიმუში, 5 გრამიან შპრიცში, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადმოგზავ-ნილია და ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მი-ღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოთვალის ჩანა-წერები ერთ ცალ DVD-დისზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის მოცე-მულ სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe