განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-152-2019 წელი
№820100118002770634
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
18 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ--–- ც--–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ--–- ც--–--ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ბ-----------–---------------------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკ-ვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
გ--–- ც--–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის წევრის მიმართ, სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
– ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის იანვრის თვიდან, 2018 წლის 15 ნოემბრამდე დროის პერიოდში, ყოფით ნი-ადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ--–- ც---–--ე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარ-ტყმით, სისტემატურად სცემდა და სხვაგვარად ძალადობდა მეუღლეზე ს------- ფ---–-------–---–ზე. კერძოდ: 2016 წლის იანვრის თვეში, ქ. ბ------–---------–------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ--–- ც--–--ემ, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების დროს, სახის არეში ხელების დარტყმითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ფიზიკური ტკივილი და ფსი-ქიკური ტანჯვა მიაყენა მეუღლეს ს------- ფ--–-------–---–ს. ასევე, 2018 წლის სექტემბრის თვეში, ქ. ბ------–---------–------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ--–- ც--–--ემ, ყოფით ნიადაგზე წარმოქმ-ნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელის არეში ხელების მოჭერითა და სიტყვიერი შეუ-რაცხყოფით, ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა მეუღლეს ს------- ფალა-ვანდიშვილს.
ასევე, 2018 წლის 15 ნოემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბ------–--------–------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ--–- ც--–--ემ, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელის არეში ხელების მოჭერითა და სიტყვი-ერი შეურაცხყოფით, ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა მეუღლეს ს------- ფ--–-------–---–ს.
2018 წლის 15 ნოემბერს დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. ბ------–---------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--–- ც--–--ე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღ-ლეს ს------- ფ--–-------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორ-ციელების საფუძვლიანი შიში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ--–- ც--–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო გ--–- ც--–--ის პიროვნება, მის მიმართ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიერ დამტკიცებული იყო შემაკავებელი ორდერი. გ--–- ც--–--ე არის აგრესიული პიროვნება, რომელსაც ხშირად უჭირს საკუთარი თავის ემოციების კონტროლი, შესაბამისად ეს გარე-მოება შეიცავს იმის რისკს, რომ მან განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. მსჯავრდებსლის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადე-კვატური მის მიერ ჩადენლი დანაშაულის, ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახა-ლი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორ-ციელებას.
საპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ--–- ც--–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწი-ლით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--–- ც--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, გაითვალისწინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი და-ნაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე გაითვალისწი-ნა ის გარემოება, რომ მსჯავრებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითა-ნამშრომლა გამოძიებასთან, შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც ითხოვს მსჯავრდე-ბულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას და გ--–- ც--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვა-ლისწინებით ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვლა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვ-სი) თვის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩე-ნით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი გ--–- ც--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ--–- ც--–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ--–- ც--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვ-სი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ--–- ც--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
გ--–- ც--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ--–- ც--–--ეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯე-ლის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2018 წლის 19 ნოემ-ბრიდან 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili