განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
080100117002023962
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002023962

საქმე №1/ბ-581-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – ლევან ტაბიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ------ ჩ-------ის

ადვოკატის _ მ------ ი-----–---ის

მსჯავრდებულის _ მ------- კ-------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ჩ-------ისა და მსჯავრდებულ მ------- კ-------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ------- კ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–------------------–ი, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, ცოლშვილიანის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მ-------------------------–-----–---–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ---------–-------–--------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------- კ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

-ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

-ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით.

 

-ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის იანვარში, მ------- კ-------ისთვის ცნობილი გახდა რა, რომ რ----- გ---------ი ახორციელებდა პირუტყვის ყიდვა-გაყიდვას, მოძრაობდა სატვირთო მიკროავტობუსით და მუდმივად თან ჰქონდა ფულადი თანხა, გადაწყვიტა თანხის მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდა მას. 2017 წლის 09 თებერვალს, მ------- კ-------ი, ქ.ქუთაისიდან მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ქ.ზუგდიდში მყოფ რ----- გ---------ს, რომელსაც თან ახლდა შ------ მ-----------ი და შესთავაზა, თითქოსდა, პირუტყვის შესაძენად ქ.ქუთაისში ჩასვლა. 2017 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, რ----- გ---------ი, შ------ მ-----------ი და მ------- კ-------ი ერთმანეთს შეხვდნენ ქ.ქუთაისში, თ------–---–ის ქუჩაზე. მ------- კ-------ი, რომელსაც ხელჩანთაში მოთავსებული ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი არანაკლებ ორი ცალი ვაზნით, მოთავსდა შ------ მ-----------ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო მიკროავტობუსში და მისი მითითებით გაემგზავრნენ წ---–--------------------------–---------ს მიმართულებით. მ------- კ-------მა შ------ მ-----------ს დაუსახლებელ ადგილზე გააჩერებინა მიკროავტობუსი, ჩამოვიდა ძირს, ხელჩანთიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ფულადი თანხის ყაჩაღური თავდასხმის გზით მისაკუთრების მიზნით, იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დაზარალებულებს მოსთხოვა მიკროავტობუსიდან ჩასვლა. მძღოლი შ------ მ-----------ი გადახტა მიკროავტობუსიდან და გაიქცა, ხოლო რ----- გ---------ის მიმართულებით მ------- კ-------მა გაისროლა ორჯერ და მას მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. აღნიშნულის შემდეგ მ------- კ-------მა დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.

 

2017 წლის 10 თებერვალს, დღის საათებში, წ---–--------------------------–--------ში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მ------- კ-------მა, რ----- გ---------ზე და შ------ მ-----------ზე ყაჩაღური თავდასხმის გაადვილების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით რ----- გ---------ს საჯდომის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობის, მარჯვენა დუნდულოს ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობის, დუნდულოს არტერიის და საჯდომი ნერვის დაზიანების, მარჯვენა დუნდულოს ვრცელი ჰემატომის და მარცხენა დუნდულოს გამომავალი ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

მ------- კ-------მა დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი – ქარხნული წესით დამზადებული 5,45 მმ კალიბრის ”კალაშნიკოვის” სისტემის ”АК-74” მოდიფიკაციის №2----- ავტომატი და საბრძოლო მასალა – ქარხნული წესით დამზადებული 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუშის 56 ცალი საბრძოლო ვაზნა, რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 12 თებერვალს, ქ.ქუთაისში, ს---–----------------------------–ი მდებარე მ------- კ-------ის საცხოვრებელი ბინისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად.

 

2017 წლის 10 თებერვალს, წ---–--------------------------–--------ში მ------- კ-------მა მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ცეცხლსასროლი იარაღი – 5,45 მმ კალიბრის ”კალაშნიკოვის” სისტემის ”АК-74” მოდიფიკაციის №2----- ავტომატი და საბრძოლო მასალა – არანაკლებ ორი ცალი 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუშის ვაზნა.

 

ზემოაღნიშნული ქმედებების გამო მ------- კ-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენით:

 

მ-------ი კ------ნი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ------- კ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მ-------ი კ-------ი ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, მ-------ი კ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-------ი კ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 12 თებერვლიდან.

 

მ-------ი კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

● მ-------ი კ-------ის სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ამოღებული 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის „AK-74“ მოდიფიკაციის N2----- ავტომატი, ხის კონდახი რემნით, 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებისათვის განკუთვნილი ორი ცალი მჭიდი, 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუშის 30 ცალი ვაზნა, დალუქული შსს N F--------- პაკეტში და 9 მმ კალიბრის „EKOL viper 2,5“ მოდელის N------------- ხმოვანი რევოლვერი, 9 მმ კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის ვაზნის 14 ცალი მასრა დალუქილი შსს N F--------- პაკეტში, უნდა გადაეგზავნოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.

 

● მ-------ი კ-------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ამოღებული მ-------ი კ-------ის ტანსაცმელი, ხელჩანთა, ლურჯი და კომუფლირებული მაისური, დამსხვრეული ტელეფონი, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● „------ს“ რეფერალური საავადმყოფოდან ამოღებული რ----- გ---------ის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „ფორდ ტრანზიტის“ მოდელის სატვირთო მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით R--------, რომელიც განთავსებულია ფ---–--------ბის პოლიციის განყოფილების ეზოში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანიდან ამოღებული 1 ცალი თეთრი ფერის სიგარეტის ნამწვი, ავტომანქანის მძღოლის მარცხენა მხარეს არსებული სავარძლის გვერდითა მხრიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა და ავტომანქანის ე.წ. „ტორპეტოდან“ ამოღებული ანაწმენდი, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.

 

● ავტომანქანის ე.წ. „ბარდაჩოკიდან“ ამოღებული ყავისფერი რვეული, ავტომანქანის წინა მარჯვენა მგზავრის მხრიდან ამოღებული სავარძლის ქვედა დასაჯდომი შალითა, ავტომანქანის წინა მარჯვენა მგზავრის მხრის სავარძლიდან ამოღებული საზურგის შალითა, ავტომანქანიდან ამოღებული წინა მარჯვენა მგზავრის მხრის სავარძლის თავის მისაყრდნობი, ავტომანქანის წინა მარჯვენა კარების შიგნითა მხრიდან ამოღებული შავი ფერის ხელის დასაყრდნობი, ავტომანქანიდან ამოღებული მარჯვენა წინა კარის ე.წ. „აბივკა“, მარჯვენა წინა კარის მინის ასაწევ-დასაწევი და კარის გამღები მექანიზმი, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების CD-R დისკი, შ------ მ-----------თან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათების CD-R დისკი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათების CD-R დისკი და სატელეფონო ანძების 1 ცალი CD-R დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ ჩ-------ემ და მსჯავრდებულმა მ------- კ-------მა.

 

3.1. პროკურორმა მ------ ჩ-------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ------- კ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ბრალდებულმა ფაქტობრივად განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულებზე, როდესაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მიუშვირა მათ, იძალადა მათზე და მოსთხოვა ავტომანქანიდან ჩასვლა. თანხის მოთხოვნა არ წარმოადგენს ყაჩაღური თავდასხმის ერთადერთ აუცილებელ პირობას. ყაჩაღური თავდასხმა შესაძლებელია განხორციელდეს თანხის ან სხვა ქონების მოთხოვნის მინიშნებით ან სხვა მსგავსი გზით. ამდენად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ თანხის სიტყვიერად მოთხოვნა აუცილებელი იყო ყაჩაღობისათვის. მხოლოდ ამ ერთადერთი მოტივით ამორიცხა სასამართლომ წარდგენილი ბრალდებიდან ყაჩაღობა და სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მ------- კ-------მა გასროლა მოახდინა ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მაგრამ რადგან შ------ მ-----------ი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და შეძლო პოლიციისათვის მომხდარის შეტყობინება, მ------- კ-------ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

3.2. მსჯავრდებულმა მ------- კ-------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, მონაწილეობდა სამშვიდობო მისიაში ავღანეთში და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მინისტრისგან, ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და მარტოხელა ავადმყოფი მამა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მ------ ჩ-------ემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მსჯავრდებულმა მ------- კ-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ი-----–---მა ითხოვეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნების გაცნობის, საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივად და ობიექტურად შემოწმების, თითოეული მათგანის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ მ------ ჩ-------ის და მსჯავრდებულ მ------- კ-------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მსჯავრდებულმა მ------- კ-------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ------- კ-------ის მიერ დაზარალებულ რ----- გ---------ისათვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებს, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მ------- კ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ------- კ-------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა. მ------- კ-------ისთვის წარდგენილი ბრალდება ამ დანაშაულთან მიმართებით ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულების _ შ------ მ-----------ისა და რ----- გ---------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ ჩვენებებს, რომლებიც უტყუარად ვერ ადასტურებენ მ------- კ-------ის ბრალეულობას ყაჩაღობის ჩადენაში, კერძოდ:

 

დაზარალებულ რ----- გ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი თავისი კუთვნილი მიკროავტობუსით დადიოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ყიდულობდა პირუტყვს და შემდგომ მარნეულის ბაზარში ჰყიდდა. 2017 წლის იანვრის თვეში გაიცნო პიროვნება (როგორც შემდგომ გაირკვა, მ------- კ-------ი), რომელიც შეჰპირდა, რომ აშოვნინებდა საქონელს. 2017 წლის 09 თებერვალს, ის და მისი მეზობელი შ------ მ-----------ი, მისი კუთვნილი მიკროავტობუსით საქონლის შესაძენად წამოვიდნენ ქ.ბოლნისიდან ქ.ზუგდიდში. იმავე დღეს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მ------- კ-------ი, რომელმაც უთხრა, რომ ოთხი სული საქონელი ჰყავდა ნაშოვნი და მათ შესაძენად ქ.ქუთაისში ჩასვლა შესთავაზა. 2017 წლის 10 თებერვალს, ის და შ------ მ-----------ი ქ.ქუთაისში შეხვდნენ მას. მ------- კ-------ი, რომელსაც თან ჰქონდა შავი ფერის ზურგჩანთა, ჩაუჯდათ მანქანაში, რის შემდეგაც მის მიერ მითითებული მიმართულებით გააგრძელეს მოძრაობა. მან ლიანდაგებთან გადაახვევინათ და კარგა ხანს ცუდ გზაზე იარეს, შემდეგ რაღაც ბოსლის მაგვარ შენობასთან გააჩერებინათ მანქანა და განაცხადა, რომ აღნიშნულ შენობაში იყო საქონელი. მ------- კ-------ი ჩავიდა მანქანიდან, თან ჩანთიდან ავტომატი ამოიღო და გადატენა. ისინი შეშინდნენ და თხოვეს, რომ იარაღი მანქანაში დაეტოვებინა, რაზედაც მან უარი განუცხადათ. ამის შემდეგ მ-------მა უთხრათ, რომ ძირს ჩასულიყვნენ, შენობაში შესულიყვნენ და ერთად ენახათ საქონელი, მაგრამ მანქანიდან ჩასვლაზე ორივემ უარი თქვეს. ამ დროს მ------- კ-------ი იდგა მანქანის ღია კარებთან და ხელში ავტომატი ეჭირა, რომლის ლულა მისკენ (რ----- გ---------ისკენ) იყო მიმართული. დაზარალებულ რ----- გ---------ის განმარტებით, როგორც ახსოვს, მ------- კ-------მა ორჯერ გაისროლა ავტომატიდან, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი და დაიჭრა. შ------ მ-----------ი, რომელიც საჭესთან იჯდა, პირველივე გასროლის შემდეგ გადახტა მანქანიდან და გაიქცა. მ------- კ-------მა დაუყვირა გაქცეულს და თან მეორედ ესროლა მას (რ----- გ---------ს), რის შემდეგაც თვითონაც გაიქცა და მიიმალა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა თავის ჩვენებაში შ------ მ-----------მა. მანვე ამოიცნო მ------- კ-------ი და განმარტა, რომ ის იყო პიროვნება, ვინც 2017 წლის 10 თებერვალს უჯდა მანქანაში და ავტომატი ესროლა რ----- გ---------ს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ ვერ მიუთითებენ მ------- კ-------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენაზე, ვინაიდან, დაზარალებულების ჩვენებებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულმა მათ მიმართ მათი ქონების დასაუფლებლად განახორციელა ძალადობა და ძალადობის მუქარა. როგორც აღნიშნული ჩვენებებიდან ირკვევა, მ------- კ-------ს მათთვის თანხა ან სხვა რაიმე ნივთი არ მოუთხოვია და არც არაფერი გაუტაცებია.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი მიუთითებს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მ------- კ-------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს. აპელანტის მოსაზრებით, მან ფაქტობრივად განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულებზე, როდესაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მიუშვირა მათ, იძალადა მათზე და მოსთხოვა ავტომანქანიდან ჩასვლა. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენატაციას და აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ორ ობიექტიანი დანაშაულია _ იგი ერთდროულად ხელყოფს ადამიანის საკუთრების უფლებას და მის ჯანმრთელობას. მის შემადგენლობაში ეს ორივე ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმაში, რასაც თან ერთვის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. ამდენად, ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა გახორციელებული იყო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქმედება ყაჩაღობად ვერ ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ------- კ-------მა შ------ მ-----------ს და რ----- გ---------ს უთხრა, რომ ჩასულიყვნენ მანქანიდან და საქონლის სანახავად ერთად შესულიყვნენ იქვე მდებარე შენობაში, რა დროსაც მან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ----- გ---------ს, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ამ ქმედების განხორციელებისას მას შ------ მ-----------ის და რ----- გ---------ის კუთვნილი თანხის ან სხვა ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზანი ამოძრავებდა. ასეთი არ დასტურდება არც თავად დაზარალებულების ჩვენებებით, რომლებსაც ვარაუდიც კი არ გამოუთქვამთ იმის თაობაზე, რომ მსაჯავრდებულს მათი ქონების დაუფლება ჰქონდა განზრახული. ამდენად, მ------- კ-------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა წარმოადგენს ბრალდების მხარის ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მ------- კ-------ს ბრალად ვერ შეერაცხება ყაჩაღობა და მისი ქმედება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სავსებით სწორად დაკვალიფიცირდა როგორც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ მ------- კ-------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჩადენილს სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით. პალატა განმარტავს, რომ ამ სახის დანაშაულის აუცილებელ ელემენტს განსაზღვრული (სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების) მიზანი წარმოადგენს. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მ------- კ-------ს განზრახული ჰქონდა შ------ მ-----------ზე და რ----- გ---------ზე ყაჩაღური თავდასხმა და რომ სწორედ აღნიშნულის გაადვილების მიზნით მიაყენა დაზარალებულ რ----- გ---------ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რის გამოც მისი ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე მ------- კ-------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ------- კ-------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------- კ-------ს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახით განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციით გათვალისწიებული სასჯელის მინიმუმს, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. ამასთან, პალატა მიზანშეუწონლად თვლის მ------- კ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალიწინებული შეღავათის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენი მ------- კ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ჩ-------ისა და მსჯავრდებულ მ------- კ-------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის განაჩენი მ------- კ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.მ------- კ------ნი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.მ------- კ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

5.მ------- კ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ------- კ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

7.მსჯავრდებულ მ------- კ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 12 თებერვლიდან.

 

8.მ------- კ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

● მ------- კ-------ის სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ამოღებული 5,45 მმ კალიბრის ”კალაშნიკოვის” სისტემის „AK-74“ მოდიფიკაციის N2----- ავტომატი, ხის კონდახი, 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებისათვის განკუთვნილი ორი ცალი მჭიდი, 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუშის 30 ცალი ვაზნა, დალუქული შსს №F--------- პაკეტში და 9 მმ კალიბრის „EKOL viper 2,5“ მოდელის №E------------ ხმოვანი რევოლვერი, 9 მმ კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის ვაზნის 14 ცალი მასრა, დალუქილი შსს №F--------- პაკეტში, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.

 

● მ------- კ-------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ამოღებული მისი ტანსაცმელი, ხელჩანთა, ლურჯი და კომუფლირებული მაისური, დამსხვრეული ტელეფონი, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● „------ს“ რეფერალური საავადმყოფოდან ამოღებული რ----- გ---------ის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „ფორდ ტრანზიტის“ მოდელის სატვირთო მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით R--------, რომელიც განთავსებულია ფ---–--------ბის პოლიციის განყოფილების ეზოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანიდან ამოღებული 1 ცალი თეთრი ფერის სიგარეტის ნამწვი, ავტომანქანის მძღოლის მარცხენა მხარეს არსებული სავარძლის გვერდითა მხრიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა და ავტომანქანის ე.წ. „ტორპეტოდან“ ამოღებული ანაწმენდი, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

● ავტომანქანიდან ამოღებული ყავისფერი რვეული, სავარძლის ქვედა დასაჯდომი შალითა, საზურგის შალითა, წინა მარჯვენა სავარძლის თავის მისაყრდნობი, შავი ფერის ხელის დასაყრდნობი, მარჯვენა წინა კარის ე.წ. „აბივკა“, მარჯვენა წინა კარის მინის ასაწევ-დასაწევი და კარის გამღები მექანიზმი, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

● შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების CD-R დისკი, შ------ მ-----------თან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათების CD-R დისკი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათების CD-R დისკი და სატელეფონო ანძების 1 ცალი CD-R დისკი, რომლებიც თან ერთვის სისხლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/