განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
020100118002518307
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100118002518307

საქმე №1/ბ-677-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

პროკურორის - გ------- ა--------ს

ადვოკატის - რ-------- კ-----–-–---–ის

მსჯავრდებულის - კ----------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ--- ა--------ს ძე ჭ-----ს მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, თ---------–---- ქ. N28;

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ----------მ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ---------- 2018 წლის 02 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ზუგდიდში, კ--------ს ქუჩა №5ა-ში მდებარე ობიექტიდან - „ო---------------------–-----“ - აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს------ ჩ-------ის კუთვნილ 4 300 ლარად ღირებულ 14 ცალ ოქროს წყვილ საყურესა და 51 160 ლარად ღირებულ 125 ცალ ოქროს ბეჭედს, რის შედეგად ს------ ჩ-------ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მიადგა 45 399.3 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით კ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 05 მაისიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებულ კ----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი დ------ ს-------–--ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენში კ----------ს მიმართ და მას განესაზღვროს მინიმალური სასჯელი - 07 წლით თ---------–---- აღკვეთა, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, კ---------- ხასიათდება დადებითად.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ კ----------ს და მისი ინტერესბის დამცველ ადვოკატს რ-------- კ-----–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ------- ა--------ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა კ----------ს მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ----------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ კ----------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ს------ ჩ-------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების დ--–-------------–--------------------------–--–--------------------------------------–---------–--------------------------–-------------------------------–-----–----------------–---------------------------------------–----------------------------------------------------------–--–------------------–------–-----------------------–-------------------------------–--–--- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 02 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; 2018 წლის 03 მაისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით; ს------ ჩ-------ის საცხოვრებელი სახლიდან ოქროს ნივთების ამსახველი ფოტოსურათების ამოღების ოქმით; 2018 წლის 06 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; 2018 წლის 06 მაისის პირის ამოცნობის ოქმებით; 2018 წლის 11 მაისის ოქმით ლ---- ს------ს და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ--------------“ შორის დადებული ხელშეკრულების დედნების ამოღების შესახებ; 2018 წლის 11 მაისის ოქმით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-------------იდან“ 2 ცალი ოქროს ზოდის და მათი შეფასების აქტის ამოღების ჩატარების შესახებ; ნივთის ამოცნობის ოქმებით; ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 03 სექტემბრის N0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ----------ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ კ----------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო კ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული, მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ასევე ჩადენილი ქმედების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება და აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით კ----------ს განუსაზღვრა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის ფარგლებში, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------ ს-------–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

კ---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 05 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- კ----------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 8 (რვა) ცალი ოქროსფერი ბეჭედი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ ს------ ჩ-------ს, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.

- ქალაქ თბილისში კ----------ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული 98 ცალი სხვადასხვა ზომის და ფორმის ოქროსფერი ბეჭედი, 21 ცალი სხვადასხვა ზომის და ფორმის ოქროსფერი საყურე, 84 ცალი თვალი და ერთი ცალი რგოლი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ ს------ ჩ-------ს, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.

- მიკროსაფინანსო ოგანიზაცია „რ---------------დან“ ამოღებული ორი ცალი ოქროს ზოდი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ ს------ ჩ-------ს, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.

- კ--- ჭ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კ--- ჭ-----ს ოჯახს.

- კ----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროსფერი მეტალის წყვილი საყურე, რომბისებრი კონწიალათი. ოქროსფერი მეტალის ბეჭედი, ზედა მხარეს ვერცხლისფერი მეტალით და მასში მოთავსებული ექვსი თვლით, ოქროსფერი მეტალის ბეჭედი, ზედა მხარეს ლურჯი ფერის ერთი თვლით და გვერდებზე ორი ცალი თვლით. ფულადი თანხა 750 ლარი და შავი ფერის ქსოვილის ნაჭერი წარწერის გარეშე, მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კ----------ს ოჯახს.

- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-------------იდან“ ამოღებული ხელშეკრულების დედანი ორ ფურცლად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ--------------“ განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

- დ----- ჯ---------სგან და კ----------სგან აღებული სუნის ნიმუშები, კ----------ს პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში, კ----------ს მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ხელის კვლები, განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე