განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002470436
საქმე №1/ბ -762-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - დ------- ვ----------იას,ადვოკატის - გ---- კ--–-------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---- რ------ს ძე გ---------ის მიმართ, დაბადებული: 3-------- წელი, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი თ----------–---- ქ. მე-5 შესახვევი, N23, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, თ------–---–-- ქ. N167/138;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ---- გ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 აპრილს, დღის საათებში ქუთაისში, თ------–---–-- ქუჩა N167/138-ში მდებარე ბინაში ბ---- გ---------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- კ-----ეს, კერძოდ, აგინებდა მას დედისა და ახლო ნათესავების მისამართით, აღნიშნულის შემდგომ გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ----- კ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ თ------–---–-- ქ. N167-ე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სასურსათო მაღაზიის მიმდებარედ, ბ---- გ---------ემ ნ----- კ-----ეს თავის არეში ჩაარტყა შუშის ბოთლი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ბ---- გ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 23 აპრილიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ბ---- გ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ---- კ--–------- წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, ბ---- გ---------ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა; დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, არღვევს სამართალიანი სასამართლოს და ჰუმანიზმის პრინციპებს.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ბ---- გ---------ეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება.
გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, სააპელაციო პალატას ბ---- გ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----- კ-----ის ჩვენებით, მოწმეების: თ----- კ-----ის, ლ--- ჯ--------ას ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ბ---- გ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტები (მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი) ითხოვს ბ. გ---------ეს დანიშნული სასჯელი შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.
მსჯავრდებულ ბ---- გ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაზე, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული ბ---- გ---------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, სადაოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1 ნაწილით დანიშნული სასჯელი მუხლის სანქციის ფარგლებში შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და ამ მიმართებით ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ---- გ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---- კ--–-------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნას ბ---- გ---------ის მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ---- გ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბ---- გ---------ეს პარტიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 აპრილიდან - 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით (6 დღე) ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
ბ---- გ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ბ---- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას ნ----- კ-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქუთაისი, თ------–---–-- ქუჩა N167, ბინა N138 (ს----------------------------------------).
ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე