განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
010100117002234503
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100117002234503

საქმე N1/ბ-658-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - ნ----- გ-------–--ის

ადვოკატის - ნ---- დ------ის

მსჯავრდებულის - ნ----- დ------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა---------- ნ--------ის მიმართ - დაბადებული 2---------წ. პ/ნ 2----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მარნეული, მ---------- ქ. N62;

 

ნ----- დ------–---–ის მიმართ - დაბადებული 1---------წ. პ/ნ 3----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: ოზურგეთი, სოფელი ბ---------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ-----–--–---–-- ქ. N27, ბინა N20;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---------- ნ--------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 05 ნოემბერს, ა---------- ნ--------ი, ,,ს-------“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ნ----- დ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი C------) სალონში დამალვით, შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

 

1.2 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ----- დ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 05 ნოემბერს, ,,ს-------“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ნ----- დ------–---–ი მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის (სახელმწიფო ნომერი C------) ავტომანქანის სალონში დამალვით, შეეცადა მიგრანტის, ა---------- ნ--------ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაყვანას.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ

 

2.1. ა---------- ნ--------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 05 ნოემბერს, ა---------- ნ--------ი, ,,ს-------“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ნ----- დ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი C------) სალონში დამალვით, შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, მაგრამ აღმოჩენილი იქნა ავტომანქანის სამალავში (უკანა სავარძელის ქვეშ) პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

2.2. ნ----- დ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 05 ნოემბერს, ნ----- დ------–---–მა მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის (სახელმწიფო ნომერი C------) ავტომანქანის სალონში დამალა ა---------- ნ--------ი, რომელიც ,,ს-------“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით:

 

ა---------- ნ--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნ----- დ------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,3441-ე მუხლის 1 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,25-344-ე მუხლის 1 ნაწილზე, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19,25-344-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებულების: ნ----- დ------–---–ის და ა---------- ნ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- დ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი ნ----- დ------–---–ის და ა---------- ნ--------ის მიმართ და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი; გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, 2017 წლის 5 ნოემბერს ნ----- დ------–---–ი და ა---------- ნ--------ი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში. ნ----- დ------–---–ი იმყოფებოდა საკუთარი ავტომანქანით, რომელსაც ა---------- ნ--------მა სთხოვა ავტომანქანით გადაპარვაში დახმარებოდა, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკაში ჰქონდა დეპორტი, ხოლო საქართველოს საზღვარზე არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და შევიდოდა თავისი პასპორტით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ა---------- ნ--------ი იყო საქართველოს მოქალაქე და არ იყო მიგრანტი, მაგრამ სასამართლომ არასწორად მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან, როგორც ა---------- ნ--------ი, ასევე ნ----- დ------–---–ი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, მათ წესრიგში ჰქონდათ პასპორტები და საქართველოს საზღვარზე არანაირი პრობლემა არ გააჩნდათ. მაშინ როდესაც ა---------- ნ--------ს არ ჩაუდენია არანაიარი დანაშაული, მას არ ჰქონია არანაირი მცდელობა საზღვრის უკანონო კვეთისა, ნ----- დ------–---–ი როგორ დაეხმარებოდა მას.

 

პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ნ----- დ------–---–ს, ასევე მისი და ა---------- ნ--------ის ინტერესების დამცველ ადვოკატ ნ---- დ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ნ----- გ-------–--ეს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ნ----- დ------–---–ის და ა---------- ნ--------ის მიმართ.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული მესაზღვრე პოლიციელის, კ---- გ-----–--ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 05 ნოემბერს იმყოფებოდა ,,ს-------’’ სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე და ახორციელებდა თურქეთიდან შემოსული ავტომანქანების შემოწმებას და დათვალიერებას. საქართველოს ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანების ბოქსთან მდგარი წითელი ფერის ,,ფ---–---------“ საბარგულის შემოწმების შემდეგ, რომელსაც უკანა მინები დაბურული ჰქონდა, მძღოლს მანქანის გაღება სთხოვა. მძღოლს, რომელიც იყო ქალბატონი, არ უთქვამს, რომ ავტომანქანაში ვინმე იმყოფებოდა. ავტომანქანის დათვალიერებისას, უკანა სავარძელი იყო მორყეული, აღნიშნული სავარძლის ქვეშ დაინახა მამაკაცის ფეხი, მის მიერ გადაწეული იქნა სავარძელი, რომლის ქვეშ აღმოჩნდა მოკეცილად მყოფი მამაკაცი, რის თაობაზე აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო მამაკაცი ამოიყვანა ავტომანქანიდან. მძღოლმა უთხრა, რომ ამ პიროვნებამ სთხოვა თურქეთის რესპუბლიკიდან საზღვარზე გადაპარვა, რადგან ჰქონდა დეპორტი, ხოლო საქართველოს საზღვარი თვითონ უნდა გაევლო. მოწმის განმარტებით, მანძილი იმ ადგილიდან, საიდანაც იწყება საქართველოს ტერიტორია - გაჩერებულ ავტომანქანამდე, დაახლოებით 200-250 მეტრია.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 5 ნოემბერს ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ----- დ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი, წითელი ფერის ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი C------) უკანა სავარძლის ქვეშ, სადაც უნდა იყოს ბენზინის ავზი, არის ცარიელი სივრცე, სადაც შესაძლებელია მოთავსდეს საშუალო ტანის ადამიანი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------ ყ----–-----ემ, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და დაათვალიერა ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანა, დაადასტურა დათვალიერების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოწმის სახით დაკითხული ა---------- ნ--------ის (ბრალდებულის) ჩვენების თანახმად, თურქეთიდან ბრუნდებოდა საქართველოში. რადგან იმ დროისათვის თურქეთში იყო ფარულად შეპარული, ხოლო უფრო ადრე თურქეთიდან დეპორტირებული, სურდა ფარულად დაეტოვებინა ამ ქვეყნის ტერიტორია. ქართულნომრიანი მანქანები დაინახა და მიმართა დახმარებისათვის ნ----- დ------–---–ს, რომელმაც მოათავსა ავტომანქანის უკანა სავარძლის ქვეშ. თურქეთის საზღვარი ფარულად გადმოლახა. საქართველოს ტერიტორიაზე, რომ იმყოფებოდა, პოლიციელი მივიდა. ასწია ავტომანქანის უკანა სავარძელი და გადმოიყვანა. საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა არ სურდა, რადგან გააჩნდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ----- დ------–---–ის (ბრალდებულის) ჩვენების თანახმად, თურქეთიდან ავტომანქანით ბრუნდებოდა საქართველოში. მასთან მივიდა ა---------- ნ--------ი და უთხრა, რომ საბუთები არ ჰქონდა წესრიგში და სთხოვა ფარულად გადაეყვანა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ თხოვნას დათანხმდა, იმ პირობით, რომ თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოში ფარულად გადმოყვანილ ა---------- ნ--------ს, საქართველოს საზღვარი კანონიერად უნდა გადაეკვეთა, რადგან ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. საქართველოს საზღვარზე ა---------- ნ--------ის მალულად გადაყვანის განზრახვა არ ჰქონია.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ა---------- ნ--------მა და ნ----- დ------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნეს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მსჯავრდებულთა მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ქმედებების ჩადენა.

 

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით. საზღვრის უკანონო გადაკვეთა გულისხმობს როგორც საქართველოდან გასვლას, ასევე საქართველოში შემოსვლას სათანადო დოკუმენტების და ნებართვის გარეშე. ასევე, უკანონოდ ჩაითვლება სახელმწიფო საზღვრის ყოველგვარი გადალახვა, თუ იგი ჩადენილია კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით აკრძალული წესით. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. იმ შემთხვევაში თუ საზღვრის გადაკვეთა ვერ მოხერხდა დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობა.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ მესაზღვრე პოლიციელის კ. გ-----–--ს ჩვენებას, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანების ბოქსთან მდგარი წითელი ფერის ,,ფ---–---------“ დათვალიერებისას უკანა სავარძლის ქვეშ დაინახა მამაკაცის ფეხი, მის მიერ ავტომანქანიდან ამყვანილ იქნა მამაკაცი, რომელიც დამალული იყო სწორედ აღნიშნული ავტომანქანის სავარძლის ქვეშ. საქმეში წარმოდგენილი ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ნ----- დ------–---–ის ავტომანქანის უკანა სავარძლის ქვეშ, სადაც უნდა იყოს ბენზინის ავზი, არის ცარიელი სივრცე, სადაც შესაძლებელია მოთავსდეს საშუალო ტანის ადამიანი. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა---------- ნ--------ს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის განზრახვა არ ჰქონდა, ხოლო ნ----- დ------–---–ი კი არ მოქმედებდა საქართველოს საზღვარზე ა---------- ნ--------ის მალულად გადაყვანის განზრახვით, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრებები აშკარა წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ დამაჯერებელ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებთან. წინააღმდეგობრივია ასევე თვით მსჯავრდებულების ჩვენებები მათი შეხვედრის და შეთანხმების შესახებ, ისინი სხვადასხვანაირად აღწერენ შეხვედრას და შეთანხმებას. პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საპასპორტო კონტროლის გავლამდე იქნა ა. ნ--------ი აღმოჩენილი ავტომანქანის მარჯვენა სავარძლის ქვემოთ არსებულ სამალავში, აღნიშნულის გამო არ არსებობს დანაშაული. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ იმ გარემოების გამო, რომ საპასპორტო კონტროლის გავლამდე იქნა აღმოჩენილი ა. ნ--------ი ავტომანქანის სამალავში, ამიტომაც არის მისი ქმედება სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირებული მცდელობად და არა დასრულებულ დანაშაულად. ასევე დადგენილია, რომ ა. ნ--------ი თურქეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ არ ამოსულა სამალავიდან, დადგენილია ის გარემოებაც, რომ ნ. დ------–---–ი თავისი ავტომანქანით იდგა ავტომანქანების რიგში და ელოდებოდა თავის რიგს კონტროლის გასავლელად. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნ.დ------–---–ის და ა. ნ--------ის წინასწარი შეთანხმება ა. ნ--------ის საბაჟო კონტროლის გავლის გარეშე, მალულად შემოყვანის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, 2017 წლის 5 ნოემბერს ა. ნ--------ი ,,ს-------“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ნ----- დ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი C------) სალონში დამალვით, შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, მაგრამ აღმოჩენილი იქნა ავტომანქანის სამალავში (უკანა სავარძელის ქვეშ) პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულთა მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამდენად, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------- ნ--------ის ქმედებას - საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ნ----- დ------–---–ის ქმედებას - საქართველოს სსკ-ის 25-ე, 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულების: ა---------- ნ--------ის და ნ----- დ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- დ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ა---------- ნ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნ----- დ------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3441-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 25-ე, 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ნ----- დ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 25-ე, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა---------- ნ--------ის და ნ----- დ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთმტკიცებები: ნ----- დ------–---–ის სახელზე გაცემული აიდი ბარათი, ა---------- ნ--------ის სახელზე გაცემული აიდი ბარათი, ავტომანქანა ,,ფ---–--------“ სახელმწიფო N C------ - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე