განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002257496
საქმე №1/ბ-564-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - გ--- დ--------–--ის,მსჯავრდებულის - თ------ ტ-------ს
ადვოკატის - ნ----- მ---------–-ას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ ე-–-----ას ძე ტ-------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ს---–-------------ზ №-------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ------ ტ------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2-----–-–-----------------ს, დაახლოებით 05:20 საათზე, თ------ ტ------ე იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ქ. ქუთაისში, ს---–-----------------–----------ში მდებარე შპს ,,ლ-------–------------“ თანამშრომლებს, ვ------- ფ-----ესა და ს-------- ხ---------ს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით უკანონოდ შეაღწია ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე ოპერატორების ოთახში, საიდანაც აშკარად დაეუფლა შპს ,,ლ-------–------------“ კუთვნილ თანხას 970 (ცხრაას სამოცდაათი) ლარის ოდენობით და ვ------- ფ-----ის კუთვნილ ,,S---------” მოდელის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენით თ------ ტ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 06 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული თ. ტ------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. მ---------–-ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი თ------ ტ-------ს მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: საქმეზე მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმბული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ------ ტ-------ს ბრალეულობას. განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ არაპირდაპირი მტკიცებულებები, ვერ იქნა დადგენილი თ. ტ-------ს კავშირი მომხდარ ფაქტთან.
პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - თ------ ტ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ----- მ---------–-ას, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება მოითხოვეს;
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- დ--------–--ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა თ------ ტ-------ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ------ ტ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ------ ტ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ვ. ფ-----ის და ს. ხ---------ის, ზ. ბ----ის ჩვენებებით; მოწმეების: მ. ჩ-------ის, ზ. რ-------ის, გ. გ---------ს, ბ. ჯ--–--ის, გ. ხ----–---ს, მ. ც--–--ის, დ. ტ-------ის, გ. დ---–-–---–ის, ლ.ჯ---------ს, გ.გ--------–---–ის, გ.კ-------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2017 წლის 28 ნოემბრის ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოცნობის ოქმებით, 2017 წლის 28 ნოემბრის თ------ ტ-------ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ------ ტ-------ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (მსაჯვრდებული და მისი ადვოკატი) დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
სააპელაციო პალატა თ------ ტ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღრისას მხედველობაში მიიღო თ. ტ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება, მისი ასაკი, დაზარალებულების პოზიცია და მსჯავრდებულის განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, ამასთან, პალატა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად თ.ტ-------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი თ------ ტ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ------ ტ-------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----- მ---------–-ას დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ------ ტ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
თ------ ტ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული წითელი ფერის ფხვიერი მასა მოთეთრო
პოლიეთილენის პარკში, პოლიეთილენის ბოთლი, თ------ ტ-------ს ბინის ჩხრეკისას
ამოღებული რვეულის ფურცელში გახვეული მარცვლები, პოლიეთილენის პარკი და
გაზეთის ქაღალდი მასში მოთავსებული მუქი ფერის მარცვლებით, მოწითალო ფხვიერი მასა პოლიეთილენის პარკში, გაზეთში გახვეული მუქი ფერის მარცვლები, პლასტსმასის პისტოლეტი, სამი ცალი მასრა, თ------ ტ-------სგან აღებული ნერწყის ნიმუში - განადგურდეს;
- მცირე ზომის შავი ფერის გასაღები, უჯრის სახელური - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელს.
- ვ------- ფ-----ისგან ამოღებული ქურთუკი - დაუბრუნდეს ვ------- ფ-----ეს.
- დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეთ მის მესაკუთრეს, ან კანონიერ მფლობელს.
- თ------ ტ-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, ბენდენა, სამი ცალი სანთებელა, ერთი კოლოფი სიგარეტი, ასანთი, ვერხლისფერი ბეჭედი, ასევე ერთი წყვილი ხელთათმანი, შავი ფერის კაშნე, დუტის ქურთუკი, ერთი ცალი დანა, შავი ფერის ჩანთა, სამი ცალი სპორტული შარვალი, უმკლავებო დუტის ქურთუკი, შავი ფეხსაცმელი; ასევე, გასაღები, რაც შესანახად ჩაბარდა დავით ტ------ეს - დაუბრუნდეს თ------ი ტ-------ს ნდობით აღჭურვილ პირს.
- ლ---- მ------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეს ლ---- მ------–---–ს.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სამსუნგის ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი - დაუბრუდეს ვ------- ფ-----ეს.
- ორი ცალი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ,,ლ-------–------------’’ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით. CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით. CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები და თან ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე