განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002610424
საქმე №2ბ/748-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - გ------ ხ--–-–---–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ--–-----–-----ა (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ------ ხ--–-–---–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ლ--–-----–-----ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის სესხის თანხის - 2700 აშშ დოლარის, ელექტროენერგიის დავალიანების - 344.2 ლარისა და წყლის დავალიანების - 151.5 ლარის დაკისრება.
2. გ------ ხ--–-–---–ი სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
2----–-–----------------–ს, ა-–---------- ხ--–-–---–მა ი----- ხ--–-----ას ასესხა თანხა 2700 აშშ დოლარის ოდენობით 2 წლის ვადით. იმავე წლის 24 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი----- ხ--–-----ამ, სესხის თანხის დაბრუნებამდე, ა-–---------- ხ--–-–---–ს ცხოვრების უფლებით დაუთმო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, კ--–--------------, კ-----------.
2-----–-–-------------ს ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა ი----- ხ--–-----ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რომლის თანახმად, ი----- ხ--–-----ას დედამ - ლ--–- ხ--–-----ამ, როგორც მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონება.
2017 წლის 03 აპრილს ა-–---------- ხ--–-–---–მა მოთხოვნის უფლება ი----- ხ--–-----ას მემკვიდრის ლ--–-----–------ას მიმართ დაუთმო გ------ ხ--–-–---–ს.
ვინაიდან, ლ--–-----–-----ას გ------ ხ--–-–---–ისთვის სესხის თანხა არ დაუბრუნებია, გ------ ხ--–-–---–ი ფაქტობრივად ფლობდა ზემოთ მითითებულ საცხოვრებელ ფართს 2----–-–------------–ამდე, მანამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არ მოხდა მისი გამოსახლება.
ფართის ფლობის პერიოდში, გ------ ხ--–-–---–მა დაფარა ი----- ხ--–-----ას ცხოვრების პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით, ასევე წყლის დავალიანება - 151.5 ლარის ოდენობით.
3. მოთხოვნის გამომრიცხავი და მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით ლ--–-----–-----ამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელზე დართულ ხელშეკრულებაში საუბარია მხოლოდ სესხზე და არა ბინის იპოთეკით დატვირთვასა და მის სარგებლობაზე, რადგან ი----- ხ--–-----ა ალ. ხ--–-–---–ს სახელმწიფოს კუთვნილ ბინას გირაოთი ვერ გადასცემდა.
ლ--–-----–-----ასა და გ------ ხ--–-–---–ს შორის არასოდეს დადებულა რაიმე სახის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება დაიდო ი----- ხ--–-----ასა და ა-–---------- ხ--–-–---–ს შორის. რაც შეეხება გ------ ხ--–-–---–ის მიერ ბინის ფლობის ფაქტს, იგი ბინას ფლობდა უკანონოდ, რაც დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებითა და სადავო ფართიდან მოსარჩელის გამოსახლებით.
ამასთან, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა და განმარტა, რომ 2009 წლის 18 თებერვლიდან სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ------ ხ--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1, 129.1 და 130-ე მუხლებზე მითითებით, მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2----–-–---------------–ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 2700 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე იყო ხანდაზმული.
კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ი----- ხ--–-----ასა და ა-–---------- ხ--–-–---–ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2----–-–----------------–ს. ხელშეკრულება გაფორმდა ორი წლის ვადით - 2-----–-–---------------–ის ჩათვლით. შესაბამისად, მსესხებელი ვალდებული იყო 2----–-–---------------–ის ჩათვლით ა-–---------- ხ--–-–---–ისათვის დაებრუნებინა სესხად აღებული - 2700 აშშ დოლარი. სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა, რომ ი----- ხ--–-----ას არც ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და არც შემდგომ აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. ამდენად, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, თანხის დაბრუნების ვადის ამოწურვის მეორე დღიდან - 2----–-–---------------–იდან დაიწყო სახელშეკრულებო მოთხოვნების სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა და ამოიწურა 2----–-–---------------ლს. ა-–---------- ხ--–-–---–ს, აღნიშნულ ვადაში მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია. ხოლო, განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2----–-–---------------ს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, გ------ ხ--–-–---–ის სარჩელი 1---------წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე, იყო ხანდაზმული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მასზედ, რომ გ------ ხ--–-–---–ის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით, ასევე წყლის დავალიანება - 151.5 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა საბონენტო მისამართზე - ქ. თბილისი, კ--–--------------, კ-----------, ი----- ხ--–-----ას ცხოვრების პერიოდში დარიცხულ და ამ უკანასკნელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანებას.
სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-4 მუხლზე, 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 103.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიერ გადახდილ იქნა ი----- ხ--–-----ას მიერ მომხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანება - 344.2 ლარისა და 151.5 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით, აღნიშნული დავალიანება დაგროვებული იყო იმ პერიოდში, როდესაც ი----- ხ--–-----ა ცხოვრობდა სააბონენტო მისამართზე, მდებარე: ქ. თბილისი, კ--–--------------, კ----------- აღნიშნულის დასტურად მოსარჩელეს წარმოდგენილი ჰქონდა 2----–-–------------ს მასსა და სს „თ--–---“ შორის გაფორმებული №---------- ხელშეკრულება-შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ, რომლის თანახმადაც გ------ ხ--–-–---–ს სს „თ--–--ის“ მიმართ არსებული ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 24 თვეზე, ყოველთვიურად - 14.34 ლარის გადახდით. 2----–-–----------ს გ------ ხ--–-–---–სა და შპს „ს-------------------------------–-----“, როგორც შპს „ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც გ------ ხ--–-–---–მა იკისრა ვალდებულება წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად - დავალიანების დაფარვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად დაეფარა 2013 წლის 01 იანვრამდე დარიცხული დებიტორული დავალიანება. ასევე, სს „თ--–--ის“ 2----–-–----------ის სააბონენტო ქვითარი და აბონენტის ბრუნვის ისტორია.
სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დოკუმენტებიდან ნამდვილად დგინდებოდა, რომ გ------ ხ--–-–---–მა იკისრა სააბონენტო მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–--------------, კ----------, დარიცხული ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანების დაფარვა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა, რომ აღნიშნული დავალიანება მოხმარებული და დაგროვებული იყო ზემოთ მითითებულ ბინაში ი----- ხ--–-----ას ცხოვრების პერიოდში.
გარდა ამისა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა, რომ გ------ ხ--–-–---–ი ზემოთ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა 2004 წლიდან 2018 წლის 28 მარტამდე, შესაბამისად მოიხმარდა, როგორც ელექტროენერგიას, ასევე წყალს. ამასთან, სააბონენტო მისამართზე აბონენტად რეგისტრირებული იყო ხ--–-----ი ვ.ი და არა ი----- ხ--–-----ა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
გარდა ამისა, სასამართლოს მოსაზრებით, გ------ ხ--–-–---–მა 0---------წ. სს „თ--–--თან“, ხოლო 0---------წ. შპს „ჯ---------------------------------თან“ გაფორმებული ხელშეკრულებებით სსკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად აღიარა დავალიანების არსებობა და შესაბამისად აღნიშნული დავალიანების გადახდა თავად იკისრა. ამასთან, როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან და მოსარჩელის განმარტებიდან ირკვევოდა, მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანება დაგროვებული იყო 2004 წლამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სავარაუდოდ მოხდა ხანდაზმული დავალიანების დაფარვა, რაც გამორიცხავდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლიდან გამომდინარე (მოსარჩელე ამ მუხლზე მითითებით აფუძნებდა სასარჩელო მოთხოვნას, ლ--–-----–-----ასათვის გ------ ხ--–-–---–ის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის დავალიანების - 344.2 ლარისა და წყლის დავალიანების - 151.5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ) უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევას.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------ ხ--–-–---–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. გ------ ხ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 2----–-–---------------–ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 2700 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, იყო ხანდაზმული. კერძოდ, სასამართლომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად არასწორად მიიჩნია 2----–-–---------------–ი, ხოლო, ხანდაზმულობის ბოლო ვადად 2----–-–---------------ლი.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ 2004 წლის 24 თებერვალს, ა-–---------- ხ--–-–---–სა და ი----- ხ--–-----ას შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმად, ი----- ხ--–-----ამ, ა-–---------- ხ--–-–---–ს სესხის თანხის დაბრუნებამდე, ცხოვრების უფლებით დაუთმო უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, კ--–------------------------.
გ------ ხ--–-–---–ი წარმოადგენს ალექსაბდრე ხ--–-–---–ის უფლებამონაცვლეს, ხოლო, ლ--–-----–-----ა - ი----- ხ--–-----ას უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, გ------ ხ--–-–---–ი უფლებამოსილი იყო ესარგებლა ი----- ხ--–-----ას კუთვნილი და შეთანხმებაში აღნიშნული უძრავი ქონებით. სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ სესხის თანხა ლ--–-----–-----ას მიერ ამ დრომდე არ დაბრუნებულა. უძრავი ქონება, სადაც შეთანხმების საფუძველზე ცხოვრობდა გ------ ხ--–-–---–ი, ლ--–-----–-----ამ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში 2----–-–---------------ს, რომელიც, იმავე დღეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით გადასცა თ----- ბ--------–---–ს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შეთანხმების საფუძველზე, გ------ ხ--–-–---–ი სარგებლობდა უძრავი ქონებით. აღნიშნულს ასევე ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილება. აპელანტის მითითებით, საბოლოოდ მისი სადავო ფართიდან გამოსახლება მოხდა 2----–-–------------–ს. შესაბამისად, გ------ ხ--–-–---–ის მოთხოვნაზე ლ--–-----–-----ას მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან, არამედ, მისი გამოსახლების მომენტიდან, 2----–-–------------–იდან ან/და იმ მომენტიდან, როდესაც ლ--–-----–-----ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრების უფლებით გადასცა თ----- ბ--------–---–ს უძრავი ქონება (2----–-–---------------).
ამასთან, აპელანტის მითითებით, ვინაიდან, ფართის ფლობის პერიოდში გ------ ხ--–-–---–მა დაფარა ი----- ხ--–-----ას ცხოვრების პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება 344,2 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად, ლ--–-----–-----ას უნდა დაეკისროს ელექტროენერგიის ღირებულება, რომელიც მოხმარებულია ი----- ხ--–-----ის მიერ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გ------ ხ--–-–---–ის შესვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8. 1--------- წელს, ა-–---------- ხ--–-–---–სა (გამსესხებელი) და ი----- ხ--–-----ას (მსესხებელი) შორის, სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №-----, რომლის თანახმად, ა-–---------- ხ--–-–---–მა ი----- ხ--–-----ას სესხის სახით გადასცა 2 700 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო ორი წლის ვადით, 2----–-–---------------–ის ჩათვლით (ტომი 1; სფ. 16).
9. 2--------- წელს, ი----- ხ--–-----ასა და ა-–---------- ხ--–-–---–ს შორის, მარტივი წერილობითი ფორმით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი----- ხ--–-----ამ (მსესხებელი), ოჯახის წევრების თანხმობით, მათ მართლზომიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისში, კ--–--------------, კ---------, ცხოვრების უფლებით ორი წლის ვადით (2004 წლის 01 მარტიდან - 2006 წლის 01 მარტამდე) გირაოს სახით დაუთმო ა-–---------- ხ--–-–---–ს.
როგორც ამ ხელშეკრულებიდან ირკვევა, ბინათსარგებლობის პირობებზე შეთანხმება განპირობებული იყო 1--------- წელს, ა-–---------- ხ--–-–---–სა (გამსესხებელი) და ი----- ხ--–-----ას (მსესხებელი) შორის, სანოტარო წესით გაფორმებული უპროცენტო სესხის ხელშეკრულებით.
ბინათსარგებლობის ხელშეკრულების მიხედვით, ი----- ხ--–-----ამ (მსესხებელი) ვალდებულება აიღო სესხად აღებული 2700 აშშ დოლარი ვადის გასვლის შემდეგ დაებრუნებინა გამსესხებლისთვის.
ნიშანდობლივია, რომ ამ ხელშეკრულებას ი----- ხ--–-----ასა და ა-–---------- ხ--–-–---–ის გარდა ხელს აწერენ მათი ოჯახის წევრებიც. კერძოდ, ი----- ხ--–-----ას ოჯახის წევრები: ო. ე------ და დ. ე------; ა-–---------- ხ--–-–---–ის ოჯახის წევრი - გ. ხ--–-–---–ი (დღევანდელი მოსარჩელე) (ტომი 1; ს.ფ. 17).
10. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახნა-განმარტებების საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხისა და ბინათსარგებლობის ერთიანი სამართლებრივი ურთიერთობის ორი ხელშეკრულების ფარგლებში მოქცევა გამოწვეული იყო იმით, რომ ამ ურთიერთობის წარმოშობის მომენტისთვის საცხოვრებელი ბინა, რომლიც სარგებლობის უფლებით ი----- ხ--–-----ის ოჯახმა დაუთმო ხ--–-–---–ებს, ჯერ არ იყო პრივატიზებული და საკუთრების უფლებით აღრიცხული საჯარო რეესტრში მსესხებელ ი----- ხ--–-----აზე, რის გამოც სანოტარო წესით სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის შესახებ ერთიანი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა.
11. უდავოა ის გარემოება, რომ მითითებული სამართალურთიერთობის ფარგლებში ხ--–-----ის ოჯახის მიერ ხ--–-–---–ებისთვის გადაცემული საცხოვრებელი ბინით 2004 წლიდან სარგებლობდა დღევანდელი მოსარჩელე და გამსესხებელ ა-–---------- ხ--–-–---–ის მამა გ------ ხ--–-–---–ი. დადგენილია, რომ გამსესხებლის (ბინით მოსარგებლე, მოსარჩელე) მიერ ფართის გამოთავისუფლება და მსესხებლისათვის (ბინის მართლზომიერი მფლობელი, მოპასუხე) თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა დამოკიდებული იყო ამ უკანასკნელის მიერ სესხად აღებული თანხის უკან დაბრუნებაზე. კერძოდ, ამ ხელშეკრულების მიხედვით, ი----- ხ--–-----ამ (მსესხებელი) ვალდებულება აიღო სესხად აღებული 2700 აშშ დოლარი ვადის გასვლის შემდეგ დაებრუნებინა გამსესხებლისთვის.
12. უდავოა, რომ არც ი----- ხ--–-----ას (გარდაიცვალა 2----–-–---------–--ს) და არც მის მემკვიდრეს, მოპასუხე ლ--–-----–-----ას არ შეუსრულებია ზემოთ მითითებული სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულება. კერძოდ, მათ არც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არც მას შემდეგ დაუბრუნებიათ გამსესხებლისათვის ან/და მისი უფლებამონაცვლისათვის სესხად აღებული თანხა 2 700 აშშ დოლარის ოდენობით (დადგენილია, რომ 1--------- წელს, ნოტარიუს ა-------------------ს მიერ გაიცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ლ--–- ხ--–-----ამ, როგორც ი----- ხ--–-----ას პირველი რიგის მემკვიდრემ - დედამ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, მასში შემავალი აქტივებით, პასივებით, უფლებებით და ვალდებულებებით (ტომი 1; ს.ფ. 20 - სამკვიდრო მოწმობა); დადგენილია ასევე, რომ 0--------- წელს, ა-–---------- ხ--–-–---–მა მასსა და ი----- ხ--–-----ას შორის 2----–-–----------------–ს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ბინის (მდებარე: ქ. თბილისი, კ--–--------------, კ-----------) გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც გამსესხებელი, ფუნქცია- მოვალეობები გადასცა მამამისს - გ------ ხ--–-–---–ს, რათა მას დამოუკიდებლად წარემართა სადავო საკითხები (ტომი 1; ს.ფ. 21-22).
13. დადგენილია, რომ გ------ ხ--–-–---–ი, უძრავი ქონებით, მდებარე, ქ. თბილისში, კ--–--------------, კ---------, სარგებლობდა 2----–-–------------–ამდე; მისი გამოსახლება აღნიშნული ბინიდან მოხდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც გამოტანილი იქნა სადავო ბინის ახალი მესაკუთრის თ----- ბ--------–---–ის სარჩელის საფუძველზე (ტომი 1; ს.ფ. 23-25).
14. 0--------- წელს, გ------ ხ--–-–---–სა და სს „თ--–---“ შორის გაფორმდა №---------- ხელშეკრულება-შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ, რომლის თანახმად, გ------ ხ--–-–---–ს სს „თ--–--ის“ მიმართ არსებული ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 24 თვეზე, ყოველთვიურად - 14.34 ლარის გადახდით. აღნიშნული დავალიანება დარიცხულ იქნა შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი კ--–--------------, კ---------, რეგისტრირებულ №0------ (ხ--–-----ი ვ. ი.) აბონენტზე (ტომი 1; ს.ფ. 26 - სააბონენტო ქვითარი; ს.ფ. 27 - 0---------წ. ხელშეკრულება; ს.ფ. 29-41 - აბონენტის ბრუნვის ისტორია).
15. 0--------- წელს, გ------ ხ--–-–---–სა და შპს „ს-------------------------------–-----“, როგორც შპს „ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმად, გ------ ხ--–-–---–მა იკისრა ვალდებულება წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად - დავალიანების დაფარვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, 2013 წლის 01 იანვრამდე დარიცხული დებიტორული დავალიანებიდან - 151.46 ლარიდან 6 თვის განმავლობაში დაეფარა დავალიანების 60% ანუ 90.84 ლარი თვეში 15.14 ლარის გადახდით. ასეთ შემთხვევაში, აბონენტს ჩამოეწერებოდა მთლიანი დებიტორული დავალიანების 40%. დავალიანება დარიცხულ იქნა შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი კ--–--------------, კ-----------, რეგისტრირებულ №------- (ხ--–-----ი ვ. ი.) აბონენტზე (ტომი 1; ს.ფ. 28 - 0---------წ. ხელშეკრულება).
16. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–---------- ხ--–-–---–სა (გამსესხებელი) და ი----- ხ--–-----ას (მსესხებელი) შორის 2004 წლის თებერვალ-მარტში წარმოშობილი სესხისა და ბინათსარგებლობის ერთიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც დადებული იყო 2 წლის ვადით, მხარეთა (მათი უფლებამონაცვლეების) კონკლუდენტური მოქმედებებით გაგრძელდა უვადოდ და შეწყდა 2----–-–------------–ს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებლისთვის გადაცემული ბინიდან მოსარჩელე გ------ ხ--–-–---–ის გამოსახლებით.
17. სააპელაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას 2 700 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში არასრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სწორად ვერ განსაზღვრა მხარეთა შორის რეალურად აღმოცენებული სამართალურთიერთობის შინაარსი, რასაც შედეგად მოჰყვა ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტის არასწორად დადგენა.
18. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).
19. პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).
20. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
21. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
22. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
23. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
24. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).
25. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებითაც, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა).
26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე (აპელანტი) უთითებს, რომ რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მსესხებელს მიღებული თანხა არ დაუბრუნებია და მხარეებმა გააგრძელეს შეთანხმებული პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობა უვადოდ, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული თანხის მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების ფაქტიურად შეწყვეტიდან, 2----–-–------------–იდან, როდესაც მოხდა მისი სადავო ბინიდან გამოსახლება.
27. სააპელაციო პალატა, აპელანტის ამ მოსაზრებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მისი უფლების დარღვევის შესახებ გაიგო 2----–-–------------–ს, რაც სადავო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა იქნეს მიჩნეული. ამდენად, სეხად გადაცემული 2700 აშშ დოლარის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა დაიწყო 2018 წლის 29 აპრილს. მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2----–-–---------------ს ანუ ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ამოწურვამდე.
28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსი 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივ უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე კოდექსის 1484.1 მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამდენად, აღნიშნული ნორმა ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე.
ვ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე - ლ--–-----–-----ა არის მსესხებლის ი----- ხ--–-----ას პირველი რიგის მემკვიდრე. კერძოდ, ლ--–-----–-----ა არის ი----- ხ--–-----ას დედა, რომელმაც კანონით დადგენილი წესით მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, ის როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე, წარმოადგენს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების უფლებამონაცვლეს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება და ასეთზე არც მოპასუხეს მიუთითებია, რომ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი თანხა (2 700 აშშ დოლარი) აღემატება ლ--–-----–-----ას მიერ მიღებული აქტივის ფარგლებს.
29. რაც შეეხება სარჩელის საფუძვლიანობას, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არ უარყოფს მისი მამკვიდრებლის მიერ ა-–---------- ხ--–-–---–ისგან 2 700 აშშ დოლარის მიღებას. ასევე, არ უთითებს ამ თანხის უკან დაბრუნებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, ა-–---------- ხ--–-–---–სა და ი----- ხ--–-----ას შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან მოპასუხეს წარმოეშობა დავალიანების დაუყოვნებლივი შესრულების ვალდებულება.
როგორც აღნიშნა, დადგენილია, რომ ი----- ხ--–-----ას არ შეუსრულებია მასსა და ა-–---------- ხ--–-–---–ს შორის 2----–-–----------------–ს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. კერძოდ, არ დაუბრუნებია სესხად აღებული - 2700 აშშ დოლარი.
დადგენილია ის ფაქტიც, რომ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ა-–---------- ხ--–-–---–მა დაუთმო მოსარჩელე გ------ ხ--–-–---–ს, რომელსაც ამ თანხის უკან დაბრუნებაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2----–-–------------–იდან, სარჩელით კი სასამართლოს მიმართა იმავე წლის 30 აგვისტოს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში, გ------ ხ--–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ლ--–-----–-----ას გ------ ხ--–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2700.00 აშშ დოლარის გადახდა.
30. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ლ--–-----–-----ასათვის გ------ ხ--–-–---–ის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის დავალიანების - 344.2 ლარისა და წყლის დავალიანების - 151.5 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე აღნიშნულ მოთხოვნას აფუძნებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ გადახდილი ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანება დაგროვებულ იქნა სააბონენტო მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–---------------, კ----------, ი----- ხ--–-----ას ცხოვრების პერიოდში.
31. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მასზედ, რომ გ------ ხ--–-–---–ის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით, ასევე წყლის დავალიანება - 151.5 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა საბონენტო მისამართზე - ქ. თბილისი, კ--–--------------, კ-----------, ი----- ხ--–-----ას ცხოვრების პერიოდში დარიცხულ და ამ უკანასკნელის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანებას.
32. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად (სსსკ-ის 4.1, 102-ე, 103.1 და 105-ე მუხლები), ვერ უზრუნველყო სადავო ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ დადასტურება.
33. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ გადახდილ იქნა ი----- ხ--–-----ას მიერ მომხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანება - 344.2 ლარისა და 151.5 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით, აღნიშნული დავალიანება დაგროვებულია იმ პერიოდში როდესაც ი----- ხ--–-----ა ცხოვრობდა სააბონენტო მისამართზე, მდებარე: თბილისი, კ--–--------------, კ---------. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს: 1. 2----–-–------------ს მასსა და სს „თ--–---“ შორის გაფორმებული №---------- ხელშეკრულება-შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ, რომლის თანახმად, გ------ ხ--–-–---–ს სს „თ--–--ის“ მიმართ არსებული ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 24 თვეზე, ყოველთვიურად - 14.34 ლარის გადახდით; 2. 2----–-–----------ს გ------ ხ--–-–---–სა და შპს „ს-------------------------------–-----“, როგორც შპს „ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც გ------ ხ--–-–---–მა იკისრა ვალდებულება, წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად - დავალიანების დაფარვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად დაეფარა 2013 წლის 01 იანვრამდე დარიცხული დებიტორული დავალიანება. ასევე, 3. სს „თ--–--ის“ 2----–-–----------ის სააბონენტო ქვითარი და აბონენტის ბრუნვის ისტორია.
34. აღნიშნული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ გ------ ხ--–-–---–მა იკისრა სააბონენტო მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–--------------, კ---------, დარიცხული ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანების დაფარვა, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ აღნიშნული დავალიანება მოხმარებული და დაგროვებული იყო ზემოთ მითითებულ ბინაში ი----- ხ--–-----ას ცხოვრების პერიოდში.
35. ამასთან, უდავოა, რომ გ------ ხ--–-–---–ი ზემოთ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა 2004 წლიდან - 2----–-–------------–ამდე. შესაბამისად მოიხმარდა, როგორც ელექტროენერგიას, ასევე წყალს. ამასთან, სააბონენტო მისამართზე აბონენტად რეგისტრირებულია ხ--–-----ი ვ. ი. და არა ი----- ხ--–-----ა.
36. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ------ ხ--–-–---–მა 0---------წ. სს „თ--–--თან“, ხოლო 0---------წ. შპს „ჯ---------------------------------თან“ გაფორმებული ხელშეკრულებებით სსკ-ის 341-ე მუხლის (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას) შესაბამისად, აღიარა დავალიანების არსებობა და ამდენად, აღნიშნული დავალიანების გადახდა თავად იკისრა. ამასთან, როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან და მოსარჩელის განმარტებიდან ირკვევა, მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანება დაგროვებული იყო 2004 წლამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სავარაუდოდ მოხდა ხანდაზმული დავალიანების დაფარვა, რაც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლიდან (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) გამომდინარე უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევას.
37. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა გ------ ხ--–-–---–ის მიერ ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ლ--–-----–-----ასათვის გ------ ხ--–-–---–ის სასარგებლოდ სესხის თანხის - 2700 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, იურიდიულად არ არის დასაბუთებული (ამ ნაწილში სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე და 144-ე მუხლები), რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, გ------ ხ--–-–---–ის სარჩელი და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ლ--–-----–-----ასათვის გ------ ხ--–-–---–ის სასარგებლოდ 2700.00 (ორი ათას შვიდასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში, ლ--–-----–-----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟების (რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე) ნაწილის, ჯამში (2700 აშშ დოლარის 7%) 189 (ას ოთხმოცდაცხრა) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------ ხ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება 2700 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. გ------ ხ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ლ--–-----–-----ას გ------ ხ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 700 (ორი ათას შვიდასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
5. ლ--–-----–-----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟების ნაწილის, ჯამში 189 (ას ოთხმოცდაცხრა) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი