განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
080100118002680475
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002680475

საქმე №1/ბ-11-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ლ-–- ბ---–----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ-–- ბ---–----ის მიმართ (პირადი №6----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–-----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–--------–---–---–----------–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:

 

ლ-–- ბ---–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-–- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

ლ-–- ბ---–----ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალა სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- ბ---–----მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.ქუთაისში, ვ----–---–---–----------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–- ბ---–----მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი----- ს--------–--ეს, კერძოდ, მუშტი დაარტყა რამდენჯერმე თავის, ზურგისა და ბეჭის არეში, რა დროსაც ი----- ს--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ-–- ბ---–----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ-–- ბ---–----ისთვის სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის 500 ლარის ოდენობით შემცირება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ლ-–- ბ---–----ი არ არის ნასამართლევი, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებაა და გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ-–- ბ---–----ის და მისის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ი----- ს--------–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების _ თ------- ს-------–---–ის, ნ---- გ--------ის, რ----- მ-------ის, ნ-----–- ხ-----–---–ის, გ------- ხ------–---ს გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ-–- ბ---–----მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ ლ-–- ბ---–----მა პირველივე დაკითხვისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, საქმეზე ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად თვლის გასაჩივრებული განაჩენით მისთვის დანიშნული ჯარიმის ოდენობის შემცირებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ-–- ბ---–----ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 750 ლარის ოდენობით, რაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ლ-–- ბ---–----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–---- კ-------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.

 

3.ლ-–- ბ---–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.ლ-–- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

 

5.მსჯავრდებულ ლ-–- ბ---–----ისთვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/