განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210017002196325
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002196325

საქმე №2ბ/4469-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

საჩივრის ავტორი - შპს ,,ე-------------–-----ი’’ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ---- ლ-------ა

მოწინააღმდეგე მხარე - ქ-------–----------–----–--------------ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – თ----- ბ-–--ე

დავის საგანი – საიჯარო ქირის გადახდევინება და პირგასამტეხლოს დაკისრება

დავის საგანი საჩივარში - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ქ-------–----------–----–--------------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, დაკმაყოფილდა. ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 პუნქტები და აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი, პირგასამტეხლოს ნაწილში, დაკმაყოფილდა სრულად. შპს „ე-------------–-----ს“ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2015 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით 8 415.00 ლარის ოდენობით. შპს „ე-------------–-----ს“ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 22 ნოემბრიდან აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9.00 ლარის ოდენობით. შპს „ე-------------–-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 430.60 ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით, ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი შპს ,,ე-------------–-----ის’’'მიმართ საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ე-------------–-----ს’’'ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის ანაზღაურება 27 246.57 ლარის ოდენობით. შპს ,,ე-------------–-----ს’’ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2015 წლის 01 მაისიდან - 2017 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით 935 ლარის ოდენობით. შპს ,,---------------–-----ს’’ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 22 ნოემბრიდან აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 1 ლარს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 პუნქტები), სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ-------–----------–----–--------------ის წარმომადგენელმა, რომელმაც ამ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირ განხილვაზე, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 07 ნოემბერს 10:00 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენლმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსკ-ის 70-ე–78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ, სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე 2018 წლის 07 ნოემბერს 10:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლო უწყება 2018 წლის 01 აგვისტოს ჩაბარდა მოპასუხე საზოგადოების დირექტორ ბ--------- ა------–---–ს. მიუხედავად აღნიშნულისა, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დადგენილად უნდა ჩათვლილიყო აპელანტის წარმომადგენლის მიერ საჩივარსა და სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებაში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ქ-------–----------–----–-----------------------------------------ოს 2----–-–------------–ის №ქ-------- გადაწყვეტილებით მოპასუხეს იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა ქ-------–---------------------–-----------–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მდებარე, მისამართზე: ქ. თბილისი, ი-–---------------------------ის მიმდებარედ 2------ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 0---------------) და ქ. თბილისი, ა-----–-------–-----------------ის მიმდებარედ 2------. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 0----------------). აღნიშნული გადაწყვეტილებით, იჯარის ვადა განისაზღვრა 8 (რვა) წლით, საიჯარო პირობები კი განისაზღვრა დანართის შესაბამისად. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მოპასუხის ელექტრონულ განცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს თანდართული საიჯარო პირობები.

- ქ-------–----------–----–-----------------------------------------ოს 2----–-–------------–ის №ქ-------- გადაწყვეტილებაზე თანდართული საიჯარო პირობების 3.1.-3.2. პუნქტების თანახმად, ყოველწლიური საიჯარო ღირებულება შეადგენს 9 000 (ცხრა ათასი) ლარს. საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნეს ყოველწლიურად, არაუგვიანეს ყოველი წლის გასვლის უკანასკნელი დღისა. გადახდის ვადა აითვლება გადაწყვეტილების გაცნობის მომენტიდან.

- ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრული იყო ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ ერთი ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

- საქმეში წარმოდგენილი ქ-------–---------------------------------------------ოს ცხრილით დასტურდება, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა საიჯარო ქირა 27 246.57 ლარის ოდენობით, მათ შორის, პირგასამტეხლო 8 415.00 ლარის ოდენობით და 2017 წლის 22 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 09 ლარის ოდენობით.

- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია შეუსაბამოდ, და არაგონივრულად სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რის გამოც, შპს ,,ე-------------–-----ს’’ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2015 წლის 01 მაისიდან - 2017 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით 935 ლარის ოდენობით. შპს ,,---------------–-----ს’’ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 22 ნოემბრიდან აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 1 ლარს.

- სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე 9-ჯერ შეამცირა სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

- მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ის გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან და არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭირო იყო კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის (სააპელაციო მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოთაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.

კერძოდ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო გონივრული ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან, ხელშეკრულების დარღვევის სიმძიმესთან და მისი დათქმულ ვადაში ჯეროვნად შესრულების მიმართ მოსარჩელის ინტერესთან მიმართებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 პუნქტები და აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

3. საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. საჩივრის ავტორის მითითებით, ვაკე-საბურთალოს რაიონიდან დიღმის მასივის მიმართულებით არსებულმა გადატვირთულმა მოძრაობამ, რაც გამოწვეული იყო 2018 წლის 07 ნოემბერს დაგეგმილი გაფიცვა-ღონისძიებებით, შექმნა საცობი, რამაც დააბრკოლა სააპელაციო სასამართლოში 07 ნოემბერს, 10:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდგეე მხარის წარმომადგენლის გამოცხადება.

იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 07 ნოემბერს ნამდვილად ადგილი ჰქონდა პოლიტიკური პარტიების საპროტესტო აქციებს, საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შ--------------–-------–-–-------------------------------- წლის წერილი.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირ განხილვაზე, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 07 ნოემბერს 10:00 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის, შპს ,,ე-------------–-----ის’’ წარმომადგენელი.

დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ-------–----------–----–--------------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, დაკმაყოფილდა. ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 პუნქტები და აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი, პირგასამტეხლოს ნაწილში, დაკმაყოფილდა სრულად. შპს „ე-------------–-----ს“ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2015 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით 8 415.00 ლარის ოდენობით. შპს „ე-------------–-----ს“ ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 22 ნოემბრიდან აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9.00 ლარის ოდენობით. შპს „ე-------------–-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 430.60 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საქართველოს სსკ-ის 233.1 მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის ბოლო წინადადების ამავე კოდექსის 215.3 მუხლთან შეჯერების შედეგად, პალატა განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 1. საპატიო მიზეზად შეუძლია მიუთითოს ,,სხვა გარემოებებზეც’’, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და 2. რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზანშეწონილობაზე, ეს ორი წინაპირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.

მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი არ მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 233.1 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რომელიმე საფუძველზე. საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2018 წლის 07 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციებით, რამაც შეაფერხა მოძრაობა ვაკე-საბურთალოს რაიონიდან დიღმის მასივის მიმართულებით საავტომობილო გზაზე და შექმნა საცობი. ყოველივე აღნიშნულმა კი გამოიწვია 07 ნოემბერს 10:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა.

როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომჩივანს (საქართველოს სსკ-ის 102-ე და 103.1 მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს (საჩივრის ავტორს) არ წარმოუდგენია სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულება. უფრო მეტიც, საჩივარში მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნევისათვისათვის ,,სხვა გარემოება’’, გამოწვეული უნდა იყო განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის მიერ მითითებული „საპატიო მიზეზი“ არ არის გამოწვეული განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით.

აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ვაკე-საბურთალოს რაიონიდან დიღმის მასივის მიმართულებით არსებული გადატვირთული მოძრაობით, რომელიც გამოწვეული იყო 2018 წლის 07 ნოემბერს დაგეგმილი გაფიცვა-ღონისძიებებით, რამაც შექმნა საცობი, წინააღმდეგობაში მოდის თავად საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან, კერძოდ, შ--------------–-------–-–-------------------------------- წ. წერილის შინაარსთან (1. 2018 წლის 07 ნოემბერს, 14:00 საათსა და 20 წუთზე, ქ. თბილისში, თ---------–------------------------------------–--–---------------- ფიქსირდება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა შეკრება; 2. 2018 წლის 07 ნოემბერს, 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ა------–--–---–--------------- ფიქსირდება გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივი შეზღუდვა; 3. 2018 წლის 07 ნოემბერს, 23 საათსა და 25 წუთზე, ქ. თბილისში, მ--–-----------–---–-------------------–---–------------------ზე ფიქსირდება ნაწილობრივი შეზღუდვა). წარმოდგენილი მტკიცებულებით არ იკვეთება 2018 წლის 07 ნოემბრის 10:00 საათისთვის (სხდომის დაწყების დრო), საჩივარში მითითებულ მონაკვეთზე, მოძრაობის შეფერხების განმაპირობებელი რაიმე გარემოების არსებობა. წარმდგენილი მტკიცებულებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქ. თბილისში, თ---------–------------------------------------–--–---------------- 2018 წლის 07 ნოემბერს, 14:00 საათსა და 20 წუთზე, ფიქსირდებოდა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა შეკრება. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 2018 წლის 07 ნოემბრის 10:00 საათზე. შესაბამისად, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ ადასტურებს ხსენებულ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული პრობლემა (საცობი), მისი არსებობის შემთხვევაშიც კი, ხელს არ უშლიდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს, ტელეფონით დაკავშირებოდა სასამართლოს და ეცნობებინა სასამართლო სხდომაზე დაგვიანების ან გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ხოლო, მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ კანონის ძალით დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ე-------------–-----ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3. ეს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისიწნებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი