განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
820100118002579534
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002579534

საქმე №1/ბ-767-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- ხ------–---–ის

მსჯავრდებულის _ ლ---- თ---------ის

ადვოკატის _ ნ----- თ----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ლ---- თ---------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- თ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ლ---- თ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაუოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების დ---------–-------------------------------------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 2381 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:

 

ლ---- თ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

ლ---- თ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ლ---- თ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ლ---- თ---------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ლ---- თ---------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან _ 2018 წლის 05 ივლისიდან.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და დანა უნდა გადაეცეს სახელმწიფოს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- თ---------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება და განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ---- თ---------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, კუსტარული წესით დამზადებულ ,,Browning’’-ის მოდელის პისტოლეტს მიმსგავსებულ, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის (მაკაროვის) ვაზნების გასასროლ პისტოლეტს, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2018 წლის 5 ივლისს გადაადგილებისას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, 2018 წლის 05 ივლისს, ქ.ბათუმში, ა-----------------------–--–-------–- მდებარე ე.წ. ა------------ის ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას იქნა მისგან ამოღებული.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განაჩენით, ლ---- თ---------ე წარმოადგენდა რა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, 2018 წლის 5 ივლისს, ქ.ბათუმში, ა-----------------------–--–-------–- მდებარე ე.წ. ა------------ის ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს _ დანას.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ---- თ---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- თ----ემ, რომლებმაც ითხოვეს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქება, იმ საფუძვლით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, საქმეში არ არსებობს რაიმე ინფორმაცია ან მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ლ---- თ---------ე აპირებდა იარაღით დანაშაულის ჩადენას, ამიტომ იარაღის ტარების გამო მისთვის ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, უსამართლოა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ლ---- თ---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- თ----ემ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ლ---- თ---------ისათვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დ----- ხ------–---–მა ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ---- თ---------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- თ----ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის: ბრალდებულ ლ---- თ---------ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების _ ნ----- გ-------ის, გ-----ი დ----ის, გ---- ა----–--ის, კ---- ვ------–--ის და ბ------- ა-----ის გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განაჩენით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ---- თ---------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტების უშუალო მოთხოვნას ლ---- თ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, სასამართლო მხოლოდ მითითებული პირობების ერთად არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ---- თ---------ე წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, იგი დაკავებული იქნა ქ.ბათუმში, ა-----------------------–--–-------–- მდებარე ა------------ის ტერიტორიაზე, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და დანა, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ამასთან, ლ---- თ---------ეს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია და იგი იყენებდა დუმილის უფლებას. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ იძლევა მსჯავრდებულ ლ---- თ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველს.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ---- თ---------ეს ყველაზე მკაცრი სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბოლო დანაშაულის ჩადენისას ლ---- თ---------ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, ამდენად, სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, ლ---- თ---------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით განუსაზღვრა 05 წელი, რომლის შემცირების სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას წარმოადგენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ---- თ---------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- თ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ლ---- თ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ლ---- თ---------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- თ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ლ---- თ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ლ---- თ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ლ---- თ---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ლ---- თ---------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 05 ივლისიდან.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებები - ცეცხლსასროლი იარაღი და დანა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გადაეცეს სახელმწიფოს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/