განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100115002359263
საქმე №1/ბ-534-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები - მაკა გორგოძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - გ--- გ--–--ის
ადოვატის - გ--- ქ-------–იას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ--------- ვ-------ის ძე ჭ-------–ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. ნასამართლობის არ მქონე, მისამართი: ქ. სამტრედია, კ--–--------–---–-ს ქ. N5;
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
საბრალდებო დასკვნით რ--------- ჭ-------–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
- ქურდობა ესე იგი მოქალაქის პირადი ქონების ფარული დაუფლება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს და ბინაში უკანონო შეღწევით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქცია);
- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და სადგომში უკანონოდ შეღწევით- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია);
- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და სადგომში უკანონოდ შეღწევით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია);
- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გატაცება პირთა ჯგუფის მიერ წინაწარი შეთანხმებით და ყაჩაღური თავდასხმის გზით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (სსკ-ის 1960 წლის 17 აგვისტოს რედაქცია).
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- არასრულწლოვანი რ--------- ჭ-------–ი 1996 წლის 20 დეკემბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ------ ტ--–----ეს, თ---------- შ-----–იას და ბ------ ა----–---–ს, ურთიერთშორის წინასწარ შეთნხმდნენ ქურდობის გზით, ბინაში შეღწევით გაეტაცებინათ სამტრედიაში, კ-----–-----------ში მცხოვრები ზ. ძ---–--ის კუთვნილი პირადი ქონება. იმავე დღეს, განზრახვის სისრულეში მოყვანის გზით, დაახლოებით 23 საათზე, ისინი მივიდნენ ზ. ძ---–--ის სახლთან, სადაც გათბობის მილის საშუალებით მ------ ტ--–----ე ავიდა სახლის სახურავზე, ჭერიდან შეაღწია სახლის მეორე სართულზე და გააღო კარები, რის შემდეგაც ფარულად გაიტაცეს ზ. ძ---–--ის კუთვნილი ქონება, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 9 545 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
- 1998 წლის 5 მაისს, ძებნაში მყოფი რ--------- ჭ-------–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ----- ა----–---–ს და დაუდგენელ პირს და წინასწარი შეთანხმებით, შეიარაღებული იყვნენ რა გადაჭრილი სანადირო თოფით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და სათამაშო პისტოლეტით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფები, დაახლოებით 22 საათზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა----–-----–--------- ში სავაჭრო ჯიხურში მყოფ ა---------– მ--------იას, რა დროსაც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჯიხურიდან გაიტაცეს 1 ბოთლი არაყი „მოსკოვსკი“ და ერთი ბოთლი ფანტა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 2 ლარის და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი.
- 1998 წლის 6 მაისს დაახლოებით 01 საათზე, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მ----- ა----–---–თან და დაუდგენელ პითან ერთად, თანქონებული იარაღების დემონსტრირებით ისინი ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა----–-----–---------ში მცხოვრებ ი. რ---–---–ის სავაჭრო ჯიხურს, სადაც ამ უკანასკნელის მეუღლის ზ. რ---–---–ის მოკვლის მუქარით გაიტაცეს სარეალიზაციო საქონელი, რითც დაზარალებულს მიდგა 117 ლარის ზიანი.
აღნიშნულის შემდეგ კი, 6 მაისს დაახლოებით 01 საათსა და 15 წუთზე, ისინი ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა----–-----–---------ში მცხოვრებ ი. ჭ-------ს სავაჭრო ჯიხურს და მისი მოკვლის მუქარით გაიტაცეს სარეალიზაციო საქონელი და ფულადი თანხა 70 ლარი, რითაც დაზარალებულს მიადგა 270 ლარის ქონებრივი ზიანი.
- მანვე, 1998 წლის 10 მაისს ღამის საათებში, მ----- ა----–---–თან ერთდ იმყოფებოდა რა ქ. სამტრედიაში კ---------------ში მცხოვრებ ი-----–- კ-----–--ს ქორწილში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშორის წინასწარ მოილაპარაკეს ყაჩღური თვდასხმის გზით გაეტაცებინათ დ-----------–-----–-- გამზირზე განწესში მყოფი პოლიციის თანამშრომლების ტაბელური იარაღი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი 1998 წლის 10 მაისს, დაახლოებით 05 საათზე, რა დროსაც რ--------- ჭ-------–ი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო მ----- ა----–---–ი გადაჭრილი სანადირო თოფით, თავს დაესხნენ დ-----------–-----–-- გამზირზე N334 საცხოვრებელი სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურეობრივი ვაზ-2101 მარკის P------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით მყოფ სამტრედიის შს რაიგანყოფილების პოლიციელებს თ----- ს---------ს და თ---------- ს---------ს. ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით პოლიციის მუშაკებიდან გაიტაცეს 209 ლარის ღირებულების ტაბელური აკს-ის სისტემის N1------ ავტომატი 1 მჭიდით და 30 საბრძოლო ვაზნით, რა დროსაც რ--------- ჭ-------–მა და მ----- ა----–---–მა თანქონებული იარაღიდან პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით აწარმოეს არაერთი გასროლა, რის შედეგად დააზიანეს ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ავტომანქანის დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა 1001 ლარი შეადგინა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით რ--------- ჭ-------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქციით); სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით); სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით) და სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1967 წლის 17 აგვისტოს რედაქციით) წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ-–-------- უ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გამამართლებელი განაჩენი რ--------- ჭ-------–ის მიმართ, იგი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1982 წ. 29 დეკემბრის რედაქცია) და სასჯელის სახით განესაზღვროს 06 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და დაურჩეს 04 წლითა და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდეს ამნისტიის აქტების საფუძველზე და საბოლოოდ განესაზღვროს 01 წლით, 01 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ცნობილ იქნას დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით(2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია და განესაზღვროს 08 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და დაურჩეს 06 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ცნობილ იქნას დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით(2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია და განესაზღვროს 09 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და დაურჩეს 06 წლითა და 09 თვით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ცნობილ იქნას დამნაშავედ სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1967წ. 17 აგვისტოს რედაქცია) და განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტის საფუძველზე შეუმცირდეს ¼ -ით და დაურჩეს 09 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ. ჭ-------–ს განესაზღვროს 09 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ--------- ჭ-------–ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლო სხდომაზედ ბრალდების მხარის მერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული იქნა ფაქტიურად ყველა მტკიცებულება, რაც საკმარისი იყო საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად და უდაოდ იძლეოდა რ--------- ჭ-------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში მოყვანილი არგუმენტები დაუსაბუთებელია, მასში მოყვანილი დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.
გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ რ--------- ჭ-------–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს გ--- ქ-------–იას, რომელიც არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა რ--------- ჭ-------–ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ--------- ჭ-------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს:
1. ქურდობის ეპიზოდი
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ზ------ ძ---–--ის ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ ცხოვრობდა სამტრედიაში, კ-----–---- ქ. N37-ში. 1996 წლის დეკემბრის დასაწყისში, ის თავის შვილთან ერთდ გაემგზავრა თბილისში, ხოლო სახლი მოსავლელად ჩააბარა მის ნათესავს თ------ ხ-–--–-ას. თბილისიდან დაბრუნდა 21 დეკემბერს და შეიტყო მისი სახლის გაქურდვის შესახებ, დაათვალიერა სახლი და გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია დაკარგული ნივთების შესახებ. რამდენიმე ხნის შემდეგ, მას ც. ტ--–----ემ დაუბრუნა ნივთების ნაწილი, რომელმაც უთხრა, რომ ეს ნივთები დილით დახვდა ეზოში და არ იცი თუ ვინ მოიტანა. მისივე განმარტებით მან არ იცოდა ვის შეეძლო ჩაედინა მისი სახლის ქურდობა და ეჭვი არავისზე ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სხით დაკითხულმა ბ------ ა----–---–მა განაცხადა, რომ იგი გასამართლებულია (ზ. ძ---–--ის სახლის გაქურდვის ფაქტზე). აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს მან, მ------ ტ--–----ემ და თ------ შ-----–იამ. მან ამ დანაშაულისათვის მოიხადა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამჟამად ნასამართლობა გაქარწყლებულია. რ--------- ჭ-------–ი მათთან ერთად არ ყოფილა და არც თვითონ, და არც სხვას მისი სახელი არ უხსენებიათ. მას არ ახსოვს რა ჩვენება მისცა 22 წლის უკან, თუმცა დარწმუნებულია, რომ დანაშაული ჩაიდინეს სამმა და შესაბამისად რ--------- ჭ-------–ის სახელი არ უნდა ჰქონდეს ნახსენები სადმე, მათ შორის სასამართლოშიც.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ზაურ ტ--–----ის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მ------ ტ--–----ე არის მისი შვილი. 1996 წლის 23 დეკემბერს, პოლიციამ დააკავა მ------ ტ--–----ე, რომელსაც 20 დეკემბერს პირთა ჯგუფთან ერთად გაუქურდავს ზ. ძ---–--ის სახლი. მან და მისმა მეუღლემ გაიგეს თუ რა ნივთები იყო დაკარგული და დაიწყეს მათი სახლის დათვალიერება იმის გასარკვევად, ხომ არ ინახებოდა მოპარული ნივთები მათ სახლში. დათვალერებისას სამზარეულოში ნახეს 4 კილოგრამი გაუტეხავი კაკალი, რომელიც მათ ოჯახს არ ეკუთვნოდა და მაშინვე წაიღეს პოლიციაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც---–- ტ--–----ემ განაცხადა, რომ მან არაფერი იცის. გაიქურდა ზ. ძ---–--ის სახლი, რასაც აბრალებდნენ მის შვილს მ------ ტ--–----ეს. ნაქურდალი ნივთები ჩაუყარეს ეზოში და დაუბრუნა ძ---–--ეს. მისი შვილი ამ საქმეზე გაასამართლეს და მოიხადა სასჯელი. რ. ჭ-------–ის მშობლები მასთან ერთად მუშაობდნენ. შესაბამისად ბავშვებიც იცნობდნენ ერთნეთს და დადიოდნენ ერთმანეთთან.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 1996 წლის 23 დეკემბერს, სამტრედიაში კ-----–---- ქ.N37-ში მდებარე ზ. ძ---–--ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს სახლის მეორე სართულის მისაღები ოთახში ხის კარადის უჯრაზე, ჭურჭლის შესანახი კარადის ფანჯრის მინაზე, უკანა ოთახში ბუხრის თაროზე დადებულ სტაბილიზატორზე, ამავე ოთახის აღმოსავლეთ ფანჯრის მინაზე, წიგნების შესანახი კარადის ფანჯრის მინაზე აღმოჩენილი და ამოღებულია ხელით თითის კვლები, სულ რვა დაქტილოფირზე, ასევევ სტაბილიზატორი და კარადის უჯრა თითის ანაბეჭდებით, რაც დაილუქა N5- ბეჭდით.
1----–-–----------------- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაქტილოფირებზე გადატანილი და სტაბილიზატორზე არსებული თითის ანაბეჭდები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის არ გამოდგება. შემთხვევის ადგილზე ამოღებული კარადის ყუთზე თითის ანაბეჭდი კი შესაძლოა დატოვებული იყოს ბ. ა----–---–ისაგან.
საქმეში წარმოდგენილი ამოღების ოქმის მიხედვით, 1996 წლის 26 დეკემბერს, სამტრედიაში კ------------ს ქ.N3-ში, ქ. ჯ--------–---–ის მიტოვებული სახლის უკან მდებარე სათვსოდან ამოღებულ იქნა ზ. ძ---–--ის სახლიდან მოპარული ორი - „ტ------–---“ და „ე-–----------–----“ ტელევიზორი.
ბრალდებულების მ. ტ--–----ისა და ბ. ა----–---–ის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმების მიხედვით, მათ მიუთითეს ზ. ძ---–--ის სახლში ჩადენილი ქურდობის გარემოებებზე. ასევე აჩვენეს, რომ ქურდობაში მონაწილეობდა რ--------- ჭ-------–ი.
1996 წლის 30 დეკემბერს საქართვლოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების გამომძიებელი ა. ქ--------ის მიერ სს საქმე N6------ შედგენილია დადგენილება რ--------- ვ-------ის ძე ჭ-------–ის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისხგებაში მიცემის შესახებ, თუმცა დადგენილების გამომტანი უფლებამოსილი პირი ხელმოწერა მასზე არ არის.
1996 წლის 30 დეკემბრის დადგენილებებით რ--------- ჭ-------–ს აღკვეთის ღონიძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.
ჩხრეკის ოქმის მიხედვით, რ--------- ჭ-------–ის სახლის ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები ამოღებული არ ყოფილა.
სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენის მიხედვით, თ---------- ე-–------ს ძე შ-----–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-კის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით მასში, რომ მ------ ტ--–----ესთან, ბ------ ა----–---–თან და არასრულწლოვან რ--------- ჭ-------–თან ერთად 1996 წლის 20 დეკემბერს ჩაიდინა ზ. ძ---–--ის სახლის ქურდობა. თ. შ-----–იას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 4 აპრილის განაჩენით, მ------ ტ--–----ე და ბ------ ა----–---–ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ ზ------ ძ---–--ის პირადი ქონების ქურდობაში და მიესაჯათ შესაბამისი სასჯელი. განაჩენის მიხედვით, მათ აღნიშნული დანაშული ჩაიდინეს რ. ჭ-------–თან და თ. შ-----–იასთან ერთად.
2. ყაჩაღობა (ა. მ--------იას ეპიზოდი)
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ა---------– მ--------იას ჩვენების მიხედვით, იგი ცხოვრობდა სამტრედიაში, დ-----------–-----–-- ქ.N193-ში. იგი ეწეოდა ინდივიდუალურ მეწარმეობას, ჭიშკართნ ჰქონდა ჯიხური სადაც ვაჭრობდა. 1998 წლის 5 მაისს ღამის დაახლოებით 23:20 საათზე, იჯდა ჯიხურთან და უკვე ჯიხურის დაკეტვას აპირებდა, მასთან ქუთაისის მხრიდან მივიდა ორი პიროვნება, ერთ-ერთ მათაგნს მხარზე გადაკიდებული ჰქონდა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი, მეორეს კი ჰქონდა გადაჭრილი თოფი. მან, რომელსაც ავტომატი ჰქონდა, უთხრა, რომ საფლავზე გადიოდნენ და მიეცა არაყი. ა. მ--------ია მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა ბოროტმოქმედებთან და მაშინვე მისცა ერთი ბოთლი არაყი ,,მოსკოვი’’. ავტომატიანმა დახლზე დადებული ლიტრანახევრიანი ბოთლით ფანტაც აიღო და წავიდნენ ისევ ქუთაისის მიმართულებით. დაახლოებით 20 მეტრის გავლის შემდეგ მათ შეუერთდათ მესამე პირი და სამივენი ჩავიდნენ საბურავების აღმდგენი საამქროს ეზოში.
მისივე განმარტებით, შიშის და დაბნეულობის, ასევე იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი სახეს არიდებდა, მეორეს კი სახეზე თვალებამდე კაშნი ჰქონდა აფარებული, რაიმე დამახასიათბელი ნიშნები არ შეუმჩნევია და მათი ამოცნობა არ შეუძლია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ა---------– მ--------იას ეზოს და საცხოვრებელ სახლს, მდებარე სამტრედიაში აღ--–-----–------------------ში. ეზოში რკინის ჭიშკართან დგას ფიცრული სავაჭრო ჯიხური, რომელსაც შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან.
1998 წლის 26 აგვისტოს განაჩენით, მ----- დ-----–-ს ძე ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-კის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-100 მუხლის მეორე ნაწილით - მათ შორის ა. მ--------იაზე ყაჩაღური თავდასხმისათვის. ამ განაჩენის მიხედვით სასამართლო სხდომაზე მ. ა----–---–მა აღიარა ა. მ--------იას ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმა, თუმცა უარყო ის, რომ აღნიშნული განახორციელა რ. ჭ-------–თან ერთად.
3. ყაჩაღობა (ი. რ---–---–ის და ი. ჭ-------ს ეპიზოდი)
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ი. რ---–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობდა სამტრედიაში ა----–-----–ის ქუჩის N279-ში. ზ------ რ---–---–ი არის მისი მეუღლე. სახლის წინ ჰქონდათ სავაჭრო ჯიხური. გზის მეორე მხარეს ჯიხური ჰქონდათ ჭ--------ის ოჯახს. 1997 ან 1998 წელს, თვე და რიცხვი არ ახსოვს, ღამით, მათ კუთვნილ ჯიხურში იყო მისი მეუღლე, თვითონ კი გადასული იყო გზის მეორე მხარეს ი. ჭ-------ს ჯიხურში და საუბრობდა. მისი ჯიხურიდან შემოესმა ხმაური და გადავიდა. ნახა რომ ჯიხურში სამი პირი იყო შესული, ერთს, რომელიც იყო დანარჩენებზე დაბალი, რევოლვერი ჰქონდა მიბჯენილი მისი მეუღლისთვის. დაიწყო ყვირილი, რის გამოც მას მიადეს გადაჭრილი თოფი და უბრძანეს გაჩუმებულიყო. თავდამსხმელებმა წაიღეს სიგარეტები, არაყი, ორცხობილები. ზიანი დაახლოებით 100 ლარი იყო, რაც მ. ა----–---–ის მამამ აუნაზღაურათ. მ. ტ--–----ის დედაც ყოფილა მისული ამ საქმეზე. მან ამის თაობაზე არ იცის, მაგრამ, თითქოს მას უხსენებია ჭ-------–ი. თვითონ მესამეს ვინაობა არ იცის. სახეზე არცერთი არ დაუნახავს შემთხვევისას ვინაიდან ბნელოდა, შუქი არ იყო, ჯიხურში ენთო სანთელი და თავდამსხმელებმა ისიც ჩააქრეს. როდესაც ამ საქმეზე ა----–---–ი და ტ--–----ე დააკავეს, ის დაიკითხა პოლიციის შენობაში წარუდგინეს ფოტოსურათები, თუმცა ვერავინ ამოიცნო.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ი. ჭ-------ს ჩვენებების მიხედვით, იგი ცხოვრობდა სამტრედიაში დ-----------–-----–-- ქ.N285- ში. ჭიშკართნ ედგა სავაჭრო ჯიხური, სადაც ვაჭრობდა გვიან ღამემდე. მისი ჯიხურის მოპირდაპირე მხარეს, გზის გადაღმა, სავაჭრო ჯიხურები ჰქონდათ ზ------ რ---–---–ას და ე------ მ----–----–--ეს. 1998 წლის 5 მაისს, გვიან ღამით დაახლოებით 23;00 საათზე იგი იყო ჯიხურში, რა დროსაც შეამჩნია, რომ გზის მეორე მხარეს, ქუთაისის მხრიდან მოდიოდა სამი ახალგაზრდა. ისინი ხმამაღლა, უწმაწური სიტყვებით საურობდნენ და გაჩერდნენ თ. ს---------ს ეზოს კუთხეში. ამავდროულად მასთან ჯიხურში შევიდა მისი მეზობელი ი. რ---–---–ი, რომლის მეუღლე ზ------ რ---–---–ი გზის მოპირდაპირე მხარეს თავის ჯიხურში იყო. დაახლოებით 00:40 საათზე გაითიშა ელექტროენერგია. ი. ჭ-------მ აანთო ლამპა და დაინახა, რომ ზ. რ---–---–ის ჯიხურშიც აინთო ლამპა. რომელიც მალევე ჩაქვრა, ამასთნავე გაიგონეს ლაპარაკის ხმა, ი. რ---–---–ი სასწარაფოდ წავიდა მისი მეუღლისაკენ გზის მეორე მხარეს, თვითონაც გაყვა და გაჩერდა გზაზე. ამ დროს ჯიხურთან მყოფმა მამაკაცმა დაუძახა, რომ სასწრაფოდ მისულიყო ისიც ჯიხურთან. მას ხელში გადაჭრილი თოფი ეჭირა და უბრძანა შესულიყო ჯიხურში თუმცა იგი არ შევიდა. შეირაღებულმა მამაკაცმა გადაჭრილი თოფი მიადო შუბლზე და დაემუქრა, ასევე უთხრა, რომ იყვნენ ყაჩაღები და კაცისმკვლელები. ზ. რ---–---–ის ჯიხურიდან გამოვიდა ავტომატიანი პირი და წავიდა მისი კუთვნილი ჯიხურისაკენ 10 წუთის შემდეგ გადაჭრილთოფიანმა მამაკაცმა ი. ჭ------- გადაიყვანა მის ჯიხურში, სადაც ნახა, რომ ავტომატიანს მუყაოს ყუთში ჩაწყობილი ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტი და სასმელები, სიგარეტები, ეს ყველაფერი ჩააწყო ალუმინის დიდი ზომის ქვაბში, აიღეს ასევე ნავაჭრი თანხა 70 ლარი, მას დაუბარეს, რომ პოლიციისათვის არაფერი ეთქვათ და გადავიდნენ გზის მეორე მხარე, სადაც მათ შეუერთდა მესამე პირიც, წავიდნენ ისევ ქუთაისის მიმართულებით და ხიდის ქვეშ მიიმალნენ. მისივე განმარტებით, ვინაიდან იყო სიბნელე და სახეები არ დაუნახავს, მას არ შეუძლია არცერთი თავდამსხმელის ამოცნობა.
ეჭვმიტანილ მ----- ა----–---–ის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმის მიხედვით, მითითებული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 1998 წლის 22 მაისს რა დროსაც მ. ა----–---–მა მიუთითა ა. მ--------იას, ზ. რ---–---–ის და ი. ჭ-------ს სავაჭრო ჯიხურებზე და განმარტა, რომ მათზე ყაჩღური თავდასხმა განახორციელა რ. ჭ-------–თან და ი. ტ--–----ესთან ერთად.
ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდნენ მ. ც--–--ე და კ. თ------ე, თუმცა მათი ხელმოწერები ოქმზე არ არსებობს.
1998 წლის 26 აგვისტოს განაჩენის მიხედვით, მ----- დ-----–-ს ძე ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-კის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-100 მუხლის მეორე ნაწილით ა. მ--------იას, ზ. რ---–---–ი და ი. ჭ-------ს კუთვნილ ჯიხურებზე თავდასხმის გზით მათი ქონების გატაცებისათვის. პოლიციის მუშაკებზე ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის გატაცებისათვის და სახელმწიფო ქონების დაზიანებისათვის და სასჯელის ზომად შთანთქმის პრიციპის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, ი. რ---–---–მა 1998 წლის 23 მაისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო რ--------- ჭ-------–ი და განმარტა, რომ 1998 წლის 6 მაისს თავს დაესხა სავაჭრო ჯიხურში და ხელში ეჭირა ავტომატი.’
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, ი. ჭ-------მ 1998 წლის 23 მაისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო რ--------- ჭ-------–ი და განმარტა, რომ 1998 წლის 6 მაისს დაახლოებით 01 საათზე პირთ ჯგუფთან ერთად თავს დაესხა ი. რ---–---–ის, ხოლო შემდეგ მის ჯიხურს თავს დაესხა სავაჭრო ჯიხურს სადაც იგი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო.
4. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გატაცების ეპიზოდი პირთა ჯგუფის მიერ წინაწარი შეთანხმებით და ყაჩაღური თავდასხმის გზით
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ე----–ა კ-----–--მ განაცხადა, რომ წელი ზუსტად არ ახსოვს, იქნებოდა 1997 ან 1998 წელი, მისმა შვილმა შეირთო ცოლი. ჰქონდათ დაახლოებით 50-60 კაციანი სუფრა. როდესაც ყველაფერი დამთავრდა და ყველას ეძინა, მასთან სახლში მივიდა მისთვის უცნობი ორი პიროვნება, რომლებიც არც მანამდე უნახავს და არც მას შემდეგ. მათ უთხრეს, რომ იყვნენ გამარჯვების ქუჩელები. მათთვის იარაღი არ დაუნახავს. არ ახსოვს რა ეცვათ. მათ დალიეს 2-2 ჭიქა ღვინო და წავიდნენ. მანამდე ან მერე რა გააკეთეს არ იცის. მეორე დღეს მისი შვილი ი-----–- და რძალი ე-- წავიდნენ ნათესავის დაბადების დღეზე. პოლიციას ისინი სამარშრუტო ავტობუსიდან ჩამოუყვანია და წაუყვანია პოლიციაში. თვითონაც იქ მიიყვანეს და პოლიციელებისაგან გაიგო რომ მისგან წასვლის შემდეგ იმ ორმა პირმა ყაჩაღობა ჩაიდინაო, ბათუმის პერეეზდთან მანქანას ესროლესო. თუმცა თვითონ არ იცის ისინი იყვნენ თუ არა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----- ა----–---–მა განაცხადა, რომ იგი გასამართლებულია პოლიციელებზე (1998 წლის 10 მაისის ეპიზოდი) და ჯიხურებზე (ა. მ--------იას, ი. რ---–---–ის, ი. ჭ-------ს ეპიზოდი) თავდასხმისათვის. 1998 წელს იგი, მის ნაცნობ დ-----სთან ერთად, რომელიც ლტოლვილი იყო და გვარი არ ახსოვს. მას ჰქონდა ავტომატი და ეცვა ქურთუკი. ბ----------------------- მივიდნენ სადაც პოლიციელები იდგნენ, როგორც ახსოვს იყო სამი პოლიციელი, რომელთა ვინაობა არ იცის. თავდასხმის შედეგად წაიღეს ერთი ავტომატი. ჯიხურებზე თავდასხმის დროსაც დ----- ახლდა და დ-----ს მეგობარი, რომელსაც არ იცნობდა. ჯიხურებიდან წაიღეს ტკბილეული და სიგარეტი. შეიარაღებული იყვნენ ავტომატით, გადაჭრილი თოფით და სათამაშო პისტოლეთით. არცერთი დანაშაულის ჩადენის დროს რ--------- ჭ-------–ი მასთან ერთდ არ ყოფილა, რაც მის მიმართ სასამართლო სხდომაზეც განაცხადა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- კ-----–--მ განაცხადა, რომ 1998 წლის მაისში ჰქონდა ქორწილი. დილით დედამ ე----–ა კ-----–--მ უთხრა, რომ ღამით მოსულა ორი უცნობი მამაკაცი. მას გაუწყვია სუფრა და შემდეგ გაუცილებია. მეორე დღეს გაიგო პოლიციისაგან თავდასხმის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----- თ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ა----–-----–ის ქუჩაზე. სახლის წინ, ეზოში ღობესთან ჰქონდა ჯიხური სადაც ვაჭრობდა. ჯიხურის პირდაპირ, გზის მეორე მხარეს იყო პოლიციელების ტეკი. იდგნენ მანქანით და ყოველთის ჰქონდათ იარაღი. ერთ დილას, გამთენიისას, როდესაც ჯიხურში იმყოფებოდა გაიგონა სროლის ხმა, შეეშინდა და დაიმალა. სროლა გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი. სროლის დასრულების შემდეგ, იქ შეიკრიბნენ მეზობლები და ამის შემდეგ თვითონაც მივიდა. ნახა, რომ პოლიციელების მანქანა იყო დაცხრილული. იქ იყნენ პოლიციელები ს--------- და ს---------, რომლებსაც იცნობდა. მათ თქვეს, რომ დაცხრილეს მანქანა და წაიღეს იარაღიო. მან თავდამსხმელების ვინაობა არ იცის. არც მაშინ იცოდა და ეს თქვა გამოძიებაში დაკითხვის დროსაც.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ე-- ო------ემ განაცხადა, რომ 1998 წელს ჰქონდა ქორწილი. გვიან ღამით მათთან მისულან ჭ-------–ი და ა----–---–ი. მის დედამთილს გაუშლია სუფრა. შემდეგ რა მოხდა არ იცის. მათთან მისული ორი პირი, რომლებიც ჭ-------–ი და ა----–---–ი რომ იყვნენ ამის შესახებ გაიგო პოლიციაში. თვითონ არცერთი უნახავს. მის დედამთილსაც პოლიციამ უთხრა. ჭ-------–ს და ა----–---–ს არ იცნობდა. ა----–---–ი იცოდა მხოლოდ შეხედულებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ო-–--ი კ--–--ემ განაცხადა, რომ 1998 წელს მუშაობდა სამტრედიის პოლიციაში. მაისი თვეში დილით, დილით სამსახურში მისვლისას გაიგო, რომ ბ----------------------- მომხდარა თავდასხმა პიკეტზე. მანქანა ჟიგული 21 11 იყო დაცხრილული და ავტომატური იარაღი წაღებული. ხელმძღვანელობის დავალებით იგი წარმოადგენდა დაზარალებულ ორგანიზაციას გამოძიებაში. როგორც იცის, ამ საქმეზე ა----–---–ი დააკავეს ჭ-------–ი კი გაქცევაშია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------- ს---------მ განაცხადა, რომ არის თ----- ს---------ს შვილი, ამ საქმის შესახებ არაფერი იცის გარდა იმისა, რომ რაღაც ინციდენტი მოხდა, რა დროსაც თ. ს---------ს მეწყვილეს წაართვეს ავტომატი და თ. ს--------- ამის გამო დაითხოვეს სამსახურიდან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ს---------მ განაცხადა, რომ მუშაობდა სამტრედიის შს განყოფილებაში. 1997 ან 1998 წელი იქნებოდა, ზუსტი თარიღი და დრო არ ახსოვს, ის თავის მეწყვილესთან თ----- ს---------სთან ერთად იყო მორიგე და პატრულირებდნენ ვაზ 21 01 მარკის პოლიციის ავტომანქანით. თან ჰქონდა მასზე გაპიროვნებული სამსახურეობრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იდო წინა სავარძლებს შორის. დაახლოებით დილის ხუთი საათისთვის ისინი მივიდნენ კიროვის (ამჟამად ა----–-----–ის) ქუჩაზე, ბ----------------------- და მანქანა დააყენეს გზის გვერდულზე. თვითონ იჯდა საჭესთან, თ. ს--------- კი მის გვერდით. რამდენიმე ხანში შეამჩნიეს ბათუმის პერიეზდის მხრიდან მათკენ მიმავალი ორი პიროვნება, რომლებსაც ეცვათ გრძელი ქურთუკები. როდესაც მიუახლოვდნენ 15-20 მეტრში ამოიღეს ავტომატი და დაიწყეს სროლა მანქანის მიმართულებით. თ.ს--------- და მისი მეწყვილე ვერაფერს ახერხებდნენ. თავდამსხმელები მივიდნენ მანქანასთან და მოსთხოვეს გადმოსვლა. ამასობაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შემოუარა მანქანას, მივიდა მძღოლის მხარეს, გადაჭრილი თოფიდან ესროლა მანქანის კარს და მეორეს უთხრა, რომ იარაღი იყო მანქანაში. ისინი გადმოიყვანეს მანქანიდან. დააყენეს ღობესთან, აიღეს ავტომატი და წავიდნენ ისევ ბათუმის პერიეზდის მიმართულებით. სროლისას დაზიანდა ავტომანქანა, ასევე მასში დამონტაჟებული გადამცემი სადგური. რის გამოც ვერ დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებას. პოლიციაში დარეკა მოქალაქემ და ისინიც მოვიდნენ.
მისივე განმარტებით, მას რ--------- ჭ-------–ი არც მანამდე და არც ამ ინციდენტის შემდეგ არ უნახავს. თავდამსხმელი რომ რ--------- ჭ-------–ი იყო გაიგო პოლიციელებისაგან, კერძოდ უთხრეს, რომ თავდამსხმელები იყვნენ მ. ა----–---–ი და რ. ჭ-------–ი, რომლებიც იყვნენ ქორწილში, ნაჩხატაურში. მათ ქორწილშიც უსვრიათ იარაღიდან. პოლიციამ მოიპოვა ამ ქორწილის კასეტა რომელსაც უყურა მთელმა პოლიციამ და ანახეს მას ჭ-------–ი ფირზე. ამის შემდეგ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა და მას არ გასჭირვებია რ. ჭ-------–ის ამოცნობა.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული თ----- ს---------ს ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობა სამტრედიის შს რაიგანყოფილებაში საგზაო პოლიციის ინსპექტორად. 1998 წლის 9 მაისის დილის 9 საათიდან 10 მაისი 9 საათმდე იყო მორიგე. მასთან ერთდ მორიგე იყო მისი მეწყვილე თ. ს---------. მორიგეობისას სარგებლობდნენ მისი სამსახურეობრივი ავტომანქანით ვაზ 2101. 1998 წლის 10 მაისს, დაახლოებით 5 საათისათვის ისინი იმყოფებოდნენ დ. ა----–-----–ის გამზირის N334 სახლის ჭიშკართან. მას იარაღი არ ჰქონდა. თ. ს---------ს კი ჰქონდა აკს-ის სისტემის ავტომატური იარაღი, რომელიც იდო წინა სავარძლებს შორის. ვინაიდან ციოდა და არც მოძრაობა იყო, ორივენი ისხდნენ ავტომანქანაში. თ ს-------- საჭესთან, თვითონ მის გვერდით. ადგილზე მისვლიდან დაახლოებით 5 წუთში, 10-15 მეტრის მოშორებით მათ დაინახეს მათკენ მიმავალი ორი პირი, როდესაც ისინი მანქანას 3 მეტრში მიუახლოვდნენ ერთერთმა მათაგანმა უცებ გამოაჩინა ავტომატი და დაიწყო სროლა ავტომანქანის საბურავების მისამართით, თან იძახდა იარაღი იარაღი და თან აგინებდა მათ. იგი მაშინვე ჩავიდა მანქანიდან და უთხრა რომ იარაღი არ ჰქონდა. მეორე პირი მანქანასთან მივიდა თ. ს---------ს მხრიდან, უღერებდა გადაჭრილ თოფს, არ აძლევდა მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას და თან ეძებდა იარაღს. ამასობაში მეროემ დაუძახა ავტომატიანს, აგერაა მაგათი იარაღიო. ამის შემდეგ ავტომატიანმა შემოუარა მანაქანას და დაუწყო სროლა, დააზიანა ასევე მანქანაში ჩამონტაჟებული გადამცემი. გადაჭრილთოფიანმა მძღოლის მხრიდან ესროლა ავტომანქანის კარს. ამის შემდეგ მათ წაიღეს ავტომატი და წავიდნენ იქით საიდანაც მოვიდნენ, თან ავტომატს ისროდნენ ჰაერში. თავდამსხმელთაგან ერთი იყო მაღალი, სუსტი, ფერმკრთალი, „რიჟა“ თმებით, ხოლო მეორე იყო სუსტი, შავგრემანი შავი თმით. სხვა გარეგნული დახასიათება არ შეუძლია მისივე განმარტებით ინციდენტი მოხდა დილის ხუთ საათზე, გათენებული არ იყო.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, თ------ ს---------მ 1998 წლის 22 მაისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო რ--------- ჭ-------–ი და განმარტა, რომ რ. ჭ-------–ი ამოიცნო სახით და თმით. სწორედ იგი დაესხა თავს მას და თ.ს---------ს პოლიციის ავტომანქანაში. მას ეჭირა ხელში ავტომატი და დააზიანა პოლიციის ავტომანქანა.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, თ----- ს---------მ 1998 წლის 25 მაისს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო რ--------- ჭ-------–ი და განმარტა, რომ რ. ჭ-------–ი ამოიცნო სახით და თმით. სწორედ იგიდაესხა თავს მას და თ ს--------- პოლიციის ავტომანქანაში და ავტომატიდან გასროლით დააზიანა ავტომანქანა.
საქართველის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის ექსპერტიზისა და სერთიფიკაციის შპს „ქ------------------“ 1998 წლის 15 მაისის N2-- დასკვნით დადგენილია, რომ პ--–---- სახელწიფო ნომრის მქონე ვაზ 2101 მრაკის ავტომანქანას აღენიშნება დაზიანებები. მიყენებული ზარალის საერთო თანხა შეადგენს 696 ლარს, აღსადგენად საჭირო თანხა კი 1001 ლარს.
1998 წლის 10 მაისს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, სამტრედიაში ა----–-----–ის გამზირის N334-საცხოვრებელი სახლის წინ, სამტრედია ბათუმის გზის მარჯვენა მხარეს დგას ავტომანქანა ვაზ 2101 სახ. ნომრით პ--–---- შავ-თეთრი შეფერილობით წარწერით საგზაო პოლიცია. ატომანქანას დაშვებული აქვს საბურავები და ეტყობა დაზიანებები, ნატყვიარები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა და დაილუქა ტყვიის გულები, საფანტი და ტიზები.
იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს საექსპერტო- კრიმინალისტიკური განყოფილების 1998 წლის 10 მაისის N1---- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 24 ცალი 5,45 მმ კალიბრის 1974 წლის ნიმუში ვაზნები გასროლილია ერთი და იგივე კალაშნიკოვის სისტემის ავტომატიდან. 34 ტყვიის მარცვალი წარმოადგენს საფანტს. 5 ცალი მუყაოს საცობი დამზადებულია 12 კალიბრის სანადირო ვაზნების გასაწყობად. პ--–---- ა/მანქანის წინა მარცხენა კარზე არსებული დაზიანება მიყენებულია გასროლილი საფანტის მუხტის ზემოქმედებით გარედან შიგნით, ზემოდან ქვემოთ მიმართულებით, ხოლო სხვა დაზიანებები 5,45მმ კალიბრის ტყვიების ზემოქმედების შედეგად.
1998 წლის 26 აგვისტოს განაჩენის მიხედვით, მ----- დ-----–-ს ძე ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ-კის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეორე ნაწილით, 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-100 მუხლის მეორე ნაწილით ა. მ--------იას, ზ. რ---–---–ი და ი. ჭ-------ს კუთვნილ ჯიხურებზე თავდასხმის გზით მათი ქონების გატაცებისათვის. პოლიციის მუშაკებზე ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის გატაცებისათვის და სახელმწიფო ქონების დაზიანებისათვის და სასჯელის ზომად შთანთქმის პრიციპის გამოყენებით განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თ----- ხ-–---იამ განაცხადა, რომ შემთხვევისას იგი პოლიციაში არ მუშაობდა. სამტრედიის პოლიციაში მუშაობა დაიწყო 2004 წელს და წარმოადგენს მოსარჩელს და ითხოვს ზარალის ანაზღაურებას, რაც შეადგენს 1210 ლარს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და რ. ჭ-------–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რაც საკმარისი იყო ჭეშმარიტების დასადგენად და უდაოდ იძლეოდა რ--------- ჭ-------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს, კერძოდ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
განსახილველ საქმეზე ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღების ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები;
სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნებულ იქნა ზ. ძ---–--ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ 1996 წლის დეკემბერში გაიქურდა მისი სახლი. მან არ იცის ვის შეეძლო ჩაედინა მის სახლის ქურდობა, ეჭვი არავისზე ჰქონდა.
მოწმე ბ. ა----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის გასამართლებულია ზ. ძ---–--ის სახლის გაქურდვის ფაქტზე. აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს მან, მ. ტ--–----ემ და თ. შ-----–იამ. რ. ჭ-------–ი მასთან ერთად არ ყოფილა.
მოწმეების: ზ. ტ--–----ის და ც. ტ--–----ის ჩვენებებით დასტყურდება, რომ მათი შვილი იქნა გასამართლებული ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, რომ ნაქურდალი ნივთები ჩაუყარეს ეზოში, რაც დაუბრუნდა ძ---–--ეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის თითის კვლებთან დაკავშირებით. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებული კარადის ყუთზე თითის ანაბეჭდი შესაძლოა დატოვებული იყოს ბ. ა----–---–ისაგან.
ამოღების ოქმით კი მიტოვებული სახლის უკან მდებარე სათავსოდან ამოღებულ იქნა ზ. ძ---–--ის სახლიდან მოპარული ორი ტელევიზორი.
ამდენად, მოცემული ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ 1996 წლის 20 დეკემბერს მოხდა ქურდობა, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით და გატაცებულ იქნა ზ. ძ---–--ის კუთვნილი ქონება, რაშიც მონაწილეობას იღებდნენ ბ. ა----–---–ი, მ. ტ--–----ე და თ. შ-----–ია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიმე მტკიცებულება, გარდა საქმეში წარმოდგენილი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 0--------–----------------- განაჩენებისა მ. ტ--–----ის და ბ. ა----–---–ის მიმართ, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა რ. ჭ-------–ი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, ხოლო მხოლოდ წარმოდგენილი განაჩენები მ. ტ--–----ის და ბ. ა----–---–ის მიმართ საფუძვლად ვერ დაედება რ. ჭ-------–ის მსჯავრდებას.
რაც შეეხება 1998 წლის 05 მაისს სამტრედიაში, ა----–-----–ის ქ. N198-ში სავაჭრო ჯიხურში მყოფ ა---------– მ--------იაზე ყაჩაღურ თავდასხმას, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ეპიზოდშიც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა რ. ჭ-------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, კერძოდ, დაზარალებულ ა. მ--------იას ჩვენებით დასტურდება მხოლოდ მასზე განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტი, მას თავდამსხმელების ამოცნობა არ შეეძლო და არც იცოდა მათი ვინაობა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ა. მ--------ია ცხოვრობს სამტრედიაში, ა----–-----–ის გამზ. N193-ში და ეზოში, ჭიშკართან უდგას ჯიხური. მ. ა----–---–მა უარყო ა. მ--------იას ჯიხურზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა, იგივე განმარტება აქვს მას მიცემული მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას.
რაც შეეხება ასევე შემდეგ ეპიზოდებს, კერძოდ, ი. რ---–---–ის და ი. ჭ-------ს ეპიზოდებს, 1998 წლის 06 მაისს განხორციელებულ ყაჩაღობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გატაცებას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და ყაჩაღური თავდასხმის გზით (1998წ. 10 მაისი), პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დაკითხული დაზარალებულების ჩვენებებს. ი. რ---–---–ისა და ი. ჭ-------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ყაჩაღური თავდასხმისას ბნელოდა, არ იყო ელექტროენერგია და თავდამსხმელებმა ჯიხურში ანთებული სანთელი ჩააქრეს, რის გამოც მათ დამნაშავეების სახეები არ დაუნახავთ.
სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ი. ჭ-------ს და ი. რ---–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების გათვალისწინებით, მათ მიერ რ. ჭ-------–ის ამოცნობა არ უნდა იქნეს გამოყენებული რ. ჭ-------–ის ბრალეულობის შესაფასებლად.
რაც შეეხება ეჭვმიტანილ მ. ა----–---–ის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმს, აღნიშნულ დოკუმენტს ხელს არ აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე დამსწრეები მ. ც--–--ე და კ. თ------ე, რაც იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონის სავალდებული მოთხოვნა იყო.
პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ თ. ს---------ს პირველი ინსტნაციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, (პოლიციის თანამშრომლებზე ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის გატაცების ეპიზოდი, 1998 წლის 10 მაისი), რომლითაც დასტურდება, რომ რ. ჭ-------–ის ფოტოსურათით ამოცნობამდე მას აყურებინეს ვიდეოკასეტაზე ჩაწერილი ქორწილი და აჩვენეს რ. ჭ-------–ი, რის შემდეგაც ფოტოსურათით ამოცნობა აღარ გაჭირვებია. მიუხედავად იმისა, რომ რ. ჭ-------–ი მას არც ამ შემთხვევამდე და არც მერე არასოდეს უნახავს ფიზიკურად. მისივე ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ ამ ვიდეოჩანაწერს პოლიციაში ყველამ უყურა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულების თ. ს---------ს და თ. ს---------ს მიერ რ. ჭ-------–ის ამოცნობა არ უნდა იქნეს გამოყენებული რ.ჭ-------–ის ბრალეულობის შესაფასებლად.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეებს, ი. კ-----–--ს, ე. ო------ის ჩვენებებს, მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ ქორწილის დასრულების შემდეგ მივიდა ორი უცნობი პირი, დალიეს ორი ჭიქა ღვინო და წავიდნენ. შემდეგ კი პოლიციაში უთხრეს, რომ ერთი იყო რ. ჭ-------–ი.
მოწმე მ. თ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან გაიგონა სროლის ხმა, შეეშინდა და დაიმალა, რის გამოც არაფერი დაუნახავს.
მოწმე მ. ა----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას რ. ჭ-------–ი მასთან ერთად არ ყოფილა.
ამდენად, მოცემული ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ო. კ--–--ისა და თ. ხ-–---იას ჩვენებებით, მ. ა----–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დასტურდება, რომ 1998 წლის 10 მაისს, დაახლოებით 05:00 საათზე სამტრედიაში, ა----–-----–ის გამზირზე N334 სახლის წინ პოლიციის თანამშრომლებზე თ. ს---------სა და თ. ს---------ზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის ფაქტი. ხოლო აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში რ. ჭ-------–ის მონაწილეობის დამდასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულად გამორიცხავს ბრალდების მხარის მოსაზრებათა საფუძვლიანობას რ--------- ჭ-------–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
ამავე კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ რ--------- ჭ-------–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქციით); სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით); სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით) და სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1967 წლის 17 აგვისტოს რედაქციით) წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი რ--------- ჭ-------–ის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლით, 546-ე, 547-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ-–-------- უ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი რ--------- ჭ-------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
რ--------- ჭ-------–ი საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1982 წლის 29 დეკემბრის რედაქციით); სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით); სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით) და სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1967 წლის 17 აგვისტოს რედაქციით) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
რ--------- ჭ-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ რ--------- ჭ-------–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე
მარინე იმერლიშვილი