განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
080100118002334905
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002334905

საქმე №1/ბ-7-8-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორ _ ნ---- ზ-------–---–ის,გამართლებულ - კ------- ლ----------ის,ადვოკატ - ო----- რ-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------- გ-------ის ძე ლ----------ის მიმართ, დაბადებული 197- წლის 02 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული ო-------ის რაიონი სოფელი ც------, ფაქტობრივად მცხოვრები: წყალტუბო, 9-------–-ს მე-3 შესხ. #3---

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

კ------- ლ----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ქუთაისში ი-–-- ჭ-------ის გ---------- სავაჭრო ცენტრ ,------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნასამართლევი კ------- ლ----------ი შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდა ი---- ა------ის კუთვნილ ერთ ცალ ზურგჩანთასა და ორ ცალ ხელჩანთას. კ------- ლ----------ის ქმედებით ი---- ა------ეს შესაძლოა მისდგომოდა 70 (სამოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით კ------- ლ----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ------- ლ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულ კ------- ლ----------ს განემ-----ა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---- ზ-------–---–მა, რომელიც ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი და კ------- ლ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის ი---- ა------ის, მოწმეების - ჟ--–---ა ს--------–-ძის, ნ--- მ--–--------ის და გამომძიებლების პ----- ხ----–--ს და ი-–-- ს-----ის ჩვენებებით, ალკოჰოლორი ექსპერტიზის დასკვნით, ამოღების ოქმით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ------- ლ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს ნ---- ზ-------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ კ------- ლ----------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ო----- რ-----ეს, რომლებმაც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კ------- ლ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ი---- ა------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქალაქ ქუთაისში, ჭ-------ის გ---------- სავაჭრო ცენტრ „-----------–--- წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარე სავაჭრო დახლზე ყიდის ჩანთებს. 2018 წლის 26 იანვარს ჩვეულებრივ მუშაობდა, დაახლოებით 16:30 საათზე ნახა, რომ მაგიდაზე არ იყო ჩანთა გაიხედა და დაინახა, რომ მამაკაცს ეჭირა ჩანთა ხელში, დაუყვირა მას, მანაც დააგდო ჩანთა და გაიქცა. ის დაედევნა გაქცეულს, რადგან კიდევ ორი ჩანთა არ იყო დახლზე(ივარაუდა, რომ მისი წაღებული იქნებოდა). ამ დროს იქვე მყოფი პ---–-–--- თანამშრომელი შეეკითხა - „რატომ მისდევო“, - უპასუხა, რომ იმ პიროვნებას წაღებული ჰქონდა მისი ჩანთა. პოლიციელმა მაშინვე ტაქსში ჩაჯდომის დროს დააკავეს. იქვე ხალხიც შეიკრიბა, მან უთხრა პოლიციელს, რომ გაეშვა დაკავებული, რადგან ჩანთა მას არ ჰქონდა. საუბარია ერთ 20 ლარიან ზურგჩანთაზე და ორ ყვავილიან ჩანთაზე ღირებულებით 25-25 ლარი. მოწმე განმარტავს, რომ ხელჩანთის აღების მომენტი მას არ დაუნახავს; იგი მარტო მუშაობს დახლთან; მას აღნიშნული შემთხვევის დღეს დაახლოებით 25 ცალი ჩანთა ელაგა დახლზე; როდესაც იგი იმ მამაკაცს მისდევდა, მას ხელჩანთები ხელში არ ეჭირა; მანძილი მათ შორის იქნებოდა დაახლოებით 1 მეტრზე მეტი; მოქწმის განმარტების იგი დახლთან დაბრუნდა 5-10 წუთში, ამ დროს დახლი იყო მიტოვებული; დაბრუნებისას ის ორი ხელჩანთაც დახლზე დახვდა. ბრალდებული მათ დაბრუნებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა და მას არ შეუძლია ახსნას როგორ აღმოჩნდა ეს ხელჩანთები მის დახლზე.

 

მოწმის სახით დაკითხული ჟ--–---ა ს--------–-ძის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქუთაისში ჭ-------ის გ----------, ი---- ა------ის დახლთან ახლოს, მის გვერდით. ი---- ვაჭრობს ხელჩანთებით. შემთხვევის დღეს მას ჩანთის აღების მომენტი არ დაუნახავს, არც ის დაუნახავს ვინ აიღო, მხოლოდ გაიგონა ი----ს ნათქვამი „ფული არ მოუციაო“ და დაინახა, რომ ი---- გაეკიდა მამაკაცს, რომელმაც დააგდო ჩანთა და გაიქცა. ი---- დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა უკან. ის პიროვნება, ვინც ჩანთა აიღო მან არ იცის. ი----ს არყოფნისას მის დახლს იგი აქცევდა ყურადღებას, მას ამ დროის განმავლობაში ი----ს დახლიდან არაფერი გაუყიდია და არც დაუნახავს, რომ ვინმეს დახლზე რაიმე დაედოს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ--- მ--–--------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისში, ჭ-------ის N67-ში გარე სავაჭრო დახლზე, ი---- არის მასთან ახლოს 300-400 მეტრში. ი---- ვაჭრობს ქალის ჩანთებით. შემთხვევის დროს მას კლიენტი ყავდა, ტელეფონის ნომერს ყიდიდა და არაფერი დაუნახავს, გაიგონა მხოლოდ ჩოჩქოლის ხმა და დაინახა პოლიციელები. მოგვიანებით გაიგო რომ ჩანთა დაიკარგა და ქალბატონს მოპარეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ პ----- ხ----–--ს ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო ს-----------–--- პ---–-–--- პ------– განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 26 იანვარს იმყოფებოდა ი. ჭ-------ის გ---------- ,,გ----------–--’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 16:30 საათზე, შემოესმა ქალბატონის ხმა, რომელიც მისდევდა მამაკაცს უკან და ეძახდა, რომ მიეცა მისთვის ჩანთები, აღნიშნულ პიროვნებას ორი ჩანთა მიჰქონდა თან და გარბოდა. მოწმე მიხვდა რომ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და გაეკიდა, გაქცეული პირი ჩაჯდა ტაქსში, მაგრამ მან გააჩერა ავტომანქანა და აღნიშნული პიროვნება ჩამოიყვანა ტაქსიდან. იქვე შეიკრიბა ხალხი და ეუბნებოდნენ, რომ გაეშვა ის ადამიანი, ერთი ჩანთის გამო არ უნდა დაეკავებინა. ამ დროს მას მთელი ყურადღება დაკავებულზე ჰქონდა გადატანილი და დაზარალებული სად იყო არ დაუნახავს. ის არ დალაპარაკებია დაზარალებულს და არც რაიმე შეკითხვა დაუსვამს მისთვის, რადგან ამის დრო არ ჰქონდა. ბრალდებულის დაკავებისთანავე დაუკავშირდა მის უფროსს ი-–-- ს-----ეს და შეატყობინა დანაშულის შესახებ, რომელმაც გამოუშვა ჯგუფი, მათ შორის იყო გ--- ხ----–-ძე. დაკავებისას ბრალდებულს რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც გაქცევას ცდილობდა. დაკავებული აღმოჩნდა კ------- ლ----------ი. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ქალის ხმა შემოესმა - „მომეცი ჩანთებიო“, ის ამ ქალის უკან იმყოფებოდა 2-3 მეტრში, ხოლო ბრალდებული იყო ამ ქალის წინ 3 მეტრში; დაკავების დროს კ------- ლ----------ს ჩანთები აღარ ეჭირა ხელში, შეიძლება იქვე გადამალა, არ იცის სად წაიღო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ი-–-- ს-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 01 მაისამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო ს-----------–--- პ------–- განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2018 წლის იანვრის თვეში მას დაუკავშირდა პ----- ხ----–-- და უთხრა, რომ დაკავებული ჰყავდა პიროვნება და ითხოვა დახმარება. მან გამოიძახა ჯგუფი, შეადგინა პატაკი და მოახსენა უშუალო ხელმძღვანელს აღნიშნულის შესახებ. სხვა საგამოძიებო მოქმედება აღნიშნულ საქმეზე მას არ ჩაუტარებია.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ------- გ--------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო ს-----------–--- პ---–-–--- პ------– განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 26 იანვარს, პ---–-–--- პ------– განყოფილებაში დაწყებული იქნა გამოძიება კ------- ლ----------ის მიერ მოქალაქე ი---- ა------ის კუთვნილი ხელჩანთების ძარცვის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე პ---–-–--- თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა კ------- ლ----------ი, საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა მოქალაქე ი---- ა------ე, რომელსაც გაეცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და განემარტა უფლებები მის მიერ. ხოლო რაც შეეხება დადგენილებას ბრალდების შესახებ იგი კ------- ლ----------ს გააცნო გამომძიებელმა გ--------ემ 2018 წლის 28 იანვარს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად. ბრალდებული კ------- ლ----------ი არ დაეთანხმა ბრალდების დადგენილებას, რაზედაც დაფიქსირებულ იქნა მისი პოზიცია შესაბამის ოქმში.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ------- მ--------ძის ჩვენების თანახმად დგინდება, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო ს-----------–--- პ---–-–--- მ------- განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 26 იანვარს ქუთაისის საქალაქო ს-----------–--- პ---–-–--- პ------– განყოფილებაში დაიწყო გამოძიება კ------- ლ----------ის მიერ განხორციელებული ძარცვის ფაქტზე. მის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმის სახით ი---- ა------ე, მოწმემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მასთან ინახებოდა გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე მისივე კუთვნილი ზურგჩანთა და ორი ხელჩანთა, ის ნივთები, რომელსაც კ------- ლ----------ი აშკარად დაეუფლა, თუმცა ეს შენიშნა ი---- ა------ემ და დაედევნა მას, რა დროსაც კ------- ლ----------მა ჩანთები ძირს დააგდო და გაიქცა. აღნიშნული ჩანთები ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ, პ---–-–--- განყოფილების შენობაში, რაზედაც შედგა ოქმი და დაილუქა ადგილზე, რასაც გაეცნო მოქალაქე ი---- ა------ე და მოაწერა ხელი.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 26 იანვრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 იანვარს

16:35 საათზე, ქ. ქუთაისში, ი. ჭ-------ის გ----. N54-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის საქალაქო ს-----------–--- პ---–-–--- პ------–- განყოფილების გამომძიებელმა პ----- ხ----–--მ დანაშაულზე წასწრების მოტივით დააკავა კ------- ლ----------ი. დაკავებულს მისივე თანხმობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას ამოუღეს პირადი ნივთები, ხოლო საქმისათვის მნიშვნელოვანი კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთი ან საგანი არ ამოღებულა. ოქმი ხელმოწერილია დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების პ----- ხ----–--ს და უბნის ისპექტორ- გამომძიებლის გ--- ხ----–-ძის მიერ. ოქმს გაეცნო პირადად კ------- ლ----------ი, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 იანვარს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა პ----- ხ----–--მ ი---- ა------ისაგან, მისივე თანხმობით ამოიღო: ქალის შავი ფერი ტყავის ზურგჩანთა, რომელიც დაილუქა N1 პაკეტში N-------- ლუქის ბეჭდით; შავი ფერის ქალის ხელჩანთა წინა მხარეს წითელი ვარდის გამოსახულებით რომელიც დაილუქა N2 პაკეტში N-------- ლუქის ბეჭდით; შავი ფერის ქალის ხელჩანთა წინა მხარეს წითელი და შავი ფერის ყვავილებით, რომელიც დაილუქა N3 პაკეტში N-------- ლუქის ბეჭდით. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 იანვრის N------- განჩინებით.

 

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს კ------- ლ----------ის მხრიდან ძარცვის მცდელობის ჩადენის ფაქტს.

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ კ------- ლ----------მა დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო კ------- ლ----------ი უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

კ------- ლ----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

კ------- ლ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კ------- ლ----------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ კ------- ლ----------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- დაზარალებულისაგან ამოღებული შავი ფერის ტყავის ზურგჩანთა, შავი ფერის ქალის ორი ცალი ხელჩანთა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო ს-----------–--- პ---–-–--- პ------– განყოფილებაში - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- კ------- ლ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რაც შესანახად ჩაბარდა ლ-----ა ლ----------ს - დაუბრუნდეს კ------- ლ----------ს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე