განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002249993
საქმე №1/ბ-666-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ პ----- ც-–--–--ის
ადვოკატის – მ--- ა---–--ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის – თ------ კ----–--ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის, მსჯავრდებულ თ------ კ----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- ა---–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) თ------ კ----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ--------–---–--------------–---------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენით:
თ------ კ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რისი ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 დეკემბრიდან.
თ------ კ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, თ------ კ----–--ეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო ავტომანქანა „მერსედესი“, სახელმწიფო ნომრით G--------, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ კ----–--ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: თ------ კ----–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,216 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 16 დეკემბერს, ქ------–--------------------------–-------------------–----- საავტომობილო გზაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ თ------ კ----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ასევე ისიც, რომ თ------ კ----–--ე არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და მას დაუნიშნა მინიმალური ზომის სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
მსჯავრდებულმა თ------ კ----–-ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--- ა---–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ------ კ----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი გამოტანილია არასაკმარისი და დაუშვებელი მტკიცებულებების საფუძველზე. თ------ კ----–--ეს არ ჰქონია 27 ცალი სუბოქსინის აბი, მაგრამ მათ ამოღებაზე ხელი მოაწერინეს დაპირებით, რომ მხოლოდ დააჯარიმებდნენ და გაუშვებდნენ. გამოძიების მიერ არ ყოფილა ამოღებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, თ------ კ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკის, მისი პირადი ჩხრეკისა და დაკავების დროს არ მომხდარა ვიდეოგადაღება, რაც დაადასტურებდა თ------ კ----–--ის უდანაშაულობას.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ თ------ კ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს არ მომხდარა ვიდეოგადაღება, არ ჩაუტარებიათ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და არც დნმ-ის ექსპერტიზა. პოლიციელები მხოლოდ 27 ცალი სუბოქსინის აბის ფოტოგადაღებით შემოიფარგლნენ, რაც ვერ იქნება უტყუარი მტკიცებულება. მათ სასამართლო სხდომაზე მისცეს ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი ჩვენებები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლები არ იყვნენ გულწრფელები და არ იძლეოდნენ სწორ ჩვენებებს, ისინი იყვნენ საქმით დაინტერესებულები, ამდენად, მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო თ------ კ----–--ის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო დაეყრდნო კანონის უხეში დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს _ ჩხრეკის ოქმს და ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულებებია. დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. საქმეში არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.
ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია თ------ კ----–--ის ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებისა, რომლებიც სხვა უტყუარი და ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად იქნეს მიჩნეული თ------ კ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, თ------ კ----–--ე მძიმე ავადმყოფია და მისი იზოლაციაში (პენიტენციურ დაწესებულებაში) ყოფნა, სამედიცინო თვალსაზრისით, ნეგატიურად იმოქმედებს თ------ კ----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას, რაც უსამართლოდ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ და უდანაშაულო, მძიმე ავადმყოფი თ------ კ----–--ე დატოვა პატიმრობაში.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა ითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ------ კ----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- ა---–--ის, ასევე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თ------ კ----–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული თ------ კ----–--ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:
მოწმე მ------ ხ------ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ისნპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 16 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ--------–---–--------------–---------------–- მცხოვრები, 1--- წელს დაბადებული თ------ ა------ს ძე კ----–--ე თავისი კუთვნილი „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნორმით G--------) გადაადგილებოდა ბ---------------–---ის საავტომობილო გზაზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, ამასთან, იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. მოწმის განმარტებით, მიღებული ოპერატიული ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით მოახსენა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, მ------ გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს, მის მიერ ჩატარებული იქნა თ------ კ----–--ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც თ------ კ----–--ის ქურთუკის ჯიბეში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 27 ცალი ტაბლეტი, წარწერით „სუბოქსინი”, რომლებიც ადგილზევე დაილუქა. აღნიშნულის თაობაზე შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის სისწორე ხელის მოწერით დაადასტურა ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, მ------ ს---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 16 დეკემბერს ჩატარებულ თ------ კ----–--ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც ამ უკანასკნელის ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა 27 ცალი ტაბლეტი, წარწერით „სუბოქსინი”. ამოღებული ნივთმტკიცება ადგილზევე დაილუქა და შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის სისწორე მან ხელის მოწერით დაადასტურა.
შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ისნპექტორ-გამომძიებლების _ მ------ კ-------–ის და მ------ მ--–------–ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს იმყოფებოდნენ სამსახურში, რა დროსაც შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ--------–---–--------------–---------------–- მცხოვრები, 1--- წელს დაბადებული თ------ ა------ს ძე კ----–--ე თავისი კუთვნილი „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით G--------, გადაადგილდებოდა ბ---------------–---ის საავტომობილო გზაზე და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ისინი ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ გ--------ესთან ერთად, სამსახურებრივი ავტომობილით წავიდნენ ბათუმის მიმართულებით. დ--------–----------–-------------- ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დაინახეს ქობულეთის მიმართულებით მოძრავი მათთვის საინტერესო ავტომობილი, რომელსაც ანიშნეს შეეჩერებინა. მძღოლი დაემორჩილა მოთხოვნას და შეაჩერა ავტომობილი. თ------ კ----–--ე, რომელიც ავტომობილის საჭესთან იჯდა, მარტო იყო. მას გამომძიებელმა მ------ გ--------ემ წარუდგინა თავი და გააცნო დადგენილება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ასევე განუმარტა უფლება-მოვალეობები და შესთავაზა, რომ თუ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ნებაყოფლობით წარმოედგინა. გამომძიებლის წინადადებაზე თ------ კ----–--ემ განაცხადა, რომ გააჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებსაც ინახავდა ტანთმოსილი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბეში. ამის შემდეგ თ------ კ----–--ეს მისივე თანხმობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მ------ კ-------–ის მიერ მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ცელოფნის პარკი, რომელიც გახსნილი იქნა თ------ კ----–--ის თანდასწრებით. მასში აღმოჩნდა 27 ცალი ქარხნულად შეფუთული ტაბლეტი, რომლებსაც გარედან ლათინური ასოებით ჰქონდა წარწერა „სუბოქსინი. ისინი ადგილზევე დაილუქა ექსპერტის მიერ სპეციალურ პაკეტში, რომელზეც ხელი მოაწერეს როგორც პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, ასევე თავად თ------ კ----–--ემ. გამომძიებლის შეკითხვაზე თ------ კ----–--ემ განმარტა, რომ მისი ჩხრეკის დროს ამოღებული ტაბლეტები იყო ნარკოტიკული საშუალება, რაც მას ეკუთვნოდა და უნდოდა პირადი მოხმარების მიზნით.
შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, მ------ გ--------ის მიერ შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თ------ კ----–--ეს 2017 წლის 16 დეკემბერს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მ------ კ-------–ის მიერ მისი ქურთუკის მარჯვენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა 27 ცალი ტაბლეტი წარწერით „suboxone“. ოქმის თანახმად, ამოღებული ტაბლეტები ექსპერტის მიერ მოთავსდა სპეციალურ პარკში და დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკის ჩამტარებელი პირის, მ------ გ--------ის და ჩხრეკაში მონაწილე პირების _ მ------ მ--–------–ის და მ------ ს---------ის მიერ. ამასთან, ოქმის ყოველ ფურცელს ხელს აწერს თავად ბრალდებული თ------ კ----–--ე და მას რაიმე სახის შენიშვნა ოქმზე გამოთქმული არ აქვს.
ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნით დადგენილია, რომ თ------ კ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 27 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, 0,216 გრამის ოდენობით.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შორენა მუხაშავრიამ.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ნარკოლოგიური გამოკვლევის №9------ დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად თ------ კ----–--ეს დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) და სწორედ იმ სახეობის ნარკოტიკული საშუალების _ ბუპრენორფინის მოხმარება, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს.
ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ------ კ----–--ის მიმართ განაჩენის გამოტანისას მხოლოდ მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების ჩვენებებით იხელმძღვანელა, ვინაიდან, მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებითაც უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად თ------ კ----–--ისგან ამოღებული იქნა 0,216 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 27 ცალი ტაბლეტი, წარწერით „suboxone“.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო თ------ კ----–--ის საწინააღმდეგოდ. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, ისინი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. თ------ კ----–--ის პირად ჩხრეკაში მონაწილე ყველა მოწმე ცალსახად მიუთითებს, რომ 27 ცალი ტაბლეტი, წარწერით „suboxone“ ამოღებული იქნა სწორედ მისი ქურთუკის მარჯვენა გარეთა ჯიბიდან. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად დაადასტურებდა მათ მიკერძოებას, საქმის შედეგით დაინტერესებასა და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას იმის შესახებ, რომ თ------ კ----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან იგი მოპოვებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით. პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს არანაირ მოტივაციას, თუ რაში გამოიხატა ამ შემთხვევაში საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ თ------ კ----–--ის პირადი ჩხრეკის და მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების მოპოვების დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია სრულყოფილად, ხელმოწერილი და დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ, რომელთაც ოქმში შენიშვნები არ შეუტანიათ. აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს მისმა შემდგენმა პირმა და ჩხრეკაში მონაწილე სხვა პირებმა, რის გამოც არ არსებობს სასამართლოს მიერ მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
უსაფუძვლოა ასევე აპელანტების მითითება იმის თაობაზე, რომ გამოძიების მიერ არ ჩატარებულა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზები, არ ყოფილა ამოღებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, თ------ კ----–--ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების დროს არ მომხდარა ვიდეოგადაღება, რაც დაადასტურებდა თ------ კ----–--ის უდანაშაულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და სასამართლოში წარდგენა მხარეთა პრეროგატივაა. მხარეები თავად მოიპოვებენ და წარადგენენ სასამართლოში იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროდ მიაჩნიათ თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს ვიდეოგადაღების წარმოების ვალდებულებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების რაიმე საფუძველი არ არსებობს, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ თ------ კ----–--ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით. შესაბამისად, არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ------ კ----–--ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, თ------ კ----–--ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი იქნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შ--------------ს“ მიერ გაცემული №0------- ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, თ------ კ----–--ეს დაუდგინდა დიაგნოზი: გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია დაუზუსტებელი, არტერიული ჰიპერტენზია II სტადია, გულის უკმარისობა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი დაუზუსტებელი, ენცეფალოპათია (ინტოქსიკაციური), ვეგეტოდისტონია, ინსომნია, ვერტებრო ბაზილარული უკმარისობა, ოსტეოქონდროზი, ალგიური რეფლექტორულ-კომპრესიული სინდრომი, გასტრიტი და დუოდენიტი, ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი C (ნამკურნალევი). ამავე დასკვნის მიხედვით, თ------ კ----–--ე ქრონიკული ავადმყოფია განკურნების პერსპექტივის გარეშე, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიის და არტერიული ჰიპერტენზიის ქრონიკული ხასიათის, მათი თანაარსებობის და კლინიკური გამოვლინების მხედველობაში მიღებით, იგი მძიმე ავადმყოფია; არსებული დაავადებების ხასიათის და ჩასატარებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) სამედიცინო თვალსაზრისით ნეგატიურად იმოქმედებს თ------ კ----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა თ------ კ----–--ისათვის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობაში აღნიშნული დაავადება არ შედის მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელიც წარმოადგენს სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველს და შესულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-6/ნ ბრძანებაში (იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს), რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების არსებობა განაჩენის აღსრულების გადავადების არა იმპერატიული, არამედ შეფასებითი საფუძველია, ანუ ავტომატურად არ იწვევს განაჩენის აღსრულების გადავადებას. საკითხი უნდა შეაფასოს სასამართლომ ქმედების სიმძიმის, ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნების, დაავადების სახის, სიმძიმისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რაც გავლენას ახდენს განაჩენის აღსრულების გადავადებისა და ასევე, იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რაც დაკავშირებულია სასჯელის მიზნებთან. მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს რა თ------ კ----–--ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და ხასიათს, ასევე დაავადებების სახესა და სიმძიმეს, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი თ------ კ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.მსჯავრდებულ თ------ კ----–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--- ა---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი თ------ კ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
4.თ------ კ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ თ------ კ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 16 დეკემბრიდან.
6.„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თ------ კ----–--ეს 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ თ------ კ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო ავტომანქანა „მერსედესი“, სახელმწიფო ნომრით G--------, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/