განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
100100118002729089
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002729089

საქმე №1/ბ-46-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ------ გ-------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ს--------------–----–----------------–---------–-–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განაჩენით:

 

ბ------ გ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ბ------ გ-------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2018 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით _ 3 (სამი) დღე.

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ბ------ გ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1700 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს _ ლ----ი გ-------–---–ს (პ/ნ 3---------3).

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: მოხდა გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული, ბ------ გ-------–---–ის კუთვნილი, რეგისტრირებული, 12 კალიბრის, I------- მოდელის ორლულიანი სანადირო თოფის, ნომრით С-----, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, კონფისკაცია და იგი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განსაკარგავად უნდა გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ჯოხი, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

განაჩენი აღსასრულებლად უნდა გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულ ბ------ გ-------–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ გ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 08 საათსა და 30 წუთზე, ს--------------–----–----------------–---------–-–-, შელაპარაკებისას, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბ------ გ-------–---–მა, ძმას _ ტ------– გ-------–---–ს თან ქონებული რეგისტრირებული სანადირო თოფის კონდახი დაარტყა სახისა და ყელის არეში, რის შედეგადაც ტ------– გ-------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელმაც ითხოვა ბ------ გ-------–---–ისთვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა უფრო მეტი ვადით, რაც პირობითად არ იქნება ჩათვლილი, იმ მოტივით, რომ დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ქმედებას.

 

მსჯავრდებულმა ბ------ გ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბ------ გ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ტ------– გ-------–---–ის და მოწმე დ-------- გ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ------ გ-------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა ბ------ გ-------–---–ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმება და მისთვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა უფრო მეტი ვადით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ქმედების შემდეგ ყოფაქცევას, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ბ------ გ-------–---–ს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული აქვს იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებებს, რომ ბ------ გ-------–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს შეურიგდა და სთხოვა პატიება, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და არც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა რაიმე გარემოება გააჩნია _ მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებას და მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განაჩენი ბ------ გ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განაჩენი ბ------ გ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ბ------ გ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბ------ გ-------–---–ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.მსჯავრდებულ ბ------ გ-------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2018 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ბ------ გ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს _ ლ----ი გ-------–---–ს (პ/ნ 3---------3), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1700 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

7.პირობით მსჯავრდებულ ბ------ გ-------–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული, ბ------ გ-------–---–ის კუთვნილი, რეგისტრირებული, 12 კალიბრის, I------- მოდელის ორლულიანი სანადირო თოფის, ნომრით С----- (რომელიც დალუქული სახით ინახება შსს საჩხერის რაიონულ სამმართველოში) კონფისკაცია და იგი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განსაკარგავად გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ჯოხი, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/