განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002608194
საქმე №1/ბ-106-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ----- ლ------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ვ----------------------–----–--------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
გ----- ლ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ----- ლ------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 აგვისტოდან 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 255 (ორაც ორმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
გ----- ლ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინებით ბ----------------------------–------–- მდებარე (--------------------------------------------------------------–------------------------------------------, შ-------–--–---------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 4000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----- ლ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012-2018 წლებში გ----- ლ------–---–ი ვ----------------------–----–--------ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების _ ნ---- ლ------–---–ის და დ------ ლ------–---–ის თანდასწრებით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს _ თ-------- ლ------–---–ს, რამაც თ-------- ლ------–---–ში გამოიწვია ტანჯვა. 2018 წლის 01 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ----- ლ------–---–მა, ვ----------------------–----–--------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ყოფით საკითხზე განაწყენების ნიადაგზე სახეში ხელის დარტყმის გზით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თ-------- ლ------–---–ზე. გ----- ლ------–---–ის ქმედების შედეგად თ-------- ლ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ გ----- ლ------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ გ----- ლ------–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძალადობრივი დანაშაული, ოჯახში ძალადობა და ამ ტიპის დანაშაულებზე, მათი გავრცელებულობის ხარისხის გათვალისწინებით, ისეთი მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგელო შრომა, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის პრევენციულ მიზნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ გ----- ლ------–---–ის ჩვენებით, მოწმეების _ მ------ ლ------–---–ის და გ------- ლ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ----- ლ------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ----- ლ------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ----- ლ------–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია 2018 წლის 01 აგვისტოს თავისი მეუღლის _ თ-------- ლ------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი და პირობა დადო, რომ მსგავსი ქმედება მისი მხრიდან აღარ განმეორდება, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და არც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა რაიმე გარემოება გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გ----- ლ------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გ----- ლ------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გ----- ლ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ----- ლ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ----- ლ------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 აგვისტოდან 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით), შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ----- ლ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინებით ბ----------------------------–------–- მდებარე (--------------------------------------------------------------–------------------------------------------, შ-------–--–---------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 4000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/