განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
020100118002470784
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002470784

საქმე №1/ბ-83-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ--- ჯ-----ს

გამართლებულის _ პ----- ე------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) პ----- ე------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირად №5----------), განქორწინებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ხ-----------------------–------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111; 1511 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ----- ე------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის და ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1995 წლის დეკემბრის თვეში ე---------ე ა-----მ და პ----- ე------მ იქორწინეს და იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2008 წლის 12 ნოემბერს ისინი განქორწინდნენ, რაც პ----- ე------სთვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის შემდეგაც იგი განუწყვეტლივ ახორციელებდა ე---------ე ა-----ს ადევნებას. კერძოდ, 2017 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეებში, სისტემატურად, პირადად მიდიოდა ე---------ე ა-----ს სამუშაო ადგილას ქ.ზუგდიდში, ემუქრებოდა მას მობილური ტელეფონის მეშვეობით და პირადად, რომ ფიზიკურად გაანადგურებდა, რის გამოც ამ უკანასკნელს ეზღუდებოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. პ----- ე------ ე---------ე ა-----ს აიძულებდა მასთან ურთიერთობას და სისტემატურად იგი სოციალური ქსელის საშუალებითა და მობილური ტელეფონის გამოყენებით ე---------ე ა-----ს მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ამყოფებდა მუდმივ სტრესსა და შიშში, უქმნიდა იმის განცდას, რომ მუდმივად მის მიმართ ეწეოდა უკანონო თვალთვალსა და ადევნებას. მიუხედავად ე---------ე ა-----ს არაერთჯერადი განმარტებისა, რომ პ----- ე------ს თავი დაენებებინა მისთვის, იგი კვლავ აგრძელებდა ე---------ე ა-----ს მიმართ სისტემატიურ უკანონო თვალთვალსა და მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონითა და ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რამაც მასში გამოიწვია ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულმა გარემოებებმა ე---------ე ა-----ს მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებაში, რამაც განაპირობა მისი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა, კერძოდ, აღნიშნულის გამო ე---------ე ა----- იძულებული გახდა თავი დაენებებინა სამსახურისათვის, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია და წასულიყო უცხოეთში პ----- ე------სთვის თავის არიდების მიზნით და ასევე უარი თქვა მის პირად და სამსახურებრივ საქმიანობაზე მისი ნების შესაბამისად. ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა, განცდილმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ და მუქარამ შექმნა ე---------ე ა-----ს მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებთ 12:00 საათზე, ხ-----------------------–------–- პ----- ე------მ, იმ მოტივით, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, ე---------ე ა----- არ წასულიყო სამსახურში, ამ უკანასკნელს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო შემდეგ ესროლა სკამი, რაც მოხვდა ხელზე, რის შედეგადაც ე---------ე ა-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნული ქმედებების გამო პ----- ე------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 1511 მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:

 

ბრალდებული პ----- ე------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 1511 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

პ----- ე------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ პ----- ე------ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--- ჯ-----მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და პ----- ე------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 1511 მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ე---------ე ა-----ს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ პ----- ე------ს მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფის, დამცირების და მუქარის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ე---------ე ა-----ს ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებები არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ე---------ე ა-----მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი თქვა ახლო ნათესავის _ ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მიუთითებს დაზარალებულის ლოიალურ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს პ----- ე------ს მიერ ე---------ე ა-----ს მიმართ განხორციელებული ძალადობის, უკანონო თვალთვალის და არასასურველი კომუნიკაციის დამყარების ფაქტები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმის მასალები, მათ შორის, შეტყობინებები და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ე---------ე ა-----ს მიერ 112-ში დაფიქსირებული ფაქტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--- ჯ-----მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა პ----- ე------მ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს პ----- ე------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება პ----- ე------სთვის წარდგენილი ბრალდება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 1511 მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. კერძოდ:

 

მოწმე მ--------- წ--------იამ, რომელიც დაზარალებულ ე---------ე ა-----ს დედაა, სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ ე---------ე ა----- და მისი მეუღლე პ----- ე------ ვერ უგებდნენ ერთმანეთს, რაც მათი განქორწინების მიზეზი გახდა. 2017 წლის აგვისტოს თვეში ისინი შერიგდნენ, მაგრამ მერე ისევ ვერ გაუგეს ერთმანეთს. 2017 წლის 26 სექტემბერს ე---------ე მივიდა მასთან სახლში, რა დროსაც განერვიულებული იყო, რადგან მეუღლესთან უჩხუბია. როგორც თავისმა შვილმა უთხრა, პ----- ე------ს სკამი უსვრია მისთვის. ე---------ე იძულებული იყო წამოსულიყო მეუღლის სახლიდან. ამის გამო პ----- დადიოდა მასთან სამსახურში და თხოვდა შეერიგებინა ე---------ესთან, ამბობდა, რომ დამნაშავე იყო მის წინაშე და ითხოვდა, რომ მას კიდევ ერთი შანსი მიეცა მისთვის. 2017 წლის ნოემბერის თვეში მისი შვილი პოლონეთში წავიდა, რადგან არ უნდოდა პ----- ე------სთან ურთიერთობა. ამის შემდეგ პ----- დადიოდა მასთან და ეკითხებოდა ე---------ეს ადგილსამყოფელს, რასაც არ უმხელდა. როდესაც თხოვდა, რომ თავი დაენებებინა მისთვის, პ----- ე------ პასუხობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე არ დაანებებდა თავს. თუ არ შემირიგდება, მოვკლავო, მას ასეთი რამ არ უთქვამს. 2017 წლის 15 დეკემბერს ე---------ე ჩამოვიდა პოლონეთიდან, რის შემდეგაც პ-----მ ისევ დაიწყო მის ტელეფონზე რეკვა და მოსვენებას არ აძლევდა, რის გამოც ე---------ემ პოლიციას მიმართა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა და იგივე გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ე---------ე ა-----ს მამამ, გ--- ა-----მ.

 

მოწმე მ-----–- ხ-------ას მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ პ----- ე------ მისი მაზლია. ე---------ე ა-----სგან გადმოცემით იცის, რომ ის და პ----- ე------ ვერ უგებდნენ ერთმანეთს და ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა პირადად ასეთ ფაქტს არ შესწრებია. 2017 წლის 26 სექტემბერს მასთან მივიდნენ მისი მული მ------ ე------ და პ----- ე------ს შვილი ლ--- ე------, რომლებმაც უთხრეს, რომ მის მაზლს და ე---------ეს კონფლიქტი მოსვლიათ და უნდოდათ პ-----ს ნახვა. ისინი შევიდნენ პ-----სთან და ცოტა ხანი ისაუბრეს, რის შემდეგაც ორივენი წავიდნენ სახლში. იმ დღეს ე---------ესთან დარეკვა სცადა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეფონზე ესაუბრა ე---------ეს, რა დროსაც მან უთხრა, რომ მას და პ-----ს სულ კონფლიქტი ჰქონდათ, ვერ უგებდნენ ერთმანეთს და სჯობდა ცალ-ცალკე ყოფილიყვნენ. სამსახურში მაკითხვასო, ასეთი რამ მას არ უთქვამს.

 

მოწმე გ-- ა-----ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ზუგდიდის ბაზარში. ამავე ბაზარში მუშაობდნენ მ--------- წ--------ია და მისი შვილი ე---------ე ა-----. 2017 წლის სექტემბრის თვის ბოლოს, ე---------ესთან მაღაზიაში მისული იყო მისი ყოფილი მეუღლე პ----- ე------ და შერიგებას თხოვდა მაგრამ, ე---------ე არ შეურიგდა. რაიმე კონფლიქტი ან ჩხუბი მათ შორის არ ყოფილა. როგორც შემდეგ გაიგო, ისინი გაშორებულები ყოფილან. 2017 წლის ნოემბრის თვეში ე---------ე საზღვარგარეთ წავიდა, რათა პ----- ე------სთვის თავი აერიდებინა.

 

მოწმე ლ------ შ--–--ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მ--------- წ--------იას და მის შვილს, ე---------ე ა-----ს იცნობს, ისინი გვერდიგვერდ მუშაობდნენ ზუგდიდის ბაზარში. მ---------თან მაღაზიაში მოდიოდა მისი სიძე _ ე---------ეს მეუღლე, პ----- ა----- და ე---------ესთან შერიგებაში დახმარებას თხოვდა. იგი 2017 წლის 29 სექტემბერსაც იყო მისული მ---------თან მაღაზიაში და შერიგება მინდაო ეუბნებოდა. მ---------ი თხოვდა თავი დაენებებინა მისი შვილისთვის, მაგრამ პ----- მაინც მოდიოდა და შერიგებას თხოულობდა. ე---------ემ მიატოვა სამსახური, რათა პ-----სთვის აერიდებინა თავი და საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. მისი წასვლის შემდეგ პ----- კიდევ მოდიოდა, რა დროსაც მ---------ი ეუბნებოდა, რომ საერთოდ არ დაერეკა მისი შვილისთვის.

 

მოწმე მ------ მ-------ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ე---------ე ა----- მის მეზობლად ცხოვრობს და იგი მისი შორეული ნათესავია. ეკასგან გადმოცემით იცის, რომ მეუღლე _ პ----- ე------ ცუდად ექცეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მას, რის გამოც არ უნდოდა მასთან ცხოვრება და ამბობდა, რომ გაშორდებოდა. 2017 წლის 26 სექტემბერს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან პ-----ს უცემია ე---------ე და ეს უკანასკნელი საცხოვრებლად გადავიდა ქ.ზუგდიდში, მშობლების ოჯახში. შემდეგ იგი საზღვარგარეთ წავიდა, რადგან უნდოდა, რომ პ----- ა-----ს თავი დაენებებინა მისთვის. პ----- შერიგებას თხოვდა მას, მაგრამ ე---------ე არ ურიგდებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ე---------ემ უთხრა, რომ პ----- ისევ ურეკავდა და ხვდებოდა, რის გამოც პოლიციას მიმართა დახმარებისთვის.

 

თავად დაზარალებულმა ე---------ე ა-----მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა პ----- ე------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

საქმეზე ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N00------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ე---------ე ა-----ს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ პ----- ე------ს მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფის, დამცირების და მუქარის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ე---------ე ა-----ს ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებები არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

 

სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პ----- ე------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

პ----- ე------სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ეფუძნებოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ ე---------ე ა-----ს ჩვენებას, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 26 სექტემბერს ურთიერთშელაპარაკების დროს, პ----- ე------მ მარჯვენა ხელი დაარტყა სახეში და ესროლა სკამი, რომელიც მოხვდა ხელზე, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე ე---------ე ა-----მ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეების _ მ--------- წ--------იას, გ--- ა-----ს და ლ------ შ--–--ს ჩვენებების იმ ნაწილს, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს პ----- ე------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ე---------ე ა-----ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ეფუძნება მათთვის თავად დაზარალებულ ე---------ე ა-----ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც ისინი მიჩნეული ვერ იქნება ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებად და, შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობად. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პ----- ე------ს მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს ე---------ე ა-----ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

პ----- ე------ს ასევე ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ადევნება _ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამდენად, ქმედების ადევნებად კვალიფიკაციისათვის, გარდა იმისა, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ქმედებას, ამასთან, ის მსხვერპლში უნდა იწვევდეს რამდენიმე შედეგს _ ფსიქიკურ ტანჯვას ან/და ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც, თავის მხრივ, მსხვერპლს უნდა აიძულებდეს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნიდეს. თუ სამივე ეს კომპონენტი არაა სახეზე, არც ამ დანაშაულის შემადგენლობა იარსებებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ----- ე------ს მიერ ჩადენილი დანაშაული, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, გამოიხატა პირადად პირის უკანონო თვალთვაში და არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პ----- ე------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება პ----- ე------ს მიერ ე---------ე ა-----ს უკანონო თვალთვალისა და მასთან ელექტრონული საშუალებით კომუნიკაციის დამყარების ფაქტი. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომ პ----- ე------ს მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც გამოიხატებოდა ე---------ე ა-----სთვის სამუშაო ადგილზე მიკითხვასა და მასთან მობილური ტელეფონის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარებაში, ე---------ე ა-----ში იწვევდა მისი მხრიდან ძალადობის გამოყენების შიშს. რაც შეეხება ცხოვრების წესის შეცვლას, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობისათვის აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება გამომდინარეობდეს ძალადობის შიშისაგან, ხოლო სხვა მიზეზებით ცხოვრების წესის შეცვლა არ იძლევა ამ მუხლის შემადგენლობას. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, პ----- ე------ს ქმედების შედეგად ძალადობის გამოყენების შიშის გამოწვევა არ დადასტურდა, შესაბამისად, ადგილი ვერ ექნებოდა ამ მიზეზით ე---------ე ა-----ს ცხოვრების წესის შეცვლას. მართალია, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მისი საზღვარგარეთ წასვლა პ----- ე------სთან კონფლიქტური ურთიერთობით იყო განპირობებული, რაც, ბუნებრივია, უკავშირდებოდა მისი ცხოვრების წესის მნიშვნელოვან ცვლილებას, მაგრამ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ამის საჭიროება მას პ----- ე------ს მხრიდან ძალადობის გამოყენების შიშმა შეუქმნა, რის გარეშეც არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის შემადგენლობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ პ----- ე------ს მიმართ 2018 წლის 13 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი პ----- ე------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.პ----- ე------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ პ----- ე------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5.გამართლებულ პ----- ე------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება _ მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/