განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.04.2019
საქმის ნომერი
020310017001976210
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310017001976210

საქმე N3/ბ-56-19წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორი _ მ------- მ-----ე

 

დავის საგანი _ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის კანონიერება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება

 

საქმის გარემოებებზე მითითება:

 

2018 წლის 10 აპრილს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------- მ-----ემ მოპასუხე ფრიდონ საჯაიას მიმართ და მოითხოვა 1----–-–---------- პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მ------- მ-----ეს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარედგინა სარჩელი, სადაც სარჩელის დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითებული იქნებოდა კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული მტკიცებულებები, რითაც ეს ფაქტები უნდა დადასტურდეს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ასლი მ------- მ-----ეს ჩაბარდა 2018 წლის 03 დეკემბერს.

 

2018 წლის 10 დეკემბერს მ------- მ-----ემ ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

 

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მოსარჩელის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი. კერძოდ, სარჩელის დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში, არ მიუთითა კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული მტკიცებულებები, რითაც ეს ფაქტები უნდა დადასტურდეს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, მ------- მ-----ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

 

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.

 

რაიონული სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ არ შეავსო რა სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი, აღნიშნული გარემოება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგნდა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ------- მ-----ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღების მიზნით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

 

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, სარჩელში მითითებული აქვს კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული მტკიცებულებები, მიუხედავად აღნიშნულისა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი უთხრა.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ------- მ-----ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, ხოლო 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

გასაჩივრებული განჩინებით მ------- მ-----ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ მ------- მ-----ის მიერ აღძრული სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას მიეკუთვნება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლში ჩამოთვლილია მოთხოვნები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს სარჩელი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა რეკვიზიტებთან ერთად სარჩელში უნდა აღინიშნოს მოპასუხის, სახელი და გვარი, ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ და ”ვ” ქვეპუნქტების შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მ------- მ-----ის მიერ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში და ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში მითითებულია მოპასუხეები და მათი მონაცემები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნებს. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, კი მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები დაუდონ საფუძვლად თავიანთ მოთხოვნებს. სარჩელში ასევე აღნიშნულია მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებებს, ხოლო დამტკიცების მოვალეობა (მტკიცების ტვირთი) წარმოიშობა სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის სავალდებულო რეკვიზიტია ასევე სასარჩელო მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მ------- მ-----ის მიერ აღძრული სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას მიეკუთვნებოდა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, მ------- მ-----ეს დაავალა სარჩელში კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ფაქტობრივ გარემოებებად მოსარჩელემ მიუთითა განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ნომრები, ხოლო მტკიცებულებებად მხოლოდ დანართის ნუმერაცია, რითაც მოპასუხისათვის გაურკვეველი იქნებოდა შესადავებელი ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

2018 წლის 10 დეკემბერს მ------- მ-----ემ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილ სარჩელში სრულყოფილად იქნა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და კონკრეტული მტკიცებულებები. შესაბამისად, არსებობდა სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსთვის, ასევე მხარეებისათვის. ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მ.მ-----ეს განესაზღვრა ხარვეზის შესავსებად ვადა, თუმცა მოსარჩელეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით პირისათვის გარანტირებულია უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, თუმცა აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვას. აღნიშნული შეზღუდვა კანონით, ასევე კანონქვემდებარე აქტით შესაძლებელია იყოს გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მ.მ-----ეს სასამართლოს განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, თუმცა მოსარჩელეს მისთვის დაკისრებული საპროცესო ვალდებულება არ განუხორციელებია ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მ.მ-----ეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონშესაბამისია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო მ------- მ-----ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ------- მ-----ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

 

3.კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი