მუხლი 447. ხარვეზის შესახებ განჩინება და სარჩელის დაბრუნება
თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გამოტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მთლიანად უნდა დაბრუნდეს.
2. თუ სარჩელში არ არის მითითებული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელის მისამართი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 445-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბს-407(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
…დატოვების საფუძველს წარმოადგენს. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე, 396-ე, 447-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს…
საქმე №ბს-99(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…05 თებერვალს N25803093568 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის - 150-150 ლარის, ჯამში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა…
საქმე №ბ-299-1(ბ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2025
…ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე, 284-ე- 285-ე, 372-ე, 399, 447-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დ. გ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის №23(კ-20) განჩინების…
საქმე №ბს-692(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2024
…სამეცნიერო ფონდს 2024 წლის 05 აგვისტოს №02843 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა…
საქმე №ბს-306(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.05.2024
…რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 26.02.2024წ. №01744 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 17.04.2024წ. №03142 საგადახდო მოთხოვნით დამატებით გადახდილი აქვს 370.58 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა…
საქმე №ბს-178(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2024
საქმე №ბს-1032(ს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2023
საქმე №ბს-857(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
საქმე №ბს-534.(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2023
საქმე №ბს-769(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
საქმე №ბს-268(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2023
საქმე №ბს-682(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2022
საქმე №ბს-626(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2022
საქმე №ბს-973(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
საქმე №ბს-1166(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2022
საქმე №ბს-936(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2022
საქმე №ბს-1005(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2022
საქმე №ბს-1103(ს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2021
საქმე №ბს-1079(ს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2021
საქმე №ბს-955(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2021
საქმე №ბს-963(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2021
საქმე №ბს-837(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2021
საქმე №ბს-743(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2021
საქმე №ბს-646(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.07.2021
საქმე №ბს-604(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2021
საქმე №ბს-605(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2021
საქმე №ბს-530(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2021
საქმე №ბს-529(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2021
საქმე №ბს-487(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2021
საქმე №ბს-484(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2021
საქმე №ბს-456(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
საქმე №ბს-325(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2021
საქმე №ბს-1289(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2021
საქმე №ბს-394(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2021
საქმე №ბს-69(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2021
საქმე №ბს-62(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2021
საქმე №ბს-515(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2020
საქმე №ბს-708(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2020
საქმე №ბს-1359(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2019
საქმე №ბს-780(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2019