მუხლი 446. სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის გადაგზავნა
თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
ამ კოდექსის 445-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია გასცეს განკარგულება ამ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ამავე კოდექსის 448-ე მუხლით დადგენილი წესით გადაგზავნის შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №15I · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2007
…სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში გაგზავნის შესახებ, მისთვის უფრო მძიმე ბრალდების წაყენების მოტივით. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა და მოსამართლემ საქართველოს სსსკ-ის 446-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 501-ე მუხლის თანახმად, საქმე დაუბრუნა დამატებით გამოძიებას. მოსამართლემ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა…