თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
კოდექსის ზოგიერთი მუხლის მოქმედების გავრცელება ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე
1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის, 59-ე მუხლის 31 ნაწილის, 183-ე და 184-ე მუხლების, 186-ე მუხლის 11 და 12 ნაწილების, 201-ე მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.
2. ამ კოდექსის 445-ე-449-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვაზე.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3447 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №ბს-1066(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
…სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა უფლება დაერეგისტრირებინა სადავო 30% წილი რ. კ-ის სახელზე, ვინაიდან აღნიშნული წილი მიიღო მ. ც-ისაგან ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის პერიოდში. აქვე, აპელირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 450-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს არ…
საქმე №ზ-241-ა-8-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2019
…(სსსკ-ის 445.3. მუხლზე) არ განიხილება გარემოებად და არ შეიძლება წარმოადგენდეს საქმისწარმოების განახლების სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე წინაპირობას. 23. ამასთან, საკასაციო პალატა განმცხადებელს განუმარტავს, რომ სსსკ-ის 450-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 445-ე-449-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული…