განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 351100109002565493
საქმე №1ბ/1030-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
ნინო სოლმნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - დ------------–---–ის, თ-----------------ას,ადვოკატების - ტ------–--------ის, გ---------------–--ლის,გამართლებულ - გ---------------ის,დაზარალებულის უფლებამონაცვლე - გ----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ---------------ის და მისი ადვოკატის გ---------------–--ლის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ---------–-----------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–-------------------------–----------–-ქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ბ----------------------------–------–--ე; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტით (1995 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენით:
გ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტითა (1995 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ---------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა მისი დაკავების მომენტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ---------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ან ასეთი ძალადობის მუქარა, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1992 წლის 13 ნოემბერს ბაღდათის რაიონის სოფელ ვ---–---–ი მცხოვრები გ---------------ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ. თბილისში, რუ----------------–--–--------–---–---------–---------------- ძე ი-–---–-, ქ. თბილისში, ბ---–---–-------------ში მცხოვრებ ს--------–-------------–--ეს, ბაღდათის რაიონის სოფელ ვ---–---–ი მცხოვრებ ნ-----------–------–-----–--ეს და ქ. ქუთაისში მცხოვრებ გამოძიებით დაუდგენელ პირს ვინმე „მ------ს“ და წინასწარ შეუთანხმდა მათ, მოეწყოთ ყაჩაღური თავდასხმა გ----------------------------–-----–---ში მცხოვრებ მ-----– და ჯ---–-------------------ბის საცხოვრებელ ბინაზე, მათი კუთვნილი ქონების დაუფლების მიზნით. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, 1992 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე ს-----------–-----–---------–---–--------------------------------–-----–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ვინმე „მ------“, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ბეჟი“ ფერის დაუდგენელი სანომრე ნიშნის მქონე ვაზ-2107 მარკის ავტომანქანით მივიდნენ გ----------------------------–-----–---ში, ს------------ბის საცხოვრებელი სახლის მახლობლად. ც---------–---–მა თანამონაწილე ბოროტმოქმედ პირებს აჩვენა ნათესავ ჯ---–----------------ძის საცხოვრებელი ბინა, თვითონ კი დაბრუნდა ავტომანქანაში, ვინაიდან დაზარალებულებს არ ამოეცნოთ. ს-----------–---, გ---------------ე, ნ---------–-----–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი ვინმე „მ------“, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტით და დანით, შემოსილები სამხედრო კომუფლირებული ფორმით, შეიჭრნენ ჯ---–----------------ძის საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა ჯ---–----------------ძე მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. ბინაში შესვლისთანავე იარაღი მიუშვირეს ჯ---–----- და მ-----– ს------------ბს, შეუკრეს ხელები, ჩაიყვანეს სარდაფში და მოკვლის მუქარით მოსთხოვეს ძვირფასეულობა, რითიც საფრთხე შეუქმნეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ს-----------–---მ, გ---------------ემ, ნ---------–-----–--ემ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ვინმე „მ------მ“, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის მუქარით, ყაჩაღური გზით გაიტაცეს დაზარალებულის კუთვნილი შემდეგი დასახელების ნივთები: 4800 ლარის ღირებულების 60 ცალი ტელეფონის აპარატი; 350 ლარის ღირებულების ტელევიზორი „ივერია“ გადამრთველით; იაპონური წარმოების ტელევიზორი „კიტი“ ღირებული 500 ლარად; ორკასეტიანი აუდიომაგნიტოფონი „სონი“ ღირებული 250 ლარად; აუდიომაგნიტოფონი „ფიშერი“ ღირებული 300 ლარად; აუდიომაგნიტოფონი „სონი“ ღირებული 250 ლარად; ერთი ყუთი სიგარეტი „ელემი“ ღირებული 250 ლარად; 20 კოლოფი სიგარეტი „ოსკარი“ ღირებული 10 ლარად; 12 ცალი ავტომანქანის საბურავი ღირებული 850 ლარად; ავტომანქანის 2 საბურავი ე.წ. „დისკები“ ღირებული 180 ლარად; 2 ცალი საძინებლის გადასაფარებელი „რომეო და ჯ---–-----“ საერთო ღირებულებით 200 ლარი; 1 ცალი პოლონური წარმოების ხალიჩა ღირებული 200 ლარად; 100 ლარად ღირებული ვერცხლის 18 ცალი დანა-ჩანგალი და კოვზები; ვერცხლის ყელსაბამი ღირებული 200 ლარად; ოქროს ყელსაბამი ღირებული 50 ლარად; მამაკაცის საათი „პოლიოტი“ ღირებული 30 ლარად; ქალის საათი „ჩაიკა“ ღირებული 30 ლარად; მამაკაცის 4 წყვილი კომპლექტი ღირებული 400 ლარად; ფოტოაპარატი „ზენიტი“ ღირებული 50 ლარად.; 10 ცალი სამხედრო დანიშნულების დურბინდი საერთო ღირებულების 500 ლარი; ფულადი თანხა 135000 რუსული რუბლის ოდენობით და მიიმალნენ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ გ---------------ეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტით (1995 წლის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული - 9 (ცხრა) წელი და 6 (ექვსი) თვე და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 1 (ერთი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ გ---------------ე დაკავებული იქნა 2018 წლის 30 ივნისს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ---------------ემ და მისმა ადვოკატმა გ---------------–--ლმა, რომლებმაც ითხოვეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარის განმარტებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. სასამართლოს მიერ ობიექტურად, სრულად და ყოველმხრივ არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები. პირველი ინსტანციის სასმართლოს გადაწყვეტილება არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მსჯავრდებული გ---------------ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დებულებათა გაზიარებისა და გ---------------ის მიმართ უტყუარობის მაღალი სტანდარტის დაცვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა. სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი აღნიშნული დასკვნების დასაბუთებისას სასამართლო უპირველს ყოვლისა წარმოაჩენს ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, შემდეგ კი იმსჯელებს მხარეთა მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ----------------ემ განმარტა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ - 2002 წელს განსახილველ საქმეზე სცნეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. არ იცნობს გ---------------ეს და არ მასთან ქონია არანაირი ურთიერთობა. 1992-1993 წლებში, ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს, როდესაც მოხდა მისი მშობლების დაყაჩაღება, ცხოვრობდა თბილისში. ყაჩაღობიდან მეორე დღეს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. იმ დღესვე წავიდა სოფელში, სადაც გაიგო, რომ მამამისი იყო ნაცემი, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. ასევე სახლი დახვდა არეულ მდგომარეობაში, ნივთები კი წაღებული იყო. როგორც მშობლებმა აუხსნეს, ის საღამო გაატარეს სარდაფში, სადაც ისინი დამნაშავეებმა ჩასვეს მის მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად და მას შემდეგ ამოვიდნენ იქიდან, რაც დამნაშავეები წავიდნენ. ზუსტად ვერ იხსენებს წაღებული ნივთების ჩამონათვალს და ზიანის ოდენობას. მათ შორის იყო ტელევიზორი „ივერია“, რომელიც ერთ-ერთი დამნაშავის სახლიდან იქნა ამოღებული და დედამისმა ამოიცნო, ასევე ქალაქის ტელეფონები, რომლებიც დასაწყობებული ქონდა მშობლების ოჯახში, რადგან ეწეოდა კომერციულ საქმიანობას. როგორც ახსოვს, ამოღებული იყო ავტომობილის საბურავებიც. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა კონკრეტული პირების დაკავება, რომელთა გვარებიც ასევე არ ახსოვს. ერთ-ერთი დამნაშავე იყო მათი ნათესავი ც---------–---–ი. დამნაშავეები იყვნენ ნიღბებით, თუმცა, როგორც იცის, ერთ-ერთს არ ჰქონდა ნიღაბი და დედამისი იხსენებდა მის სახეს. მშობლების თქმით, ერთ-ერთ დამნაშავეს ქონდა დასავლეთის კილო და ეს იყო ერთადერთი მაიდენტიფიცირებელი საშუალება, მაგრამ ამოცნობა არ მომხდარა. მას დღესაც იგივე პოზიცია აქვს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ეს ნივთები ამოღებული იქნა მსჯავრდებულის სახლიდან. დაზარალებული გ----------------ე დაეთანხმა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-----------–---მ განმარტა, რომ გ---------------ე არის მისი ცოლის ძმა, რომელიც ჩადენილი დანაშაულის მონაწილე არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, მომხდარი ყაჩაღობა ჩაიდინა ნათესავ ნ---------–-----–--ესთან ერთად, რომელიც გარდაცვლილია. რაც შეეხება ც---------–---–ს, იგი არის მისი მეზობელი და ახლობელი. მოწმემ განმარტა, რომ 1992 წლის 3 ნოემბერს ც---------–---–თან ერთად იმყოფებოდა ეზოში, მისი მშობლების საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, სადაც დაიგეგმა დანაშაული. ყაჩაღობის ჩასადენად იმყოფებოდა, ნ---------–-----–--ესთან და მის თანმხლებ ორ პირთან ერთად, ხოლო ც---------–---–ი შიგნით არ შესულა, ვინაიდან დაზარალებულების ოჯახის ნათესავი იყო და იცნობდნენ. ყაჩაღობის დროს ნიღბები არ კეთებიათ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაეუფლნენ ტელევიზორს და სიგარეტს. რა ტელევიზორი იყო, არ ახსოვს, სავარაუდოდ - „რეკორდი“. როგორც იხსენებს, შემდეგში ეს ტელევიზორი წაიღო ქუთაისში, მეუღლის ნათესავების ოჯახში და იქ დატოვა. კატეგორიულად ადასტურებს, რომ 1992 წელს ჩადენილ ყაჩაღობასთან დაკავშირებით გ---------------ე ინფორმირებული არ ყოფილა, იქ არ იმყოფებოდა და არანაირი მონაწილეობა დანაშაულში არ მიუღია. მოწმე ს-----------–---მ ასევე განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გასამართლებული იქნა და გამოტანილი იქნა გამამატყუნებელი განაჩენი. სასამართლოს სხდომაზე მისცა ჩვენება და აღიარა დანაშაული, თუმცა ჩვენების დეტალებს ვერ იხსენებს. აღიარების დროს გ---------------ესთან მიმართებაში რა თქვა, არ ახსოვს, თუმცა მას დანაშაულში არ ამხელდა, ვინაიდან ყაჩაღობის დროს მათთან ერთად არ იმყოფებოდა. არ იცის თუ რა წერია გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში, რადგან არ წაუკითხავს. შესაბამისად, არ სურს გამოძიების დროს მიცემული ჩვენებების გამოქვეყნება.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმე ც---------–---–მა განმარტა, რომ გ---------------ეს არ იცნობს. ნასამართლევია 1992 წელს მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ს-----------–---სთან ერთად მოიხადა სასჯელი. დასაყაჩაღებლად თავად არ წასულა, ს-----------–---ს აჩვენა სახლი, რა დროსაც ს-----------–---სთან ერთად სხვა არავინ უნახავს. რამდენადაც ახსოვს, ,,ოპელის“ ფირმის საკუთარი ავტომანქანით ადილზე მიიყვანა ს-----------–--- და აჩვენა ბინა. ვინაიდან თვითონ სახლში არ შესულა, არ იცის თუ ვინ მონაწილეობდა ყაჩაღობაში ს-----------–---სთან ერთად. შიგნით იმიტომ არ შევიდა, რომ მისი ნათესავების ოჯახი იყო და იცნობდნენ. ამ საქმიდან რაიმე სარგებელი არ ჰქონდა, უბრალოდ ძალიან ნაწყენი იყო დაზარალებულების ოჯახზე. მონაწილეობა არც ნაყაჩაღარი ნივთების განაწილებაში არ მიუღია. ორი თვის შემდეგ გაიგო მომხდარი ფაქტის დეტალები. დაკითხული იქნა გამოძიების დროს და სასამართლოშიც, სადაც ანალოგიური ჩვენებები მისცა. რუსთავში წარუდგინეს ჩვენება, რომელიც მისი დაწერილი არ იყო, მაგრამ ხელი ისე მოაწერა, რომ შინაარს არ გაცნობია. ასევე, 2009 წლის 18 აგვისტოს დაიკითხა სასამართლო სხდომაზე და მისცა ჩვენება, თუმცა არ სურს ამ ჩვენებების გამოქვეყნება, რადგან აღნიშნულ ჩვენებებს არ ენდობა. მოწმემ განმარტა, რომ 1992 წლის 3 ნოემბერს მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით გ---------------ე ინფორმირებული არ ყოლია, ეს პიროვნება ნახსენებიც არ ყოფილა, როგორც ყაჩაღობაში მონაწილე. იქ მყოფ ორ უცხო პიროვნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და არ იცის, რა მომენტში შეუერთდნენ ყაჩაღობას. ურთიერთობა ქონდა მხოლოდ ს-----------–---სთან და სხვა არავინ უნახავს. მოწმე ც---------–---–მა დაადასტურა, რომ არ იცოდა გ---------------ის ვინაობის შესახებ და არც ვიზუალურად ყავდა ნანახი. ასევე არ ქონდა ინფორმაცია ბრალდებულის და ს-----------–--ის ნათესაური კავშირის შესახებ.
გარდაცვლილი დაზარალებულის ჯ---–----------------ძის გამოძების ეტაპზე მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობდა გ----------------------------–-----–---ში. 1993 წლის 3 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, რა დროსაც სახლში შევიდა ოთხი უცნობი მამაკაცი. ერთ-ერთს ხელში ეჭირა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. მან სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მეუღლესთან და ბავშვთან ერთად გაიყვანა საძინებელ ოთახში, ავტომატი დაუმიზნა და ამ მდგომარეობაში დაადგა თავზე; ხოლო დანარჩენმა სამმა პირმა დაიწყო ბინის ჩხრეკა და სხვადასხვა ნივთების შეგროვება. ამ დროს ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მის მეუღლეს სახეში გაარტყა ხელი და მათ უბრძანა, რომ ჩასულიყვნენ სარდაფში. იმ პირმა, რომელსაც ეჭირა ავტომატი, მოიძია სარდაფში ჩასასვლელი კარი, რომელიც დანის გამოყენებით გააღო და დაზარალებული მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად ჩაიყვანა სარდაფში. ამის შემდეგ მას და მის მეუღლეს შეუკრეს ხელები და გააფრთხილეს, რომ სარდაფიდან არ ამოსულიყვნენ. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ ამოვიდნენ სარდაფიდან და დათვალიერების დროს ნახეს, რომ გატაცებული იყო შემდეგი დასახელების ნივთები: 4800 ლარის ღირებულების 60 ცალი ტელეფონის აპარატი, 350 ლარის ღირებულების ტელევიზორი „ივერია“ გადამრთველით, იაპონური წარმოების ტელევიზორი ღირებული 500 ლარად, აუდიომაგნიტოფონი „სონი“ ღირებული 250 ლარად, აუდიომაგნიტოფონი „ფიშერი“ ღირებული 300 ლარად, მანქანის მაგნიტოფონი „სონი“ ღირებული 250 ლარად, ერთი ყუთი სიგარეტი „ელემი“ ღირებული 250 ლარად, 2 „ბლოკი“ სიგარეტი „ოსკარი“ ღირებული 10 ლარად, 12 ცალი ავტომანქანის საბურავი ღირებული 850 ლარად, ავტომანქანის 2 საბურავი ე.წ. „დისკები“ ღირებული 180 ლარად, 2 ცალი საძინებლის გადასაფარებელი „რომეო და ჯ---–-----“ საერთო ღირებულებით 200 ლარი, პოლონური წარმოების ხალიჩა ღირებული 200 ლარად, 100 ლარად ღირებული ვერცხლის 18 ცალი დანა-ჩანგალი და კოვზები, ვერცხლის ყელსაბამი ღირებული 200 ლარად, ოქროს ყელსაბამი ღირებული 50 ლარად, მამაკაცის საათი „პოლიოტი“ ღირებული 30 ლარად, ქალის საათი „ჩაიკა“ ღირებული 30 ლარად, მამაკაცის ფეხსაცმელი 4 წყვილი ღირებული 200 ლარად, 24 წყვილი თეთრეული ღირებული 400 ლარად, ფოტოაპარატი „ზენიტი“ ღირებული 50 ლარად, 10 ცალი სამხედრო დანიშნულების დურბინდი საერთო ღირებულების 500 ლარი, ფულადი თანხა 135000 რუსული რუბლის ოდენობით. ჯ---–----------------ძის ჩვენებით ყაჩაღობის მონაწილე სამ პირს სახეზე იცნობს, ვინაიდან მათ ნიღბები არ ქონიათ. მეოთხე სახეზე არ უნახავს. ერთ-ერთი მათგანი საუბრობდა იმერული აქცენტით.
1996 წლის 15 აპრილის ნივთმტკიცების ამოსაცნობად წარდგენის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ჯ---–----------------ძემ 4 ცალ წარდგენილ ტელევიზორიდან ამოიცნო 1992 წლის 3 ნოემბერს ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული მისი კუთვნილი ტელევიზორი „ივერია51 ტ.ც. 311დ“, რომელიც ამოღებული იქნა გ---------------ის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ბაღდათის რაიონი, სოფ. ვარციხე. ამოცნობილ ტელევიზორს მარჯვენა ზემოთა კუთხეში გააჩნია წითლად შეღებილი ამოღრმავება, რომელიც დაზარალებულის განმარტებით, დაყენებულია მის მიერ.
1996 წლის 25 აპრილის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულმა ჯ---–----------------ძემ ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მეორე ადგილზე მდგარი პიროვნება ს-----------–---, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა გ---------------ესთან და სხვებთან ერთად მის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში 1992 წლის 3 ნოემბერს.
1996 წლის 01 მაისის დადგენილებით საქმეზე ნივთმტკიცებად იქნა ცნობილი გ---------–-----------------ის ბინიდან ამოღებული ფერადი ტელევიზორი „ივერია 51 ტც 311“.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 17 ოქტომბრის N1---- განაჩენით ს-----------–--- და ც---------–---–ი ცნობილი იქნენ დამნაშავედ 1992 წლის 3 ნოემბერს ჯ---–----------------ძის ბინაზე გ---------------ესთან და სხვებთან ერთად ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის N1--- განაჩენით დადგენილია, რომ ნ---------–-----–--ე 1992 წლის 3 ნოემბერს გ---------------ესთან და სხვებთან ერთად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტით (1995 წლის 1 ივნისის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვის ვადით.
მსჯავრდებულმა გ---------------ემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ იგი არის უდანაშაულო და შემთხვევის დღეს ყაჩაღობის ჩადენის ადგილზე არ ყოფილა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (1998 წლის რედაქცია) პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეული მტკიცებულება შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება, მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მეხუთე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (1998 წლის რედაქცია), გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
პალატა აფასებს რა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ----------------ე არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე და 1992 წელს მისი მშობლების სახლში მომხდარი ყაჩაღობის დეტალებზე ინფორმაციას ფლობს თავად მშობლების გადმოცემით. მოწმემ აღწერა თუ რა მდგომარეობაში დახვდნენ მისი მშობლები და ასევე, როგორ გამოიყურებოდა მათი საცხოვრებელი სახლი ყაჩაღობიდან მეორე დღეს. მისთვის ცნობილია დანაშაულში მონაწილე მხოლოდ ერთი პირის ც---------–---–ის მონაწილეობის შესახებ. რაც შეეხება სხვა პირების და მათ შორის გ---------------ის ვინაობას, მოწმე არ უთითებს არანაირ მაიდენტიფიცირებელ ნიშანზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 1992 წლის 3 ნოემბერს გარდაბნის რაიონ სოფელ თელეთში თანამზრახველებთან ერთად ს------------ბის ოჯახზე ყაჩაღული თავდასხმა განახორციელა სწორედ გ---------------ემ. როგორც მისთვის ცნობილია, გ---------------ის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ არც მის მშობლებს ქონდათ რაიმე სახის ინფორმაცია.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დადასტურებული დაზარალებულ ჯ---–----------------ძის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით. ეს უკანასკნელი უთითებს, რომ მის ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღობაში მონაწილეობდა ოთხი პირი, ერთ-ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხელში მეთვალყურეობდა ოჯახის წევრებს, დანარჩენები კი აგროვებდნენ ნივთებს. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმებელმა მისი მეუღლეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ისინი ჩაიყვანეს და გამოკეტეს სარდაფში. გარდა ამისა, ჯ---–----------------ძემ აღწერა მისი საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ნივთების ჩამონათვალიც და ასევე მიუთითა, რომ ხსენებული ოთხი თავდამსხმელიდან შეუძლია სამის ამოცნობა, ხოლო მეოთხე სახეზე არ უნახავს. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ჯ---–----------------ძის ჩვენებიდან არ ირკვევა, რომ მის მიერ აღწერილი სამი პირიდან რომელიმე იყო გ---------------ე. დაზარალებულთან არ ჩატარებულა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება გ---------------ის იდენტიფიცირების მიზნით. საქმის მასალებით ცნობილია, რომ ჯ---–----------------ძეს ამოცნობილი ყავს მხოლოდ ს-----------–---. რაც შეეხება დაზარალებულის და მისი უფლებამონაცვლის განმარტებას, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს ჰქონდა დასავლური (იმერული) კილო, ამ ნიშნით რა თქმა უნდა შეუძლებელია დადგენილი იქნეს გ---------------ის მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებაში, მით უფრო იმ პიროებებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში მსჯავრდებული პირები - ს-----------–--- და ნ---------–-----–--ეც წარმოშობით არიან დასავლეთ საქართველოდან.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები ს-----------–--- და ც---------–---–ი, რომლებმაც კატეგორიულად გამორიცხეს 1992 წლის 3 ნოემბერს ს------------ბის ოჯახზე მათ მიერ განხორციელებულ ყაჩაღობაში გ---------------ის მონაწილეობის ფაქტი. ც---------–---–მა მოახსენა სასამართლოს, რომ მან მხოლოდ სოფელ თელეთში მდებარე, მისი ნათესავების - ს------------ბის სახლი აჩვენა ს-----------–---ს, ხოლო ამ უკანასკნელმა ვისთან ერთად ჩაიდინა დანაშაული, მისთვის უცნობია. ს-----------–---მ კი განმარტა, რომ იგი განსახილველი დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა ნ---------–-----–--ესთან და მის თანმხლებ, მოწმისათვის უცნობ ორ პირთან ერთად, სულ ოთხნი იყვნენ. ორივე მათგანმა ნათლად მიუთითა, რომ ამ ქმედებასთან არანაირი კავშირი გ---------------ეს არ აქვს. ც---------–---–ი საერთოდ არ იცნობს მას და როგორც განმარტა, გ---------------ის ყაჩაღობაში მონაწილეობაზე არასოდეს ყოფილა საუბარი.
რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ ც---------–---–ისა და ს-----------–--ის მიერ მიცემული ჩვენებები ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცმეულ ჩვენებებს, რის გამოც სასამართლოს მიერ არ უნდა მოხდეს მათი გაზიარება, პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე უზრუნველყოფილი იქნა ზემოაღნიშნული მოწმეების წარმოდგენა ჩვენების მიცემი მიზნით, მათ სასამართლოს მიერ გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ ისაუბრეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მათთის ცნობილ მნიშვნელოვან გარემოებებზე და გამორიცხეს დანაშაულებრივ ქმედებაში გ---------------ის მონაწილეობა. ამასთან, მოწმეებმა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემული ჩვენებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე. შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იხელმძღვანელოს ც---------–---–ის გამოძებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო ს-----------–--ის მიერ - გამძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოწმის მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემული ჩვენებებს შორის გამოვლინდა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, აღნიშნული ზოგადად ქმნის მოწმის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძლევს და სასამართლოს მიერ საერთოდ არ უნდა მოხდეს ასეთი მოწმისაგან სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპებზე მიღებული რომელიმე ჩვენების გაზიარება.
პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 17 ოქტომბრის N1---- და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის N1--- განაჩენებზე, რომელთა თანახმადაც, ს-----------–---, ც---------–---–ი და ნ---------–-----–--ე ცნობილი იქნენ დამნაშავედ 1992 წლის 3 ნოემბერს ჯ---–----------------ძის ბინაზე გ---------------ესთან და სხვა პირთან ერთად ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას“.
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ განაჩენებს არ მიიჩნევს გ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად, ვინაიდან გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 17 ოქტომბრის და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ეწინააღმდეგება გ---------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომების მიმდინარეობისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა შედეგებს. გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ ს-----------–--ის, ც---------–---–ის და ნ---------–-----–--ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებებლი განაჩენების თანახმად, ამ პირთა ბრალეულობის დამადასტურებელ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს თავად მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებები. ნ---------–-----–--ე მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის ეტაპზეც არ უთითებდა, რომ დანაშაული გოჩა ვარდანძესთან ერთად ჩაიდინა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე კი არ მომხდარა მისი ჩვენების გამოკვლევა. რაც შეეხება ს-----------–---ს და ც---------–---–ს, აღნიშნულმა პირებმა სააპელაციო სასამართლოს მიაწოდეს მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისაგან სრულიად განსხვავებული ინფორმაცია.
ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე და მიუთითა, რომ დაზარალებულის მიერ ამოცნობილი მისი კუთვნილი ტელევიზორის გ---------------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღების ფაქტი უტყუარად ადასტურებს ამ უკანასკნელის მონაწილეობას ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში. პალატა მიუთითებს, რომ როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. გ---------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - იმ ტელევიზორის დაზარალებულის მიერ ამოცნობის ოქმი, რომელიც ამოღებული იქნა გ---------------ის სახლიდან. პალატა სრულიად დაეთანხმება საერთო სასამართლოების მიერ არაერთი გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაუფლებული ნივთის ბრალდებულისგან ამოღება, სხვა უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას პირის მსჯავრდებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მოწმის ჩვენებით და არც წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხსენებული ნივთი სწორედ გ---------------ის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის შედეგად იქნა დაუფლებული და ამ გზით მოხვდა მის საცხოვრებელ სახლში. მით უფრო, მოწმე ს-----------–---მ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ ს------------ბის ბინიდან წამოღებული ტელევიზორი, როგორც ახსოვს, ცოლის ნათესავებთან ჩაიტანა ქუთაისში. ამავე მოწმის ჩვენებითა და საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ---------------ე არის ს-----------–--ის მეუღლის ძმა. ამდენად, მხოლოდ ისეთი სახის მტკიცებულებიდან შექმნილი ეჭვი, როგორიცაა ტელევიზორის ამოცნობის ოქმი, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, აშკარაა, რომ წარმოდგენილი ვერ იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა გ---------------ის მონაწილეობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები სრულყოფილად ვერ პასუხობენ უტყუარობის იმ მაღალ სტანდარტს, რაც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა ისინი ურთიერთშესაბამისობის, სარწმუნოობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ---------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტით (1995 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი გ---------------ის მიმართ უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 504-ე, 535-537-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენი.
გ---------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 ქვეპუნქტით (1995 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ---------------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
გ---------------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზში.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ყადაღა მოეხსნა გ---------------ის მიმართ დადებულ საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილს და გაუქმდა 1996 წლის პროკურორის მიერ სანქციონირებული გამომძიებლის დადგენილება;
ასევე, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი გ---------------ის ბინიდან ამოღებული ტელევიზორი „ივერია 51 ტც 311“ დაუბრუნდა მფლობელს (გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1996 წლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი
ლ.თევზაძე