განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
110100116001657316
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100116001657316

№1/ბ-114-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ვ-----ნგ ნ------ის

ადვოკატის - ფ------ ა---------ის მონაწილეობით

მსჯავრდებულის - რ-–--- უ--------ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-–--- ჰ-----ფ---ის ძე უ--------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №2----------, თურქეთის მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თურქეთი, ართვინი, ქალაქი არხავი, მ----------------–-----------------------, სართული 1, უ--------ის აპარტამენტი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ-–--- უ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა; ძალადობით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით; ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 2200 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემში გამავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, შელაპარაკების ნიადაგზე, თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქემ, მთვრალმა რ-–--- უ--------მა, სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ცემა ვ--–--ი გ--–-–---–ი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ასევე თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქე რ-–--- უ--------ი ნ---- გ---------ესთან და შვილთან, 13 წლის მ-----მ გ---------ესთან ერთად, დროებით ცხოვრობდა ქ.ზესტაფონში, კ-----–--ის ქუჩა, პირველი ჩიხი, N3-ში. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ასევე, ნ---- გ---------ის სრულწლოვანი შვილები პირველი ქორწინებიდან თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად. 2016 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 1200 საათზე, რ-–--- უ--------ი ხმამაღლა გამოხატავდა აგრესიას ნ---- გ---------ის რძლებისა და მცირეწლოვანი შვილიშვილების მიმართ. შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მათ და აგინებდა. აღნიშნულის გამო, ნ---- გ---------ის რძალი - ნ----- ბ----–--ლი (ე-------იძე), დახმარების აღმოჩენის მიზნით ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციას. შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე გამოცხადდნენ ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკები - დ----- ნ---–-ძე, ზ-----ბ კ-------კო და რ-----ლ ლ-----ძე. მათ რ-–--- უ--------ს მოუწოდეს დამშვიდებისკენ და სთხოვეს თავი შეეკავებინა აგრესიული მოქმედებისგან. რ-–--- უ--------ი პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და პოლიციის მუშაკების კანონიერი საქმიანობის შეწყვეტისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელს დ----- ნ---–-ძეს. მას მუშტი დაარტყა სახეში, ასევე ხელით ჩამოკაწრა კისრის არეში, რითაც დ----- ნ---–-ძემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე, რ-–--- უ--------მა, წინააღმდეგობის გაწევის დროს, დ----- ნ---–-ძეს შემოახია პოლიციელის ფორმა. საბოლოოდ, პოლიციელთა ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთილ იქნა რ-–--- უ--------ის ძალადობა, რომელიც დაკავებული იქნა ადგილზე.

2016 წლის 5 მაისს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სარფის გამტარი პუნქტის გავლით, თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქე რ-–--- უ--------მა, მის მიერვე დამზადებული ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, მ--------ა უ--------ის დემოგრაფიული მონაცემებითა და ყალბ დოკუმენტში ჩაკრული რ-–--- უ--------ის ფოტოსურათით, თურქეთიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ-–--- უ--------მა, საქართველოს სახემწიფო ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის მიზნით, დაამზადა ყალბი პირადობის მოწმობა. კერძოდ, მისი ძმის - მ--------ა უ--------ის პირადობის მოწმობაში, რომელშიც მითითებული იყო ამ უკანასკნელის ანკეტური მონაცემები, ჩააკრა თავისი ფოტოსურათი. ამის შემდეგ, 2016 წლის 5 მაისს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სარფის გამტარი პუნქტის გავლით, რ-–--- უ--------მა, მის მიერვე დამზადებული ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, მ--------ა უ--------ის სახელით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი და შემოვიდა საქართველოში. რ-–--- უ--------ი, საქართველოში ყოფნის პერიოდში, 2016 წლის 5 მაისიდან, 2016 წლის 13 ივლისამდე პერიოდში ცხოვრობდა ქ.ზესტაფონში, კ-----–--ის ქუჩა პირველი ჩიხი, N3-ში ნ---- გ---------ესთან ერთად მის სახლში, სადაც რ-–--- უ--------ი პირადად ინახავდა მის მიერვე დამზადებულ ზემოთაღნიშნულ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც 2016 წლის 12 ივლისს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, მოწმის სახით გამოკითხვისას რ-–--- უ--------მა წარუდგინა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელს და მას თავი წარუდგინა მ--------ა უ--------ად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით რ-–--- უ--------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას.

რ-–--- უ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ-–--- უ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის რ-------ან ლ----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და რ-–--- უ--------ის საქართველოს სსკ-ის (ძველი რექაქცია) 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ, ვინაიდან განაჩენი დაუსაბუთებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ემუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 362-ემუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას.

წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ რ-–--- უ--------მა ვ--–--ი გ--–-–---–ის მიმართ ჩაიდინა ცემა, რამაც ამ უკანასკნელის ფისიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აპელანტი მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ რ-–--- უ--------მა სცემა ვ--–--ი გ--–-–---–ი და სასამართლოს განმარტება ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებების არასაკმარისობის თაობაზე ერთგვარად წამახალისებელია იმ მავნე პრაქტიკისათვის, რომ თითქოს ვერცერთი ცემის ფაქტი ვერ იქნება დასჯილი და აღკვეთილი სასამართლოს მიერ, თუ მას არ შესწრებია სხვა გარეშე პირი.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ვ-----ნგ ნ------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ რ-–--- უ--------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ფ------ ა---------ს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული (დაზარალებულ) ვ--–--ი გ--–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ დასაქმებულია კერძო სამუშაოთი, კერძოდ შემდგომი გადახდის სანაცვლოდ ახდენს მგზავრთა გადაყვანას კუთვნილი ავტომანქანით. 2016 წლის 12 ივლისს იმყოფებოდა კ-----–--ის პირველ ნომერთან, გაჩერებაზე, მისი კუთვნილი ავტომანქანით, რა დროსაც მასთან მივიდა მამაკაცი (მ--------ა უ--------ი) და ორი ქალბატონი (შვილი და მეუღლე ნ---- გ---------ე), რომლებიც ჩასხდნენ მის ტაქსში და წავიდნენ აღმოსავლეთის მიმართულებით. გზაში, მ--------ა უ--------ი მას ელაპარაკებოდა ქართულად, რა დროსაც, შორაპანში ე.წ. „ე-–---------------“ გააჩერებინა მანქანა და ჩავიდა. თან წაიყვანა გოგონა - შვილი, რომელსაც ესაუბრებოდა. რამდენიმე ხანში გოგონა უკან დაბრუნდა, ხოლო თავად მ--------ა გადავიდა ხიდზე და იქ დაუწყო საუბარი უცხო მამაკაცს. თავდაპირველად შვილი წავიდა მ--------ასთან იმის საკითხავად დალოდებოდნენ თუ არა, ხოლო შემდეგ ნ---- გ---------ე, თუმცა მ--------ა მათ არ გამოჰყოლია. როდესაც მ--------ა უ--------ი მივიდა და ჩაჯდა მანქანაში, ნ---- გ---------ე აღარ იჯდა, თუმცა სად წავიდა მისთვის უცნობია. მ--------ას მითითებით გზა განაგრძეს შროშის მიმართულებით, სადაც, მისვლისთანავე თანხას გადაუხდიდა. როდესაც იმყოფებოდნენ ილემის გადასახვევთან, მ--------ას ტელეფონმა დაურეკა, რა დროსაც გააჩერებინა მანქანა, ჩავიდა და დაიწყო საუბარი. აღნიშნულზე, ვ.გ--–-–---–მა მას უთხრა, რომ გადაეხადა თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკავდა პატრულში. ამ სიტყვებზე, განაწყენებულმა მ--------ა უ--------მა, გატეხა მისი კუთვნილი ტელეფონი, შემდეგ სიმბარათი ამოიღო, მიაწოდა ტელეფონი და უთხრა, გაეყიდა და აეღო თანხა. როდესაც ვ.გ--–-–---–მა მას უთხრა, თუ ვის რად უნდოდა მისი გატეხილი ტელეფონი და დააპირა პატრულში დარეკვა, მ--------ა უ--------მა მუშტი დაარტყა სახისა და თავის არეში, რის გამოც გადავარდა სანიაღვრე არხში. შემდეგ მ.უ--------ი მას „დაახტა ზემოდან“ და ცემა თავის და სახის არეში. ვ.გ--–-–---–მა ძალისხმევით გაითავისუფლა თავი, რა დროსაც მ.უ--------ის შვილი ტიროდა და ეხვეწებოდა მ--------ას, რომ დაენებებინა თავი მისთვის. მ--------ა უ--------მა აიღო მისი კუთვნილი ბარგი, მოჰკიდა ხელი შვილს და წავიდა აღმოსავლეთის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, როდესაც მ--------ა უ--------ი მას სცემდა, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზიანებები აღენიშნებოდა სახისა და თავის არეში, ასევე გაკაწრული ჰქონდა მუხლი. მისივე განმარტებით, მასსა და მ--------ა უ--------ს შორის საუბარი მიმდინარეობა ქართულად და მას ძირითადად მ--------ა ესაუბრებოდა, ხოლო ქალბატონებს, შვილს და ცოლს, ხმა არ ამოუღიათ, ჩუმად იყვნენ.

მოწმის სახით დაკითხული ნ---- გ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად. რ-–--- უ--------ი არის მისი მეუღლე. 2016 წლის 12 ივლისს, რ-–---თან და შვილთან - მ-----მ გ---------ესთან ერთად, ტაქსით წავიდა თბილისის მიმართულებით. გზაში, მოძრაობისას, შორაპანში, რ-–---მა ტაქსი გააჩერა და ნახა მისთვის უცნობი პიროვნებები. არც მის და არც შვილის დაძახებაზე, რ-–---ი არ გაჰყვა მათ. შემდეგ ტაქსის მძღოლიც წავიდა მის მოსაყვანად, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე ხანში, თავად ნ.გ---------ე წავიდა სახლში, ხოლო რ-–---ი და მ-----მ გ---------ე დარჩნენ ადგილზე. ვინაიდან რ-–---ი, შვილთან ერთად არ დაბრუნდა სახლში, მეზობელს სთხოვა ილემში აყვანა. ადგილზე მისულმა, ნახა ტაქსის მძღოლი, რომელმაც უთხრა, რომ ეჩხუბა და სცემა რ-–---მა. მანვე განუმარტა, რომ როდესაც ფული მოსთხოვა, რ-–---მა დაუწყო ჩხუბი. მოწმის განმარტებით, ტაქსის მძღოლს ცემის კვალი არ ეტყობოდა, არც ტანსაცმელი ჰქონია გახეული. მისი თანდასწრებით, რ-–---ს ტაქსის მძღოლისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

მოწმის სახით დაკითხულმა ზ-----ბ ს-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, კ-----–--ის ქუჩა N3-ში მეუღლესთან, სამ შვილთან, დედასთან, ძმასთან და რძალთან ერთად. რ-–--- უ--------ი არის მისი მამინაცვალი, კერძოდ დედამისი და რ-–---ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ ჰყავთ საერთო შვილი, 13 წლის მ-----მ გ---------ე. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის არის ცნობილი, როდესაც რ-–--- უ--------ი მის დასთან და დედასთან ერთად წავიდა, მას კონფლიქტი მოუვიდა ტაქსის მძღოლთან, რა დროსაც სცემა ტაქსისტი. აღნიშნულზე დაკავებული იყო რ-–---ი, თუმცა გაუშვეს მალე და სახლში გაბრაზებული მისული 2016 წლის 13 ივლისს აგინებდა მათ, რის გამოც ნ----- ე-------იძემ გამოიძახა პოლიცია.

მოწმის სახით დაკითხული კ-------–ი ბ--------–-ილის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმრთველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი, რომელზეც გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით და ჩაატარა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დაზარალებულად სცნო და გამოკითხა ვ--–--ი გ--–-–---–ი, გამოკითხა მოწმეები და დანიშნა ექსპერტიზები. მოწმის სახით გამოჰკითხა მ.უ--------ი, რომლის დაკითხვასაც ესწრებოდა თარჯიმანი. მოწმის განმარტებით, მ--------ა უ--------ი ქართულად კარგად საუბრობდა. თარჯიმნის მოწვევის მიზეზი კი გახდა ის გარემოება, რომ მან წერა და კითხვა არ იცოდა ქართულად.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ 13.07.2016წ. 03:55-04:05სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ვ--–--ი გ--–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 3.1X0.4სმ. ლოყის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება დასწვრივად მდებარე ზოლისებრი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 2.8X0.3სმ. მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება განივად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 3.2X0.3სმ.) - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ-- გ--------იძემ.

2016 წლის 14 დეკემბრის პიროვნების დაზუსტების შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაზუსტდა ბრალდებულის ვინაობა და მ--------ა უ--------ის სახელით ნაწარმოები მასალები, ჩაითვალა 0--------- წელს დაბადებულ რ-–--- უ--------ის, პირადი ნომერი 2---------- - სახელით ნაწარმოებ მასალებად.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის სსკ-ის 125-ე მუხლით რ-–--- უ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ-–--- უ--------ის ბრალეულობა ვ--–--ი გ--–-–---–ის ცემაში. საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა რ-–--- უ--------ის მხრიდან დაზარალებულ ვ--–--ი გ--–-–---–ის მიმართ ცემის განხორციელების ფაქტი.

აღსანიიშნავია, რომ რ-–--- უ--------ის მიერ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, თვით დაზარალებულ - ვ--–--ი გ--–-–---–ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ-–--- უ--------ის მიერ დანაშაულის (ცემის ფაქტი) ჩადენას, საქმეში არ მოიპოვება. მოწმეების ჩვენებებით კი არ დასტურდება, რომ 2016 წლის 12 ივლისს, რ-–--- უ--------მა სცემა ვ--–--ი გ--–-–---–ი, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნ---- გ---------ემ განაცხადა, რომ მან დაზარალებულ ვ--–--ი გ--–-–---–ისაგან იცის, რომ რ-–--- უ--------ი ეჩხუბა მას, თუმცა მისივე განმარტებით, ვ--–--ი გ--–-–---–ს დაზიანების რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა. მოწმე ზ-----ბ ს-----–--ემ განაცხადა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, როდესაც რ-–--- უ--------ი მის დასთან და დედასთან ერთად წავიდა, მას კონფლიქტი მოუვიდა ტაქსის მძღოლთან, რა დროსაც სცემა ტაქსისტი, თუმცა მან არ მიუთითა წყარო, თუ ვისგან გაიგო აღნიშნულის შესახებ.

მართალია საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლების თანახმადაც თითქოს რ-–--- უ--------მა განხორციელდა ვ--–--ი გ--–-–---–ის ცემა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რ-–--- უ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების - დაზარალებულის ჩვენების არსებობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, რ-–--- უ--------ი მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

რაც შეეხება რ-–--- უ--------ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ყალბი დოკუმენტის დამზადება, თავისთავად უკვე დამთავრებული დანაშაულია, თუკი მისი მიზანია მისი გასაღება ან გამოყენება. ყალბი პირადობის მოწმობის ან ოფოციალური დოკუმენტის შეძენა არ არის დენადი დანაშაული და იგი დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა მისი განკარგვის შესაძლებლობა. საქმეზე წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ რ-–--- უ--------მა, გამოყენების მიზნით, მ--------ა უ--------ის სახელზე დაამზადა ყალბი პირადობის მოწმობა და ისე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. შესაბამისად, მოქმედება, ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება, გამოყენების მიზნით, დამთავრებული იქნა თურქეთის სახელმწიფოში. საქართველოს სსკ მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, რ-–--- უ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილი - ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება არ განეკუთნება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და არც ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ რ-–--- უ--------ი სწორად იქნა გამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილში (ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება).

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

რაც შეეხება რ-–--- უ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, აღნიშნული მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ.

მსჯავრდებულ რ-–--- უ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის რ-------ან ლ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი რ-–--- უ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

რ-–--- უ--------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებას.

რ-–--- უ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ-–--- უ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ რ-–--- უ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და შესახლებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 13 ივლისიდან, 2016 წლის 22 ივლისის ჩათვლით.

რ-–--- უ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დათვალიერების შედეგად ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დაბრუნებული დ----- ნ---–-ძის სამსახურეობრივი ფორმის პერანგი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელ დ----- ნ---–-ძეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

რ-–--- უ--------ის მიერ წარმოდგენილი გაყალბებული პირადობის მოწმობა, მ--------ა უ--------ის მონაცემებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

დაზარალებულ დ----- ნ---–-ძის სამსახურეობრივი ფორმის პერანგის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ,,CD’’ დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ბრალდების მხარის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ - ერთი თვის ვადაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე