განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080100118002492796
№1/ბ-18-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - გ--------------–--ის
ადვოკატის - გ-------------–-–---–ის
მსჯავრდებულის - გ----------–-–---ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------------–-–---ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ქუთაისი, ა---–-----------------–--–---------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ----------–-–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში,, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 2350 საათზე, ქუთაისი, ა---–-------------------------------–--–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ----------–-–---მა დას გ------–---–-–---ს სიტყვიერი შელაპარაკებისას ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 2350 საათზე, ქუთაისი, ა---–-------------------------------–--–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ----------–-–---ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას გ------–---–-–---ს. გ------–---–-–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გ----------–-–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ----------–-–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა და აღსრულდა გ----------–-–---ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ----------–-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გ----------–-–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 მაისიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით (6 თვე და 8 დღე) და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ-------------------იას მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ----------–-–---ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში სრულყოფილად ჰქონდა წარდგენილი დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა, გ.კეშიშიანის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ გ----------–-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ-------------–-–---–ის მიერ რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა. დაცვის მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი, იმ ნაწილში, რომლითაც გ.კეშიშიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი არის უარგუმენტო, უკანონო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და განხილული მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
დაცვის მხარე აპელირებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების იმ ნაწილში, რომლითაც გ----------–-–---ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ გ--------------–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– აპელანტს, მსჯავრდებულ გ----------–-–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ-------------–-–---–ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა გ------–---–-–---მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის(ძმის) წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მაისს, დაახლოებით 0030 საათზე შეტყობინების საფუძველზე გაემართა ა---–---------------------------------–-–-------–---- ბინაში. აღნიშნული შეტყობინება იყო ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მასთან ერთად წავიდნენ დეტექტივის თანაშემწე აბელი ბიგვავა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ------–-----ა. ადგილზე მისვლისას გამოირკვა, რომ გ----------–-–---ს კონფლიქტი ჰქონდა დასთან - გ------–---–-–---თან. გ----------–-–---ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, რომელმაც, გამოხატა აგრესია როგორც პოლიციელების, ისე მისი დის მიმართ. მათ რამდენჯერმე მოუწოდეს გ----------–-–---ს, რომ დაწყნარებულიყო და დამჯდარიყო. ის ჯერ საწოლზე ჩამოჯდა, შემდეგ რამოდენიმეჯერ წამოიწია მისი დის მიმართულებით, თუმცა მათ არ მისცეს დასთან მიახლოების საშუალება, რა დროსაც რამოდენიმეჯერ უთხრა თავის დას, რომ როდესაც პოლიცია წავიდოდა, რასაც შეჰპირდა აუსრულებდა - დაახრჩობდა, აკუწავდა, დაასახიჩრებდა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ გ----------–-–---მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - სახეში გაარტყა ხელი, რომ მის მიმართ მანამდეც რამდენჯერმე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული. გ------–---–-–---ი ითხოვდა ოჯახიდან განრიდებას, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ის გადაიყვანა თავშესაფარში, ვინაიდან როგორც თვითონ ამბობდა, იქ გაჩერება მისთვის შეუძლებელი იყო, თანაც, მისი დედის მხრიდანაც ხდებოდა მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მათთან ერთად შემთხვევის ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციამ შემაკავებელი ორდერიც გამოსცა გ----------–-–---ისა და ს-----–------–-–---ის მიმართ, ხოლო გ------–---–-–---ი გადაიყვანეს თავშესაფარში.
მოწმე ნ----------------–---–ის მიერ თავის ჩვენებეში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა---–-------ამ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ------–-----ამ.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1------ 13/05/2018 01:08 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ,,115’’ საპატრულო ეკიპაჟიდან პატრულ-ინსპექტორმა გ. გ-------ემ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების მორიგეს, რომ ქ. ქუთაისში, ახ--–------------------------–--–-----------ში ითხოვა დახმარება 1979 წ. დაბადებულმა გ------–---–-–---მა, რომლის განმარტებით, დედამ 1953 წ. დაბადებულმა ს-----–------–-–---მა და ძმამ 1988 წელს დაბადებულმა გ----------–-–---მა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გ----------–-–---ი ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1------ 12/05/2018 23:52:15 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,,112“-ში ტელეფონის ნომრიდან 7-------- შედის შეტყობინება, რომლის თანახმადაც ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირი 1-ლი შესახვევი მე-6 კორპუსიდან რეკავს პიროვნება და იძახებს აღნიშნულ მისამართზე სასწრაფო დახმარებას, ვინაიდან ერთ საათში დაჩეხილი იქნება მისი და.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა მამუკა ნოსელიძემ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას, ირკვევა, რომ 13.05.2018 წელს 03:18-03:25 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე გ------–---–-–---ის სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 13 მაისს გაცემული შემაკავებელი ორდერებისა და შემაკავებელი ორდერის ოქმების თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ------–---–-–---ის ახსნა-განმარტების თანახმად დედამ ს-----–------–-–---მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა კისერში ხელის მოჭერით, ხოლო ძმამ გ----------–-–---მა სიტყვიერი შეურაცხყოფასთან ერთად სამჯერ დაარტყა სახის არეში და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე გ----------–-–---ი პატრულ ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგაც იწევდა მსხვერპლისაკენ.
სააპელაციო პალატას გ----------–-–---ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ახორციელებს ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით გ----------–-–---ის მიერ, დის გ------–---–-–---ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ოჯახის წევრის - ძმის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.
მართალია, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც გ----------–-–---ის მიერ თითქოს განხორციელდა ოჯახური ძალადობა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატის განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. განსახილველ შემთხვევაში, გ----------–-–---ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარდგენილი იქნა დაზარალებულ გ------–---–-–---ის გამოკითხვის ოქმი, მაგრამ ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ გ----------–-–---ის წინააღმდეგ.
რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: ნ----------------–---–ის, ა---–-------ას და ლ------–-----ას ჩვენებებს, ისინი გადმოცემენ დაზარალებულ გ------–---–-–---ის მონათხრობს, ძმის გ----------–-–---ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - გ------–---–-–---მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) გ----------–-–---ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით პალატა იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10).
შესაბამისად, პალატა უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა გ----------–-–---ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ოჯახური ძალადობის ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----------–-–---ის მიერ გ------–---–-–---ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს სააპელაციო სასამართლოს აზრით საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება წარდგენილი ბრალდება, კერძოდ
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განსახილველ შემთხვევაში პალატის შეხედულებით გ----------–-–---ის მიერ, დის - გ------–---–-–---ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა ჩაითვალოს საკმარისად, ვინაიდან გარდა დაზარალებულების გამოკითხვის ოქმისა, აღნიშნულს ადასტურებენ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომლები: ნ----------------–---–ი, ა---–-------ა და ლ------–-----ა, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ თუ როგორ ემუქრებოდა გ----------–-–---ი თავის დას - გ------–---–-–---ს, რომ დაახრჩობდა, აკუწავდა, და დაასახიჩრებდა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებ-ელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ-------------------იას და მსჯავრდებულ გ----------–-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ-------------------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ----------–-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გიორგი დცალიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გ----------–-–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
გ----------–-–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ----------–-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს და აღსრულდეს გ----------–-–---ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, გევორკ კეშიშიანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გ----------–-–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 მაისიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით (6 თვე და 8 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი, რომლის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 8X5=40 (ორმოცი) საათის ოდენობით ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
გ----------–-–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე