განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002634951
№1/ბ-69-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ფ--–--------–------იას
ადვოკატის - ზ--------------–იას მონაწილეობით
გამართლებულის - თ--------------------ას მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ--------------------------------ას მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაუოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ. ფ----------------------ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ--------------------ას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: თ-------აზ ყ--------ა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობის არაერთგზის ჩადენისათვის).
2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 02 საათზე, ადრე სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი თ--------------------ა ქ. ფოთში, დ-------–-----–--------ში მდებარე შპს „ქ-------ის“ ოფისიდან მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ---------------ას კუთვნილ 120 ლარად ღირებულ „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით თ--------------------ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ე---–-----------ას მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და თ--------------------ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ საქმის ყველა გარემოებების ობიექტური შესწავლა და შეფასება მიანიშნებს იმაზე, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მოცემული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და თ--------------------ას მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 177-ემუხლისმე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში, შემდეგი გარემოებების გამო:
სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალდებულის მხრიდან ქურდობის ფაქტს და მიუთითა, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპვებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის განსაზღვრულ იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურებისათვის გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებები, რომ მობილური ტელეფონი ფარულად დაუფლებულ იქნა ქ.ფოთში, ა----–-----–------------ში მდებარე ოფისის მე-2 სართულიდან, რის თაობაზეც პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისას მიუთითა თ--------------------ამ, ამავე ოქმს მოაწერა ხელი და მისი შინაარსი სადავოდ არ გაუხდია.
ყოველივეს გათვალისწინებით ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ--------------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ემუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტ მხარეს, პროკურორ ფ--–--------–------იას, რომლებმაც მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ თ--------------------ას ინტერესების დამცველ ადვოკატს - ზ--------------–იას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ---------------ას ჩვენების მიხედვით იგი მუშაობს კომპანია „პარტნიორ 2010“-ში და ქსელური ონლაინ გაყიდვების ბიზნესში, ქ. ფოთში, დ-------–-----–--------ში. 2018 წლის 15 ივლისს თავისი მობილური ტელეფონიდან ბოლო დარეკვიდან დაახლოებით ერთ საათში, ღამის პირველ საათზე, მოიკითხა თავისი მობილური ტელეფონი, რომელიც ვერ აღმოაჩინა. მის სამუშაო ოთახებში შესვლა ნებისმიერ პირს შეუზღუდავად შეეძლო, ოფისიდან გამოსვლისას კარი არ ჩაუკეტია, მოძრაობდა ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე, საეჭვო ვინმე არ შეუმჩნევია. ბრალდებულს პირველად ხედავს. მისი ტელეფონი ნივთის ამოცნობის დროს, ამოიცნო.
მოწმის სახით დაკითხული ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ბ-----------–-----იას ჩვენებით, 2018 წლის 15 ივლისს, ფოთის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება გ---------------ას მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტზე. შეტყობინებიდან რამოდენიმე ხანში მიიღო ინფორმააცია მასზედ, რომ გ---------------ას მობილური ტელეფონი მოპარული ჰქონდა ქ. ფოთში, ს-----ის ქუჩაზე მცხოვრებ თ--------------------ას, რომელიც გადაადგილდებოდა ქ.ფოთში, დ-------–-----–ის ქუჩაზე და შესაძლებელი იყო თან ქონოდა აღნიშნული მობილური ტელეფონიც. იგი ინფორმაციის მიღებიდან დაკითხულ იქნა გამომძიებლის მიერ და შეიქმნა ორი ჯგუფი, რომლებიც უნდა გასულიყვნენ ქალაქში და ინფორმაციის საფუძველზე ემოქმედათ. მასთან იმყოფებოდა შ--–-------------ა, ხოლო მეორე ჯგუფში იყვნენ გ-------------–ია და გამომძიებელი ე-----------–-----ა. ისინი გამოვიდნენ დ-----------–-----–ის ქუჩაზე სადაც ამ ქუჩის N4-ში მდებარე მაღაზიასთან შენიშნეს თ--------------------ა. მან რადიოსადგურის მეშვეობით გადასცა მეორე ჯგუფს რის შემდეგაც მოვიდნენ გამომძიებელი ე----------–----ია და გ-------------–ია. თ--------------------ას განუმარტეს, რომ გამოძიება იყო დაწყებული გ---------------ას მობილური ტელეფონის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვის ფაქტზე და შესაძლებელი იყო ტელეფონი ქონოდა მას. ამის შემდეგ, გამომძიებელმა განუმარტა მას უფლებები, ასევე განუმარტა, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა და წარმოედგინა თუ ქონდა მოპარული მობილური ტელეფონი. მან ნებაყოფლობით წარმოადგინა ტელეფონი, რაზეც შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რაზეც თ--------------------ამ განაცხადა, რომ ქართულს კარგად ვერ ფლობდა, რის გამოც მოყვანილ იქნა გარეშე პირი ი------–----–---–---ი. მობილური ტელეფონი ამოღებულ იქნა და დაილუქა. ოქმს ხელი მოაწერეს მხარეებმა, რის შემდეგაც თ. ყ--------ა გადაყვანილ იქნა სამმართველოში. თ--------------------ამ არ იცოდა ვისი იყო ტელეფონი, მისი არ იყო და არც ის განუმარტია საიდან ქონდა. მასთან (ბ-----------–-----იასთან) ერთად იყვნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: გ-------------–ია, შ-----------------ა და გამომძიებელი ე----------–----ია. ოქმი შედგა ადგილზე, რომელსაც მოაწერა ხელი თ--------------------ამ, რასაც ესწრებოდა გარეშე პირი ი------–----–---–---ი. ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, თ--------------------ას პრეტენზია არაფერზე არ ქონია.
მოწმის სახით დაკითხვისას ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა - გ-------------–იამ განმარტა, რომ 2018 წლის 14-15 ივლისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით ღამის 03 საათზე შემოვიდა შეტყობინება მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე, ქ. ფოთი, დავით ა----–-----–------------ში მდებარე ოფისიდან. ბ-----------–-----იას მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ ზემოთ ხსენებული ტელეფონი თ--------------------ას ქონდა მოპარული, რომელიც მოძრაობდა დ-----------–-----–ის ქუჩაზე. ინფორმაციის მიღებისთანავე შეიქმნა ორი ჯგუფი, პირველ ჯგუფში იყვნენ: ბ-----------–-----ია და შ--–-------------ა, ხოლო მეორე ჯგუფში თვითონ და გამომძიებელი ე----------–----ია. ორივე ჯგუფი გავიდა დ-----------–-----–ის ქუჩის მიმართულებით. პირველი ჯგუფი მანქანით მოძრაობდა წინ ხოლო მეორე ჯგუფი მიყვებოდა უკან. მან ხიდის გადმოსვლისთანავე შეამჩნია, რომ მისი თანამშრომლების მანქანა გაჩერებული იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპირდაპირე მხარეს. პირველი ჯგუფი ხელის რადიო სადგურის მეშვეობით გადმოსცემდა, რომ იპოვეს თ.ყ--------ა და გაჩერებული ყავდათ. მისვლისთანავე გამომძიებელი ე----------–----ია გადმოვიდა მანქანიდან და შეჩერებულ პიროვნებას წარუდგინა ჩხრეკის ოქმი, რომელიც წაიკითხა შეჩერებულმა პიროვნებამ და მოაწერა ხელი. გამომძიებელმა შესთავაზა შეჩერებულ პიროვნებას, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა მობილური ტელეფონი, რაზეც ის დათანხმდა და ტელეფონი ამოიღო შარვლის ჯიბიდან. ტელეფონი იყო შავი ფერის. მოწმის განმარტებით თ. ყ--------ას ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღო, რაზეც შედგა ჩხრეკის ოქმი გამომძიებლის მიერ, რომელ ოქმზეც ხელი მოაწერა თვითონ და მასთან მყოფმა თანამშრომლებმა. ოქმზე ხელის მოწერაზე და ჩხრეკაზე თ.ყ--------ას პრეტენზია არ გამოუთქვამს. თ.ყ--------ა დაკავებულ იქნა ა----–----ლის ქუჩაზე.
მოწმის სახით დაკითხვისას ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ--–-------------ას ჩვენებით 2018 წლის 15 ივლისს სამმართველოში შევიდა შეტყობინება გ---------------ას მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტზე. შეტყობინების მიღებიდან რამოდენიმე ხანში ბ-----------–-----იმ მიიღო ინფორმაცია, რომ გ---------------ას მობილური ტელეფონი მოპარული ქონდა ქ. ფოთში, ს-----ის ქუჩა N20-ში მცხოვრებ თ--------------------ას. აღნიშნულზე გამოკითხულ იქნა ბ-----------–-----ია, რის შედაგა ორი ჯგუფი და გაემართა დ-----------–-----–ის ქუჩისკენ. პირველ ჯგუფში შ--–-------------ასთან ერთად იყო ბ-----------–-----ია, ხოლო მეორე ჯგუფში - გ-------------–ია და ე----------–----ია. როდესაც დ-----------–-----–ის ხიდს გადავიდნენ, შენიშნეს ა----–----ლის ქუჩა N 4-თან მოქალაქე, რომელიც იდგა მაღაზიის წინ, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და შეაჩერეს აღნიშნული პიროვნება. შეჩერებული პიროვნება აღმოჩნდა თ--------------------ა. მოწმის განმარტებით მან გამომძიებელ ე----------–----იას უთხრა, რომ ეს იყო თ--------------------ა, რომელზეც მათ ქონდათ ინფორმაცია. ე----------–----იამ ყ--------ას განუმარტა, მისი პირადი ჩხრეკის შესახებ უფლება, რაზედაც ყ--------ამ განაცხადა, რომ წერა-კითხვა ქართულად არ იცოდა. დაუყონებლივ მოყვანილ იქნა გარეშე პირი ი------–----–---–---ი. გამომძიებელმა ყ--------ას გააცნო ჩხრეკის შესახებ დადგენილება. ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და განემარტა, რომ წარმოედგინა მობილური ტელეფონი, რომელიც მას თან ქონდა. თ--------------------ამ ნებაყოფლობით წარმოადგინა მობილური ტელეფონი და თქვა, რომ აღნიშნული ტელეფონი მოიპარა დავით ა----–-----–------------ში, მეორე სართულზე მდებარე ოფისიდან. გარეშე პირი არ გახდა საჭირო, რადგანაც ყ--------ამ გამართულად წაიკითხა ჩხრეკის ოქმი და ხელიც მოაწერა. ამის შემდეგ, ე----------–----იამ მას განუცხადა, რომ ის იყო დაკავებული მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე და გააცნო დადგენილება დაკავების შესახებ. ორივე ოქმი შედგა ადგილზე, რის შემდეგაც თ--------------------ა გადაყვანილ იქნა სამმართველოში.
ლევან სამხარაულის სახელობის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ- ფსოქოლოგიური ექპერტიზის 2018 წლის 08 ნოემბრის N0-------- დასკვნით, თ--------------------ას აღენიშნება შიზოტიპური აშლილობა (კოდი -F21, დაავადაებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შიზოტიპური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინა-აღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება შიზოტიპური აშლილობა (ფსიქოზური გამწვავების მდგომარეობა. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანლოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრი-ული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე).
ექსპერტებმა ი------------------–--ემ, მ-------------ემ და ვ--------–----–---–---მა დაადასტურა ექპერტიზის დასკვნის სისწორე.
პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, თ--------------------ას პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა: შავი ფერის კორპუსის მქონე „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ეკრანს ზედა მარჯვენა კუთხეში აქვს პატარა ზომის ჩამონატეხი. მობილური ტელეფონის იმეი კოდია: 8--------------, ხოლო მასში მოთავსებული სიმბარათი შემდეგი ნომრით: 8-------------------. აღნიშნული ტელეფონი სიმბარათთან ერთად დალუქულ იქნა ადგილზე, პოლიეთილის პარკში 36/2 ლუქის ბეჭდით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები.
საქმეში არსებული ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, გ---------------ამ ამოიცნო წარდგენილ სამ ცალ მობილურ ტელეფონს შორის მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველი ტელეფონი. მისი განმარტებით აღნიშნული მობილური ტელეფონი მან ამოიცნო ფერით, ფორმით, ზომით და მობილური ტელეფონის ეკრანზე მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული დაზიანებით. გ---------------ას თანხმობით ჩართული და დათვალიერებული იქნა მის მიერ ამოცნობილი მობილური ტელეფონი, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტელეფონის ფაილებში ინახება მისი და მისი ოჯახის წევრების ფოტო და ვიდეომასალა.
საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერება ჩაატარა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ--–--------–--–---–მა. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 16 ივლისს 1310 საათზე და დასრულდა 2018 წლის 16 ივლისს 1340 საათსზე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ლ--–--------–--–---–ი, გ---------------ა, ზ---------------ია, დათვალიერება მიმდინარეობა დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, შემთხვევის ადგილი მდებარეობს - ქ. ფოთში, დ-----------–-----–ის ქ.N6-ში მდებარე ორსართულიანი, კაპიტალური შენობის მე-2 სართულზე განთავსებული შპს „ქ-------ის“ ოფისი. აღნიშნულ შენობას ა----–----ლის ქუჩის მხარეს პირველ სართულზე გააჩნია რკინის კარი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში, აღნიშნული კარის მეშვეობით შევდივართ სადარბაზოში, სადაც ბეტონის კიბის მეშვეობით ავდივართ მე-2 სართულის დერეფანში. აღნიშნული დერეფნის მარჯვენა მხარეს განთავსებულია შპს „ქ-------ის“ ოფისის ორი სამუშაო ოთახი. სამივე ოთახის კარები არის ღია მდგომარეობაში. ა----–----ლის ქუჩის მხარეს განთავსებულ ოთახში დგას მაგიდა და სკამები, ასევე კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო დერეფნის მეორე მხარეს განთავსებულ ორ ოთახში დგას მაგიდა და სკამები, აღნიშნულ ოფისში შიგნით და გარეთ სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის.
სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების დროს ყურადღებას მიაპყრობს გამართლებულ თ--------------------ას ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მან ქ. ფოთში, ა----–----ლის ქუჩაზე იპოვა აღნიშნული მობილური ტელეფონი. საქმეში არსებული მასალების მიხედვით ნათელია, რომ თ--------------------ას ბრალდების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება, მათ შორის რაიმე სახის პირდაპირი, მითუმეტეს ერთმანეთთან შეთანხმებული არ არსებობს და შესაბამისად ზემოთ ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი არ იძლევა თ.ყ--------ას მიერ ქურდობის ჩადენის ელემენტარულ მონაცემებს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს პოლიციელთა ჩვენებები წარმოადგენს, რომელთა შორის არის არსებითი წინააღმდეგობები, კერძოდ: ნიშანდობლივი და საყურადღებოა სასამართლოში დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ბ-----------–-----იას ჩვენება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია თ--------------------ას მიერ მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე და დაკავებითაც მან დააკავა იგი. მოწმის განმარტებით თ.ყ--------ას არ უთქვამს ტელეფონის ქურდობისა და წარმომავლობის შესახებ. მოწმის აღნიშნული ჩვენება განსხვავებულია შემთხვევის ადგილზე ბ-----------–-----იასთან ერთად მყოფ სხვა პოლიციის მუშაკთა მიერ მიცემული ჩვენებებისაგან, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ თ--------------------ამ უთხრათ მობილური ტელეფონის მის მიერ ოფისიდან მოპარვის შესახებ.
პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს გამომძიებელ ლ-------–--–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა ექსპერტთან ერთად, მაგრამ თ.ყ--------ას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში მამხილებელი რაიმე მტკიცებულება აღმოჩენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, მაგრამ აღნიშნული ვერ ადასტურებს თ--------------------ას მხრიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს და საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების: გ-------------–იას და შ--–-------------ას ჩვენებებს, თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). შესაბამისად, პალატა უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა თ--------------------ას მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება გამართლებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე დასკვნის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებე-ლი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში თ--------------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდების მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უტყუარ, დამაჯერებელ, აშკარა და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მათ საფუძველზე უტყუარად დაადგინოს ბრალდების მხარის მიერ ამ უკანასკნელის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ე---–-----------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურატურის ე---–-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი თ--------------------ას მიმართ დარჩეს უცვლელად:
თ--------------------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ თ--------------------ას განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თ---------------------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს - გ---------------ას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე