განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
010100118002559482
ინსტანცია
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010100118002559482

№1/ბ-99-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი – მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ა-–---------–-–---–ის

მსჯავრდებულ - ლ-–----–----ის

ადვოკატის - დ---------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–------------------–----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №6----------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე მცხოვრები: ქ. ქ------–---------------–-----–-----------------.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-–----–----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მულით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 08 ივნისს, ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ-–----–----ემ „SIMSON Co SUHL (THURINGGEN)-ის მოდელის N8---- გლუვლულიანი სანადირო თოფიდან ორჯერ გაისროლა რ--------------ის მიმართულებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენით ლ-–----–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლ---–----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაკვალიფიცირება და სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა, თოფის გავარდნის დროს ლ-–----–----ე ვერ ხედავდა დაზარალებულს, მან შემთხვევით გამოკრა თითი თოფის სასხლეტს.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ლ-–----------ის ინტერესების დამცველ ადვოკატ დ---------------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------–-–---–ს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებები სადავო არაა და სრულად ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა მიიჩნევს, რომ ლ-–----–----ის ბრალეულობა დადასტურებულია საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ზ---------------ის, ე------------–--ის, თ--------------ის, ნ-----–-----------ის, რ-------------ის, ი------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმით, დაზარალებულის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ რ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ-–----–----ეს იცნობს სკოლიდან და მეგობრობენ დიდი ხანია. 2018 წლის 8 ივნისს, სტუმრად მივიდა ლ-–----–----ის სახლში და როდესაც ჭიშკარში შევიდა, დაახლოებით 5-6 მეტრის გავლის შემდეგ გაიგონა ორჯერ, თითქმის ერთდროულად გასროლის ხმა. ამავდროულად იგრძნო ტკივილი ორივე ფეხის არეში. დაინახა, რომ თოფი ეჭირა ლ-–ას, მაგრამ ლულა საით იყო მიმართული არ ახსოვს. ამის შემდეგ კოჭლობით მობრუნდა უკან და ქუჩაში გამოვიდა, სადაც დახმარება ითხოვა და შემთხვევით გამვლელმა გადაიყვანა საავადმყოფოში. ლ-–ა არის მისი ახლო მეგობარი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა, მაგრამ როდის ან რისთვის არ ახსოვს. 15-20 წლიანი ნაცნობობის განმავლობაში მათ შორის კონფლიქტი არასდროს არ მომხდარა. ლ---–----ესთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ აქვს. ლ-–ას ოჯახი დაეხმარა მკურნალობაში და თავს კარგად გრძნობს. თვლის, რომ ლ-–ას შემთხვევით გაუვარდა იარაღი გაუფრთხილებლობით.

ლ-–----–----ე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნობს; დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ლ-–----–----ის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან მას განზრახ არ უსვრია დაზარალებულის-ათვის სანადირო ფოფიდან, არამედ შემთხვევით გამოკრა სასხლეტს და გაუვარდა.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო, რომ შესაძლებელია, ბრალდებული უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ლ-–----–----ის მიერ დანაშაულის ჩადენა მნიშვნელოვანწილად განაპირობა გარკვეულმა ფსიქიკურმა პრობლემებმა. 2018 წლის 27 აგვისტოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის N5--------- დასკვნის თანახმად მას გააჩნია მნიშვნელოვანი ფსიქიკური პრობლემები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს მის ქცევაზე, კერძოდ, ლ-–----–----ეს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული აშლილობა, თუმცა მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

პალატა განმარტავს, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში, ფოტოცხრილში არსებულ ფოტოზე გამოსახულ გლუვლულიან სანადირო თოფს, საიდანაც მოხდა ლ---–----ის მიერ გასროლა არის ორ ლულიანი და შესაბამისად აღნიშნულ სანადირო თოფს აქვს ორი სასხლეტი, რომლებზეც თითის გამოკვრის შედეგად ხდება შესაბამისი ორივე ლულიდან გასროლა.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, N8---- სანადირო ორლულიანი თოფის ორივე ლულიდან, ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა, რასაც ასევე დაზარალებულიც მიუთითებს თავის ჩვენებაში და არც მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავოდ.

სასამართლო, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რ--------------ეს აღენიშნება ორივე წვივის მრავლობითი ღია ჭრილობები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედებით.

დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ლ---–----ეს შემთხვევით გაუვარდა თოფი და გასროლის სურვილი არ ჰქონია, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, არ დასტურდება სხვა რაიმე მტკიცებულებით და არსებითად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მომხდარი ფაქტის საილუსტრაციოდ პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომლიდანაც ლ-–----–----ემ მოახდინა ორჯერადი გასროლა არის ორ ლულიანი და გააჩნია ორი სასხლეტი, რომელთა განლაგება ისეთია, რომ პირველი სასხლეტიდან მეორე სასხლეტი მოშორებულია და იგი პირველი სასხლეტის უკან არის დამაგრებული. შესაბამისად, შემთხვევით ორივე სასხლეტზე ხელის გამოკვრის მსჯავრდებულის მიერ გაჟღერებული ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია, კერძოდ, ერთხელ პირველ სასხლეტზე თითის გამოკვრის შემდეგ, მეორე სასხლეტზე კვლავ თითის გამოკვრა შემთხვევით საქმის მასალების ანალიზიდან გამომდინარე სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანებები ორივე წვივის არეში ორი გასროლის შედეგად მიიღო, მაშინ როდესაც რ--------------ე მსჯავრდებულ ლ-–----–----ის ეზოში იმყოფებოდა. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მსჯავრდებულს მოეხდინა ორივე სასხლეტზე ერთდროულად თითის გამოკვრა შემთხვევით. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც გააბათილებდა ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. ცალსახაა და ნათელია, რომ დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია მიმართულია მხოლოდ ლ-–----------ის მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემსუბუქებისაკენ.

ამდენად ეჭვგარეშეა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ-–----–----ე მოქმედებდა ევენტუალური (არაპირდაპირი) განზრახვით. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის ქმედებას შეიძლება მოჰყოლოდა რ--------------ის ჯანმრთელობის დაზიანება, რაც მას არ სურდა, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა შედეგის დადგომას. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ლ-–----–----ემ დაზიანება მიაყენა რ--------------ეს, სასწრაფოდ მიატოვა შემთხვევის ადგილი და შევიდა სახლში, ისე, რომ არც კი დაინტერესებულა დაზარალებულის მდგომარეობით, არ დაურეკავს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის, ხოლო დაზარალებულმა შეძლო ეზოდან გარეთ გამოსვლა, საიდანაც შემთხვევით გამვლელმა წაიყვანა საავადმყოფოში.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–----–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ-–----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ლ-–----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

ლ-–----–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 09 ივნისიდან.

ლ-–----–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთმტკიცებები: ზ---------------ისაგან ამოღებული ლ-–----–----ის ტანსაცმელი, ლ-–----–----ისაგან ამოღებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით M---

0--, დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ლ-–----–----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანადრო თოფი და 28 ცალი ვაზნა, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.

ი------------–--ის ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, ლ-–----–----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანადირო გლუვლულიანი თოფის ლულიდან, სასხლეტიდან და ჩარჩოდან აღებული ანაწმენდები, ლ-–----–----ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ვიდეო კომპაქტ-დისკი დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე