განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
010100116001379277
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-648-2018წ.

(010100116001379277)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ა----–--- წ--------ას,ადვოკატების - ვ-–- ხ--------–---–ის და მ-----– მ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------ ბ-----ის ძე ფ----------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----- დეკემბერს, პირადი № 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ს--–------ ქუჩა N1-----------

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ------ ფ----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ 2016 წლის 21 აპრილს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ს--–------ ქუჩა N1------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-----–- ბ---–----ის კუთვნილ ავტომანქანა ,,T----------”, სახელმწიფო ნომრით T--------, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ------ ფ----------ემ ჩაიდინა: თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბათუმში, ს--–------ ქუჩა N1------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----–-- ბ---–----ემ ნება დართო ნ------ ფ----------ეს თავისი დედის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით (,,T----------”, სახელმწიფო ნომრით T--------) წაეყვანა მისი ძმა, ნ--- ფ----------ე, რომელიც უნდა დაეტოვებინა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე და დროულად დაებრუნებინა ავტომანქანა ს--–------ ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან. ნ------ ფ----------ემ არ დააბრუნა ავტომანქანა. მან ჩათვალა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ნ-----–- ბ---–----ის ავტომანქანით მოძრაობისა და გადაადგილების უფლება ჰქონდა და მფლობელისა და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, ავტომანქანით თვითნებურად მოძრაობდა რამდენიმე საათი, რა დროსაც, 2016 წლის 22 აპრილს, 00:01 საათზე, დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ბრალდე-ბულის ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განაჩენით ნ------ ფ----------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ნ------ ფ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ------ ფ----------ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2016 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 27 აპრილის ჩათვლით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ------ ფ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ნ------ ფ----------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: თვითნებობა განზრახი დანაშაულია და პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურს ეს შედეგი.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ პრაქტიკულად დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ------ ფ----------ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ-----–- ბ---–----ის კუთვნილ ავტომობილს. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი, სრული მოცულობით დასაშვებათ ცნობილი და არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ნ------ ფ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატები ვ-–- ხ--------–---–ი და მ-----– მ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ნ------ ფ----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულები ვერ ადასტურებს ნ------ ფ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სსკ-ის 360-ე მუხლის თანახმად თვითნებობა არის ნამდვილი თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნივნელოვანი ზიანი. ე.ი. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის კანონმდებელმა დაადგინა მნივნელოვანი ზიანის დადგომის აუცილებლობა, აქედან გამომდინარე გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც დაზარალებულს უვნებლად დაუბრუნდა ავტომანქანა, მაშინ რა სახის მნივნელოვანი ზიანი უნდა მიდგომოდა მას, ან რა სახის ზიანი ჩათვალა სასამართლომ, რომ მიადგა დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა----–--- წ--------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ნ------ ფ----------ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს ვ-–- ხ--------–---–ს და მ-----– მ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ-----–- ბ---–----ის ჩვენების თანახმად, ს--–------ ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 200-300 მეტრშია და იქ იშვიათად დადის. იმ დღეს მაღაზიაში შვილთან, რ----–-- ბ---–----ესთან ერთად მანქანით წავიდა. მაღაზიასთან მანქანა ღია დატოვა. გასაღები ზედ იყო. მაღაზიაში პური იყიდეს და 2 წუთში გამოვიდნენ, მაგრამ მანქანა ადგილზე არ დახვდათ. შვილთან ერთად ეძებდა მანქანას. შემდეგ დაურეკა მეუღლეს. მანქანა უკან არ დააბრუნეს, რის გამოც მისმა მეუღლემ დარეკა პოლიციაში. მანქანა, რომ ადგილზე არ დახვდათ, თავისი მეუღლის გარდა არავისთვის უთქვამს - ,,იქ ვისზე უნდა მეთქვა ჩემი ნაცნობი არავინ იყო.“ არ დაინტერესებულა მაღაზიას ჰქონდა თუ არა კამერები. ნ------ ფ----------ეს არ იცნობს. შვილისათვის, რომელსაც მართვის მოწმობა არა აქვს, მანქანა არ გადაუცია.

 

მოწმის სახით დაკითხულ რ----–-- ბ---–----ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 21 აპრილს, მამასთან ერთად დაკრძალვაზე იმყოფებოდა ხულოში. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ, საღამოს შვიდი საათისათვის გავიდა სამსახურში პროდუქციის აღსაწერად, ხოლო 8-9 საათისათვის დედასთან, ნ-----–- ბ---–----ესთან ერთად მანქანით წავიდა ს--–------ ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში, რომლის კლიენტები არიან და ყოველთვის იქ ყიდულობენ პროდუქტს. რამდენიმე წუთში მივიდნენ მაღაზიასთან, სადაც პური და საკვები შეიძინეს. მანქანა ღია დატოვეს და გასაღებიც შიგნით ჰქონდა. მაღაზიიდან, რომ გამოვიდნენ მანქანა არ დახვდათ. საკუთარი ძალებით ეძებდნენ მანქანას, ფიქრობდნენ ახლო-მახლო ხომ არ იყო ან ვინმე ხომ არ გაეხუმრათ. უბნის ტერიტორიაზე ეძებდნენ მანქანას ნახევარი საათი. ფიქრობდნენ იქნებ დაბრუნებულიყო და ამიტომ არ დარეკეს პოლიციაში. შემდეგ დედამ დაურეკა მამას და აცნობა რაც მოხდა. ვიდეოკამერების არსებობით არ დაინტერესებულა. ნ------ ფ----------ესთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს. ჰყავთ საერთო მეგობრები. მართვის მოწმობა არა აქვს და არ გადაადგილდება მანქანით.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ-------- ბ---–----ის ჩვენების თანახმად, დაზარალებულის ქმარია. 3 შვილი ჰყავთ. ბავშვები იცნობენ ნ------ ფ----------ეს. 2016 წლის 21 აპრილს, ხულოში გასვენებაში იმყოფებოდა შვილთან, რ----–-- ბ---–----ესთან ერთად. იმავე დღეს დაბრუნდნენ ბათუმში და საღამოს სამსახურის საქმეებზე წავიდა. მას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ მაღაზიაში რ----–--თან ერთად მანქანით იყვნენ წასული და მაღაზიიდან, რომ გამოვიდნენ მანქანა ადგილზე არ დახვდათ და რა ვქნათო. ნახევარი საათი ელოდებოდნენ და რომ არ მოიყვანეს მანქანა, ამის შემდეგ დარეკა პოლიციაში.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ----- მ--–--ის ჩვენების თანახმად, ს--–------ ქუჩა N1--------ში მაღაზია აქვს გახსნილი, რომელიც იმ პერიოდში შვილის, ჯ----– მ--–--ის სახელზე იყო გაფორმებული. მაღაზიაში საღამოს შემოვიდნენ ახალგაზრდა ბიჭი და ქალი. რაღაცეები იყიდეს და გავიდნენ გარეთ. მოისმა ხმამაღალი საუბარი. გარეთ გასულს უთხრეს, რომ მანქანა აღარ არისო ადგილზეო. მაღაზიის ვიდეო კამერის ჩანაწერი იყო წაშლილი, რადგან ყოველ მე-40 დღეს იშლება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა----------------–-–--- დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---–- შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შევიდა 2016 წლის 21 აპრილს, 23:31:40 საათზე. 2016 წლის 21 აპრილს, 23:45 საათზე, შესასრულებლად დაეწერა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს, ბ--- თ----------–--ეს.

 

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ------ ფ----------ე დაკავებული იქნა 2016 წლის 22 აპრილს, 00:01 საათზე, ქ. ბათუმში, ს--–------ ქუჩა N 1---ის მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალ ნაწილზე. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ამოღებულ იქნა ნ------ ფ----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,T----------”, სახელმწიფო ნომრით T--------.

 

მოწმის სახით დაკითხულ ფ-------- ბ---–----ის ჩვენების თანახმად, მუშაობს პ--------–---------------- თანამდებობაზე. 2016 წლის 21 აპრილს, 10:00 საათიდან ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ოპერატორიდან შემოვიდა შეტყობინება ქურდობის თაობაზე. მ----------- ქუჩაზე დახვდათ შეტყობინების ინიციატორი, ნ-----–- ბ---–----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მოპარეს ავტომანქანა. ღამით ს--–------ ქუჩაზე შეაჩერეს მანქანა ,,T----------”. მძღოლი არ გაქცეულა. წინააღმდეგობა არ გაუწევია. განაცხადა, რომ დოკუმენტაცია არ ჰქონდა. მოხდა იდენტიფიცირება. რ----–-- ფ----------ე დაკავებულ იქნა გამომძიებლის მიერ და გადაყვანილი იქნა პ---–-–-------------------–---–-, ხოლო ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სადგომზე. მანქანაში სხვა ვინმე იმყოფებოდა თუ არა, არ ახსოვს.

 

სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის შემდეგი მტკიცებულებები:

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ------ ზ----ის ჩვენების თანახმად, კურსელები ჯ--- და ნ--- საქეიფოდ იყვნენ მასთან ა---––--–-. მათ შეუერთდათ ნ---ს ძმა, ნ------ ფ----------ე. კომპიუტერზე ითამაშეს, შემდეგ დალიეს. მოგვიანებით რ----–-- ბ---–----ე მივიდა მანქანით და მეგობარი მ------ ს--–------ეც ესტუმრა. წასვლისას ნ------ რ----–--ის მანქანის საჭესთან დაჯდა. შემდეგ რა მოხდა არ იცის.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ--- ზ----ის ჩვენების თანახმად, მუშაობდა სამკერვალო ფაბრიკაში. დაახლოებით 20:30 საათზე მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სახლში. მის შვილს, ზ----- ზ----ეს სტუმრად ჰყავდა მეგობრები, რომლებიც უკვე წასვლას აპირებდნენ. მათ დარჩენა სთხოვა, მაგრამ 10 წუთში ისინი ეზოში გაჩერებულ ვერცხლისფერ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ზ----- ზ----ე და მისი მეგობარი, მ------ ს--–------ე დარჩნენ მხოლოდ სახლში.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ------ ს--–------ის ჩვენების თანახმად, ზ----- ზ----ესთან იყო სტუმრად ა---––--–-. იქ იყვნენ ჯ--- შ----–--ე და ნ------ ფ----------ე. ნ------მ დაურეკა რ----–-- ბ---–----ეს და მოსვლა სთხოვა. რ----–--ი, პატარა, ვერცხლისფერი მანქანით მივიდა. მისი მისვლის შემდეგ, სახლში ზ-----ს მშობლები დაბრუნდნენ. წასვლისას რ----–--მა ნ------ს გადასცა მანქანის გასაღები. საჭესთან ნ------ დაჯდა, გვერდით მანქანის პატრონი, უკან ნ--- და ჯ---.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ--- ფ----------ის ჩვენების თანახმად, არის ბრალდებულის ძმა. დაზარალებულის შვილი მეგობარია. ბავშობიდან მეგობრობდა მასთან, თუმცა მისი ძმა უფრო მეგობრობდა. ზ----- ზ----ე და ჯ--- შ----–--ე მისი თანაკურსელები არიან. სტუმრად იყვნენ ზ----- ზ----ის სახლში, ა---––--–-, სადაც ითამაშეს კომპიუტერული თამაშები, შემდეგ ცოტა დალიეს. მათ შეურთდა ნ---ს ძმა, ნ------ ფ----------ე და მეგობარი ნ--- ს--–------ე. საღამოს ნ------მ დაურეკა რ----–-- ბ---–----ეს და მანქანით მისვლა სთხოვა. რ----–--ი ამოვიდა. ა---––------- წამოსვლისას, ნ------ რ----–--ის თანხმობით საჭესთან დაჯდა. წავიდნენ ,,---------------.'' რ----–--ი მაღაზიასთან ჩამოვიდა. მას დაუბარეს, რომ ,,ცოტა ხნით გავიდოდნენ და ამოვიდოდნენ უკან,’’ რაზეც რ----–--მა თანხმობა განაცხადა. შემდეგ რ----–--მა დაურეკა ნ--- ფ----------ეს და უთხრა, რომ მანქანა უნდა წაეყვანა დედამისთან, მათ ერთად დაიწყეს ნ------ს ძებნა, მაგრამ ,,გ---------–-'' ვერ ნახეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ჯ--- შ----–--ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 21 აპრილს, მან და ნ--- ფ----------ემ ზ----- ზ----ესთან წასვლა გადაწყვიტეს. ზ-----სთან სახლში ყოფნისას კომპიუტერზე ითამაშეს, რის შემდეგ გაიშალა მაგიდა. ა---––--–- ავიდა ნ---ს ძმა, ნ------ ფ----------ე. ასევე მივიდა მ------ ს--–------ე, რომელიც იქ გაიცნო. საღამოს ნ------მ დაურეკა რ----–-- ბ---–----ეს, რომელიც მანქანით ამოვიდა მათთან. წამოსვლისას ნ------მ რ----–--ს საჭესთან დაჯდომა სთხოვა, რაზეც იგი თანახმდა. მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ - ნ------ ფ----------ე, რ----–-- ბ---–----ე და ნ--- ფ----------ე. ს--–------ ქუჩაზე, მაღაზიასთან რ----–--ი მანქანიდან გადავიდა. ნ------მ უთხრა, რომ ნ---ს დავტოვებთ და მალე ამოვალთო. წამოსვლის შემდეგ დარეკა უცნობმა პირმა და უთხრა, რომ რ----–--ის მეგობარი ვარ და მანქანას როდის მოიყვანთო. დარეკა რ----–--ის დედამაც და უთხრა როდის მოიყვანთ მანქანასო. შემდეგ პოლიციელებმა დააკავეს. მათ განუცხადა, რომ მანქანა რ----–-- ბ---–----ემ ათხოვათ. პოლიციიდან ღამის 5:00 საათზე გამოუშვეს.

 

ნ------ ფ----------ის განმარტებით, 2016 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 4-5 საათამდე ავიდა ა---––--–- ზ----- ზ----ესთან, სადაც თამაშობდნენ კომპიუტერულ თამაშებს. შემდეგ დაიწყეს დალევა. იქ იყვნენ - ზ----- ზ----ე, ჯ--- შ----–--ე, ნ--- ფ----------ე და შემდეგ მივიდა მ------ ს--–------ე. საღამოს დაურეკა რ----–-- ბ---–----ეს და მანქანით ამოსვლა სთხოვა. მისი ამოსვლის შემდეგ, კიდევ 2 ჭიქა დალიეს და წამოვიდნენ. გამოსვლისას ზ-----ს დედა შემოხვდათ. რ----–--ს მანქანის საჭესთან დაჯდომა სთხოვა, რაზეც ის დათანხმდა. გვერდით რ----–--ი დაჯდა, უკან - ნ--- და ჯ--- დასხდნენ. რ----–-- ბ---–----ეს სიგარეტი უნდა ეყიდა, რის გამოც ს--–------ ქუჩაზე, მაღაზიასთან მანქანა გააჩერა, რა დროსაც რ----–--ს უთხრა, რომ თავის ძმას - ნ---ს ქალაქში დატოვებდა და მალე დაბრუნდებოდა, რაზედაც თანხმობა მიიღო. გზაში ჯ---ს დაურეკა ვიღაცამ უთხრა ,,მანქანას როდის ამოიყვანთო ბიჭოო’’. შემდეგ რ----–--ის დედამ დარეკა და უთხრათ ,,მანქანა როდის უნდა მოიყვანოთ, ნორმალურები თუ ხართო’’. ,,გ---------–-’’ რუსთაველის ქუჩით ავიდა. რ----–-- ბ---–----ე იყო მისი მეგობარი და მანქანა ხშირად უთხოვებია მისთვის, მაგრამ დედამისის ზეგავლენის ქვეშაა. სურს სიმართლის დადგენა. გამომძიებელს სთხოვა მაღაზიასთან კამერების გადამოწმება,რაც არ განხორციელდა. მართვის მოწმობა არ აქვს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ჯ----– მ--–--ის ჩვენების თანახმად, ს--–------ ქუჩაზე სასურსათო მაღაზია ჰქონდა გახსნილი, სადაც დამონტაჟებული იყო კამერები. ადვოკატების მისვლამდე სხვა პირები იყვნენ მისული, რომლებმაც წაიღეს კამერის მეხსიერების ჩიპი. უკან რომ დააბრუნეს, ჩანაწერი წაშლილი იყო. კამერა 40 დღე ინახავს ჩანაწერს და შლის მე-40 დღეს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ნ------ ფ----------ის საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს რომ ნ------ ფ----------ე ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჩადენილია თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. პალატა აღნიშნავს, რომ თვითნებობისას, პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ახორციელებს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს, ისარგებლოს ან არ ისარგებლოს კონკრეტული უფლებით. თუ პირმა იცის, რომ უფლება, რომელსაც ის ახორციელებს, მას არ ეკუთვნის, თვითნებობის შემადგენლობა გამოირიცხება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ავტომანქანა ნ------ ფ----------ეს არ ეკუთვნოდა, სააპელაციო სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ------ ფ----------ე თავისად დაგულებული უფლებით, კერძოდ მანქანის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებით არ სარგებლობდა.

 

საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია პირდაპირ მტკიცებულებათა შეფასება, ნ-----–- ბ---–----ე და რ----–-- ბ---–----ე აცხადებენ, რომ ავტომანქანა მაღაზიის წინ მოპარეს, ხოლო რ----–-- ბ---–----ის მეგობრები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ რომ ავტმანქანა რ----–-- ბ---–----ემ თავად გადასცა სამართავად ფ----------ეს და მეგობრების ქალაქში გაყვანის ნებაც დართო. ასეთ ურთიერთსაპირისპირო ჩვენებებიდან რომელიმეს გასაზიარებლად აუცილებელია დამატებითი, შემავსებელი ისეთი მტკიცებულება, რომელიც ნათელს მოფენს ობიექტურ ჭეშმარიტებას და სასამართლოს საშუალებას მისცემს ერთმნიშვნელოვნად გაიზიაროს რომელიმე ჩვენება. პალატა ყურადღებას ამახვილებს მაღაზიის გამყიდველის, მ----- მ--–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებაზე, რომელიც ადასტურებს რომ ნ-----–- და რ----–-- ბ---–----ეებს არაფერი უთქვამთ ავტომანქანის გატაცების შესახებ, მ--–--ემ ის რომ მანქანა არ იყო ადგილზე, გაიგო მოგვიანებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარეთ გაიხედა ხმაურის გამო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო ბრალდებას დამატებით მტკიცებულებად არ მოუპოვებია იმ სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომლითაც აღჭურვილია ხსენებული მაღაზია, ასევე ისიც, რომ ფ----------ის დაკავება მოხდა იმავე ქუჩაზე, სადაც მდებარეობს მაღაზია და თანაც ავტომანქანა გაჩერებული ყავდა, ნ. ფ----------ე ავტომანქანაში იყო ჯ--- შ----–----ესთან ერთად. დადგენილია ისიც, რომ ნ-----–- და რ----–-- ბ---–----ეებს თავად არ შეუტყობინებიათ პოლიციისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ.

შესაბამისად, სასამართლოსათვის ერთმნიშვნელოვნად სარწმუნო არაა ნ-----–- და რ----–-- ბ---–----ეების ჩვენებები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ რ----–-- ბ---–----ემ ნამდვილად ათხოვა ნ------ ფ----------ეს ავტომანქანა, თუმცა დადგენილად მიიჩნია, რომ ფ----------ემ არ დააბრუნა ავტომანქანა და ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, ავტომანქანით თვითნებურად მოძრაობდა რამდენიმე საათი. სააპელაციო პალატის აზრით სრულიად გაურკვეველია რა ფაქტობრივი გარემოებებზე დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლო ასეთი დასკვნის გამოტანისას, მაშინ როცა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კონკრეტულად რა დროით ათხოვა მანქანა რ. ბ---–----ემ ნ. ფ----------ეს და როდის უნდა დაებრუნებინა ის.

სასამართლო ასევე არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების პოზიციას ფ----------ის მხრიდან ავტომანქანის ქურდობის ჩადენის ფაქტის შესახებ და განმარტავს შემდეგს: მართალია ნ-----–- და რ----–-- ბ---–----ეები აცხადებენ, რომ მათ ავტომანქანა დააყენეს მაღაზიის წინ და იქ აღარ დახვდათ, თუმცა უკვე განხილული მტკიცებულებების საფუძველზე ეჭვქვეშ დგება ავტომანქანაში მათი მარტო ყოფნის ფაქტი და ისიც, რომ ნ. ფ----------ისათვის მანქანა არ უთხოვებიათ, ქურდობა ესაა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური ნიშანია მისი ფარული ხასიათი, ხოლო სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. შესაბამისად, ქურდობის სამართლებრივი შეფასებისას აუცილებლად უნდა დადგინდეს პირის განზრახვა, რომ იგი შეგნებულად მოქმედებს ფარულად და ამოძრავებს სხვისი ნივთის (ქონების) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული ავტომანქანის ფარული დაუფლების არცერთი არათუ პირდაპირი არამედ არც ირიბი მტკიცებულება. ნ-----–- და რ----–-- ბ---–----ეების მიერ მიცემული განმარტებები კი ჩადენილი ქურდობის დასადასტურებლად, ყველა ზემოთ აღწერილი გარემოებების გამო ვარგისი არაა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ------ ფ----------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ნ------ ფ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ვ-–- ხ--------–---–ის და მ-----– მ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განაჩენი ნ------ ფ----------ის მიმართ.

 

ნ------ ფ----------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გამართლებულ ნ------ ფ----------ეს განემარტოს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აპრილის განჩინებით, ნ------ ფ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ ბ-----ი ფ----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე: ოზურგეთის მ----–----–-------- დაბა ნ--------, საკადასტრო კოდი: 2-----------) 5 000 ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე