განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
210100118002576689
ინსტანცია
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002576689

საქმე №1ბ/642-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–---–-----–---–ის,ადვოკატ - თ---------–-–---–ის,მსჯავრდებულ - მ--–---------–--ის მონაწილეობით,სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ--–---------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი N4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს---------------------------–----------ნი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით:

 

მ--–---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მ--–---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--–---------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ--–---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 ივნისიდან.

 

მახლაზ ხმალაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში რომ მან ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მანვე ჩაიდინა: სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, შემდეგი:

 

2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე სიღნაღის რაიონის, ს------–----------–ი, ა-----------------------ა და მისი მეუღლის - ნ-------------------ის საცხოვრებელი სახლის წინ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მ--–---------–--ე, იმაზე განაწყენებულმა, რომ 2018 წლის 11 ივნისს, მას ა---------------------მა და ნ-------------------ემ უფასოდ არ მისცეს ერთი ბოთლი ღვინო, ნაჯახის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა---------------------სა და ნ-------------------ეს და ნაჯახის გამოყენებით განზრახ დააზიანა ზემოაღნიშნული პირების საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გაჩერებული, ა----------------------- კუთვნილი „M------------------“-ის მარკის ავტომანქანა, კერძოდ: ავტომანქანის ძრავის სახურავი, წინა საქარე მინა, უაკნა საქარე მინა, საბარგულის მარცხენა სტაციონალური მინა, უკანა მარცხენა კარის რეზინის კანტი, უკანა კარის მინა, უკანა კარის ქარამრიდი, წინა მარცხენა კარის შიდა მოპირკეთება, წინა მარცხენა კარის რეზინის კანტი, წინა მარცხენა კარის მინა, წინა მარცხენა კარის ქარამრიდი, წინა მარცხენა კარის ძარის სახურავის საყრდენი, უკანა მარცხენა კარის ჩარჩო და წინა მარცხენა კარის ჩარჩო. აღნიშნული ქმედების შედეგად ა---------------------ს მიადგა 1200 (ათასორასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ-------------–---–მა. აპელანტმა ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტის განმარტებით, მ--–---------–--ისათვის დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნების მიღწევას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ დაზარალებულებსა და მსჯავრდებულ მ--–---------–--ეს შორის კონფლიქტური სიტუაცია ამოწურული არ არის, რაც არაერთხელ დადასტურდა საქმის განხილვის დროს მ--–---------–--ის მიერ მტკიცებულებების გამოკვლევისას დაზარალებულების მიმართ გამოხატული დამოკიდებულებებით; ისინი დღემდე არ შერიგებულან და დაზარალებულები არიან მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ მ--–---------–--ემ არ აღიარა ნ-------------------ის და ა---------------------ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი. ზემოაღნიშნული კი ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულმა ვერ გააცნოებიერა ჩადენილი დანაშული. შესაბამისად, მისი მხრიდან მაღალია როგორც დაზარალებულის, ისე სხვა პირთა მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის გამოც, აუცილებელია, მ--–---------–--ის მიმართ გამოყენებულ იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც იქნება შემაკავებელი და დამაფიქრებელი მისი შემდგომი საქციელის სწორად განსაზღვრისათვის. მართალია სასამართლომ გაითვალისწინა მ--–---------–--ის ნასამართლობა და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაუნიშნა სასჯელი, თუმცა მან არ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 შესაძლებლობა და მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეუკრიბა დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელები.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი-----–---–-----–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მ--–---------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უდავოდ მიჩნეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მოწმეთა ჩვენებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობას, მათ შორის დაზარალებულების: ნ-------------------ის და ა---------------------იმას ჩვენებებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ექსპერტიზის დასკვნას და ასევე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში თავად ბრალდებულ მ--–---------–--ის აღიარებით ჩვენებას.

 

შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ--–---------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ--–---------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის პოზიცია დაფუძნებულია განაჩენის სამართლიანობაზე და მისი მოთხოვნა სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მ--–---------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიიჩნია მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების აღიარება. თუმცა მსჯავდებულის მიმართ არსებული დამამძიმებელი გარემოებების ფონზე მისი მხრიდან მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის აღიარება არ უნდა გახდეს მის მიმართ ისეთი შეღავათების გავრცელების საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ნაწილში გამოიყენა სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ.

 

სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს მ--–---------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას და დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გამოიხატა მუქარასა და ნივთის დაზიანებაში ნაჯახის გამოყენებით; ასევე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და დამდგარ მართლსაწინააღდმეგო შედეგს. კერძოდ, აღასანიშნავია, რომ მ--–---------–--ეს სრულიად ნორმალური საზოგადოებრივი ურთიერთობების პირობებში წარმოეშვა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის განზრახვა, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია მ--–---------–--ის პიროვნება. იგი არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელმაც კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. აღნიშნული კი ხაზს უსვამს მსჯავრდებულის მართლმსაჯულებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას და მის არაკანონმორჩილ ბუნებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამდენად, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ კვლავ განზრახი დანაშაულის ჩადენისას კანონმდებელი ადგენს შედარებით მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნის აუცილებლობას. დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის ასეთი წესის მოქმედებით ყურადღება ექცევა პიროვნების საშიშროებას და მისგან პოტენციურად მომდინარე საფრთხეებს, რის გამოც პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია, რომ მ--–---------–--ის მიმართ გავრცელდეს ისეთი საშეღავათო ღონისძიება, როგორციაა დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვლისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მ--–---------–--ის მიმართ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად საკმარისი არ არის დანიშნული სასჯელის თუნდაც ნაწილის არასაპატიმრო ალტერნატივით შეცვლა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; დანიშნული სასჯელი არ წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის სათანადოდ დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ამასთანავე, მოხდეს მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაცია.

 

შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული შეღავათი უნდა გაუქმდეს და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, უნდა განესაზღვროს სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზეც. მხოლოდ აღნიშნული სასჯელი გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

ამდენად, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენში;

 

მ--–---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მ--–---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--–---------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ--–---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 ივნისიდან;

 

მ--–---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ა----------------------- კუთვნილი ,,M------------------“-ის მარკის ავტომანქანა (სახ. N--------), რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვს, ა----------------------- მეუღლეს ნ-------------------ეს, დარჩეს მისი კანონიერი მფლობელის საკუთრებაში;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნაჯახი და თიხის თოჯინის ნამსხვრევები, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები დაფიქსირებული 2 (ორ) ცალ კომპაქტდისკზე და საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათები დაფიქსირებული 1 (ერთ) ცალ კომპაქტდისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე