განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100118002440432
საქმე №1/ბ-484-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
პროკურორის- ი-----–- შ---------ის
ადვოკატის- ლ---- ს---------ს
გამართლებულის - დ----- ს----–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) დ----- რ------ს ძე ს----–---–ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, მცხ. ქ. სამტრედია, ნ--------ის ქ. N2;
აღწერილობითი ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- ს----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეთანხმებით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელს ნოღაში მცხოვრებ ე---- ბ--–---ის სახლში სტუმრად ყოფნისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ს----–---–მა, ურთიერთშორის საუბრით განაწყენების ნიადაგზე, ორსული მეუღლის ნ----- ე---–----–---–ის მიმრათ ხელის არაერთხელ სახისა და მუცლის მიდამოში დარტყმით ძალადობა განახორციელა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- ს----–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ემ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით დ----- ს----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-----–- შ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დ----- ს----–---–ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
გასაჩივრებული განაჩენი დ----- ს----–---–ის მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარე ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ბრალდების მხარის მოსაზრებით ტკივილის განცდის შეფასება უნდა მოხდეს არა მხოლოდ დაზარალებულის განმარტებით, არამეს სხვა ობიექტურ გარემოებებზე დაკვირების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ნ----- ე---–----–---–ს აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, ექსპერტმა მიუთითა, რომ ასეთი დაზიანების განვითარებისას ადამიანმა შესაძლებელია განიცადოს ტკივილი. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დარტყმის შედეგად ნ----- ე---–----–---–მა დაიწყო ტირილი, დადგენილია, რომ დ. ს----–---–მა მას ძლიერად დაარტყა, ნ-----ს ეტკინა და ამიტომ დაიწყო ტირილი. მითითებული გარემოებების ერთობლიობა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ბრალდების მხარის მოსაზრებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად ადასტურებს, რომ ნ----- გ---–--–-–---–მა დ----- ს----–---–ის დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დ----- ს----–---–ი სრულად აღიარებდა ბრალად წარდგენილ ქმედებას.
გამართლებული დ----- ს----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ---- ს--------- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დ----- ს----–---–ის მიმართ.
სააპელაციომ პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორს ი-----–- შ---------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ დ----- ს----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ლ---- ს---------ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და დ----- ს----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმე ნ----- ე---–----–---–მა ისარგებლა მასთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - დ----- ს----–---–ის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ 2018 წლის 8 აპრისლ გამოძიება დაიწყო ნ----- ე---–----–---–ის მიმართ განხორციელებულ ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
მოწმე ზ----- თ------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 8 აპრილს მან დაიწყო გამოძიება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ფაქტი ეხებოდა ნ----- ე---–----–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, მის მიერ ჩატარებულ იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხულ იქნა მოწმეები, მან ბრალი წარუდგინა დ----- ს----–---–ს და დააკავა იგი. მოწმემ სრულად დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმე კ------------ე ნ--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 8 აპრილს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში გამომძიებელ ზ----- თ------ესთან ერთად იყო მორიგე. ზ. თ------ემ დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაშიც თვითონაც იყო ჩართული, აღნიშნულ საქმეზე მან მოწმის სახით დაკითხა მხოლოდ ი--- თ----ე, სხვა საგამოძიებო მოქმედებები მას არ ჩაუტარებია.
მოწმე ბ--------- შ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან გამოსცა შემაკავებელი ორდერი და ოქმი დ----- ს----–---–ის სახელზე, რომელმაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე, ნ----- ე---–----–---–ზე.
მოწმე ლ---- ბ--–---ის განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის 7 აპრილს, მათთან ოჯახში სტუმრად იყვნენ მისი ძმის მეგობარი დ----- ს----–---–ი და მისი მეუღლე ნ-----. საღამოს ისხდნენ მაგიდასთან და სვამდნენ ყავას. დ. ს----–---–ი იყო ნასვამი. ნ-----ს ეუბნებოდა, ჩემი ცოლი მენატრება და შენ მომშორდიო. ამ დროს ერთხელ შემოარტყა ხელი მარჯვენა ლოყაში. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა უამბეს მის ძმას ე----ი ბ--–---ეს, რომელმაც დაურეკა ნ-----ს მშობლებს, რომ იგი წაეყვანათ. ნ-----ს მშობლები მართლაც მივიდნენ მათთან, მაგრამ ნ----- არ წაყვა და დარჩა. 2018 წლის 8 აპრილს, დილით ისევ სუფრასთან ისხდნენ, ცოტა ხანში ნ----- მეორე ოთახში გავიდა და საწოლზე ჩამოჯდა, მასთან მივიდა დ-----, რომელმაც ძლიერად დაარტყა ნ-----ს ლოყაზე გაშლილი ხელი და უთხრა, წადი, მომშორდი ჩემს ცოლს უნდა შევურიგდეე, ჩემგან არ ხარ ორსულადო. ნ-----მ სიმწრისგან ტირილი დაიწყო, ამის შემდეგ მათ ნ----- გამოუშვეს სამტრედიაში, თავის სახლში.
მოწმე ნ----- ბ--–---ის განმარტებით ირკვევა, რომ მასთან ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა ოჯახის ახლობელი დ----- ს----–---–ი, რომელსაც თან ახლდა მეუღლე ნ-----, ისინი მათთან დარჩნენ რამდენიმე დღის განმავლობაში. 2018 წლის 7 აპრილს, საღამოს, მაშინ როდესაც ისხდნენ სუფრასთან, მისი თანდასწრებით დ-----მ ერთხელ გაარტყა სახეში ნ-----ს, დ----- იყო ნასვამი, ამის შემდეგ მათ დაურეკეს ნ-----ს მშობლებს, რომლებიც მოვიდნენ ნ-----ს წასაყვანად, თუმცა ნ----- მათ არ წაყვა. ამ ფაქტიდან მეორე დღეს 2018 წლის 8 აპრილს, დილის საათებში, მაშინ როცა ოჯახში იმყოფებოდა ყველა, დ----- იყო ნასვამი, მან ისევ დაარტყა გაშლილი სახეში ხელი ნ-----ს, რომელიც ტოროდა სიმწრისგან, ეტყობოდა, რომ ეტკინა. შემდეგ მათ ნ-----ს მისცეს გზის ფული და გაუშვეს თავის სახლში, ხოლო დ-----ს კი ჩაეძინა.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ბ----–--–---–მა განაცხადა, რომ აპრილის თვის დასაწყისში, მათთან სტუმრად მივიდნენ დ----- ს----–---–ი და ნ----- ე---–----–---–ი. დ. ს----–---–მა ნ----- გააცნო მათ როგორც მისი მეუღლე და დარჩნენ ორივენი რამოდენიმე დღით. 2018 წლის 7 აპრილს, დ----- იჯდა მაგიდასთან, ნ-----ც მიუჯდა და დაუწყო მოფერება, მოსვენებას არ აძლევდა და დ-----მ სახეში დაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 8 აპრილს, დილით დ----- იყო ნასვამი. ისინი ისხდნენ მაგიდასთან და სვამდნენ ყავას. ნ----- მიუჯდა ისევ დ-----ს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. მას თავად არ დაუნახავს, მაგრამ გაიგონა დარტყმის ხმა, დ-----მ დაარტყა ნ-----ს ძლიერად და უთხრა, მომშორდიო, ნ-----მ დაიწყო ტირილი სიმწრისაგან, ეტყობოდა ეტკინა. ამის შემდეგ მათ დ----- ააყენეს და გაიყვანეს მეორე ოთახში.
მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– ე---–----–---–მა განაცხადა, რომ ნ----- არის მისი შვილი, დ----- ს----–---–ი კი სიძე. მათთან დარეკა ე----ი ბ--–---ემ, ნ-----ს ცემს დ----- და წაიყვანეთო. როდესაც მივიდნენ ე. ბ--–---ის სახლში, ნ----- და დ----- იყვნენ ერთად და ნ-----ს ნაცემის არაფერი ეტყობოდა. დ-----მ მათ მოუბოდიშა. მეორე დღეს ისევ დაურეკა ე. ბ--–---ემ და უთხრა, რომ ისევ სცემა დ-----მ და ნ----- წავიდა სამტრედიაშიო.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ნ. ე---–----–---–ის დედამ ს-----–--ა ე---–----–---–მა.
მოწმე ც---- შ--–---–---–ის ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ იგი არის ნ----- ე---–----–---–ის ბებია, ნ----- 2017 წელს ცოლად გაყვა დ----- ს----–---–ს. 2018 წლის 7 აპრილს, მის სიძეს, მ-----– ე---–----–---–ს ტელეფონზე დაურეკა ე----ი ბ--–---ემ და უთხრა სასწრაფოდ ჩასულიყვნენ სოფელ ნოღაში, სადაც იმყოფებოდა დ-----ი და ნ-----, რადგანაც ნ----- ცემა მისმა მეუღლემო, ისინი მართლაც გაემგზავრნენ სოფელ ნოღაში, მივიდნენ ე----ი ბ--–---ის ოჯახში, სადაც უთხრეს, რომ დ-----სა და ნ-----ს შორის იყო კამათი და სთხოვეს წაეყვანათ ნ-----, თუმცა ეს უკანასკნელი მათ არ წაყვა, დ-----მ ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და თქვა, რომ ნ-----ს მეტჯერ აღარ ცემდა, რომ ხელს აღარ დააკარებდა, ისინიც ენდნენ მის სიტყვას და წამოვიდნენ. აღნიშნულის შემდეგ, მეორე დღეს, 8 აპრილს, დილის საათებში მის სიძეს კვლავ დაურეკეს ტელეფონზე და უთხრეს, რომ დ-----მ ისევ ცემა ნ----- და რომ ნ----- მათ გამოამგზავრეს სამტრედიაში, მოგვიანებით მათ ნ-----მ აცნობა, რომ ცემის ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს საავადმყოფოსთვის და პოლიციისთვის.
მოწმის სახით დაკითხულმა ი--- თ----ემ განაცხადა, რომ მუშაობს საზოგადოებრივ საპირფარეშოში, რომელიც მდებარეობს რკინიგზის სადგურთან. 2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე მასთან მივიდა ნ----- ე---–----–---–ი, რომელსაც თვალი ჰქონდა გაწითლებული, უთხრა, რომ სცემა ქმარმა და თხოვა, რომ ორი დღე მასთან დარჩებოდა. დარჩენაზე უარი უთხრა და დარეკა 112-ში. მივიდა პოლიცია და წაიყვანეს ნ-----. მასაც უთხრეს, რომ ისიც მისულიყო პოლიციაში. მოწმის განმარტებით, ნ----- ფეხმძიმედ იყო.
საქმეში წარმოდგენილი ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 მაისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 09.04.2018წ. 19:29-19:37 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ----- ე---–----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა (ინექციის შემდგომი კვალი) და დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე არსებული სისხლნაჟრენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პირადად დაათვალიერა ნ. ე---–----–---–ის სხეული, ასევე გამოიკვლია სამედიცინო დოკუმენტაცია. არსებული დაზიანებებიდან მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე არსებული უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,0X1,0 განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ისინი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც შეიძლება ყოფილიყო როგორც ხელი, ისე სხვა საგნებიც, რაც შედის ბლაგვ საგნებში. მისივე განმარტებით, იმგვარი დაზიანების მიყენებისას, რაც ნ. ე---–----–---–ს ქუთუთოზე აღენიშნება, ადამიანმა შეიძლება განიცადოს ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--ე ჟ-------ა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ 2018 წლის 8 აპრილს, სიმთვრალე სიფხიზლეზე შეამოწმა დ----- ს----–---–ი, რომელსაც დაუდგინდა საშუალო ხარისხის სიმთვრალე.
მოწმე გ------ ჟ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი როგორც ექსპერტი, გამომძიებელ ზ. თ------ესთან ერთად, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მან განახორციელა შემთხვევის ადგილის დასურათება.
მოწმე ნ---- ფ--------ის ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ მუშაობს შპს ,,ჯ-------------–------------------------–---------–-----–------–-’’ ექიმ კარდიოლოგად. 2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ შეყვანილ იქნა პაციენტი ნ----- ე---–----–---–ი, რომელიც უჩიოდა ტკივილებს მუცლის არეში, სახეზე მარჯვენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იყო 25 კვირის ფეხმძიმე. ნ----- ე---–----–---–მა განაცხადა, რომ იგი სცემა მეუღლემ დ----- ს----–---–მა.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ჯ--------------–ს’’ სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის’’ მიერ გაცემული ნ----- ე---–----–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პაციენტი უჩიოდა მუცლის ტკივილს, ასევე აღენიშნებოდა სისხნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში.
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, რომელიც შედგენილია უბნის ინსპექტორ-გამომძებელ ბ.შ---------ის მიერ, ირკვევა, რომ 2018 წლის 8 აპრილს, დ----- ს----–---–მა ნ----- ე---–----–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ორდერს ხელს აწერს და მის შინაარსს ეთანხმებიან დ. ს----–---–ი და ნ. ე---–----–---–ი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ----- ს----–---–მა, განმარტა, რომ 2018 წლის 8 აპრილს, თავისი მეგობრის ე----ი ბ--–---ის სახლში ყოფნისას სახეში დაარტყა ხელი თავის მეუღლეს ნ----- ე---–----–---–ს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;
ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტ მ. ნ-----–--ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ნ----- ე---–----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა და დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე არსებული სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; ექსპერტის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ იმგვარი დაზიანების მიყენებისას, რაც ნ. ე---–----–---–ს ქუთუთოზე აღენიშნება, ადამიანმა შეიძლება განიცადოს ტკივილი. მოწმეების: ნ. ბ--–---ის, ლ.ბ--–---ის და ნ. ბ----–--–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2018 წლის 8 აპრილს, დ. ს----–---–მა ხელი დაატყა სახეში ნ----- ე---–----–---–ს, რის გამოც ნ----- ტიროდა, მათივე ჩვენებებით, ნ----- იმიტომ ატირდა, რომ დ. ს----–---–მა მას ძლიერად დაარტყა და ეტყობოდა, რომ ეტკინა. თვით დ----- ს----–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ 2018 წლის 8 აპრილს მან თავის მეუღლეს ნ----- ე---–----–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში.
მოწმეების ჩვენებებში გადმოცემული ფაქტები, ოჯახური კონფლიქტისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ სრულ თანხვედრაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებთან და ნ----- ე---–----–---–ის მიერ ექსპერტ მ. ნ-----–--ისათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან, რაც მიუთითებს მათი ჩვენებების სარწმუნოობაზე და პირდაპირ შემხებლობაზე დანაშაულებრივ ფაქტთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების ჩვენებები და ექსპრეტიზის დასკვნა შესაბამისობაშია ნ----- ე---–----–---–ის სხეულზე არსებულ დაზიანების და დაზიანების გამომწვევი მიზეზის, ქმრის - დ----- ს----–---–ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის კონტექსტში.
მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი, არამედ ტკივილის განცდის შეფასება უნდა მოხდეს სხვა ობიექტურ გარემოებებზე დაკვირების შედეგადაც. ის ფაქტი, რომ ნ----- ე---–----–---–მა ქმრის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, მან დაუფიქსირა ექიმ ნ---- ფ--------ეს, ასევე შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებელს, ასევე დაფიქსირებულია შპს ,,ჯ--------------–ის’’ სამედიცინო დოკუმენტაციაშიც. ამასთან, ლოგიკურია, რომ არათუ ფეხმძიმე ქალბატონისთვის, არამედ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ხელის გარტყმა (ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ნ----- ე---–----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე არსებული სისხლნაჟრენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს) ფიზიკური ტკივილის გამომწვევია.
პალატას მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი, განპირობებულია დანაშაულის ხასიათით, საუბარია ოჯახში ძალადობაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობით, ნათესავების ზეწოლით, საზოგადოების რეაგირების თუ მოძალადის შიშით, რის გამოც ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, არსებობს სხვა გონივრულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მოწმეების: ნ. ბ--–---ის, ლ. ბ--–---ის, ნ. ბ----–--–---–ის, მ. ნ-----–--ის, ი.თ----ის, კ. ნ--------ს, ზ.თ------ის, ბ. შ---------ის, ნ. ფ--------ის, ვ. შ--–---–---–ის ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შპს ,,ჯ-------------–--’’ სამედიცინო დოკუმენტაცია) დ----- ს----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის მეუღლის ნ----- ე---–----–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გაკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დ----- ს----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეთანხმებით ორსული ქალის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
დ----- ს----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელს გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას; სასამართლომ მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად მიზანშეწონილად მიიჩნევს, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში სასჯელი სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დ----- ს----–---–ის მიმართ და გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
დ----- ს----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.
დ----- ს----–---–ი, თანახმად საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 8 აპრილიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
დ----- ს----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე