განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
820100118002398978
ინსტანცია
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100118002398978

საქმე N1/ბ-641-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - დ----- ხ------–---–ის

ადვოკატის - მ--–---- ზ-----ს

მსჯავრდებულების - რ----– ბ---–----ის და ი--ო თ---------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

რ----– ბ---–----ის მიმართ - დაბადებული 1---------წ. პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაუოჯახებელი, საშუალო განათლებით, უმუშევარი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წ-----–-;

 

ი--ო თ---------ის მიმართ - დაბადებული 1---------წ. პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაუოჯახებელი, უმაღლესი განათლებით, უმუშევარი, რეგისტრირებული: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჯ----- და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წ-----–-;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოდ გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----– ბ---–----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად;

 

ი--ო თ---------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–-ში მდებარე ლ---- ბ---–----ეს საცხოვრებელ სახლში, რ----– ბ---–----ემ პირადი უთანხმოების საფუძველზე, ი--ო თ---------ესთან ერთად, ხელების სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენჯერმე დარტყმით ცემა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა ი-–-- ბ---–----ეს.

 

2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–-ში მდებარე ლ---- ბ---–----ის საცხოვრებელ სახლში, ი--ო თ---------ემ, რ----– ბ---–----ესთან ერთად პირადი უთანხმოების საფუძველზე ხელების სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენჯერმე დარტყმით ცემა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა ლ---- ბ---–----ეს და ი-–-- ბ---–----ეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:

 

რ----– ბ---–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით

 

ი--ო თ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრების მოტივები:

 

2.1. აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- ხ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენში ი--ო თ---------ის და რ----– ბ---–----ის მიმართ და მსჯავრდებულებს განესაზღვროთ უფრო მკაცრი სახის სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, სასჯელის მიზნები, დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური მათ მიერ ჩადენილ ქმედებასთან.

 

2.2. აპელანტი - მსჯავრდებულების ი--ო თ---------ის და რ----– ბ---–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ--–---- ზ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ი--ო თ---------ის და რ----– ბ---–----ის მიმართ და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი. ასევე გაუქმდეს ი--ო თ---------ის და რ----– ბ---–----ის მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.

 

აპელანტის მოსაზრებით ი--ო თ---------ეს და რ----– ბ---–----ეს ბრალი წარედგინათ მხოლოდ დაზარალებულების ლ---- ბ---–----ის, ი-–-- ბ---–----ის და მათი ოჯახის წევრების ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც არიან საქმით დაინტერესებული პირები, შესაბამისად, მათ ჩვენებები მიკერძოებულია, გარდა აღნიშნულისა, აღნიშნულ ჩვენებებში არის არშკარა წინააღდეგობა. სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო საეჭვო მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ----- ხ------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტებს - მსჯავრდებულებს რ----– ბ---–----ეს, ი--ო თ---------ეს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–---- ზ----ეს, რომლემბაც მხარი დაუჭირეს მათ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

2. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 02 მარტის 112-იდან მიღებული შეტყობინებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–-ში დ-------- ბ---–----ის ოჯახში მეზობლებს შორის არის ჩხუბი. შეტყობინება და მისი შინაარსი დაადასტურეს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებლებმა დ----- კ---–--–--ემ და ი-----–- ფ----------ემ გამოძიებისას გამოკითხვის დროს, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ლ---- ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს საღამო იყო, როდესაც მათთან სახლში შევიდნენ რ----– ბ---–----ე და ი--ო თ---------ე, რომლებმაც დაიწყეს გინება. ი--ო თ---------ემ დაუწყო ცემა მის შვილს ი-–-- ბ---–----ეს, შემდეგ რ----– ბ---–----ემაც და ი--ო თ---------ემაც მიაყენა მის შვილს შეურაცხყოფა, ორივე სცემდა, თავი მიარტყმევინეს კედელზე, რის გამოც სისხლი წამოუვიდა. რ----– ბ---–----ეს მისთვის ხელი არ დაურტყამს, ი--ო თ---------ემ დაარტყა, მოუქნია 3-4-ჯერ, თმებში წვდა, იგინებოდა, არ იცოდა რას აკეთებდა, ძირს წააქციეს, ეტკინა და დაიწყო კივილი და ტირილი.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ი-–-- ბ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი--ო თ---------ე მივიდა მის სახლში გინებით, მასთან ერთად იყო რ----– ბ---–----ე, იყვნენ ნასვამები და აგრესიულები. ორივემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემეს, თეფში გადააგდებინა და თავი მიარტყმევინეს კედელზე, რის გამოც თავიდან წამოუვიდა სისხლი და ეტკინა.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ი-–-- ბ---–----ის მეუღლის ც---- მ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ საღამოს მათ სახლში მივიდნენ რ----– ბ---–----ე და ი-–-- თ---------ე, ორივე იყო ნასვამი და დაიწყეს ლანძღვა-გინება და ჩხუბი. ი--ო თ---------ემ მისი მეუღლე ი-–-- ბ---–----ე ცემა, უბიძგა და ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რის გამოც თავი მიარტყა უკან კედელზე და გატეხილი ჰქონდა. რ----– ბ---–----ემაც ჰკრა ხელი ერთი-ორჯერ მის მეუღლეს.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადგენილი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ი-–-- ბ---–----ის შვილის ნ--- ბ---–----ის ჩვენებით.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-------- ძ---–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საღამოს 9-ის ნახევარზე შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ წ-----–-ში დ-------- ბ---–----ის ოჯახში იყო მეზობლებს შორის ჩხუბი, რის გამოც დაიწყო გამოძიება და გავიდა ადგილზე, სადაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ჩხუბი დასრულებული იყო, ადგილზე დახვდა ლ---- და ი-–-- ბ---–----ეები, რძალი ც---- მ----–--ე და ბავშვი ნ--- ბ---–----ე, რის შემდეგაც გამოკითხა მოწმეები და დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.

 

2018 წლის 03 მარტის მოწმე მ------ ბ---–----ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ მათი ნათესავი ი-–-- ბ---–----ე ცუდად მოიხსენიებდა მათ ნათესავებს, რის გამოც შეიკრიბნენ ბიძაშვილები და გადაწყვიტეს დალაპარაკებოდნენ ი-–-- ბ---–----ეს. მის მოსაყვანად ი-–--ს სახლში წავიდნენ რ----– ბ---–----ე და ი--ო თ---------ე. მათი წასვლიდან რამდენიმე წუთში შემოესმათ ქალის კივილის ხმა, რის გამოც წავიდნენ იქით და ადგილზე დახვდათ უკონტროლო სიტუაცია, იქ იყვნენ ი-–--ს დედა და მეუღლე, რომლებიც ყვიროდნენ, ხოლო ეზოში იყვნენ რ----– ბ---–----ე და ი--ო თ---------ე.

 

ანალოგიური გარემოებებია დადგენილი 2018 წლის 03 მარტის მოწმე დ----- ბ---–----ის, ს---–--- ბ---–----ის, ი-----– თ---------ის, გ---–----ა ბ---–----ის, რ----- ბ---–----ის, ნ----- შ-----ის, ბ---- ბ---–----ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2018 წლის 03 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–-ში ლ---- ბ---–----ის საცხოვრებელი სახლი, მისაღებ ოთახში შეინიშნებოდა არეულობა.

 

საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ნ-------- ძ---–--ემ.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 15 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ ი-–-- ბ---–----ეს აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით კეფის არეში, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ი--ო თ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ი-–-- ბ---–----ისთვის რაიმე ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და ხელით არ შეხებია. ი-–-- ბ---–----ე ხშირად სვამს და ნათესავებზე ცუდად ლაპარაკობს, რის გამოც ხშირად ჰქონდათ კამათი. მასთან მივიდნენ სახლში და უთხრეს წაყოლოდა დასალაპარაკებლად. დედამისმა და მისმა ცოლმა, რომ გაიგეს რაშიც იყო საქმე ალბათ იფიქრეს ნათესავები ცემენო და დედამისმა ატეხა წივილი, წადით თავი დაანებეთ, ტყუილებს აბრალებენო, მისმა ცოლმაც იყვირა, გადით გაეთრიეთო, მათ კივილზე ხალხი შეგოროვდა, მათ შორის იყო მ------, რომელსაც ი-–--ს დედამ უთხრა, რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი და დაარტყა ჯოხი, რის გამოც მ------ გაითიშა, რაზეც ალბათ იფიქრა მოვკალიო და დაუძახა მის რძალს პოლიციაში დარეკეო. მათი მხრიდან ძალადობა არ ყოფილა. რ----– ბ---–----ე გაჩერებული იყო. მათი იქ მისვლის მიზანი იყო, რომ ჭკუა ესწავლებინათ და გაეფრთხილებინათ ი-–-- ბ---–----ე, რაიმე ფიზიკური დაზიანება მისთვის არ მიუყენებია.

 

წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო რ----– ბ---–----ემ.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მსჯავრდებულთა მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ქმედებების ჩადენა.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულების რ----– ბ---–----ის და ი--ო თ---------ის გამართლების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულების: ლ---- ბ---–----ის და ი-–-- ბ---–----ის ჩვენებებს, ასევე მოწმე ც---–- მ----–--ის ჩვენებას, რომლებიც დეტალურად აღწერენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მათი ჩვენებით დასტურდება, რომ რ----– ბ---–----ემ და ი--ო თ---------ემ ხელებით ცემეს ი-–-- ბ---–----ე, ხოლო ი--ო თ---------ემ ასევე ხელი დაარტყა ლ---- ბ---–----ეს, მოუქნია 3-4-ჯერ, ასევე წვდა თმებშიც. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დადგენი-–--, რომ ი-–-- ბ---–----ეს აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით კეფის არეში, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებულია და მათში ეჭვის შეტანის საფუძელი სასამართლოს არ გააჩნია, ასევე მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან.

 

ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულთა მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ----– ბ---–----ის მიმართ შერაცხული ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ი--ო თ---------ის მიმართ - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ , ,,გ’’ ქვეპუნქტებით კანონიერი და დასაბუთებულია.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდეს ი--ო თ---------ის და რ----– ბ---–----ის მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით ირკვევა, რომ ყადაღა დაედო ი--ო თ---------ისა და რ----– ბ---–----ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით, თითოეულზე 3 000 (სამი ათასი) ლარის (ჯამში 6 000 ლარი), ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ზ----- ბ---–----ის (პ/ნ 6----------), მ----–ე ბ---–----ის (პ/ნ 6----------), რ----- ბ---–----ისა (პ/ნ 6----------) და რ----– ბ---–----ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე რაიონი ხელვაჩაური, სოფელი წ-----–- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------- ამავე განჩინებით, ქონებას ყადაღა დაედო განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე.

 

საქართველოს სსსკ-ის 151-ე მუხლის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველია სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე.

 

ამავე კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოსშემტანს.

 

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, კი ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით ი--ო თ---------ისა და რ----– ბ---–----ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების თითოეულზე 3 000 (სამი ათასი) ლარის (ჯამში 6 000 ლარი), ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ზ----- ბ---–----ის (პ/ნ 6----------), მ----–ე ბ---–----ის (პ/ნ 6----------), რ----- ბ---–----ისა (პ/ნ 6----------) და რ----– ბ---–----ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებაზე, მდებარე რაიონი ხელვაჩაური, სოფელი წ-----–- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------- დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, უნდა გაუქმდეს.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპალეციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს რ----– ბ---–----ეს და ი--ო თ---------ეს ნ-------- ბ---–----ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, მსჯავრდებულებს დაუნიშნა სასჯელი ჯარიმის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულევის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ რ----– ბ---–----ის და ი--ო თ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–---- ზ-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

რ----– ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ი--ო თ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,გ“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

რ----– ბ---–----ის და ი--ო თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით ი--ო თ---------ისა და რ----– ბ---–----ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების თითოეულზე 3 000 (სამი ათასი) ლარის (ჯამში 6 000 ლარი), ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ზ----- ბ---–----ის (პ/ნ 6----------), მ----–ე ბ---–----ის (პ/ნ 6----------), რ----- ბ---–----ისა (პ/ნ 6----------) და რ----– ბ---–----ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებაზე, მდებარე რაიონი ხელვაჩაური, სოფელი წ-----–- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------- დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე