განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002307365
საქმე №1/ბ-620-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ-------- ხ------ს
ადვოკატების _ მ----- ნ--------ს, ჯ---ა გ---–---ს
გამართლებულების _ გ------- შ------ის და პ----- შ------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------- ხ------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------):
პ----- შ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მ-------------------------–--–-------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
გ------- შ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–----------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მ-------------------------–--–-------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, პ----- შ------ს და გ------- შ------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 ნოემბერს, დილის საათებში, მ-------------–----–----------------–--–-------–-, „-–-----ს” უბანში, გ------- შ------ი და პ----- შ------ი, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს, ი-----–- მ--------–---ს და ნ------–- გ---–-----ს. გ------- და პ----- შ------ებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ------–- გ---–-----ს და ი-----–- მ--------–---ს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე ჯოხის გამოყენებით უმოწყალოდ ცემეს ი-----–- მ--------–---ი. ეს უკანასკნელი მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა მესტიის რაიონულ საავადმყოფოში, ხოლო ნ------–- გ---–-----მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ზემოაღნიშნულის გამო პ----- შ------ს და გ------- შ------ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით:
გ------- შ------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით და 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ------- შ------ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და გ------- შ------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
პ----- შ------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით და 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
პ----- შ------ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და პ----- შ------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულებს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ლაქების, მარლის, ნერწყვის, ფრჩხილების, სისხლის, თმის ნიმუშები და ქსოვილის ნაგლეჯები უნდა განადგურდეს; ნ------–- გ---–-----ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს ნ------–- გ---–-----ს; გ------- შ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს გ------- შ------ს; პ----- შ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს პ----- შ------ს; ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მ------ მ--------–---ს; სახლიდან ამოღებული ბოტასი უნდა დაუბრუნდეს ბ--–- ს-----–---ს; CD დისკი უნდა დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დ-------- ხ------მ, რომელმაც ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გ------- შ------ის და პ----- შ------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და გ------- შ------ის და პ----- შ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 120-ე მუხლით, შემდეგი საფუძვლებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ გ------- და პ----- შ------ების საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება _ დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის ჩვენება, რომელიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, მით უმეტეს, რომ ეს ერთადერთი მტკიცებულებაც არ არის უტყუარი და სარწმუნო, ვინაიდან, მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ ნ------–- გ---–-----ს ახასიათებს გარკვეული ქმედებების სხვისთვის დაბრალება და ის სოფლიდან განკვეთილი იქნა სწორედ ასეთი ქცევის გამო. გაუგებარია, რატომ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების _ შ------ების ნათესავების ჩვენებებს ნ------–- გ---–-----ის პიროვნებასთან მიმართებაში, როდესაც მათ ერთი კონკრეტული ფაქტიც ვერ დაასახელეს თუ ვის დააბრალა მან გარკვეული ქმედებები, რის გამო განკვეთეს იგი სოფლიდან. ამასთან, თუ ნ------–- გ---–-----ი განკვეთილი იყო სოფლიდან, როგორ ცხოვრობდა იგი მეუღლესთან ერთად ისევ სვანეთში, მშობლიურ სოფელში, სადაც დანაშაული მოხდა.
მეორე გარემოება, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ეჭვებს აჩენს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაზე, არის მოწმე გ--- გ---–-----ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ნ------–- გ---–-----ი არის მისი მამიდა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. აღნიშნულით მოწმე შეეცადა თავისი ჩვენებისთვის მეტი სარწმუნოობა მიენიჭებინა, ეჩვენებინა სასამართლოსათვის, რომ ნ------–- გ---–-----ი კი არის მისი მამიდა, მაგრამ სიმართლეს ვერ დამალავს. სინამდვილეში არანაირი ნათესაური კავშირი გ--- გ---–-----სა და დაზარალებულს შორის არ არსებობს, ისინი უბრალოდ მოგვარეები არიან. საეჭვოა მისი ჩვენების ის ნაწილიც, სადაც იგი აწ/გარდაცვლილ ი-----–- მ--------–---თან საუბრის შინაარს გადმოსცემს, რა დროსაც მან, თითქოს, თავდამსხმელების ვინაობა არ დაასახელა. დაზარალებული ნ------–- გ---–-----ის განმარტებით, სასწრაფომ მისი ქმარი ცოცხალმკვდარი წაიყვანა და იგი შეკითხვებზე არ პასუხობდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი კაცი კი, გ--- გ---–-----ის ჩვენებით, მასთან ინტენსიური დიალოგის რეჟიმში იმყოფებოდა.
განაჩენის მიხედვით, დაცვის მხარის ყველა მოწმის და ბრალდებულების ჩვენებების უტყუარობის შეფასების ძირითად კრიტერიუმად მიჩნეულია ის გარემოება, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საპირისპირო არავის დაუდასტურებია. მოწმის ჩვენების უტყუარობის შეფასებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოტივი, რომელიც შესაძლებელია ამოძრავებდეს მოწმეს ჩვენების მიცემისას, შეუსაბამობა მოწმის ჩვენებაში და მოწმის ჩვენებასა და საქმის სხვა მასალებს შორის. ნ------–- გ---–-----ის და ბრალდების სხვა მოწმეების ჩვენებების შეფასება არ მომხდარა ამგვარი მიდგომების გამოყენებით. ნ------–- გ---–-----მა თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა 2017 წლის 28 იანვრის დილას განვითარებული მოვლენები. განაჩენში არსად არ არის მითითება იმის შესახებ, რომ მომხდარი ფაქტის გადმოცემისას თვითმხილველი მოწმის ჩვენებაში არის რაიმე შეუსაბამობა. მან განაცხადა, რომ შ------ების ოჯახს ოთხი წელია უთანხმოება ჰქონდა მ--------–---ებთან მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ასევე მის ქმარს აბრალებდნენ 2013 წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც დაცხრილეს შ------ების სახლი და მძიმედ დაიჭრა გ------- შ------ი. მისი გადარჩენა დროული საოპერაციო ჩარევით მოხდა, რომელიც ექიმმა გ--- გ---–-----მა განახორციელა, რაც ამ უკანასკნელმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე.
ნ------–- გ---–-----ის ჩვენების სარწმუნოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი, შეუსაბამობის, წინააღმდეგობრიობის და არათანმიმდევრულობის გამო არ არსებობს. აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში მოიპოვება ბიოლოგიური (გენეტიკური) და მიკრონაწილაკების ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება პ----- და გ------- შ------ების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა ისინი იმ საფუძვლით, რომ საექსპერტო კვლევისათვის განკუთვნილი ნიმუშების აღებისა და დალუქვის დროს ადგილი ჰქონდა კანონის არსებით დარღვევებს, რაც არ დასტურდება საქმის მასალებით.
განაჩენში ახსნილი არ არის და ვერც დაცვის მოწმეებმა და ბრალდებულებმა განმარტეს, თუ საიდან მოხვდა შ------ების სახლიდან ამოღებულ ბოტასზე ი-----–- მ--------–---ის სისხლი, ასევე პ----- შ------ის ჯინსის შარვალზე, გ------- შ------ის შარვალსა და ფეხსაცმელზე, ნ------–- გ---–-----ის და ი-----–- მ--------–---ის სისხლი. ტანსაცმლის დალუქვის ფირნიშზე და ამოღების ოქმზე ბრალდებული პ----- შ------ი ხელს აწერს, გამომძიებელიც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, ასევე მიუთითებს, რომ გ------- შ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელიც ადგილზევე დაილუქა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ნივთმტკიცებების დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში გ--- გ---–-----ის მიკერძოებული ჩვენების გაზიარება და იმის მტკიცება სასამართლოს მიერ, რომ ექსპერტის მიერ აღებული სისხლის ნიმუშის გარდა, გამოძიებას სხვა ნიმუშიც ჰქონდა, არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა დ-------- ხ------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულებმა გ------- შ------მა და პ----- შ------მა, ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ----- ნ--------მ და ჯ---ა გ---–---მ ითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------- ხ------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და არგუმენტებს გ------- შ------ის და პ----- შ------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ------- შ------ის და პ----- შ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
დაზარალებული ნ------–- გ---–-----ი გამოძიების ეტაპიდან მოყოლებული საქმის არსებითი სასამართლო განხილვის ჩათვლით პირდაპირ მიუთითებდა გ------- და პ----- შ------ებზე, როგორც ამ დანაშაულის ჩამდენ პირებზე და მას არცერთ ეტაპზე არ შეუცვლია ეს პოზიცია. ნ------–- გ---–-----მა საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს მისცა სრული და დამაჯერებელი ჩვენება, რა დროსაც განმარტა, რომ გ------- და პ----- შ------ები მისი დეიდაშვილის შვილები არიან. შ------ები მის მეუღლეს, ი-----–- მ--------–---ს აბრალებდნენ სახლის დაცხრილვას და მათ ოჯახებს შორის 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა უთანხმოება. 2017 წლის 28 ნოემბერს, დილის 8 საათზე, მეუღლესთან ერთად მიდიოდა მესტიაში. იმ გზაზე, სადაც მათ უნდა გაევლოთ, ჩასაფრებული ყოფილან გ------- და პ----- შ------ები, რომლებსაც ხის გრძელი დიდი ჯოხები ჰქონდათ. როგორც კი დაინახეს ის და მისი მეუღლე, უცებ დაესხნენ თავს და ამ ჯოხებით დაუწყეს ცემა. დასწრებაზე იყვნენ, რომელი დაასწრებდა დარტყმას. პირველად ი-----–- მ--------–---ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ჯოხები ურტყეს თავში და წააქციეს. ამ დროს უთხრა მათ _ „არ გრცხვენიათ? მამიდა ვარ თქვენი, ნუ მოკლავთო“, რაზეც გ------- შ------მა უპასუხა _ როგორ ბედავო, სტაცა ხელი, აქეთ-იქეთ ათრევდა, შემდეგ წააქცია და კიდევ დაარტყა. რადგან ი-----–-ს არაფერი შეეძლო და საცოდავად ეგდო, ხოხვით ადგა, რათა მას მიშველებოდა, მაგრამ პ----- შ------მა როგორც კი დაინახა, აიღო დიდი ჯოხი, დაარტყა და იქვე წააქცია. ორივენი დასისხლიანებულები ეყარნენ, გ------- და პ----- შ------ებს ისინი მკვდრები ეგონათ, აიღეს ჯოხები და წავიდნენ. ამის შემდეგ თვითონ დარეკა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად, უთხრა, რომ პ----- და გ---- შ------ებმა ცემეს ჯოხებით და ითხოვა დახმარება. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ორივენი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე დღეს შვილმა გაუმხილა, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილი იყო. დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის განმარტებით, დილის 8 საათზე უკვე გათენებული იყო და, რა თქმა უნდა, იცნო გ------- და პ----- შ------ები, რომლებიც მის ხელში არიან გაზრდილები.
მოწმე მ------ მ--------–---მა, რომელიც ი-----–- მ--------–---ის და ნ------–- გ---–-----ის შვილია, სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ გ------- და პ----- შ------ები მისი ნათესავები _ დედამისის დეიდაშვილის შვილები არიან. მათ ოჯახებს რამდენიმე წელია უთანხმოება აქვთ ერთმანეთთან ქონებრივ დავასთან დაკავშირებით და ასევე იმის გამო, რომ მამამისს, ი-----–- მ--------–---ს შ------ები აბრალებდნენ სახლის დაცხრილვას, რა დროსაც დაზარალდა გ------- შ------ი. მოწმის განმარტებით, მისთვის დედამისისგან _ ნ------–- გ---–-----ისგან გახდა ცნობილი, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, მის მშობლებს გზაზე დახვედრიან ჯოხებით შეიარაღებული გ------- და პ----- შ------ები, რომლებსაც უცემიათ ისინი, რის შედეგადაც მამამისი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საყურადღებო და მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის მიერ შპს სსიპ 112-ში განხორციელებული ზარების აუდიო ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ნ------–- გ---–-----ი შემთხვევიდან მალევე რეკავს 112-ზე და ითხოვს სასწრაფო დახმარების გამოძახებას. იგი ოპერატორს ატყობინებს, რომ მას და მის მეუღლეს, მ-------------------------–--–-------–-, ლ-----ს უბანში დახვდნენ შ------ები და ორივენი დასისხლიანებულები იყვნენ. ოპერატორის მიერ დამატებით დასმულ შეკითხვებზე კი იგი პასუხობს _ „დაგხვდნენ ბიჭები და ცოცხალმკვდარი ვგდივართ, ...არაფერი არ წაგვართვეს, დაგვხვდნენ, გვკლავდნენ და დასისხლიანებულები ვართ, ჩემს ქმარს ფეხიც აქვს მოტეხილი, ...დიდი ჯოხები ჰქონდათ“.
მოწმე გ------- ს----–--ს მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს მესტიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 28 ნოებერს, დილით 8-დან 9 საათამდე პერიოდში, 112-დან შევიდა შეტყობინება ცემის შესახებ, სადაც მითითებული იყო ინიციატორის ვინაობა და ტელეფონის ნომერი. მალევე დაუკავშირდა შეტყობინების ინიციატორს და გაიგო, რომ ის ლ-----ს უბანში იმყოფებოდა. მის შეკითხვაზე, თუ ვინ ჩაიდინა აღნიშნული, ვ--–----, იგივე ნ------–- გ---–-----მა უპასუხა, რომ ბრალდებულებმა ცემეს ის და მეუღლე ი-----–- მ--------–---ი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა მ-------------------------–--–-------–-, უბან „-–-----ში” და წარმოადგენდა სამარხილო გზაჯვარედინის გზას, აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ადამიანის სისხლს.
ნ------–- გ---–-----ის და ი-----–- მ--------–---ის ცემის ფაქტს ადასტურებს ასევე მათ სხეულზე არსებული დაზიანებები, კერძოდ:
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ------–- გ---–-----ს აღენიშნებოდა მარცხენა წვივის არეში ნაფლეთოვანი ღია ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ი-----–- მ--------–---ს გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარჯვენა წინამხრის უკანა და შიგნითა ზედაპირებზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე; მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლების დახურული მოტეხილობა შუა და ქვედა მესამედების დონეზე; მარჯვენა მცირე წვივის ძვლის დახურული მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე; მარჯვენა მტევნის მე-2, მე-3 და მე-4 თითების ნების ძვლების დახურული მოტეხილობა; გაკერილი უსწოროკიდეებიანი ჭრილობა მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში; მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და უსწოროკიდეებიანი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით. დაზიანებები სისხლნაჟღენთი მარჯვენა წინამხრის უკანა და შიგნითა ზედაპირებზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე, მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლების დახურული მოტეხილობა შუა და ქვედა მესამედების დონეზე, მარჯვენა მცირე წვივის ძვლის დახურული მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე _ ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან _ სიკვდილთან. დაზიანებები მარჯვენა მტევნის მე-2, მე-3, მე-4 თითების ნების ძვლების დახურული მოტეხილობის სახით ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ხოლო დაზიანებები გაკერილი უსწოროკიდეებიანი ჭრილობა მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და უსწოროკიდეებიანი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან _ სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. იმავე დასკვნის თანახმად, ი-----–- მ--------–---ის სიკვდილის მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლების შუა და ქვედა მესამედის დახურული მოტეხილობისა და მარჯვენა მცირე წვივის ძვლის ქვედა მესამედის დახურული მოტეხილობის შედეგად განვითარებული ფილტვების სისხლძარღვების ცხიმოვანი ემბოლიის გამო. ი-----–- მ--------–---ის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 28.11.2017 წელს 14:00 საათზე. სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს.
ზემოაღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა სამედიცინო ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
გ------- შ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურება, რომ აღნიშნული სახლის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ერთი წყვილი ბოტასი, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. დედის _ ბ--–- ს-----–---ის განმარტებით, აღნიშნული ბოტასი ეკუთვნოდა მის შვილს, პ----- შ------ს.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ-გამომძიებელ დ----- გ--------ს მიერ გ------- შ------ისგან ამოღებული იქნა შავი ფერის ქურთუკი, მუქი ლურჯი მოკლე სახელოებიანი მაისური, მონაცრისფრო ყავისფერი ჩანართით მაისური, მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი და სპორტული ბოტასი, რომელთაგან მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალზე და სპორტულ ბოტასზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ-გამომძიებელ დ----- გ--------ს მიერ პ----- შ------ისგან ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, გრძელსახელოებიანი ნაქსოვი სვიტრი, ყავისფერი ტყავის ქურთუკი, მოთეთრო ფერის წინდები, შავი ფერის ფეხსაცმელი, შავი ფერის სარტყელი და ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.
ის ფაქტი, რომ ნ------–- გ---–-----ი და ი-----–- მ--------–---ი გ------- და პ----- შ------ებმა ცემეს, დასტურდება ასევე ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, პ----- შ------ის ფრჩხილის ფრაგმენტზე აღმოჩნდა ი-----–- მ--------–---ის სისხლი, ხოლო გ------- და პ----- შ------ების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა დაზარალებულების სისხლი. კერძოდ, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ:
_პაკეტში, წარწერით: ,,...გ------- შ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და სპორტული ბოტასი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. №2,3) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. №5,6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №2-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–- მ--------–---ს (ობ.№46; პაკეტი, წარწერით: ,,...სისხლის ნიმუში აღებული ი-----–- მ--------–---ის გვამიდან ...“). ობ. №6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------–- გ---–-----ს (ობ.№45; პაკეტი, წარწერით: ,,... ნ------–- გ---–-----ისგან პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში.“). ობ. №3,5-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №3-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი-----–- მ--------–---ს (ობ.№46), მინორული წილი ეკუთვნის გ------- შ------ს (ობ.№44; პაკეტი, წარწერით: ,,...გ------- შ------ის ნერწყვის ნიმუში...“). ობ. №5-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ნ------–- გ---–-----ს (ობ.№45), მინორული წილი ეკუთვნის ი-----–- მ--------–---ს (ობ.№46).
_პაკეტში, წარწერით: ,,...პ----- შ------ისაგან ამოღებული ტანთცმული ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№7,8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–- მ--------–---ს (ობ.№46). ობ. №8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------–- გ---–-----ს (ობ.№45).
_პაკეტში, წარწერით: ,,...გ------- შ------ის სახლიდან ამოღებული ბოტასი...“ მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.№13,14) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. №13,14-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №13-ის შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ობ. №14-ის პროფილში ვლინდება პ----- შ------ის (ობ.№43; პაკეტი, წარწერით: ,,...პ----- შ------ის ნერწყვის ნიმუში...“), გ------- შ------ისა (ობ.№44) და ი-----–- მ--------–---ის (ობ.№46) გენეტიკური თანამონაწილეობა.
_პაკეტში, წარწერით: ,,...ნ------–- გ---–-----ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ რეიზტუზზე (ობ.№18) და ჩექმაზე (ობ.№19,20) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №18-20-ის გენეტიკური პროფილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ბიომასალის (ობ.№15) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------–- გ---–-----ს (ობ.№45). ამავე პაკეტში მოთავსებულ ქვედაბოლოზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.№16,17), სისხლს არ წარმოადგენს.
_პაკეტში, წარწერით: ,,...ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი, ამოღებული მესტიის საავადმყოფოს ექიმ გ--- გ---–-----ისგან...“ მოთავსებულ: შარვალზე (ობ.№26,27) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ.№28,29) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №26-29-ის გენეტიკური პროფილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ მონაცრისფრო ნაქსოვ ჟაკეტზე არსებული ბიომასალის (ობ.№23) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–- მ--------–---ს (ობ.№46); პალტოზე (ობ.№21), მონაცრისფრო სპორტული ტიპის ჟაკეტზე (ობ.№24) და მოლურჯო ფერის ჟაკეტზე (ობ.№25) არსებული მოყავისფრო და მოყვითალო-ღია მოყავისფრო ლაქები, სისხლს არ წარმოადგენს. ობ. №24-ზე არსებული ბიომასალისა და აღნიშნულ პალტოზე არსებული ბიომასალის (ობ.№22) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №24-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–- მ--------–---ს (ობ.№46), მინორული წილი და ობ. №22-ის გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია; ქუდზე, სისხლსა და ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.
_პაკეტში, წარწერით: ,,...პ----- შ------ის ფრჩხილების ნიმუშები მარჯვენა და მარცხენა ხელების თითებიდან...“ მოთავსებულ, მარჯვენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ.№39) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ.№40) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. №39-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის პ----- შ------ს (ობ.№43), მინორული წილი ეკუთვნის ი-----–- მ--------–---ს (ობ.№46). ობ. №40-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- შ------ს (ობ.№43).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ის ფაქტი, გ------- და პ----- შ------ებს შემთხვევის დღეს ფიზიკური შემხებლობა ჰქონდათ დაზარალებულებთან, დასტურდება ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, მათ ტანსაცმელზე აღმოჩენილი იქნა საერთო გვარობრივი კუთვნილების მქონე ბოჭკოები. კერძოდ, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ:
_ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით: „გ------- შ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და სპორტული ბოტასი”, მოთავსებულ ქურთუკზე და მოკლესახელოებიან მაისურზე აღინიშნება მოთეთრო ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში, წარწერით: „ნ------–- გ---–-----ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...” მოთავსებული ქურთუკის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
_ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით: ,,ნ------–- გ---–-----ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ რეიტუზზე აღინიშნება ღია მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში, წარწერით: ,,გ------- შ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და სპორტული ბოტასი...“, მოთავსებული გრძელსახელოებიანი მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
_ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით: „ნ------–- გ---–-----ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...“, მოთავსებულ ქურთუკზე, ქვედაბოლოზე, რეიტუზზე, მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმელზე აღინიშნება მოწითალო-მოვარდისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: ,,პ----- შ------ისაგან ტანთცმული ტანსაცმელი...“, მოთავსებული სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
_ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით: ,,გ------- შ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და სპორტული ბოტასი...“ მოთავსებულ ქურთუკზე, გრძელსახელოებიან მაისურზე, მოკლესახელოებიან მაისურზე, შარვალზე, მარჯვენა და მარცხენა ბოტასზე; ასევე პაკეტში, წარწერით: ,,გ------- შ------ის სახლიდან ამოღებული ბოტასი...“ მოთავსებულ მარჯვენა და მარცხენა ბოტასზე აღინიშნება მოლურჯო-მოიისფრო შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში, წარწერით: „ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი, ამოღებული მესტიის საავადმყოფო...“, მოთავსებულ პალტოს ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
_ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით: „გ------- შ------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და სპორტული ბოტასი...“ მოთავსებულ ქურთუკზე და გრძელსახელოებიან მაისურზე, ასევე პაკეტში, წარწერით: „გ------- შ------ის სახლიდან ამოღებული ბოტასი...“, მოთავსებულ მარჯვენა ბოტასზე აღინიშნება მოშავო-მორუხო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში, წარწერით: „ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი, ამოღებული მესტიის საავადმყოფო...“ მოთავსებული ნაქსოვი ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
_ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით: „პ----- შ------ისაგან ტანთცმული ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე, სვიტერზე, შარვალზე, ქამარზე, მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმელზე აღინიშნება მოლურჯო-მოიისფრო შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში, წარწერით: „ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი, ამოღებული მესტიის საავადმყოფო...“ მოთავსებულ პალტოს ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე პაკეტში, წარწერით: „პ----- შ------ისაგან ტანთცმული ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე აღინიშნება მოშავო-მორუხო ფერის შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში, წარწერით: „ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი, ამოღებული მესტიის საავადმყოფო...“ მოთავსებული მუქი მორუხო ფერის ნაქსოვი ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
_ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით: „ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი, ამოღებული მესტიის საავადმყოფო...“ მოთავსებულ პალტოზე, შარვალზე და ქუდზე აღინიშნება მიწითალო-მოვარდისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში, წარწერით: „პ----- შ------ისაგან ტანთცმული ტანსაცმელი...“ მოთავსებული სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ-----–---–მა დაადასტურა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას გ------- შ------ის და პ----- შ------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- შ------ის და პ----- შ------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის ჩვენების შეფასებაში, რომლითაც ეჭვქვეშ იქნა დაყენებული მისი სარწმუნოობა. კერძოდ, გასაჩივრებულ განაჩენში აღნიშნულია, რომ დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის ჩვენება არ არის უტყუარი და სარწმუნო, ვინაიდან, მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ მას ახასიათებს სხვისთვის გარკვეული ქმედებების დაბრალება და ის სოფლიდან განკვეთილ იქნა სწორედ ასეთი ქცევის გამო, ასევე მითითებულია, რომ მოწმე გ--- გ---–-----ის ჩვენების თანახმად, ნ------–- გ---–-----ს შ------ების ოჯახის ჯინი სჭირდა და მათ გამწარებას ცდილობდა, რაც ფაქტობრივად სასამართლომაც გაიზიარა და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები აჩენდა ეჭვებს დაზარალებულის პირადი დაინტერესების შესახებ. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან, სასამართლოში დაკითხულმა ვერცერთმა მოწმემ ვერ დაასახელა რაიმე კონკრეტული ფაქტი, თუ ვის რა ქმედება დააბრალა ნ------–- გ---–-----მა და რის გამო განკვეთეს იგი სოფლიდან. ამასთან, გაუგებარია, თუკი ნ------–- გ---–-----ი განკვეთილი იყო სოფლიდან, როგორც ცხოვრობდა იგი ისევ მშობლიურ სოფელში, სადაც დანაშაული მოხდა. პალატა თვლის, რომ არ არსებობს დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის არანაირი საფუძველი, რადგან მისი ჩვენება სრულიად გულწრფელია, მან დამაჯერებლად და გარკვევით გადმოსცა 2017 წლის 28 ნოემბერს განვითარებული მოვლენები, დაწვრილებით აღწერა გ------- და პ----- შ------ებთან შეხვედრის და მათ მიერ მისი და ი-----–- მ--------–---ის ცემის დეტალები. ნ------–- გ---–-----ის ჩვენებაში არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის გარემოებებთან მიმართებით, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იგი არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს აღწერს სრულყოფილად და ზედმიწევნით. სასამართლოში არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ნ------–- გ---–-----მა იცრუა სასამართლოს წინაშე და რომ მას ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ გ------- და პ----- შ------ების დასჯის სურვილი.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დადასტურებული და გამყარებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, მათ შორის: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებითაც დადგენილია, რომ ნ------–- გ---–-----ს და ი-----–- მ--------–---ს სხეულზე აღენიშნებოდათ ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები, რომლებიც განვითარებული იყვნენ მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ გ------- და პ----- შ------ებისა და დაზარალებულების ტანსაცმელზე აღმოჩენილი იქნა საერთო გვარობრივი კუთვნილების მქონე ბოჭკოები, რაც ადასტურებს მათი ერთმანეთთან შემხებლობაში ყოფნის ფაქტს; გამოძიების ეტაპზე ამოღებული დაზარალებულებისა და ბრალდებულების ტანსაცმლით, რომლებზეც აღმოჩნდა სისხლის კვლები; ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ გ------- შ------ის შარვალზე აღმოჩენილი სისხლი ეკუთვნის ი-----–- მ--------–---ს, ხოლო მის წყვილ ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის კვლები ეკუთვნით ნ------–- გ---–-----ს და ი-----–- მ--------–---ს, პ----- შ------ის ჯინსის შარვალზე აღმოჩენილი სისხლის კვლები ეკუთვნით ი-----–- მ--------–---ს და ნ------–- გ---–-----ს, შ------ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ პ----- შ------ის ფეხსაცმელზე (ბოტასზე) და პ----- შ------ის მარჯვენა ხელის ფრჩხილის ფრაგმენტზე აღმოჩენილი სისხლი ეკუთვნის ი-----–- მ--------–---ს, რითაც დასტურდება დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის ჩვენების იმ ნაწილის რეალობა, სადაც იგი განმარტავს, რომ ის და მისი მეუღლე ხის ჯოხებით ცემეს გ------- და პ----- შ------ებმა, რის შედეგადაც ორივემ მიიღეს სხეულის დაზიანებები და დასისხლიანებულები იყვნენ.
ამდენად, სასამართლოს არ გააჩნია დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის გულწრფელობაში ეჭვის შეტანისა და მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ეჭვქვეშ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების შინაარსის სისწორე, ბრალდებულებისგან და დაზარალებულებისგან ნიმუშების აღების და დალუქვის, მათი ტანსაცმლის ამოღებისა და დალუქვის პროცედურა და შესაბამისად, არ გაიზიარა მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები. კერძოდ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ემყარებოდა ბრალდებულებისა და დაზარალებულებისგან აღებულ ნიმუშებს და ამოღებულ ტანსაცმელს, ამდენად, მათი გაზიარება სრულად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ სასამართლო სხდომაზე რამდენად დადასტურდებოდა ნიმუშების აღებისა და ტანსაცმლის ამოღების ოქმების სისწორე. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულებისგან ნიმუშების აღების ოქმები და დაზარალებულების ტანსაცმლის ამოღების ოქმები, ასევე მათ საფუძველზე მიღებული ნივთები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ვერ დაედებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ამ მოქმედებების კანონიერების და მათი შინაარსის შემცველი ოქმების ავთენტურობის კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებლობის გამო.
სასამართლომ მიუთითა, რომ ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი მოითხოვდა ბრალდებულების პოზიციის გაზიარებას ნიმუშების აღებისას მათი დაულუქაობის შესახებ, რაც კანონის არსებით დარღვევას წარმოადგენდა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დაცვის მხარე გამოთქვამდა ეჭვს პოლიციის ორგანოში ამ ნიმუშებისა და დაზარალებულების ტანსაცმელს შორის კონტაქტის შესახებ, რამაც გამოიწვია ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი დაზარალებულების ტანსაცმელზე ბრალდებულების დნმ-ის აღმოჩენის შესახებ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს, რომ არასწორია განაჩენში მოყვანილი მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს, ბრალდებულებისგან აღებული ნიმუშების დაულუქაობამ და ამ ნიმუშებისა და დაზარალებულების ტანსაცმელს შორის კონტაქტმა გამოიწვია დაზარალებულების ტანსაცმელზე ბრალდებულების დნმ-ის აღმოჩენა, ვინაიდან, ასეთი მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და, მათ შორის, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნიდან, რომლის თანახმად, არცერთი დაზარალებულის ტანსაცმელზე არ აღმოჩენილა გ------- შ------ის ან პ----- შ------ის დნმ-ის კვალი, არამედ, აღნიშნული დასკვნის მიხედვით, გ------- შ------ის და პ----- შ------ის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ორივე დაზარალებულის სისხლის კვლები. შესაბამისად, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით არარელევანტურია ბრალდებულებისგან ნერწყვის ნიმუშების აღების და დაზარალებულების ტანსაცმლის ამოღების კანონიერებაზე მსჯელობა, რასაც დიდი ადგილი ეთმობა გასაჩივრებულ განაჩენში. ამავდროულად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშების აღების, ბრალდებულებისა და დაზარალებულების ტანსაცმლის ამოღებისა და მათი დალუქვის პროცედურის, ასევე აღნიშნული მოქმედებების კანონიერების და მათ თაობაზე შედგენილი ოქმების შინაარსის სისწორის ეჭვქვეშ დაყენებისა და ამის გამო საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების გაუზიარებლობის არანაირი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მესტიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ვ------- ბ-----ს მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, უბნის ინსპექტორ-გამომძებლების _ ბ--- ა--------ს და გ---- გ---–---ის, ასევე გ------- და პ----- შ------ების დედის _ ბ--–- ს-----–---ის და დ------ შ------ის მონაწილეობით ჩატარდა გ------- და პ----- შ------ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელიც დაიწყო 18:15 საათზე და დასრულდა 18:55 საათზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთი წყვილი ბოტასი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს წარწერით Z----, რომელიც ბ--–- ს-----–---ის განმარტებით, ეკუთვნოდა მის შვილს, პ----- შ------ს. ბოტასს წინა მხარეს ეტყობოდა სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ამოღებამდე წარედგინა მონაწილე პირებს. ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებული ნივთი აღწერის შემდეგ მოთავსდა ერთ პაკეტში და დაილუქა მესტიის რაიონული სამმართველოს 3--- ლუქის ბეჭდით, ლუქზე გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები და დათარიღებული იქნა. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის მიერ, რომლებსაც რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია ოქმზე გამოთქმული არ აქვთ.
უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ვ------- ბ-----მ, ბ--- ა--------მ და გ---- გ---–---მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- და ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნებიდან ირკვევა, რომ გ------- და პ----- შ------ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი წყვილი ბოტასი ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა დალუქულ მდგომარეობაში.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოწმე ბ--–- ს-----–---ის და დაცვის მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებებს იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ბოტასი პოლიციის თანამშრომლებმა დაულუქავი წაიღეს, ერთი საათის შემდეგ მოიტანეს უკვე დალუქული ბოტასი და ბ--–- ს-----–---ს ლუქზე ხელის მოწერა სთხოვეს, რაზეც იგი დათანხმდა. სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული ვერსია სრულად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ამასთან, ალოგიკურია და მოგონილია გ------- და პ----- შ------ებისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. ასეთი დასკვნის საფუძველს პალატას აძლევს შემდეგი გარემოებები: საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის დაწყებამდე ბ--–- ს-----–---ს წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ და განემარტა უფლება, დასწრებოდა გამომძიებლის ყველა მოქმედებას, გამოეთქვა შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც აისახებოდა ოქმში, რის შემდეგაც მან თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. ბ--–- ს-----–---ი ხელს აწერს ჩხრეკის ოქმის ყველა ფურცელს და მას რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს. ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბოტასი ადგილზევე დაილუქა, რაც ასახულია საგამოძიებო მოქმედების ოქმში და ხელმოწერით აქვთ დადასტურებული ბ--–- ს-----–---ს და დ------ შ------ს. ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა ასევე განმარტეს, რომ ჩხრეკის მიმდინარეობის დროს, სახლში ან ეზოში ბ--–- ს-----–---ისა და დ------ შ------ის გარდა სხვა პირები არ იმყოფებოდნენ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბოტასი პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილზევე დაილუქა და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ვერ ბათილდება გ------- და პ----- შ------ების ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჩვენებებით, რომლებიც არადამაჯერებელია. ბ--–- ს-----–---მა თავადაც ვერ ახსნა, თუ რატომ მოაწერა ხელი ლუქზე და ჩხრეკის ოქმზე, თუკი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფეხსაცმელი, რომელიც მის დაკავებულ შვილს ეკუთვნოდა, პოლიციის თანამშრომლებს დაულუქავად ჰქონდათ წაღებული ერთი საათის განმავლობაში.
მესტიის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, დ----- გ--------ს მიერ შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ--------- ზ-------ს მონაწილეობით, მესტიის რაიონული სამმართველოს შენობაში ჩატარდა ბრალდებულის სახით დაკავებული გ------- შ------ის ტანსაცმლის ამოღება. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ბრალდებულს გაეცნო დადგენილება ამოღების ჩატარების შესახებ და განემარტა უფლება, დასწრებოდა გამომძიებლის ყველა მოქმედებას, გამოეთქვა შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც აისახებოდა ოქმში. ამის შემდეგ, გ------- შ------ისგან იძულების გამოყენების გარეშე იქნა ამოღებული ტანთცმული ქურთუკი, ჯინსის შარვალი, ორი ცალი მაისური და სპორტული ბოტასი. ოქმის თანახმად, ამოღებული ნივთები აღწერის შემდეგ მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში და დაილუქა ერთ ფუთად, მესტიის რაიონული სამმართველოს ბეჭდით 3---. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების _ დ----- გ--------ს და გ--------- ზ-------ს მიერ. ამასთან, ოქმზე დაფიქსირებულია შენიშვნა, რომ გ------- შ------მა ოქმის ხელმოწერაზე და ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რისი მიზეზიც არ განუმარტავს.
გ------- შ------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა _ დ----- გ--------მ და გ--------- ზ-------მ, რომელთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გ------- შ------მა ხელი არ მოაწერა ამოღების ოქმს, პალატა აღნიშნავს, რომ ეს მისი უფლება იყო და ოქმზე ხელის არმოწერა არ მეტყველებს ამოღების ოქმში ასახული ინფორმაციის უსწორობაზე.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- და ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნებიდან ირკვევა, რომ გ------- შ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ბოტასი ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა დალუქულ მდგომარეობაში.
მესტიის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, დ----- გ--------ს მიერ შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ--------- ზ-------ს მონაწილეობით, მესტიის რაიონული სამმართველოს შენობაში ჩატარდა ბრალდებულის სახით დაკავებული პ----- შ------ის ტანსაცმლის ამოღება. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ბრალდებულს გაეცნო დადგენილება ამოღების ჩატარების შესახებ და განემარტა უფლება, დასწრებოდა გამომძიებლის ყველა მოქმედებას, გამოეთქვა შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც აისახებოდა ოქმში. აღნიშნულის შემდეგ პ----- შ------ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა ამოსაღები ნივთები, რაზედაც მან თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ მისგან იძულების გამოყენების გარეშე იქნა ამოღებული ტანთცმული ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი, მაისური, ნაქსოვი ჯემპრი, წინდები და ფეხსაცმელი. ოქმის თანახმად, ამოღებული ნივთები აღწერის შემდეგ მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში და დაილუქა ერთ ფუთად, მესტიის რაიონული სამმართველოს ბეჭდით 3---. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების _ დ----- გ--------ს და გ--------- ზ-------ს მიერ. ამასთან, ოქმის ყველა ფურცელს ხელს აწერს თავად მსჯავრდებული პ----- შ------ი, რომელსაც რაიმე სახის შენიშვნა ოქმზე გამოთქმული არ აქვს.
პ----- შ------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა _ დ----- გ--------მ და გ--------- ზ-------მ.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- და ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნებიდან ირკვევა, რომ პ----- შ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა დალუქულ მდგომარეობაში.
საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის, გ-------– თ---------ას მიერ შედგენილი ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტში, სამედიცინო ექსპერტის _ გ-- გ----------ის მეშვეობით, ი-----–- მ--------–---ის გვამიდან აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ანაჭრელები, თმების ნიმუშები და სისხლის ნიმუში ერთჯერად შპრიცში. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი პირი _ დეტექტივ-გამომძიებელი გ-------– თ---------ა და ექსპერტი გ-- გ----------ე.
ექსპერტმა გ-- გ----------ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ნიმუშის აღების ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ მის მიერ ქ.ქუთაისის პროზექტურაში, ი-----–- მ--------–---ის გვამიდან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, ფრჩხილების ანაჭრელები, თმის ნიმუშები, აგრეთვე ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელიც გარდაცვლილს ეცვა და ყველაფერი გადაეცა გამომძიებელს დალუქულ მდგომარეობაში.
ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნიდან ირკვევა, რომ ი-----–- მ--------–---ის გვამიდან აღებული ნიმუშები დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა ექსპერტს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გ-- გ----------ის მონაწილეობით ჩატარებული ნიმუშების აღება სამართლებრივი მნიშვნელობის არმქონედ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ ეს არ იყო ი-----–- მ--------–---ისგან ნიმუშების აღების პირველი შემთხვევა ამ საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა მოწმე გ--- გ---–-----ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ი-----–- მ--------–---ის მესტიის საავადმყოფოში ყოფნის დროსაც აიღეს პოლიციის თანამშრომლებმა მისგან სისხლის ნიმუში რაიმე დოკუმენტის შედგენის გარეშე და აქედან გამომდინარე, მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა გ--- გ---–-----ის თანდასწრებით ი-----–- მ--------–---ისგან უკვე აღებული იყო სისხლის (და შესაძლოა ასევე სხვა) ნიმუში, გ-- გ----------ის მონაწილეობით ჩატარებულ ნიმუშების აღებას სამართლებრივი მნიშვნელობა ეკარგებოდა, ვინაიდან, გამოძიების ორგანოს ი-----–- მ--------–---ისგან აღებული ნიმუშ(ებ)ი უკვე ჰქონდა ყოველგვარი ოქმის შედგენის გარეშე მიღებული. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები დასკვნისათვის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მესტიის საავადმყოფოში ყოფნის დროსაც აიღეს ი-----–- მ--------–---ისგან სისხლის ნიმუში ყოველგვარი დოკუმენტის შედგენის გარეშე. მართალია, აღნიშნულის თაობაზე მიუთითა დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე გ--- გ---–-----მა, მაგრამ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება, რომლის უტყუარობა ვერ მოწმდება სხვა კანონიერი და სარწმუნო მტკიცებულებით, მიჩნეული ვერ იქნება საკმარის საფუძვლად საქმის მასალებში ასახული გარემოებების საწინააღმდეგო დასკვნის გამოსატანად. საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება და არც რაიმე დადგენილი ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ექსპერტ გ-- გ----------ის მეშვეობით ი-----–- მ--------–---ის გვამიდან ნიმუშების აღებამდე, მისგან მესტიის საავადმყოფოშიც იქნა აღებული სისხლის ნიმუში გ--- გ---–-----ის თანდასწრებით, რაზეც რაიმე დოკუმენტი არ შედგენილა.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილითა და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის, ბ------ ს--------–--ს მიერ შედგენილი, 2017 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ნ------–- გ---–-----მა ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა მისგან ნერწყვის ნიმუშის აღებაზე, რის შემდეგაც ექსპერტმა ზ------ გ---------მ სპეციალური ბამბის ტამპონიანი სტიკერით ნ------–- გ---–-----ის პირის ღრუდან აიღო ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია როგორც მისი შემდგენი პირის _ ბ------ ს--------–--ს, ასევე ექსპერტ ზ------ გ---------ს და თვით ნ------–- გ---–-----ის მიერ.
ზემოაღნიშნული საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა _ ბ------ ს--------–--მ დაადასტურა ნიმუშის აღების ოქმის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები. ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნიდან ირკვევა, რომ ნ------–- გ---–-----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა ექსპერტს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ბ------ ს--------–--მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული მოქმედებების ამსახველი ოქმების ავთენტურობა და ახსენა, რომ დაზარალებულისგან აიღო ნერწყვის ნიმუში, თუმცა არ აღწერილა უშუალოდ ნიმუშის დალუქვის საკითხი, ისევე, როგორც ეს არ მომხდარა თავად ნ------–- გ---–-----ის დაკითხვისას, ხოლო ზ------ გ---------, რომელმაც უშუალოდ აიღო ნიმუში, არ დაკითხულა, ამასთან, საგამოძიებო ორგანოს მიმართ არსებული გაუქარწყლებელი ეჭვები ასევე არ იძლევა საშუალებას, უტყუარად დადგინდეს, რომ ნ------–- გ---–-----ისგან მესტიის სამმართველოში არ აღებულა ნიმუშები შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე. სასამართლოს მითითებით, მოწმე გ--- გ---–-----ის ჩვენება, რომ ი-----–- მ--------–---ისგან სისხლი აიღეს ოქმის შედგენის გარეშე, ასევე წარმოშობს ეჭვს ნ------–- გ---–-----ისგანაც ოქმის შედგენის გარეშე ნიმუშის აღების შესაძლებლობის თაობაზე, ვინაიდან, ნ------–- გ---–-----ი მთელი დღე იმყოფებოდა სამმართველოში, მას ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გაუწიეს სამედიცინო დახმარება და სრული ფაქტობრივი შესაძლებლობა არსებობდა მისგან ნიმუშის აღებისა, ისეთ პირობებში, როცა მას თავისი ასაკისა და ცოდნის გათვალისწინებით, შეიძლებოდა ვერც გაეცნობიერებინა საგამოძიებო მოქმედების არსი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ემყარება მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდებს, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება პალატის მიერ. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად მიუთითებდა მესტიის სამმართველოში ნ------–- გ---–-----ისგან ნიმუშების შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე აღებაზე.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილითა და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის, გ--- ს-------ს მიერ შედგენილი, 2017 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ პ----- შ------მა ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა მისგან ფრჩხილების ანაჭრელების ნიმუშის აღებაზე, რის შემდეგაც ექსპერტ დ----- ფაცაციას მიერ მისგან მაკრატლის გამოყენებით აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან თითების ფრჩხილების ნიმუშები, რომლებიც მოთავსდა პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია როგორც მისი შემდგენი პირის _ გ--- ს-------ს, ასევე ექსპერტ დ----- ფაცაციას და თვით ბრალდებულ პ----- შ------ის მიერ.
ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნიდან ირკვევა, რომ პ----- შ------ის ფრჩხილების ნიმუშები დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა ექსპერტს.
შსს მესტიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, გ--- ს-------ს მიერ შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ-- ხ----------- და მოწმე გ--- გ---–-----ის მონაწილეობით, შ--------------------------ო – ამბულატორიულ განყოფილებაში” ჩატარდა დაზარალებულ ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმლის ამოღება. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გ--- გ---–-----ს გაეცნო დადგენილება ამოღების ჩატარების შესახებ და განემარტა უფლება, დასწრებოდა გამომძიებლის ყველა მოქმედებას, გამოეთქვა შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც აისახებოდა ოქმში, რის შემდეგაც ამოღებული ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი – შავი ფერის პალტო, შავი ფერის ქუდი, ცისფერი ზედა სპორტული ტანსაცმელი, ნაცრისფერი ჟაკეტი, ნაცრისფერი სპორტული ზედა ტანსაცმელი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ღია ყავისფერი ფეხსაცმელი. ოქმის თანახმად, ამოღებული ნივთები დაილუქა ერთ პაკეტად, მესტიის რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით 3---, რაზეც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების _ გ--- ს-------ს და გ-- ხ----------- მიერ. ამასთან, ოქმის ყოველ ფურცელს ხელს აწერს გ--- გ---–-----ი, რომელსაც რაიმე სახის შენიშვნა ოქმზე გამოთქმული არ აქვს.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- და ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნებიდან ირკვევა, რომ ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა დალუქულ მდგომარეობაში.
შსს მესტიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ე-–---- გ---ნის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ----- გ------ის მონაწილეობით, მესტიის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის ტანსაცმლის ამოღება, რა დროსაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი შავი ფერის „რეიტუზი“, შავი ფერის ქვედაბოლო, ქურთუკი და ყავისფერი ფეხსაცმელი. ოქმის თანახმად, ამოღებული ნივთები დაილუქა 3--- ლუქის ბეჭდით, ერთ ცალ პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების _ ე-–---- გ---ნის, შ----- გ------ის და თავად ნ------–- გ---–-----ის მიერ.
ამოღების ოქმში მითითებული გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს დაზარალებულმა ნ------–- გ---–-----მა და მოწმე შ----- გ------მა.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- და ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნებიდან ირკვევა, რომ ნ------–- გ---–-----ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა დალუქულ მდგომარეობაში.
ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულებისა და დაზარალებულების ტანსაცმლის ამოღების, გ------- და პ----- შ------ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ნიმუშების აღების და სხვა მტკიცებულებების მოპოვების დროს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, ხელმოწერილი და დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ, რომელთაც შენიშვნები ოქმში არ შეუტანიათ. რაც შეეხება გ------- და პ----- შ------ების, მათი მამის _ მ--–---- შ------ის და მოწმე გ--- გ---–-----ის ჩვენებებს ამოღებული ნივთმტკიცებების დაულუქაობასთან დაკავშირებით, ისინი არადამაჯერებელია, ვინაიდან, ეწინააღმდეგებიან საქმის მასალებს და ვერ ქმნიან კანონის მოთხოვნების სრული შესაბამისობით შედგენილი წერილობითი მტკიცებულებების გაუზიარებლობის საფუძველს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებული გარემოებების სისწორე. პალატის შეფასებით, მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, ისინი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებს, რომ მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები გ------- და პ----- შ------ების წინააღმდეგ, რომ მათ გააჩნდათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ მოეხდინათ მტკიცებულებების ფალსიფიცირება, რათა გ------- და პ----- შ------ებისათვის დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ამდენად, არ არსებობს არავითარი რეალური საფუძველი დასკვნისათვის, რომ ამ შემთხვევაში მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებებად.
განაჩენში ახსნილი არ არის როგორ აღმოჩნდა გ------- შ------ის შარვალზე, პ----- შ------ის ხელის ფრჩხილის ფრაგმენტზე და შ------ების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ, პ----- შ------ის კუთვნილ ბოტასზე ი-----–- მ--------–---ის სისხლი, ასევე პ----- შ------ის და გ------- შ------ის შარვლებზე ი-----–- მ--------–---ის და ნ------–- გ---–-----ის სისხლი. პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში არაპირდაპირ მიანიშნებს და გარკვეულწილად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როგორც ზემოთ აღინიშნა, გ------- და პ----- შ------ების ტანსაცმელზე და ფეხსაცმელებზე, ასევე პ----- შ------ის ხელის ფრჩხილის ფრაგმენტზე აღმოჩნდა დაზარალებულების სისხლის კვლები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- შ------ის შარვალი და ფეხსაცმელი, რომლებზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, გამომძიებლის მიერ ამოღებული იქნა 2017 წლის 28 ნოემბერს, 13:15 საათიდან 13:50 საათამდე პერიოდში; პ----- შ------ის შარვალი, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, გამომძიებლის მიერ ამოღებული იქნა 2017 წლის 28 ნოემბერს, 14:05 საათიდან 14:40 საათამდე პერიოდში; შ------ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი წყვილი ბოტასი, რომელზეც აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ჩატარდა 2017 წლის 28 ნოემბერს, 18:15 საათიდან 18:55 საათამდე პერიოდში, ხოლო ი-----–- მ--------–---ისგან სისხლის ნიმუში აღებული იქნა 2----–-–---------------ს, ნ------–- გ---–-----ისგან ნერწყვის ნიმუში კი _ 2017 წლის 5 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გ------- და პ----- შ------ების ტანსაცმელზე და ფეხსაცმელებზე ხელოვნურად დატანილიყო ი-----–- მ--------–---ის და ნ------–- გ---–-----ის სისხლი მათგან აღებული ნიმუშებიდან, ვინაიდან, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებზეც აღმოჩნდა დაზარალებულების სისხლი, უკვე ამოღებული და დალუქული იყო მათგან ნიმუშების აღებამდე. აღნიშნულ ნივთმტკიცებებზე ამოღების მომენტშივე შეინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რა დროსაც დაზარალებულებისგან ნიმუშები ჯერ კიდევ არ იყო აღებული. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, ნ------–- გ---–-----ისგან აღებული იქნა მხოლოდ ნერწყვის ნიმუში, ხოლო სისხლის ნიმუში მისგან საერთოდ არ აღებულა. ამდენად, ამ მოცემულობაში პალატას ობიექტურად შეუძლებლად მიაჩნია ნ------–- გ---–-----ის სისხლის მოგვიანებით (შემთხვევის შემდეგ), განზრახ ან შემთხვევით მოხვედრა გ------- და პ----- შ------ების ტანსაცმელზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდებულებისგან ამოღებული ნივთების ადგილზე დაულუქაობის ეჭვს უკავშირდება ასევე ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე ითხოვდა პოლიციის სამმართველოს შენობაში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერს, სადაც ასახული უნდა ყოფილიყო ტანსაცმლის ამოღების პროცესი, თუმცა აღნიშნული კამერის ჩანაწერი სასამართლოში არ წარმოდგენილა და არც იმის შესახებ ინფორმაცია ყოფილა მოწოდებული, რომ ასეთი კამერა ან მასზე ჩანაწერები არ არსებობს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გარემოება დამატებით ამყარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომლის გაბათილებაც ამ მასალით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და სასამართლოში წარდგენა მხარეთა პრეროგატივაა. მხარეები თავად მოიპოვებენ და წარადგენენ სასამართლოში იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროდ მიაჩნიათ თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად.
ამდენად, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ნიმუშების აღების და ტანსაცმლის ამოღების ოქმები, ასევე მათ საფუძველზე მიღებული ნივთები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებზეც ჩატარდა ექსპერტიზები, მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. როგორც ი-----–- მ--------–---ის და ნ------–- გ---–-----ის ტანსაცმელი, რომლებზეც აღმოჩნდა გ------- და პ----- შ------ების ტანსაცმლის მსგავსი ბოჭკოები, ასევე გ------- და პ----- შ------ების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებზეც აღმოჩნდა დაზარალებულების სისხლი, ამოღებისთანავე ადგილზევე დაილუქა სათანადო წესით. კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა აღებული ნიმუშები საექსპერტო კვლევისათვის, რომლებიც ასევე ადგილზევე დაილუქა. აღნიშნული ნივთმტკიცებები და ნიმუშები ასეთივე დალუქული სახით გაიგზავნა საექსპერტო კვლევისათვის და როგორც ექსპერტიზის დასკვნებიდან და ექსპერტთა ჩვენებებიდან ირკვევა, ექსპერტიზაზე წარდგენისას ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რაც გამორიცხავს ეჭვს აღნიშნული ნივთმტკიცებებითა და ნიმუშებით ბოროტად სარგებლობის, მათი შესაძლო გამოცვლისა და მათი ნიშან-თვისებების არსებითად შეცვლის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს არ გააჩნდა დასაბუთებული საფუძველი, არასარწმუნოდ მიეჩნია დაზარალებულ ნ------–- გ---–-----ის და მოწმე პოლიციელების ჩვენებები, არ გაეზიარებინა ჩხრეკისა და ამოღების ოქმები და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები. ზემოთ მითითებული მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ აშკარა, ერთმანეთთან თანხვდენილ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ------- შ------მა და პ----- შ------მა ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ანუ დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გ------- შ------ის და პ----- შ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველია.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეების წარსულ ცხოვრებას, მხედველობაში იღებს, რომ გ------- შ------ს და პ----- შ------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, მათ შორის, არ არიან ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მათ უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა 1-1 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ აღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 8-8 წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროთ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------- ხ------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2.გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი გ------- შ------ის და პ----- შ------ის მიმართ.
3.გ------- შ------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- შ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ გ------- შ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2019 წლის 06 თებერვლიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
6.პ----- შ------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ----- შ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
8.მსჯავრდებულ პ----- შ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2019 წლის 06 თებერვლიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
9.მსჯავრდებულები გ------- შ------ი და პ----- შ------ი დაკავებული იქნენ სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსებული იქნენ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
10.ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ------- შ------ის და პ----- შ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
11.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ლაქების, მარლის, ნერწყვის, ფრჩხილების, სისხლის, თმის ნიმუშები და ქსოვილის ნაგლეჯები, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
· ნ------–- გ---–-----ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ნ------–- გ---–-----ს.
· გ------- შ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს გ------- შ------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· პ----- შ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს პ----- შ------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· ი-----–- მ--------–---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მ------ მ--------–---ს.
· გ------- და პ----- შ------ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბოტასი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ბ--–- ს-----–---ს.
· CD დისკი დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.
12.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
13.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/