განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2019
საქმის ნომერი
190100118002532108
ინსტანცია
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190100118002532108

საქმე №1 ბ/554-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე : მზია ლომთათიძემ

 

ქეთევან სუპატაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნ-----------------ის

ადვოკატ - მ----------ს

მსჯავრდებულ - ლ-------–----------–---ის

თარჯიმან - ი----------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ-------–----------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ-------–----------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 07 იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, განქორწინებულის, რეგისტრირებულის ქ. რ------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. რ--------------–--–---–----------5--ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენით ლ-------–----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-------–----------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ლ-------–----------–---ი განქორწინებულია მეუღლესთან, ჯ--–------------–---–თან, რომელიც არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება თ-------------–--ესთან. 2018 წლის 08 ივნისს თ-------------–--ე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ლ-------–----------–---ისა და ჯ--–------------–---–ის საერთო შვილის სანახავად სკოლაში, რაც ცნობილი გახდა ლ-------–----------–---ისათვის. აღნიშნულით, განაწყენებული ლ-------–----------–---ი იმავე დღეს მივიდა ქ. რ-------–-----------–---------------ში მდებარე თ-------------–--ის საცხოვრებელ ბინაში. მას კარები გაუღო თ-------------–--ის დედამ, ც-----------–---–მა, რომელიც ლ-------–----------–---ს არ აძლევდა ბინაში შესვლის საშუალებას, რადგან იგი აგრესიული იყო და იწევდა მისი შვილის, თ-------------–--ისაკენ, რის გამოც ლ-------–----------–---მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ც-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად გულმკერდის არეში ნაჭდევების სახით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-------–----------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ლ-------–----------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, გამოძიება დაიწყო ცალმხრივად და მიკერძოებულად, ც-----------–---–ი, თ-------------–--ე და შ--------–---–---–ი გამოიკითხნენ შემთხვევის დღესვე, 2018 წლის 8 ივნისს, ლ-------–----------–---ი - 10 ივნისს, ხოლო ექსპერტთან შესამოწმებლად მიყვანილ იქნა 11 ივნისს. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე გამოკითხვისას ლ-------–----------–---ი აღწერდა შემთხვევის რეალურ სურათს, ასევე ასახელებდა მის შვილს, მ------ს და მეუღლეს, როგორც შემთხვევის უშუალო შემსწრე პირებს, გამომძიებლის მიერ არ ყოფილა საერთოდ გამოკითხული არასრულწლოვანი მ------ ზ------–---–ი, მისმა მეუღლემ კი უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გაირკვა, რომ შემთხვევაში უშუალო მონაწილე პირები იყვნენ ლ-------–----------–---ი, ც-----------–---–ი, მ------ ზ------–---–ი და ჯ--–------------–---–ი, ხოლო თ-------------–--ე და შ--------–---–---–ი იყვნენ სახლში და მათ მხოლოდ ხმები შეიძლება გაეგოთ, ვინაიდან ისინი თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავდნენ, რომ არ ახსოვთ ან არ დაუნახავთ. მტკიცებულებები, რომლებიც ლ-------–----------–---ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს დაედო საფუძვლად, ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, დაცვის მხარემ განმარტა, რომ ლ-------–----------–---ს ხელი არ დაურტყამს ც-----------–---–ისათვის, იგი მხოლოდ თავის შეკავების მიზნით მოეჭიდა ც-----------–---–ს, რა დროსაც გაფხაჭნა იგი გულმკერდის არეში. განზრახვის არსებობის შემთხვევაში, იგი დარტყმას განახორციელებდა სახეში ან სხეულის სხვა ადგილებში, აღნიშნული კი დაზარალებულმა ც-----------–---–მა არ დაადასტურა, ვინაიდან მას არ ახსოვდა დაარტყა, თუ ჩამოკაწრა, თავად ნაკაწრის ადგილმდებარეობაც მიანიშნებს იმაზე, რომ ლ-------–----------–---ს არანაირი განზრახვა არ ამოძრავებდა მისთვის დაერტყა, მხოლოდ თავის შეკავების ინსტინქტური მოქმედების იყო გამოწვეული მისი ქმედება. აპელანტის განმარტებით, დაზარალებულ ც-----------–---–ის ჩვენებიდან ჩანს მისი პირდაპირი განზრახვა ლ-------–----------–---ის მიმართ, მოეწყო პროვოკაცია. გარდა ამისა, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ლ-------–----------–---ისთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რადგან ლ-------–----------–---ს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იგი, თავის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მუშაობს დროებით სამუშაოებზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 300 ლარს.

 

სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. სახელმწიფო ბრალმდებელმა განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-------–----------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ლ-------–----------–---ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ლ-------–----------–---მა ნამდვილად ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ლ-------–----------–---მა თავად აღწერა შემთხვევის დეტალები და რომ ც-----------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, ხოლო ძალადობის განზრახვა ლ-------–----------–---ს არ ჰქონდა, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან საქმეზე დაკითხული მოწმეები თანმიმდევრულად და ნათლად გადმოსცემენ შემთხვევის დღეს მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულ ც-----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 ივნისს მასთან იმყოფებოდა მისი ქალიშვილი შვილიშვილთან ერთად, ცოტა ხანში მივიდა ჯ--–---ი. სახლში ასევე იყო მისი ამხანაგი შ--------–---–---–ი. ჯ--–---ს და ლ-------–----------–---ს ჰყავთ საერთო ქალიშვილი, რომელიც არის 11-12 წლის, ოთხი დღის განმავლობაში ის მათთან ცხოვრობდა, რადგან ღამის 9-10 საათზე ბავშვმა დაურეკა მამამის და უთხრა, რომ დედამ სახლიდან გამოაგდო იმის გამო, თუ რატომ ჰქონდა ურთიერთობა მამამისის მეორე ბავშვთან. ჯ--–---მა ბავშვი მათთან მიიყვანა. ბავშვი ჩანთით იყო და ტანსაცმელები ჰქონდა ჩალაგებული. ოთხი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მიუკითხავს ლ-------–-ს ბავშვისთვის. ჯ--–---მა თქვა, რომ ლ-------–- იყო მისული და ბავშვის ნახვა უნდოდა. ბავშვი სკოლაში იყო. ლ-------–-მ დაურეკა ჯ--–---ს, გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ მისი შვილის სკოლაში მისული იყო მისი ცოლი თ----ა. სკოლიდან როდესაც მოვიდნენ, ბავშვი მათთან იყო, მათთან ცხოვრობდა და მას არ უნდოდა ლ-------–-ს სანახავად ჩასვლა. მამამისმა ჩაუყვანა ბავშვი დედას, ბავშვს ნივთები არ წაუღია. ლ-------–----------–---ი თ-------------–--ეს ეძახდა, რომ ჩასულიყო, ქვემოდან ილანძღებოდა. იგი არ ჩადიოდა. დაურეკა ჯ--–---ს და უთხრა, რომ ლ-------–-ს სახლში არ შეუშვებდა. მიუხედავად ამისა, ლ-------–- მაღლა ავიდა და დააკაკუნა კარზე. თავად გაუღო კარი. ლ-------–-მ უთხრა, რომ მის გოგოსთან უნდოდა ლაპარაკი. ის შეურაცხყოფას აყენებდა მას და მის შვილს, „პრასტიტუტკას“ ეძახდა. ლ-------–- ამბობდა, რომ მისი შვილისთვის თავი დაენებებინათ. ლ-------–- ძალით ცდილობდა სახლში შესვლას, ამიტომ ხელით გაწია კარებიდან, მან კი დასარტყმელად გამოიწია. ლ-------–- კარებს იქით იდგა და ხელით ექაჩებოდა კარს. ლ-------–- მიტრიალდა და ც-----------–---–მა კარების მიხურვა დააპირა, მაგრამ ამ დროს ლ-------–-მ ისევ გაიწია მისკენ. აგრესიული იყო და შეტევაზე გადადიოდა, სწორედ ამ დროს ჩამოკაწრა, ამის გამო თავადაც ხელი ჰკრა. ჯერ ლ-------–-მ ჩამოკაწრა მას და თავად ამის შემდეგ ჰკრა ხელი. ორ ადგილას ეტკინა, არ ახსოვს დარტყმა რამდენი იყო. ჭიდაობაში შეიძლება ტკივილი მასაც მიეყენებინა. ლ-------–- ხედავდა სახლში რა ხდებოდა. ლ-------–-ს გოგო მეზობლის კარებთან იდგა, მეუღლე დაბლა იყო. არ იცის მისი შვილი და ლ-------–- პირადად შეხვედრილან თუ არა ერთმანეთს. იცის, რომ მესიჯებს წერდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

 

აპელანტი აქცენტს აკეთებს იმ საკითხზე, რომ ფაქტის თვითმხილველები არ იყვნენ ბრალდების მხარის მოწმეები - თ-------------–--ე და შ--------–---–---–ი, შესაბამისად, მათ ჩვენებაზე სარწმუნო უნდა ყოფილიყო სასამართლოსთვის თავად ლ-------–----------–---ის და მისი შვილის, მ------ ზ------–---–ის ჩვენებები, რომლებიც უარყოფენ ც-----------–---–ზე ლ-------–----------–---ის მხრიდან ძალადობის ფაქტს და აღნიშნავენ, რომ დაზარალებულმა თავად მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ თმების მოქაჩვა დაუწყო და ლამის ამოგლიჯა, დაკაწრული ჰქონდა ხელები, როდესაც კიბიდან ვარდებოდა, თავი ვეღარ შეიკავა და დაებღაუჭა. მ------ ზ------–---–მა კი მიუთითა, რომ ლ-------–----------–---ს ცუდ სიტყვებს ეუბნებოდნენ.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მსჯავრდებულისა და მისი შვილის ჩვენებების რეალობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათი ჩვენებები სხვა მოწმეთა ჩვენებებთან მკვეთრად აცდენილია და არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე თ-------------–--ისა ჩვენებების თანახმად: 2018 წლის 8 ივნისს სახლში იყვნენ ის, მისი შვილი, დედამისი, მეგობარი, ქმარი ჯ--–------------–---–ი და მისი ქმრის შვილი. ბავშვი ოთხი დღე იყო მათთან, ვინაიდან დედამისმა ლ-------–----------–---მა გამოაგდო სახლიდან და ბავშვი ბარგით დახვდათ გარეთ. ჯ--–---ს ერთი დღის უნახავი ჰყავდა ბავშვი სანამ ის მათთან გადმოვიდოდა. წინა დღეს ჯ--–---მა მისი შვილები ერთმანეთს გააცნო, მეორე დღეს კი ლ-------–-მ ბავშვი გამოაგდო სახლიდან. ამ დღეების მანძილზე ლ-------–- ურეკავდა ბავშვს, იმ დღესაც დაურეკა. დაბლა ჩავიდა მისი მეუღლე. ლ-------–- ყვიროდა, რომ ჩასულიყო თ----ა. ის არ ჩავიდა. ცოტახანში კარებზე ბრახუნი იყო და თან ყვიროდა ლ-------–-. დედამისმა ც-----------–---–მა გაუღო კარები. ლ-------–-მ უთხრა, რომ თ----ასთან უნდოდა ლაპარაკი და თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. აგრესიულად იქცეოდა. დედამისს ეჯიკავებოდა, რომ შეეშვა სახლში, გაღიზიანებული იყო, იმუქრებოდა. დედამისი ხელით უშლიდა, რომ ლ-------–- არ შესულიყო სახლში, ის კი იწევდა. დედამისი შიგნით იდგა, ლ-------–- გარეთ, მხოლოდ ცალი ფეხი შემოყო შიგნით და ამ დროს ჩამოკაწრა დედამისს. იგი ხედავდა კარებთან რა ხდებოდა, კარი იყო ნახევრად გახსნილი. სამზარეულოდან როცა გადიოდა დაინახა, რომ მთლიანად გაიღო კარები. ლ-------–- მხრით აწვებოდა, რომ შეეშვათ სახლში. დედამისი ეუბნებოდა, რომ წესიერად ელაპარაკა. ლ-------–-მ ჩამოკაწრა დედამისს რომელიც ცდილობდა გაეწია ლ-------–-. ც-----------–---–მა ხელით გაწია ლ-------–-, დედამისს ნაკაწრი ჰქონდა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე შ--------–---–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ლ-------–- გაღიზიანებული იყო. ბილწსიტყვაობდა თ----ას

მისამართით.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოქალაქე ც-----------–---–ს 08.06.18 წელს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი გულმკერდის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ-------------–--ემ.

 

პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების - ც-----------–---–ის, თ-------------–--ისა და შ--------–---–---–ის ჩვენებებს შორის რაიმე სახის აცდენას ადგილი არ ჰქონია. ისინი გამყარებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით და ერთიანობაში ქმნიან მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რაც საკმარისია ლ-------–----------–---ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა ასევე ეხმიანება დაცვის მხარის მითითებას ლ-------–----------–---ის მხრიდან ც-----------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების განზრახვის არარსებობის შესახებ, მოიხმობს უზენაესი სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, N 527აპ-17).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული და მსჯავრდებული ერთმანეთის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი, განსაკუთრებით მსჯავრდებული გამოხატავდა დაზარალებულის და მისი შვილის - თ-------------–--ის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას, რადგან მისი ოჯახის დანგრევის მიზეზად მიაჩნდა. იგი გაღიზიანებული იყო ასევე თ-------------–--ის ქმედებით და მისი კარგი დამოკიდებულებით შვილთან - მ------ ზ------–---–თან. კონკრეტულად, შემთხვევის დღეს მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ-------------–--ე იმყოფებოდა მ------ის სკოლაში და ისე, რომ არ დაადგინა რა მიზნით იმყოფებოდა სკოლაში თ----ა, შეეცადა მისთვის ამ საქციელის გამო პასუხი მოეთხოვა. როგროც დაზარალებული, ასევე მოწმე თ-------------–--ე მიუთითებენ ბრალდებულის მხრიდან აგრესიაზე ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც იგი ეზოში იმყოფებოდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ხმამაღლა მიმართავდა თ-------------–--ეს. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მიუხედავად ყოფილი მეუღლის გაფრთხილებისა, რომ არ ასულიყო თ-------------–--ის სახლში, რადგან იქ ცუდად დახვდებოდნენ, ლ-------–----------–---ი მაინც ავიდა და დაჟინებით ითხოვდა თ----ასთან შეხვედრას, რა მიზნითაც განზრახ გაუწია წინააღმდეგობა კართან დახვედრილ ც-----------–---–ს, რომელიც სახლში არ უშვებდა და იძალადა მასზე. შესაბამისად, მოვლენათა ამგვარი ჯაჭვი სწორედ რომ ქმნის განზრახვის ჩამოყალიბების წინაპირობას და საფუძველს აცლის დაცვის მხარის მოსაზრებას, ლ-------–----------–---ის მხრიდან ც-----------–---–ის მიმართ ძალადობის განზრახვის არარსებობის თაობაზე.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ლ-------–----------–---ისათვის შეფარდებული სასჯელის არასამართლიანობის შესახებ და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზურაბ ბურდიაშვილისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, იმავდროულად სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ლ-------–----------–---ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ-------–----------–---მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენი ლ-------–----------–---ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ლ-------–----------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ-------–----------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლ-------–----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-------–----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე