განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100114613810
საქმე №1ბ/155-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: შო----------ს
ადვოკატის: ჯუ----------–-–---–-ს
გამართლებულების: ივ-------–---–------ს, ლე-----------–---–-ს და ბაგ--------–--–---–-ს
მონაწილეობით,თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის შო----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------–---------–---–------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–--------–---- პირადი ნომერი: 0----------- საქართველოს მოქალაქე, ქორწინებაში მყოფი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ა------------------------–---------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–---------------------–-------------–------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ლე------------------------–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- პირადი ნომერი: 4----------- საქართველოს მოქალაქე, ქორწინებაში მყოფი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყ-----–-------------------–----–------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ბა---------------------–--–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------, პირადი ნომერი: 1----------- საქართველოს მოქალაქე, ქორწინებაში არ მყოფი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ----------- რაიონი სოფელი კ--–------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ--–-------–----–----–-------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, ივ-------–---–------ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.
ლე-----------–---–- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.
ბაგ--------–--–---–- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.
ივ-------–---–---------–------------–---–-----------------–--–---–ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის მაისის თვიდან, 2014 წლის 11 ივნისამდე, ქ-----–--–-----–---------------------ში მდებარე სს „-----------------------------–---- საცავიდან, ივ-------–---–------, ლე-----------–---–- და ბაგ--------–--–---–-, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ სს „-----------------------------–---- კუთვნილ ალუმინის ელექტროსადენებს 2160 კილოგრამის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით სს „-----------------------------–---- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 5616 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა შო----------მ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩვრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, თ--–---- რაიონული სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, არადამაჯერებლად ჩათვალა მოწმე მ-------------–-–---–-- ჩვენება და დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა ბრალდებულის ჩვენებებს. ურთიერთგამომრიცხავი და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ვიდეოფირთან და სატელეფონო ჩანაწერების ნუსხასთან დაკავშირებით. ასევე, ივ-------–---–------სა და ლე-----------–---–-ს ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის მ-------------–-–---–-- ჩვენებასთან, სატელეფონო ზარების ამონაწერებთან და ჯიპიეს მონაცემებში დაფიქსირებულ დროებთან დაკავშირებით.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ივ-------–---–------ს, ლე-----------–---–-ს და ბაგ--------–--–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მა------------–-–---–მა განაცხადა, რომ 2014 წლის მაისში, მას დაურეკა რე------------–---–მა და და-----------–-–---–მა, რომლებმაც შესთავაზეს 300 კგ. ალუმინის შეძენა. მოწმე საკუთარი „------------- მარკის ავტომანქანით წავიდა სოფელ ა-–----–-- სადაც ხსენებული პირებისგან შეიძინა ალუმინი და კილოგრამზე 2 ლარი გადაუხადა. ამავე წლის 9 ივნისს გაეცნო მ------ (იგივე ი----) ხ--–---–------, რომელმაც უთხრა, რომ ალუმინს ყიდდა. მას მიუტანეს 500 კილოგრამი ალუმინი და უთხრეს, რომ მათი საკუთარი იყო. იმავე დღეს, კიდევ 100 კგ. მიუტანეს, ხოლო 11 ივნისს, 1000 კილოგრამი ალუმინი მიუტანეს და მოწმემ ისიც იყიდა. მეორე დღეს მა------------–-–---–მა ალუმინი სარეალიზაციოდ წაიღო თბილისში, რა დროსაც გზაზე სიგარეტის საყიდლად გაჩერებულს პოლიციამ ჰკითხა სად მიჰქონდა ალუმინი. ამის შემდეგ მოხდა ელექტროსადენების დათვალიერება და თვითონ დაკითხვის მიზნით წაიყვანეს პოლიციაში. მოწმემ განმარტა, რომ რე------------–---–ის და და-----------–-–---–ის ჩაბარებული 300 კილოგრამი ალუმინი, შედგებოდა 35 გორგლისაგან, ხოლო ივ-------–---–------ს მოტანილი შედგებოდა 197 გორგალისგან. მას ძირითადად ი---- ხა-–---–--------ნ ჰქონდა ურთიერთობა. ლე-----------–---–- ხ--–---–------ ეხმარებოდა სადენების გადმოტვირთვაში. ბაგ--------–--–---–- კი პირველად პოლიციაში ნახა და მანამდე არ ჰყავდა ნანახი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი----------–----–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს კ------- ე-------------------–--–-, ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მას სამსახურში ევალება, მანქანების კონტროლი გამართულობის მხრივ, საწვავის შევსება და ჯპს-ის კონტროლი. მათ ჰყავთ სხვადასხვა ტიპის მანქანები. ელექტროსადენების დემონტაჟის დროს ძირითადად სამარშრუტო ტაქსის ტიპის მანქანები გამოიყენებოდა. მათი ავტოპარკით სარგებლობის უფლება აქვთ თანამშრომლებს. 2014 წლის გაზაფხულზე მ------ (იგივე ი----) ხ--–---–------ მიმაგრებული ჰქონდა სამარშრუტო ტაქსის ტიპის „----------------------- ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით „--------- შესაძლოა ამ მანქანით სხვა თანამშრომელსაც ესარგებლა. ეს მანქანა სატვირთო იყო, მხოლოდ 4-5 ადამიანი შეიძლება მოთავსებულიყო, ავტომანქანის ტვირთამწეობა მაქსიმუმ ერთი ტონა შეიძლება იყოს. მისი აზრით, ფიზიკურად შეუძლებელია ამ მანქანაზე ორტონახევარი სადენები დაეტიოს, შეიძლება ტვირთი ატაროს, მაგრამ დატევით ვერ დაეტევა. მანქანის მარშრუტი „ჯპს-ით“ კონტროლდებოდა. ამ მანქანას, შეეძლო კ------- რეგიონში მოძრაობა, ზუსტად სად, არ ახსოვს. 2014 წლის 11 ივნისს, ჯპს-ის მონაცემებით, ეს მანქანა თ--–------- იყო გასული, კ--------––- ჩასული და ისევ სათაოში იყო დაბრუნებული. მანქანა კ----------–------ს გავლით წავიდა კ--------––-. მოძრაობა დილით იყო და შუადღეს ისევ სამსახურში იყო დაბრუნებული. 2014 წლის 11 ივნისს რატომ წავიდა და დაბრუნდა ავტომანქანა თავდაპირველად არ დაინტერესებულა. შემდეგ როდესაც დაკითხეს, მაშინ გაარკვია, რომ ამ მანქანას ეს მარშუტი არ უნდა გაევლო. ფირმის ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენება ნებადართული არ არის. 2014 წლის 11 ივნისს, ამ ავტომანქანას პარკირება არ ჰქონდა სამსახურში, ალაზნის გამზირზე იყო გაჩერებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი---- ი-------–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს ენერგოდისტრიბუციის კონტროლის თანამშრომლის თანამდებობაზე. მის კომპეტენციაში შედის მიღებისას თანამშომლების გადამოწმება, რამდენად ჯანსაღია ფსიქიკურად, არის თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელი და ა.შ. ივ-------–---–------, ბაგ--------–--–---–- და ლე-----------–---–- გამრიცხველიანობის სამსახურში იყვნენ. სამუშაო დღე იწყება 09:00 საათზე, თუმცა ამ პირებს ცოტა სხვანაირი გრაფიკი ჰქონდათ, ხშირად უწევდათ მივლინებაში წასვლა, ხან ადრე მისვლა და გვიან წასვლა, როგორც სამსახური მოითხოვდა. ენერგოდისტრიბუციის შენობაში სამი კამერა დგას აღმოსავლეთის მხარეს, რომელიც ეზოს შემოსასვლელს აფიქსირებს. ერთი ფოიეში, უკან დასავლეთის მხარეს კართან და კიბეს ასასვლელთან, რომელიც კიბეს და მმართველის ოთახის კარს აფიქსირებს. ზემოთ ორი კამერა, თავში და ბოლოში. სახურავზე განლაგებულია ორი კამერა, დასავლეთის მხარეს, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ და სამხრეთისკენ ორი კამერა. ტექნიკურად კამერებს ვერ გათიშავენ. კამერა შეიძლება გაითიშოს, როდესაც დიდი ხნით გამოირთვება ელექტროენერგია. იმ ოთახის გასაღები, საიდანაც კამერები ტექნიკურად იმართება, მის გარდა ჰქონდათ სა---------------–---ს და მი–-----------–---–ს. მოწმე ადასტურებს, რომ გამორიცხულია ვინმეს გაეთიშა კამერები. ერთ კამერაზე, რომელიც დასავლეთის მხარეს არის, ჩანს, რომ შემთხვევის დროს ვიღაც ხელს აფარებს. კამერა ითიშება დაახლოებით 45 წუთიდან ერთ საათამდე დროით. ამ დღეს სამსახურში იმყოფებოდნენ თ-------------–---–-- ივ-------–---–------, ლე-----------–---–-, ლ-------------–---–---------–---- და სხვები. ის----–---- ხ--–---–------ს, ბ-–--–---–--------------–---–-- უფროსია. მათ აქვთ ჟურნალი და მოსვლისას და წასვლისას ხელს აწერენ თანამშრომლები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მა--------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სს „კ------- ე-------------------–--–-“ საწყობის გამგის თანამდებობაზე. 2014 წელს, როდესაც ხდებოდა გამრიცხველიანობა, მისი კომპანიის თანამშრომლებს, მათ შორის ხ--–---–------, ბ-–--–---–--------------–---–-- მასთან საწყობში შექონდათ დემონტირებული მავთულები. ხსენებული პირების ჯგუფიდან ურთიერთობა ჰქონდა ხა-–---–--------ნ, ვინაიდან, ის იყო ჯგუფის უფროსი და ხ--–---–------ს არ ყოფნის შემთხვევაში იშვიათად ტ-----–---–----- დემონტაჟის შემდეგ, მავთული ადგილზე იწონებოდა. აწონვას უდასტურებდა უფროსი და შემდეგ მიჰქონდათ მასთან. ის განმეორებით წონიდა და ამოწმებდა, რომ ნამდვილად იგივე წონის მავთული მიიტანეს. შემდეგ. დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. წონებს შორის არსებითი სხვაობა არასდროს ყოფილა, მხოლოდ უმნიშვნელო 2-3 კგ. მიღება-ჩაბარების აქტები და სასაქონლო ზედნადებები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. მანვე განმარტა, რომ დემონტაჟის შემდეგ მოტანილი მავთული ინახება მათი ადმინისტრაციული შენობის უკან, რომელიც მდებარეობს ქ-----–--–-----–-----------------------ში. ეს მავთული თავსდება, შენობის უკან და ქუჩიდან არ ჩანს. შენობა დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის გალავნითაა შემოსაზღვრული. არასამუშაო საათებში, დარაჯი იმყოფება შენობაში. მოწმის განმარტებით, ერთ დილას 09:00 საათზე, როდესაც მივიდა სამსახურში, ნახა, რომ პოლიციას მიყვანილი ჰყავდა დიდი მანქანა, რომელიც დატვირთული იყო ალუმინის მავთულის ხვიებით. მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ გააჩერა ავტომანქანა და ამოიღო მავთული. შემდეგ დაათვალიერეს და აღწერეს ხვიები. ეს ავტომანქანა მის სამსახურთან არანაირ კავშირში არ იყო, ხოლო ის მავთული, რითიც იყო მანქანა დატვირთული, ისეთივე იყო, რაც ჰქონდათ მის კომპანიაში. მიტანილი მავთული, როგორც ახსოვს, წონით 2 ტონა და 260 კილო იყო, ხოლო ხვია 185 თუ 285.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მალ-----------–----ა განაცხადა, რომ მუშაობდა სს კ------- ე-------------------–--–-, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მისი ჯგუფის წევრები ამონტაჟებდნენ მრიცხველებს. მას ასევე ჰყავდა ინჟინრები. 2014 წელს სამუშაოები მიმდინარეობდა დე-------–--–------ში, ლ------------------–---------–------––-- ს-----------------------------–--------------–--–- და ახ-----–ი. როგორც ახსოვს, ამ პერიოდში ელექტროსადენების შეცვლა და დემონტაჟი განახორციელეს სოფელ კა---––ი, დე-------–--–------ს რაიონის სოფელ ჯა--------ში და თ--–---- გასასვლელში. ივ-------–---–------, ლე-----------–---–- და ბაგ--------–--–---–- შეადგენდნენ ერთ ჯგუფს, რომელთაც ევალებოდათ მრიცხველის გადართვა, ჩამოხსნა, გაბმა და სადენების სამსახურში წამოღება. დემონტაჟს, რომელსაც უბანზე მანტიორი ასრულებდა, თვითონაც ესწრებოდა. ჩამოხსნილი სადენები იწონებოდა ადგილზე და შემდგომ საწყობში გადაჰქონდათ. საწყობშიც იწონებოდა, ნაკლებობა და მეტობა ბალანსდებოდა და ბარდებოდა საწყობის უფროსს. მავთული ეზოში ეყარა. მისივე განმარტებით, ყველა ჯგუფის უფროსს ჩაბარებული ჰქონდა მანქანა - „----------------------- მარკის მიკროავტობუსი. მათი სამსხურის ყველა მანქანაზე იყო დაყენებული GPS. მცოდნე მძღოლს შეეძლო გაეთიშა GPS პროგრამა. მას 2014 წლის 11 ივნისს, დილით ადრე, ი---- ხა-–---–------ა სთხოვა მანქანა პირადი საქმისთვის და მან გაატანა. იმ დღეს ასევე ნახა ლე-----------–---–-, ბაგ--------–--–---–- კი არ უნახავს. „-----------------------------–---- შენობაში, როგორც ახსოვს, 12 იაფფასიანი კამერა იყო და ცოტა ხარვეზები ჰქონდათ; ორი კამერა უყურებდა იმ ადგილს, სადაც მავთულები ინახებოდა; შენობის სახურავზე კიბით შეიძლებოდა ასვლა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენლის გი----------------–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სს „-----------------------------–---- დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის ქსელის ექსპლუატაცია, მიღებები, პროექტები, ზოგადად გამრიცხველიანობის საკითი და სხვა ტექნიკური საკითხები. ივ-------–---–------, ბაგ--------–--–---–- და ლე-----------–---–- მის სამსახურში მუშაობდნენ. ეს პიროვნებები გამრიცხველიანობის ჯგუფში იყვნენ. მან დანაშაულის შესახებ იცის, რომ სს „-----------------------------–---- ეზოდან დაიკარგა სადენები. მერე შედგა კომისია, რომელმაც აწონა ის სადენები, რაც საქკაბელს გადაეცა და ისიც, რაც გამოძიებამ დააბრუნა. სხვაობამ შეადგინა 2588 კგ. აქედან 400 კგ. აღიარეს რე------------–---–მა და და-----------–-–---–მა. დარჩა 2160 კგ, რაც გამოდის 5616 ლარი. ამჟამად სადენები ეზოში ინახება. ივ-------–---–------, ბაგ--------–--–---–- და ლე-----------–---–- სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვინაიდან, აღიარეს დანაშაული და ვიდეოკამერებშიც ჩანან. ზუსტად არ იცის, საიდან წაიღეს სადენები, მაგრამ ლოგიკურია, რომ ეს მოხდა ეზოდან. სადენებს ობიექტიდან ვერ წაიღებდნენ, რადგან დემონტაჟის დროს ობიექტზე იწონება და აწონილი იგზავნება სათაოში, შემდეგ, კვლავ იწონება. სადენების წაღება ერთჯერადად გაუჭირდებოდათ. მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან მისული იყო მოქალაქე ვა-–-----ა, იგივე ვაჟ-------ე, უთხრა, რომ უნდოდა რეგისტრაციის აღდგენა, თავის ხაზზე და კითხა, როგორ უნდა გაეკეთებინა, კონსულტაცია სთხოვა. იგი მივიდა მის ობიქტზე და ნახა საყრდენები, სადაც ადრე დენის ხაზი გადიოდა და უთხრა, რომ იყო თავისი. ვაჟ-------ემ მის თანამშრომლებს უთხრა, რომ ნაწილი სადენების ჰქონდა და ნაწილზე ხარჯთაღვრიცხვა გაეკეთებინათ, მაგრამ ამ პროცესს მსვლელობა არ ჰქონია. იგი, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თე------------------–---–-ა განაცხადა, რომ 2014 წელს ორი კვირით მუშაობდა „კ------- ე-------------------–--–-“ ღამის დარაჯად. მისი ოთახი მდებარეობდა პირველ სართულზე. იგი ძირითადად ფოიეში იმყოფებოდა და ღამით ორჯერ მაინც ახორციელებდა შემოვლას. ყოველ დილით 06:00 საათზე აღებდა კარს. შემთხვევის დღეს, ტუ---–---–- და ხ--–---–------ სამარშრუტო ტაქსით მივიდნენ. გაჩერდნენ ეზოში, მასთან შიგნით შევიდნენ, დაახლოებით ნახევარ საათში ყავა დალიეს და საუბრობდნენ, ლე------------–---–ი და ის----–----ც იქ იყვნენ. ეს უკანასკნელი ანტენის გასასწორებლად ავიდა მაღლა და ჩამოვიდა. შესაძლოა კიდევ ორი „მანტიორი“ ყოფილიყო, ზუსტად არ იცის. იგი მონაწილეობდა კამერის დათვალიერებაში და როგორც ახსოვს, კამერას ეფარება ხელი, 7-10 წუთი ითიშება და შემდეგ ისევ ირთვება. იგი არ შესწრებია ქურდობის ფაქტს, რომ ენახა რაიმე მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას. მოწმემ დაადასტურა, რომ სადაც მავთულები ყრია, იმ დღეს ბრალდებულები იქ არ გასულან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ვა-–-----ა ბე----მ განმარტა, რომ ცხოვრობს გ----------- რაიონის სოფელ კა-------ში. მას 90-იან წლებში ჰქონდა მცირე საწარმო, ფერმა და ჭაბურღილი, რომელიც ამჟამადაც მოქმედებს. იქ ჰქონდა ელექტროდენებიც, მაგრამ იგი გაძარცვეს. მან მოასწრო ელქტროსადენების ჩამოჭრა და შეინახა სახლში, ხოლო ვინაიდან, დაცვა არ ჰყავდა, მოპარეს ბოძები, რომელზეც გადიოდა სადენები. მოწმემ გადაწყვიტა ელექტროობის აღდგენა და ენერგოდისტრიბუციიდან ვინმე ზუ-----–---–-ც ჰყავდა მიყვანილი, მაგრამ ისეთი თანხები სჭირდებოდა, რომ ვერ შეძლო აღდგენა. მას სახლში წაღებული სადენების ნაწილი თავის სიძეს მისცა ჩასაბარებლად, ხოლო ნაწილს სახლში ა--–-ც ინახავს. რამდენი კილო მისცა სიძეს, ზუსტად არ იცის, არ აუწონია. ეს მავთულები იყო სამწვერიანი და სიგრძით დაახლოებით ერთი კილომეტრი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე შსს თ--–---- რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა: მ-----–-----------–---–----------------–---–---------------------------–--–--------–-----–---–-----–-–---------–---–-------------–----------–-–---–---------–---------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
ელექტროსადენების დათვალიერების ოქმით, დადგენილია, რომ 2014 წლის 11 ივნისს მი----–-----------–---–მა თ--–---- რაიონში სოფელ წინ------–ში საავტომობილო გზაზე დაათვალიერა მ-------------–-–---–-- კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის ძარაზე დატვირთული 232 გორგალი ელექტროსადენი, რომელიც უთ--–-–---–-ს განმარტებით 2500 კილოგრამია.
სს „-----------------------------–---- კუთვნილი უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების მიხედვით დგინდება, რომ 06:17 საათზე უკანა ეზოში ჩნდება თეთრი ფერის „----------------------- ფირმის მიკრო ავტობუსი, რომელიც ჩერდება ეზოში არსებულ ალუმინის ხვიებთან. ა/მანქანიდან 06:17 საათზე გადმოდის ერთი პიროვნება და უკანა კარიდან შედის შენობაში. 06:24 საათზე და 06:25 საათზე ითიშება ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე კამერა. შენობის შიდა ჩანაწერებით დგინდება, რომ 06:16 საათზე შენობაში მოძრაობს რამდენიმე მამაკაცი, ერთ-ერთს ხელში უჭირავს ელექტროჩაიდანი. მამაკაცები შედიან ერთ ოთახში და გარკვეული პერიოდი იქ რჩებიან. შენობიდან, იმ პერიოდში როცა გარე კამერა ითიშება, ისინი არ გადიან.
2014 წლის 22 ივნისის დვდ დისკის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ივ-------–---–------ს, ბაგ--------–--–---–-სა და ლე-----------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე დათვალიერდა დვდ დისკი - სს „-----------------------------–---- შენობის შიდა პერიმეტრის - დერეფანის და კიბის ასასვლელის ვიდეოჩანაწერი, სადაც ადამიანები არ ჩანან და რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება არ ვლინდება.
2014 წლის 23 ივნისის საგამოძიებო მოქმედების ოქმით დადგენილია, რომ სს „-----------------------------–---- უკანა ეზოში აიწონა მ-------------–-–---–-- განმარტებით ი---- ხ--–---–------ს, ლე-----------–---–-ს და ბაგ--------–--–---–-ს მიერ სამ ეტაპად ჩაბარებული ალუმინის ხვიები. მათმა წონამ შეადგინა 2160 კილოგრამი და ხვიების დათვლის შედეგად აღმოჩნდა 197 ცალი ხვია.
2014 წლის 11 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელმა ალ---------–---–-ა ვა-–-----ა ბე----ს მონაწილეობით გაზომა ის ტერიტორია, სადაც სავარაუდოდ გადიოდა ვ.ბე----ს მიერ ნაჩვენები ელექტროგადამცემი ხაზები. დადგინდა მანძილი, რაც 1200 მეტრს წარმოადგენს.
ავტომანქანის GPS მონაცემებით დგინდება Q------ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანის გადაადგილება 2014 წლის 11 ივნისის 05:31 საათიდან 08:24 საათის შუალედში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ასევე გამოკვეული იქნა ი---- ხ--–---–------ა და მა------------–-–---–ს შორის სატელეფონო კომუნიკაცია ამსახევლი შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა.
1991 წლის ივლისის ხელშერულების თანახმად, ვაჩ-------ს მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების მცირე საწარმო „კა-------ის“ დირექტორის შა-–-ა ბე----სა და კოოპერატივ „----------------- დი------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის თაობაზე. საამშენებლო სამუშაოები განისაზღვრა ოცი ათასი მანეთით.
ი---- ხა-–---–------ა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წელს „კ------- ე-------------------–--–-“ ის ლე-----------–---–-ს რეკომენდაციით მიიღეს. თავიდან გამრიცხველიანობის ჯგუფში მანტიორად მუშაობდა, შემდეგ დააწინაურეს და ჯგუფის უფროსად დანიშნეს. მუშაობას დილით ადრე იწყებდა, ზაფხულის პერიოდში დილის ხუთ საათზეც კი, ამის თაობაზე უფროსი მა-–--ზ ის----–---- ატყობინებდა. დილით ჯერ სამსახურის შენობაში მიდიოდნენ. ისინი რასაც აკეთებდნენ, დეტალურად აბარებდა უფროსს. დილით როდესაც მიდიოდნენ, კარს დარაჯი აღებდა და შემდეგ ღიას ტოვებდა. თუ საწყობიდან უკვე გამოტანილი იყო მათთვის საჭირო ნივთები, ტვირთავდნენ მანქანას და მიდიოდნენ სამუშაოს შესასრულებლად. როდესაც საქმეს ასრულებდნენ, ისევ სამსახურში ბრუნდებოდნენ. საწყობს აბარებდნენ დემონტირებულ სადენებს, სადაც ისევ იწონებოდა და ბარდებოდა ადგილზე შედგენილი ოქმით. 2014 წლის 11 ივნისს დილით ადრე ფეხით მივიდა სამსახურში, სადაც დარაჯი - თე--------------–---–ი, მა-–--ზ ის----–----, ლე-----------–---–- და ლ----, იგივე ჯე---–---------–---–ი დახვდნენ. იქ ასევე იმყოფებოდა კომერციული დირექტორი ვინმე დ-----, რომელიც სამსახურში ღამით რჩებოდა. ფოიეში დალიეს ყავა, დარაჯმა მადუღარა მეორე სართულზე არსებულ სამზარეულოდან ჩაიტანა. ბაგ--------–--–---–- მას იმ დღეს სამსახურში საერთოდ არ უნახავს. იმავე დღეს მან მა-–--ზ ის----–---ს ნახევარი საათით სთხოვა სამსახურის ავტომანქანა. მალ-----------–----ა ცოტა ხნით მოცდა სთხოვა და უთხრა, რომ მერე თუ სამუშაოზე არ წავიდოდნენ, მანქანას გაატანდა. ამ საუბრის დროს ლე-----------–---–- მანქანით გავიდა. მოწმემ ლე-----------–---–ს დაურეკა და უთხრა, რომ მანქანა ჭირდებოდა და მიეკითხა მისთვის. ლე-----------–---–- მივიდა მასთან, ის ჩაუჯდა მანქანაში და წავიდნენ სოფელ კ--------––-, სადაც ტელეფონზე დაურეკა ვინმე მ------ს და ესაუბრა მას ჯართთან დაკავშირებით. იგი შეხვდა მ------ს სახლთან, დაახლოებით ნახევარი საათი პირისპირ ესაუბრა მას და ვერ შეთანხმდნენ. მანვე განმარტა, რომ 11 ივნისს მას მ-------------–-–---–--თვის ფერადი ლითონი არ ჩაუბარებია. მანამდე მაისის თვეში ჩააბარა მ------ს სიმამრის ვა-–-----ა ბე----ს მიერ მიცემული სადენები. სადენები მოთავსებული იყო ტომრებში. ჩაბარების დროს პირადობის მოწმობაც მიაწოდა მ------ს, მაგრამ მ------მ არ გამორათვა, განუმარტა, რომ არ იყო საჭირო. მა------------–-–---–ს ჟურნალი არ ქონია.
ლე-----------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი კ------- ე-------------------–--–- იყო გამრიცხველიანობის ჯგუფის უფროსი. მის ჯგუფში იყვნენ, ივ-------–---–------, ბაგ--------–--–---–- და ლე------------–-–---–ი. ისინი ყოველ დილით ადრე გადიოდნენ სამსახურში, ზაფხულში 3-4 საათზეც გასულან. 2014 წლის 11 ივნისს, იგი გამრიცხველიანობაში აღარ მუშაობდა, ზედამხედველობის სამსახურში გადაიყვანეს. მისი თანამდებობა ი---- ხ--–---–------ ჩააბარეს, ხოლო თვითონ სთხოვეს, რომ ესწავლებინა ივ-------–---–------სათვის. შემთხვევის დღეს სამსახურში მისულს ის----–---მა უთხრა, რომ მასალა ჯერ არ იყო მზად და არ გასულიყვნენ თ--–-------. ამ დროს სამსახურში ასევე იყვნენ დარაჯი თე------------------–---–-ც და ლ----, იგივე ჯე---–---------–---–ი, რომელიც იყო მტვირთავი. იქ იყო და------------ც - დირექტორის მოადგილე კომერციული შესყიდვების საკითხებში. და-----–---–ი ძალიან ადრე მიდიოდა სამსახურში. მან ის----–---ს სთხოვა, რომ ცოლშვილს აიყვანდა მანქანით, ი---- ხა-–---–------აც უთხრა ის----–---ს, რომ მანქანას წაიყვანდა. ხ--–---–------ ჰქონდა ჯართი -რკინის სახით და ჩაბარება უნდოდა, იგი თავისი მანქანით წავიდა და დაახლოებით ნახევარ საათში დაურეკა მან და სამმართველოს შენობასთან მისვლა სთხოვა. იგი მივიდა, მიკროავტობუსში გადაიტანეს მასალა და კ--------––- წაიღეს. რაც შეეხება ჯიპიესს, იგი ხშირად არასწორ მონაცემებს აჩვენებდა. მოწმემ დაადასტურა, რომ სადაც სადენები იყრებოდა, იქ ვიდეოკამერები იყო; მანქანებზე დაახლოებით 700-800 კილოგრამი დემონტირებული კაბელი ეტეოდა; სამსახურის ეზოში ისე ვერ შეხვალ, თუ დარაჯმა არ გააღო, დილით რომ გაიღება კარი, შემდეგ სულ ღია რჩება.
ბა---------–--–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ „კ------- ე-------------------–--–-“ მუშაობა დაიწყო 2008 წელს. იგი მონტიორად მუშაობდა, აკეთებდა გამრიცხველიანებას, დენონტაჟს. 2014 წლის 11 ივნისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამსახურში არ იმყოფებოდა. ივ-------–---–------ და ლე-----------–---–- როდესაც კ--------––- წავიდნენ, იგი მათ არ შეხვედრია.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ივ-------–---–------ს, ლე-----------–---–-ს და ბაგ--------–--–---–-ს მიერ სს „-----------------------------–---- კუთვნილ ალუმინის ელექტროსადენების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს.
სასამართლოში დაკითხული პოლციის თანამშრომლები ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორეს, საიდანაც ივ-------–---–------ს, ლე-----------–---–-ს და ბაგ--------–--–---–-ს ბრალეულობა არ დგინდება.
სს „კ------- ენერგოიდისტრიბუციის“ თანამშრომლებმა ი----------–----–---–--, ი---- ი-------–---–--, მა--------------–---–მა და მალ-----------–----ა სასამართლოს სხომაზე ისაუბრეს სს „კ------- ე-------------------–--–-“ ბრალდებულების ი---- ხ--–---–------ს, ლე-----------–---–-ს და ბაგ--------–--–---–-ს უფლება-მოვალეობების, სამსახურის ფუნქციების, მომსახურე ტრანსპორტის, მავთულების დემონტირების და საწყობში განთავსების პროცედურებთან დაკავშირებით. აღნიშნული მოწმეებიდან არც ერთი არ ფლობს ინფორმაციას ბრალდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე.
რაც შეეხება მოწმე გი----------------–---–ს, ეს უკანასკნელი მის პოზიციას ივ-------–---–------ს, ლე-----------–---–-ს და ბაგ--------–--–---–-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით ამყარებს მათ აღიარებაზე და სს „-----------------------------–---- კუთვნილი ვიდეოკამერების ჩანაწერებზე. თუმცა ი---- ხა-–---–------ა, ლე-----------–---–მა და ბა---------–--–---–მა სასამართლოში არ აღიარეს წარდგენილი ბრალდება და სრულად გამორიცხეს მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან კი შეუძლებელია დადგენა, თუ როდის და ვინ განახორციელა სს „-----------------------------–---- საცავიდან ალუმინის ელექტროსადენების დაუფლება. ასევე არ არის მომხდარი ვიდოეჩანაწერებში ასახული თეთრი ფერის მიკროავტობუსის, იქიდან გადმოსული პირების და შენობაში მყოფი პირების იდენტიფიცირება. ამასთან, მოწმე თე------------------–---–მა დაადასტურა, რომ 2014 წლის 11 ივნისს, დილით სამსახურში მისვლის შემედეგ, ივ-------–---–------ და ლე-----------–---–- შევიდნენ შენობაში, სადაც დაჰყვეს გარკევული პერიოდი მა-–--ზ ის----–---თან ერთად და იმ ადგილას, სადაც სადენებია, არ გასულან. ბაგ--------–--–---–- კი საერთოდ არ ყოფილა სამსახურში. ანალოგიური დაადასტურა მოწმე მა--–-ზ ის----–---მა და განმარტა, რომ მან ხსენებულ დღეს დილით ადრე ნახა ხ--–---–------ და ტუ---–---–-, ხოლო ბა–--–---–- მას არ უნახავს.
პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე მ-------------–-–---–-- ჩვენების შეფასების ნაწილშიც. მართალია მოწმის ჩვენებას წარმოადგენს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა ბუნებრივია, რომ მოწმის მიერ თუნდაც სხვადასხვა დროს მიცემული ჩვენებები ერთიანობაში უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს. ურთიერთსაწინაარმდეგო ჩვენების მიცემა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით, როგორიცაა კონკრეტული პირის დანაშაულში მხილება, საერთო ჯამში ნაკლებ დამაჯერებლობას სძენს მ-------------–-–---–-- ჩვენებას და მის სანდობაში ეჭვის შეტანის საფუძვლებს ბადებს. ამ უკანასკნელისათვის სადენების ჩაბარების ფაქტის, ასევე 2014 წლის 11 ივნისს სოფელ კო-–-----–ში წასვლასა და მა------------–-–---–თან სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ, საკუთარი ვერსია განავითარა ი---- ხა-–---–------ა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ლე-----------–---–-ს და მა-–--ზ ის----–----ს ჩვენებებთან და ასევე გამყარებულია მოწმე ვა-–-----ა ბე----ს ჩვენებით, მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით და მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. გარდა ამისა, დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელმა გი----------------–---–მაც ვერ უარყო, რომ იგი იმყოფებოდა მოქალაქე ვა-–-----ა ბე----ს ობიექტზე, რომელსაც ჰქონდა ელექტროსადენები და ხაზზე სურდა რეგისტრაციის აღდგენა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. მხოლოდ მოწმე მ-------------–-–---–-- ჩვენება, იმის თაობაზე, რომ ივ-------–---–------სგან სამჯერ ჩაიბარა ალუმინის სადენები, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს ივ-------–---–------ს, ლე-----------–---–-ს და ბაგ--------–--–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის.
პალატა აანალიზებს რა, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიან იმ უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ისინი იძლევიან მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ივ-------–---–------ს, ლე-----------–---–-ს და ბაგ--------–--–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ--–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის შო----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ივ-------–---–------ ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. ლე-----------–---–- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
5. ბაგ--------–--–---–- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
6. გამართლებულებს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ივ-------–---–------ს, ლე-----------–---–-სა და ბაგ--------–--–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თ--–---- რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ივლისის N12-266-14 განჩინებით დაყადაღებულ ეკ--------ე ბე----ს (პირადი №1----------) კუთვნილ უძრავ ქონებას და თ--–---- რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ივლისის N12-267-14, N12-268-14 განჩინებებით დაყადაღებულ რა---- ის----–----ს (პირადი №2----------- კუთვნილი უძრავ ქონებას.
8. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ალუმინის სადენები, რაც ინახება სს „კ------- ენერგოდისტრიბუციის სათავსოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ექვსი ცალი CD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
9. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი