განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
050100118002367182
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002367182

საქმე №1/ბ-791-2018წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორ -მ------ ნ--------ის,ადვოკატ - ს----- ა-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- შ-----ს ძე ც---------ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 0- იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ლ--------ი, ვ-------------ის ქუჩა №-

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

გ------- ც---------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება ჩადენილი ჯგუფურად. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით და დანით შეიარაღებული გ------- ც---------ე და ნ-------- წ--–-----ი, ნიღბებით, ჯგუფურად, ქ. ლ--------ში, ლ-–------–-- ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ფ-------ს მარკის, სახელმწიფო ნომრით U------, სატვირთო ავტომანქანაში მყოფ გ------- დ--------ეს, ზ----- ტ-------ეს და ს------ ნ-----–---ს, რომელთა მიმართ გამოიჩინეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარა, იარაღების დამიზნებით ჩამოიყვანეს სამივე ძირს ,, დაუწყეს ცემა და მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ზ----- ტ-------ეს და გ------- დ--------ეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოთხოვეს ფული, რა დროსაც ამ უკანასკნელს გასტაცეს მისი და ზ----- ტ-------ის კუთვნილი საერთო თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რის შემდეგ გ------- ც---------ე და ნ-------- წ--–-----ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით გ------- ც---------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გ------- ც---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 

გ------- ც---------ეს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ ნ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ------- ც---------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენის არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენის გამოტანისას ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------- ც---------ის ბრალეულობას ყაჩაღობის ჩადენაში, რის გამოც დაუსაბუთებელია მოსამართლის მსჯელობა, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევა გ------- ც---------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. პირიქით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებები, ასევე მხარეთა შეთანხმებით უდაოდ იქნა ცნობილი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტები, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები. სასამართლოს ნაცვლად იმისა, რომ სამართლიანად შეეფასებინა აღნიშნული თანმიმდევრული და ერთმანეთთან თავსებადი ჩვენებები, რაც უტყუარად ადასტურებს გ------- ც---------ის ბრალეულობას, მათზე მიუთითებს, რომ ისინი თურმე ნაწილობრივ ეწინააღმდეგებიან დასახელებულ პირთა მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს. ბრალდების მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.გ------- ცენტერაძის ბრალდების საქმის განხილვისას კი დაზარალებულებმა სასამართლოს მიაწოდეს სწორედ გ------- ც---------ის ყაჩაღობაში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საკმარისია გ------- ც---------ის ყაჩაღობის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისთვის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. დასახელებული მტკიცებულებები სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა და შესაბამისად გადაწყვეტილება გ------- ც---------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, არ გამომდინარეობს მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ ცნობილი წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, ვინაიდან სახეზეა არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტი, რომ სწორედ გ------- ც---------ემ ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება ჩადენილი ჯგუფურად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მოწმეს ბ--- რ-----–---–ს, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება აშკარაა რომ მოგონილია მეგობრის გ------- ც---------ის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.

სასამართლო განაჩენში უთითებს, რომ ვერ შეაფასებს ბ--- რ-----–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მის დაკითხვაზე უარი თქვა ბრალდებამ, ხოლო ექსპერიმენტი ეხება ამ უკანასკნელის მიერ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას. მოსამართლე არ უთითებს კონკრეტულ მუხლს, თუ რის საფუძველზე ხელმძღვანელობს მოცემულ შემთხვევაში. მოსამართლის ამ მოსაზრებას ბრალდების მხარე არ იზიარებს, ვინაიდან მართალია უარი ვთქვით ბ--- რ-----–---–ის სასამართლოში მოწმედ დაკითხვაზე, მაგრამ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და აღნიშნულის ამსახველი ფოტოსურათები წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას.

სასამართლომ უსაფუძლოდ არ გაიზიარაზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები, მათ შორის დაზარალებულთა მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, სადაც ისინი პირდაპირ ამხელენ გ------- ც---------ეს მათ მიმართ ყაჩაღობის ჩადენაში.

გამართლებულ გ------- ც---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ს----- ა-------ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ------ ნ--------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ გ------- ც---------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ს----- ა-------ს, რომელმაც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ------- ც---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ს------ ნ-----–---ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 24 იანვარს, შემთხვევით გაიგო, რომ ლ---- წ--–-----თან უნდა მისულიყვნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის მსურველები. ვინაიდან თავად ყავდა გასაყიდი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, დაელოდა მათ მისვლას. ლ---- წ--–-----ის სახლში მივიდნენ ზ-----ი ტ-------ე და გ------- დ--------ე, რომლებიც ა---––--ედან იყვნენ და სურდათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა. ლ---- წ--–-----თან იყვნენ, მეზობლები, ინგოროყვა, დ----- წ--–-----ი, ა------ წ--–-----ი და ნ-------- წ--–-----ი. ზ-----მა და გ-------მ თქვეს, რომ რაც შეიძლებოდა ბევრი საქონლის შეძენა სურდათ. ლ---- წ--–-----თან ფასზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან მათ 2500 ლარად სურდათ ორი საქონლის შეძენა, ხოლო ლ----ი 3000 ლარს აფასებდა. მათ საუბარში ჩაერია ნ-------- წ--–-----ი, რომელმაც უთხრა ზ-----ს და გ-------ს, რომ დაბალ ფასს იხდიდნენ და უფრო მეტი უნდა გადაეხადათ. ლ---- წ--–-----ს ერთი სული საქონელი ყავდა სახლში, ხოლო მეორე საძოვარზე იყო წასული, რის გამოც შეთანხმდნენ, რომ მოგვიანებით მივიდოდნენ ლ----თან ორივეს სანახავად. ს------ ნ-----–---მა განმარტა, რომ ზ----- ტ-------ეს და გ------- დ--------ეს, შეთავაზა ენახათ მისი კუთვნილი პირუტყვი, რომელიც ფერმაზე ყავდა და შემდეგ ფასზე შეთანხმებულიყვნენ. თხოვა ა------ წ--–-----ს, რომ დახმარებოდა საქონლის მოძიებაში. დათქმულ დროს შეხვდა ზ-----ს და გ-------ს, თავის შვილთან და ა------ წ--–-----თან ერთად. ზ-----ის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით, წავიდნენ ფერმაზე. ცუდი ამინდის გამო საქონლის სადგომამდე ვერ მივიდნენ და ხიდზე გააჩერეს მანქანა. მანქანაში დარჩა თვითონ და გ------- დ--------ე, რომელიც საჭესთან იჯდა. ხოლო მისი შვილი გ------- ნ-----–---ი, ა------ წ--–-----ი და ზ----- ტ-------ე წავიდნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანახავად. ფერმაზე დახვდათ მეორე შვილი და მისი ამხანაგის შვილი, რომელთან ერთად ეძებეს საქონელი, თუმცა ვერ ნახეს. ს------ ნ-----–---ის ჩვენებით, როდესაც ავტომანქანაში ისხდნენ, გ------- დ--------ის ტელეფონზე დარეკა ბ--- რ-----–---–-- და უთხრა გ-------ს, რომ საქონელი დაჭერილი ყავდა და აუცილებლად უნდა მისულიყვნენ. წამოვიდნენ ფერმიდან, ღამდებოდა და უთხრა გ-------ს დაერეკა ბ---სთან და დალაპარაკებოდა. დაურეკეს ბ---ს, რომელსაც თვითონ დაელაპარაკა და კითხა რა აუცილებლობა იყო მაინდამაინც ახლა რომ სურდა საქონლის გაყიდვა. უთხრა ბ---ს, რომ ვერ ნახა თავისი საქონელი და ხვალ შეხვედროდნენ. ბ---მ კი აცნობა, რომ დატყვევებული ყავდა გასაყიდი პირუტყვი და დღეს სურდა გაყიდვა. მისი ჩვენებით, ბ---მ თხოვა რომ პატივი დაედო მისთვის და გაყოლოდა მასთან მყიდველებს, რაზეც დათანხმდა. მანქანის სალონში ისხდნენ თავად, ზ-----ი ტ-------ე და გ------- დ--------ე. ხოლო სხვები, ძარაზე ისხდნენ. როდესაც მივიდნენ რკინიგზასთან დარეკა ბ--- რ-----–---–მა ზ-----თან. ა---––--ელებმა უთხრეს დალაპარაკებოდა ბ---ს და ეთხოვა შეხვედრის მეორე დღისთვის გადადება, რადგან თავად გზა არ იცოდნენ. თხოვა ბ---ს, რომ შეხვედრა მეორე დღისთვის გადაედოთ, რადგან ა---––--ელებმა გზა არ იცოდნენ და ფერმას ვერ მიაგნებდნენ, ბ---მ კი უთხრა, რომ თავად წამოეყვანა ისინი, რაზეც დათანხმდა და განუცხადა ბ---ს, რომ ფერმიდან ფეხით ვერ დაბრუნდებოდა. ს------ ნ-----–---ის ჩვენებით, ძარაზე მსხდომი პირები ჩამოვიდნენ რკინიგზასთან, ხოლო თავად, გ-------ს და ზ-----ის წაყვა. ბ--- რ-----–---–ის ფერმამდე ვერ მივიდნენ, რადგან გზა იყო გაფუჭებული, გააჩერეს მანქანა, დაურეკეს ბ---ს და აცნობეს, რომ გზის გაგრძელებას მანქანით ვერ ახერხებდნენ, ხოლო თავად კი ფეხით ვერ წავიდოდა. ბ---მ უთხრა, რომ მონადირეებისთვის დაეძახა და მანქანას მიაწვებოდნენ. დაინტერესდა თუ რა ყავდა ბ---ს ასეთი მნიშვნელოვანი გასაყიდი და ბ---მ უთხრა, რომ ორი სული მოზვერი ყავდა გასაყიდი. მისი ჩვენებით ბ---ს აცნობა, რომ გ------- და ზ-----ი წავიდოდა მასთან და წამოსულიყო მათ შესახვედრად. ბ---მ კი განუმარტა, რომ თავად მივიდოდა მათთან. საუბრიდან გავიდა 20 წუთი და ბ--- არ ჩანდა. ზ-----ი ტ-------ემ კვლავ დაურეკა ბ---ს და კითხა თუ სად იყო. ბ---მ კი უთხრა ზ-----ს, რომ ცხენს გამოაბამდა პირუტყვს და მიიყვანდა. გავიდა გარკვეული ხანი, თუმცა ბ--- არ მივიდა. მანქანაში ისხდნენ, როდესაც დაინახეს ფერმიდან მომავალი ორი კაცი. გ-------მ უთხრა, თუ მისი მხრიდან მივიდოდნენ ეთხოვა სიგარეტი, მეორე მხრიდან კი თავად თხოვდა სიგარეტს. როდესაც მიუახლოვდნენ მათ მანქანას, უცნობებმა თავზე აიფარეს ხელი. ზ-----იმ უთხრა გ-------ს, მანქანის სინათლე გაეთიშა, რადგან უცნობებს მხედველობა უჭირდათ და გ-------მ მანქანის შუქები შორი ნათებიდან ახლო ნათებაზე გადართო. გ-------მ დაუძახა რომ უცნობებმა ჩაუარეს, რის გამოც გააღო მანქანის კარი და კითხა უცნობებს სიგარეტი თუ ქონდათ. ს------ ნ-----–---მა მიუთითა ბრალდებულზე და თქვა, რომ კითხვის დასრულებისთანავე, აღნიშნულმა პირმა პირდაპირ დაარტყა, შეაგინა და ფული მოსთხოვა. უთხრა თავდამსხმელს, რომ ს-----ი ს------ იყო და ფული არ ქონდა. ამ დროს მიირბინა მასთან მეორე თავდამსხმელმა, ნ-------- წ--–-----მა, დაუწყო ცემა, თავში ჩაარტყა კონდახი და ტალახში დაწოლას აიძულებდა. ზ-----ის კუთვნილ მანქანას საჭე მარჯვენა მხარეს ქონდა, საჭესთან გ------- იჯდა, შუაში ზ-----ი და კიდეში, მარცხენა მხარეს თავად. მისი შეფასებით, თავდამსხმელები მარცხენა მხარეს შეცდომით მივიდნენ, რადგან საჭესთან ეგონათ მძღოლი და სხვის ნაცვლად ის გადმოაგდეს მანქანიდან. როდესაც უთხრა თავდამსხმელებს, რომ ლ--------ელი ს-----ი ს------ იყო, ამის შემდეგ მას ფულს აღარ თხოვდნენ და გადავიდნენ გ-------სთან და ზ-----თან. ერთ-ერთმა ხელები შეუკრა პლასტმასის შესაკრავით. ჩამოიყვანეს გ------- ავტომანქანიდან და მოსთხოვეს ფული. გ-------მ, ნ-------- წ--–-----ს მისცა 3 000 ლარი. ზ-----ი ტ-------ე არ ჩამოდიოდა მანქანიდან და ძალით ჩამოიყვანეს, ზ-----მა ფული არ მისცა თავდამსხმელებს, რის გამოც გაუტეხეს თავი და დააგდეს ძირს. გ-------მ უთხრა, რომ რაც ქონდა მისცა და სხვა თანხა არ ქონდა, რის გამოც დაუწყეს გ-------ს ცემა. ავტომატი და ბარაბნიანი პისტოლეტი ქონდა ნ--------ის, ხოლო გადაჭრილი თოფი ბრალდებულს. თოფი სავარძელზე იყო დატოვებული. თავად დაჩოქებული იყო, მანქანის ბორბალს იყო მიყრდნობილი, სინათლე ენთო და ამ დროს ნ--------ის დაარტყა გ-------მ, წაართვა ავტომატი და უთხრა, რომ ფული დაებრუნებინა, სანაცვლოდ კი პოლიციას არ შეატყობინებდა და ავტომატს დაუბრუნებდა. ნ--------ი იყო დაჩოქილი. ნ--------ს ქონდა ბარაბნიანი პისტოლეტი, ბევრჯერ დააჩხაკუნა, თუმცა მხოლოდ ერთხელ გაისროლა. ნ-------- წ--–-----მა ამოიღო დანა და დააპირა გ------- დ--------ის მოკვლა, გ-------მ დაიჭირა ხელით, დანა ავტომატს მოხვდა, ტარი გატყდა და დანის ტარი ერთ მხარეს გადავარდა, ხოლო დანის პირი მეორე მხარეს. ზ-----მა აიღო აღნიშნული დანა და გაუხსნა ხელი. ს------ ნ-----–---მა განმარტა, რომ ჩხუბის დროს ბრალდებული მიირბენდა მასთან და ნიღაბს იწევდა. მისთვის უცნობია რატომ იწევდა ნიღაბს ბრალდებული. მისი მოსაზრებით ან სუთქვა უჭირდა ან ჩხუბის დროს დაუსველდა ნიღაბი და მხედველობაში უშლიდა ხელს. ლ--------ში მაცხოვრებლად „ეს კაცი ვერ შევიცანი“, მაგრამ სახეზე დაიმახსოვრა. მისი ჩვენებით, დანის ტარი თავად ჩადო მანქანაში, ხოლო ავტომატი და მჭიდი გ------- ტ-------ემ. თავდამსხმელები ისევ ფერმისკენ წავიდნენ. წასვლის დროს ორჯერ გაიგონა ხმა „ნ--------ა წამოი“. თავდასხმის ადგილიდან წამოსვლის შემდეგ გ-------ს და ზ-----ის ქურდებთან წასვლა სურდათ, რადგან პოლიციაში მისვლის შემთხვევაში ფულს დაკარგავდნენ. მივიდნენ ერთ-ერთ ადგილას, სადაც კ------–--ი ცხოვრობს და ჩიხში გააჩერეს მანქანა. გ------- ტ-------ემ დარეკა და სამი ბიჭი მივიდა მათთან. დაახლოებით იქნებოდა ათი ან თერთმეტი საათი დაწყებული. საუბრის დროს გადაწყვიტეს, რომ პოლიციაში არ წავიდოდნენ. აღნიშნულზე უთხრა იქ მყოფებს, რომ თვითონ წაიყვანა ფერმაზე გ------- და ზ-----ი, ყაჩაღი კი დაჭერილი არ იყო, რის გამოც პოლიციაში უნდა წასულიყვნენ. ერთ-ერთი დაეთანხმა და თქვა რომ აუცილებლად უნდა მიეტანათ იარაღი პოლიციაში. საუბრის დროს გ-------ს და ზ-----ის, რომლებიც აპირებდნენ ქურდებთან საქმის გარჩევას გადააწყვეტინა პოლიციაში წასვლა. პოლიციაში პირველად შევიდნენ გ------- და ზ-----ი, რადგან თავად ყავარჯნით იყო. ა---––--ელებმა შეიტანეს იარაღი პოლიციაში და დატოვეს. თავად კი იარაღთან შეხება არ ქონდა. ვიდრე შევიდოდა პოლიციაში ერთ-ერთმა უთხრა, რომ იცნო ერთ-ერთი ყაჩაღი, რომელიც ლ---- წ--–-----თან იმყოფებოდა სახლში და საქონლის ფასზე ედავებოდა. ს------ ნ-----–---ის განმარტებით, არ სურდა ეთქვა, რომ თავდამსხმელი ნ-------- წ--–-----ი იყო, რადგან სულ კარავში იმყოფებოდა და ეშინოდა მისი შვილები არ მოეკლა. ყაჩაღები გაქცეული იყვნენ. მერე კი გ------- ტ-------ე დაუპირისპირდა და უთხრა „მე ვიცანი და შენ როგორ ვერ იცანიო“ და ამიტომ ამ შიშის გამო ვერ თქვა მაშინ და პირველ ჩვენებაში დაწერა, რომ ვერ იცნო თავდამსხმელები, რადგან ეშინოდა. ს------ ნ-----–---ის ჩვენებით პოლიციის უფროსი ეუბნებოდა, რომ ეთქვა ვინ იყო თავდამსხმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყაჩაღობას მის მოწყობილად ჩათვლიდნენ. პოლიციის უფროსმა ასევე უთხრა რატომ დააღამა აქედან წასვლა, ის იყო ყველაზე მეტად შემჩნეული, მისი შვილი ყაჩაღი იყო, ხოლო ძმისშვილს საქონელი ყავდა. მისი ჩვენებით გაუმართლა, რომ დაიჭირეს ამ დანაშაულზე ეს პირი. ს------ ნ-----–---მა აღნიშნა, რომ გ------- დ--------ემ და ზ----- ტ-------ემ იცნეს ნ-------- წ--–-----ი, რადგან ნიღაბი მოძვრა და ნ---ხი ყავდათ ლ---- წ--–-----თან მოლაპარაკების დროს. თავადა კი ხმით იცნო ნ-------- წ--–-----ი. მისი ჩვენებით ბრალდებული იცნო იმით, რომ მოიხსნა ნიღაბი. სწორედ ბრალდებულმა დაარტყა ზ----- ტ-------ეს თოფი თავში. ყველას ეუბნებოდა, რომ ეს ბიჭი ყავდა თვალებში და ლ--------ელად ვერ შეიცნო, თუმცა ამბობდა, რომ სურათი ეჩვენებინათ და დაადებდა ხელს. მეორე თუ მესამე დღეს ანახეს ოთხი სურათი და ამოიცნო იმით, რომ არის თეთრი ბიჭი, მრგვალი სახით და პატარა ცხვირით. ერთი კვირის შემდეგ, ხალხი ლაპარაკობდა, რომ თავდამსხმელი იყო შ----- ც---------ის ბიჭი. ს------ ნ-----–---მა აღნიშნა, რომ დანაშაულის დაფარვის სურვილი არ ქონდა. დაცვის მხარის კითხვაზე, თუ რატომ მიუთითა ს------ ნ-----–---მა 2018 წლის 25 იანვრის გამოკითხვის ოქმში, რომ მეორე თავდამსხმელს ნიღაბი ქონდა ჩამოფარებული და არ შეეძლო მისი ამოცნობა, ს------ ნ-----–---მა განმარტა, რომ არ იცოდა რატომ იყო დაფიქსირებული ასეთი ინფორმაცია ოქმში, რადგან ყველამ იცოდა, რომ დაინახა ყაჩაღის სახე. პოლიციას არ უთქვამს მისთვის, რომ მეორე თავდამსხმელი იყო გ------- ც---------ე. მისი ჩვენებით, როცა ამოიცნო იმ დღეს არ იცოდა, რომ შ-----ს შვილი იყო და ც---------ის გვარი ქონდა მეორე დღეს მივიდნენ მასთან მეზობლები და მაშინ გაიგო, რომ ეს იყო გ------- ც---------ე, რაც ამოცნობის დროს არ იცოდა. ს------ ნ-----–---მა დაცვის მხარის კითხვაზე თუ როგორ გაიგო მეორე თავდამსხმელის ვინაობა განმარტა, რომ მასთან მივიდნენ მეზობლები და უთხრეს, რომ სურათით თავდამსხმელს ვერ ამოიცნობდა. მეზობლებს უთხრა აღწერილობა და მათ შეატყობინეს, რომ ეს იყო „ლ------“ (შ----- ც---------ის) ბიჭი და ამ გზით გაიგო მისი ვინაობა. დაცვის მხარის კითხვაზე, ამოცნობის დღეს როგორ გაიგო გ------- ც---------ის ვინაობა ს------ ნ-----–---მა პასუხი არ გასცა. ს------ ნ-----–---მა ასევე განმარტა, რომ ამოცნობის ჩატარებამდე წინა დღით იყო მისული მეზობელი და კითხა, თუ როგორი იყო მეორე თავდამსხმელი, აღწერა იგი და მეზობელმა უთხრა, რომ ეს „ლ------“ (შ----- ც---------ის) ბიჭი იყო და მეორე დღეს ჩატარდა ამოცნობა. ს------ ნ-----–---მა დამატებით აღნიშნა, რომ ბრალდებულის მეზობელმა უთხრა გ------- ც---------ის სახელი და გვარი, თუმცა ბრალდებულის მეზობლის ვინაობის დასახელებაზე ს------ ნ-----–---მა უარი განაცხადა. ს------ ნ-----–---ის განმარტებით, როდესაც თქვა, რომ მეორე თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა ამის გამო ის პოლიციელებმა სცემეს. ს------ ნ-----–---მა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციაში დაკითხვამდე იყო საუბარი და გ------- ტ-------ემ უსაყვედურა, როგორ ვერ იცნო თავდამსხმელი. ამის შემდეგ დაიწყო მისი ცემა, შეურაცხყოფა და შელაპარაკება, ამიტომ თქვა უარი იმ დღეს ყველაფერზე. დაცვის მხარის კითხვაზე, პირველი გამოკითხვის დროს მეორე თავდამსხმელზე რატომ არ მიუთითა რომ დაინახა მისი სახე, ს------ ნ-----–---მა აღნიშნა, რომ კითხვა არ დაუსვამთ მისთვის. თუმცა კითხვაზე, რატომ აღნიშნა, რომ ვერ ამოიცნობდა მეორეს თუ კითხვა დაუსვამთ, მოწმემ არ უპასუხა. ს------ ნ-----–---მა კითხვაზე თუ რა ვითარებაში დაინახა მეორე თავდამსხმელი, რომელმაც ნიღაბი მოიხსნა, განმარტა, რომ დაჩოქილი იყო, მასთან მივიდა თავდამსხმელი და მის თავთან გადაიძრო ნიღაბი ბრალდებულმა და მასთან ახლოს მეტად აღარ გადაუძვრია ნიღაბი. დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ ქონდა გამოკითხვის ოქმში განსხვავებულად აღწერილი მეორე თავდამსხმელის მიერ ნიღბის მოხსნის ადგილი, ს------ ნ-----–---მა განმარტა, რომ მანქანის წინა მარცხენა საბურავთან იყო მიგდებული, ყველაფერი იყო განათებული, მანქანის კარებები ღია იყო, არ ეფარებოდა და ბრალდებული კარს უკან იყო და შუქი როგორ არ მიანათებდა. მისივე განმარტებით, ბრალდებულს ისეთივე როხროხა ხმა ქონდა, როგორც თავდამსხმელს, რომელმაც ძალიან ბევრჯერ გადაიძრო ნიღაბი.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ზ----- ტ-------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ა---––--ეში. ლ--------ში 3-4 წელი დადის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად. გ------- დ--------ე არის მისი მეგობარი და ერთად ეწევიან საქმიანობას. ბოლო პერიოდში ურთიერთობა ქონდა ზ----- რ-----–---–თან, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ საქონელი ყავდა გასაყიდი, ჩასულიყო და თან თივა ჩაეტანა. შეთანხმებისამებრ, მისი კუთვნილი ავტომანქანა ფ-------თ, სახელმწიფო ნომრით 3-- ჩავიდნენ ლ--------ში, თივა მიუტანეს ზ----- რ-----–---–ს და დაცალეს მანქანა. ზ-----მა უთხრა, რომ ლ---- წ--–-----ს ყავდა საქონელი გასაყიდი და ზ----- რ-----–---–-- მიიყვანა ლ----თან. თუმცა ზ-----ი სახლში არ შესულა და გარეთ უცდიდა. დაიწყეს საუბარი ფასზე და ვერ შეთანხმდნენ. საუბარს მის გარდა ესწრებოდნენ ლ---- წ--–-----ი, კიდევ ორი-სამი უცნობი მამაკაცი და ერთი პირი, რომელიც მოგვიანებით ამოიცნო, როგორც ერთ- ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ნ-------- წ--–-----ი ერქვა. ნ--------ი აქტიურობდა საუბრის დროს და უთხრა, რომ ლ---- წ--–-----ი კარგ ფასს სთავაზობდა და უკვირდა რატომ არ მოწონდა საქონლის ღირებულება. რადგან ორი სული საქონელი უნდა შეეძინა ლ----ისგან და ერთ-ერთი არ იყო სახლში, გადაწყვიტეს მოგვიანებით გაეგრძელებიათ საუბარი. ზ----- ტ-------ემ აღნიშნა, რომ ნ-------- წ--–-----თან ფასზე საუბრის დროს ს------ ნ-----–---ი ლ---- წ--–-----ის სახლში არ იმყოფებოდა და საუბრის დასრულების შემდეგ მივიდა მათთან, უთხრა, რომ მასაც ყავდა საქონელი გასაყიდი და გადაწყვიტეს ს------ ნ-----–---ის ფერმაზე წასვლა. როდესაც გამოვიდნენ ლ---- წ--–-----ის სახლიდან, ზ----- რ-----–---–-- მისცა თავისი ბიძაშვილის, ბ--- რ-----–---–ის ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ ბ---ს ყავდა გასაყიდი საქონელი. დაურეკა ბ---ს, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა და შეთანხმდნენ, როდესაც ჩამოვიდოდა ლ--------ში დაურეკავდა მათ. დაურეკა ბ--- რ-----–---–--, აცნობა, რომ ფერმაზე იმყოფებოდა და აუხსნა სად უნდა მისულიყო. ვინაიდან დაღამდა, გ-------მ უთხრა დაერეკა ბ---სთვის და მეორე დღისთვის გადაედოთ შეხვედრა. დაურეკა ბ---ს, რომ დილით მივიდოდნენ. ბ---მ კი უთხრა მისულიყო და ენახა საქონელი. ბ--- რ-----–---–ს მათთვის აღარ დაურეკავს. ს------ ნ-----–---იც ესაუბრა ბ---ს, თუმცა რას ესაუბრებოდა არ ახსოვდა, მაგრამ უთხრა, რომ მათთან ერთად მიდიოდა და აჩვენებდა ფერმას. ს------ ნ-----–---ი წაიყვანეს და მასთან ერთად წავიდნენ ბ--- რ-----–---–ის ფერმაზე. ს------ ნ-----–---ის შვილები კი დატოვეს რკინიგზასთან. ფერმამდე მისვლამდე, გზა იყო გაფუჭებული, თვითონ დაურეკა ბ---ს და უთხრა, რომ გზას ვეღარ აგრძელებდნენ და ხვალ მივიდოდნენ. ბ--- რ-----–---–-- კი მიუგო, რომ ცხენზე ყავდა გამობმული საქონელი და თავად მიუყვანდა. მანქანაში ისხდნენ შემდეგი თანმიმდევრობით საჭესთან გ-------, შუაში თვითონ და კიდეში ს------ ნ-----–---ი. უცდიდნენ ბ--- რ-----–---–ს. დაინახეს ორი სამხედრო ფორმიანი პიროვნება, რომლებიც მათი მიმართულებით მიდიოდნენ. მანქანის შუქები შორ ნათებაზე ქონდათ და რადგან უცხო პირებს თვალებში ანათებდა, ახლო ნათებაზე გადმორთო. როდესაც მანქანას მიუახლოვდნენ უცნობი პირები, ს------ ნ-----–---მა მათ თხოვა სიგარეტი. თხოვნის დასრულებისთანავე უცნობმა პირებმა გადმოაგდეს ს------ მანქანიდან და მოთხოვეს ფული. შემდგომ გ------- და ბოლოს თავადაც გადმოაგდეს მანქანიდან. გაისროლეს იარაღი და მოსთხოვეს ფული. გ------- დ--------ემ ამოიღო 3000 ლარი და ტელეფონი, დადო ძირს და თხოვა, რომ არ მოეკლათ. ზ----- ტ-------ემ აღნიშნა, რომ შემდეგ მას მოთხოვეს ფული, ავტომატის კონდახი ჩაარტყეს და ფეხი დაარტყეს. ორთავე თავდამსხმელს სამხედრო ფორმა ეცვა და ნიღბები ეკეთა. შემდეგ უთხრეს, რომ მეტი ფული როგორ არ ქონდა და დაიწყეს მისი ცემა და წიხლების რტყმევა. 7000 ლარი ქონდა ცალკე თუმცა არ მისცა ყაჩაღებს. წამოდგა ფეხზე და თხოვა არ მოეკლა. შემოტრიალდა და დაიწყეს ჩხუბი რა დროსაც იარაღი წაართვა იმას ვინც ესროლა და ჩაცვივდნენ ჭაობში. მეორე წავიდა მისაშველებლად. იარაღში რომელიც წაართვა, გადატენა, თუმცა ვერ გაისროლა რადგან ორი ვაზნა იყო გაჭედილი. ცხვირი ქონდა გატეხილი და ხელი ქონდა გადაჭრილი დანით, რადგან დანას ურტყამდა თავდამსხმელი და გ-------ს დაძახებაზე შებრუნდა, დაინახა აღმართული დანა, რომელიც ლულაში მოხვდა ავტომატს, გაიჭედა მასში და გადატყდა. მისი ჩვენებით, ავტომატი ვისაც წაართვა, ის იყო ნ-------- წ--–-----ი, რომელიც ესწრებოდა ლ---- წ--–-----ის სახლში გამართულ საუბარს და საქონლის ფასთან დაკავშირებით ეკამათა. ნ-------- წ--–-----მა ნიღაბი ჩხუბის დროს მოიხსნა, რადგან როდესაც დაარტყა ვეღარ ხედავდა. გ------- როდესაც მივიდა დასახმარებლად, პირში პისტოლეტი ჩასთხარეს და უთხრეს, რომ ძმაკაცს მოუკლავდნენ, თუ იარაღს არ დააბრუნებდა. მან კი მიუგო, რომ ფული დაებრუნებიათ და იარაღს მიცემდა. მაგრამ ვერ შეთანხმდნენ და თავდამსხმელები წავიდნენ იმ მიმართულებით საიდანაც მოვიდნენ. წასვლამდე კი ერთ-ერთმა დაუძახა მეორეს „ნ-------- წავედითო“. ზ----- ტ-------ემ აღნიშნა, რომ ავტომატი ეკავა ნ-------- წ--–-----ს, ხოლო დანა მეორეს. გადაჭრილი თოფი კი მოგვიანებით გამოაჩინეს. ამ პერიოდში ს------ ნ-----–---ს ხელები ქონდა შეკრული, ავტომანქანის გვერდით, მარცხენა მხარეს იმყოფებოდა და ყველაფერს ხედავდა. დაცვის მხარის კითხვაზე, ზ----- ტ-------ემ განმარტა, რომ მეორე თავდამსხმელის მიერ სუნთქვის მიზნით ნიღბის აწევის ფაქტი არ დაუნახავს, რადგან ნ-------- წ--–-----თან ჩხუბობდა. ამ პერიოდში, გ------- დ--------ე, მანქანის მარჯვენა მხარეს იყო, ხოლო ს------ ნ-----–---ი მეორე მხარეს, თავად კი ნ-------- წ--–-----ს ეჩხუბებოდა. ს------ ნ-----–---ი და გ------- დ--------ე იწვნენ და თავზე ქონდათ ხელები და მეორე თავდამსხმელი მათთან იყო. შემდეგ როცა წინ გავიდა მათ ვეღარ ხედავდა. მისი განმარტებით, ნ-------- წ--–-----ი იმყოფებოდა მათთან, როდესაც ლ---- წ--–-----თან საუბრის დასრულების შემდეგ თქვეს, რომ ბ--- რ-----–---–ის ფერმაზე უნდა წასულიყვნენ. თავდამსხმელთა წასვლის შემდეგ დაურეკა ბ--- რ-----–---–ს და უსაყვედურა, რადგან ყაჩაღები დაახვედრა გზაში და მოთხოვა 15 წუთში დაებრუნებინა ყველაფერი. ბ---ს თქმით მან არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. წამოსვლის დროს წამოიღო იარაღი და დანის ტარი, რომელზეც ამოქარგული იყო ინიციალები „ნ“ და „წ“. ს------ ნ-----–---ს ესაუბრა გზაში და უთხრა, რომ იცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ნიღაბი აღარ ეკეთა და ეს იყო ის პირი რომელიც ესწრებოდა საუბარს ლ---- წ--–-----ის ოჯახში და ეკამათებოდა საქონლის ფასთან დაკავშირებით. ს------ ნ-----–---მა კი უთხრა, რომ ის ვერ იტყოდა იმ პირის ვინაობას, რადგან მკვლელი იყო. შემდეგ კი უთხრა, რომ როდესაც ნიღაბი მოძვრა მაშინ იცნო ნ-------- წ--–-----ი. ს------ ნ-----–---მა ასევე თქვა, რომ იცნო მეორე პირიც და ეს იყო გ------- ც---------ე. რომელიც სახეზე ყავდა დამახსოვრებული და მისი სახე არ დაავიწყდებოდა. პროკურორის კითხვაზე, ზ----- ტ-------ემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 28 ან 29 იანვარს, ზუსტად არ ახსოვდა, შეხვდა ს------ ნ-----–---ს, რომელმაც უთხრა, რომ ორთავე თავდამსხმელს იცნობდა და ისინი იყვნენ გ------- ც---------ე და ნ-------- წ--–-----ი. საუბრის დროს მაშინვე იძახდა, ს------, რომ იცნო მეორე ყაჩაღი, თუმცა მაშინ არ უთქვამს სახელი და გვარი, ხოლო ნ-------- წ--–-----ზე ამბობდა, რომ მეორე, ნ-------- წ--–-----ი მკვლელი იყო. რადგან შვილები ტყეში იყვნენ, შეეშინდა შვილები არ დაეხოცა. დაცვის მხარის კითხვაზე, ზ----- ტ-------ემ კიდევ ერთხელ ცხადად აღნიშნა, რომ ს------ ნ-----–---მა ყაჩაღობის შემდეგ, გზაში უთხრა, რომ თავდამსხმელთაგან ერთი იყო ნ-------- წ--–-----ი, ხოლო მეორე გ------- ც---------ე. ზ----- ტ-------ემ აღნიშნა, რომ თავად არ იცოდა ვინ იყო მეორე თავდამსხმელი. ყაჩაღობის ადგილიდან წამოსვლის დროს დაურეკა ცოლის ძმას, აცნობა მომხდარის შესახებ და შეხვდა ლ--------ში. ისაუბრეს და გადაწყვიტეს პოლიციაში წასვლა. დაცვის მხარის კითხვაზე, ზ----- ტ-------ემ აღნიშნა, რომ პოლიციაში მისვლამდე სხვა გზით საქმის მოგვარებაზე არ ფიქრობდა. პოლიციაში მისვლის შემდეგ, წაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო გ------- დ--------ე დაკითხეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ამოიღეს იარაღი და სხვა ნივთები მანქანიდან, გადაიღეს სურათები, დალუქეს და შეიტანეს პოლიციაში. მისი განმარტებით, დაკითხვიდან მეორე დღეს აჩვენეს სურათები და ამოიცნო ნ-------- წ--–-----ი. ზ----- ტ-------ემ აღნიშნა, რომ გ------- დ--------ეს ამოცნობილი ყავდა ნ-------- წ--–-----ი და ასევე დაინახა მეორე პირი, რომელიც იწევდა ნიღაბს, ჰაერს ისუნთქავდა და იყო თეთრი ბიჭი. დაცვის მხარის კითხვაზე ზ----- ტ-------ემ აღნიშნა, რომ თავდასხმა დაახლოებით 8-9 საათზე მოხდა, რადგან ახალი დაღამებული იყო. ყაჩაღებთან ჭიდაობა და ჩხუბი კი დაახლოებით ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გაგრძელდა.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ------- დ--------ის ჩვენების თანახმად. იგი ცხოვრობს ა---––--ეში. ლ--------ში ყიდულობდა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და მიყავდა ა---––--ეში. საქმიანობას ეწეოდა ზ----- ტ-------ესთან ერთად. ზ----- რ-----–---–ი, რომელიც გაიცნო 2017 წელს, ურეკავდა და აცნობებდა თუ ვის ყავდა საქონელი გასაყიდი და ჩადიოდა ლ--------ში. ზ-----მა დაურეკა, აცნობა რომ 10 ცალი თივის შეკვრა ჭირდებოდა და თან უთხრა, რომ ლ--------ში საქონლის გაყიდვის მსურველები იყვნენ, ერთი მისი ბიძაშვილი, ხოლო მეორე მეზობელი. ჩავიდნენ ქალაქ ლ--------ში, შეხვდნენ ზ----- რ-----–---–ს, დაუტოვეს თივა და ზ-----ის მითითებით მივიდნენ ლ---- წ--–-----თან. როგორც გაირკვა, ლ----ს ორი სული საქონელი ყავდა გასაყიდი, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილზე არ იმყოფებოდა. ფასზე საუბრის დროს საუბარში ჩაერია მესამე პირი, რომელიც მათ მეტი თანხის გადახდას თხოვდა, რადგან მისი მოსაზრებით დაბალ ფასს სთავაზობდნენ ლ----ს. უცნობი პირი ისეთ ფასს ასახელებდა, მიხვდა რომ ვერ ერკვეოდა საკითხში და რადგან უცნობი პირი აქტიურობდა, უთხრა ლ----ს რომ საღამოს დაბრუნდებოდნენ და გააგრძელებდნენ მოლაპარაკებას. ამ პერიოდისთვის კი მეორე საქონელიც დაბრუნდებოდა და ორთავეს ნახავდნენ. ზ----- ტ-------ემ კი აღნიშნა, რომ შეიძლება ვეღარ მისულიყვნენ რადგან ფერმაზე იყვნენ წასასვლელი. ამ საუბრის დროს მათთან, სხვა პირებთან ერთად, ნ-------- წ--–-----იც იმყოფებოდა. ლ---- წ--–-----თან საუბრის დასრულების შემდეგ, ს------ ნ-----–---მა, რომელიც იქ იმყოფებოდა თქვა, რომ ყავდა გასაყიდი საქონელი და შეთავაზა მათი ნახვა, რასაც დათანხმდა. წავიდნენ ქალაქ ლ--------ში და გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ ლ---- წ--–-----თან, თუმცა მასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აღნიშნულის გამო წავიდნენ ს------ ნ-----–---ის ფერმაზე. მათ ასევე წაიყვანეს ს------ს შვილი. როდესაც მივიდნენ ფერმაზე, თავად და ს------ ნ-----–---ი დარჩნენ ავტომანქანაში, ხოლო ს------ს შვილი და ზ----- ტ-------ე წავიდნენ საქონლის სანახავად. დაახლოებით ორი საათის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ, თუმცა საქონელი ვერ ნახეს. ზ-----ს და ს------ს შვილს, თან ახლდა ს------ს მეორე შვილი და მეზობელი. ყველა ერთად წავიდნენ ლ--------ში და რკინიგზასთან ს------ ნ-----–---ის შვილები და მეზობელი ჩავიდნენ მანქანიდან. გ------- დ--------ემ მიუთითა, რომ ესაუბრა ზ----- რ-----–---–ის ბიძაშვილს და ს------ ნ-----–---მა უთხრა, რომ იცოდა გზა და წაიყვანდა მათ. ახალი დაღამებული იყო როცა ს------ ნ-----–---ის ფერმიდან დაბრუნდნენ და ზ----- რ-----–---–ის ბიძაშვილთან წავიდნენ. მანქანას თავად მართავდა, მის გვერდით ზ----- ტ-------ე და შემდეგ ს------ ნ-----–---ი ისხდნენ. მივიდნენ დიდ ჭაობიან ადგილას, სადაც მანქანა ვერ გაივლიდა და გაჩერდნენ. ზ-----მა დაურეკა იმ ადამიანს ვისთანაც მიდიოდნენ. შემდეგ ს------ ნ-----–---ი ესაუბრა. დაახლოებით 15-20 წუთში დაინახა ორი პიროვნება, რომლებიც მათი მიმართულებით მოძრაობდნენ და ხელებს იფარებდნენ. რადგან მანქანის შუქები შორ ნათებაზე ქონდა ჩართული, გადართო ახლო ნათებაზე. უცნობი პირები მივიდნენ მანქანასთან და გაცდნენ. ს------ ნ-----–---ს უთხრა, რომ ეთხოვა მათთვის სიგარეტი. როდესაც ს------ ნ-----–---მა სიგარეტი თხოვა უცნობებს, აღნიშნული პირები მივარდნენ ორივე მხრიდან, დაიწყეს ყვირი, ცემა და ფული მოთხოვეს. ტელეფონი და ფული 3000 ლარი დაყარა ძირს. ფული ერთ-ერთმა თავდამსხმელმა აიღო. თავზე დაადგა ყაჩაღი და მოთხოვა თავი არ აეწია, თორემ მოკლავდა. შემდეგ ზ----- ტ-------ე ჩამოიყვანეს მანქანიდან და უთხრეს რომ ფული მას ქონდა და უნდა მიეცა. თავდამსხმელები ს------ ნ-----–---ს ფულს არ თხოვდნენ. თავად ძირს იყო დაწოლილი, მიიხედა და ზ-----ს დაუძახა, რომ დანას ურტყამდა და ამ დროს დაინახა, რომ ავტომატი ზ-----ს ქონდა. გაიქცა მათკენ, თუმცა შემდეგ ყაჩაღები მასთან აღმოჩნდნენ და დაემუქრნენ მოკვლით. ერთ-ერთმა ყაჩაღმა, მეორე დაუძახა „ნ------- გავიქცეთო“, ამოიღეს მანქანის მხრიდან თოფი და გაიქცნენ. ავტომატი რომელიც წაართვა ზ-----მა ყაჩაღს, ასევე მჭიდი, ვაზნები და დანის ნაწილები ჩაალაგეს მანქანაში და წაიღეს. მისი განმარტებით, ავტომატიდან გასროლის ხმა არ იყო, მაგრამ გადატენის ხმა გაიგონა და გასროლის მცდელობას ქონდა ადგილი, როცა ზ-----ს თხოვდნენ ფულს. გ------- დ--------ის ჩვენებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც ს------ ნ-----–---ის მხარეს იდგა, იწევდა ნიღაბს, თუმცა სახე ვერ დაინახა. ს------ ნ-----–---თან უფრო ახლოს იდგა აღნიშნული პირი. ს------ ნ-----–---ი მუხლებზე იდგა და დაინახავდა მას, რადგან კარი როდესაც იღებოდა, მანქანაში შუქი ინთებოდა. მისი განმარტებით, მეორე პიროვნება რომელსაც ზ----- ტ-------ემ წაართვა ავტომატი და დაარტყა, ეს იყო ის პირი რომელიც ერთვებოდა, საქონლის ფასთან დაკავშირებით საუბარში ლ---- წ--–-----ის ოჯახში და შეხვდა შემთხვევის დღეს და ამოიცნო. თუმცა თავდასხმის მომენტში მისთვის უცნობი იყო ამ პირის სახელი და გვარი. დატოვეს შემთხვევის ადგილი. როდესაც მიდიოდნენ, ზ----- ტ-------ემ დაურეკა ფერმერს და უსაყვედურა მომხდარი გამო. ფერმერმა კი უთხრა, რომ ხმა გაიგონა და შეეშინდა. ს------ ნ-----–---ს კითხა, როგორ ვერ იცნო ის ყაჩაღი, რომელსაც ზ----- ტ-------ის დარტყმის გამო მოძვრა ნიღაბი, რადგან ლ---- წ--–-----თან საუბრის დროს ფასზე სწორედ ეს პირი ეკამათებოდა. ს------ ნ-----–---ი თავიდან თავს იკავებდა და ამბობდა, რომ საშიში პიროვნება იყო, შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავდამსხმელი ნ-------- წ--–-----ი იყო. გ------- დ--------ის ჩვენებით, ს------ ნ-----–---ი მეორე პიროვნებაზე აღნიშნავდა, რომ არ იცოდა ვინ იყო. მაგრამ სადაც არ უნდა შეხვედროდა იცნობდა, რადგან სახე ქონდა დამახსოვრებული. ს------ ნ-----–---ს შეხვდა ორ-სამ დღეში, პოლიციის წინ და კითხა იცნობდა თუ არა მეორე პიროვნებას, ს------ კი კვლავ უარყოფდა. შემდეგ კვლავ კითხა ს------ ნ-----–---ს მეორე თავდამსხმელის ვინაობა და ს------მ განუმარტა, რომ იცოდა ვინ იყო მეორე პირი, რომლის მამას იცნობდა სახელით „ლ-----“ და ამ ბიჭის სახე არ ავიწყდებოდა. გ------- დ--------ემ დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები და მისგან აიღეს ნერწყვის ნიმუში. ასევე დაადასტურა, რომ მონაწილეობდა ამოცნობაში დ ამოიცნო ერთ-ერთი ყაჩაღი, რომელიც ლ---- წ--–-----ის ოჯახში ნახა და ესაუბრებოდა საქონლის ფასზე. მისივე განმარტებით პოლიციაში მისვლის დროს, შემთხვევის ადგილიდან წამოღებული ნივთები მანქანაში დატოვეს და შევიდნენ შენობაში. დაცვის მხარის კითხვაზე, გ------- დ--------ემ აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით ს------ ნ-----–---მა დაინახა ის პირი ვინც ნიღაბი მოიხსნა, თუმცა ს------ ნ-----–---მა ამის შესახებ აღნიშნა თუ არა, არ იცოდა. ს------ ნ-----–---ი შემთხვევის ღამეს დაინახა პოლიციაში. ასევე ნახა მეორე დღეს. მისი განმარტებით, ს------ ნ-----–---ი ისე იქცეოდა, რომ თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და არ ამბობდა და რაღაცას მალავდა, რადგან თვითონ აზრი ვერ გამოჰქონდა მისი საუბრიდან. ს------ ნ-----–---ს ყაჩაღობის დასრულების შემდეგ, როდესაც დაბრუნდნენ ქალაქ ლ--------ში, არ აღუნიშნავს, რომ იცოდა მეორე პიროვნება ვინ იყო. უშუალოდ თავდასხმა დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. დაცვის მხარის კითხვაზე, გ------- დ--------ემ აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით მეორე თავდამსხმელი „სიცხის გამო გასანიავებლად იწევდა ნიღაბს“ და თან უყვიროდა ს------ ნ-----–---ს, რომ არ ამდგარიყო. მისივე განმარტებით, გაქცევის დროს ერთ-ერთს არ ქონდა ნიღაბი, ხოლო მეორეს ეკეთა თუ არ იცის, რადგან სიბნელის მხარეს იყო წასული. პროკურორის დამატებით კითხვაზე, გ------- დ--------ემ აღნიშნა, რომ ს------ ნ-----–---ს მეორე პიროვნების სახელი და გვარი არ უთქვამს მისთვის და მხოლოდ მამის სახელი თქვა და აღნიშნა, რომ კარგად იცნობდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ზ----- რ-----–---–ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ლ--------ში. იცნობს ზ----- ტ-------ეს და გ------- დ--------ეს, რომლებმაც ერთი წლის წინ შეიძინეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, დაუტოვეს ტელეფონის ნომერი და გასაყიდი საქონლის არსებობის შემთხვევაში შეეძლო დაერეკა მათთვის. მიმდინარე წელს დაურეკა ზ----- ტ-------ეს და აცნობა, რომ ლ--------ში იყვნენ საქონლის გაყიდვის მსურველები და შეეძლო ჩასვლა. ზ-----მა განუცხადა, რომ სურდა შეძენა, თუმცა ლ--------ში ვერ ჩავიდნენ და შეთანხმდნენ, რომ თვითონ დაურეკავდნენ. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ კვლავ დაურეკა ზ-----ს და თივის წამოღება თხოვა. ზ-----ი ჩავიდა ლ--------ში, შეხვდა ეკლესიასთან, თივა ჩამოიღეს მანქანიდან და ზ-----ი ტ-------ე და გ------- დ--------ე საქონლის შესაძენად მიიყვანა ლ---- წ--–-----ის სახლთან, სადაც რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა, მათი ვინაობა არ ახსოვდა. დატოვა ზ-----ი და გ------- ლ---- წ--–-----თან და ამის შემდეგ ისინი აღარ უნახავს. ზ----- რ-----–---–-- ასევე განმარტა, რომ ბიძაშვილს ბ--- რ-----–---–ს, ყავდა გასაყიდი საქონელი, ბ---ს ნომერი მისცა ზ----- ტ-------ეს და უთხრა თავად შეხმიანებოდნენ ერთმანეთს. საღამოს ბ---მ ტელეფონით აცნობა, რომ მასთან აღარ მიდიოდნენ საქონლის შესაძენად. დაურეკა ზ-----ს, რომელმაც უთხრა, რომ საქონლის შესაძენად იმყოფებოდნენ ს------ ნ-----–---ის კარავზე, ხოლო ბ--- რ-----–---–თან მეორე დღეს მივიდოდნენ. ზ----- რ-----–---–ის განმარტებით, სახლში მიაკითხეს პოლიციელებმა და წაიყვანეს პოლიციაში, სადაც დაინახა ბ--- რ-----–---–ი. ასევე დაინახა ზ----- ტ-------ე, რომელსაც თავი ქონდა შეხვეული, გ------- დ--------ე და ს------ ნ-----–---ი. ზ----- რ-----–---–-- დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ პოლიციაში მიყვანიდან მეორე დღეს, გ------- ც---------ე დაინახა ლ--------ში, თუმცა ზუსტი ადგილის მითითება არ შეეძლო. ცდილობდა გაეგო ბ---ს ადგილსამყოფელი, მაგრამ არავინ იცოდა, მათ შორის არც ბ---ს დედამ.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ---- წ--–-----ის ჩვენების თანახმად, ს------ ნ-----–---ს მიმართა თხოვნით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის მსურველების გამოჩენის შემთხვევაში, ისინი მიეყვანა მასთან. ს------ ნ-----–---მა მასთან სახლში მიიყვანა ზ-----ი და გ-------, რომლებსაც საქონლის შეძენა სურდათ. დილით როდესაც მივიდნენ მამა დახვდა სახლში აღნიშნულ პირებს და მოგვიანებით თხოვა რომ მისულიყვნენ, რადგან მთვრალი იყო. შუადღეს, დაახლოებით 3-4 საათზე, როდესაც დაბრუნდა სახლში, მამამ უთხრა, რომ არ გასულიყო სახლიდან, რადგან საქონლის შეძენის მსურველები უნდა მისულიყვნენ. კვლავ მივიდნენ აღნიშნული პირები ს------ ნ-----–---თან ერთად. ორი საქონელი ყავდა გასაყიდი და 3000 ლარს აფასებდა. მათ ფასი არ მოეწონათ და ვერ შეთანხმდნენ. ს------ ნ-----–---მა აღნიშნული პირები წაიყვანა თავისი საქონლის საჩვენებლად. ლ---- წ--–-----მა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს მათთან სხვა პირები არ იმყოფებოდნენ. დილით როდესაც იყვნენ მისულები, ამ დროს მეზობლებიც იმყოფებოდნენ მათთან, თუმცა მისთვის უცნობი იყო ესწრებოდა თუ არა საუბარს რომელიმე მათგანი.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა უარი თქვა ბ--- რ-----–---–ის მოწმის სახით დაკითხვაზე, რის გამოც ბ--- რ-----–---–ი დაიკითხა როგორც დაცვის მხარის მოწმე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბ--- რ-----–---–-- განმარტა, რომ ტყეში აქვს ფერმა და უვლის საქონელს. ზ----- რ-----–---–ს უთხრა რომ მოზვრები ყავდა გასაყიდი. ზ-----მა გამოართვა ტელეფონის ნომერი და მისცა საქონლის შეძენის მსურველებს. საუბრიდან მეორე დღეს, დღის პირველ ნახევარში დაურეკეს, უთხრეს, რომ ზ-----მა მისცა ნომერი და კითხეს თუ ყავდა გასაყიდი მოზვრები. დასტურის მიღების შემდეგ, განუცხადეს, რომ ხბოები დაემწყვდია და დაახლოებით 5 საათისთვის დაურეკავდნენ და მივიდოდნენ მასთან. დაამწყვდია ხბოები, 5 საათისთვის დაურეკეს და უთხრეს, რომ ხვალ მივიდოდნენ, რაზეც თანხმობა განაცხადა. გააგრძელა თავისი საქმიანობა. საერთო ჯამში 35 სული საქონელი ყავს მიბარებული და მათ უვლის. დაუყარა თივა და დააბინავა საქონელი. დაძინებას აპირებდა, დაახლოებით 8 საათზე, დაურეკეს და კითხეს იმყოფებოდა თუ არა კარავზე და ადგილზე თუ ყავდა ხბოები. ასევე უთხრეს რომ თან ახლდათ ს------ ნ-----–---ი, რომელმაც იცოდა გზა და მიიყვანდა მასთან. ჩაიცვა, აიღო ფარანი და შევიდა ბოსელში, რათა საქონელი განეცალკევებინა. მეორედ დაურეკეს და უთხრეს, რომ ცუდ გზასთან იყვნენ, ვერ მივიდოდნენ და თვითონ მიეყვანა ხბოები მათთან. უთხრა მათ, რომ ცხენი უნდა დაეჭირა და ამ გზით შეძლებდა მხოლოდ მისვლას. აიღო ფარანი და წავიდა ცხენის მოსაძებნად. ღამე იყო, ცხენი შორს იყო და დრო დასჭირდა მის დაჭერას. კვლავ დაურეკეს და ესაუბრა ს------ ნ-----–---ი, რომელმაც კითხა თუ ამდენი ხანი რას აკეთებდა. განუმარტა ს------ს, რომ ცხენი ახლა დაიჭირა, ხბოები უნდა გადაება ერთმანეთზე და შემდეგ წავიდოდა მათთან. ს------მ უთხრა, რომ ეჩქარა. შევიდა ხბოებთან, თუმცა ვერ მოახერხა უცებ მათი დაჭერა. აიღო ტელეფონი დაიწყო დარეკვა საქონლის შეძენის მსურველებთან, რათა ერთ-ერთი მისულიყო და დახმარებოდა. ტელეფონზე არ უპასუხეს. ამის გამო წავიდა იმ ადგილისკენ სადაც უნდა ყოფილიყვნენ გაჩერებულები. როდესაც მივიდა იქ არავინ დახვდა და კვლავ დარეკა ტელეფონზე, თუმცა არ უპასუხეს. ხოლო შემდეგ როდესაც უპასუხეს, უთხრეს, თუ რატომ დაახვედრა ყაჩაღები. მანქანა დაყენებული ყავდა შორიახლოს, მივიდა მანქანასთან და წავიდა ლ--------ისკენ. გზად მიმავალს, გადაუდგა მანქანა, საიდანაც გადმოხტნენ უცნობი პირები, დაადეს ავტომატი და დაუწყეს ცემა, რა დროსაც კბილი მოტეხეს. ბ--- რ-----–---–-- სასამართლო სხდომაზე მიუთითა იმ კბილზე რომელიც მოტეხეს ცემის დროს. აღნიშნულმა პირებმა წაიყვანეს პოლიციაში, სადაც კვლავ თხოვდნენ პასუხს თუ ვინ იყვნენ ის პირები, ვინც დაახვედრა საქონლის შეძენის მსურველებს. პოლიციაში ყოფნის დროს დაინახა ს------ ნ-----–---ი, რომელსაც ასევე ეუბნებოდნენ დაესახელებინა თავდამსხმელები. პოლიციაში მთელი ღამე სცემდნენ და დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ. გათენებამდე ურტყამდა ერთი პოლიციელი, რომ არ ჩაძინებოდა. როდესაც გათენდა ჩაიყვანეს ქვემოთ, სადაც ნახა ს---–---- ჯ--–--–--–---–ი და ს------ ნ-----–---ი. ს------ ნ-----–---ი ეუბნებოდა ს---–----ს, რომ არ იცოდა ვინ იყვნენ ყაჩაღები, რადგან ავტომატი ედო თავზე. პოლიციელებმა წაიყვანეს ტყეში და გზად ეუბნებოდნენ, რომ მისი ბიძაშვილისთვის, ზ----- რ-----–---–ისთვის უნდა დაედო ხელი, რადგან ზ-----მა ჩამოიყვანა ის ხალხი ლ--------ში. მისი განმარტებით, გზაში კვლავ ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ რომ უნდა ეთქვა, თითქოს ზ----- რ-----–---–-- დაგეგმა ყველაფერი. პოლიციაში დაბრუნების შემდეგ, კვლავ გაგრძელდა ზეწოლა. ერთი პოლიციელი რომ მიდიოდა მასთან და თხოვდა ხელის დადებას ზ-----ისათვის, ნახევარი საათის შემდეგ სხვა პოლიციელი შედიოდა მასთან და აგრძელებდა იგივე შინაარსის საუბარს. პოლიციაში ყოფნის დროს არც წყალი დაალევინეს და არც საჭმელი მიაწოდეს. ეუბნებოდნენ დაეწერა რასაც თხოვდნენ, თავად კი პასუხობდა რომ ვერ დაწერდა იმას რაც მათ სურდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრეს, რომ მართალი იყო, რადგან ყაჩაღობა გ------- ც---------ის და ნ-------- წ--–-----ის ჩადენილი იყო. ამის შემდგომ უკვე დაიწყეს მოთხოვნა გ------- ც---------ის და ნ-------- წ--–-----ისთვის დაედო ხელი, რაზეც კვლავ უარი განუხადა პოლიციელებს. სამი დღის განმავლობაში არ გამოუშვეს პოლიციიდან. ბ--- რ-----–---–ის განმარტებით, გაიგონა როგორ ეუბნებოდნენ ს------ ნ-----–---ს პოლიციაში, რომ ხელი დაედო კონკრეტული პირებისათვის, თორემ თვითონ ჩაჯდებოდა ციხეში. მისი განმარტებით, დაინახა პოლიციელი, რომელსაც ს------ ნ-----–---ისათვის ქონდა ხელი მოკიდებული და აჯანჯღარებდა და თან აგინებდა იმ დროს, როცა ს------ ნ-----–---ი ამბობდა, რომ არ იცოდა თავდამსხმელის ვინაობა. მისი განმარტებით, პოლიციაში ასევე ნახა ნ-------- წ--–-----ის ძმის ცოლი, რომელიც კიბეებზე ჩამოდიოდა, ყვიროდა და ილანძღებოდა. პოლიციელები კი ეუბნებოდნენ მას, რომ დაეწერა ვინ იყო მასთან მანქანით მისული, თორემ გაამხელდნენ 29 წლის ბიჭთან რომ ქონდა ურთიერთობა. ბ--- რ-----–---–-- აღნიშნა, რომ პროკურორთან შეხვედრის დროს შეწყდა მისი ცემა, თუმცა მას შემდე რაც პროკურორი წავიდა კვლავ გაგრძელდა ცემა. თხოვდა პოლიციელებს, რომ თავში არ დაერტყათ თუმცა მაინც თავის არეში გრძელდებოდა დარტყმები. საბოლოოდ იძულებული გახდა დათანხმებულიყო და დაიწყო წერა, თუმცა ისე არ წერდა როგორც თხოვდნენ და კვლავ დაიწყეს მისი ცემა და ახალ ფურცლებს აწვდიდნენ, რის გამოც კარნახის გზით, ძალით დააწერინეს ჩვენება თავისი ხელით. სახლში როდესაც დაბრუნდა, დედას უთხრა, რომ ვეღარ გაუძლებდა ცემას და მონასტერში წავიდა საცხოვრებლად. მხოლოდ დედასთან ქონდა კავშირი. სურდა სასამართლოში მისვლა და სიმართლის თქმა. გაიგო სასამართლო სხდომის თარიღი, რომელზეც უნდა გამოცხადებულიყო და თავის ძმასთან ჩავიდა სახლში და დარჩა. როდესაც შესრულდა სასამართლო სხდომის დაწყების დრო და მასთან არ მივიდა მამა, დაურეკა დედას, რომელმაც უთხრა რომ მამა, ზ---- რ-----–---–ი, პოლიციელებს ყავდათ წაყვანილი. ერთი ჯგუფი პოლიციელების კი სახლთან კუთხეში იდგნენ. აღნიშნულის გამო, პირველად ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება. ბ--- რ-----–---–-- აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე უთხრეს მიეთითებინა ფერმის ადგილსამყოფელი და მიუთითა. მისი განმარტებით, ქუდზე არ მიუთითებია. ქუდის მფლობელი კი არ იცოდა ვინ იყო. ბ--- რ-----–---–-- აღნიშნა, რომ იცნობს ნ-------- წ--–-----ს და გ------- ც---------ეს, როგორც ლ--------ელებს. მისი განმარტებით, 12 წლამდე იზრდებოდა სოფელში, შემდეგ კი ტყეში იმყოფება, უვლის საქონელს და იშვიათად დადის სახლში. მისი განმარტებით, ყაჩაღობის ჩამდენი პირების ვინაობა მისთვის უცნობია.

 

მოწმის სახით დაკითხული ქ------- წ--–-----ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ლ--------ში, წ------------- ქუჩა N2-ში, მეუღლესთან და მეუღლის მშობლებთან ერთად. მათთან ასევე ცხოვრობს მეუღლის ძმა ნ-------- წ--–-----ი, რომელიც იანვრის შემდეგ სახლში არ უნახავს. ნ-------- წ--–-----ი 24 იანვარს იმყოფებოდა სახლში და აპირებდა სანადიროდ, სათევზაოდ ან შეშის მოსატანად წასვლას. იცის რომ ნ--------ი წავიდა სახლიდან, თუმცა სად წავიდა და ვისთან ერთად წავიდა, მისთვის უცნობი იყო. მისთვის ასევე უცნობი იყო მიაკითხა თუ არა ვინმემ ნ--------ს, რადგან სახლში არ უნახავს შესული არავინ. 25 იანვარს მივიდნენ პოლიციელები და მათგან შეიტყო მომხდარის შესახებ. პოლიციელებმა ჩაატარეს ჩხრეკა, წაიყვანეს მეუღლე და შემდეგ თვითონ. ქ------- წ--–-----მა აღნიშნა, რომ ნ--------ს, შემთხვევის დღეს მიაკითხეს შავი მანქანით. ამ დროს სახლში იმყოფებოდა და საჭმელს აკეთებდა. ფანჯრიდან დაინახა, რომ მანქანა იყო შავი. მისი განმარტებით დაიღალა პოლიციაში სიარულით და ამიტომ მისცა ის ჩვენება, რაც საქმეში იყო მოთავსებული, რადგან აღარ სურდა პოლიციაში სიარული. მანქანაში ვინც იყო ის პიროვნება შეიძლება, რომ ამოეცნო, თუმცა ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმზე აღნიშნა, რომ იძულებას ქონდა ადგილი, რადგან უთხრეს, რომ თუ ამოიცნობდა და დაწერდა იმ ციფრებს, რასაც ეუბნებოდნენ, თავს დაანებებდნენ და მანაც დაწერა ის რასაც თხოვდნენ. ქ------- წ--–-----ის განმარტებით, მართალია მანქანა იყო მისული სახლთან, თუმცა მანქანის ნომერი და მარკა მისთვის უცნობი იყო. რაც შეეხებოდა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, აღნიშნა, რომ სურათებს ადებდა ხელს და ერთ-ერთი მორიგი ხელით შეხების დროს, უთხრეს, რომ ეს იყო და შეადგინეს ოქმი. მისი განმარტებით, როდესაც ნ---ხი არ ყავდა ადამიანი, მნიშვნელობა არ ქონდა სურათების ნახვას. ამდენად, სასამართლო სხდომაზე ქ------- წ--–-----მა განმარტა, რომ მის მიმართ ადგილი ქონდა პოლიციელთა მხრიდან იძულებას და უარყო, რომ ამოიცნო ის პირი ვინც ავტომანქანაში იმყოფებოდა, რადგან არ დაუნახავს იგი და არც მანქანის ნომერი დაუნახავს.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ვ------- ბ----ას ჩვენებით, გ------- ც---------ე არის მისი მეგობარი და მეზობელი. გ------- ც---------ეს საკუთრებაში ყავს ბიძის, მინდია პატარაიას სახელზე გაფორმებული, შავი ფერის მერსედეს ML-ის მარკის და მოდელის, სახელმწიფო ნომრით T-------- ავტომანქანა, რომელსაც იგი ხშირად აყენებდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. 2018 წლის 26 იანვარს, შუადღეს მივიდა გ------- ც---------ე, ჩვეულებისამებრ დააყენა ეზოში ავტომანქანა, მისთვის არაფერი უთქვამს, არც თავად გასაუბრებია და არც აღელვება შეუმჩნევია.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- კ------–--ის ჩვენების თანახმად, ყაჩაღური თავდასხმის თვითმხილველი არ არის და მხოლოდ თანამშრომლების და დაზარალებულთა გადმოცემით იცის საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მისი ჩვენებით, ს------ ნ-----–---მა უთხრა, რომ იცნო მეორე პიროვნება, გ------- ც---------ე, რომელსაც დიდი ხანი იცნობდა და იყო მისი მეზობელი, რომელმაც აიწია ნიღაბი. მონაწილეობა მიიღო ბ--- რ-----–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში და დაადასტურა ოქმში მითითებული გარემოებები. შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაზარალებულები როდესაც შევიდნენ პოლიციაში, მივიდა პოლიციაში და გაიგონა დაზარალებულთა საუბარი, მათ შორის იმყოფებოდა ს------ ნ-----–---ი, რომ ერთ-ერთი პიროვნება თავდამსხმელთაგან იყო ნ-------- წ--–-----ი. მისი განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბ--- რ-----–---–-- მიუთითა, რომ ქუდი რომელიც აღმოაჩინეს მისი იყო და თვალების ადგილი ამოჭრა ნ-------- წ--–-----მა მასთან ფერმაზე ყოფნის დროს, სადაც ასევე იმყოფებოდა გ------- ც---------ე. დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ არ იყო მითითებული აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, გ------- კ------–--ემ აღნიშნა, რომ ამ შინაარსის დაფიქსირება არ ისურვა ბ--- რ-----–---–--, რადგან გ------- ც---------ესთან ბავშვობის მეგობრობა აკავშირებდა. მისი განმარტებით, მიიღო ინფორმაცია რომელი ავტომანქანით გადაადგილდებოდა გ------- ც---------ე, რომლითაც შემდეგ მიიმალა და შეადგინა პატაკი. მიმალვა იმიტომ მიუთითა პატაკში, რომ გ------- ც---------ე ყაჩაღობის შემდეგ წავიდა ლ--------ის რაიონიდან, თუმცა დრო არ იცოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ--------ის რაიონული სამმართველოს უფროს ინსპექტორ-გამომძიებელის მ-----– ჩ----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 24 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და დაკისრებული ქონდა პასუხისმგებელი მორიგის ფუნქცია. დაახლოებით 10 საათზე სამორიგეო ნაწილში შევიდა გ------- დ--------ე და უთხრა, რომ ლ--------ში, ტყის მასივში თავს დაესხნენ შეირაღებული პირები და იარაღის მუქარით გასტაცეს ფული 3000 ლარის ოდენობით. მოახსენა ხელმძღვანელობას და გაატარეს შეტყობინება ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. გ------- დ--------ე და მისი თანმხლები პირები ზ----- ტ-------ე და ს------ ნ-----–---ი საუბრობდნენ მომხდარის შესახებ. დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ამოიცნეს ერთ-ერთი ყაჩაღი, რადგან იმყოფებოდნენ ლ---- წ--–-----ის სახლში, სადაც იმყოფებოდა ის პირი რომელიც ამოიცნეს ყაჩაღობის დროს, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის დროს ჩამოძვრა ნიღაბი. ასევე მონაწილეობდა გ------- ც---------ის კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანის ამოღებაში. მ-----– ჩ----ის განმარტებით, ავტომანქანის ამოღების დროს ვ------- ბ----ამ თქვა, რომ ავტომანქანა მიიყვანა გ------- ც---------ემ და დატოვა, რადგან იძებნებოდა პოლიციის მიერ და უნდა გაცლოდა ქალაქს.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ--------ის რაიონული სამმართველოს უ----------------------------------------–-- ვ------- ი--------ის ჩვენების თანახმად, ა---––--ის სამმართველოდან მიიღეს შეტყობინება გ------- ც---------ის ადგილსამყოფლის შესახებ. ა---––--ეში მასთან ერთად წავიდნენ, გამომძიებელი გ------- გიგინეიშვილი, სამმართველოს უფროსის მოადგილე ბ---- ა------- და უბნის უმცროსი ინსპექტორი ვ----– თ-------ე. ა---––--ეში შეიტყვეს, რომ გ------- ც---------ემ ვალეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დაკარგა გონება, რაც შეატყობინეს ადიგენის სამმართველოს. გ------- ც---------ე გადაიყვანეს ა---––--ის საავადმყოფოში. გონზე მოსვლის შემდეგ დაასახელა თავისი სახელი და გვარი და ვინაიდან იძებნებოდა სასამართლო განჩინების საფუძველზე, მიიღეს შესაბამისი შეტყობინება. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მიიყვანეს ა---––--ის რაიონულ სამმართველოში, სადაც გ------- ც---------ეს განუვითარდა ნერვული შეტევა, იქცეოდა არაადეკვატურად და კვლავ ა---––--ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაგრძელდა მკურნალობა, მეორე დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან და ჩაიყვანეს ოზურგეთში, სადაც შეასახლეს იზოლატორში.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ-–-----–- ჩ----ის ჩვენების თანახმად, წინამდებარე საქმის გამოძიების დროს მუშაობდა ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 24-25 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. პოლიციაში გამოცხადდა სამი მოქალაქე - ს------ ნ-----–---ი, გ------- დ--------ე და ზ----- ტ-------ე და განაცხადეს მომხდარი ყაჩაღობის შესახებ. მათი განმარტებით ყაჩაღობაში მონაწილეობდა ორი პირი, რის შედეგად გ------- დ--------ეს წაართვეს 3000 ლარი და სამივე მათგანს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. ლ-–-----–- ჩ----ემ დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ--------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელის ზ----- ი-----ის ჩვენების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ბ--- რ-----–---–ის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბ--- რ-----–---–-- აღნიშნა, რომ ნაპოვნ ქუდზე, თვალების ადგილი ამოჭრა ნ-------- წ--–-----მა მის ფერმაზე ყოფნის დრო, რა დროსაც მასთან ასევე იმყოფებოდა გ------- ც---------ე, თუმცა არ სურდა ამ გარემოების მითითება ოქმში, რადგან იცნობდა გ------- ც---------ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ მოაწერდა ხელს ოქმს, აღნიშნულის გამო არ მიუთითეს ოქმში ამ გარემოებაზე. მისი განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი იყო პატაკი და ქ------- წ--–-----ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ნ-------- წ--–-----ი და გ------- ც---------ე გადაადგილდებოდნენ ავტომანქანით, რის საფუძველზეც ჩაატარეს ავტომანქანის ამოღება.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - გ------- გ------–---–-ა, გ--–- გ-----–-–---–მა, დ----- ი-----მ, ნ--- თ----–---–-ა და დავით ჩ----ემ დაადასტურეს, რომ გ------- ც---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

2018 წლის 24 იანვრის შეტყობინებით, სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა მოქალაქე გ------- დ--------ე, რომელმაც განაცხადა, რომ ლ--------ის ტყის მასივში მოძრაობისას დახვდა შეიარაღებული პირები და იარაღის მუქარით გასტაცეს 3 000 ლარი.

2018 წლის 25 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 25 იანვარს 00:45 საათზე და დასრულდა 01:40 საათზე. შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ლ--------ში ლ-–------–-- ტერიტორია, ტყის მასივში შემავალი შიდა გზა და მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გ------- დ--------ის მითითებით. ლ-–------–-- ტერიტორიაზე ტყის მასივში შემავალი შიდა გზა არის ტალახიანი. გ------- დ--------ემ მიუთითა იმ ადგილზე სადაც გაჩერებული ყავდა ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა, სადაც 2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, მათ თავს დაესხა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი. მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი, გ------- დ--------ის განმარტებით, იყო ნ-------- წ--–-----ი. თავდამსხმელებმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს ფული და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გ------- დ--------ემ მიუთითა იმ ადგილზე სადაც წინააღმდეგობას უწევდა ნიღბიან თავდამსხმელებს. გზის გვერდულზე აღმოჩენილ იქნა შავი ფერის, მონაცრისფრო ჩანართების და უცხოური წარწერის მქონე „A-----”, ერთი ცალი ხელთათმანი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე აღმოჩენილ იქნა დანის პირი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის ხუთი ცალი პლასტმასის ხამუდი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა ორი ცალი შვიდი ფერის ნაქსოვი ხელთათმანი, რომელიც დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ამოჭრილი აქვს თვალების ადგილი (ნიღაბი), რომელიც დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი „მ--–--------“ ფირმის სიგარეტის ცარიელი კოლოფი, რომელიც დაილუქა. შემთხვევის ადგილზე გზის გვერდულზე ჭილოფში აღმოჩენილ იქნა მამაკაცის ერთი ცალი მუქი ფერის თასმებიანი ფეხსაცმელი, რომელზეც გ------- დ--------ემ მიუთითა, რომ ეკუთვნოდა, მის მეგობარ ზ----- ტ-------ეს და იგი გაძვრა ჭილოფში და ტალახში ჩარჩა, როდესაც იგი წინააღმდეგობას უწევდა ბოროტმოქმედებს. საგამოძიებო მოქმედების დროს, გადაიღეს ფოტოსურათები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების გ------- დ--------ის და ექსპერტ თ------ ს--------–--ის მიერ. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი ზ----- ი------ე. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს გ------- დ--------ე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა.

2018 წლის 25 იანვრის ამოღების ოქმით, სატვირთო ავტომანქანიდან ფორდ-ტრანზიტი, სახელმწიფო ნომრით U------, ზ----- ტ-------ის მონაწილეობით და მითითებით, ამოღებულ იქნა დანის შავი ფერის ტარი, მის ბოლოზე არსებული ოქროსფერი ორნამენტით, ასევე მასზე არსებული ნომრით 3---- და ინიციალებით

„ნ.წ.“ ავტომანქანაში არსებულ სავარძლებს შორის ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი უნომრო, შავი ფერის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ლულის არხის შესასვლელიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ვაზნა. ავტომანქანაში არსებული მარცხენა სავარძლის ქვედა ადგილიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მჭიდი, მასში არსებული თვრამეტი ცალი ვაზნით. ამოღების ოქმი ხელმოწერილია ზ----- ტ-------ის, ექსპერტ თ------ ს--------–--ის და ოქმის შემდგენი პირის, ლ-–-----–- ჩ----ის მიერ. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს ზ----- ტ-------ე. ამოღების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. 2018 წლის 26 იანვარს, ბ--- რ-----–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც ბ--- რ-----–---–ი მიუთითებს სხვადასხვა ადგილზე. ფოტოსურათებზე მოცემულია ნიღაბი, რომელსაც ამოჭრილი აქვს თვალების ადგილი. ფოტოსურათებზე არ არის შესაბამისი აღნიშვნები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების გ--- ვ----–ევის, ბ--- რ-----–---–ის, გ------- კ------–--ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის ზ----- ი------ის მიერ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტებმა თ------ ს--------–--ემ და გ--- ვ----–ევმა დაადასტურეს, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებში მითითებული გარემოებები და აღნიშნეს, რომ ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები და გადაიღეს ფოტოსურათები.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „მ-----–----“ ლ--------ის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი Nგ 3------ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N 5-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 25.01.18წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ----- ტ-------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 24.01.2018წ-ს, საიდანაც გაეწერა 25.01.18წ-ს დიაგნოზით: სკალპის ღია ჭრილობა. სკალპის ზედაპირული ტრავმა. ცხვირის დაჟეჟილი ჭრილობა. მარცხენა მხრის სარტყლის ღია ჭრილობა. მარჯვენა მტევნის ღია ჭრილობა. მარცხენა მტევნის მე-2 თითის ღია ჭრილობა.

25.01.2018წ. 18:20-18:27 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ზ----- ტ-------ეს ცხვირის, მარჯვენა მტევნის, მარცხენა მეორე თითის, თხემ-კეფის მიდამოში ცენტრალურად, ბეჭის მიდამოში მარცხნივ ადევს მოთეთრო ფერის ნახვევი, სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები მარჯვენა ჰიპოტენარის მიდამოში, მარცხენა მტევნის მეორე თითის შუა ფალანგის დორსალურ კედელზე განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად.

დაზიანებები თხემის, ცხვირის, მარჯვენა მტევნის და მარცხენა მტევნის მეორე თითის არეში არსებული ჭრილობების სახით და ლოყის მიდამოში მარცხნივ არსებული ნაჭდევის სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანებები თხემისა და მარცხენა ბეჭის მიდამოში არსებული ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 25.01.2018წ. 18:03-18:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ------- დ--------ის სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 25.01.2018წ. 18:12-18:18სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ს------ ნ-----–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა გ-- გ----------ემ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები.

 

2018 წლის 27 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ამოცნობის დაწყების წინ, ამომცნობმა პირმა ს------ ნ-----–---მა აღნიშნა, რომ 2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ლ--------ში, ლ-–------–-- ტერიტორიაზე, ფ-------ს მარკის სატვირთო ავტომანქანაში ყოფნისას, მას, ზ----- ტ-------ეს და გ------- დ--------ეს, ყაჩაღურად თავს დაესხა ორი ნიღბიანი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთმა იგი შებოჭა და წააქცია მიწაზე, რომელმაც ერთ-ერთ მომენტში მოიძრო ნიღაბი, შეუძლია მისი ამოცნობა, ვინაიდან დაიმახსოვრა მისი სახე და აღნაგობა. აღნიშნული პიროვნება არის საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, მრგვალი პირისახის, ქერა, სწორი მოკლე ცხვირით, დაბალზე შეჭრილი თმებით, ფართო შუბლით და შეუძლია მისი ფოტოსურათით ამოცნობა, სახის მოყვანილობით. ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ, ამომცნობმა განაცხადა, რომ ამოიცნო ნომერ მეორე სურათზე აღბეჭდილი პიროვნება, მრგვალი სახით, ქერა თმებით და სწორი მოკლე ცხვირით, დაბალზე შეჭრილი თმებით, ფართო შუბლით და სახის მთლიანი მოყვანილობით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი ხელმოწერილია ს------ ნ-----–---ის და ოქმის შემდგენი პირის ზ----- ი------ის მიერ. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს ერთვის შენიშვნა, რომ ამოცნობილი პირის არის გ------- ც---------ე, დაბადებული 0-.01.1--- წელს, პირადი ნომერი N 2----------, რეგისტრირებული ქ. ლ--------ში, ვ----–------------------- ქუჩა N9-ში.

 

2018 წლის 1 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ამოცნობის დაწყების წინ, ამომცნობმა პირმა ქ------- წ--–-----მა აღნიშნა, რომ 2018 წლის 24 იანვარს მისი საცხოვრებელი სახლის წინ განთავსებული იყო შავი ფერის მერსედესის, ML კლასის შავი ფერის ჯიპი, რომლის ზუსტი მოდიფიკაცია არ იცის. ავტომანქანის რიცხვებში ერია „5“ იანები. აღნიშნულ ავტომანქანაში იმყოფებოდა ერთი პირი, დაახლოებით

25-27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, სრული აღნაგობით, თეთრი მომრგვალო პირისახით, ფართო განიერი შუბლით და დაბალზე შეჭრილი თმით, მუქი ფერის ტანსაცმლით და მისი ამოცნობა შეუძლია ფოტოსურათით, სახის მოყვანილობით და სწორედ მის მიერ აღწერილ მამაკაცთან ერთად წავიდა აღნიშნული ავტომანქანით, მისი მაზლი ნ-------- წ--–-----ი. ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ, ამომცნობმა განაცხადა, რომ ამოიცნო მესამე სურათზე აღბეჭდილი პიროვნება სრული აღნაგობით, თეთრი მომრგვალო პირის სახით, ფართი განიერი შუბლით და დაბალზე შეჭრილი თმით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი ხელმოწერილია ქ------- წ--–-----ის და ოქმის შემდგენი პირის ნ--- თედეშვილის მიერ. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს ერთვის შენიშვნა, რომ ამოცნობილი პირის არის გ------- ც---------ე, დაბადებული 0-.01.1--- წელს, პირადი ნომერი N 2----------, რეგისტრირებული ქ. ლ--------ში, ვ. ბ------------- ქუჩა N9-ში.

 

2018 წლის 1 თებერვლის პატაკით M----------------, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- კ------–--ემ, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უფროსს აცნობა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2018 წლის 24 იანვარს, ლ--------ში, ლ-–------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე გ. დ--------ეზე, ზ. ტ-------ეზე და ს. ნ-----–---ზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე 1--- წელს დაბადებული გ------- ც---------ე აღნიშნულ დღეს გადაადგილდებოდა მისი კუთვნილი და ლ--------ის რაიონის სოფელ ჩიბათში მცხოვრები, მიდია პატარაიას სახელზე რეგისტრირებული „მერსედეს ML 350” მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით T--------, რომელიც აღნიშნული ავტომანქანით მიიმალა. ამჟამად, ავტომანქანა დგას ლ--------ში, ვ. ბ------------- ქუჩა N 10-ში მცხოვრებ, 1--- წელს დაბადებული ვ------- ბ----ას საცხოვრებელი სახლის ეზოში.

 

2018 წლის 20 აპრილის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, 2018 წლის 20 აპრილს, შპს „მ-----------“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან, 2018 წლის 22 მარტის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, მოსამართლის, ნ. ჯ-----ის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია. ოქმი ხელმოწერილია ოქმის შემდგენის, დავით ჩ----ის მიერ. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს მ-----– ჯიღაური.

 

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს გ------- ც---------ის მხრიდან ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ქმედება ჩადენილი ჯგუფურად.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

დადგენილია, რომ ყაჩაღობის თვითმხილველმა მოწმეებმა სასამართლოს ვერ მიაწოდეს თანმიმდევრული და ფაქტების ერთნაირად აღმწერი ჩვენებები. აღსანიშნავია რომ ბრალდების მხარის მნიშვნელოვანმა მოწმემ ბ--- რ-----–---–--, რომელიც სასამართლოზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოხსნა როგორც ბრალდების მხარის მოწმე და დაიკითხა, როგორც დაცვის მხარის მოწმე განაცხდა, რომ მის მიმართ პოლიციელების მხირიდან განხორციელდა ძალადობა და იგი იძულებული გახდა მიეცა ისეთი ჩვენება, რასაც ეუბნებოდნენ პოლიციელები. ბ--- რ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე უარყო გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და ასევე გ------- ც---------ის შემხებლობა სისხლის სამართლის საქმესთან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მეორე მნიშვნელოვან მოწმეზე ქ------- წ--–-----ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე, სადაც მოწმემ განმარტა, რომ დაიღალა პოლიციაში სიარულით და ამიტომ მისცა ის ჩვენება, რაც საქმეში იყო მოთავსებული. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმზე აღნიშნა, რომ იძულებას ქონდა ადგილი, რადგან უთხრეს, რომ თუ ამოიცნობდა და დაწერდა იმ ციფრებს, რასაც ეუბნებოდნენ, თავს დაანებებდნენ და მანაც დაწერა ის რასაც თხოვდნენ. მის მიმართ ადგილი ქონდა პოლიციელთა მხრიდან იძულებას და უარყო, რომ ამოიცნო ის პირი ვინც ავტომანქანაში იმყოფებოდა, რადგან არ დაუნახავს ის და არც მანქანის ნომერი დაუმახსოვრებია. აღსანიშნავია, ისიც რომ დაზარალებულების გ------- დ--------ის, ზ----- ტ-------ის და ს------ ნ-----–---ის ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთან და მოწმეთა ჩვენებებთან.

დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში შეუსაბამობები თვალნათლივ ჩანს და შესაბამისად მათი ჩვენებების უპირობო გაზიარებისათვის მნიშვნელოვან წინაღობას ქმნის.

დაზარალებულის ს------ ნ-----–---ის მიერ გ------- ც---------ის ამოცნობა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ეჭვსაც რომ არ იწვევდეს, საქმეში არ არსებობს სხვა რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაზარალებულის პოზიციას გაამყარებს.

 

სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შემავსებელ მტკიცებულებად ჩათვლა, რომელიც ჩატარდა ბ--- რ-----–---–ის მითითებით, ვინაიდან მოწმემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას და იძულებული იყო მიეცა ის ინფორმაცია, რასაც პოლიციელები თხოვდნენ.

 

ამიტომ დაზარალებულების მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებების გასაქარწყლებლად საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და მასში მონაწილე პოლიციელების ჩვენების გამოყენება არ გამოდგება და შესაბამისად არც დაზარალებულის ს------ ნ-----–---ის და მოწმე ქ------- წ--–-----ის მიერ ამოცნობის შემავსებელ მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არაა მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია იმ მტიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ გ------- ც---------ის მიმართ წარდგენილი მტკიცებულებები: დაზარალებულების ჩვენება და ამოცნობა(რომელიც ეჭვს იწვევს ქმედების ღამის საათებში ჩადენის გამო), საგამოძიებო ექსპერიმენტი და მასში მონაწილე პოლიციელების ჩვენებები (მაშინ როცა ბ.რ-----–---–ა სასამართლოში უარყო მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია) არ წარმოადგენს სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებებს გ------- ც---------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებულ იქნა გამოკითხვის ოქმები და მხარეთა მიერ კითხვები დასმული იქნა დაზარალებულთა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმების შინაარსიდან გამომდინარე, რომლებიც წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებთან. არ არის შესაბამისობაში ერთმანეთთან და აღნიშნული პირები კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ფაქტობრივ გარემოებებს სხვადასხვაგვარად აღწერენ.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ გ------- ც---------ემ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო გ------- ც---------ე უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------- ც---------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- ც---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და გ------- ც---------ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გ------- ც---------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

გ------- ც---------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შენახულ იქნას საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ავტომანქანა "M-----------------", სახელმწიფო ნომრით T--------, რომელიც დგას ლ--------ის რაიონული სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს ავტომანქანის მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე