განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
010100118002513018
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-811-2018 წელი

№010100118002513018

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

17 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ---- რ-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ---- რ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, რეგისტრირებული ქ. ქ-------–--------------–---–-----------------ში, ფაქ-ტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–-------------------------------ში, მსჯავრდებულია ბა-თუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეო-რე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავი-სუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ---- რ-----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რა-საც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 08 მაისს, დღის საათებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ნასამართლევმა გ---- რ-----–---–მა, ქ. ბ------–---------------------------------ში, არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თმების მოქაჩვით და ხელის სახესა და თავში დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მი-აყენა თავის მეუღლეს თ-- გ---–---ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზი-კური ტკივილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ---- რ-----–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნება, ნასამართლო-ბები, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხარისხი და შედეგი. გ---- რ-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, არ არის ჩადენილი დანაშაულის შესა-ბამისი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ---- რ-----–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ---- რ-----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორ-ციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვ-რება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს და გ---- რ-----–---–ის მიერ ჩადენილი და-ნაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვა-ლისწინებით როგორც ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე განაჩენთა ერთობლიობით, დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოე-ბისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით. სააპელაციო პალატა ეთან-ხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნო-ემბრის განაჩენი გ---- რ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ---- რ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ---- რ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ---- რ-----–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 11 (თერთმეტი) თვისა და 04 (ოთხი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან – 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ---- როინიშ-ვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

მსჯავრდებულ გ---- რ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

გ---- რ-----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯე-ლის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 27 მაისიდან.

კონტროლი მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili