განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
330100118002674296
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002674296

საქმე №1ბ/54-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნა-----------–---–-ს

მსჯავრდებულის ადვოკატის: იმ-----------–---ს

 

მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გი--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ სა-–-----------------–-------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პ/N3----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: და ფაქტობრივად მცხოვრები: სე-------------–---------ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, სა-–---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(2018 წლის 31 აგვისტოსს ეპიზოდი) ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურ პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურ პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, სა-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

სა-–---------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ესე იგი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

მანვე ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 31 აგვისტოს, ქ------–--–-----------–--–------------------------ის მიმდებარედ განთავსებულ თამბაქოსა და სასმელების ჯიხურში, მოლარე სა-–---------ამ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ინდივიდუალური მეწარმე ფ---------–--–---- კუთვნილი თანხა 110 (ასათი)ლარი. აღნიშნულის შემდეგ ფი------–--–--ს მიადგა 110 (ასათი) ლარის ქონებრივი ზიანი.

2018 წლის 3 სექტემბერს, ქ------–--–-----------–--–------------------------ის მიმდებარედ განთავსებულ თამბაქოსა და სასმელების ჯიხურში, მოლარე სა-–---------ამ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ინდივიდუალური მეწარმე ფი------–--–--ის კუთვნილი თანხა 840(რვაას ორმოცი)ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ ფი------–--–--ს მიადგა 840 (რვაას ორმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გი--------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. სა-–---------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ფი------–--–--ის, ეკ---------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან სა-–---------ამ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, მან მითვისებული თანხის ნაწილი თავად წარუდგინა გამოძიებას, მსჯავრდებული არის ოთხი შვილის დედა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მიზანშეუწონელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გი--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. სა-–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 აგვისტოსს ეპიზოდი) ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურ პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურ პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სა-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.

მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ სა-–---------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

5. ნივთმტკიცება:

- სამი ცალი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურა დალუქული სახით, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

-ხარჯთაღრიცხვის ჟურნალი დალუქული სახით, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი