განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
330100117002134709
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002134709

საქმე №1/ბ-742-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის, აგრეთვე, მსჯავრდებულ ბ-------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----------–--------------------–---–ის მიმართ, დ----------–--------–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებული: ქ------–-------–--------------–------------------------–---------------------–--------------------------------------------------------------------–-- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით:

 

ბ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ-------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 3 სექტემბრიდან 2017 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით (სამი დღე) და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

ბ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------–-- ბ--------------–---–მა ყოფილ მეუღლეს - ი-–------–------ს (-----–---–-) ორჯერ დაარტყა სახეში გაშლილი ხელი, ასევე ყელზე მოუჭირა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–--ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულ ბ-------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--------------–---–მა.

 

პროკურორმა ლ-------------–--ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ბ-------------–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე.

 

მსჯავრდებულ ბ-------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი--------------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ-------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულ ი-–-----–------ს ტენდეციური ჩვენების გარდა არ არსებობს სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომ ბ-------------–---–მა დანაშაული ჩაიდინა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბ-------------–---–მა განმარტა რომ მისი მხრიდან ყოფილი მეუღლის, - ი-–----ს მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ფიზიკური შეუარაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დადასტურდა ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის, აგრეთვე, მსჯავრდებულ ბ-------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ბ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის,დაზარალებულ ი-–------–------ს (ბ----–---–-) ჩვენებით, ბ--------------–---–ი მისი ყოფილი მეუღლეა. 2017 წლის მარტის თვეში დაქორწინდნენ და თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ კი ბ-------------–---–ის უმუშევრობისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების, აგრეთვე ფინანსური პრობლემებისა და ეჭვიანობის გამო, მეუღლეებს შორის გახშირდა კონფლიქტები. ბ-------ი მას (ი-–----ს) არ აძლევდა მუშაობის უფლებას, მის მიმართ იყო აგრესიული და ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის სამ ფაქტსაც. ბ-------ის აგრესიული ქმედებები ი-–----ს შვილებში იწვევდა შიშს და დაზარალებული ცდილობდა მეუღლესთან დაშორებას, თუმცა ამაოდ, საჭირო გახდა ბ-------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ორდერის დარღვევისათვის კი შეეფარდა პატიმრობაც. დაზარალებულის განმარტებით, მიუხედავად დაშორებისა, ბრალდებული მას თავს არ ანებებდა და ცდილობდა შერიგებას. 2017 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ბ-------ი მივიდა მასთან და სასაუბროდ წაიყვანა სახლიდან მოშორებით, ბ-------------------------–---------), მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ უნდოდა მასთან განქორწინება და აღნიშნულზე გაბრაზებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელში, რის შემდეგაც გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში. დაზარალებულის განმარტებით, ბ.ბ----–---–-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყელზე კი სიწითლე ეტყობოდა. დაზარალებულის ჩვენებით, მომხდართან დაკავშირებით მიმართა პოლიციას და მოგვიანებით ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც, თუმცა იმ დროისათვის ყელზე სიწითლეები აღარ ემჩნეოდა. დაზარალებულის განმარტებით, 2----–-–------------------ ოფიციალურად განქორწინდა ბ-------------–---–თან, შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი, დღეის მდგომარეობით შექმნილი აქვს ახალი ოჯახი (შეიცვალა გვარი) და არ სურს ბრალდებულთან რაიმე სახის ურთიერთობა.

 

მოწმე ლ-----------–-----ს ჩვენებით, დაზარალებული მისი შვილიშვილია. ი-–---- მის სამ შვილთან და მეუღლესთან ბ--------------–---–თან ერთად ცხოვრობდა ბებიის სახლში, უ–---ის ქუჩაზე. დაქორწინებიდან მალევე მეუღლეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ბრალდებულის უმუშევრობისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების, აგრეთვე ფინანსური პრობლემებისა და ეჭვიანობის გამო, გახშირდა კონფლიქტები, რა დროსაც ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას ი-–----ს მიმართ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ი-–---- დაშორდა მეუღლეს, თუმცა ბ-------ი თავს არ ანებებდა და ცდილობდა მასთან შერიგებას. არასასურველი კომუნიკაციის თავიდან ასაცილებლად არაერთხელ გამოიძახეს პოლიცია და გამოიცა შემაკავებელი ორდერიც ბ-------ის მიმართ, თუმცა მიუხედავად ამისა, მან დაარღვია ორდერის პირობები და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში და დააზიანა ბინის კარი ი-–----ს ნახვის მოთხოვნით, რის შემდეგაც მას შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 3 სექტემბერის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, დაზარალებულისგან იცის, რომ მას შერიგების მიზნით მიაკითხა ყოფილმა მეუღლემ, რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ი-–----მ კი მიმართა პოლიციას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ-----------------–---–-------------–----–----–---–მა დაადასტურეს ბ-------------–---–ის დაკავების ოქმის სისწორე და განმარტეს, რომ 2017 წლის 3 სექტემბერს, პოლიციის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ქ-------–--–----------------------- ქალბატონის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. ხელმძღვანელის მითითებით, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - ქ-------–--–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ ი-–---- ბ----–---–-, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და აცხადებდა, რომ ყოფილმა მეუღლემ ბ-------------–---–მა ყელში ხელი წაუჭირა და გაშლილი ხელი სახეში რამდენჯერმე დაარტყა. ი-–---- ბ----–---–- ყელზე იკიდებდა ხელს და სიწითლეც ეტყობოდა, სხვა რაიმე დაზიანება დაზარალებულის სხეულზე არ შეუნიშნავთ. შემთხვევის ადგილიდან ი-–---- ბ----–---–- წაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-4 განყოფილებაში, სადაც რამდენიმე წუთში ასევე მივიდა ბ-------------–---–იც. დაზარალებულმა მიუთითა ბ-------------–---–ზე, როგორც მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელ პირზე, რის საფუძველზეც ბ-------ი დააკავეს ბრალდებულის სახით, განუმარტეს უფლებები და გადასცეს დაკავების ოქმის ასლი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2017 წლის 3 სექტემბერს, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-4 განყოფილების გამომძიებელ გ----------–---–---–ის მიერ, დაზარალებულ ი-–---- ბ----–---–-ს, ექსპერტების: ვ----–---–-------------------------–-–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულის მითითებით მივიდნენ ქ-------–--–--------------------------ან, სადაც ი-–---- ბ----–---–-ს განმარტებით, ბ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელზე მოუჭირა ხელი და გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები DVD დისკზე დაერთო სს საქმეს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ----------–---–---–მა, ექსპერტებმა: ვ----–---–------------------------–-–---–მა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მათივე განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელზე მოუჭირა ხელი და სახეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი.

 

შემაკავებელი ორდერის №002326 თანახმად, 2017 წლის 25 ივლისს, მოძალადე ბ-------------–---–ს, მეუღლის ი-–---- ბ----–---–-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის გამო, 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - ი-–---- ბ----–---–თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #--------- ოქმისა და ადმინისტრაციული დაკავების #--------- ოქმის თანახმად, 2017 წლის 20 აგვისტოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ-------------–---–მა ქ-------–--–-----–-----------------–------------------------ში მისვლით, დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რის გამოც დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აგვისტოს #--------- დადგენილების თანახმად, ბ-------------–---–ი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების პირობების დარღვევის გამო, ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღე-ღამის ვადით.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად (ე--------------------–--ლი), ი-–---- ბ----–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვნივ თეძოს ფრთის მიდამოში - იღლიის შუა და წინა ხაზებს შორის აღენიშნებოდა დაზიანება - სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანება ხანდაზმულობით არ შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, განვითარებულია სასამართლო სამედიცინო შემოწმებამდე 5-6 დღით ადრე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ----------–---–---–მა, ნ-----–-------–----ემ და გ--------------ემ დაადასტურეს ბ-------------–---–ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ბ-------------–---–ის ჩვენებით, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ამ უკანასკნელმა იმის გამო, რომ ბ-------ი თავს არ ანებებდა და შერიგებას სთხოვდა, ყოფილი მეუღლის თავიდან მოშორების მიზნით გადაწყვიტა მიემართა პოლიციისათვის. მანვე განმარტა, რომ მიუხედავად ი-–----ს კატეგორიული წინააღმდეგობისა, იგი მაინც ცდილობდა ყოფილ მეუღლესთან კომუნიკაციას და შერიგებას, ვინაიდან დღემდე უყვარს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ბ-------------–---–ის ბრალეულობას, რადგან სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დაზარალებულ ი-–-----–------ს, მოწმეების - გ-----------------–---–-ს, ირ---–----–----–---–ის, გ------------–-–---–ის, ვ----–---–----ის, გ----------–---–---–ის და ლ-----------–-----ს ჩვენებებით, საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 3 სექტემბერს ბ-------------–---–მა ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე, დაზარალებულ ი-–-----–------ზე (ბ----–--–---–--ე). აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად ადასტურებს ბ-------------–---–ის ბრალეულობას. შესაბამისად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია დაცვის მხარის განცხადება, იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ ი-–-----–------ს (ბ----–---–-ს) ჩვენება არის მიკერძოებული და მისი ჩვენების გარდა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულება.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ბ-------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ასეთს პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს დაენიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ამასთან, პროკურორის სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.

აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ბ-------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ბ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ-------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 3 სექტემბრიდან 2017 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით (სამი დღე) და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

ბ-------------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი