განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-645-2018 წელი
№080100118002253649
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
16 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- ც-------ის,ადვოკატის – ნ----- ჩ-------ის,მსჯავრდებულის – ბ------- ჯ-----–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ბ------- ჯ-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ბ------- ჯ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–-----------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაი-სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ბ------- ჯ-----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო პოლიციელზე თავ-დასხმისათვის პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებე-ბის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა რ----- ქ-----–--ემ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა ბ------- ჯ-----–---–ი და მოათავსა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალუ-რი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
2017 წლის 4 აგვისტოს, 12 საათზე ბ------- ჯ-----–---–თან ბრალის წარდგენის მიზნით, ადვოკატ ზ----- დ--------სთან ერთად შევიდა გამომძიებელი რ----- ქ-----–--ე. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის პროცესში ბ------- ჯ-----–---–ი აღელდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რ----- ქ-----–--ეს. გამომძიებელმა მას დამშვიდე-ბისკენ მოუწოდა. დამშვიდების ნაცვლად ბ------- ჯ-----–---–მა თავდაპირველად მარ-ჯვენა გაშლილი ხელი გაარტყა სახის მარცხენა ნაწილში რ----- ქ-----–--ეს, შემდეგ კი აი-ღო სკამი და დასარტყმელად იწევდა მისკენ. ადვოკატი და გამომძიებელი შეეცადნენ მის შეჩერებას და სკამის წართმევას, რა დროსაც ბ------- ჯ-----–---–მა რ----- ქ-----–--ეს მარ-ჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში, სადაც განუვი-თარდა სისხლნაჟღენთი, რაც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ------- ჯ-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ----- ჩ-------მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ------- ჯ-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ 3531 მუხლი ბ------- ჯ-----–---–ს მას შემდეგ წარედგინა, რაც სადაო გახდა მტკიცებუ-ლებები ნარკოტიკულ დანაშაულზე. ამ ბრალდების რეალური მოტივი შურისძიებაა პროკურატურის მხრიდან ჯ-----–---–ის მიმართ. პირის ბრალდების დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ განიზრახა ბრალდებულმა თავს დასხმო-და გამომძიებელ რ----- ქ-----–--ეს.
მოწმე ზ----- დ--------მ ჩვენების დროს განმარტა, რომ ბ------- ჯ-----–---–ს სკამი რ----- ქ-----–--ისათვის არ დაურტყია, არც წვივზე მირტყმის ფაქტი დაუნახავს. ექსერტმა განმარტა, რომ წვივზე არსებული დაზიანება 24 საათანი ხანდაზმულობის ინტერვალში ჯდება, ხოლო სახეზე აწითლებას მაღალი არტერიული წნევა იწვევს, რაც იმ მომენტში ჰქოდნა კიდეც რ----- ქ-----–--ეს.
განაჩენში ასევე მოწმეთა ჩვენებით ვერ დგინდება რ----- ქ-----–--ე დაესხა თავს ბ------- ჯ------–---–ს თუ პირიქით. გ------- ა------ის ჩვენებიდან ვერ დგინდება ვინ იყო კონ-ფლიქტის ინიციატორი.
ლ-- ყ----–-–---–ის ჩვენებიდან განაჩენში ასახულია ჩვენების მხოლოდ ის ნაწილი, სა-დაც ექიმი ამბობს, რომ წნევა იწვევს მთლიან სიწითლეს, ხოლო განაჩენში არაა ასახული ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენების ის მონაკვეთი, სადაც ის ამბობს, რომ წნევა იწვევს ალაგ-ალაგ სიწითელს და ასევე წვივის დაზიანებაც 24 საათიიანი ხანდაზმულობის პე-რიოდს ემთხვევა დაუდგენელია ერთი საათის წინ მიიღო გამომძიებელმა წვივზე დაიზანება თუ 20 საათის წინ.
მოწმე ვ-–-------- ხ----–--ის ჩვენებიდან ვერ ირკვევა ვინ არის კონფლიქტის გამომწვევი რ----- ქ-----–--ე თუ ბ------- ჯ-----–---–ი, ხოლო ბ------- ჯ-----–---–ის ჩვენება, რომე-ლიც სრულ შესაბამისობაში იყო გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებთან, სრულიად შეფასების გარეშე დარჩა.
რეალურად საქმე ბ------- ჯ-----–---–ის წინააღდეგ შებრუნდა მას შემდეგ, რაც მან დაიწ-ყო არსებითად დავა 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების საქმეზე და არ აღიარა დანაშაული. მას დაუმატეს მეორე ბრალი გამომძიებელ რ----- ქ-----–--ეზე თავ-დასხმის ბრალდებით, შემდეგ დაუმატეს მესამე ბრალი 366-ე მუხლით პროკურორის შეურაცხყოფისათვის.
საქმის გამოკვლევის შედეგად დადგინდა,რომ ბრალდებულის მძიმე ემოციური მდგომა-რეობა გამოიწივია გამომძიებელ რ----- ქ-----–--ის მაპროვოცირებელმა კითხვებმა. გამომძიებელი გასცდა თავის მოვალეობას წარედგინა ბრალდება და ბრალდებულს და-უწყო ისეთი სახის შეკითხვების დასმა, რომელმაც პირდაპირ შელახა მისი პატივი და ღირსება. გამომძიებელი ვალდებული იყო გაეცნო ბრლადებულისათვის რის გამო შევი-და მასთან დროებითი მოთავსების იზოლატიროში და აგრეთვე განემარტა, რომ მას ჰქონდა უფლება ხელი არ მოეწერა ბრალის დადგენილებაზე და არ ჩაებარებინა ბრალ-დების ასლი, ბრალდებულის სხვა უფლებებთან ერთად და არა დაესვა მაპროვოცირე-ბელი კითხვები ლომკისა და ძველი თუ ახალი დარდების შესახებ.
დროებითი მოთავსების იზოლატორის აღნიშავდნენ, რომ ბ------- ჯ-----–---–ი შეიყვა-ნეს ოთახში აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში, არავითარი ღელვა, გაღიზიანება, აგრე-სია ვინმეს მიმართ ბრალდებულს არ ეტყობოდა და ზოგადად არავის მიმართ არ ყოფილა აგრესიული, ხოლო რამოდენიმე წუთში ოთახიდან გამოდის ბ------- ჯ-----–---–ი და მალევე აღელვებული შერბის უკან, ისმოდა ხმები შეურაცხყოფისა და გინების და ისმოდა არა ერთი, არამედ რამოდენიმე ადამიანის ხმა. დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ არც გამომძიებლისა და ადვოკატის გასვლის შემდეგ ყოფილა აგრესიული და უარყოფითად განწყობილი ბ------- ჯ-----–---–ი არავის მიმართ და არავითარი აგერსია არ გამოუხატავს.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, ბ------- ჯ-----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ----- ჩ--------ს, რომლებიც ითხოვენ ბ------- ჯ-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– პროკურორ დ----- ც-------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რ----- ქ-----–--ემ, ჩვენების მიცემისას, განმარტა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დე-პარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ- გამომძიებელის თანამდებობაზე. 2018 წლის 4 აგვისტოს, ბ------- ჯ-----–---–ისათვის ბრალდების შესა-ხებ დადგენილების გასაცნობად, ადვოკატ ზ----- დ--------სთან ერთად შევიდა იზო-ლატორში, ვინაიდან ბ------- ჯ-----–---–ი მის მიერ დაკავებული იყო ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისათვის. როდესაც ბ------- ჯ-----–---–ი ოთახში შეიყვანეს ეტყო-ბოდა, რომ იყო აღელვებული და მის მიმართ არ იყო კეთილგანწყობილი. შეატყო, რომ არ იყო კარგად და ჰკითხა ექიმის დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, თუმცა ბ------- ჯ------–---–მა უთხრა, რომ გაეკეთებინა ის, რისთვისაც იყო მისული და მას ამაზე მეტს ვერაფერს დაუშავებდნენ. როდესაც გადასცა დადგენილება ბრალდების შესახებ, ბ------- ჯ-----–---–მა განაცხადა, რომ შეეძლო მხოლოდ მისი ადვოკატისთვის გაეცნო ბრალი. რ----- ქ-----–--ემ უთხრა, რომ აუცილებელი იყო ბრალს ისიც გაცნობოდა. ამის შემდეგ ბ------- ჯ-----–---–მა ფურცლები მიატრიალა მის მხარეს და დაიწყო ხელის მოწერა. ბო-ლო გვერდზე, ხელს აწერდა ფურცლის ბოლოს, მისი სახელი კი იყო ფურცლის თავში მითითებული. ამის გამო შენიშვნა მისცა, რომ ხელი მოეწერა არა ფურცლის ბოლოს, არამედ თავში. ბ.ჯ-----–---–ი გაღიზიანდა და ფურცლები მიაყარა სახეში. მოუწოდა და-წყნარებულიყო, თუმცა მან სახეში მიარტყა ხელი. ასევე, აიღო სკამი და გაიწია მისკენ. ადვოკატი ზ----- დ-------- რომ არ ყოფილიყო, აშკარად ისროდა სკამს მისი მიმარ-თულებით. ადვოკატი ცდილობდა ბ-------ის შეჩერებას, თუმცა მაინც მოახერხა ფეხი ჩაერტყა წვივში. ბ------- ჯ-----–---–მა ხელი მოარტყა ასევე მარცხენა ყბაში, რის შე-დეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა რაიმე დაზიანება არ მიუღია. ამის შემ-დეგ „კაპეზეს“ ექიმის მიერ მოხდა მისი შემოწმება და შემდეგ გადაიყვანეს ექს-პერტიზაზე. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ბ------- ჯ------–---–თან რაიმე პირადი დაპისრისპირება არ ჰქონია და ბრალის წარდგენა იყო მიზეზი, რის გამოც ბ------- ჯ-----–---–ს მის მიმართ ჰქონდა აგრესია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ----- დ--------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იცავდა ბ------- ჯ-----–----–ის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე. 2017 წლის 4 აგვისტოს გამომძიებელ რ----- ქ-----–--ესთან ერთად შესული იყო წინასწარი დაკავების იზოლატორში ბ------- ჯ-----–---–თან, რათა დასწრებოდა ბრალის წარდგენას. როდესაც შევიდნენ ოთახში გა-მომძიებელმა მიაწოდა ბრალის შესახებ დადგენილება, რომელიც ორ ეგზემპლარად ჰქონდა. როდესაც ბრალის შესახებ დადგენილების კითხვა დაიწყო, ამ დროს შეიყვანეს ბ------- ჯ-----–---–ი. გამომძიებელმა ჰკითხა ბ-------ს ჯანმრთელობის მდგომარეო-ბასთან დაკავშირებით. კერძოდ: თავს ცუდად ხომ არ გრძნობდა და ექიმის დახმარება ხომ არ იყო საჭირო. რაზედაც ბ-------მა უპასუხა: „ძაან არ გაინტერესებს ახლა მე როგორ ვარ და გააკეთე ის რისთვისაც ხარ მოსულიო“. ამის შემდეგ გამომძიებელმა მიაწოდა დადგენილება გასაცნობად და ბ-------მა დაიწყო ხელის მოწერა. მოაწერა ერთ ფურცელ-ზე, მეორეზე. შემდეგ გვერდზე ხელის მოწერისას გამომძიებელმა უთხრა, რომ არასწორ ადგილზე აწერდა ხელს და ხელის მოწერამდე ჯობდა ბრალის დადგენილება წაეკითხა. ამის შემდეგ დაინახა, როგორ მოხვდა ქაღალდები გამომძიებელს და როგორ დაიყარა ქვემოთ. თავადაც დაიბნა და როცა გამომძიებელს შეხედა ხელი ეკიდა ლოყაზე და ამბობდა „შენ ვის დაარტყიო.“ ამის შემდეგ ბ------- ჯ-----–---–ი წამოდგა და ის სკამი რომელზეც იჯდა აიღო ხელში. ხელი მოხვია ბ-------ს, რათა დაეკავებინ. იგი ამბობდა: „ცუდად ვარ დავლეწავ ყველაფერსო“. თავად შეძლო ის, რომ ბ-------ს სკამი დაეგდო და იქვე ღია კარში შეეცადა მის გაყვანას. ამასობაში შემოვიდნენ „კაპეზეს“ თანამშრომელები და ბ-------ი გაიყვანეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არ შეუძლია დააფიქსიროს რ----- ქ-----–--ეს წვივზე დაზიანება მიაყენა თუ არა ბ------- ჯ-----–---–მა, ვინაიდან კონ-ფლიქტიდან გამომდინარე აქცენტი გადატანილი ჰქონდა წელს ზემოთ, რადგან ბ------- ჯ-----–---–ს აკავებდა. მას არც გამომძიებლის მხრიდან ბ------- ჯ-----–--ზე და არც ბ------- ჯ-----–---–ის მხრიდან გამომძიებელზე ხელის დარტყმა არ დაუნახავს. გამომ-ძიებელს მარცხენა ლოყაზე სიწითლე ეტყობოდა. როდესაც იზოლატორის თანამშრომ-ლებს ბ------- ჯ-----–---–ი ოთახიდან გაყავდათ, იძახდა ,,დააფიქსირეთ, რომ გამომძიებელმა ხელი დამარტყაო“.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ხ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის დროე-ბითი მოთავსების იზოლატორში, უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 4 აგვისტოს მორიგეობდა, შემოვიდა გამომძიებლის წერილი ბ------- ჯ-----–---–თან შეხვედრაზე, რის შემდეგაც მან და გ------- კ-------ემ დაკავებული საგამოძიებო ოთახში გაიყვანეს. გამოყვანისას უთხრა, რომ გამომძიებელი იყო მოსული ბრალის წარსადგენად. არც ამ დროს და რაც მანამდე, საკანში ყოფნისას, აგრესია არ გამოუხატავს. დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ შემომესმა ხმაური ოთახიდან და როდესაც შევიდა ოთახში, სადაც იმყოფებოდა გამომძიებელი რ----- ქ-----–--ე, დაკავებული ბ------- ჯ-----–---–ი და ადვოკატი ზ----- დ--------, დაინახა, რომ ადვოკატი აკავებდა ჯ-----–---–ს, ხელები ჰქონდა შემოხვეული და აშველებდა. ბრალდებული ბ------- ჯ-----–---–ი აგინებდა გა-მომძიებელ რ----- ქ-----–--ეს. იმწამსვე გამოიყვანეს დაკავებული სხვა ოთახში ად-ვოკატის დახმარებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- ა------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის დროებითი მოთავსე-ბის იზოლატორის ცვლის უფროსი. 2017 წლის 4 აგვისტოს იმყოფებოდა ცვლაში, მის თანამშრომლებთან დ----- ხ-------ესთან და გ------- კ-------ესთან ერთად. დილის საათებში, დაახლოებით 11:00-დან 12:00 საათამდე ჩამოვარდა წერილი ელექტრონული სახით, ბრალი უნდა წარედგინათ დაკავებულ ბ------- ჯ-----–---–ისათვის. ამავე დროს შევიდნენ გამომძიებელი და ადვოკატი ბრალის წარსადგენად. თანამშრომლებმა მისი მითითებით საგამოძიებო ოთახში გაიყვანეს ბ------- ჯ-----–---–ი. დაახლოებით 2-3-5 წუთამდე პერიოდში, როდესაც ის სამორიგეო ოთახში მუშაობდა ელექტრონულ ბაზასთან, მოესმა ხმაური და ჩოჩქოლის ხმა. ამ ხმაურზე მისი თანამშრომელები გაიქცნენ საგამოძიებო ოთახისაკენ. სანამ ის ამ ოთახამდე მივიდოდა მის თანამშრომელ დ----- ხ-------ეს გამოყვანილი ჰყავდა ბ------- ჯ-----–---–ი და შეყავდა მეორე საგამო-ძიებო ოთახში სიტუაციის განმუხტვის მიზნით. მიხვდა, რომ რაღაც უთანხმოებას ქონდა ადგილი. ხმამაღალი საუბარიც გაიგო. დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და უთხრეს, რომ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გამომძიებელსა და დაკავებულს შორის. შემ-დგომ, როგორც ცვლის უფროსი დაავალეს გამოეკითხა კონფლიქტში მონაწილე მხარე-ები. აღნიშნული პირები ჯერ ექიმმა დაათვალიერა და შემდეგ მოხდა მათი გამოკითხვა. პირველად გამოკითხა გამომძიებელი, რომელმაც განმარტა, რომ ბრალის წარდგენის მიზნით იყო შესული, თუმცა, ბ------- ჯ-----–---–ი არ გაეცნო ბრალს და პირდაპირ დაიწყო დადგენილებაზე ხელის მოწერა, როდესაც რ----- ქ-----–--ემ შენიშვნა მისცა, რომ ჯერ გაცნობოდა რასაც ხელს აწერდა, ბ------- ჯ-----–---–ის გაღიზიანება გამოიწვია და ფურცლები შემოარტყა სახეში, სკამი რომელზეც იჯდა ცდილობდა მისთვის ჩაერტყა. სწორედ ამ დროს, ბ------- ჯ-----–---–მა ფეხი ჩაარტყა წვივში. მოწმის განმარტებით მარცხენა სახის არეში რ----- ქ-----–--ეს სიწითლე მართლაც აღენიშნებოდა. რაც შეეხება ბ------- ჯ-----–---–ს, მან საუბარში განმარტა, რომ რ----- ქ-----–--ემ მას ცინიკურად უთხრა „ლომკა და ძველი დარდები ხომ არ შემოგაწვაო“, რაზეც ჯ-----–---–ი ანერ-ვიულდა და უთხრა შეიძლება ბოლოჯერ მიყურებ და შენი გასაკეთებელი გააკეთეო. ამ დროს ქ-----–--ემ მიაძახა „თუ რამის თავი გაქვს გააკეთე რას იმუქრებიო“. ბ------- ჯ-----–---–ის გადმოცემით, გასვლის დროს მიაძახა „მაგ საქციელის გამო კიდევ დაგიმა-ტებო“ - ალბათ სასჯელს გულისხმობდა. ბ------- ჯ-----–---–ი ამბობდა, რომ გამომძიე-ბელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბ------- ჯ-----–---–ისათვის ხილულ ადგილებზე რაიმე დაზიანებები არ შეუნიშნავს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- კ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის დროე-ბითი მოთავსების იზოლატორში უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 4 აგვისტოს იყო მორიგე. დაახლოებით 12:00 საათზე, დაკავებულთან შესახვედრად შევი-და გამომძიებელი რ----- ქ-----–--ე ადვოკატ ზ----- დ--------სთან ერთად. მისმა თანამ-შრომლებმა დაკავებული გაიყვანეს საგამოძიებო ოთახში. დაახლოებით ორ წუთში მოეს-მა ხმაური. ხმაურის გაგონების შემდეგ გავიდა და დაინახა, რომ დ----- ხ-------ეს და გ------- ა------ეს ბ------- ჯ-----–---–ი გამოყავდათ საგამოძიებო ოთახიდან, მათ ბ------- ჯ-----–---–ი ერთად შეიყვანეს სხვა საგამოძიებო ოთახში. ის განერვიულებული იყო, შეურაცხყოფელ სიტყვებს ამბობდა და ეუბნებოდა, დაეფიქსირებინათ, რომ მას გამომ-ძიებელმა ხელი დაარტყა, რაც რა თქმა უნდა დააფიქსირა. მას ბრალდებულისათვის და-ზიანება არ შეუნიშნავს. გამომძიებლის და ადვოკატის მოსვლამდე ის იზოლატორში იყო 2 საათის განმავლობაში, ამ დროში ჯ-----–---–ს რაიმე აგრესია არ გამოუვლენია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-- ყ-----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მუშაობს ექიმის თანამდებობაზე. დაკავებულს შემოყვანისას უტარდება სამედიცინო დათვალისერება, ხომ არ იყო ძალადობა, ხომ არ აღენიშნება დაზიანებები, აქვს თუ არა ჩივილები. როდესაც ბ------- ჯ-----–---–ი იზოლატორში შემოიყვანეს მოხდა მისი დათვალიერება. ჩივილები არ აღენიშნებოდა და ჰქონდა ნაკაწრები კოჭზე. დაკავებულის განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიიღო სახლში, ოთხი-ხუთი დღით ადრე დაკავებამდე ბალახის ჩეხვისას. იგი არ იყო აგრესიული. როცა ბ------- ჯ------–---–მა შიმშილობა გამოაცხადა, შესაბამისად გეგმიურად ყოველ სამ საათში შე-დიოდნენ და ამოწმებდნენ. მის თხოვნაზე შეეწყვიტა შიმშილობა, ბ------- ჯ-----–---–მა განუმარტა, რომ ამით საკუთარ თავს სჯიდა, ამბობდა დამნაშავე ვარ და არ აინტერე-სებდა მიადგებოდა თუ არა ზიანი მის ჯანმრთელობას. 2017 წლის 4 აგვისტოს, დაახ-ლოებით 12 საათზე შემოესმა ხმაური და გინების ხმა, მაგრამ რამდენი ადამიანის ხმა იყო, გარჩევა ვერ შეძლო. ცოტა ხანში მასთან შეიყვანეს დაკავებული ბ------- ჯ-----–----–ი, რომელიც დაათვალიერა და დაზიანება არ ჰქონდა, მედიკამენტი ან რაიმე და-მამშვიდებელი არ მიუღია, ისე მოხდა მისი საკანში დაბრუნება. გასინჯვისას ბ------- ჯ-----–---–მა განმარტა, რომ შელაპარაკება მოუვიდა გამომძიებელთან.
მან ასევე შეამოწმა გამომძიებელი რ----- ქ-----–--ე, რომელსაც ჰქონდა მარცხენა ლოყა-ზე, ყვრიმალზე და ყურზე შეშუპება, სიწითლე, ანუ ჰიპერემია, ასევე, ფეხის წვივზე ქონდა შეშუპება. მან განმარტა, რომ შელაპარაკება მოუვიდა დაკავებულთან, რა დროსაც მან მოუქნია ხელი, შემდეგ ეცადა სკამის აღებას და ამ დროს მოხვდა ფეხი. რ----- ქ-----–--ეს ასევე ქონდა წნევა 130/90-ზე და მიეცა შესაბამისი მედიკამენტები. მოწმემ განმარტა რომ წნევამ და ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს სიცხე და შეშუ-პება, მაგრამ ცალმხრივ არ გამოიწვევს. როცა წნევა არის ადამიანი არის ერთიანად ჰიპე-რემიული სახის, ქ-----–--ეს კი შეშუპება ჰქონდა ცალ მხარეზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ექსპერტმა გ-- გ----------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ექსპერ-ტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს საექსპერტო ბიუროს დეპარტა-მენტში ექსპერტის თანამდებობაზე. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის ზ------ ს-----ის დადგენილების საფუძ-ველზე ჩატარდა რ----- ქ-----–--ისა და ბ------- ჯ-----–---–ის მიმართ ექსპერტიზები. სამედიცინო ჩანაწერით ირკვეოდა, რომ 2017 წლის 4 აგვისტოს მოქალაქე რ----- ქ------–--ეს გაეწია სამედიცინო შემოწმება დაუდგინდა ესენციური ჰიპერტენზია. რ----- ქ------–--ეს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანება მიყენებულ-- რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედებით, მიკუთვნება სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითი-თებულ თარიღს. ასევე წარდგენილი იყო ბ------- ჯ-----–---–ის დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო ბარათი, რომლის მიხედვითაც მას გაეწია სამედიცინო დახ-მარება 2017 წლის 3 აგვისტოს, რომლის მიხედვით მას აღენიშნება მცირე ზომის ფუფ-ხით დაფარული ნაკაწრები მარცხენა წვივზე, წვივის გარეთა ზედაპირზე. 2017 წლის 4 აგვისტოს ასევე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება და გარეგნული დათვალიერებით დადგინდა, რომ რაიმე ახალი დაზიანება არ აქვს. 2017 წლის 4 აგვისტოს (21:19-21:27 საათი) პირადი გასინჯვით, ბ------- ჯ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შე-ესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
შემოწმებისას რ----- ქ-----–--ე უჩიოდა ტკივილს მარცხენა ლოყის, ყვრიმალის და მარ-ცხენა წვივის მიდამოში. მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშ-ნებოდა მოყვითალო-მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი. ყვრიმალის არეში რომ ყოფი-ლიყო დაზიანება, იმასაც დაწერდა. რაც შეეხება ბ------- ჯ-----–---–ს, ჩივილებს არ აღ-ნიშნავდა, ზედაპირული დათვალიერებით მარცხენა ქვედა კიდურის ზედაპირზე აღე-ნიშნებოდა ნაკაწრები. მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაკავებამდე ოთხი დღით ადრე სახლში, ბალახის თიბვისას. დათვალიერებისას რაიმე ახალი დაზი-ანება არ აღენიშნებოდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ვ-–-------- ხ----–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 4 აგვისტოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათთან შევიდა წერილობი-თი შეტყობინება, რასაც თან ახლდა გასაუბრების ოქმები. შეტყობინება შესასრულებლად დაევალა უშუალოდ მას და საგამოძიებო ნაწილის სხვა გამომძიებლებს. შეტყობინებას ახლდა ორი გასაუბრების ოქმი. პირველი ოქმი იყო დროებითი მოთავსების იზოლატო-რის თანამშრომლების - ბ------- ჯ-----–---–თან გასაუბრება. ოქმში ჯ-----–---–ი აღნიშ-ნავდა, რომ გამომძიებელმა რ----- ქ-----–--ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეუ-რაცხყოფა. მეორე ოქმი იყო რ----- ქ-----–--ესთან გასაუბრების, რომელშიც ის მიუთი-თებდა, რომ არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მას ბ------- ჯ-----–---–ი-სათვის არ მიუყენებია და პირიქით ბრალდებულის მხრიდან ჰქონდა ადგილი მის მი-მართ შეურაცხყოფას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პირველ რიგში გამოიკითხა რ----- ქ-----–--ე. ვინაიდან, რ----- ქ-----–--ე აცხადებდა, რომ მას ჰქონდა დაზიანებები, დაენიშნა ექსპერტიზა. ანალოგიურად ბ------- ჯ-----–---–ი გადა-ყვანილ იქნა ექსპერტზის ბიუროში და მასაც ჩაუტარდა ობიექტური დათვალიერება. მეორე დღეს გამოიკითხა ბ------- ჯ-----–---–ი. ასევე მოხდა ექიმ ლ-- ყ-----–---–ის გა-მოკითხვა. ასევე, გამოკითხული იქნა იზოლატორის ის თანამშრომლები, რომლებიც მო-რიგეები იყვნენ იმ დღეს. ამის შემდეგ მათ წერილით მიმართეს დროებითი მოთავსების იზოლატორს და გამოითხოვეს კამერების ჩანაწერები. შემდეგ მიმართეს სასამართლოს კამერების ჩანაწერების ამოსაღებად ნებართვის გასაცემად. მოხდა პროკურორის დად-გენილების გამოტანა დაზარალებულად ცნობის შესახებ, აღნიშნული დადგენილება მან გააცნო რ----- ქ-----–--ეს და განუმარტა მისი უფლებები, როგორც დაზარალებულს. მტკიცებულებების შეკრების საფუძველზე მოხდა ბ------- ჯ-----–---–ის მიმართ ბრალ-დების შესახებ დადგენილების გამოტანა. დადგენილება გადაეცა ბ------- ჯ-----–---–ს, თუმცა მან ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა ბ------- ჯ-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 4 აგვისტოს მას დაუძახა იზოლატორის თანამშრო-მელმა, რომ მოსულები იყვნენ გამომძიებლი და ადვოკატი. გამოვიდა მისი საკნიდან და წავიდა დერეფნის ბოლოს მარჯვნივ განთავსებულ ოთახში. შესვლისას მიესალმა იქ მყოფებს და ხელიც ჩამორთვა, როგორც ადვოკატს, ასევე გამომძიებელს. დაჯდომი-სთანავე გამომძიებელმა უთხრა: „ჰა ბიჭო, ლომკა ხომ არ შემოგაწვაო?!“, მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და განაგრძო ისევ ადვოკატთან ურთიერთობა, თან ჰკითხა, რატომ არ მნახე სანამ შემოხვიდოდითო. ადვოკატი უხსნიდა, რომ ბრალის წარსადგენად იყვნენ შესულები. ამ დროს გამომძიებელი ცალკე ლაპარაკობდა და თან ეკითხებოდა „შემოგაწვა ძველი და ახალი დარდებიო?“. გამომძიებლის მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულება იყო ცინიკური და სიტუაციასთან შეუფერებლი, რის გამოც გამომძიე-ბელს უთხრა, რომ გაეკეთებინა მისი გასაკეთებლი საქმე, მიეცა ყველა დოკუმენტი, ხელ-საც მოუწერდა და თავი დაენებებინა მისთვის. მანაც შეუტრიალა ფურცლები და დაიწყო ხელის მოწერა. გამომძიებელი ხელის მოწერის პროცესში უხსნიდა, რომ ჯერ უნდა წაე-კითხა და შემდეგ მოეწერა ხელი, მაგრამ მან უპასუხა, რომ ამის შემდეგ მისთვის არანა-ირი აზრი აღარ ჰქონდა ხელს რაზე მოაწერდა. მეოთხე ფურცელზე იყო მისული ხელი უნდა მოეწერა, როდესაც გამომძიებელმა მიუთითა, რომ ეშლებოდა და იქ ხელი არ უნდა მოეწერა. მან უპასუხა, რომ რა აზრი ქონდა ხელს სად მოაწერდა, მთავარია დაფიქსი-რებული იქნებოდა მისი ხელმოწერა. გამომძიებელმა კი უპასუხა, რომ სულ აღარ უნდო-და მისი ხელმოწერა და ამ საქციელით რასაც მოიგებდა ნახავდა. ამის შემდეგ ბრალდე-ბულმა გადაკეცა ფურცლები და თან გაასრიალა მაგიდაზე გამომძიებლისკენ, ისე რომ ხელშიც კი არ აუღია. ამის შემდეგ ადგა და გავიდა ოთახიდან. სანამ გავიდოდა გამომ-ძიებელმა მიაძახა, რომ ამ საქციელით რასაც მოიგებდა ნახავდა და თან შეაგინა დედის მისამართით. ამაზე მოატრიალდა და თვითონაც გამომძიებელს აყვა სიბრაზისაგან. როდესაც შეხედა გამომძიებელს კედელთან იყო უკვე მისული. სკამს წამოავლო ხელი და მთელი ძალით სიმწრისაგან ძირს დაახეთქა. არავის არ მოუსწრია იმ სკამის მისი ხელიდან წართმევა. ამ დროს მარცხენა მხრიდან დაეტაკა ხელებში და წელში მისი ადვოკატი ზ----- დ--------, მარჯვენა ხელი კი ჰაერში დარჩა. ამის შემდეგ რ----- ქ-----–--ემ რომ დაინახა გაკავებული იყო, რამდენჯერმე ჩაარტყა. აღნიშნულის შემდეგ იყო მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება, აგინებდნენ ერთმანეთს. ამ დროს იზოლატო-რის თანამშრომლები შეცვივდნენ და წინააღმდეგობის გაუწევლად გაჰყვა მათ. გამოსვ-ლის შემდეგ ჰკითხეს, თუ რა მოხდა და სხვა გართულება აღარაფერი ყოფილა. ესმოდა დაკეტილი ოთახიდან რ----- ქ-----–--ე როგორ აგინებდა დედის მისამართით. ექიმისათვის მას არაფერი განუმარტავს. რაც შეეხება გამომძიებლის მიერ დარტყმას, განმარტა, რომ მოგვიანებით, როდესაც მარტო გადაიყვანეს საკანში, თავის არეში იგრძნო ტკივილი და სწორედ მაშინ გაახსენდა თუ სად დაარტყა ხელი რ----- ქ-----–--ემ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2017 წლის 4 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანე-თის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუა-ლებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებ-ლის რ----- ქ-----–--ის პატაკით დგინდება, რომ №------------ სისხლის სამართლის საქმე საქმესთან დაკავშირებით, ქუთაისის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზო-ლატორში, ბრალდების წარდგენის მიზნით, ადვოკატ ზ----- დ--------სთან ერთად შეხვ-და, ბრალდებულის სახით დაკავებულ ბ------- რ-----ის ძე ჯ-----–---–ს, რომელმაც ბრალდების წარდგენისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დააზიანა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით და-დგენილია, რომ 2017 წლის 4 აგვისტოს 13:23-13:38 საათზე, რ----- ქ-----–--ეს გაეწია სამედიცინო დახმარება და დაუდგინდა ესენციური ჰიპერტენზია (დროებითი მოთავსე-ბის იზოლატორის სამედიცინო ბარათი). 2017 წლის 4 აგვისტოს 22:08-22:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე რ----- ქ-----–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით (დროებითი მოთავსების იზოლატორის სამედიცინო ბარათი) დადგენილია, რომ მიღე-ბულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ბ------- ჯ-----–---–ს გაეწია სამედიცინო დახმარება 2017 წლის 3 აგვისტოს 02:11 სთ-ზე და დაუდგინდა მცირე ზომის ფუფხით დაფარული ნაკაწრები მარცხენა წვივზე გარეთა ზედაპირზე. 2017 წლის 4 აგვისტოს ჩაუ-ტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა: გარეგნული დათვალიერებით რაიმე ახალი დაზიანება არ აქვს. 2017 წლის 4 აგვისტოს 21:19 -21:27 საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით ბ------- ჯ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზია-ნებები ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზი-ანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბა-მება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავებისა ოქმის თანახმად, თ---–-------------–----------ში მდებარე ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2017 წლის 2 აგვისტოს 18:55 საათზე ბ------- ჯ-----–---–ი დაკავებული იქნა დეტექტივ-გამომძიებელ რ----- ქ-----–--ის მიერ, ბრალდებულის სახით.
საქმეში არსებული, 2017 წლის 19 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დად-გენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს განჩინების სა-ფუძველზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის გ--- ო----–---–ის მიერ, ი--–----------–------------ შსს დროე-ბით მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის (სამსახური) (ქ. ქუთაისი) ადმინისტრაციულ შენობაში შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული სამეთვალ-ყურეო ვიდეო კამერების 2017 წლის 4 აგვისტოს 11:30 საათიდან 15:00 საათის ჩათვლით პერიოდის ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე, რის შემდგომაც პ---–- ს--------–---–ის მიერ მოხდა ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციული შენო-ბის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების 2017 წლის 4 აგვისტოს 11:30 საათიდან 15:00 საათის პერიოდის ჩანაწერების გადაცემა, ჩანაწერები ჩაწერილია 3 ცალ DVD დისკზე, აღნიშნული დისკი დაერთო სისხლის სამართლის საქ-მეს. აღნიშნული DVD დისკები სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა მო-ნაწილეობით.
მოწმე გ--- ო----–---–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2017 წლის 5 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგე-ნილებით ირკვევა, რომ სისხილს სამართლის N------------ საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი რ----- ქ-----–--ე.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პა-ლატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ბ------- ჯ-----–----–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ. არ იზიარებს ბ------- ჯ-----–----–ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო საქმის შედეგით დაინტერესებული, დაზარალებუ-ლად ცნობილი პოლიციის თანამშრომლის - რ----- ქ-----–--ის ჩვენებას. პალატა არ იზი-არებს აღნიშნულს, რადგან არ არსებობს ამ უკანასკნელის ჩვენებაში ეჭვის შეტანის სა-ფუძველი. იგი სრულ თანხვედრაშია საქმეზე დაკითხული, შემთხვევის უშუალო თვით-მხილველის - მოწმე ზ----- დ--------ს, აგრეთვე მოწმის სახით დაკითხული დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების ჩვენებებთან, საქმეში არსებულ სასამარ-
თლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და ექსპერტის - გ-- გ----------ის ჩვენე-ბასთან.
ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ------- ჯ-----–---–ის ქმედება საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადა-კვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, დანაშაულადაა მიჩნე-ული - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხე-ლისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენო-ბაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პო-ლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით დაცული ძირითადი ინტერესი სახელმწიფო მმართველობის დად-გენილი წესია, ხოლო დამატებითი - პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომად-გენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, საკუთრება.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდას-ხმაში. თავდასხმა კი აგრესიული აქტია, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, ან ძალა-დობის მუქარა. აღნიშნული მუხლის მიხედვით თავდასხმის ობიექტი (პოლიციის მუ-შაკი თუ სხვა) თავდასხმის ადრესატი ხდება მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს, ამ მუხლის მიხედვით დანაშაულადაა მიჩნეული პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსა-ხურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდე-გობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შე-წყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.
ამ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხე-ლისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს - მისი პირადი უსაფრთხოება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის ობიექტური მხარე გა-მოიხატება - პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალა-დობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, ან აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
სუბიექტური მხრივ დამნაშავის მიზანია ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ან შეაწყვეტინოს პოლიციის მუშაკს თავისი საქმიანობა, ან შეაცვლევინოს მას ეს საქმიანობა.
კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცე-ბულებებით, კერძოდ: დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების - დ----- ხ-------ისა და გ------- კ-------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ბ------- ჯ-----–---–ს, რომელიც დაკავებული იყო ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, არც გამომ-ძიებლისა და ადვოკატის მოსვლამდე, და არც მათთან ბრალდების შესახებ დადგე-ნილების გასაცნობად გაყვანისას არ გამოუხატავს აგრესია.
მოწმის სახით დაკითხული ბ------- ჯ-----–---–ის ადვოკატი ზ----- დ--------ც ადას-ტურებს იმ გარემოებას, რომ თავდაპირველად არავითარი დაძაბულობა არ იგრძნობოდა და გამომძიებელმა გადასცა ბ------- ჯ-----–---–ს ბრალის შესახებ დადგენილება ხელ-მოსაწერად. როდესაც ამ უკანასკნელმა ხელმოწერები დაიწყო, გამომძიებელმა ჰკითხა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და თან მიუთითა ამ უკანასკნელს, რომ ერთ-ერთ გვერდზე არასწორად აწერდა ხელს. სწორედ მაშინ დაინახა, რომ ფურცლები მი-აყარა ბ-------მა სახეში გამომძიებელს და გაიგონა გამომძიებლის ხმაც ,,შენ ვის დაარტყი ბიჭო?“, თუმცა დარტყმა არ დაუნახავს.
თავად ბ------- ჯ-----–---–მა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე ს-ააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გააღიზიანა გამომძიებლის ცინი-კურმა მიმართვამ ,,ხომ არ დაეწყო ლომკები“ და ,,ხომ არ შემოაწვა ძველი და ახალი დარ-დები“.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხული ზ----- დ---------ს ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ის არ ადასტურებს გამომძიებლის მხრიდან ბ------- ჯ------–---–ისადმი შეურაცხმყოფელ მიმართვას, თუმცა ადასტურებს, რომ გამომძიებელმა ჰკითხა ბ-------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ამავდროულად მიუთთა, რომ არასწორ ადგილას აწერდა ბრალდების დადგენილებას ხელს.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნულით უმიზეზოდ განაწყენებულმა ბ------- ჯ-----–---–მა განიზრახა ხელი შეეშალა, კერძოდ შეეწყვიტა რ----- ქ-----–--ის კანონიე-რი საქმიანობა და მის მიერ რ----- ქ-----–--ისათვის ფურცლების სახეში შეყრა და სახეში ხელის გარტმა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ------- ჯ-----–---–ის მიზანი არ ყოფილა განეხორცელებინა თავდასხმა რ----- ქ------–--ის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ------- ჯ-----–---–ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირ-ველ ნაწილზე და სასჯელიც უნდა განესაზღვროს მატერიალური ნორმის სანქციის ფარ-გლებში მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნული მახასიათებ-ლების გათვალისწინებით.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბ------- ჯ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ბ------- ჯ-----–---–ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-სუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ბ------- ჯ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 3 სექტემბრიდან.
ნივთმტკიცება – სამი ცალი DVD დისკი და ორი ცალი CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სა-აპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili