განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-760-2018 წელი
№060100118002643459
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
29 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – მ------ ქ------ის,გამართლებულის – დ----- ს----–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა დ----- ს----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
დ----- ს----–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, მცხოვრები ქ. ს-----------–---------------------ში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარ-დგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
დ----- ს----–---–ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხ-ლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეთანხმებით შეცნობით შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
დ----- ს----–---–ისათვის ცნობილი იყო რა, რომ მისი მეუღლე - ნ----- ე---–----–---–ი არის შეზღუდულის შესაძლებლობის მქონე პირი (ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.03.2014 წლის გადაწყვეტილება), 2018 წლის 13 ავისტოს, დაახლოებით 17 საათზე, ქ. ს-----------–-------------------------ში მდებარე თვის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პირისა და კისრის არეში ხელის მოჭერის გზით ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შედეგადაც ნ----- ე---–----–----–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დ----- ს-----–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალ-დებაში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელიც ითხოვს დ----- ს----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუ-დგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოწმეების კ------------- ნ--------სა და გ------- ხ----–--–---ს ჩვენებებით გაირკვა, რომ დაზარალებულმა ნ----- ე---–----–---–მა განაცხადა დ----- ს----–---–ის მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან გ------- ხ----–--–---ს განმარტებით ნ----- ე---–----–---–ის დედამ ს-----–--- ე---–----–---–მა განაცხადა, რომ თავად შეესწრო მომხდარ კონფლიქტს და დაადასტურა დ----- ს----–---–ის მიერ ნ----- ე---–----–---–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. სასამართლოში დაკითხულმა სოციალურმა მუშაკმა ხ------- ს---------მ განაცხადა, რომ ნ----- ე---–----–---–მა მას უთხრა, რომ მეუღლემ დ----- ს----–---–მა ამ უკანასკნელს კისრის არეში მოუჭირა ხელი.
სააპელაციო საჩივარზე გამართლებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე ნ----- ე---–----–---–მა ისარგებლა მასთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - დ----- ს----–---–ის მიმართ.
(პირველი ინატსნციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ს-----–--- ე---–----–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მისი შვილი-შვილი ხ------- ს----–---–ს აწუხებდა კუჭ-ნაწლავი, რაზეც მამამ დ----- ს----–---–მა უთხრა, რომ ექიმი არ ჭირდებაო. ამის შემდეგ რა მოხდა დ-----სა და ნ-----ს შორის მას არ დაუნახავს და არაფერი იცის.
(პირველი ინატსნციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ ს---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის პედიატრი. მის სამუშაო უბანზე დაახლოებით სამი თვის წინ იყო ერთი თვის ბავშვი ს----–---–ი, ბრალდებულ დ. ს----–---–ის შვილი, რომლის სახელიც არ ახსოვს. დაახლოებით სამი თვის წინ მას დაურეკეს მეზობლებმა და უთხრეს, რომ დედა ბავშვიანად ქუჩაში დარბოდა, რაც შე-ატყობინა სოციალურ მუშაკს ხ------- ს---------ს. სხვა ამ საქმესთნ დაკავშირებით არა-ფერი იცის და კონფლიქტის შესახებაც არაფერი გაუგია.
(პირველი ინატსნციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამტრედიის რაიონული გაყოფილების სოციალურმა მუშაკმა ხ------- ს---------მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს მას დაუკავშირდა უბნის ექიმი მ------ ს--------- და აცნობა, რომ დაუკავშირდნენ მეზობლები და შეატყობინეს, რომ ოჯახში იყო კონფლიქტური სიტუაცია, დ----- ს----–---–მა ნ-----, დედასთან და მცირეწლოვან შვილთნ ერთდ გამოყარა სახლიდან და ითხოვა შეეტყობინებინა პოლი-ციისთვის. მან დარეკა სამტრედიის რაიონული სამმართველოს სამორიგეოში.
(პირველი ინატსნციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ---------- შ---------ემ ჩვენების მიცემისას განაცხად, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს იყო მორიგე. დახლოებით 22 საათის შემდეგ დაუკავშირდა მორიგე და უთხრა, რომ იყო გამოძახება ნ---------------------ში. მისვლისას ადგილზე დახვდათ დ. ს----–---–ი, რომელიც იყო მთვრალი და მისგან ვერაფერი გაიგეს. დაინახეს, რომ სახლის მისაღებ ოთახში დივანს ეკიდა ცეცხლი, იყო კვამლიც. მათ გამოიძახეს სახანძრო, შევიდნენ სახლში, გამოიტანეს ცეცხლმოკიდებული დივანი და ჩააქრეს ონკანზე. სხვა ოჯახის წევრი სახლში იმ დროს არ იყო. ამის შემდეგ მოვიდა გამომძიებელი კ. ნ-------- და დააკავა დ. ს----–---–ი ოჯახური კონფლიქტის გამო. მას პირადად არც დ. ს----–---–ის ოჯახის წევრები უნახავს და არც რაიმე კონფლიქტს შესწრებია.
(პირველი ინატსნციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამტრედიის რაიონული სამმართელოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა კ------------- ნ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს იყო მორიგე. სამორი-გეო ნაწილში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძა-ლადიობის ფაქტზე. მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმის სახით გამოკითხა ნ. ე---–----–---–ი და მისი ჩვენების საფუძველზე დააკავა დ. ს----–---–ი, დანიშნა ექსპერტიზა, ბრალი წარუდგინა დ. ს----–---–ს და დაკითხა იგი ბრალდებუ-ლის სახით.
(პირველი ინატსნციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 15 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქ-მით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ს-----------–-------------------------ში და წარმოადგენს ნ----- ე---–----–---–ის საცხოვრებელ სახლს. სახლი არის ორსართულიანი კაპიტალური ნაშენი, სახლი გადახურულია შიფერით. სახლის წინა ეზოში მარცხენა მხარეს დევს ყავისფერი ფერის ნახევრად დამწვარ მდგომარეობაში არსებული სავარძელი ტახტი. პირველ სართულზე არის ოთხი ოთახი, საძინებლები, სამზარეულო და ზალის ოთახი, სახლის პირველ სართულზე შევდივართ ერთფრთიანი ხის კარების გავლით და შევდივართ ზალის ოთახში, მოწმე ნ----- ე---–----–---–მა ხე-ლით მიუთითა ის ადგილი ზალისა და სამზარეულოს ოთახის გასასვლელი კარებიდან სადაც მისმა მეუღლემ დ----- ს----–---–მა 2018 წლის 13 აგვისტოს ძლიერად მოუჭირა ხელი კისრის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემთხვევის ადგილის დათვა-ლიერების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე საგანი ან ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
(ს.ფ. 31–37)
საქმეში არსებული, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განა-ჩენის თანახმად დ----- ს----–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
(ს.ფ.50-58)
საქმეში არსებული, ხობის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვე-ტილების თანახმად, ნ----- ე---–----–---–ი, დაბადებული 1989 წლის 08 თებერვალს, პი-რადი №-----------, აღიარებული იქნა ქმედუუნაროდ.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირ-ველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას დ----- ს----–---–ის უდანაშა-ულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა დ----- ს----–---–ის მიერ ნ. ე---–----–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში და შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუ-დი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმე (დაზარალებულმა) ნ------ ე---–----–---–მა ისარგებლა მაისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლე-ბით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის – დ----- ს----–---–ის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სა-მართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დ----- ს----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრა-ლდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ----- ს----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენაში, არ არსებობს სახელმ-წიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დ----- ს----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი დ----- ს----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
დ----- ს----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდ-გენილ ბრალდებაში.
დ----- ს----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.
განემარტოს გამართლებულ დ----- ს----–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენე-ბული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili