განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-275-2018 წელი
№080100117002079660
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
30 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – გ--- დ--------–--ის,ადვოკატების – ი-----–- შ-----–--ს, თ---------- მ----ს,მსჯავრდებულების – ა------ ტ------ის, შ---- თ---------ისა და ვ-–-------- ფ------–--ის მო-ნაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ა------ ტ------ის, შ---- თ---------ისა და ვ-–-------- ფ------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა------ ტ------ე, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები წ---–--------------------------–--------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და შეფარდებული აქვს თავი-სუფლების აღკვეთა 09 (ცხრა ) წლის ვადით.
შ---- თ---------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. ქ-------–--------------–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ქ-------–-------------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ვ-–-------- ფ------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–----------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვე-პუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწი-ლით, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებ-ლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარ-თველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანო-ებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმ-ძღვანე-ლობისა და წარმომადგენლობის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
ა------ ტ------ეს და შ---- თ---------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედოთ ყაჩა-ღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისა-კუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალა-დობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არა-ერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
ვ-–-------- ფ------–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძა-ლადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
– საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის;
– ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისა და მოყვანისათვის.
ა------ ტ------ის, შ---- თ---------ისა და ვ-–-------- ფ------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაუ-ლებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 ივნისს დაახლოებით 10:15 საათზე სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ა------ ტ------ე, ვ-–-------- ფ------–--ე და შ---- თ---------ე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუ-----–-----------------------ში განთავსებული სასურსათო მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ლ---- მ----–--ეს და გ------- მ------ეს. თავდამსხმელებმა მართლსა-წინააღმდეგოდ მიისაკუთრეს სს „ნ-------------–----ის“ კუთვნილი 101 442,50 ლარი და კომ-პანიის მფლობელობაში არსებული ავტომაქანა „რენო-კლიო“ სახელმწიფო ნომრით V--------, ღირებულებით 2890 ლარად.
ვ-–-------- ფ------–--ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღ-მდეგოდ შეიძინა და შეინახა 9მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის „ПМ“ ერთი ცალი მჭიდი და საბძოლო მასალა - 08 ცალი ვაზნა. რაც 2017 წლის 22 ივნისს ამოღებული იქნა ვ-–-------- ფ------–--ის საცხოვრებელი სახლიდან.
ვ-–-------- ფ------–--ემ უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) წონით 46,67 გრ, რომელიც ამოღებული იქნა 2017 წლის 22 ივნისს ქ-------–-----------------------------ში მდებარე ვ-–-------- ფ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკი-სას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გა-ასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ა------ ტ------ემ, შ---- თ---------ემ და ვ-–-------- ფ-------–--ემ.
აპელანტი, მსჯავრდებული ა------ ტ------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ შემ-თხვევის ადგილი არ იყო სათანადოდ დაცული, რაც არ გამორიცხავს მტკიცებულებათა პირვანდელი მდგომარეობის შეცვლის საფრთხეს ან განადგურებას. დათვალიარებისას ასე-ვე მოხდა მტკიცებულებათა გადაადგილება, დანაშაულის შესახებ შეტყობინება და შემ-თხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების დროები არ არიან ერთმანეთთან თან-ხვედრაში, ყველაფერი ეს კი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის დაუშვებლად ცნობის უდაო საფუძველია.
გამომძიებელი დ----- კ--------ე არ იყო უფლებამოსილი რათა ეწარმოებინა რაიმე საგამო-ძიებო მოქმედებები, რის გამოც მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებული ყველა საგამო-ძიებო მოქმედება და მის მიერ შედგენილი ყველა საპროცესო დოკუმენტი დაუშვებელი მტკიცებულებაა.
უკანონოდ მოხდა ავტომობილის ვიდეორეგისტრატორიდან ამოღებული ინფორმაციის გა-დატანა დისკზე. ასევე არანაირი საექსპერტო კევლევა არ ჩატარებულა შემთხვევის ადგი-ლიდან ამოღებულ ჩიპზე, რომელიც წარმოადგენის ინფორმაციის პირველწყაროს და ერთ–ერთ ძირითად მტკიცებცულებას.
უკანონოა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც, რადგან არც დისკზე ფაილების ჩაწე-რისას, არც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნისას და ჩატარებისას არ ფიქსირდება დისკზე დატანილი რაიმე უნიკალცური კოდი.
ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა კანონის დარღვევით, რადგან შესადარებელი ნი-მუშები მოპოვებული იყო კანონის დარღვევით, იძულების წესით სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ასევე დარღვეული იქნა ნიმუშების შენახვის პირობები, რადგან შესანახ კონტეინერებს ლუქები არ გააჩნია, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული მტკიცე-ბულებები არის უკანონო.
აპელანტი, მსჯავრდებული შ---- თ---------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამამათრლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ შემთხვევის ადგილი არ იყო სათანადოდ დაცული, რაც არ გამორიცხავს მტკიცებულებათა პირვანდელი მდგომარეობის შეცვლის საფრთხეს ან განადგურებას. დათვალიარებისას ასევე მოხდა მტკიცებულებათა გადაადგილება, დანაშაულის შესახებ შეტყობინება და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების დროები არ არიან ერთმანეთთან თანხვედრაში, ყველაფერი ეს კი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის დაუშვებლად ცნობის უდაო საფუძველია.
გამომძიებელი დ----- კ--------ე არ იყო უფლებამოსილი რათა ეწარმოებინა რაიმე საგამო-ძიებო მოქმედებები, რის გამოც მის მიერ მოცემულ საქმეზე ჩატარებული ყველა საგამო-ძიებო მოქმედება და მის მიერ შედგენილი ყველა საპროცესო დოკუმენტი დაუშვებელი მტკიცებულებაა.
უკანონოდ მოხდა ავტომობილის ვიდეორეგისტრატორიდან ამოღებული ინფორმაციის გა-დატანა დისკზე. ასევე არანაირი საექსპერტო კევლევა არ ჩატარებულა შემთხვევის ადგი-ლიდან ამოღებულ ჩიპზე, რომელიც წარმოადგენის ინფორმაციის პირველწყაროს და ერთ–ერთ ძირითად მტკიცებცულებას.
უკანონოა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც, რადგან არც დისკზე ფაილების ჩაწე-რისას, არც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნისას და ჩატარებისას არ ფიქსირდება დისკზე დატანილი რაიმე უნიკალცური კოდი.
ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა კანონის დარღვევით, რადგან შესადარებელი ნი-მუშები მოპოვებული იყო კანონის დარღვევით, იძულების წესით სასამართლოს განჩი-ნების საფუძველზე. ასევე დარღვეული იქნა ნიმუშების შენახვის პირობები, რადგან შესანახ კონტეინერებს ლუქები არ გააჩნია, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული მტკიცე-ბულებები არის უკანონო.
აპელანტი, მსჯავრდებული ვ-–-------- ფ------–--ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ა------ ტ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი-----–- შ-----–--ს, რომლებიც ითხოვენ ა------ ტ------ის მიმართ გამამართლებელი განა-ჩენის გამოტანას.
– აპელანტს, მსჯავრდებულ შ---- თ---------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს თ---------- მესხს, რომლებიც ითხოვენ შ---- თ---------ის მიმართ გამამართლებელი განა-ჩენის გამოტანას.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ვ-–-------- ფ------–--ეს, რომელიც ითხოვს მის მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ გ--- დ--------–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლე-ლად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის, სს „ნ-------------–----ის“ წარმომადგენელ ი-----–- შ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი დაზარალებული კომპანიის „ნ-------------–----ის“ წარმომადგენელია დასავლეთ საქართველოში, ეწევა მენეჯერულ საქმიანობას და შესაბამისად ამ კუთხით მას ურთიერ-თობა უწევს პოლიციასთან და საგამოძებო სამსახურებთან. 2017 წლის 19 ივნისს მოხდა ყა-ჩაღობა, რა დროსაც გაიტაცეს ინკასირებული თანხა, ამავდროულად გაიტაცეს მათი ავტო-მანქანა, რომელიც მათ მოქ. ნიკოლოზ მელაძისაგან ჰყავდათ აყვანილი. ავტომანქანა აღ-ჭურვილი იყო ვიდეო-რეგისტრატორით, რომელიც აწარმოებდა წინ და უკან ჩაწერას. ამ კამერის ხარვეზი ისაა, რომ როდესაც ელემენტი ჯდება ის თავიდან იწყებს თარიღის ჩვე-ნებას. იმ თარიღის დარეგისტრირებას რომელიც გამოშვების თარიღია და არა იმ თარი-ღისას რა თარიღითაც რეალურად ხდებოდა იმ დროს ჩაწერა. მათი საქმიანობის სფეროა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები. აპარატებში შედის ნაღდი ფული, რომლის ინკასირებას შემ-დეგ ისინი ახდენენ. მას მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა ლ---- მ----–--ემ, იმ დროი-სათვის ინკასატორებს შესრულებული ჰქონდათ 42 ინკასაცია და თანხა მანქანაში იდო, თანხის ოდენობა წარმოადგენდა 101 442 ლარს და 50 თეთრს, ხოლო მანქანის ღირებულება შეადგენდა 2890 ლარს. რაც შეეხება თანხის ოდენობას იგი ელექტრონულად ხედავს, რომე-ლიც სერვერზე ინახება და მარტივად შეიძლება მისი გადამოწმება. როცა გაინკასირდება აპარატში ინახება ინფორმაცია რა თანხაზე მოხდა ამ აპარატიდან გაინკასირება. მოწმის განმარტებით აღნიშნული თანხა არის უზუსტესი და მასში ეჭვის შეტანა გამორიცხულია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გამოძიებაში ჩვენების მიცემის შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ ამოღებული იყო ვიდეოკამერა, წარმოადგინეს განჩინება, რომ ვიდეოკამერიდან მომხ-დარიყო მათთვის საინტერესო ინფორმაციის ამოღება. მოხდა ამ ვიდეომასალის ინფორმა-ციის გადატანა დისკებზე, ვიდეოკამერა დალუქული იყო, როდესაც დისკზე გადმოიტანეს ისევე დალუქეს და ხელი მოაწერეს. ამ მოქმედებას მასთან ერთად ესწრებოდა ზ------ ხ----–------ე, რომელიც მათი კომპანიის თანამშრომელია და აღნიშნული საკითხებით არის და-კავებული და ზოგადად ტექნიკურ საკითხებს კურირებს. აღნიშნული კამერები ყველა მან-ქანაში აქვთ დამონტაჟებული რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი გაუგებრობა. ეს ინკასატორების თხოვნაც იყო, კამერა იღებს როგორც შიგნით ასევე გარე პერიმეტრსაც. კამერა იწერს ორი დღის მანძილზე, არის 64 გეგაბაიტის ჩიპი, რომელ ჩიპზეც ინახება მხო-ლოდ ორი დღის მეხსიერება, ორი დღის შემდეგ წინა დღეებს ავტომატურად შლის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა გ------- მ------ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს სს „ნ-------------–----ის“ კომპანიაში ინკასატორად. 2017 წლის 19 ივნისს სამუშაო დღე დაიწყეს ჩვეულებრივად, ის არის მძღოლი ინკასატორი, ხოლო მასთან ერთად იმყოფებოდა და მის გვერდით იჯდა ინკასატორი ლ---- მ----–--ე. გავიდნენ დილის 10-ის 20 წუთზე, დაიწყეს რუსთაველის ქუ-ჩიდან, შემდეგ გავიდნენ გრიშაშვილის ქუ--ზე, შემდეგ ნინოშვილის ბაზართან, შემდეგ გაიარეს აღმაშენებლის გამზირი, ჩავიდნენ „ბალახვანში“, გაიარეს წერეთლის გამზირი, არ-ხის ქუჩით გადავიდნენ ნიკეაზე, შემდეგ ავიდნენ „საღორიის“ ტერიტორიაზე, შემდეგ გა-ვიდნენ რკინიგზის საავადმყოფოსთან, იქედან ავიდნენ „საფიჩხიაზე“, შემდეგ კი მივიდნენ იმ ადგილას სადაც შემთხვევა მოხდა, ესაა 2------------------, როდესაც მანქანა გააჩერეს იგი დარჩა მანქანაში, ხოლო მანქანიდან გადავიდა ლ---- მ----–--ე, უცებ რამდენიმე წამში მას უკან გვერდითა მხრიდან რაღაც მოედო თავზე, როდესაც ინსტიქტურად მოიხედა დაი-ნახა „მაკაროვის“ ტიპის იარაღი, როდესაც ლ----ისკენ გაიხედა დაინახა, რომ იგი უკვე ძირს იყო დაწოლილი და თავზე ადგა პიროვნება, რომელსაც ხელში ავტომატური იარაღი ეჭირა, მასთან მდგომმა პიროვნებამ გააფრთხილა, რომ ხმა არ ამოეღო თორემ მოკლავდა, მოვიდა მესამე პიროვნებაც, რომელმაც უთხრა, რომ გადმოსულიყო მანქანიდან, როდესაც გადმოვიდა ჯიბეებზე მოუსვეს ხელი, ამოუღეს ტელეფონი, ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდ-ნენ. მოწმის განმარტებით მასთან მყოფ პიროვნებას თეთრი ნიღაბი ეკეთა და შავი ტანსაც-მელი ეცვა. ლ----თან მყოფ პიროვნებას ასევე მუქი ტანსაცმელი ეცვა და ნიღაბი მასაც ეკე-თა, ასევე ქუდიც ეხურა, რაც შეეხება მესამე პიროვნებას მისი დანახვა კარგად ვერ მოასწრო, მასაც მუქი ტანსაცმელი ეცვა, ის შემდეგ მოვიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ია-რაღი მასაც ეჭირა ხელში, როდესაც დაემუქრნენ შიში განიცადა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ინკასაციას აწარმოებდნენ „რენოს“ მარკის ავტომანქანით, ავტომობილი კომპანიის მფლობელობაში იყო. ინკასატორებმა ადგილები სადაც უნდა მისულიყვნენ იცოდნენ, მაგ-რამ თანხის ოდენობა მისთვის უცნობი იყო. თანხა ამოღებული იყო 42 აპარატიდან, კონ-კრეტულად თანხის ოდენობა მისთვის უცნობია, მაგრამ იცის, რომ თანხა დიდი ოდენობით ქონდათ ამოღებული. მანქანაში ქონდა ასევე მისი პირადი ნივთები, ასევე ავტომანქანაში იყო ვიდეო-რეგიტრატორი, რომელიც წინა მინაზე იყო დამონტაჟებული და უფროსი ამ ვიდეო-რეგიტრატორით ამოწმებდა მათ მუშაობას. ვიდეოჩაწერა ხდებოდა ყოველდღი-ურად. მოწმის განმარტებით მომხდარიდან დაახლოებით 15 წამში დარეკა პოლიციაში ლ---- მ----–--ემ, პოლიცია მოვიდა დაახლოებით 2 წუთში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა ლ---- მ----–--ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობდა სს „ნ-------------–----ის“ კომპანიაში ინკასატორად. მუშაობას იწყებდნენ დილის 9 საათზე, ამთავრებდნენ საღამოს 6-ზე. მუშაობა დაიწყეს რუსთაველის ქუჩიდან, ინკასირებას აკეთებდა თვითონ, ხოლო ავტომანქანას მართავდა გ------- მ------ე, ბოლოს ავიდნენ „საფიჩხიაზე“, საფიჩხიის ცენტრში ისინი გადავიდნენ 2---------------------- მაღაზიასთან სადაც დგას აპარატი. ამ დროს ინკასირებას აკეთებდა თვითონ, ჩავიდა გასაღებით, გახსნა აპარატი, რა დროსაც იგრძნო რომ მარჯვენა მხართან რაღაც მიებჯინა, როდესაც მოიხედა დაინახა ავტომატის ლულა და შავებში ჩაცმული პიროვნება ნიღბით, ასევე ქუდით, რომელმაც უბრძანა რომ დაწოლილიყო ძირს, თორემ მოკლავდა. მას შეეშინდა და დაწვა, რამდენიმე წუთში გაიგონა ძახილი „ჩაჯექით წავედითო“. როდესაც თავი მოაბრუნა დაინახა რომ მანქანაში მარჯვენა მხრიდან ჯდებოდა ორი პიროვნება, ხოლო მესამე პიროვნება იჯდა მძღოლის მხარეს სა-ჭესთან. როდესაც მანქანა დაიძრა იგი იმყოფებოდა დაწოლილ მდგომარეობაში. დაზარა-ლებულმა განმარტა, რომ პიროვნება რომელმაც იარაღი მიადო იყო დაახლეობით ერთი მე-ტრი და სამოცდაათი სანტიმეტრი სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, დაახლოებით 30 წელზე მეტი ასაკის პიროვნება, ეკეთა შავი ფერის ნიღაბი და ეხურა შავი ფერის კეპი. მეორე პი-როვნებაც ასევე შავებში იყო ჩაცმული და მასაც შავი ნიღაბი და შავი კეპი ეხურა. რაც შეე-ხება მესამე პიროვნებას ის დაინახა როდესაც ეს ორი პირი ჯდებოდა მანქანაში, მესამე პი-როვნება უკვე იჯდა საჭესთან და იგი ვიზუალურად უკანა მხრიდან დაინახა. მათ შორის არავითარი საუბარი არ ყოფილა, უთხრა „დაწექი თორემ მოგკლავო“ - შეეშინდა და დაწვა. მეორე პიროვნებამ დაიძახა - წავიდეთო, მესამე პიროვნება იჯდა საჭესთან. დაზარალე-ბულმა ასევე განმარტა, რომ იგი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, კარგად ერკვევა იარა-ღებში დ იცის, რომ აღნიშნული იარაღი იყო რუსული „აკმ-ის“ ავტომატი მოკლე ლულით. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა რომ ავტომაქამაში ჰქონდათ დამონტაჟებული ვიდეო-რე-გისტრატორი, რომელიც შიგნით სარკეზე იყო დამაგრებული, ასევე საინფორმაციო დაფის ქვეშ დამონტაჟებული ჰქონდათ „ჯი-პი-ეს“-ი, რომელიც გადაადგილებს მარშუტს აფიქსი-რებდა. იგი დაესწრო ამოღებას, რა დროსაც ამოღებული იქნა შავი კეპი, რომელიც ერთ-ერთ თავდამსხმელს დაუვარდა. ყოველივე ამის შემდეგ დარეკა 112-ზე, საპატრულოს შემდეგ დაურეკა მის ხელმძღვანელს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ა-–--–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობზე. მოწმის განმარტებით 2017 წლის 19 ივნისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სს „ნ-------------–----ის“ ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი და შე-საბამისად ქუთაისის საქალაქო სასმართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინების საფუძველ-ზე მოხდა მოქ. შ---- თ---------ის დაკავება. აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ პო-ლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დ----- კ--------ე, ალექსანდრე ბა-სილაია, ასევე განსაკუთრებულ საქმეთა დავალების თანამშრომლები. მოქ. შ---- თ----------ის დაკავება მოხდა ქ.ქ-------–----------------------------------------------ში, ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, დაკავებისას მას ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაუწევია, ოქმი ად-გილზე შეადგინა დ----- კ--------ემ, დაკავებულ პირს გაეცნო თავისი უფლება მოვალეო-ბები. დაკავების შემდეგ მოხდა შ---- თ---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონ-საწინააღმდეგო ნივთი აღმოჩენილი არ ყოფილა. პირადი ჩხრეკის ოქმი გაეცნო შ---- თ----------ეს, რომელსაც მან ხელი არ მოაწერა და არც მიზეზი დაუსახელებია. ვიზუალური დათვალიერებისას შ---- თ---------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით, რომელიც მისი განმარტებით მიიღო ორი დღის წინ ტყეში ქვეითად სიარულის დროს, ტერიტორია არ დაუკონკრეტებია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ლ-------–---მა აჩვენა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართვე-ლოს პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილედ. მოწმის განმარტებით 2017 წლის 19 ივნისს შევიდა შეტყობინება ქ-------–----------- ქუ--ზე სს „ნ-------------–----ის“ ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე, იგი დაუყოვნებლივ გაემართა შემთხვევის ადგილი-საკენ, გამოკითხეს დაზარალებულები, რომელთა ინფორმაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ ოპერტიული ჯგუფის ნაწილი წასულიყო ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ნაწილი კი საფიჩხიის მიმართულებით, თვითონ იგი გ--–- ჭ--–--ესთან და ბ---- ბ-----ესთან ერ-თად გაემართა ჭახათა-წყალწითელის მიმართულებით. სოფელ გ---------ისა და ქუთაისის გასაყარზე შენიშნეს ლურჯო ფერის „რენაულტის“ მარკის ავტომობილი, მაქანას კარები დაკეტილი ჰქონდა, ფანჯრები ჩამოწეული, იგი ხელის რადიოსადგურით დაუკავშირდა განყოფილებას, რომ შესაბამისი სამსახური და საგამოძიებო ჯგუფები მოსულიყვნენ. თვი-თონ დაიცვეს შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით ჯგუფის მიერ დადგენილი იქნა ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირთა ვინაობები, რის შემდეგ კი უკვე დადგენილი იქნა მათი საცხოვრებელი მისამართებიც.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ--------–----მ აჩვენა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლი-ციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მო-ნაწილეობა მიიღო ა------ ტ------ის დაკავებაში, რომელიც განხორციელდა 2017 წლის 21 ივნისს, მასთან ერთად ა------ ტ------ის დაკავებაში მონაწილეობდნენ ი-----–- ხ-----, რ------ ნ-–------ე და იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომ-ლები. ა------ ტ------ის დაკავება მოხდა წყალტუბოს რაიონ სოფელ გ------ში გვიან ღამით, მისი საცხოვრებელი სახლის საძინებელში. რადგან აღნიშნულ საქმეში ფიგურირებდა ცეცხლსასროლი იარაღები, ამიტომ დაკავებაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურად გაწრ-თვნილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ა------ ტ-------ეს დაკავებისას გაეცნო მისი უფლებები. შეთავაზებული იქნა, რომ გაცნობოდა მისი დაკა-ვების განჩინებას, რაზედაც უარი განაცხადა. ა------ ტ------ეს ჩაუტრადა პირადი ჩხრეკა, რის შემდეგ ა------ ტ------ე გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ----- ნ-–------ემ ანალოგიური დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო-ში ჩვენების მიცემისას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ------ მ-------–---–მა აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოწმის განმარტებით მან მონაწილეობა მიიღო ვიდეორეგისტრატორის დათვალიერებასა და ვ-–-------- ფ-------–--ის დაკავებაში. მოწმემ აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერის გადატანა მოხდა დისკზე და რის შემდგომ მოახდინა დისკის დათვალიერება სხვა თანამშრომლებთან ერთად. აღნიშნულ დათვალიერებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ დ----- კ--------ე, უ–---- კ-----ე, მ------- კ------, ზ---- ჟ----–---–---ი. დისკი იყო დალუქულ მდგომარეობაში, იგი გაიხსნა და სამსახურის ერთ-ერთ კომპიუტერზე მოხდა მისი ჩვენება. ეკრანზე გამოჩნდა ორი კამერის ჩანაწერი, ერთი რომლითაც წინა მხარე ჩანდა, ხოლო მეორე კამერა აჩვენებდა სალონს. აღ-ნიშნულ ჩანაწერის ბოლოს ფიქსირდება უშუალოდ მომხდარი ფაქტი, საფიჩხიის ცენტრში, 2------ის ქუ--ზე. ჩანაწერში ჩანს თუ როგორ გადადის „ერთ-ერთი ინკასატორი სავარაუ-დოდ ბანკომატიდან ინკასაციის გასაკეთებლად, ამ დროს მძღოლის მხრიდან მოდის ერთ-ერთი პირი, რომელიც ეუბნება მძღოლს რომ „თავი არ დაიღუპოს და გადმოვიდეს მანქანი-დან“, მძღოლი გადმოდის მანქანიდან. მანქანაში ჯდება აღნიშნული პიროვნება. შიგნითა კამერა აჩვენებს, რომ უკანა გზას ჭრის ერთი პიროვნება, რომელსაც ავტომატი აქვს ხელში, მიდის ავტომანქანასთან და ჯდება ავტომანქანის უკანა სალონში, ასევე მესამე პირიც ჯდება ავტომანქანაში, სახეზე უკეთიათ ე.წ „მასკები“ ქოქავენ ავტომანქანას და მიდიან გ--–-თის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ გადიან ჭახათის გზაზე, ეტყობა ასფალტიანი გზიდან გადადიან ქვიშიან გზაზე, შემდეგ ჩანს ტრიალი მინდორი, აღნიშნული პირები ტოვებენ მანქანას და გადმოდიან ავტომანქანიდან. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც აღნიშნული პი-რები მანქანაში ჩასხდნენ მათ მოიხსნეს „მასკები“ და აშკარად გამოჩნდა მძღოლის გვერდით მჯდომი პიროვნება შ---- თ---------ე, რომელიც მან პირადად ამოიცნო, ხოლო მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი პიროვნება აღმოჩნდა ა------ ტ------ე, რომელიც უ–---- კ-----ემ ამოიცნო. მოგვიანებით კადრში ჩანს ვ-–-------- ფ------–--ე. მოწმის განმარტებით იგი წლებია საფიჩხიაშია უბნის ინსპექტორად, შესაბამისად იცნობს ოპერატიულად საინ-ტერესო პიროვნებებს. ვ-–-------- ფ------–--ე მისი უბნის მაცხოვრებელია, აქედან გამომ-დინარე იცნობს შ---- თ---------ესაც. მან ვერ იცნო უკანა სალონში მჯდომი პიროვნება, რო-მელიც როგორც შემდეგ გაირკვა აღმოჩნდა ა------ ტ------ე. ვიდეოფირის ჩვენების შემდეგ მოხდა მისი დალუქვა. მოწმის განმარტებით ვ-–-------- ფ------–--ის დაკავება მოხდა 2017 წლის 21 ივნისს, ქ.ქ-------–-------------------ში, საღამოს 11-12 საათზე აღნიშნულ დაკავე-ბაში მონაწილეობდნენ ბ------- კ--------ე და გ------- კ-----ე. ვ-–-------- ფ------–--ეს წი-ნააღმდეგობა არ გაუწევია, მისი თანხმობით მოხდა პირადი ჩხრეკა. სახლის ჩხრეკის დროს მეორე სართულზე ე.წ „სპალნაში“, სავარაუდოდ მის საძინებელში, კარადიდან ამოღებული იქნა „მაკაროვის“ ან შესაძლოა სხვა იარაღის ე.წ „აბოიმა“ 8 ცალი ტყვიით, ხოლო პირველ სართულზე მაგიდის სათავსოდან ამოღებული იქნა კეპი, ხოლო ეზოში ბეტონის ბლოკის ბოლოდან ამოღებული იქნა „მარიხუანა“. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დადგენილების საფუძველზე, სახლის ჩხრეკას ატარებდა პირველი განყოფილების გამომძიებელი შ--–--------ე. აღნიშნულ ფაქტზე შედგა როგორც ჩხრეკის, ასევე ამოღების ოქმები. ამოღებული ნივთები დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ---- ტ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი გამომძიებელია, მას დაევალა ყაჩა-ღური გზით გატაცებული ავტომანქანისა და ადგილმდებარეობის დათვალიერება, აღნიშ-ნული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა 2017 წლის 19 ივნისს, მათ მიიღეს შეტყო-ბინება, რომ გადაცემული ავტომანქანა იმყოფებოდა ე.წ „ჭახათის“ დასახლების ბოლოს, მდინარე წყალწითელას ნაპირზე. მასთან ერთად აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ექსპერტი გ--- ხ------ და ო-–-- ს-----ე, კინოლოგი ი---- მ----–----–--ე, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ნ--- ქ------–---–ი და ვ------- ა-------ი. ავტომანქანა იყო ორკარიანი, კარებები გარდა საბარგულისა იყო მოხურული, მინები ჩამოწეული, ავტო-მანქანაში დასაქოქ მექანიზმზე გასაღებიც კი იყო ჩარჩენილი და მაგნიტაფონიც იყო დაბალ ხმაზე ჩართული. ავტომანქანას ვიზუალური დათვალიერებით რაიმე შეჯახების კვალი არ ეტყობოდა, საბურავები ოთხივე იყო მწყობრში. ავტომანქანის დათვალიერება შემდგომ გა-ნახორციელეს ექსპერტებმა. ავტომანაში იყო სხვადასხვა სახის ნივთები მიმოფანტული, ხოლო მანქანის მარჯვენა სავარძლის ე.წ „კოვიორზე“ ეგდო ვიდეორეგისტრატორი, რომე-ლიც ვიზუალური დათვალიერებით ჩანდა, რომ წინა მანქანის საქარე მინაზე დამაგრებული სადგამიდან იყო ჩამოვარდნილი. ეს იყო ოთხკუთხედი ფორმის შავი მონიტორი, გვერდით ჰქონდა ჭრილი, სადაც ეწერა „მიკრო“, რომელშიც ჩასმული იყო მიკრო ჩიპი. აღნიშნული ვიდეორეგისტრატორი თავის ჩიპთან ერთად ერთ პაკეტად იქნა ამოღებული და დაილუქა. ამის შემდეგ მოხდა ნივთების თანდათანობით ამოღება. ეს ნივთები იყო შავი ფერის „გუჩის“ ფირმის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული იყო გ------- მ------ის სახელზე არსებული პირადობის მოწმობა, ასევე მართვის მოწმობა და სხვადასხვა დოკუმენტები, აქვე ეგდო ვერცხლისფერკორპუსიანი აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, აღნიშნული ნივთები დაილუქა ერთ პაკეტად. ექსპერტების მიერ მოხდა მანქანის სპეციალური ფხვნილით დამუშავება. ამავე დროს ხდებოდა კინოლოგის მიერ თავისი მოვალეობების შესრულება, წინა და უკანა სავარძელზე დაყრილი იქნა ნახშირი, რაც 05 წუთის შემდეგ ექსპერტის მიერ იქნა აღებული და მოთავსებული სპეციალურ ცალ-ცალკე ქილებში, რის შემდეგ სპეცია-ლურად გაწვრთნილი ძაღლის „ბორას“ მიერ იქნა დაყნოსილი თითოეული ქილა, რის შემდეგ ძაღლი წყალწითელისაკენ გაიქცა, მაგრამ წყალში აღარ შესულა და ისევ უკან გამობ-რუნდა. შემდეგ ექსპერტების მიერ აღებული იქნა მიკრო ნაწილაკები, ნაწილი აღებული იქნა წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლიდან, როგორც საჯდომი ასევე საზურგიდან. სულ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აღებული იქნა 12 პაკეტი, სუნის კვლები ცალ-ცალკე მოთა-ვსდა, თუმცა ერთად დაილუქა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე უ–---- კ-----ემ აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის პოლიციის მესამე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მონაწილეობდა ვიდეო-რეგისტრატო-რიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერის დათავლიერებაში, რომელიც უკავშირდებოდა შპს „ნ-------------–----ზე“ ყაჩარურ თავდასხმას. მოწმის განმარტებით 2017 წლის 19 ივნისს სამ-სახურში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. გატარებული ღონის-ძიებების შედეგად დადგენილი იქნა, რომ თავდასხმის შედეგად გატაცებული იყო „რენოს“ მარკის ავტომობილი, რომელშიდაც ჩამონტაჟებული იყო ვიდეო-რეგისტრატორი, რომელ-საც ე.წ. ორი თვალი ჰქონდა. ერთი თვალი იღებდა ავტომანქანის სალონის შიდა ნაწილს, ხოლო მეორე იღებდა გარე ნაწილს. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ინახებოდა ვიდეორეგის-ტრატორის ჩიპზე, რომლის ამოღებაც განხორციელდა. მან მონაწილეობა მიიღო ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერებაში, მასთან ერთად აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერებაში მო-ნაწილეობდენენ ჟ----–---–---ი, მ-------–---–ი და კ------, ხოლო ოქმი დათვალიერების შემდეგ შეადგინა გამომძიებელმა დ----- კ--------ემ. მოწმის განმარტებით აღნიშნულ ჩა-ნაწერზე სრულად იყო ასახული მომხდარი ყაჩაღური ფაქტის ყველა დეტალი, კერძოდ ვი-დეოჩანაწერი იწყება ინკასატორების მიერ ქ.ქუთაისის სხვადასხვა უბნებში არსებული აპა-რატების ინკასირებით, შემდეგ ადიან საფიჩხიაზე, იქიდან 2------ის ქუ--ზე მაღაზიასთან ჩერდება ავტომანქანა, იქვე მდებარე აპარატის ინკასაციისათვის. საჭესთან იჯდა ინკასა-ტორი მ------ე, ხოლო გვერდით მ----–--ე უჯდა, როდესაც მ----–--ე ჩავიდა მანქანიდან ამ დროს გამოჩნდა ნიღბიანი პიროვნება პისტოლეტით ხელში, მივიდა მძღოლთან, ასევე გა-მოჩნდა მეორე ნიღბიანი პიროვნება რომელიც მძღოლთან მივიდა, ისმის ხმები „თავი არ დაიღუპო“, „ხელები ასწიე“. მძღოლი ხელებაწეული გადმოიყვანეს მანქანიდან, უცებ ჩასხ-დნენ მანქანაში, ისმის ხმები „წავდით, წავედით“. მანქანის სალონში ერთ-ერთი ნიღბიანი „კალაშნიკოვით“ ხელში გადაჯდა უკანა სავარძელში, ხოლო ორნი წინ დაჯდნენ. ავტომან-ქანამ გააგრძელა გზა გ--–-თის ქუჩის მიმართულებით. უკან მჯდომმა პიროვნებამ მოიძრო ნიღაბი და ინკასაციის ცელოფანი გადააწოდა წინ და ერთად მოათავსა წარწერებიან ჩანთა-ში. ამის შემდეგ მძღოლის გვერდით მჯდომიც იძრობს ნიღაბს, ისმის ხმები „ხომ არ ვიკა-ტაოთ, წავიდეთ ჭახათაში“.... შემდეგ გადადიან ბალახიან გზაზე. მის მიერ ამოცნობილი იქნა უკან მჯდომი პიროვნება ა------ ტ------ე, ზედმეტსახელად „კ-------“. მოწმის განმარ-ტებით ა------ ტ------ე მისთვის წყალტუბოში მუშაობის დროს ოყო ცნობილი, როგორც ოპერატიულად საინტერესო პიროვნება. ხოლო რაც შეეხება ვ-–-------- ფ------–--ეს და შ---- თ---------ეს, ისინი მისმა თანამშრომელმა მ-------–---–მა ამოიცნო. დათვალიერების დამთავრების შემდეგ შედგა ოქმი, რომელიც გამომძიებელმა დ----- კ--------ემ შეადგინა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ------- კ--------ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 სამმართველოში დეტექტივის თანამშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მას აღნიშნულ საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული ვ-–-------- ფ------–--ის დაკავებასა და მის პირად ჩხრეკაში. მოწმემ აღნიშნა, რომ ვ-–-------- ფ-------–--ის დაკავება მოხდა 2017 წლის 22 ივნისს მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების სა-ფუძველზე, ასევე მის მიმართ განხორციელდა პირადი ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებ-ლობის წესით, ფ------–--ის დაკავებაში მონაწილეობდნენ თ------ მ-------–---–ი - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, გ------- კ-----ე, ასევე ქუთაისის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ვ-–-------- ფ-----–--ის დაკავება მოხდა მისი საცხოვ-რებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, ეზოში, დაკავებისას დეტალურად გაეცნო მოსამართლის განჩინება, ოქმზე თვითონვე მოაწერა ხელი და პრეტენზია არ გამოუთქვამს, რამდენიმე ადგილას ხელი მოაწერა ე------ გ------ის სახელით და გვარით, მას სახელი და გვარი შეცვლილი აქვს და ადრე იყო ე------ გ------ე. პირადი ჩხრეკის დროს რაიმე კანონსა-წინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა, შემდეგ განხორციელდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად სახლის უკანა მხრიდან ამოღებული იქნა მცენარე, ამო-ღებული იქნა მჭიდი ვაზნებითურთ, კეპი და ჩანთა თუ ტომარა. დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, მას განემარტა უფლებები, დაკავების შესახებ შეატყობინა მის ახლო ნათესავს - დას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---- შ--–--------ემ აჩვენა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პო-ლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. მოწმის განმარ-ტებით, მან მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 19 ივნისს განხორციელებულ ყაჩაღობასთან დაკავშირებულ ვ-–-------- ფ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკაში მონა-წილეობა მიიღო თავად ბრალდებულმა, მონაწილეობდნენ მე-2 განყოფილების თანამშრომ-ლები მ-------–---–ი და კ-----ე, მ------ კ------, ი---------- მ-------–---–ი. ჩხრეკის დაწყე-ბისას ვ-–-------- ფ------–--ეს გაეცნო განჩინება, გადაეცა ასლი, რაც ხელმოწერით დაადას-ტურა. მოწმემ აღნიშნა, საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე, მაგიდიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, შიგნით „ბილაინის“ ბარათით, იმავე სართულზე მარცხენა მხარეს, საძინებელ ოთახში კარადიდან ამოღებულ იქნა მჭიდი, მასში მოთავსებული რვა ცალი ვაზნით, ეს იყო „მაკაროვის“ მჭიდი, ვაზნებს ჰქონდათ ჟანგი, სახლის პირველ სარ-თულზე მაგიდის უჯრიდან ამოღებული იქნა 2 ცალი მუქი ფერის ტომარა და ერთი კეპიანი ქუდი, რის შემდეგაც დათვალიერებული იქნა ეზო, სახლის უკან, ბეტონის კონსტრუქციის შენობის ეზოდან ამოღებული იქნა მცენარე მარიხუანის შემცველი კანაფი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- კ--------ემ აჩვენა, რომ იგი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყო-ფილების გამომძიებელია, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2017 წლის 19 ივნისს განხორ-ციელებულ ყაჩაღურ თავდასხმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედე-ბებში, მოწმემ განმარტა, რომ იგი შეტყობინებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე, ქ.ქუთაისში, საფიჩხიაზე, 2------ის ქუ--ზე, მისვლისას ინკასატორების – ლ---- მ----–--ის და გ------- მ------ის მონათხრობით ირკვეოდა, რომ ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა სს „ნ-------------–----ის“ მფლობელობაში არსებული საინკასაციო ავტომანქანაზე, რომელიც შეკრებილ თანხასთან ერთად გატაცებული იყო, დაზარალებულმა დადასტურებულად უჩ-ვენა სად იყო ავტომანქანა გაჩერებული, როგორ გადმოიყვანეს ისინი მანქანიდან, სად დააწვინეს მიწაზე, იქვე ეგდო კეპიანი ქუდი, რომელიც ერთ-ერთ თავდამსხმელს დაუვარ-და, იმავე დღეს დაიკითხა ორივე დაზარალებული, ასევე „ნ-------------–----ის“ მენეჯერი ი-----–- შ----ე, გაირკვა, რომ ავტომანქანაში იყო ავტორეგისტრატორი, რომელიც იღებდა და აფიქსირებდა ავტომანქანას, როგორც შიდა სალონს, ასევე გარე მოძრაობის პერიმეტრს. ავტომანქანა მალევე იქნა ნაპოვნი წყალწითელას ხეობაში, დათვალიერებისას ნაპოვნი და ამოღებული იქნა ავტორეგისტრატორი მასში არსებული მეხსიერების ბარათით, აღნიშნუ-ლის შემდეგ მან მიმართა სასამართლოს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ვიდეო-რეგის-ტრატორის გახსნის შემდეგ დათვალიერებულ იქნა მეხსიერების ბარათზე არსებული ინ-ფორმაცია ქრონოლოგიურად ფაილების შექმნის მიხედვით. ამოღებული იქნა ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ, რომელიც მოიცავდა, სამუშაოს დაწყებიდან - ყაჩაღობის ჩადენამდე პერიოდს. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი შედგა „ნ-------------–----ის“ მენეჯერთან და ზ------ ხ---–------ესთან ერთად, რომელიც აღნიშნული ფირმის სპეციალისტია, რომელიც უზრუნველყოფდა ჩანაწერის დაზიანების გარეშე ამოღებას. ჩანაწერზე ჩანს ყველაფერი რაც ყაჩაღობის დროს ხდება, ის სრული იდენტური იყო დაზარალებულების ჩვენებასთან. კერძოდ მანქანა ჩერდება საფიჩხიაზე, 2-----------------------ე მაღაზიასთან, ჩანაწერზე ფიქსირდება, რომ ერთი მამაკაცი მოძრაობს სწრაფად, მეორე მამაკაცი გამოდის მეორე მხრიდან და მიდის მძღოლთან, მძღოლი გ------- მ------ეა, ხოლო მ----–--ე ამ დროს გადასულია მანქანიდან, მას კი ამ დროს სხვა მამაკაცი ადგება თავზე ავტომატით, ხოლო ერთ შუაში დგას, მათ შორის, ჩანაწერში ფიქსირდება, როგორ გადაყავთ მძღოლი, როგორ ემუქრებიან და აგინებენ მას, ის გაყავთ მანქანის უკან და იქ აწვენენ, შემდეგ სხდებიან და მიჰყავთ მანქანა, მოძრაობენ საფიჩხიაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ს------- ჯ--------ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს ადვოკატად. 2017 წლის 27 ივნისს იცავდა ა------ ტ------ეს, ორდერი ამოწერილი აქვს 2017 წლის 27 ივნისს და იმ დღესვე მივიდა პოლიციის მეორე განყოფილებაში გამომძიებელ დ----- კ--------ესთან და გადასცა ოქმი შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ და გადასცა იმ დროისათვის არსებული მტკიცებულებები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ განცხადება დაწერა და ჩააბარა დ----- კ--------ეს. იცოდა, რომ წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს იყო დანიშნული, ამიტომ აცილება გააკეთა 23 აგვისტოს, სხვა ადვოკატი რომ აეყვანა მტკი-ცებულებები უნდა გაცვლილიყო 9 -10 სექტემბრისათვის და ეს გაითვალისწინა. განცხადე-ბა დაწერილი აქვს 23 აგვისტოს, წინა დღეს კი გააფრთხილა ბრალდებული. გამოძიების პროცესში არ დაუკითხავთ და წერილობითი ჩვენება არ აქვს მიცემული. მას შუამდგომლო-ბები აქვს დაყენებული, ააგრეთვე ის ა------ ტ------ის მონაწილეობით ესწრებოდა საგამო-ძიებო მოქმედებას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი---- მ----–----–--ემ აჩვენა, რომ იგი არის კინოლოგი და 2017 წლის 29 ივნისს მონა-წილეობდა მანქანისა და ადგილმდებარეობის დათვალიერებაში. მოწმის განმარტებით მან-ქანა იყო „რენაულტის“ მარკის, ლურჯი ფერის, ორკარიანი. მანქანა იმყოფებოდა მდინარე წყალწითელიდან 30 მეტრში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტები, გამომ-ძიებლები, პოლიციის თანამშრომლები. გამომძიებელი იყო ტ------ე, ექსპერტები - ო-–--ი ს-----ე და გ--- ხ------. მან თავის მოქმედება დაიწყო იმით, რომ ნახევარ ლიტრიან ქი-ლაში მოთავსებული ნახშირი დააყარა ე.წ „სიდენიებზე“, გააჩერა 3-4 წუთი, შემდეგ აიღო სპეციალური აქანდაზით და ჩაყარა ისევ ქილაში და დალუქა. ვიდრე ის მუშაობდა ექს-პერტები კვლებს იღებდნენ, მანამდე ვიდეორეგისტრატორი ამოიღეს, რომელიც მარჯვენა „სიდენიის“ წინა მხარეს „კავიორზე“ ეგდო გარდა ამისა ამოიღეს ლურჯი ქურთუკი, ტყავის ქურთუკი, ჩეკების ქაღალდები და ა.შ. ყველაფერ ამ ქმედებაზე გამომძიებელი წერდა ოქმს, რომლის სისწორეც დაადასტურეს ხელის მოწერით, ოქმს ხელი მოაწერეს ასევე ექსპერტებ-მაც. მანქანიდან ამოიღო სამი ქილა, ერთი წინა მარჯვენა სავარძლიდან, მეორე მარცხენა სა-ვარძლიდან, ხოლო მესამე უკანა სავარძლიდან. შემდეგ კი ისინი დალუქა. მოწმემ განმარტა, რომ მას თან ჰყავდა ძაღლი რომელიც სპეციალურადაა გაწვრთნილი, რომელიც ჩამოიყვანეს თბილისადან უკვე შვიდი წელია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ო----- ხ-----------მ აჩვენა, რომ იგი იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტია და მუშაობს აღნიშნულ თანამდებობაზე. 2017 წლის 16 ივნისს დაახ-ლებით 12 საათზე შეტყობინების საფუძველზე უნდა მოეხდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. იგი შემთხვევის ადგილზე გამოცხად-და მეწყვილესთან გ------- გ--------–---–თან ერთად, ხოლო ადგილზე დახვდათ გამომძიე-ბელი დ----- კ--------ე, მათ დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პირველ რიგ-ში მოახდინეს მისი ფოტოგრაფირება. პატარა მაღაზიასთან ტროტუარზე აღმოჩენილი იქნა ქუდი, რომელიც დასურათებულია. ქუდი იყო მოშავო ფერის, ხოლო შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქ-------–----------- ქუ--ზე, საფიჩხიაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ო-–-- ს-----ემ აჩვენა, რომ ის მუშაობს ექსპერტ კრიმინალისტად, მას აღნიშნულ საქმეზე ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერებაში აქვს მონაწილეობა მი-ღებული, იგი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიციის მეორე განყოფილების შეტყო-ბინების საფუძველზე, მასთან ერთად იყო გ--- ხ------. შემთხვევის ადგილზე გამოცხად-დნენ 12 საათზე, იგი მდებარეობდა ჭახათის დასახლებაში, კლდიაშვილის ქუჩის ბოლოში, მასთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციის ორი თანამშრომელი, კინოლოგი, გამომძიებელი. ადგილზე დახვდათ „რენაუტის“ მარკის ავტომანქანა, რომლის დასურათება მოახდინა ჯერ კინოლოგმა დაამუშავა, შემდეგ მის მიერ მოხდა სხვადახვა საგნების ამოღება. ამოღებული იქნა მანქანის გარე ზედაპირიდან ხელის კვლები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები , ამოიღო ვიდეორეგისტრატორი, გასაღებები, საფულე შიგ არსებული დოკუმნეტები, „აიფონის“ ტე-ლეფონი, ქურთუკი, ერთი ცილინდრი, შარფი, პატარა ტომრები, ნაწილს ის იღებდა, ნა-წილს მისი მეწყვილე. აღნიშნული ნივთები შესაბამის პაკეტებში იქნა დალუქული. ვიდეო რეგისტრატორი იგდო წინა მარჯვენა სავარძლის ქვეშ, ის იყო შავი ფერის ეკრანით. კინო-ლოგმა აიღო სუნის კვლები. აღნიშნულ დღეს იყო კარგი მზიანი ამინდი, მდინარემდე 10 მერტიც არ იქნებოდა, ავტომანქანას ფანჯრები ჩამოწეული ქონდა, კარები დახურული იყო, მანქანაში შოგნით არავინ არ შესულა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ექსპერტმა გ--- ხ------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა და მიუთითა იგივე გარემოებების შესახებ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ---- ჭ---------ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს კინოლოგად, აქვს კინოლოგ-სპეციალის-ტის სტატუსი, მოწმის განმარტებით მან სამივე ბრალდებულისაგან სუნი აიღო ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სუნის აღებას სამივე ბრალდებულის ადვოკატი ესწრებოდა, ასევე ესწრებოდა პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელი. მოწმემ აღ-ნიშნა, რომ მან სუნის აღება მოახდინა შემდეგნაირად: ნახევარლიტრიან ბანკებს, რომლის შიგნით ყრია აქტივიზირებული ნახშირი, მოხადა ხრახნიანი თავსახური, ჩაყარა ფეხსაც-მელში და გააჩერა 3-4 წუთი, შემდეგ ფეხსაცმლიდან ჩაყარა კვლავ ბანკაში და თითოეულ ბრალდებულს ჩააორთქლებია 10-ჯერ, თითოეულ ბანკაში აორთქლებდა თითო ბრალდე-ბული, შემდეგ თითოეულ ბრალდებულს ხელით მოასრესინა სტერილიზებული ბინდი და ჩააგდო შიგნით ბანკაში, ბანკას დაახურა თავი და დალუქა 3 ლუქით. აღნიშნული მოქმე-დება ერთ დღეს არ ჩაუტარებია, სამივე ბრალდებულთან მოქმედება ჩაატარა სხვადსხვა დღეს. მოწმის განმარტებით ბანკებს და შესაბამისად ნახშირს აწვდით თბილისი, ბანკები მინისაა, თავსახურები სხვადსხვა ფერის, ზოგს თეთრი თავსახურები მოჰყვება, ზოგს შავი, იმ დროს ახსოვს, რომ თავსახურები იყო ნახატებიანი. მოწმემ დააზუსტა, რომ ბანკებში ნა-ხევარზე ყრია ნახშირი და შიგნით დევს ასევე ბინტი, იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ბან-კები სავსეა. ასევე სუნზე მნიშვნელობა არ აქვს გარემოს, ტემპერატურას, კლიმატს და ა.შ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2017 წლის 22 ივნისს №----- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ვ-–-------- ფ------–--ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში, კარადის თაროდან ამოღებული ერთ ცალ მჭიდში მოთავსებული 08 (რვა) ცალი ვაზნა არის „ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „ПМ“ ტიპის 08 ცალი ვაზნა გასროლის წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვ-ნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას“.
მოწმე გ------- შ--–-----მა აჩვენა, რომ იგი მუშაობს იმერეთის კრიმინალისტიკურ სამსა-ხურში ბალისტიკური ექსპერტის ჯგუფის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით მის მიერ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფი-ლების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის რ-–---- გ------------ის დადგენილების სა-ფუძველზე ჩატარებული იქნა ბალისტიკური ექსპერტიზა, მან დაადასტურა ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე. დამატებით მოწმემ განმარტა, რომ მიჭიდიდან გადმოყრილი ვაზ-ნებიდან ამოარჩია 4 ცალი ვაზნა, რომელიც შემთხვევით მოჰყვა ხელში და გაისროლა, რად-განაც ოთხივე ვაზნა ვარგისი აღმოჩნდა გასროლისათვის, შესაბამისად დარჩენილი ვაზნე-ბიც, რომლებიც იმავე პირობებში ინახებოდნენ - საკმარისია დასკვნისათვის, რომ ისინი ვარგისიანი არიან გასროლისათვის. ექსპერტმა კატეგორილად განმარტა, რომ ექსპერტიზა-ზე წარმოდგენილი რვავე ვაზნა ვარგისია გასროლისათვის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 23 ივნისის №------ დასკვნით დადგენილია, რომ „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ვ-–-------- ფ------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული, ერთი ძირი, მწვანე ფერის, სპეციფიკური სუ-ნის მქონე, ნედლი მცენარე წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება-კანაფს (მცენარე), წონით 46,67 გრამს.
მოწმე მ------- ჭ--–--ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალის-ტიკურ სამსახურში ქიმიური ექსპერტიზის ჯგუფში მთავარ ექსპერტად, სპეციალობით ექსპერტ ქიმიკოსია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 23 ივნისს მის მიერ ჩატარებული იქნა ქიმიური ექს-პერტიზა N---- და, რომ აწონვა მოხდა ფესვისა და ნიადაგის გარეშე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 04 აგვისტოს №--------- დასკვნით დადგენილია, რომ „სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ლ---- მ----–---ეზე და გ------- მ------ეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა „რენო-კლიო“ სახ. ნომრით W-------- წინა მარჯვენა, წინა მარცხენა, უკანა მარცხენა და მარჯვენა ზედაპირებიდან აღე-ბული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ვ-–-------- ფ------–--ისაგან, ა------ ტ------ისაგან და შ---- თ---------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
ექსპერტმა ბ--------- ი-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკით-ხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით აჩვენა, რომ ყველა პიროვნებას დაბადებიდან გააჩნია სხვადასხვა განსხვავებული სუნი, როგორც ხელის ანაბეჭდები, სუნის კვლების ამოღება გააქტიურებული ნახშირის მეშვეობით, ჯერ შემთხვე-ვის ადგილიდან, შემდეგ პიროვნებებისაგან, რის შემდეგ ხდება ოდოროლოგიური ექსპერ-ტიზის ჩატარება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები თავსდება სპეცია-ლურ კონტეინერში, შემდეგ ძაღლის მიერ ხდება ბრალდებულებიდან ან სხვა პირებიდან აღებული ნიმუშის დასუნვა. თუ ყველა ძაღლის მიერ ამოცნობილი ნიმუში ერთნაირი აღმოჩნდება იწერება – იდენტური, თუ არა – არაიდენტური. მოცემულ შემთხვევაში სამივე შედარებამ ერთი და იგივე შედეგი მისცა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის 2017 წლის 07 ივლისს №------- დასკვ-ნით დადგენილია, რომ „1 გამომძიებლის მიერ მითითებულ ვიდეოგრამებს სახელწოდე-ბით „P-------------------------------------------------------------------------------------------------------------,” არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
№------------ სს საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამე-ბიდან სახელწოდებით, P----------- და P----------- ამოღებულ ფოტოსურათებზე არსე-ბული პიროვნებების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიცირებისათვის ვარგისია.
ექსპერტის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 2--------- წელს დაბადებული შ---- ო-----ის ძე თ---------ის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებზე სახელწოდებით P-------------------------, P-----------, P-----------, ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
ექსპერტის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 2--------- წელს დაბადებული ა------ ს------ს ძე ტ------ის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებზე „P-------------------------, P-----------, P-----------“ ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაფიქსი-რებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
ექსპერტის ხელთ არსებული მონაცემთა ბაზაში რიცხულ 2--------- წელს დაბადებულ ვ-–-------- გ----------ის ძე ფ------–--ის ფოტოსურათზე და ვიდეოგრამიდან სახელ-წოდებით: „P-----------“ ამოღებულ ფოტოსურათზე ავტომანქანის წინა მარცხენა სავარ-ძელზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
ექსპერტმა ზ------ ე---–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ იგი მუ-შაობს ჰაბიტოსკოპიური, ვიდეო და კომპიუტერული ექსპერტის თანამდებობაზე, მოწმის განმარტებით ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ახდენს პიროვნების იდენტიფიკაციას გამოსა-ხულებით და აღნაგობის მიხედვით. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული ფ------–--ის იდენტიფიცირება მოხდა ყურის ნიშნების მიხედვით, მისი განმარტებით, ყური იმდენად მნიშვნელოვანია და მას იგივე საიდენტიფიკაციო ნიშნები გააჩნია, როგორც თითის ანაბეჭ-დებს, ნაკეცი ინდივიდუალური და განსაკუთრებულია, იგივე ნაკეცის ფორმა და ზომა არ შეიძლება სხვა ვინმეს გააჩნდეს, მარცხენა ყურის ფორმა და ხვრელი, ყურზე არსებული ნაიარევი, ეს ნიშნები, მოწმის, განმარტებით არის განსაკუთრებული, ინდივიდუალური და ამათი ერთობლიობა ქმნის ინდივიდუალურ ფაქტორებს, რომელიც გამორიცხულია ბუნე-ბაში სხვა ვინმეს ქონდეს.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვიდეო გრამა არის ვიდეო გამოსახულება, სახელწოდებებს შექმნი-სას ანიჭებს ვიდეოჩანაწერზე მოწყობილობა და შესაძლებელია შემდეგ ეს სახელწოდება გადაერქვას. ასოების და ციფრების კომბინაცია არის ვიდეო ფაილის სახელწოდება. თუ არ ჩაერია გადაწერისას ფაილებს იგივე სახელწოდებით გადაიტანს. ჩიპიდან დისკზეც იგივე სახელწოდებით შეიძლება გადავიდეს. ვიდეოს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. დისკში ჩაწერილი იყო სულ რვა ვიდეო ფაილი. ამოღებული იქნა ისეთი მომენ-ტები, სადაც ყველაზე კარგად ჩანდა მათი სახეები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ექსპერტმა გ------- გ-----–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემი-სას დაადასტურა მის მიერ მიცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ ჩატა-რებული იქნა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზა, წარმოდგენილი იყო ორი ცალი პა-კეტი, რომლებშიც იყო მოთავსებული დივიდი დისკი, მოწმემ აღნიშნა, რომ დისკის გახს-ნისას პირველ ეტაპზე იყო ხარვეზები, კადრის შეყოვნება, შემდეგ დისკი გაიხსნა, ვიდეო ფაილები აღმოჩნდა იდენტური. პაკეტზე არ იყო დალუქული დისკის უნიკალური კოდი, უნიკალური კოდის მითითება ზოგადად აუცილებელი არ არის, ყოველი დისკისთვის კო-დი არის უნიკალური. უნიკალური კოდის გარეშე დისკის შედარება არ შეიძლება, ექსპერ-ტიზა ჩაატარა თავად, ესწრებოდა მოწვეული ექსპერტი მ------ ტ----–---–---–ი, დანარჩენი ექსპერტები იყვნენ ერთ ოთახში, ესწრებოდნენ ადვოკატები, იქ იყო ზ------ ე---–-–---–ი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ ტ----–---–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ექსპერტად, მას საბუთებით ოფიციალურად ჰქვია მ------ და სახელში სხვაობა ამან გამოიწვია. მას ხელ-შეკრულება ჰქონდა გაფორმებული ადვოკატებთან, რომ ჩართულიყო და მონაწილეობა მი-ეღო აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებაში. იგი დაესწრო ექსპერტიზას, ნახა, როგორ გაიხ-სნა დალუქული პაკეტი, რომელშიც აღმოჩნდა დისკი, რომელიც როგორც დამსწრე ადვოკა-ტებმა განმარტეს სასამართლო პროცესზე არ გაიხსნა. მოწმემ უჩვენა, რომ შსს-ს ექსპერტის გ------- გ-----–-–---–ის მიერ, მათი თანდასწრებით გაიხსნა პაკეტი, საიდანაც ამოღებული იქნა კომპიუტერული დისკი, რომელიც მოთავსდა კომპიუტერის დისკის მატარებელში- წამკითხველში და დისკის ჩადებისთანავე კომპიუტერის ეკრანზე გაიხსნა რვა ვიდეო ფაი-ლი, რაც იმას ნიშნავს, რომ დისკი ინახავდა გარკვეულ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია იყო რვა ვიდეო ფაილი ჩაწერილი აღნიშნულ დისკზე. ექსპერტმა გახსნილი დისკიდან ერთ-ერთი ვიდეო ფაილი გახსნა და გაუშვა ვიდეო პროგრამაში. ვიდეო ჩანაწერი თავიდან წავიდა ცოტა ხარვეზით, სავარაუდოდ დაზიანებული იყო, დაყოვნებებით მიდიოდა, როდესაც ეს დაზიანებული ადგილი გაიარა, ჩვეულებრივად გააგრძელა მისმა წამკითხველმა დისკის აღქმა. ამის შემდეგ ფაილები გადატანილი იქნა კომპიუტერის დისკიდან კომპიუტერში. კომპიუტერის მეხსიერებიდან გახსნილი ვიდეო ფაილები გაიხსნა უპრობლემოდ, რაც ნიშნავდა, რომ დისკზე ჰქონდა ცოტა ხარვეზი, მაგრამ კომპიუტერში აღნიშნული ვიდეო ფაილები ჩვეულებრივ გაიხსნა. ჩანაწერი ჩაწერილ იქნა დისკზე, რომელიც მათი თან-დასწრებით დაილუქა, რომლის პაკეტზეც ხელი მოაწერა მან და ადვოკატმა. მოწმე განმარ-ტავს, რომ ექსპერტიზას ესწრებოდნენ გ------- გ-----–-–---–ი, ზ------ ე---–-–---–ი, გ-------- ხ------–---–ი, გ------- გ--------ე და ორი ახალგაზრდა რომელთა გვარი არ იცის, ასევე ადვოკატები. ოთახში იყვნენ სხვა პირებიც, რომელთაც აღნიშნულ ექსპერტიზასთან კავში-რი არ ჰქონდათ. მოწმემ განმარტა, რომ კომპიუტერული დისკების უმრავლესობას აქვს ცალკე ნიშანი, რომელიც დისკის შიდა მხარეს დაფიქსირებულია და იკითხება საქარხნო ნომერი, რომელიც არის ინდივიდუალური და მეორე დისკი არ იმეორებს. საკვლევი ობი-ექტის დისკის ნომერი დაფიქსირებულია დასკვნაში. ზოგადად, მოთხოვნილი არსად არ არის, რომ ასეთი ნომერი ჩაიწეროს, მაგრამ სასურველია, რომ ყოფილიყო და თავად ნომერს ყოველთვის აფიქსირებს, როდესაც ეს შესაძლებელია. მოწმემ განმარტა, რომ ყველა დისკს შეიძლება აღნიშნული ნომერი არ ჰქონდეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2017 წლის 19 ივნისს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. ქ-------–--------------------------ში მდებარე მაღაზიის წინ არსებულ ტერიტორიაზე, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 19 ივნისს 11:50 წუთზე და დამთავრდა 2017 წლის 19 ივნისს 12 საათსა და 40 წუთზე. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე დათვალიერების მონაწილეებს სააქციო საზოგადოე-ბა „ნ-------------–----ის“ ინკასატორებს გ------- მ------ეს და ლ---- მ----–--ე განემარტა უფლება-მოვალეობები, რა დროსაც მათ განაცხადეს თანხმობა დათვალიერებაში მონაწი-ლეობაზე და ხელმოწერით დაადასტურეს აღნიშნული. ამასთან განმარტეს, რომ მითითე-ბულ ტერიტორიაზე, მათზე სამი პირის მიერ განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც გატაცებულ იქნა გ------- მ------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა რენო-კლიო, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით V------ და მასში არსებული ფულადი თანხა. დათვალიერებით ირკვევა, რომ ადგილი, სადაც განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა წარ-მოადგენს საფიჩხიის ცენტრისკენ, გ--–-თის ქუ--მდე არსებული მონაკვეთის შუა ნაწილს, მაღაზიის შესასვლელთან მარჯვენა მხარეს არსებულ კუთხეში, ქვეითთათვის განკუთვნილ ბილიკზე განთავსებულ სააქციო საზოგადოება „ნ-------------–----ის“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს თავისი კაბინით. მაღაზიის წინ არსებულ ტერიტორიას არსებულ ტერიტორიასა და გზის სავალ ნაწილს შორის მდებარეობს ორი მეტრის სიგანის გაზონი. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი ამოჭრილია გადის სადრენაჟო არხის მილი, რო-მელზეც ზემოდან გადადებულია არმატურის მსხვილი ღეროებიდან შეკრული კონსტრუქ-ცია. გ------- მ------ისა და ლ---- მ----–--ის განმარტებით ავტომანქანა ყაჩაღურ თავდასხ-მამდე გაჩერებული ყავდათ აღწერილი სადრენაჟო არხის წინ, შესაბამისად სასურსათო მა-ღაზიის გასწვრივ, რა დროსაც აპირებდნენ მაღაზიის წინ ჩასარიცხი აპარატის ინკასირებას. დათვალიერებისას მსხვერპლმა გ------- მ------ემ მიათითა ავტომანქანა რენო-კლიოს დგომის ადგილი და ასევე მის უკან არსებული მონაკვეთი, სადაც თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა პირმა იგი დააწვინა მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ. აღნიშნულ მითითებულ ადგილზე ასფალტის საფარზე დაგდებულია მამაკაცის შავი ფერის კეპიანი ქუდი, რაც გ-------- მ------ის და ლ---- მ----–--ის განმარტებით გაქცევისას მოძვრა ერთ-ერთ თავდამს-ხმელს. საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოხდა აღნიშნული ქუდის ამოღება, რაც დაი-ლუქა საექსპერტო სამსახურის პაკეტში ნომრით F--------. დათვალიერებით ირკვევა, რომ მაღაზიის წინამდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არის დაუზიანებელი, დაკეტილ მდგო-მარეობაში და ინკასატორების განმარტებით თავდამსხმელებს აღნიშნულ აპარატთან შეხება არ ჰქონდათ. დათვალიერდა მიმდებარე ტერიტორია 50 მეტრის რადიუსში, რა დროსაც განსაკუთრებით საინტერესო ნივთიერი მტკიცებულება აღმოჩენილი ვერ იქნა. აღნიშნული დათვალიერება დამთავრდა.
საქმეში არსებული, 2017 წლის 19 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადასტურე-ბულია, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ.ქ-------–-----------------------ში მდებარე პოლიციის მეორე განყოფილების ადმინიტრაციულ შენობაში. საგამოძიებო მოქმედება და-იწყო 2017 წლის 19 ივნისს 18:30 საათზე და დამთავრდა 2017 წლის 19 ივნისს 19:10 საათზე. მასში მონაწილეობდენენ: სს „ნ-------------–----ის“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი - ი-----–- შ----ე და ტექნიკოს სპეციალისტი ზ------ ხ---–------ე. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მენეჯერ ი-----–- შ----ეს წარედგინა 2017 წლის 19 ივნისის №------–. განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებისას გამო-ყენებული იქნა ტექნიკური საშუალება, პოლიციის მეორე განყოფილების ბალანსზე არსე-ბული სამსახურეობრივი კომპიუტერი, დისკის წამკითხველი, ავტორეგისტრატორი და მასში არსებული მეხსიერების ბარათი, DVD დისკი, რომლის გამოყენების შესახებ წინასწარ ეცნობათ საპროცესო მოქმედების მონაწილეებს. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პო-ლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა, დ----- კ--------ემ, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის №------– განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი ინფორმაციის ამოღებისა და ფიქსაციის მიზნით, მოახდინა დალუქული №---------- პაკეტის გახსნა. პაკეტის მთლია-ნობა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე დარღვეული არ ყოფილა. პაკეტში მო-თავსებულია ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად ამოღებული სს „ნ--------------–----ის“ მფლობელობაში არსებული რენო-კლიოს, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით V------, ავტოვიდეო- რეგისტრატორი, მასში არსებული მეხსიერების ბარათით. მითი-თებულ ბარათზე შენახულია გამოძიებისათვის საინტერესო ვიდეო-ჩანაწერები. საგამოძი-ებო მოქმედების შედეგად სააქციო საზოგადოება ნ-------------–----ის დასავლეთ საქართვე-ლოს რეგიონალური მენეჯერის, ი-----–- შ----ის და ამავე კომპანიის ტექნიკოსის ზ------ ხ---–------ის მონაწილეობით ავტორეგისტრატორის მეხსიერების ბარათი მოთავსდა სამსა-ხურებრივი კომპიუტერის დისკის წამკითხველში, რის შედეგადაც აუდიო-ვიდეო ჩანაწე-რების ფაილები გადაწერილი და გადატანილი იქნა ინფორმაციის ელექტრონულ მატარე-ბელ DVD დისკზე. „ნ-------------–----ის“ ტექნიკოსის ზ------ ხ---–------ის განმარტებით რეგისტრატორს გააჩნია ორი ობიექტივი, რომელთაგან ერთი მიმართულია მანაქანის წინა, გარე მხარეს და აფიქსირებს გზის სავალ ნაწილ, ხოლო მეორე ობიექტივი ახდენს მანქანის სალონის გადაღებას. შესაბამისად ჩანაწერის მარცხენა მხარეს გამოსახულია ავტოვიდეო-რეგისტრატორის მიერ დაფიქსირებული ავტომანქანის გაქრე ნაწილის, მისი მოძრაობის მიმართულებით, ხოლო მარჯვენა ნაწილზე ჩანს ავტომანქანის სალონი. ავტორეგისტრა-ტორი ვიდეოკამერის ობიექტივი მოიცავს სალონს შუა და მარჯვენა მხარეს. ვიდეოფაილის ქვედა ნაწილში აღნიშნულია თარიღი 2007.01.24, რაც ტექნიკოსმა ზ------ ხ---–------ის გან-მარტებით გამოწვეულია იმით, რომ ავტოვიდეორეგისტრატორის „ტაიმერს“ აქვს რეალურ დროსთან ცდომა, თუმცა წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ფაილები არის 2017 წლის 19 ივ-ნისის ჩანაწერი და შესაბამისად, ვიდეოფაილებზე დატანილ თარიღს რეალურად შეესაბა-მება 2017 წლის 19 ივნისი. აღნიშნული დროით დათარიღებული ჩანაწერები მოიცავ 19 ივ-ნისის დილიდან, ინკასაციის დაწყებიდან გაკეთებულ ჩანაწერებს, საერთო ოდენობით 08 ფაილი. ჩაწერის შემდეგ DVD დისკი დაილუქა 3-------- ლუქის ბეჭდით, ერთ კონვერტად. ავტორეგისტრატორი თავისისვე მეხსიერების ბარათით დაილუქა ერთ პაკეტად 3------- ლუქის ბეჭდით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დასრულდა.
საქმეში არსებული, 2017 წლის 19 ივნისს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვა-ლიერების ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ.ქ-------–------------------------ში, პოლიციის მეორე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 19 ივნისს 19 საათსა და 25 წუთზე და დამთავრდა 2017 წლის 19 ივნისს 22 საათსა და 35 წუთზე. ნივთიერი მტკიცებულების გახსნა და დათვალიერება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე, 125-126-ე, 134-135-ე მუხლების შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ უბნის ინს-პექტორ-გამომძიებლები: თ------ მ-------–---–ი, უ–---- კ-----ე, მ------ კ------ და ზ---- ჟ----–---–---ი. საგამოძიებო მოქმედებისას გამოყენებულ იქნა ტექნიკური საშუალება: პო-ლიციის მეორე განყოფილების ბალანსზე არსებული სამსახურეობრივი კომპიუტერი, დის-კის წამკითხველი, DVD დისკი. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე გან-ყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა, დ----- კ--------ემ, სისხლის სამართ-ლის №------------ საქმეზე მოახდინა 3------- ბეჭდით დალუქული პაკეტის გახსნა. პაკე-ტის მთლიანობა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე დარღვეული არ ყოფილა. პაკეტში მოთავსებულია DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია სს „ნ-------------–----ის“ მფლობელო-ბაში არსებული „რენო-კლიოს“, სახელმწიფო- სარეგისტრაციო ნომრით V------ ავტო-ვიდეო-რეგისტრატორის მიერ გადაღებული აუდიო-ვიდეო ფაილები. საგამოძიებო მოქმე-დების შედეგად პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების, ზ----- ჟ----–---–---ის, თ------ მ-------–---–ის, უ–---- კ-----ის და მ------ კ------ს მონაწილე-ობით DVD დისკი მოთავსდა სამსახურებრივი კომპიუტერის დისკის წამკითხველში, რის შემდეგაც მოხდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ფაილების გახსნა, გახსნის შედეგად ეკრანზე გამოდის ხმოვანი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად. ჩანაწერის მარცხენა მხარეს გამოსახულია ავტოვიოდეო-რეგისტრატორის მიერ დაფიქსირებული ავტომანქანის გარე ნაწილი მისი მოძრაობის მიმართულებით, ხოლო მარჯვენა ნაწილზე ჩანს ავტომან-ქანის სალონი. ავტოვიოდეო-რეგისტრატორის ვიდეოკამერის ობიექტივი მოიცავს სალონის შუა და მარჯვენა მხარეს. ვიდეოფაილის ქვედა ნაწილში ტაიმერის ცდომილების გამო აღნიშნულია თარიღი 2007.01.24 რაც შეეხება დროს იგი ჩანაწერზე აღნიშნული არ არის. ფა-ილზე არსებული თარიღი შეესაბამება 2017 წლის 19 ივნისს, რის გამოც დათვალიერება იწ-ყება აღნიშნული პერიოდიდან, რა დროსაც ჩანაწერზე ჩანს 19 ივნისის სამუშაო დღის დასა-წყისი და ინკასირების პროცესი. ჩანაწერზე ჩანს გ------- მ------ისა და ლ---- მ----–--ის მოძრაობა ქალაქის სხვადასხვა უბნებში, რა დროსაც ისინი ახდენენ ჩასარიცხი აპარატების ინკასირებას. გამოძიებისათვის საინტერესო ფაქტი ფიქსირდება ვიდეოფაილებზე სახელე-ბით P----------------------------------------. რა დროსაც ობიექტივზე ჩანს ავტომანქანის მოძრაობა საფიჩხიის ცენტრიდან 2------ის ქუჩის მიმართულებით, სადაც მანქანა ჩერდება №---ში მდებარე მაღაზიასთან. ამ დროს კამერის შიდა ობიექტივი იღებს მძღოლის გვერ-დით მჯდარ ლ---- მ----–--ეს ახლო ხედით. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ლ---- მ-----–--ე გადადის მანქანიდან, რა დროსაც მანქანიდან გადასვლის შემდეგ 30 წამში რეგისტრა-ტორის ჩანაწერზე, მანქანის უკანა მინის მიღმა ჩანს, რომ ავტომანქანისაკენ მორბის ნიღბია-ნი მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს პისტოლეტის მაგვარი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული პირი მორბის მძღოლის მხარეს. მისი ჩაცმულობაა ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მოთეთრო ფერის ზედა, პირზე უკეთია ნიღაბი, რომელიც სრულად ფარავს სახეს. იმავდროულად ქუჩის მეორე მხრიდან მორბის მეორე ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი და მოწითალო-აგურისფერი ზედა, რომელიც გარბის მანქანის გასწვრივ მდებარე ჩასარიცხი აპარატის მიმართულებით, ჩანაწერზე ამავდროულად ისმის ხმა, „გადმოდი მანქანიდან, თავი არ დეიღუპო, თორე მო-გიტყნავ გამზრდელს“ „მანქანაში ხო არის გასაღები“, რითაც მძღოლს, გ------- მ------ეს მი-მართავს თავდამსხმელი. გ------- მ------ე პასუხობს „კი“. ამის შემდეგ თავდამსხმელი ამ-ბობს: „ხელები აწიე ზევით“ აღნიშნულის შემდეგ ისმის ხმა, „მანქანა ჩააგდე“ ხოლო შემ-დეგი სიტყვების გარჩევა არ ხერხდება გარედან შემომავალი ხმების ფონზე. მანქანის უკანა მინის იქეთ ჩანს, რომ თავდამსხმელს გადაყავს გ------- მ------ე, რომელსაც ხელები აქვს აწეული და აწვენს მას ძირს. ამ დროს ისმის ხმა, „ჩქარა მივდივართ“. მანქანის უკანა სავარ-ძელზე ჯდება ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი და მოწითალო-აგურისფერი პერანგი. მითითებულ პირს ხელში უჭირავს კალაშნიკოვის სისტემის მოკლე-ლულიანი ავტომატი. მძღოლის გვერდით თავსდება მესამე ნიღბიანი მამაკაცი და მანქანა იწყებს მოძრაობას. ავტორეგისტრატორის გარე ობიექტივი აფიქსირებს მანქანის მოძრაობას გ--–-თის ქუჩის მიმართულებით, იმავდროულად ჩანს, რომ მანქანაში მსხდარი პირები იხსნიან ნიღბებს. კერძოდ, ჯერ ნიღაბს იხსნის უკანა სავარძელზე მჯდომი მამაკაცი და ჩა-ნაწერზე ფიქსირდება პირი, რომელსაც აქვს ხშირი წვერი. აღნიშნული პირი მძღოლის გვერდით მჯდომ მამაკაცს აწვდის ტომრებს, რომლებშიც ინახება ინკასაციის შედეგად ამო-ღებული თანხები. ასევე ნიღაბს იხსნის მძღოლის გვერდით მჯდომი პირი, რა დროსაც ჩა-ნაწერზე ახლო ხედით ფიქსირდება მელოტი, პირგაპარსული მამაკაცი. საგამოძიებო მოქ-მედების მონაწილის, უ–---- კ-----ის განმარტებით მათ მიერ ამოცნობილი იქნა ჩანაწერზე ფიქსირებული პირი, კერძოდ უკანა სავარძელზე მჯდომი მამაკაცი არის 1--- წელს დაბა-დებული ა------ ს------ს ძე ტ------ე. უ–---- კ-----ის განმარტებით ა------ ტ------ე არის წარსულში ყაჩაღობისათვის ნასამართლევი, რის გამოც წარმოადგენდა ოპერატიულად სა-ინტერესო პირს და აღნიშნული გარემოებების გამო ის იცნობს ა------ ტ------ეს, რომლის მეტსახელია „კ--------“, როგორც იცის ა------ ტ------ე ცხოვრობდა წ---–--------------------------–--------ში, თუმცა მისი კონკრეტული ამჟამინდელი მისამართი უცნობია. ამავე დროს საგამოძიებო მოქმედების მონაწილემ, თ------ მ-------–---–მა განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილ იქნა მძღოლის გვერდით მჯდომი პირი, რომელიც არის 1--- წელს დაბა-დებული შ---- თ---------ე. თ------ მ-------–---–ის განმარტებით მისი სამოქმედო უბანი მოიცავდა საფიჩხიის უბანს, რის გამოც იცნობს შ---- თ---------ეს, რომელიც ცხოვრობდა ტ------–--------------–--ის ქუჩების კვეთაზე, თუმცა მისი ამჟამინდელი მისამართი მისთ-ვის უცნობია. ჩანაწერზე ფიქსირდება, რომ ავტომანქანა გ--–-თის ქუჩიდან უხვევს და მოძ-რაობას აგრძელებს კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც ა------ ტ------ე თან-ხის მოსათავსებელ ტომრებს აწვდის შ---- თ---------ეს, რომელიც თავის მხრივ ამ ტომრებს ათავსებს შედარებით დიდი ზომის ჩანთაში, რომელსაც აქვს წარწერები. აღნიშნული ჩანთა სრულად კამერის დაფარვის არეში არ ჩანს, ვინაიდან რეგისტრატორი აფიქსირებს მანქანის ზედა ნაწილს. ამავდროულად პირები საუბრობენ, მაგრამ მანქანის ძრავისა და გარედან შემოსულ ხმებში საუბრის ნაწილი სრულად არ ისმინება. ჩანაწერზე ირჩევა ხმა, „იგი მოგვ-ყობა უკან ბოლო-ბოლო?“ რასაც მოყვება პასუხი, „წადი ჭახათაში, წადი“ ამის შემდეგ ისმის ხმა, „რაფერ არ გამოგვყვა ბიჯო“ ავტომანქანა აგრძელებს მოძრაობას იმავდროულად პირე-ბი იხსნიან ხელთათმანებს, ასევე ა------ ტ------ე ფუთავს და ინახავს ავტომატს. მანქანის გარე კამერაზე ფიქსირდება მანქანის მოძრაობა ჭახათის დასახლების მიმართულებით, რა დროსაც მთავრდება ასფალტირებული გზა და მანქანა მოძრაობას აგრძელებს გრუნტის გზაზე. ხოლო შემდეგ შედის მინდორში, რა დროსაც მანქანის გაჩერების შემდგომ მძღოლის სავარძლიდან საპირისპირო მხარეს, შ---- თ---------ის მხარეს იხრება კეპიანი მამაკაცი, რომელიც მკაფიოდ ფიქსირდება ჩანაწერზე, აღნიშნული მამაკაცი არის ის მამაკაცი, რომელიც მითითებულ დროს მართავს საჭეს. საგამოძიებო მოქმედების მონაწილის, თ------- მ-------–---–ის განმარტებით აღნიშნული პირი არის ვ-–-------- ფ------–--ე, დაბადე-ბული 1--- წელს. თ------ მ-------–---–ის განმარტებით ვ-–-------- გ----------ის ძე ფ-------–--ე ცხოვრობდა საფიჩხიის უბანში, თუმცა მისი ამჟამინდელი ზუსტი მისამართი მისთ-ვის უცნობია. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დასრულდა DVD დისკი დაილუქა 3------- ლუქის ბეჭდით, ერთ კონვერტად.
ნივთმტკიცების გახსნა -დათვალიერებას ესწრებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ უბნის ინსპექტორები: თ------ მ-------–---–ი, ზ---- ჟ----–---–---ი, უ-- კ-----ე და მ------ კ------. მოწმემ აღნიშნა, რომ როდესაც თავდასხმის მონაწილე პირები გაცდებიან შემთხვევის ად-გილს იხსნიან ნიღბებს, ისმის მათი საუბარი, მოყვებათ თუ არა ვინმე უკან, ფულის ქისებს აწვდიან უკან, ფიქსირდება იარაღი, დათვალიერებაში მონაწილე პოლიციელებმა ამოიცნეს დანაშაულის ჩამდენი პირები; კერძოდ: თ------ მ-------–---–ის მიერ ამოცნობილ იქნა ა------- ტ------ე, რომელიც დანაშაულის შემდეგ ჯდება ავტომანქანის უკანა სავარძელზე. მოწ-მის განმარტებით ვიდეოჩანაწერი იყო ძალიან მაღალი ხარისხის, გადაღებული იყო ახლო-დან 40-50 სმ მანძილიდან, ცდომილება გამორიცხულია, რადგან მკაფიოდ ჩანდა ყველა-ფერი, ჩანაწერი ფერადია, ხმოვანი, ზუსტად ჩანს დაფიქსირებული ადამიანები. ამის შემ-დეგ მიმართეს სასამართლოს აღნიშნული პირების დაკავებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის თაობაზე. მოწმემ უშუალოდ მონაწილეობა მიიღო შ---- თ---------ის ბრალდე-ბულის სახით დაკავებაში, მას შეცვლილი ჰქონდა საცხოვრებელი და ამიტომ მისი დაკავება განხორციელდა გ-------------------- კორპუსში, შ---- თ---------ეს მთელ ტანზე და თავზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი დაზიანებები, როგორც მან განუმარტათ იგი გადაადგილდებოდა ეკლიან ადგილზე და დაზიანებები იქ მიიღო, მაგრამ მას კონკრეტული ადგილი არ დაუკონკრეტებია, ასევე დაკავებულ იქნენ ვ-–-------- ფ------–--ე და შ---- თ---------ე, ასევე ჩატარდა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. რადგან ბრალდებულები არ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს საჭირო გახდა მათი ნერწყვის, სუნის და ნიმუშების აღება, რაშიდაც შესაბამისად მონაწილეობდნენ მათი ადვოკატები. შემდეგ დაინიშნა ჰაბიდოსკოპირი ექსპერტიზა, რისი დანიშვნის საფუძველი გახდა ის, რომ ხომ არ აღენიშნებოდა ვიდეო მონტაჟის კვლები. ჰაბიდოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაადგინა ისიც, რომ მონაცემთა ბაზაში მითითებული ბრალდებულები იდენტური იყო, ასევე ვიდეოგრამაზე ასახული პირები და დაკავებული პირები, ასევე იდენტური იყვნენ, არ აღენიშნებოდა ვიდეო მონტაჟის კვალი, ვიდეო ჩანაწერის საინტერესო მონაცემები გადატანილ იქნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ფოტოცხრილში. ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის მიერ დადგინდა, რომ ვ-–-------- ფ------–--ის სახლიდან ამოღებული მჭიდი და ტყვიები წარმოადგენდა გასროლისათვის ვარგისს, ხოლო დაზარალებულმა თავის ჩვენებაში თქვა, რომ პისტოლეტი, რომელიც მიადეს იყო „მაკაროვის“ სისტემის იარაღი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ვ-–-------- ფ------–--ის სახლიდან ამოღებული მცენარე წარმოადგენდა „მარიხუანის“ შემცველ მცენარეს, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ავტომანქანაში მყოფი სამივე პირის სუნის კვლები ფიქსირდებოდა. რაც შეეხება ჩანაწერში დაფიქსირებულ თარიღს 2007 წელს, აღსანიშნავია, რომ ავტორეგისტრატორი 24 საათიანი რეჟიმით არ მუშაობს და საღამოობით იგი ითიშება, როდესაც ინკასაციის მანქანა წყვეტს მუშაობს და ყოველ დილას ხელახლა გადატვირთვისას აჩვენებს მისი წარმოების თარიღს, პროგრამის ჩატვისრთვის თარიღს – 2007 წელს. მსხდომი პირები შემდეგნაირად დაფიქსირდება: ავტომანქანას მართავს ვ-–-------- ფ------–--ე, მის გვერდით წინ ზის შ---- თ---------ე, ხოლო უკან- ა------ ტ------ე. ვ-–-------- ფ------–--ე ბოლო მომენტში შემოდის კადრში, ხოლო შ---- თ---------ე და ა------ ტ------ე მკაფიოდ და გარკვევით ჩანან. მოწმის განმარტებით ვიდეო ჩანაწერი გაიხსნა დაცვის მხარისათვის ჩანაწერების გადაწერისას და მტკიცებულებების ასლების გადაცემის მიზნით, ასლი გადაეცა დაცვის მხარეს სამ ეგზემპლარად.
საქმეში არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ შ---- თ---------ე გასამართლებულია საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქმეში არსებული, 2017 წლის 22 ივნისს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იმერეთის პრობაციის უფროსის ლ---- შ----ის მიერ წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ შ---- ო-----ის ძე თ---------ე (დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 6---------) აღრიცხვაზე იმყო-ფება და მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბი-ურო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე.
საქმეში არსებული, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის განა-ჩენით დგინდება, რომ ა------ ტ------ე გასამართლებულია აღნიშნული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 189-ე მუხლის მესამე ნაწი-ლით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დარჩა უცვლე-ლად.
საქმეში არსებული, სს „ნ-------------–----ის“ გენერალური დირექტორის ლ---- კ------–--ის 2----–-–------------------ მიმართვის წერილით დგინდება, რომ კომპანიას მიადგა ზიანი 104332,5 (ას ოთხი ათას სამას ოცდათორმეტი ლარისა და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, კერძოდ: წაღებული თანხა -101 442.5 ლარი, მანქანის ღირებულება- 2890 ლარი.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა არ ზიარებს სააპელაციო საჩივრების მოტივაციას მსჯავრდებულთა უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო საჩივრების ძირითადი არგუმენტაცია არის ის, რომ პირველი ინსტანციის სა-სამართლოს არ უნდა გაეზიარებინა და მტკიცებულებად არ უნდა გამოეყენებინა სს ,,ნ-------------–----ის“ კუთვნილი, გატაცებული ავტომანქანიდან ამოღებული, ვიდეორეგისტრა-ტორის მიერ განხორციელებული ჩანაწერი, რომელზე არსებული ინფორმაციაც განაჩენის ძირითადი მტკიცებულებაა, რადგან უკანონოდ მოხდა ვიდეორეგისტრატორიდან ამოღე-ბული ინფორმაციის დისკზე გადატანა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, რომ მას შემდეგ, რაც დ----- ლ--------–---ის შეტობინების საფუძველზე ცნობილი გახდა 2017 წლის 19 ივნისს, ქ.ქ-------–----------ის ქუჩიდან გატაცებული ავტომანქანის ადგილ-სამყოფელის შესახებ, 2017 წლის 19 ივნისს, 12:55 წუთიდან - 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში, გადაუდებელი აუცილებ-ლობის გამო ჩატარდა ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერება, რა დროსაც ავტომანქანის სალონიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ვიდეორეგისტრატორი, წარწერით ,,W------------“. ამოღებული ნივთი მოთავსდა საექსპერტო კრიმინალური სამსახუ-რის F---------- პაკეტში და დაილუქა ერთ პაკეტად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი 2017 წლის 19 ივნისს, 12:55 წუთიდან - 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში, გა-დაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძებო მოქმედება- ჭახათის დასახლების დასასრულს, ქუთაისისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საზღვრის მიმ-დებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა ,,RENAULT CLIO-ს მოდელის, სახელმწიფო ნომრით V--------, ჩატარებული დათვალიერება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღიშნული განჩინება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრე-ბული არ ყოფილა.
რაც შეეხება, ვიდეორეგისტრატორის მეხსიერებაში არსებული ჩანაწერის დისკზე გადა-ტანას, რაც დაცვის მხარის მოტივაციით მოხდა უკანონოდ, პალატის მოსაზრება შემდეგია:
საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შემდეგ, მოწმის სახით დაიკითხა სააქციო საზოგადოება ,,ნ-------------–----ის’’ ქუთაისის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი - ი-----–- შ----ე, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ავტორე-გისტრატორი, რომელიც აფიქსირებს ავტომანქანის მოძრაობის მარშრუტს და მასზე ასახუ-ლი იქნებოდა მანქანაში მსხდომი თავდამსხმელების სახეები. თანახმა იქნებოდა სასამართ-ლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულიყო მეხსიერების ბარათზე არსებული ინფორ-მაცია.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- ხ----ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სს ,,ნ------------–----ის’’ მფლობელობაში არ-სებული რენოს მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომერი V--------, დამონტაჟებულ ვიდეორეგისტარტორში არსებული მეხსიერების ბარათზე, 2017 წლის 19 ივნისის 09:30 საათიდან12:55 საათამდე დროის მონაკვეთში განხორციელებული ვიდეოჩანაწერის ამო-ღების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით, დააკმაყოფილა შუამდგომლობა.
ქუთაისის რაიონული პროკურორის მიერ იმავე დღეს მიღებული იქნა დადგენილება ინ-ფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ და განსაიდუმლებული იქნა სს ,,ნ------------–-----ის’’ მფლობელობაში არსებული რენოს მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომერი V--------, დამონტაჟებულ ვიდეორეგისტარტორში არსებული მეხსიერების ბარათზე, 2017 წლის 19 ივნისის 09:30 საათიდან 12:55 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი. რის შემდეგაც, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმი წარედგინა სს ნ------------–----ის და-სავლეთ საქართველოს რეგიონალურ მენეჯერს ი-----–- შ----ეს. გამომძიებელმა მოახდინა დალუქული № F---------- პაკეტის გახსნა, რომლის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა და ი-----–- შ----ისა და ამავე კომპანიის ტექნიკოსის ზ------ ხ---–-------ის მონაწილეობით მოხდა ვიდეორეგისტრატორის მეხსიერების ბარათზე არსებული ინფორმაციის DVD დის- კზე გადატან. ჩაწერის შემდეგ DVD დისკი დაილუქა 3------- ბეჭდით, ერთ კონვერტად ერთ პაკეტად. ავტორეგისტრატორი თავისივე მეხსიერების ბარათით დაილუქა ერთ პაკეტად 3------- ლუქის ბეჭდით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზოციას იმასთან დაკავშირებით, რომ გამომძიებელმა თვითნებურად გადაიტანა ინფორმაცია ვიდეორეგისტრატორის მეხსიერე-ბის ბარათიდან და არც ,,ნ-------------–----ის“ წარმომადგენელს ი-----–- შ----ეს არ ჰქონდა უფლებამოსოლება 19 ივნისს განხორციელებულ ამ საგამოძებო მოქმედებაში მონაწილე-ობის მიღების, რადგან ასეთი უფლებამოსილება მან მიიღო 20 ივნისს, ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებიდან მეორე დღეს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ ი-----–- შ----ე არის სს ,,ნ-------------–----ის’’ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი, რომელსაც ოქმი იფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე წარედგინა სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
ხოლო რაც შეეხება სააქციოს საზოგადოების გენერალური დირექტორის - ლ---- კ-------–--ის წერილს, აღნიშნულ წერილში მან მიუთითა გამომძიებელს, თუ ვინ წარმო-ადგენდა დაზარალებული სააქციო საზოგადოების ინტერესებს გამოძიების პროცესში, რის შემდეგაც პროკურორის მიერ მიღებული იქნა დადგენილება სს ,,ნ------------–----ის’’ დაზარალებულად ცნობისა და დაზარალებულის წარმომადგენლად ი-----–- შ----ის ცნობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს სურს ყურადღება გაამახვილოს დაცვის მხარის პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლევისას, დისკი, რომელზეც გადატანილი იყო ინფორმაცია ვიდეორეგისტრატორის მეხსიერების ბარათიდან, და რომელზეც უკვე ჩატარებული იყო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ორჯერ არ გაიხსნა. რის შემდეგაც პროკურორმა იშუამდგომლა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. ორივე შემ-თხვევაში, ექსპერტიზა ჩატარებული იქნა დისკებზე და არა შემთხვევის ადგილიდან ამო-ღებულ ე.წ. ,,ჩიპზე“. ეს კი დცვას უჩენს ეჭვს მის შესაძლო შენაცვლებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს, რომ 2017 ივლისის 4---- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ერთი ცალი თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტი, რომელიც დალუქულია და მასზე იკითხება ტექსტი: ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების ბეჭდით 3-------. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა DVD დისკი. დისკის დისკამძრავ მოწყობილობაში მო-თავსების შემდეგ მასზე აღმოჩნა 8 ცალი ვიდეო ფაილი.
ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ექსპერტზაზე წარდგენილი მასალა დაილუქა პაკეტში ნომრით №----------.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას სასამართლოში არსებულ ტექნიკურ საშუალებაში, ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი, CD-R დისკზე არსე-ბული ინფორმაციის გახსნა და დათვალიერება ვერ მოხერხდა, როს გამოც პროკურორის დადგენილების საფუძველზე გაიგზავნა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზისათვის.
ექსპერტიზას დაესვა კითხვები: ინახავდა თუ არა დისკი რაიმე ინფორმაციას? შესაძ-ლებელი იყო თუ არა მასზე არსებული ინფორმაციის წაკითხვა? დადებით შემთხვევაში ინფორმაცია გადატანილი ყოფილიყო წაკითხვისათვის ვარგის ელექტრონულ მოწყობი-ლობაში. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დისკის წაკითხვა იყო შესაძლებელი და აღნიშნული ვიდეოფაილები გადატანილი იქნა პერსონალურ კომპი-უტერზე. პერსონალურ კომპიუტერზე გადატანილი ვიდეოფაილები ჩაწერილი იქნა ერთ ცალ DVD დისკზე, რომლის უნიკალური კოდია ,,Z--------------’’.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ეჭვის საფუძველი საიმისოდ, რომ სწორედ ვიდეორეგისტრატორის ,,ჩიპზე““ არსებული ჩანაწერის გადატანა მოხდა დისკზე, და შემდგომშიც სწორედ ამ ჩანაწერებზე მოხდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება. ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ მოხერხდა დისკის გახსნა და დათვალიერება, წარმოადგენდა ტექნიკურ პრობლემას, რაც აღმოიფხვრა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომელმაც განმარტა, რომ დისკზე არსებობდა ჩანაწერი და რომ შესაძლებელი იყო მისი გახსნა და დათვალიერება, რაც მოხერხდა კიდეც შემდგომ სასამართლო სხდომაზე და კანონის შესაბამისად მოხდა მტკიცებულების გამოკვევა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ დივიდი დისკი, შესაბამისი ჩანაწერით, თავის დროზე, კანონით დადგენილი წესით ბრალდების მხარის მიერ გადაეცა დაცვის მხარესაც. თუკი მასზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობდა, დაცვის მხარეს შეეძლო ეშუამდგომლა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე სწორედ ამ მოტივით. თუმცა ასეთს ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, ზემოაღნიშნული მოტივირებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გა-თალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა------ ტ------ის, შ---- თ---------ისა და ვ-–-------- ფ------–--ის მიმართ შერაცხული ბრალი უტყუარადაა დადასტურებული და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თითოეულის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული შესაბამისად ა------ ტ------ის ქმედება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, შ---- თ---------ის ქმედება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ვ-–-------- ფ------–--ის ქმედება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელები დანიშნული აქვს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხის გათვალისწნებით, იმ ზომით, რაც სამართლიანია და არ არსებობს განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი ა------ ტ-------ის, შ---- თ---------ისა და ვ-–-------- ფ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხო-ლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:sarezolucio nawili:daadgina:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა------ ტ------ის, შ---- თ---------ისა და ვ-–-------- ფ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა------ ტ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა ) წლის ვადით.
ა------ ტ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ა------ ტ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 21 ივნისიდან.
შ---- თ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა ) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქ-მდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენით, საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავი-სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნა-წილი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ შ---- თ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
შ---- თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შ---- თ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტი-დან – 2017 წლის 21 ივნისიდან.
ვ-–-------- ფ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნა-წილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანა-შაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი ) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სას-ჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ვ-–-------- ფ------–--ეს სასჯელის სა-ხედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესე-ბულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სა-ხაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანო-ბის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევ-ტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარ-მომადგენლობის უფლება.
ვ-–-------- ფ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ვ-–--------- ფ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 21 ივნისიდან.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული კეპიანი ქუ-დი, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ავტოვიდეორეგის-ტრატორი, მასში არსებული მეხსიერების ბარათით, 25 ერთეული ფულადი თანხის ქისა მასში ჩასმული ლითონის ფრაგმენტებით, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ავტომაქანის საჭიდან აღებული ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერ-თად, ავტომანქანის გასაღებიდან აღებული ანაწმენდი, საკონტროლო ნიმუშთან ერთად ერთ პაკეტად, ავტომანქანის სიჩქარის გადამრთველი ბერკეტის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ავტომანქანის წინა მარჯვენა და მარცხენა სა-ვარძლებიდან ასევე უკანა მთლიანი სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ა------ ტ------ის ნერწყვის ნიმუში, შ---- თ---------ის ნერწყვის ნიმუში, ვ-–-------- ფ------–--ის ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული საჯარიმო ქვითრები 04 ფურცლად, სალაროს შემოსავლის ორდერები 03 ფურცლად, დაუბრუნდეს მის მესაკუთ-რეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – DVD-R დისკი, ქალის სამაჯური, ელექტროსადენი, ნაჭრის ბრელოკი ქამა-რი, ქოლგა, დაზღვევის ფურცელი, გადახდის ქვითრები, ლურჯი ფერის ცელოფნის პარკი, შინდისფერი ცილინდრი, მორუხო ფერის ნაჭრის ქურთუკი და შავი ფერის შარფი, დაუბ-რუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს გარე ზედაპირის ზედა ნაწი-ლიდან ამოღებული ორი დაქტილოფილი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცება – ავტომანქანიდან და ბრალდებულებისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუ-შები განადგურდესსაქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ავტომანქანა „Renault Clio“ სახ. ნომრით V------ და მისი გასაღები, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შ---- თ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა და ზურგჩანთა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ა------ ტ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ვ-–-------- ფ------–--ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი „ნო-კიას“ ტელეფონი იმეი კოდით 3------------------------------; მისაღებ ოთახში განთავ-სებული მაგიდის უჯრიდან ამოღებული ორი მართკუთხა ფორმის მორუხო მოვერცხლის-ფრო ფერის ნაჭრის ტომრები, თასმებიანი შესაკრავით, ასევე უჯრიდან ამოღებული „netafim” წარწერის მქონე ჯინსის კეპიანი ქუდი, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – 9 მმ კალიბრის „ПМ“ პიესტოლეტის მჭიდი 9მმ კალ. ПМ ტიპის 08 ცალი ვაზნით, გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამნეტს, საქმე-ზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ვ-–-------- ფ------–--ის საცხოვრებელი სახლის მდებარედ არსებული ეზოდან ამოღებული ერთი მომწვანო ფერის მცენარე განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად და ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო-მასალა ერთ ცალ დისაკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცება – ავტორეგისტრატორის მეხსიერების ბარათიდან გადმოტანილი და ჰაბი-ტოსკოპიური ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი ვიდეოჩანაწერის ამსახველი დისკი რომე-ლიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe